ნეტგაზეთი • RU

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით

 

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბათუმში მერიის ზედამხედველობის სამსახურს გამოეხმაურა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო აფიშების უკანონოდ გაკვრისთვის 35-ჯერ დააჯარიმა. 

 

 

 

ბათუმის საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, მათ 10 000 ლარამდე ჯარიმა აქვთ გადასახდელი, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და მერიის ზედამხედველობის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

 

“ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთხელ არის დაჯარიმებული. ჩვენ მოვაგროვეთ რამდენიმე ფოტო, სადაც გადაღებულია ქართული ოცნების პლაკატები, რომლებიც უშუალოდ სახლების ფასადებზეა მიკრული”, – ამბობს გიორგი კირთაძე, რომელმაც აღნიშნული ფოტომასალა ჟურნალისტებს წარუდგინა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"