ნეტგაზეთი • RU

„ჩემი ბებიის ქორწილი“ ძმები ნობელების სახელობის მუზეუმში

 

22 ივნისს, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა – „ჩემი ბებიის ქორწილი“ გაიმართება.

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

გამოფენაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ქორწილის სამი ძირითადი ასპექტი:

1. საქორწინო ფოტო,

2. ქორწილის მოსაწვევი,

3. საქორწინო კაბა (თუ შესაძლებელია აქსესუარებთან ერთად).


სავალდებულოა, რომ მონაწილემ მასალასთან (ფოტო, მოსაწვევი, კაბა და ა.შ.) ერთად პროექტის კურატორებს წარუდგინოს მოკლე ისტორია, სადაც მოცემული უნდა იყოს ფოტოს, მოსაწვევის ან კაბის ისტორია.


მასალების მიღება იწარმოებს 17 მაისამდე, ყოველდღე გარდა ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეებისა, 11– დან 18 საათამდე.

მისამართი: თამარის დასახლება, ლესელიძის ქ. #3.

თამარი: 577299947; თემური: 577299960; ელ–ფოსტა: tunadze@gmail.com.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"