უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი 508 310 ლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში დახმარებისათვის, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა აცინბა, ასევე, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს ,,თექ ევ ინშაათ დექორასიონ თაჰჰუთ იჩ ვე დიშ თიჯარათ ლიმითედ შირქეთის“ დირექტორი ჰალილ ექში და ტექნიკური დირექტორი გიორგი ოდიშვილი.
პაატა აცინბა
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 18 მაისს, აღნიშნულ შპსს და ბათუმის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2 749 988 ლარზე, ბათუმში ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ, სანიაღვრე არხის რკინა ბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად, რა დროსაც, საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი იქნა ყალბი შესრულებული სამუშაოების აქტები, თითქოსდა მათ მიერ შესრულებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პაატა აცინბამ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული აქტების სიყალბე, ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს მიმართა წერილობით ხსენებული კომპანიის დაფინანსების შესახებ, ამის სანაცვლოდ, კომპანიის ხელმძღვანელ პირთა მიერ პაატა აცინბასთვის უსასყიდლოდ იქნა გადაცემული სხვადასხვა დასახელების საშენი მასალები.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად – აღნიშნული კომპანიის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 508 000 ლარით ნაკლებია შემსყიდველისათვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებაზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 იდან 9 წლამდე ვადით.
ლევან ჯინჭარაძე მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში წერს ასევე, რომ აპირებს ბრიფინგზე ჟურნალისტებს გადასცეს დოკუმენტები კორუფციული სქემის შესახებ.
ლევან ჯინჭარაძე
„ჟურნალისტთა კორპუსზე ვაპირებ ყველა იმ მასალის გადაცემას, რომელიც ამხელს თამაზ ხაბაძისა და, ზოგადად, სამინისტროს კორუმპირებულ ჩინოვნიკთა ჩართულობას კორუფციულ სქემაში, რამაც ქარხანა 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით გაკოტრებამდე მიიყვანა და რა მასალაც გახდა ჩემი დევნის საფუძველი“, – წერს ლევან ჯინჭარაძე.
ლევან ჯინჭარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის მაზლია. ის დირექტორის თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ხელისუფლება შეიცვალა.
თამაზ ხაბაძე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით შეგვპირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემოწმდა ქუთაისის ქუჩაზე მდებარე რესტორნები – “სოფრაზ” (ი/მ “ზექი კარტალი”), “მარტი” (შპს “OFKAY”) და “HB” (შპს “პეპე”); გამსახურდიას ქუჩაზე – რესტორანი “ბასრა” (შპს “Al Hadi”).
გეგმური ინსპექტირებისას რესტორნებში აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები – ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევა, კონდენსატის წარმოქმნა დაკიდულ კონსტრუქციებზე, მწერები სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ადგილას, აღჭურვილობების არასათანადო დასუფთავება-დეზინფიცირება, ხორცის შენახვის არასათანადო ტემპერატურული რეჟიმი. ერთ-ერთმა ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ვეტერინარული მოწმობა – ფორმა N2.
აღნიშნული დარღვევების გამო რესტორნებს – “სოფრაზ”-ს, “მარტს”, “HB”-ს და “ბასრას” შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.
გამარჯვებულებს ასევე შესაბამისი ადგილების დამადასტურებელი თასები, დიპლომები და მედლები გადაეცემათ.
შეჯიბრება ჩატარდება საერთაშორისო კომისიის მიერ დამტკიცებული „პირამიდის საერთაშორისო წესებისა“ და ,,პირამიდაში შეჯიბრების ჩატარების წესების“ შესაბამისად.
ტურნირი გაიმართება ნახევრად-ოლიმპიური სისტემით, წინასწარი შეხვედრები იქნება 3 მოგებამდე, მეოთხედფინალები და ნახევარფინალები 4 მოგებამდე, ხოლო ფინალური შეხვედრა 5 მოგებამდე.
შეჯიბრებას მოემსახურებიან აჭარის ბილიარდის ფედერაციის მიერ დამტკიცებული მთავარი მსაჯები: თეიმურაზ კახიძე (მთავარი მსაჯი), თემურ დიმიტრიძე, რუსლან თებიძე.
ჩემპიონატი აჭარის ბილიარდის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდება.
ბილიარდში აჭარის პირველობისთვის ბრძოლა 28 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება, 29-30 აგვისტოს 11:30 საათზე, ხოლო ფინალური შეხვედრები 31 აგვისტოს 13:00 საათზე ჩატარდება.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ვებ-პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ჩემპიონატის მიზანია: საბილაიარდო სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია, სპორტსმენთა კვალიფიკაციის ამაღლება და ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აჭარის ნაკრების დაკომპლექტება.
საბილიარდო კლუბ „პირამიდას“ მისამართია ბათუმი, ა.მელიქიშვილის ქ.#37.
დასწრება თავისუფალია.
აჭარის ბილიარდის ფედერაციის მონაცემით ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ:
„მეგა პალასის“ 50%-იანი წილის მფლობელის, ბიზნესმენ ლევან ხიმშიაშვილის შეფასებით, დღეს ბიზნესმენისთვის მუშაობა უფრო მარტივია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს, რადგან ბიზნესი წნეხისგან თავისუფალია: „ადრე იყო ხისტი დამოკიდებულება ბიზნესმენების მიმართ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ არჩილ ხაბაძის მეგობარი ვარ“, _ უთხრა ლევან ხიმშიაშვილმა „ბათუმელებს“.
ლევან ხიმშიაშვილის თქმით, მას არჩილ ხაბაძესთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა:
„რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში მეგობრობა? – არ უარვყოფ, რომ ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ნაცნობობა, მაგრამ ამ ურთიერთობას ვერ მივცემ იმ დატვირთვას, რომ ვთქვა მეგობარია-მეთქი. ბატონი არჩილი ქართუ ბანკის მენეჯერი იყო, როცა მე ამ ბანკიდან სესხი მქონდა. აქედან გამომდინარე, როგორც კლიენტს და მენეჯერს კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ნეტა იქნებოდეს კარგი მეგობარი, ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის“.
ლევან ხიმშიაშვილის მტკიცებით, განმეორებით აუქციონში გამარჯვებაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია მის „დიდი ხნის ნაცნობობას არჩილ ხაბაძესთან“:
„მიკვირს, როცა მეგობრობაზე საუბრობენ, რადგან მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩვენ შევისყიდეთ, ელექტრონული აუქციონით გაიყიდა. შეეძლო ვიღაცას ამერიკიდან ან თურქეთიდანაც კი ეყიდა. ან ვინმეს, ნებისმიერს. ეს იყო თავისუფალი ვაჭრობა და სამი-ოთხი თვე იდო ინფორმაცია აუქციონის შესახებ. გარდა ამისა, ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ავიღეთ. აქ რაში გამოიხატა მეგობრობა, გაუგებარია ჩემთვის.“
კომპანია „მეგა პალასი“ აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, 29 იანვარს დარეგისტრირდა და განმეორებით აუქციონში გაიმარჯვა. აჭარის მთავრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულების თანახმად შპს „მეგა პალასმა“ 2 მილიონნახევარი დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა და 70-ნომრიანი სასტუმროს აშენების ვალდებულება აიღო, თუმცა კომპანია 28-სართულიან სასტუმროში 105 ნომრის განთავსებას გეგმავს. მათ შორის ათ სართულზე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი განთავსდება. პროექტის მიხედვით, შენობის პირველ სართულზე იგეგმება რესტორნისა და კაზინოს გახსნა.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მშენებლობის ნებართვა აიღოს, ხოლო მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 2 თვეში მინიმუმ 70 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობა დაიწყოს. პირობების მიხედვით, ინვესტორმა სასტუმროს მშენებლობა მისი დაწყებიდან 36 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
ასევე აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმროს მშენებლობაში ინვესტორმა, მინიმუმ 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ინვესტორი ვალდებულია ასევე, სასტუმროს ამოქმედებიდან 10 წლის ვადაში ობიექტს პროფილი შეუნარჩუნოს, სადაც დასაქმებულთა 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
ლევან ხიმშიაშვილის თქმით, ის ვალდებულებები, რომლებიც კომპანიას ამ დრომდე უნდა შეესრულებინა, შესრულებულია:
„მზად გვაქვს მშენებლობის პროექტი და ნებართვაც მივიღეთ. უახლოეს დღეებში ჩვენ ოცამდე პირს დავასაქმებთ მშენებლობაზე.“
რაც შეეხება ინვესტიციას, ინვესტორის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2 მილიონ-ნახევარი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს, ის აპირებს მისი ოდენობა შვიდ ან რვა მილიონამდე გაზარდოს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „მეგა პალასი“ 2014 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 50-50% წილის მფლობელები ბიზნესმენები ლევან ხიმშიაშვილი და ჯუმბერ ზოიძე არიან.
გააჩუქეთ წიგნები „ვისოლში“ და „სმარტში“ მათთვის, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია
„მოსიარულე ბიბლიოთეკა“ საგანმანათლებლო პროექტის – „წიგნი ყველა სოფელს“ – ნაწილია, რომელიც საქართველოს 3668 სოფელში რაიონული ბიბლიოთეკების გასაახლებლად წიგნებს აგროვებს. წიგნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კომპანია „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტ „სმარტში“ და ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდისში“ გროვდება. აქცია წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
17 აგვისტოს ბათუმის პლაჟზე წიგნების მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ და „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობამ ღია ბიბლიოთეკა მოაწყო, პროექტის სხვა პარტნიორებთან ერთად საზოგადოებას პროექტი წარუდგინა და მასში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
„წიგნი ყველა სოფელს“ – არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობისა“ და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, „ვისოლ ჯგუფის“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“, „პალიტრა L“-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„თანამედროვე ტექნოლოგიებს თავისი ადგილი უკავია, მაგრამ წიგნი არის უკვდავი ბავშვებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც. პროექტი საკმაოდ პოპულარული გახდა და მასშტაბური სახე მიიღო პარტნიორების ჩართვის თვალსაზრისითაც“ – ამბობს „სტუდენტური ერთიანობის“ თავმჯდომარე ბექა ღაჟონია.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეგროვებული წიგნების დახარისხების შემდგომ რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ ზრუნავს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში ჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც აძლევს საშუალებას, გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში.
„ამ პროცესში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, როგორც ორგანიზაციას ასევე თითოეულ ადამიანს. ვფიქრობ შევძლებთ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ ბიბლიოთეკების განახლების პროცესში“ – ამბობს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ინტელექტუალური კლუბის „წიგნის მეგობრების“ ხელმძღვანელი ქეთი ბურჯანაძე.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სოფლის ბიბლიოთეკებისთვის 700-მდე სხვადასხვა ჟანრის წიგნი გამოყო.
„რეგიონალური ბიბლიოთეკების დასახმარებლად ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება. ყველას მოვუწოდებთ, თუ აქვთ საშუალება, სახლიდან მოიტანონ ის წიგნები, რომლებიც აღარ სჭირდებათ“ – მიმართავს საზოგადოებას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი ჭონქაძე.
პროექტს „პალიტრა ლ“-მაც აჩუქა 150-მდე დასახელების წიგნი და მომავალშიც პროექტის აქტიურ მხარდაჭერას გეგმავს.
„ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დევიზია: „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“, შესაბამისად, ზრუნვა მომავალ თაობაზე და ახალგაზრდების თანადგომა ჩვენთვის უცხო არ არის“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. „გარდა იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ წამყვან ბიზნესსკოლებთან, რომელთა წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღონ საქართველოს ბიზნესსივრცეში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესჯგუფში, ჩვენ ყოველწლიურად ვაწყობთ „სტუდენტური დასაქმების ფორუმებს“. შარშან 2000-ზე მეტ სტუდენტს, ვინც „სტუდენტური დასაქმების ფორუმებზე“ დარეგისტრირდა, საშუალება ჰქონდა მასტერკლასები მოესმინა კომპანიის დამფუძნებლებისა და წამყვან სპეციალისტებისგან და პრაქტიკული რჩევები მიეღო დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებაზე. უფრო მეტიც, პროექტის ფარგლებში ათობით სტუდენტი დასაქმდა. საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ ერთად კი სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფინანსებით უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ.
რაც შეეხება პროექტს – „წიგნი ყველა სოფელს“, მე მინდა მოვუწოდო როგორც კერძო კომპანიებს, გამომცემლობებსა და ზოგადად საზოგადოებას, რომ გაითავისონ პროექტის მნიშვნელობა და წვლილი შეიტანონ წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და „უკეთესი მომავლის შექმნაში“, – ამბობს რუსუდან კბილაშვილი.
წერილით, რომელიც სამინისტროს „ბათუმელებმა“ 2014 წლის 12 თებერვალს გაუგზავნა, რედაქცია სამინისტროსგან ბათუმის ციხის დირექტორის ავტობიოგრაფიას ითხოვდა. თითქმის შვიდი თვის შემდეგ მიღებულ პასუხში წერია, რომ სამინისტროს ციხის დირექტორის ავტობიოგრაფია პერსონალურ ინფორმაციად მიაჩნია და ამიტომაც მის მოწოდებაზე უარს გვეუბნება, ანუ ასაიდუმლოებს.
ბათუმის მესამე საპყრობილის ყოფილი დირექტორი გიორგი ვეკუა და მისი მოადგილე ზაზა ჯიქია ბრალდებულები არიან პატიმრების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში. მათ სისხლის სამართლის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი თითქმის ერთი წელია განიხილავს. პატიმრების წამებაში ბრალდებული ციხის დირექტორი და მისი მოადგილე მოსამართლემ საპყრობილიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
ციხის ყოფილი უფროსებისა და ამჟამად ბრალდებულების ვინაობას, თავის დროზე, სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელების მსგავსად, ყოფილი ხელმძღვანელებიც ასაიდუმლოებდნენ.
ბატონო ბიძინა რატომ მიიღეთ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება?
მე მთავრობამ გამომიცხადა ნდობა ამ თანამდებობაზე და მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ახლა დროა ცოტა ჩამოვლაბორანტდე და აქედან მივხედო ჩემს საქმეს და ვაკეთო, რაც მევალება.
ბოლო პერიოდში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მთავრობას რამდენიმე ძეგლის ინვესტრორზე გადაცემის სურვილი ჰქონდა, მაგრამ თქვენ და თქვენი სამსახური ეწინააღმდეგებოდით. რამდენადაც ვიცი, ამის გამო დაპირისპირებაც კი გქონდათ.
არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება. მე მაქვს ჩემი პოზიცია და ეს სკამიც მავალდებულებს, რომ დავიცვა ძაგლები. არ ყოფილა საუბარი სტატუსის მოხსნაზე, ჯერ ერთი სტატუსს მე არ ვხსნი. მათ უნდა მიმართონ თბილისს, რადგან სტატუსს ანიჭებს და ხსნის თბილისი. ამ ხნის განმავლობაში მე დაახლოებით თხუთმეტამდე შენობას მივანიჭე სტატუსი და მხოლოდ ერთზე დავწერე, რომ სტატუსი მოსახსნელია.
ტელევიზიის წინ რომ შენობაა მართლა არ სჭირდება მას სტატუსი, იქ არაფერია ძველი. ის არის ახალაშენებული სიმახინძე. მე მოვითხოვე, რომ თუკი სახელმწიფო გაყიდის ამ შენობას, ღობე და რეკრეაციული ზონა მთლიანად შეუნარჩუნდეს.
რომ დავუბრუნდეთ თქვენი გადადგომის თემას, მთავრობის წევრები პირად საუბრში ხშირად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას თქვენს მიმართ და, ზოგადად, სააგენტოს მიმართ, რასაც არაერთხელ პირადად შევსწრებივარ, სწორედ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდით ძეგლების რაღაც ფორმით გასხვისებას ან მათი იერსახის შეცვლას. ამან რა გავლენა იქონია?
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ საკითხში მე არაფერ შუაში ვარ, თუ მოსახსნელია სტატუსი. მე ვეუბნები მერიას მოდი ჩამოვიყვანოთ კომისია. შეიძლება ბევრს მივანიჭე სტატუსი, მაგრამ რაღაც რაღაცეებზე შეიძლება სტატუსის მოხსნა. ან შეიძლება ადაპტაცია ისე, რომ შენობის იერსახე იყოს უკეთესი. უცხოეთის უამრავი მაგალითი გვაქვს, როგორ შეიძლება ძეგლის ფასადის და მთლიანად შენობის შენაჩუნება, მე უფრო ამ პრინციპს ვემხრობი.
არჩილ ხაბაძეს ან მთავრობის რომელიმე წევრს თუ აქვს თქვენთან დარეკილი ან თუ გქონიათ რომელიმე მათგანთან ისეთი საუბარი, როცა მათ მოუთხოვიათ შეგერბილებინათ ან შეგეცვალათ სააგენტოს პოლიტიკა ძეგლების მიმართ?
არავითარი, მე არ ვარ ისეთი პიროვნება ვინმესგან დავალებები მივიღო, მე ჩემი შეხედულებები მაქვს. მე მაქვს ჩემი პროგრამა, გეგმა და ვიცი კანონით რა მევალება. მე მგონი ამას თავს არ აკადრებდნენ და არც მე მაკადრებდნენ.
ფიქრობთ თუ არა, რომ ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ სააგენტოში იგივე პოლიტიკა გაგრძელდება?
მე მგონი გაგრძელდება, რადგან აქ არ შეიძლება პოლიტიკის შეცვლა. ჩემი იდეაა შევინარჩუნოთ ძველი ბათუმი. სადღაც პატარა შენობების ადაპტირება შეიძლება, დაშენება შეიძლება. აქ უნდა მოვიდეს ვისაც აქვს კარგი ხედვა ქალაქის მიმართ. მოვა ალბათ კარგი ბიჭი იქნება თუ კარგი ქალი იქნება, მგონი გავაგრძელებთ საქმიანობას და ვითანამშრომლებთ.
თანამშრომლობთ, ანუ თქვენ სააგენტოში რჩებით?
დიახ და პირდაპირ ძეგლების დაცვის განყოფილების კურატორი ვიქნები.
მაშინ სინამდვილეში რატომ მიიღეთ გადადგომის გადაწყვეტილება?
ცოტა რთულია ბიუროკრატიული მომენტები, მე სხვანაირი ადამიანი ვარ. ბიუროკრატია ჩემი საქმე არ არის. მოვა ვიღაც, ვისაც ეს ესმის და უკეთესად გააგრძელებს. ჩავთვალე, რომ ჩემთვისაც ასე უკეთესია. სინდისს გეფიცებით ჯობია ცოტა გვერდზე ვიყო. პასუხისმგებლობას მე არ ვიხისნი, მაგრამ მირჩევნია ცოტა გვერდზე ვიყო.
_ წელს „ბათუმობა“ იქნება სახალხო დღესასწაული, ეს ჩვენი მთავარი მიზანია. ძირითადი ღონისძიებები მემედ აბაშიძის გამზირზე გაიმართება. ერას მოედანზე იგეგმება კარგი კონცერტი, რომელიც დღის 12 საათიდან ღამის თორმეტ საათამდე გაგრძელდება. ბევრი ცნობილი ქართველი ვარსკვლავი დათანხმდა და აპირებს ბათუმობასთან დაკავშირებულ კონცერტში უსასყიდლოდ მონაწილეობის მიღებას. პარალელურად იქნება ფოლკლორული კონცერტი ექვსი მაისის პარკში. მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კუთხეებში მოეწყობა ბათუმელების შეკრება.
1-ელ სექტემბერს, საღამოს საათებში, საზაფხულო თეატრში საპატიო ბათუმელებს დავაჯილდოვებთ. 2 სექტემბერს ვგეგმავთ პიაცაზე ქორეოგრაფიულ კონცერტს. იქნება ასევე საპატიო ბათუმელების დაჯილდოების ცერემონიალი.
– ჯგუფი „ნიკოლ-შოუ“, ლაშა ღლონტი, რომელიც ბათუმელია, მაგრამ თბილისში ცხოვრობს… გვპირდებიან, რომ იქნება ძალიან კარგი პროგრამა და ეს სასიამოვნოა. ფაქტობრივად, კეთდება მაღალი დონის კონცერტი, რაშიც ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება.
– რამდენიდაიხარჯებაწელსბიუჯეტიდან„ბათუმობისთვის“?
-წელს ეს ღონისძიება შედარებით მცირებიუჯეტიანია. წინა წელს ბიუჯეტი იყო 240 000, წელს 135 000 ლარი დაიხარჯება. აუცილებელი მინიმუმის გარდა, რაც სტუმრების გამასპინძლებისთვისაა საჭირო, მასშტაბური სუფრები არ იქნება.
–მოსაწვევსტუმართასიაშივინმოხვდაწელს?
ჩამოდიან ბათუმის დამეგობრებული ქალაქებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები. სხვა რაიმე სახის დასაპატიჟებელთა სახელობითი სია არ გვაქვს.
_ ბოლო დეტალებს ვაზუსტებთ, რის შემდეგაც დაიწყება საინფორმაციო კამპანია ტელევიზიებით. როგორც კი სამოქმედო გეგმა გაიწერება, შეიძლება ფლაერებიც დავარიგოთ. არც ის გვავიწყდება, რომ ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი წვიმიანი ქალაქია და ამაზეც გვაქვს გათვლა.
_ წინა წელს ორგანიზატორებს შეუშალა ხელი ამინდმა, ამიტომ რაღაც ღონისძიებებს ვგეგმავთ ისე, რომ წვიმის დროს ხელი არ შეგვეშალოს. გადავანაცვლებთ, მაგრამ ძირითადი მიმართულებები არ უნდა შეიცვალოს. წელს ამინდის ხანგრძლივი პროგნოზის თანახმად, კარგი ამინდი იქნება.
დაიმახსოვრეთ, ყველა მონაწილისთვის გარანტირებულია დაუვიწყარი დასვენება, პოზიტიური მუხტი და საუკეთესო განწყობა!
ფესტივალი „ხატადან ბოგირზე. საქართველო“ არის უნიკალურ შესაძლებლობა ყველასათვის, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საქველმოქმედო აუქციონში, საიდანაც მიღებული შემოსავალი მიიმართება საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების დევნილების დასახმარებლად.
გარდა ამის, ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ველორბოლაში „მშვიდობისათვის“, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გაივლიან თავიანთი ქვეყნის დროშებით მეგობრობის, სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების მხარდასაჭერად.
ფესტივალის ჩატარების დრო და ადგილი: 30 აგვისტო 2014 წელი – 10.00-20.00 საათი, ქ. ბათუმი, თოკის პარკი Hakuna-Matata (ძველი ბულვარი, ანბანის კოშკის ტერიტორია). პროექტის საიტი: https://home2ropes.com/; ფონდ „კარგი საქმის“ საიტი: https://good-deeds.eu/ საკონტაქტო პირი ვლადისლავ შელოკოვი, ფონის გამგეობის წევრი shelokov.v@good-deeds.eu vladshelokov@gmail.com ტელ.: +38 067 77 491 77
ამ პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ შეღავათით, ანუ ახალი პირადობის მოწმობას, ნაცვლად 30 ლარისა (პირადობის მოწმობის ღირებულება) აქციის ფარგლებში 15 ლარად მიიღებენ. ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლები მოქალაქეებს ზეპირსიტყვიერად უხსნიდნენ, რომ ისინი მუშაობენ შაბათ-კვირასაც. „უთხარით თქვენს ახლობლებს, რომ შაბათ-კვირასაც ვმუშაობთ“, – აფრთხილებდნენ თანამშრომლები პირადობის მოწმობის იაფად მიღების მსურველებს.
“როგორც ვიცით პოლიტიკური ნება არსებობს, ჩვენ მივაწვდენთ ხმას ცენრალურ ხელისუფლებას. ძვლივს დაამთავრა კომისიამ მუშაობა და ახლა ხელს არ აწერენ , პროცესს ძალით აჭიანურებენ“- აცხადებს აქციის ორგანიზატორი ნიაზ ფუტკარაძე.
„ჩვენ ვუცდით მთავრობის პირველი პირის ხელმოწერას, გვითხრან როდის დაიწყება მიწების დაკანონება წინააღმდეგ შემთხვევაში 3000 კაცი დავდგებით და გადავკეტავთ გონიოს გზას“- ამბობს დავით გუნდაძე.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის დავით გაბაიძის ინფორმაციით დღეს აღიარების შესახებ კანონი მოითხოვს მიწაზე ნაგებობის არსებობას, რასაც ვერ აკმაყოფილებენ მიწით მოსარგებლეები.
„ ჩვენ არ გვაქვს უფლება დავაკანონოთ რაიმე საკუთრება. 29 აგვისტოს ჩანიშნულია სხდომა, სადაც კენჭი უნდა ვუყაროთ ამ დასკვნას . კომისიაში მესაკუთრეებს ჰყავთ ექვსი წარმომადგენელი. ამ კომისიას არა აქვს საკუთრების დაკანონების უფლება . ამისათვის უნდა მოხდეს კანონში ცვლილება და ეს რეკომენდაცია წერია პროექტში“- ამბობს დავით გაბაიძე.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით გონიოში მიწის დაკანონებას 270 ოჯახი ითხოვს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით უცხოელ ტურისტთა რაოდენობა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 21%-ითაა გაზრდილი. განსაკუთრებული ზრდა გაორმაგებული ავია-ფრენების შედეგად უკრაინის მიმართულებით შეიმჩნევა (+230%), წლევანდელ სეზონზე ზრდის მაჩვენებლით გამოირჩევა ასევე ბელორუსია (+85%) და პოლონეთი (+153%).
დადებითი ტენდენცია ფიქსირდება აზერბაიჯანის (+12%), ისრაელის (+10%) და ერაყის (+126%) მიმართულებითაც. სხვადასხვა საერთაშორისო ფრენებით ბათუმის აეროპორტში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს შორის ევროპის მოქალაქეების მატებაც შეინიშნება (ესტონეთი + 64%, ბულგარეთი +63%, ლატვია +19%).
ასევე, აჭარაში შემოსულ უცხოელ ტურისტთა დიდი ნაწილი ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს იყენებს.
აჭარის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში უარყოფს თავად რუსლან ქორიძეც. „არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. ჯერ არავინ დამკავშირებია, ვერ დაგიდასტურებთ“, _ უთხრა მან „ბათუმელებს“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ასევე დასტურდება სათანადო დოკუმენტებით, რაც ამ მოხელეების თანამდებობებზე დანიშვნამდე პერიოდს ეხება, რუსლან ქორიძეს არჩილ ხაბაძესთან ნაცნობობაც აკავშირებს. ის წლების განმავლობაში ბათუმის საზღვაო ბანკის ბუღალტერი იყო, იმ დროს ბათუმის საზღვაო ბანკში არჩილ ხაბაძეც მუშაობდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, რუსლან ქორიძემ ქონება იპოთეკით (543 კვ/მ მიწის ნაკვეთი და 293.9 კვ/მ ფართობი გონიოში) „ქართუ ბანკში“ რამდენჯერმე დატვირთა. ამ დროს ბანკის მენეჯერი არჩილ ხაბაძე იყო.
რეესტრის მონაცემებით, რუსლან ქორიძე თანასაკუთრებაში ფლობს 79,40 კვ/მ ფართობის სხვენს გორგასლის #50-ში. ეს სხვენი მან 2009 წელს დაირეგისტრირა საკუთრებაში. ასევე რეესტრის მონაცემებით, რუსლან ქორიძემ 2007 წელს დაირეგისტრირა საკუთრებაში 709 კვ/მეტრი მიწის ფართობი. გარდა ამისა, ყოფილი ვიცე-მერი რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს გონიოში.
მეორე და მესამე ადგილი ოთარ თავართქილაძემ და ვანო მძელურმა გაინაწილეს. ოთარ თავართქილაძემ მეორე ადგილით 1500 ლარი მოიპოვა, ვანო მძელურმა კი – 500 ლარი.
„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასს” კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ატარებს. როგორც ამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დიანა ველენგურსკაი ამბობს, „თეგეტა მოტორსი“ მომავალშიც გააგრძელებს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ გათამაშებას.
2014 წლის 11 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო ხელყოფისათვის მოქალაქე შოთა გუჯაბიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის. შოთა საზოგადოება “ბათომის” დამფუძნებელია, ორგანიზაციის, რომელიც ბათუმში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლაზე, გადარჩენასა და პოპულარიზაციაზე ზრუნავს.
როგორც აღმოჩნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბარბარეს ეკლესიის ფასადზე რემონტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მიმდინარეობდა, რაც კანონით აკრძალულია. მაშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განაცხადეს, რომ სააგენტოს სარემონტო სამუშაოების ნებართვა არ გაუცია, ეკლესიის წინამძღვარმა, გიორგი მამალაძემ კი „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ სამუშაოები მეუფე დიმიტრის კურთხევით მიმდინარეობდა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, საწარმო რამდენიმე კვირაში გაიხსნება.
ქარხანა სრული დატვირთვის შემთხვევაში სეზონზე 1500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს.
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა აგრეთვე დაათვალიერეს ქედის მუნიციპალიტეტში ხილის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო, რომელიც ამოქმედდება მიმდინარე წელს. ასევე ქედაში მოინახულეს მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც 2500 კვ. მეტრის ფართობზე ორი სახეობის მოცვია გაშენებული.
სტუმრებმა ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩხუთში ასევე მოინახულეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე მთავრობიდან არავინ გამოჩენილა. იქვეა მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
რეზო ბერიძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ მას კერძო იპოთეკართან ვალი 28 ათასი დოლარი უკვე გადახდილი აქვს, დარჩენილი აქვს დაახლოებით 4 ათასი დოლარი გადასახდელი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური წერილი მიიღო, პოლიცია მას სახლის დაცლას სთხოვს, ხვალ ორშაბათს მისი სახლი აუქციონზე გადის გასაყიდად და ოჯახი გამოსახლების შესახებ წინასწარ გააფრხთხილეს;
რეზო ბერიძის მსგავსად აუქციონზე უნდა გაიყიდოს თენგო ფაღავას, რეზო ეზიაშვილის, თემურ თავდგირიძის და ნაზი დავითაძის სახლები. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისინი იმ სიაში არიან რომელიც აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გრძელვადიან სესხებს მიიღებენ.
აჭარის ეკონომიკის სამინისტრო კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით შეგვპირდა, ამიტომაც ჯერჯერობით “ბათუმელებმა” ვერ მოახერხა იმის გადამოწმება ნამდვილად არიან თუ არა აქციის მონაწილე ეს ადამიანები იმ სიაში, რომლებმაც მთავრობის დახმარებით შეღავათიანი ბიზნესსესხები უნდა მიიღონ.
პრესსსამსახურისგან სატელეფონო ზარს “ბათუმელები” ამ წუთებშიც ელოდება.
ღარიბაშილმა ასევე განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ჩინური კომპანიების ინვესტიციებს საქართველოში და ამ მხრივ აღნიშნა „ჰუალინგ ჯგუფის“ საქმიანობა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია.
პრემიერ-მინისტრი საქართველოდან რუსეთში სასურსათო ტვირთის მიწოდების გაზრდასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული, პრაგმატული, სწორი და გონივრული და ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი.
მან ასევე, უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას აჭარის მთავრობაში საკადრო პოლიტიკის შესახებ.
მედიაში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ, თითქოს რეცეპტი პირველადი მოხმარების ისეთ მედიკამენტებზეც იქნება საჭირო, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები, საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს და არც წამლების მომარაგება გახდება საჭირო. “ურეცეპტო გაყიდვაში 3 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი რჩება. ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების სპეციალური ჩამონათვალი და იგივე ეხება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს”, _ თქვა მინისტრმა. როგორ აფასებენ აჭარაში რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებას თავად ექიმები და რა რისკებს ხედავენ მთავრობის გადაწყვეტილებაში?
საზღვაო ჰოსპიტალის დირექტორი, კარდიოლოგი თამარ ქაჩლიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟისა, ახალი რეფორმა პრობლემებს არ შექმნის. მისი აზრით, ეს მკვეთრად შეამცირებს პაციენტის თვითმკურნალობით გამოწვეულ რისკებს და უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას: “მართალია, ქრონიკულ პაციენტებს მუდმივად ესაჭიროებათ მედიკამენტების მიღება, მაგრამ ხომ შეიძლება მას ასევე სჭირდებოდეს დოზის შეცვლა, იქნებ რამე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა და დროული ჩარევაა საჭირო _ ხშირად ამას პაციენტები ყურადღებას არ აქცევენ. ასეთი რეგულაციები ექიმებისადმი მომართვიანობასა და დაავადებების მართვასაც გააუმჯობესებს”, _ ამბობს ის.
II ჯგუფის მედიკამენტებისთვის რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრობლემების წარმოქმნის რისკს ვერც ნევროპათოლოგი მიშა მჟავანაძე ხედავს. იგი ამბობს, რომ რეფორმასთან დაკავშირებული უკმაყოფილება საზოგადოებაში შესაძლოა რამდენიმე კვირას გაგრძელდეს. `ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ არც პეციენტები და არც ექიმები ფორმა #3 რეცეპტის გამოყენებას არ არიან შეჩვეულნი. სიახლეები ყოველთვის იწევს გარკვეულ უკმაყოფილებას დასაწყისში. მართალია, 80-იან წლებში სარეცეპტო სისტემა ჩვეულებრივად მუშაობდა საქართველოში და ყველა წამალზე ვწერდით რეცეპტს, მაგრამ შემდეგ ეს სისტემა საერთოდ მოიხსნა და ახლა თავიდან მოგვიწევს შეჩვევა, რაც ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს მალე”, _ ამბობს ექიმი.
თამარ ქაჩლიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების შიში, თითქოს II ჯგუფის მედიკამენტებზე რეცეპტისთვის ექიმთან ვიზიტი მათი მკურნალობის ხარჯებს გაზრდის, უსაფუძვლოა. თამარის აზრით, იმ პირობებში, როცა საქართველოს ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმებზეა დაფუძნებული, რეცეპტის გამო ექიმზე მიმართვა პაციენტის ჯიბეს ნაკლებად დაეტყობა: `დღეს ჩვენთან, პირველადი რგოლი არის ოჯახის ექიმი და შემდეგ საჭიროების მიხედვით სპეციალისტები. ოჯახის ექიმის კომპეტენციაში შედის მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. აქედან გამომდინარე, პაციენტს შეუძლია მივიდეს თავის ოჯახის ექიმთან, რომელიც შეაფასებს სიტუაციას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაამისამართებს სპეციალისტთან, თუ ეს აუცილებელი იქნება. ისე კი, იმავე რეცეპტის გამოწერა ოჯახის ექიმსაც შეუძლია”, _ ამბობს ის. ოჯახის ექიმთან მისვლა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეუზღუდავია და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის ოჯახის ექიმთან ვიზიტს სახელმწიფო აფინანსებს.
II ჯგუფის მედიკამენტებზე, რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა II ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა №3 _ რეცეპტის ბლანკის ახალი ფორმა. ახალი ფორმა №3 რეცეპტის ბლანკი დანომრილია და სამ ნაწილადაა (A, B და C) დაყოფილი, რომელთაგან ერთი (A) ნაწილი ექიმთან რჩება, ერთი პაციენტთან და ერთიც ფარმაცევტთან. ერთ რეცეპტზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი, რაც ბათუმის #4 პოლიკლინიკის დირექტორის, ციცო ბაკურიძის აზრით, ცოტათი მოუხერხებელია. “ალბათ უკეთესი იქნებოდა სამი მედიკამენტის გამოწერა მაინც რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მაგრამ ახალ ინსტრუქციაში მითითებულია, რომ მხოლოდ ერთი გამოვწეროთ”, _ ამბობს ის. ციცო ბაკურიძის აზრით, ყოველ მედიკამენტზე ცალკე რეცეპტის გამოწერა უფრო დატვირთავს ექიმს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი რეცეპტის საფუძველზე აფთიაქიდან მხოლოდ ერთხელ იქნება წამლის მიღება შესაძლებელი. ბლანკის B და C განყოფილება ექვსნაწილიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ექიმის მიერ გამოწერილი რაოდენობა პაციენტმა აფთიაქებში ექვსჯერადად შეიძინოს.
შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა მოინახულეს სამინისტროს სსიპ ლაბორატორიისა და სერთიფიცირების ცენტრი. სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაბა ჩაქვის შპს მექნიზატორი. მიმდინაარე წელს მექნიზტორმა 28 ერთეული ტრაქტორით რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე დახვნა და დაამუშავა 1300 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი.
ასევე 26 ერთეული სპეცტექნიკით ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მეციტრუსე ფერმერებს მოემსახურა წამლობითი ღონისძიებების განხორციელებაში. ასევე მოინახულეს დაბა ჩაქვის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სადაც 11 ჰა ფართობზეა გაშენებული უცხოეთიდან (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია) შემოტანილი მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის, პომელოსა და სხვათა ათეულობით ჯიშის ნერგები. აგრეთვე ეწვივნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შპს აგროფირმას. დღეის მდგომარებით საწარმოში მიღებული და გადამუშავებულია 400 ტონამდე ჩაის ნედლეული, საიდანაც წარმოებულია 63 ტონა მწვანე და 37 ტონა შავი ბაიახაის ჩაი, რომელიც ერთჯერადი მოხმარების პაკეტებშია დაფასოებული „ჩაი სამაია“ და „ჩაი პეტრა“.
სოფლის მეურნეობის პროგრამებს, სამინისტროს მუშაობას და რეგიონში მიმდინარე სოფლის მეურნეობის პროექტებს. 2 დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დატვირთული გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც მოვინახულებთ როგორც ციტრუსის, ასევე ჩაის და სხვა მუერნეობებს. დაიგეგმება 2015 წლის პროექტები მიმდინარე საკითხების ანალიზის შესაბამისად,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
“მე მქონდა საუბარი გასულ კვირას გერმანიის კანცლერთან, მე მას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩვენ მიმოვიხილეთ მოახლოებული ნატოს სამიტი, ჩვენ საქართველოში ველოდებით გერმანიის კანცლერს, სავარაუდოდ ვიზიტი შედგება მომავალი წლის გაზაფხულზე.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი, მადლიერება მინდა გამოვხატო ბაიდენის მისამართით. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი და საინტერესო საუბარი, ვისაუბრეთ რეფორმებზე, მიღწევებზე რაც ჩვენ ძალიან მოკლე დროში შევძელით. ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი ამერიკისთვის და ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა ბათუმში, რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხულოს სასპორტო სკოლაში, ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებებზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის აჭარის ჭაბუკთა ნაკრებს ელოდებიან. სპორტსკოლის ადმინისტრაცია მოჭიდავეებისთვის მეორე სართულზე საწოლ ოთახებს ამზადებს. ფოტოზე: ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ბოლქვაძე
სასპორტო სკოლა ხულოში 1972 წელს აშენდა. მას მოჭიდავე და იმჟამად უკვე მწვრთნელი, გოდერძი ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში. როგორც სასპორტო სკოლაში ამბობენ, საწყის ეტაპებზე ხულოში ჭიდაობის განვითარება მის სახელთან არის დაკავშირებული.
„მისი დაუღალავი შრომით აქ გაიზარდნენ ევროპის ჩემპიონი ლევან შავაძე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – ლევან მეხეშიძე და საქართველოს პრიზიორები ოთარ მეხეშიძე, ვახტანგ მეხეშიძე, ავთანდილ აბულაძე. დღეში დაახლოებით 120 ბავშვი გადიოდა წვრთნას. როცა დარბაზი არ ჰყოფნიდა, საკუთარი სახლის მეორე სართულზე ავარჯიშებდა მათ, სადაც საჭიდაო კუთხე ჰქონდა მოწყობილი. აქ განსაკუთრებით ვითარდება ჭიდაობა. ლევან შავაძის სიტყვებია, რომ „ხულო მოჭიდავეების სამჭედლოა“. ბევრი გვყავს საქართველოს, მსოფლიოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი“, – გვეუბნება ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ბოლქვაძე.
დღეს ხულოს სასპორტო სკოლის ბაზაზე 10 სხვადასხვა სახეობაში 387 მოსწავლე ვარჯიშობს. ყველაზე მეტი ბავშვი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშია, 10 ჯგუფი 121 ბავშვით, მას მოჰყვება 92 მოსწავლე სამთო-სათხილამურო სპორტში, სადაც 8 ჯგუფია; თავისუფალ ჭიდაობაში სამი ჯგუფი და 30 ბავშვია; სამი ჯგუფია ფეხბურთშიც, სადაც 46 მოსწავლე ირიცხება; მაგიდის ჩოგბურთში 27 ახალგაზრდა ვარჯიშობს; კალათბურთში ორი ჯგუფი და 20 მოსწავლეა; ფრენბურთში ერთი ჯგუფი და 18 ახალგაზრდაა. ყველაზე ცოტა – 10 მოსწავლე ქართულ ჭიდაობაშია, ასევე ძიუდოში – 11 და ჭადრაკში 12 მოსწავლე ირიცხება.
სასპორტო სკოლის 2014 წლის ბიუჯეტი 15 640 ლარია, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება: 125 320 ლარი – შრომითი ანაზღაურება; 10 780 ლარი – ოფისის ხარჯებია, რომელშიც შედის საწვავის ხარჯიც; 9 640 ლარი პრემიებისთვისაა გამოყოფილი; 6 200 ლარი ხმარდება არაფინანსური აქტივების ზრდას; 3 000 ლარი ტრანსპორტის მოვლა-შენახვისთვისაა განკუთვნილი; 950 ლარი სამივლინებო, ხოლო 150 ლარი სამედიცინო ხარჯებზეა გათვლილი; სასპორტო სკოლაში 38 მწვრთნელი მუშაობს, თითოეული მათგანის თვიური ხელფასი კი 240 ლარს შეადგენს.
ის, რომ ხულოს ჩემპიონები ჰყავს, ყველაზე მეტად „მწვრთნელებისა და სპორტსმენების ენთუზიაზმის დამსახურებააო, – ამბობს სასპორტო სკოლის დირექტორი.
ხულოს სასპორტო სკოლა 711 კვ.მეტრ ფართობზე აგებული, ორსართულიანი შენობაა. მეორე სართული ადმინისტრაციული განყოფილებისთვისაა განკუთვნილი. პირველ სართულზე განთავსებულია ორი საშხაპე, ორი ტუალეტი, მწვრთნელის პერსონალური განყოფილება, სამედიცინო ოთახი, ფიზიკური მომზადების ოთახი, საწყობი და ერთი სავარჯიშო დარბაზი. დარბაზში ორი საჭიდაო ხალიჩაა გაშლილი. რომელთაგან ერთი 2013 წლის ბოლოს ხულოს მუნიციპალიტეტმა 10 000 ლარად, მეორე კი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 12 000 ლარად შეუძინა. დარბაზი 200-მდე მაყურებელს იტევს. მაყურებლისთვის განკუთვნილი პლასტმასის სკამები ხის საფეხურებზეა დამაგრებული. დარბაზში დამონტაჟებულია გათბობის სისტემა, რომელიც, როგორც ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, დიზელზე მუშაობს. საშხაპეში კი სპორტსმენებს ზამთრობით ცხელი წყალიც მიეწოდებათ.
2013 წლის ბოლოს სასპორტო სკოლამ 39 630 ლარის სპორტული ინვენტარი აჭარის მთავრობისგან, ხოლო 21 990 ლარის ინვენტარი ხულოს მუნიციპალიტეტისგან მიიღო.
ამ თანხით, საჭიდაო ხალიჩასთან ერთად, მუნიციპალიტეტმა ფიზიკური მომზადების ტრენაჟორის კომპლექტი (11640 ლარი) და სავარჯიშო ჩუჩელა (350 ლარი) გადასცა. ხოლო აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა 10 წყვილი პროფესიონალური თხილამური (ერთეული 1 500 ლარად), ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის ბურთები (საერთო ჯამში: 2700 ლარი), ჩოგბურთის ოთხი მაგიდა (4000 ლარი), ჭადრაკის ორი ელექტრონული საათი (330 ლარი), ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფა (100 ლარი), ჭადრაკის 10 დაფა ფიგურებით (500 ლარი), მკლავჭიდის მაგიდა (2500 ლარი), ორი სავარჯიშო ჩუჩელა (2000 ლარი) და სავარჯიშო ბაგირი (500 ლარი) გადასცა.
ხულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნუგზარ შავაძე ამბობს, რომ ხულოს სასპორტო სკოლა 2010 წელს გარემონტდა. „გამოიცვალა ფასადი და შეკეთდა ინტერიერი. სარემონტო სამუშაოებში არ შედიოდა იატაკის შეცვლა – მე იმის შეფასებას ვერ დავიწყებ უნდა შეცვლილიყო თუ არა იატაკი. ეს უკვე სხვა დარგის კომპეტენციაა. 2010 წლის მერე დიდი დროც გავიდა, იატაკი მართლაც შესაცვლელია, მაგრამ თუ კომპლექსი აშენდება, ამის აუცილებლობა აღარ იქნება“, – ამბობს ნუგზარ შავაძე.
სასპორტო სკოლას აქვს არასტანდარტული, 4730-კვ.მეტრიანი ფეხბურთის მოედანიც, რომელიც შენობის გვერდით მდებარეობს. ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ხულოში ახალი სპორტული კომპლექსის აშენების შემდეგ მოედანს გაარემონტებენ და მას ის ტერიტორია დაემატება, სადაც ამჟამად სპორტსკოლაა განთავსებული.
სპორტული სკოლის დირექტორი ამბობს, რომ შენობა ვარჯიშისთვის არასაკმარისია, ამორტიზებულია და თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
„ამ დარბაზში ვატარებთ გოდერძი ბოლქვაძის რესპუბლიკურ ტურნირს – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან სპორტსმენებს ვიწვევთ. ეს დარბაზი არ იტევს მაყურებელს. საჭიროა სპორტული კომპლექსის გაკეთება. ხულოში ხანგრძლივი ზამთარია, ამიტომ ზამთრობით სპორტის ზოგ სახეობაში ვარჯიში ჩერდება. სკოლის დარბაზებში გადაგვყავს ბავშვები, თუმცა იქაც პატარა დარბაზებია და რთულია ვარჯიში. სპორტის დეპარტამენტი და ხულოს მუნიციპალიტეტი გვამარაგებს ინვენტარით. დღეს პირველი საკითხი სპორტული კომპლექსის მშენებლობაა, რომელიც გააორმაგებს სპორტის მასობრიობას ხულოში“.
ნუგზარ შავაძე ამბობს, რომ ხულოში სპორტსკოლის მშენებლობა პრიორიტეტებს მიღმა არ დარჩენილა:
„ხულოს მუნიციპალიტეტს სპორტული კომპლექსის აშენებაზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა. ამ ყველაფერს ხელი შეუშალა საარჩევნო პროცესმა“.
ხულოს გამგებელ ბესიკ ბაუჩაძის აზრით კი, მთავარია, რომ უკვე არსებობს სპორტული კომპლექსის აშენების კეთილი ნება. გამგებელი ვარაუდობს, რომ ხულოში ორი წლის შემდეგ იქნება ახალი სპორტული სკოლა.
„გადაწყვეტილი გვაქვს პროექტის შეძენა. პირველადი ხარჯთაღრიცხვით 2 000 000 ლარის ღირებულების მშენებლობა იქნება. სპორტულ კომპლექსს ექნება სხვადასხვა სექცია. ძირითადი დატვირთვა მაინც ჭიდაობაზე იქნება, რაშიც უფრო გვაქვს წარმატება. მოლაპარაკება გვაქვს განათლების სამინისტროსთან. ერთად ვიზრუნებთ, რომ ხულოს ჰქონდეს ევროსტანდარტის სპორტული კომპლექსი. ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა წილით შემოვა ის და რა პასუხისმგებლობა ექნება ხულოს მუნიციპალიტეტს. შერჩეულია სამი სავარაუდო ტერიტორია – სოფელ დეკანაშვილებში, ვაშლოვანში ან დეკანაშვილებისა და ვაშლოვანის საზღვარზე. მიწა კერძო პირისგან უნდა შევიძინოთ, რადგან თავისუფალი მუნიციპალური ფართობი არ გვაქვს“.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მერაბ ნაგერვაძე ამბობს, რომ ფინანსურად ვინ განახორციელებს სასპორტო სკოლის მშენებლობას – დეპარტამენტი თუ მუნიციპალიტეტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„ხულოში სასპორტო სკოლის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას უნდა წარვუდგინოთ. აჭარის მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელშიც ცალკე იქნება გამოყოფილი სპორტული კომპლექსის მშენებლობის მუხლი. დეპარტამენტის პრიორიტეტია ყველა მუნიციპალიტეტში იყოს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი, თავისი სასტუმროთი და კვების ობიექტით. მე აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს. ხულო არის სამჭედლო მოჭიდავეების, ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სასპორტო სკოლაში ჭიდაობისთვის განსაკუთრებული ბაზა შეიქმნას“.
მოსამართლემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ურჩია, საგამონაკლისო შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს 1-ელ სექტემბრამდე მიმართოს. ამ პერიოდის შემდეგ სასამართლოში ადვოკატებს საგამონაკლისო შუამდგომლობის წარდგენის უფლება აღარ ექნებათ. ადვოკატი ედიშერ მახარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა პოლიტიკური იდეებით ხელმძღვანელობდა პარლამენტი, როცა ამ ცვლილებას ამტკიცებდა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი დაცვის მხარეს სასამართლოში საგამონაკლისო შუამდგომლობის დაყენების უფლებას აძლევდა. 2013 წლის 14 მაისს კი (№741) პარლამენტმა ამ მუხლში ცვლილებები შეიტანა და ეს უფლება დაცვის მხარეს აღარ დაუტოვა. ადვოკატი ედიშერ მახარაძე ამბობს, რომ ამ ცვლილებით დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან შედარებით არათანაბარ პირობებშია, არგუმენტად კი რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
„სახელმწიფო ბრალდებას უფლება აქვს მტკიცებულება წარადგინოს ნებისმიერ დროს, დაცვის მხარეს ეს უფლება არ აქვს. ასე შეჯიბრობითობის პრინციპი ირღვევა. პროკურორს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს აქვს, დაცვის მხარეს _ არა. სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო პროკურატურაა, მას აქვს უფლება წლობით ატაროს სისხლის სამართლებრივი დევნა, დაცვის მხარეს კი ეს ვადა განსაზღვრული აქვს; ბრალის წარდგენიდან პირველ სასამართლომდე, აი, არც აქ ვართ თანაბარ პირობებში. პროკურატურამ შეიძლება ორი წელი იძიოს საქმე ან ორი თვე, ჩვენი ვადა განსაზღვრულია პირველი ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე“.
ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ არათანაბარ პირობებში არიან მაშინაც კი, როცა დაცვას არ აქვს ჩხრეკისა და ამოღების უფლება: „ერთ მხარეს არის ბრალის წარმდგენი სახელმწიფო, მეორე მხარეს – სახელმწიფო მანქანა მთელი თავისი პროკურატურით, პოლიციით, დაშინებითა და შანტაჟით. ის ერთი საგამონაკლისო უფლება, რომელიც დაცვის მხარეს უნდა წარედგინა იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ, შეიძლება მოწმეზე ზეგავლენა მოახდინონ, ამიტომ ამას ინახავდა დაცვის მხარე.“
ადვოკატ ირაკლი შავაძის აზრით, არათანაბარ პირობებში მათ იმიტომაც უწევთ ყოფნა, რომ არ აქვთ ჩხრეკისა და ამოღების უფლება. „მაგალითად, ვიცი, რომ მტკიცებულება არის კონკრეტულ ადგილას, ბრალდების მხარეს შეუძლია გადაუდებელი აუცილებლობით ჩაატაროს ჩხრეკა და ამოღება, ან სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ბრალდების მხარე არ ამოიღებს მტკიცებულებას, რომელიც ჩემთვის არის სასარგებლო. ასევე მნიშვნელოვანია მოწმე დაიკითხოს სასამართლოში და არა პოლიციაში“. კანონპროექტის განხილვა, რომელიც მოწმის დაკითხვას სასამართლოში ითვალისწინებს და არა წინასწარ გამოძიებაში, შს სამინისტროს მოთხოვნით გადადებულია.
“ადვოკატებს ჩხრეკისა და ამოღების უფლება ექნებათ”
ყოფილი ადვოკატი, პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი არ უნდა იყოს განხილული განყენებულად. 2013 წელს პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პაკეტი მთავრობისგან შემოვიდა. 111-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილში ახალი რედაქციით ძალიან მნიშვნელოვანი უფლება მივანიჭეთ დაცვის მხარეს, ესაა ჩხრეკისა და ამოღების უფლება, მანამდე ეს უფლება დაცვის მხარეს არ ჰქონდა.
ადვოკატს აქვს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ჩხრეკისა და ამოღების უფლება. თუ ადვოკატს რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვა სჭირდებოდა კონკრეტული ორგანიზაციიდან, მაგალითად, მობილური ოპერატორებიდან, ამას აფასებდა სასამართლო, როგორც საგამოძიებო მოქმედებას და ამბობდა უარს. დღეს ამის უფლება სასამართლოს აღარ ექნება, თუ დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ ჩხრეკაა ჩასატარებელი, სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს. ჩხრეკასა და ამოღებას, რა თქმა უნდა, ადვოკატი ვერ ჩაატარებს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საგამოძიებო ორგანო მოპოვებულ მასალას გადასცემს დაცვის მხარეს, რომელიც დაერთვება საქმეს.
ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი არის შეჯიბრობითი. ეს ნიშნავს, რომ დაცვა და ბრალდება მტკიცებულების წარდგენის საკითხში იყოს თანაბარ პირობებში. ის საგამონაკლისო ნორმა ადვოკატთა ასოციაციის იურისტებთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ, აი ამ ახალი ცვლილების საპირწონედ გაუქმდა. გამოძიების პროცესს რაც შეეხება, ეს საქმის სირთულეზე, მტკიცებულებათა რაოდენობასა და მის შეგროვებაზეა დამოკიდებული. გონივრულ ვადაში უნდა ჩატარდეს გამოძიება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრები ექიმების კითხვებს პასუხობენ, შეხვედრის ძირითადი თემა წამლების რეცეპტით გაცემაა.
რა იცვლება, რა იზღუდება და რატომაა მნიშვნელოვანი წამლების რეცეპტით გაცემა, ამის შესახებ სერგეენკომ თითქმის ნახევარი საათი ელაპარაკა ექიმებს და კოლეგებს სთხოვა, რომ აუხსნან პაციენტებსადა ახლობლებს, რომ ეს რეგულაცია ისევ მათ სასიკეთოდ დაწესდა.
„თქვენ ელაპარაკებით თქვენს კოლეგას და არა ჩინოვნიკს“ – უთხრა მინისტრმა შეხვედრაზე მყოფ ერთ-ერთ ექიმს, რომელსაც სთხოვა ჩამოეთვალა ის მედიკამენტები, რომლებსაც იგი დავუშვათ, ერთ-ერთ კონკრეტული დაავადების შემთხვევაში გამოუწერდა პაციენტს;
წამლების ჩამონათვალის გაკეთების შემდეგ მინისტრმა სერგეენკომ თქვა, რომ ამ ექიმით რეგულირების სააგენტო უნდა დაინტერესდეს, რადგან მას წამლების ჩამონათვალი და დანიშნულება სწორედ არ მოეჩვენა.
მინისტრის განმარტებით, არასრუწლოვანებზე იზღუდება რამდენიმე კატეგორიის წამლის გაცემა, ძირითადად ისინი რომელსაც მოზარდები ნარკოტიკული თრობისთვის იყენებდნენ, გარდა ამისა, სერგეენკოს განმარტებით, პაციენტები თვითმკურნალობას უნდა გადაეჩვიონ: „საზოგადოების დაკვეთაა სააფთიაქო ნარკომანიისა და თვითმკურნალობის ზღვარზე მყოფი ადამიანების გადარჩენა“.
“Ice Bucket Challenge” საქველმოქმედო მოძრაობაა, რომელშიც ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთნენ. წესების მიხედვით, მონაწილემ ერთი სათლი ყინულებიანი წყალი თავზე უნდა გადაისხას, მანამდე ის ასახელებს იმ ადამიანს, ვინც იგი გამოიწვია და ასახელებს მათაც, ვისაც ის იწვევს. წყლის გადასხმა უნდა გადაიღოს და სოციალური ქსელით გაავრცელოს. გამოწვევის შესასრულებლად მას 24 საათი აქვს.
წესების მიხედვით, თუ მონაწილე უარს იტყვის ცივი წყლის გადასხმაზე, მან თანხა უნდა გადარიცხოს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში “ALS Association“, რომელიც ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეს ასევე შეუძლია გადაისხას წყალი და გადარიცხოს ფულიც. წესების მეორე ვერსიის მიხედვით, იმ შემთვხვევაში, თუ მონაწილე წყლის გადასხმაზე უარს არ იტყვის, მას შეუძლია მხოლოდ 10 დოლარი გადარიცხოს, ხოლო თუ წყალს არ გადაისხამს, 100 დოლარის გადარიცხვა ევალება.
აღნიშნულ აქციას ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელმაც ბილ კლინტონი გამოიწვია.
მუსია ქებურია პროფესიით გრაფიკოს დიზაინერია. ხატავს, ქმნის ხელნაკეთ სამკაულებს. აქვს საკუთარი ბრენდი „Musya’s Craft“. აკეთებს სთრით არტს. მისი ერთ-ერთი ბოლო და საკმაოდ ცნობილი ნამუშევარი მარიხუანას ლეგალიზაციის თემაზეა.
„თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩასთან, სანაპიროზე გავაკეთე მასშტაბური სთრით არტ პროექტი. ეს იყო მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ჩემი პროტესტი. ნამუშევარზე ორი პოლიციელი დგას ჭიქით ხელში და უკან უდგათ ხალხის ძალიან დიდი რიგი რომლებიც ელოდებიან საკუთარ რიგს მოსაშარდად. ყოველთვის ვცდილობ ნამუშევრებში ნაკლებად გამოვიყენო პოლიტიკური თემები. არც ვარ ღრმად პოლიტიკაში გარკვეული. თუმცა იმ საკითხებზე, რაც ჩემს თვალწინ ხდება, სულ ვცდილობ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო. როდესაც არის ფაქტები რაც ჩემში პროტესტს იწვევს, არასდროს არ ვრჩები უმოქმედოდ.
ორი წელია ტუჩების სერიას ვხატავ, რომელიც რეალურად გამოვიდა ქალის, ფემინის წარმოდგენა. ტუჩებით არის გადმოცემული ქალის ვნება, ხასიათი, განწყობა.
„ბათუმის ეზოს ამბებისთვის“ ერთდროულად რამდენიმე ნამუშევარზე ვმუშაობ. ერთ-ერთი ნამუშევარი ძველი ბათუმის ურბანულ გარემოს და გამწვანებას გამოეხმაურება. მეორე ნამუშევარი იქნება ნახატების სახით კედლებზე. ფეისბუქის და მესიჯების ინტერფეისის სახე ექნება“.
მასარუ ივაი „ბათუმის ეზოს ამბების“ იაპონელი მონაწილეა. დამთავრებული აქვს ტოკიოს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. აკეთებს ვიდეო ინსტალაციებს და პერფორმანსებს. მისი ნამუშევრების მთავარი თემაა წმენდა.
ნამუშევარს რომელსაც „ბათუმის ეზოს ამბებისთვის“ ქმნის ჰქვია „100 თევზი“. პერფორმანსი ორი ნაწილისგან შედგება. მასარუ აპირებს იყიდოს თევზი, რომელსაც 24 აგვისტოს, ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებელთან ერთად გაასუფთავებს, შეწვავს და შემდეგ იმ გარემოსაც გაწმენდს სადაც ეს პროცესი წარიმართება. პროცესის ამსახველი ვიდეო უკვე გახსნის დღეს იქნება ნაჩვენები.
მასარუ ივაი: „იაპონელებს წმენდა უყვართ, წმენდენ ყველაფერს, ხანდახან ზედმეტად და სტიქიურად. ერთის მხრივ რეცხვა/წმენდა კარგი თვისებაა, მაგრამ თუ გადააჭარბებთ, იწყება ქაოსი და რაღაც იკარგება ამ წმენდაში. ჩემი პერფორმანსის იდეაც ესაა. ის რასაც იდეაში უნდა მოჰყვეს წესრიგი, როდესაც ისტერიაში გადადის იქმნება ქაოსი“.
მასარუ ივაის ნამუშევრების ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბავშვები 2 კვირის განმავლობაში სადღეღამისო მომსახურებით და ექიმის მეთვალყურეობით იქნებიან უზრუნველყოფილი. ჩაუტარდებათ სარეაბილიტაციო ღონისძიებები, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ–საგანმანათლებლო და გასართობი პროექტები: გასვლები ბოტანიკურ ბაღში, აქვაპარკში, დელფინარიუმში, ხელოვნების მუზეუმში.
მთავრობამ შშმ ბავშვების ბათუმში მოწვევის გადაწყვეტილება ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს მიერ აჭარაში მცხოვრები ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მიწვევის შემდეგ მიიღო.
ქართველი ბავშვები ნახიჩევანში სანატორიულ–კურორტული მკურნალობას 2012 წლიდან გადიან, წელს აქციამ ორმხრივი თანამშრომლობის სახე მიიღო.
ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით 23 აგვისტოს, ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში აჭარიდან 22 ბავშვი გაემგზავრება.
ბრონქული ასთმით და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები სანატორიულ–კურორტული მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან. ბავშვებს მშობლები და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი გაჰყვებიან.
აზერბაიჯანელი ბავშვების დასვენება და სარეაბილიტაციო კურსის გავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.
“ლეიბორისულმა პარტიამ გაასაჩივრა ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პირველი სექტემბრიდან მასობრივ რეცეპტიზაციას და რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მე ვთხოვ, აი აქვე აფრიკიდან ჩამოტანილ ოქროს ქვიშაზე წამოწოლილ ბიძინა ივანიშვილს, შეუძახე შენს მთავრობას და გააუქმებინე სააფთიაქო გენოციდის კანონმდებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წამლების რევოლუციას და ეს იქნება მხოლოდ თქვენი ბრალი.
რეცეპტისთვის ადამიანებს დასჭირდებათ ტაქსის გამოძახება, პაციენტის ჩასმა მანქანაში, საავადმყოფოში მისვლა, სადაც ავტომანქანის გაჩერება ღირს ორი ლარი, შემდეგ ექიმთან კონსულტაციის გავლა, სადაც ქვითრის გარეშე არ გაგიშვებს დაცვა და იქაც თავის ტკივილზე შეიძლება მოგთხოვონ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის ფასის გაგებისას შეიძლება თავში სისხლი ჩაგექცეს ადამიანს” – თქვა შალვა ნათელაშვილმა.