სხდომა საკითხის განხილვის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად ოთხმა დეპუტატმა დატოვა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სხდომაზე დარჩენილი დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ გურამ ანანიძის საპატივცემულოდ რჩებოდა, რადგან საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად მისი მოადგილე გურამ ანანიძე პირველად უძღვებოდა.
დეპუტატების უკმაყოფილება მომხსენებლებს უკავშირდებოდა – სამსახურის უფროსის ნაცვლად საკითხი ამ სამსახურის რიგით თანამშრომლებს უნდა წარედგინა. დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან – გიორგი ბარამიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ იმყოფებოდა. სპორტული ღონისძიებების მიზნობრივ პროგრამაში შესატანი ცვლილების საკითხი დეპუტატებს განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა რამაზ ბერიძემ წარუდგინა.
საკრებულოს სხდომა
ქედის საკრებულოს წევრების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საკრებულოს ანგარიშებს სამსახურის უფროსების ნაცვლად თანამშრომლები აბარებენ.
ქედის საკრებულოს წევრი უშანგი ბერიძე: `როცა საქმე საზოგადოებას, მუნიციპალიტეტს ეხება, ჩემთვის მისაღებია საქმისადმი სერიოზული მიდგომა, ნებისმიერი წარუმატებლობის, დანაშაულისა და კრიმინალის საფუძველს საქმისადმი არასერიოზული მიდგომა ქმნის. სამსახურის უფროსები კანონით ვალდებული არიან ანგარიშების განხილვას დაესწრონ. აქ შუამავალი არ შეიძლება, თუ ობიექტური მიზეზი არ არის.
ეს პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო, საკითხს ლმობიერად მივუდგებოდი, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის. განსახილველი საკითხებისადმი მიდგომა, რომელიც ჩვენ საკრებულოში არის, მე არ მაკმაყოფილებს, საკრებულო ახალგაზრდულია, ვფიქრობ, ნელ-ნელა გამოცდილებას შეიძენს და ვითარებაც გამოსწორდება. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი სურვილია – ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს~.
ნინო, ვიცით, რომ მესამე სექტორი აპირებს მიმართოს მთავრობას, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. რის შეთავაზებას აპირებთ?
დიახ, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ მთავრობას და მასთან ერთად განვიხილოთ პრობლემების ფართო სპექტრი, რომელიც აჭარის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს ეხება. ეს საკითხები არა მარტო არასამთავრობო სექტორის, არამედ ფართო საზოგადოებისა და გნებავთ, ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროსაც წარმოადგენს, რადგან ფართო გაგებით, ეს ეხება ჩვენი კულტურული მეობის შენარჩუნების საკითხს დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში.
კონკრეტული კანდიდატები თუ გყავთ, ვინც წარმოგიდგენიათ, რომ კარგად გაუძღვება ამ საქმეს?
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფერო ძალიან კომპლექსური და რთული დარგია. მისი მართვა მოითხოვს სპეციფიკური სახის ცოდნას, გამოცდილებასა და კომპეტენციებს. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც სასურველია მოხდეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე პიროვნების შერჩევა. ჩვენ გვყავს ჩვენი შესათავაზებელი კანდიდატურებიც.
შეგიძლიათ თქვათ, ვინ არიან ისინი?
ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან.
რას ფიქრობთ, მოისურვებს აჭარის მთავრობა ამ სახის კონსულტაციები გამართოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან? გაქვთ ამ მხრივ მათთან თანამშრომლობის გამოცდილება?
ჩვენ გვქონდა აჭარის მთავრობასთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ ის ვერ განხორციელდა. როგორც ჩანს, ჩვენი ძალისხმევაც არ იყო სათანადო.
ითქვა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის შეცვლა უკავშირდება მთავრობის ახალ პოლიტიკას – ძეგლების ავთენტურობის ხელყოფის, მათი დანგრევის ხარჯზეც კი, ინვესტიციების მოზიდვას შეუწყონ ხელი. რამდენად არსებობს რისკი, რომ სააგენტოს ახალ უფროსს მოსთხოვოს ხელისუფლებამ ძეგლების ხელყოფის დასაშვებობა?
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მუდმივად სხვადასხვა სახის საფრთხის ქვეშ იმყოფება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც მოქმედებს მკაცრი რეგულაციები და არსებობს მემკვიდრეობის მართვის განვითარებული სისტემა. ასეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც მემკვიდრეობის ძეგლები დიდ ეროვნულ სიმდიდრედ განიხილება და ამ სიმდიდრის ადეკვატურად გამოყენება ხდება, საზოგადოება მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს, რომ არ მოხდეს შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ძეგლების ხელყოფა კერძო ინტერესების მქონე ბიზნესჯგუფების მიერ. ჩვენნაირ ქვეყნებში კი, ეს საფრთხე გაცილებით დიდია და ის დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ძნელად გადასაჭრელ საკითხებთან, როგორიცაა, მაგალითად, სიღარიბე.
მე არ ვიტყოდი, რომ მთავრობის მიერ სააგენტოს დირექტორის შეცვლა ისე უნდა გავიგოთ, რომ მთავრობა გადადის ძეგლების ხელყოფის პოლიტიკაზე. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც თავს იწონებს თავისი ძველი კულტურით, საერთოდ არა აქვს ჩამოყალიბებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა, არა აქვს ხედვა იმისა, თუ როგორ განავითაროს და გამოიყენოს ეს სიმდიდრე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. იმედია, რომ უახლოეს მომავალში იქნება წინსვლა ამ მიმართულებით, დაიდება პოლიტიკისა და სამართლებრივი დოკუმენტები.
კულტურული მემკვიდრეობის დარგის წინაშე არსებული ურთულესი გამოწვევებიდან გამომდინარე, როდესაც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული დაცვისა და მართვის სისტემა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ ფაქტორს. აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორად უნდა დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული დარგის პრობლემებში. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ თანამშრომლობას ამ სფეროში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
„ღამის ოთხ საათზე გატეხეს მაცივარი, მე სოფელში ვიყავი, პოლიციამ დამირეკა ღამის ხუთ საათზე. მითხრეს, რომ ჩემი მაცივარი გატეხილია, ნაყინი წაიღეს, მაგრამ პოლიციამ დაგვიბრუნა, აქვე, სადარბაზოში ჰქონდა დამალული და გადმოატანინეს“ – ამბობს ირაკლი ცეცხლაძე, მაცივრის მეპატრონე.
შსს პრესამსახურის ცნობით გამოძიება სს კოდექსის 177 მუხლითაა დაწყებული: „პიროვნების დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე მეტრში.“ – აცხადებს შსს პრესსამსახური.
„ბათუმელების“ ინფორმაციით ნაყინის მაცივარი ასაკოვანმა, სოციალურად დაუცველმა პირმა გატეხა, თუმცა შს სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულის ასაკსა და სოციალურ სტატუსს ვერ გაამხელენ, იმის შიშით, რომ მისი იდენტიფიცირება არ მოხდეს.
გასული წლისგან განსხვავებით „ბათუმობა“ წელს ორ დღეს გაგრძელდება. კულტურული ღონისძიებები დღეს 12 საათზე დაიწყება და 2 სექტემბერს საღამოს კონცერტით დასრულდება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ღონისძიება ნამდვილ დღესასწაულად უნდა იქცეს ბათუმელებისა და მისი სტუმრებისთვის. პროგრამის მიხედვით დღეს 21 ღონისძიებაა დაგეგმილი. მასში შედის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები:
ფოტოგამოფენები, მსახიობებისა და პოეტების პერფორმანსები, წიგნებისა და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა-გამოფენა, საბავშვო გასართობი პროგრამები. მოეწყობა ლუდის, ნაყინის, წვენებისა და ქვიშის ყავის გაყიდვა. მემედ აბაშიძის ქუჩა ავტომობილებისთვის გადაკეტილი იქნება, რადგან, „ბათუმობა“ ამ ქუჩაზე გაიმართება. შესაბამისად, მასობრივი სეირნობაც მუსიკის თანხლებით ამ ქუჩაზე მოეწყობა. ბათუმობას ჰყავს ორი რეჟისორი – ზაზა ხალვაში და მერაბ ლებანიძე. ღონისძიების ორგანიზაციის მიზნით შექმნილია 12-კაციანი სპეციალური კომისია.
ღონისძიებები 12:10 საათზე ილია ჭავჭავაძის ძეგლისა და ბათუმის გაათავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყება. მანამდე კი, 11 საათზე, „ბათუმობა 2014“ მოწვეული სტუმრების დახვედრით ოფიციალურად გაიხსნება.
პირველი დღე საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიალისადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდება, რომელიც საზაფხულო თეატრში გაიმართება. გასული წლისგან განსხვავებით, კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის ვარაუდით, წელს მხოლოდ ხუთი ადამიანი მიიღებს საპატიო წოდებას – ორს გადაეცემა საპატიო ბათუმელის, ხოლო სამ პიროვნებას ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება. შარშან საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭეს 7 პიროვნებას, ხოლო საპატიო მოქალაქის – 22-ს.
2 სექტემბერს დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები: მკლავჭიდში (სასტუმრო „ინტურისტებთან“), მძლეოსნობაში („შერატონიდან“ „ანბანის კოშკამდე“), მაგიდის ჩოგბურთში (ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან), თევჭერაში (6 მაისის პარკში), მინიფეხბურთში (კორტების წინ), ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში (ბულვარის ტერიტორიაზე).
სპორტული შეჯიბრებები 12 საათზე აიღებს სტარტს. „ბათუმობა 2014“ ერას მოედანზე ადგილობრივი როკჯგუფების კონცერტით დასრულდება, რომელიც 20:30 საათზე დაიწყება. ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, 1-2 სექტემბერს მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასეირნო ავტომობილი იმოძრავებს. ამ ავტომობილით გადაადგილება უფასო იქნება.
ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან „ბათუმობისთვის“ 135 000 ლარია გამოყოფილი, რაც გასულ წელთან შედარებით (260 000 ლარი) 125 000 ლარით ნაკლებია. ამ თანხაში შედის ღონისძიებებისა და მოწვეული სტუმრების ხარჯი. რატომ შემცირდა „ბათუმობის“ ბიუჯეტი? „როცა მიმიწვიეს როგორც რეჟისორი და შემომთავაზეს ამ ღონისძიებისთვის პროექტის გაკეთება, ქალაქის ხელმძღვანელობამ თავიდანვე თქვა, რომ ვახშმების, ქეიფებისა და ზედმეტი ხარჯებისგან გაგვეთავისუფლებინა ეს ღონისძიება, რომ „ბათუმობა“ უნდა იყოს სახალხო ზეიმი და კულტურის თავისუფალი სივრცე“, – ამბობს დღესასწაულის ერთ-ერთი რეჟისორი ზაზა ხალვაში.
მერიის საფინანსო სამსახურს ზუსტი ხარჯთაღრიცხვა ამ დროისთვის არ აქვს, თუმცა როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გვეუბნება, დაახლოებით 100 000 ლარი ღონისძიებებისთვისაა გამოყოფილი, სხვა დანარჩენი კი – დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების სასტუმროში განთავსებისთვის. „ბათუმობა ქალაქისთვის და ბათუმელებისთვისაა“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით შექმნილი 12-კაციანი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელიცაა.
სპეციალურად შექმნილ კომისიაში შედიან მერიის, საკრებულოს, კულტურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი. კომისიამ რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა. მისი ერთ-ერთი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა ამბობს, რომ შენიშვნები ჰქონდა.
„სამი პრინციპული საკითხი იყო, რაზეც კომისიის წევრებიც დამეთანხმნენ, რომ საჭიროა ბიუჯეტის უფრო მიზნობრივად განკარგვა, ინფორმაციის მაქსიმალურად და რაც შეიძლება ადრე მიწოდება საზოგადოებისთვის და ის, რომ „ბათუმობა“ იყოს არა მარტო ცენტრალური უბნის წარმომადგენლებისთვის, არამედ სხვა ტერიტორიული ერთეულებისთვისაც განკუთვნილი“.
„ბათუმობის“ განმახორციელებელი ორგანო ბათუმის კულტურის ცენტრია. როგორც მისმა ხელმძღვანელმა, ნათია სურგულაძემ გვითხრა, მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება კულტურის ცენტრმა 31 აგვისტოს იმის გამო დაიწყო, რომ კომისიამ გვიან დაამთავრა რეკომენდაციებზე მუშაობა.
როგორც ნათია აფხაზავა ამბობს, კომისიამ 10 აგვისტოდან დაიწყო „ბათუმობის“ საკითხის განხილვა.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკომენდაცია ისიც არის, რომ როცა „ბათუმობა“ პირველ სექტემბერს ტარდება, მოსამზადებელი სამუშაოები არ უნდა დაიწყოს აგვისტოში. უნდა მოხდეს წლის დასაწყისში დაგეგმვა და შესყიდვების განხორციელება. კომისიის წევრებს 24 საათის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა.
6 თვის გასაკეთებელი სამუშაოები 10 დღეში უნდა მოსწრებულიყო, რამაც გამოიწვია გამარტივებული შესყიდვები და მოლაპარაკებები კონკრეტულ პირებთან. ამან კი მომავალში შეიძლება ბევრი კითხვა დაბადოს საზოგადოებაში ფინანსების განკარგვის კუთხით. იყო კიდევ ერთი პრობლემა – ბათუმობისთვის განკუთვნილი 135 000 ლარიდან არ იყო დაგეგმილი კონკრეტულად რა ღონისძიებებს რამდენი მოხმარდებოდა.
ვფიქრობ, ასეთი ბიუჯეტი საკრებულომ არ უნდა დაამტკიცოს“. თუ რატომ დაიწყო კომისიამ დაგვიანებით მუშაობა, ირაკლი ჭეიშვილი განმარტავს, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებმა განაპირობა.
ნათია აფხაზავა კი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ „ბათუმობამ“ უფრო მეტი მიზნობრიობა უნდა შეიძინოს. „რისთვის გვჭირდება ეს დღესასწაული? მარტო იმისთვის, რომ აღვნიშნოთ, თუ იმისთვისაც, რომ იყოს სარგებლიანი და გაიზარდოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი?“ – კითხულობს ნათია აფხაზავა. „ბათუმობა“ ბათუმის მერიის მიერ შექმნილი სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2012 წელს ჩატარდა.
ხულოს საკრებულოს კუთვნილი ჯიპი წარწერით – „იყიდება“
ჯამბულ ხოზრევანიძე: „საკრებულოს ბალანსზე ორი ავტომობილი იყო, ჩვენს მოსვლამდე ერთი გაყიდეს, რაც შეეხება მეორე ავტომობილს არ მუშაობს, შესაკეთებლად ბათუმში ჩავიყვანეთ, შეკეთებაში 12 000 ლარს გვთხოვენ, მე როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მიმაჩნია, რომ 2010 წელს ნაყიდ ავტომობილის რემონტში არ შეიძლება ამდენი თანხა გადავიხადოთ. ჯერ არაფერი არ იყიდება, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, საკრებულოს ავტომობილი გაჩერებულია და ჩემი საკუთარი ავტომობილით გადავაადგილდები“.
პროექტის მიხედვით, მშენებლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ბიზნესკლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს, ბარ-რესტორნებს, ფიტნესცენტრებს, საცურაო აუზსა და ათასადგილიან საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს.
საცურაო აუზი მაისში ამოქმედდება, მთლიანი კომპლექსის მშენებლობა კი 2016 წელს დასრულდება. 94 ათას კვმ-ზე განთავსებულ კომპლექსში 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ბათუმში შპს ,,GIMG” ახორციელებს.
მშენებლობის პროცესი დღეს ბათუმის მერიმა გიორგი ერმაკოვმა დაათვალიერა.
უმაღლესი საბჭოს წევრის ალეკო ჩიტიშვილის განმარტებით ეს იყო ფრაქციის რიგითი შეხვედრა პარტიის ლიდერთან და ბოლო დროს აჭარაში სამთავრობო სტრუტურებს შორის დაპირისპირებას არ უკავშირდებოდა. თუმცა ჩიტიშვილი არ უარყოფს, რომ საუბარი იმპიჩმენტის თემასაც შეეხო.
კითხვაზე როგორია პრემიერის დამოკიდებულება იმპიჩმენტის პროცედურის შესაძლო დაყენებასთან დაკავშირებით? – ჩიტიშვილმა უპასუხა, რომ „პრემიერის რეაქცია იყო არაერთგვაროვანი.“
„ პრემიერი გვთხოვს კარგად დავფიქრდეთ, პირადად მე ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება. ვნახოთ, მომავალი გვაჩვენებს. “
გაითვალისწინებს თუ არა პრემიერის რჩევას ალეკო ჩიტიშვილი იმპიჩმენტის პროცედურის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს მისივე თქმით ფრაქციის სხდომის შემდეგ გამოჩნდება.
„ სხდომის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.“ – უთხრა ალეკო ჩიტიშვილმა „ბათუმელებს“.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მურმან დუმბაძეც ესწრებოდა.
ჰაერში ტენის შემცველობა რაც უფრო მაღალია, შესაბამისად ტენიანობაც უფრო მაღალია. ტენიანობა დამახასიათებელია ბათუმში ან ფოთში ზღვის პირას. კოლხეთის დაბლობის გასწვრივ ყველაზე დაბალია ტენიანობა. ყველაზა დაბალია ასევე მშრალ ადგილებში, შირაქისა და ელდარის დაბლობებზე.
გარდა კლიმატური მდგომარეობისა, ტენიანობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე.
აგვისტოში ბათუმში, შუადღისას როცა ტემპერატურა მაღალია, ტენიანობა შესაბამისად დაბალია. ყველაზე უკეთესი, კომფორტული პირობები არის დილას და გვიან საღამოს. საუკეთესო კლიმატური პირობებია გამოქვაბულებში გულით დაავადებულებისთვის და მათთვის, ვისთვისაც ტენიანობა და წნევის ცვალებადობა საშიშია. ზოგიერთი ყარსული გამოქვაბული საგანგებოდ არის მოწყობილი დაავადებული ადამიანებისათვის.
საქართველოში ასეთი გამოქვაბულები არის ტყიბულისა და აფხაზეთის მიდამოებში. არის ასევე სათაფლიის გამოქვაბულები.
მაღალი ტემპერატურის დროს ტენიანობა მაღალია, თუ ტემპერატურა იწევს ისეტ ადგილებში, სადაც არის ჭაობი, საიდანაც ტენი დიდი რაოდენობით შედის ჰაერში.
როდესაც აჭარას დაემატება წყალსაცავები, რომლებიც ჰიდროპროექტების ფარგლებშია გათვალისწინებული, ეს კიდევ დაამძიმებს მდგომარეობას ტენიანობის თვალსაზრისით.
გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა 52 საქმეზე, 91 ადამიანის მიმართ. ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დადგა 49 საქმეზე, ხოლო გამოძიება შეწყდა 58 სისხლის სამართლის საქმეზე.
ამავე პერიოდში სააპელაციო სასამართლოებმა გააუქმეს გამამტყუნებელი განაჩენი და გამართლდა 14 პირი 11 სისხლის სამართლის საქმეზე. შეწყდა დევნა სამ საქმეზე. შეუმსუბუქდა სასჯელი 143 პირს, სულ გაუქმდა და შეიცვალა 194 სისხლის სამართლის საქმე.
რაც შეეხება საკასაციო ინსტანციის მოსამართლეებს – 7 თვის განმავლობაში მათ 2 სისხლის სამართლის საქმე გააუქმეს და გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლოში არც ერთ საქმეზე არ შეწყვეტილა დევნა. შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი 9 პირის მიმართ ექვს სისხლის სამართლის საქმეზე. სულ გაუქმდა და შეიცვალა გადაწყვეტილება 22 სისხლის სამართლის საქმეზე.
– ყურის დაავადებებთან დაკავშირებით გაცილებით მეტი პაციენტი მოგვმართავს ექიმებს ზაფხულში. ყურის ტკივილის სიმპტომი სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მეტად აჭარაში ფიქსირდება. ეს ძირითადად გამოწვეულია ზღვის ფაქტორით. ყურში წყლის მოხვედრა, განსაკუთრებით კი ზღვის წყლის, ერთ-ერთი მაპროვოცირებელია ანთებითი პროცესის განვითარების. ზღვის წყალი არასოდეს არის ისე სუფთა, რომ მისი ყურში მოხვედრა არ იწვევდეს რაიმე გართულებას, ამიტომაც ზაფხულში, ზღვის სეზონზე, სხვა დაავადებებთან შედარებით პროცენტულად მეტია ყურის დაავადებების გამოვლენა.
თუკი ზამთარში ყურის მწვავე ანთება ხშირად ბავშვებს უვითარდება, ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანი ერთნაირად ჩივის ყურის ტკივილის გამო. ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ ბანაობის დროს გამოიყენონ ე. წ. ყურის საცობები, რომლებიც არსებობს სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი და იყიდება აფთიაქებში. ამით ავირიდებთ ზღვის წყლის მოხვედრას ყურში.
ასევე ყურის დაავადებები, ანთებითი პროცესის განვითარება შესაძლოა გამოიწვიოს ვენტილატორთან, კონდიციონერთან ჯდომამ და ორპირ ქარში მოხვედრამ.
ხშირია ასევე ყურის ე.წ. საწმენდი ჩხირების გამოყენების შედეგად განვითარებული ყურის ტკივილი. აღნიშნული ჩხირის გამოყენების შედეგად ღიზიანდება ყურის გარეთა აპკი, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს. მოსახლეობას ვურჩევ, ნუ გამოიყენებენ ყურის ჩხირებს, რადგან ამ დროს ხდება არასტერილური საშუალებით ყურის გამოწმენდა მაშინ, როცა მიკროსკოპული განაკაწრიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ინფექცია, მიკრობი ჩაჯდეს მასში და განვითარდეს ანთებითი პროცესი. და თუ მაინცადამაინც უნდა გამოვიყენოთ, შევარჩიოთ ისეთი ყურის ჩხირები, რომლის დიამეტრიც უფრო ფართო იქნება, ჩხირმა რომ ვერ შეაღწიოს ყურის შიგნით და მხოლოდ ყურის გარეთა ნაწილი ანუ ყურის შესავალი რომ გავწმინდოთ.
ყურს აქვს თვითგაწმენდის უნარი, იგი მოციმციმე წამწამების მეშვეობით გამოდევნის სიბინძურეს. ყურის ჩხირების გამოყენების შემთხვევაში კი, პირიქით ხდება _ ამ სიბინძურეს ვტენით შიგნით, რაც დაუშვებელია. მაგალითად, შესაძლებელია ყურში დაგროვილი იყოს გოგირდი, თუმცა არ იწვევდეს ყურის დაგუბებას, ჩხირების გამოყენების შემთხვევაში კი იგი შეგვაქვს უფრო ღრმად, რაც იწვევს როგორც დაგუბებას, ასევე ტკივილს.
თუმცა ყურის დაგუბების მიზეზი არამარტო ჩხირების ზემოქმედება იყოს, იგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადების, მაგალითად, სასმენი მილების დახშობის, გაციების დროს სუნთქვის გართულების შედეგად და ა.შ. ამდენად ყურის ტკივილი, ანუ ოტალგია შეიძლება არ იყოს საერთოდ ყურის დაავადებასთან კავშირში და გამოწვეული იყოს კბილების დაავადებით. პირის ღრუში წარმოშობილმა ნებისმიერმა ტკივილმა შეიძლება მოგვცეს ასევე გადაცემული ტკივილი ყურში. ან შესაძლოა ყელის ტკივილი გადადიოდეს ყურში, ან სამწვერა ნერვის, ან თუნდაც ოსტეოქონდროზის გამო ხერხემლიდან გადაეცემოდეს ტკივილი.
ნებისმიერ შემთხვევაში ყურის ტკივილი არის საყურადღებო. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. თვითნებურად ყურის რამე წვეთების მიღება არ არის რეკომენდებული. აფთიაქებში იყიდება ბევრი დასახელების ყურის წვეთები, რომლებიც უკუნაჩვენებია მაგალითად, ანთებითი პროცესის დროს, ამიტომ აუცილებლად უნდა შეფასდეს დაავადების მიმდინარეობა, სიმძიმე და ისე დაინიშნოს პრეპარატები.
ხშირია შემთხვევები, როდესაც, ვთქვათ, ბავშვებს ღამით შეაწუხებს ყურის ძლიერი ტკივილი, ამ შემთხვევაში მშობელმა ექიმთან მისვლამდე რაც შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ მისცეს ტკივილგამაყუჩებელი. შესაძლებელია ასევე თბილი საფენის დადებაც, რაც ტკივილის შეგრძნებას გარკვეულწილად მოხსნის. თუმცა ამით არ აღმოიფხვრება ყურის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზი. რაც შეიძლება მალე უნდა მივმართოთ ექიმს, რათა დავადგინოთ გამომწვევი მიზეზები და სწორად წარვმართოთ მკურნალობა. დაავადების მკურნალობა საწყის ეტაპზე გაცილებით იოლია და შედეგიც მალე დგება, დაგვიანების შემთხვევაში კი ხშირად რთულდება და შესაძლოა იქამდეც კი მივიდეთ, რომ საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
ბატონო ირაკლი, სამსახურის უფროსად დანიშვნამდე სად მუშაობდით?
დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფის“ თანამშრომელი ვიყავი, კონკრეტულად კი რემონტების კოორდინატორი. კერძო სექტორს თავისი ხიბლი აქვს, საჯარო სამსახურს კიდევ თავისი. მთავარია, სამშობლოს სიყვარული. მე საჯარო სამსახურშიც მაქვს ნამუშევარი, ადრე ამ სამსახურის თანამშრომელიც ვიყავი.
გიორგი ერმაკოვს იცნობდით და შეთავაზებაც მისგან მიიღეთ?
ბათუმი პატარაა და ალბათ ვინმეს რჩევაც იყო, მეც ვიცნობდი. მას 2010 წლიდან ვიცნობ.
რა გეგმები გაქვთ, გაყვებით უკვე შემუშავებული სტრატეგიას თუ არის რაიმე, რისი შეცვლაც გინდათ?
რა თქმა უნდა, გვაქვს ამბიცია, თუ გვიყვარს უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე. არის უბნები, რომლებსაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალი სიო არ დატყობია. ამ უბნებში არ შესულა თანამდეროვე არქიტექტურის ელემენტები. არის ჩემი ბავშვობის დროინდელი – ოთხმოციანი წლების ინფრატრუქტურა. უნდა დაველაპარაკოთ დეველოპერებს და მოსახლეობას, ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს პირობები ისე, რომ ქალაქის იერსახეზე ეს დადებითად აისახოს. როცა ორი მხარის სურვილები ემთხვევა, ეს იდალური შემთხვევაა.
რაც შეეხება იმ უბნებს, რომლებსაც „ახალი სიო“ შეეტყო, როგორ აფასებთ ახალ პროექტებს?
მე არა ვარ არქიტექტორი, მშენებელი ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი შეხედულებები. არქიტექტურა გემოვნების საკითხია. ეს არის გემოვნების კატეგორია, ზოგს მოსწონს, ზოგს – არა. ეიფელის კოშკიც არ მოსწონდათ, მაგრამ სიმბოლო გახდა, თავისუფლების ქანდაკებასაც ეწინააღმდეგებოდნენ. მთავარია, ჩვენ რასაც დავტოვებთ იყოს მოსაწონი. იდეალური ზეციურია ალბათ ყველაფერი. ვეცდებით, რომ გემოვნებით გამოგვივიდეს.
ბევრი აკრიტიკებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას, ასევე ყოფილი ბანკის შენობას, რომელიც გადაკეთდა. თქვენ მოგწონთ ეს პროექტები?
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა მდებარეობს ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც ძეგლია. მე მგონია, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, ტროტუარზე ისეთი გადმოსული შენობა ჩემთვის არ არის მისაღები. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კონტრასტული შენობა ბულვარში. ისე კი შორიდან მიმზიდველი და აღქმადი შენობაა და აქცენტს აკეთებს, მაგრამ ფუნქციურ დანიშნულებასაც მნიშვნელობა აქვს. თვითონ შენობა არქიტექტურულად ნორმალურია. ოღონდ შეიძლებოდა ის ყოფილიყო სხვა ტერიტორიაზე.
ბულვარში მშენებლობებზე თქვენი პოზიცია როგორია?
ბულვარი ძეგლია, ამიტომ მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ნებართვის გაცემის პრეროგატივაც მათ ფუნქციებშია. თუ ძეგლია, უნდა მოვუფრთხილდეთ მას. ბულვარში მშენებლობები ჩემთვის მიუღებელია.
რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ცოტა ხნის წინ ედავებოდა არასამთავრობო სეტორი მერიას ერთ-ერთ ძეგლთან დაკავშირებით, რომელზე დაშენებითაც ინვესტორი იყო დაინტერესებული. თქვენი მოსაზრება როგორია, ისინი უნდა შევინარჩუნოთ თუ არა იმ სახით, რა სახითაც ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს?
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძეგლები არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრეროგატივა.
თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს…
ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ თვითმმართველობა ამაში ვერ ჩაერევა.
თქვენი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი რა იქნება?
მერმაც ისაუბრა იმაზე, რომ მთავრი პრიორიტეტია მთლიანად ბათუმი და არამარტო ცენტრი. ამაში იგულისხმება შემოერთებული ტერიტორიებიც. სიახლე იქნება ის, რომ ვაპირებთ ელეტრონულ სისტემაზე გადასვლას. საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელს აღარ მოუწევს სამსახურში შემოსვლა, ყველაფერი იქნება ონლაინ რეჟიმში გამჭვირვალედ.
ღონისძიებები აგრეთვე მოიცავს ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ( WMTR) ინიციატივების პოპულარიზაციას,რომელსაც ახორციელებს International City/County Management Association (ICMA), CENN–თან ერთად აშშ–სსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.
ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის მდგრადი ენერგომოხმარების უპირატესობები და პერსპექტივები, ენერგოდაზოგვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების უპირატესობები, მათ შორის, ენერგოეფექტური განათება, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შენობები, ნარჩენების მართვის გამართული სისტემების ჩამოყალიბება და ა.შ.
ცნობიერების ამაღლების კამპანიის ინიციატივას ასევე უერთდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/USAID პროექტი ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR).
დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამას ახორციელებს „ვინროკ ინტერნეიშენალ“ ჯორჯია. ამ პროექტის საშუალებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო/USAID მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტური და სუფთა ენერგიის ღინისძიებების გატარებით კლიმატის ცვლილებების შერბილების უზრუნველყოფას და ამასთან, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო მეტად პასუხისმგებლიან მართვასა და განვითარებას.
„ჩვენ არვართ წინააღმდეგი ჰესის მშენებლობობის, მაგრამ არა სოფლის სკოლის და საცხოვრებელი სახლების ნგრევის ხარჯზე“ – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
ადგილობრივივების განცხადებით სოფელში საცხოვრებელ სახლებს ბზარები უჩნდება. ხშირად მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიდან შუაღამითაც უწევთ სახლის დატოვება, რადგან როცა აფეთქებები მიმდინარეობს მშენებლები მათ სახლების დატოვებას ხმოვანი ზარით მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით სოფლის სკოლასთან გადაინაცვლეა.
აქციის მონაწილეების თქმით სკოლის შენობას ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სოფელში გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით აფეთქებები დაიწყო.
აქციაზე არ მისულან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აქცია დილის 12 საათზე დაიწყო და 2 საათს გაგრძელდა.
„ის ბათუმი, მე რომელსაც ვიღებდი, შეიცვალა. ალბათ, ახლა რომ პატარა ბავშვები არიან, ისინი როცა გაიზრდებიან, მათი ბათუმიც სხვა იქნება. შეიცვლება ქალაქი. ეს არც არის გასაკვირი. იცვლება დრო, ყველაფერი იცვლება. ჩემი ბათუმი კი მაინც ჩემი ბათუმია,“ _ ამბობს გიზო, რომელმაც ბათუმი ერთადერთხელ დატოვა, ორი წლით, როცა ჯარში გაიწვიეს. ისევ იმ სახლში ცხოვრობს, სადაც 63 წლის წინ დაიბადა. არც არსად წასვლას არ აპირებს _ „სხვა ქალაქში ვერასდროს ვიცხოვრებო“.
ფოტოგრაფობა მერვე კლასში, პიონერთა სასახლეში ფოტოგრაფიის წრეზე ისწავლა. 13 მანეთიანი „სმენას“ ფოტოაპარატით. არ ფიქრობდა პროფესიონალი ფოტოგრაფი თუ გახდებოდა, თუმცა გახდა. 1970-იანი წლების ბათუმში #1 ფოტო ატელიეს გამგეც იყო.
„მაშინ ბათუმში იყო ბევრი ფოტო ატელიე. ეს არ იყო მარტო ფოტოგრაფია და კომერციული მხარე. ეს იყო კულტურული ცენტრი. „პრივეტ იზ ბატუმა“ რომაა, მანდ იყო ყველაზე ძველი ფოტო ატელიე. საქართველოს მასშტაბით ჰქონდა სახელი განთქმული. კულტურა იყო ფოტოს გადაღების. საგულდაგულოდ ემზადებოდნენ ატელიეში მოსასვლელად. მოდიოდნენ ოჯახებით, მოდიოდნენ ბებიები, ბაბუები, შვილიშვილებთან ერთად. ადამიანები იყვნენ განათლებული ფოტოგრაფიაში. ვერ გაბედავდი და ვერ გადაიღებდი ცუდ სურათს. კლიენტი აუცილებლად მიხვდებოდა და არ მოისურვებდა სხვა დროს მოსვლას.
ახლა ყველა იღებს ფოტოს, ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ მარილის მოყრა აკლია. გამოსახულება შეიძლება კი არის, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. შინაარსობრივი დატვირთვა უნდა ჰქონდეს, კომპოზიციური უნდა იყოს. თითოეულ ფოტოგრაფს თავისი ხელწერა უნდა ჰქონდეს. უწინ ფოტოსურათს რომ შევხედავდით, ვიცოდით ვისი გადაღებული იყო. კალიგრაფია ჩანდა ფოტოგრაფის. დღეს წინ წავიდა ტექნიკა, მაგრამ სულიერება დაკარგა ფოტოგრაფიამ, არ იკითხება. ახლა იმის იმედად იღებენ, მერე კომპიუტერზე რომ გააკეთონ ყველაფერი… მთავარი პროცესი იყო გადაღების მომენტი. ფოტოგრაფი სულ სხვანაირად უდგებოდა. ეს ყველაფერი დაიკარგა. მშრალ ფოტოებს იღებენ ახლა. განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ არ არის განათება, არ არის ფოტოგრაფია. კარგი ფოტოგრაფი რეჟისორიც უნდა იყოს, ოპერატორიც, შემოქმედებითადაც უნდა აზროვნებდეს. ფოტოგრაფი წამის მემატიანეა,“ _ ამბობს გიზო ჩიგოგიძე.
ციფრული კამერა არ აქვს. ყოველთვის ფირზე იღებდა. არ მოსწონს ფერადი ფოტოგრაფია. ყველა მისი ფოტო შავ-თეთრია.
„ორი შვილიშვილი მყავს, დემეტრე და დამიანი. ორ თვეში გოგონა ველოდები. ეს არის ახლა ჩემი მთავარი სიმდიდრე. ფოტოგრაფიასაც თავი დამანებებინა და საერთოდ ყველაფერს. 63 წლის კაცი ვარ, იმას კი არ ვამბობ, რომ არ შემიძლია. მიმაჩნია, რომ ჯობია დროზე წახვიდე სცენიდან, ვიდრე საკუთარი ხელწერა გაიფუჭო. მე ვარ ყველაზე გმირი ბაბუა მსოფლიოში. დღეში საშუალოდ 15-20 კილომეტრს დავდივარ. ყოველდღე თუ ქარბუქი არაა _ დილით და საღამოს 5-6 საათი ვარ შვილიშვილებთან ერთად. ვასეირნებ ეტლით. მარტო მე მიჯერებენ. როცა ბავშვები დამყავს, 360 გრადუსით ვფლობ სიტუაციას რა ხდება ირგვლივ. იმისათვის, რომ გარანტირებული მქონდეს უსაფრთხოება“, _ ამბობს გიზო ჩიგოგიძე.
ყოველ ზაფხულს, როცა ტურისტული სეზონის პიკია, გიზოს თავისი ფოტოები გამოაქვს სარდაფიდან, ძირითადად გასული საუკუნი 80-90-იანი წლებში გადაღებული და ქუჩაში ღია გამოფენას აწყობს.
„ეს არის ჩემი უფასო გამოფენა, რომელსაც ვჩუქნი ქალაქს. არც ფულს ვითხოვ, არც არაფერს. ფოტო დაკნინდა ჩვენთან. ფოტოგრაფიის აღქმის კულტურა იმდენად დაბალი დონისაა, რომ ვცდილობ კულტურის რაღაც ელემენტები შევიტანო. მაგრამ ვერაფერი მოვაწონე ქართველებს. ძირითადად მაინც ტურისტების იმედზე ვარ. რუსი შეგაქებს, გერმანელი შეგაქებს, ჰოლანდიელი შეგაქებს, ქართველი ნაკლებად. ერთი ადამიანი მოვიდა, მეუბნება ვისი ნახატებიაო. მე ვუთხარი ნახატები არაა, ფოტოა-მეთქი. აა, ფოტოაო? გაუკვირდა. არ მესმის 21-ე საუკუნეში ასეთი ნიუანსები როგორ არ უნდა იცოდე.
4-5 წელია ვაკეთებ ამ გამოფენას. თუ გაიყიდება ხომ კარგი, თუ არადა ადამიანებს მაინც ვნახავ. ზოგიერთი საკუთარ თავს იცნობს, ზოგს რაღაც გაახსენდება და ვარ ასე. ისედაც, ვინმეს არ ეგონოს, რომ გიზო ჩიგოგიძე მოკვდა. ნახონ, რომ ცოცხალი ვარ. საგამოფენოდ ვიყენებ ამ ძველი შენობის ფასადს. ძველი ბათუმის არქიტექტურასთან შერწყმულია, ლამაზია. შენობაც გაცოცხლებულია, ჩემი ფოტოებიც გაცოცხლებულია, ბათუმსაც ვაცოცხლებ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია“.
ახალი ფრაქციის დარეგისტრირების შემდეგ ბათუმის საკრებულოში სულ ხუთი ფრაქცია იმუშავებს.
თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში.
ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში. ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც. საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს მხოლოდ ამ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.
ფრაქციის შექმნის მსურველმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა უნდა შეიმუშავონ ფრაქციის პოლიტიკური წესდებას.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.
კანონმდებლობით ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე და დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული ნიშნით.
ტრენინგები ჩატარდება ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების არაფორმალური განათლების ფარგლებში. კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები შეძლებენ შექმნან სხვადსხვა დიზაინის ფლაერები, მოსაწვევები, პოსტერები თუ ბანერების ესკიზები.
მსმენელთა რაოდენობა არა უნდა აღემატებოდეს 10 ახალგაზრდას. რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 3 სექტემბერი. სულ ჩატარდება 16 გაკვეთილი. გრაფიკული დიზაინიშესწავლა 6 სექტემბრიდან დაიწყება.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ საზაფხულო ბანაკის მთავარი მიზანი სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალების გაძლიერება და მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობაა.
მონაწილეებს 5 დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ ტრენინგები, გაიმართება ფილმების ჩვენება და დისკუსიები. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან გენდერისა და ქალთა უფლებების საფუძვლებს, არსებულ საკანონმდებლო ბაზასა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს, გაიღრმავებენ ცოდნას და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მიმართულებით.
ტრენინგებს გაუძღვებიან როგორც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტრენერები, ასევე მოწვეული ექსპერტები.
პროექტი „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის“ ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს – USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ „ტასოსთან“, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გალის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე.
დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ბრიტანეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს და სამხედრო ატაშეს მოადგილეს სკოტ მაინარდს შეხვდა.
შეხვდრა გაცნობითი ხასიათის იყო, საკრებულოს თავმჯდომარე ბრიტანეთის ელჩს ფერიის სასაფალოზე პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს დაღუპული ინგლისელი ჯარისკაცების საფლავების მოწესრიგებისა და შესაბამისი მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე ესაუბრა.
როგორც თვითონ განაცხადა მემრიალურ დაფას საკრებულოს თავმჯდომარე, საკუთარი სახსრებით გააკეთებს, საელჩოსთან მხოლოდ ესკიზის დეტალები იქნება შესათანხმებელი.
„დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს 153 ქვეყანაში მეთვალყურეობს ინგლისელი ჯარისკაცების საფლავებს და მათ შორის საქართველოშიც, ბრიტანეთის საელჩო ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად საკუთარი სახსრებით მოაწესრიგებს არსებულ 68 საფლავს, რათა სათანადო პატივი მიეგოს ომში დაღუპულ გმირებს, სავარაუდოდ აღნიშნული ღონისძიებები ტელეკომპანია BBC–ეთერით გადაიცემა“– განაცხადა ბრიატენთის ელჩმა.
წელს, 9 ნოემბერს ბათუმში ბრიტანეთის პირველი საკონსულოს შენობაზე, ნ.დუმბაძის ქუჩის N4-ში მემორიალური დაფა განთავსდება.
შეხვედრის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრა ჰოლ ჰოლს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ორგანიზაციის წევრები უკრაინაში და საქართველოში მცხოვრებ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფინანსურად ეხმარებიან;
ამ მიზნით, ხვალ ბათუმში ჩატარდება საქველმოქმედო აუქციონი, აუქციონზე მაისურები გაიყიდება, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში“ მშვიდობის თემატიკაზე“ მოხატავენ.
ნიკოლოზ ჩარკვიანი თავისუფალი პარლამენტის პრეზიდენტია, ის უკრაინულ საქველმოქმედო ფონდს საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში ეხმარება;
დღეს მათი ორგანიზებით ბათუმის პრესკაფეში პრესკონფერენცია გაიმართა, თუ გსურთ, რომ რომ უკრაინაში დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებს დაეხმაროთ, თქვენ ხვალ შეგიძლიათ ამ ორგანიზციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებბეში მიიღოთ მონაწილეობა.
აუქციონზე შემოსული თანხა უკრაინაში დაჭრილი და დაშავებული ადამიანების მედიკამენტების შესაძენად გადაირიცხება.
გარდა ამისა, შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინაში მცირეწლოვან ბავშვებისა და ქალებისა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ხვალ გაიმართება შეჯიბრება მკლავჭიდი, საბრძოლო ხელოვნება, ველომარათონი, საღამო კი „ტრიოს“ კონცერტით დასრულდება.
მთავარი აქტიტექტორის როგორც ცალკე არსებული თანამდებობა დღეს საკრებულომ გააუქმა. დაიკავებს თუ არა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას ქალაქის მოქმედი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი ამის შესახებ მერიაში ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გაუქმდა ასევე მერის ერთი მოადგილის თანამდებობაც. ცვლილება შეეეხო მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურს. ამ სამსახურიდან ზოგიერთი შტატი მერიის ადმინისტრაციის სამსახურში გადავიდა. დღეიდან საკრებულომ გააუქმა მერიის ტერიტორიული ორგანოებიც. კანონის მოთხოვნის თანახმად მერს ბათუმის უბნებში თავისი წარმომადგენლები ეყოლება.
გუნდში ახალი მოთამაშეები არიან: დიმიტრი პაჭკორია, ლევან შოვნაძე, არნო ჩუენსუ, თეიმურაზ შონია, მიხეილ კაკალაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ბერიაშვილი და ნიკა მგელაძე. როგორც ფეხბურთელები გვეუბნებიან, ისინი კლუბს შეეჩვივნენ. დიმიტრი პაჭკორია ამბობს, რომ ბათუმის „დინამომ“ ფეხბურთელების ისეთი რესურსია შეკრებილი, რომ დიდი მიზნის მიღწევა შეუძლიათ, თუმცა ბევრი ახალი ფეხბურთელის გამო შეთამაშება აკლიათ.
დიმიტრი პაჭკორია 22 წლის ფეხბურთელია. ის უკრაინულ კლუბ „სკალადან“ გადმოვიდა, სადაც სამი წელი თამაშობდა, მანამდე კი წელიწადნახევარი კიევის „არსენალის“ ფეხბურთელი იყო. მას საქართველოს უმაღლეს ლიგაში ბათუმის „დინამომდე“ არ უთამაშია. ამბობს, რომ შეგუება გაუჭირდა არა თუ კლუბთან, არამედ ახალ კლიმატურ გარემოსთან.
„სკალა ახალგაზრდა გუნდი იყო, ლიდერის ფუნქცია მქონდა და კარგად ვგრძნობდი თავს, როგორც კლუბში, ისე ქალაქში. აქ, პირველ რიგში, კლიმატთან შეგუება გამიჭირდა, ძალიან ცხელა და ხელოვნურ საფარზე ვვარჯიშობთ. რომ მეგონა, ისე ადვილი არ აღმოჩნდა გარემოსა და გუნდის შეცვლა. მდგომარეობიდან იმის დახმარებით გამოვდივარ, რომ კარგი კოლექტივია. სანამ ბათუმის „დინამომოში“ გადმოვიდოდი, შემოთავაზება მქონდა უკარაინის პირველი ლიგის კლუბებიდანაც, უმაღლესი ლიგა საქართველოში არ მქონდა ნათამაშევი და უკრაინაში პირველ ლიგას საქართველში უმაღლეს ლიგაში წამოსვლა ვარჩიე. ბათუმის „დინამო” ნაწილობრივ იმიტომაც ვარჩიე, რომ დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა იყო უკრაინაში და მშობლებსაც არ სურდათ დავრჩენილიყავი. ბათუმის „დინამომოსთან“ დეკემბრამდე მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მინდა, ამ ხნის მანძილზე ოპტიმალურ ფორმაში ჩავდგე და კლუბს დავეხმარო, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.
ბათუმი მისაღები ქალაქი აღმოჩნდა ცხინვალის „სპარტაკიდან“ გადმოსული 24 წლის თეიმურაზ შონიასთვის. ის ბათუმის „დინამოში“ ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს და არ გამორიცხავს, რომ მომდევნო ერთი წელიც გააგრძელოს კლუბთან თანამშრომლობა. „ბათუმის „დინამომ“ ისე მიმიღო, თითქოს აქ ვთამაშობდი კარგა ხანია. ადაპტაციის გამო პრობლემა არ მაქვს, მგონი ეს შედეგზეც აისახება ცოტა ხანში. ვცდილობ გავამართლო ის იმედები, რაც მწვრთნელებს აქვთ ჩემ მიმართ. ძლიერი გუნდი ვართ შეკრებილი და მარტო უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ“. თეიმურაზ შონია ექვსი წელი ცხინვალის „სპარტაკში“ თამაშობდა, სადაც გუნდის კაპიტნის პოზიციაც ეკავა. ამ კლუბით საქართველოს უმაღლეს ლიგაში მან პირველად ითამაშა. „სპარტაკი ჩემთვის მარტო გუნდი არ იყო, ოჯახიც იყო. ამიტომ გამიჭირდა მისი დატოვება. მაგრამ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო და გადავწყვიტე აქეთ წამოსვლა“, – ამბობს ბათუმის დინამოს ახალი ფეხბურთელი.
კლუბმა ერთი უცხოელი ლეგიონელიც დაიმატა – 22 წლის კამერუნელი არნო ჩუენსუ, რომელიც ექვსი წელია საქართველოში იმყოფება. „დიდი ხანია საქართველოში ვთამაშობ და არ გამჭირვებია ახალ გუნდში გადმოსვლა“, – ამბობს არნო. არნო ჩუენსუ ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს ბათუმის „დინამოში“.
კლუბში მეოთხეჯერ დაბრუნდა მიხეილ კაკალაძე. „ჩემთვის უჩვეულო არ იყო ამ კლუბში დაბრუნება, თითქმის მთელ გუნდს და კლუბის ხელმძღვანელობას ვიცნობდი აქამდე“, – ამბობს თავდამსხმელი მიხეილ კაკალაძე. 32 წლის ფეხბურთელს მანამდე უთამაშია „ზესტაფონში“, „ბორჯომში“, „ჩიხურაში“, „სამტრედიაში“, ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „დინამოში“. მიხეილ კაკალაძე ბოლოს ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობდა. როგორც ფეხბურთელიამბობს, მასსა და გუნდს შორის უთანხმოება მოხდა, რის გამოც კლუბი დატოვა. ფეხბურთელი მიზეზზე არ საუბრობს.
28 წლის მცველი ნიკა მგელაძეც ამბობს, რომ ახალ კლუბთან ადაპტაცია არ გასჭირვებია. ის ცხინვალის „სპარტაკიდან“ გადმოვიდა და ბათუმის „დინამოსთან“ ექვსთვიანი ხელშეკრულება გააფორმა. „ცხინვალის „სპარტაკში“ ფეხბურთელების ორმოც პროცენტს ბოლო პერიოდში დაფინანსება შეგვიწყდა. მითხრეს, რომ ბათუმის „დინამო“ ძლიერი გუნდის შექმნას აპირებს. ჩემი მეგობრები თამაშობენ ამ კლუბში და მათგანაც ვიცი, აქ ფინანსური სტაბილურობაა, რაც ერთერთი მთავარი მიზეზიც გახდა ჩემი ამ კლუბში გადმოსვლის. ერთადერთი, რაც პრობლემას წარმოადგენს, არის ის, რომ სავარჯიშოდ ქობულეთში დავდივართ. ვფიქრობ, ამხელა ქალაქს უნდა ჰქონდეს ბაზაც და სტადიონიც“.
ბათუმის „დინამოში“ წასვლის ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა ფინანსნური სტაბილურობა გიორგი ბერიაშვილისთვისაც, რომელიც კლუბში თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს. „დღეს ქართულ ფეხბურთში ფინანსური სტაბილურობა ძალიან ჭირს, ფეხბურთი კი ფინანსებზე დგას. კლუბში ნახევარი წლით ვარ და თუ ორმხრივი შეთანხმება იქნება, მომავალშიც გავაგრძელებ აქ თამაშს“, – ამბობს გიორგი. 28 წლის თავდამსხმელი გორის „დილადან“ გადმოვიდა. ის იმ ინფრასტრუქტურასა და პირობებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ახალ კლუბში დახვდა: „გორის „დილა“ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უფრო წინ არის. ისინი სამ წელზე მეტია უმაღლეს ლიგაში თამაშობენ. ფეხბურთელისთვის მოედანი და სამწვრთნელი პროცესია მთავარი. უკეთესი შედეგის მისაღწევად უმჯობესია გუნდს საკუთარი სავარჯიშო ბაზა და მოედანი ჰქონდეს“.
ყველაზე ხანგრძლივი ვადით – სამი წლით ბათუმის „დინამოში“ „დინამო 2“-დან გადმოვიდა 17 წლის მეკარე ლევან შოვნაძე. კიდევ ერთი თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი კლუბმა „ზესტაფონიდან“ დაიმატა. ტატანაშვილი ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს კლუბში.
ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთელი ლევან ხომერიკი ამბობს, რომ კლუბი განახლდა, რადგან უმაღლეს ლიგაში მაღალი კონკურენციაა. ფეხბურთელების შეთამაშებას კი გარკვეული დრო სჭირდება. „ყველა რგოლს სჭირდება სათანადო მუშაობა. ამ ეტაპისთვის ფლანგებზე გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა. ვაკეთებთ სპეციფიკურ თეორიულ და პრაქტიკულ ვარჯიშებს. ინდივიდუალურ ვარჯიშებს ვატარებთ იმ ფეხბურთელებთან, ვისაც ფლანგებზე უწევს თამაში. ჩვენთვის მთავარია შედეგი. შედეგი მოაქვს ძირითად კომპონენტებს: თავდადებას, მონდომებას, დაუზოგავ შრომასა და სათამაშო დისციპლინას. ფოთის „კოლხეთთან“ თამაშის დროს გამოჩნდა, რომ ჩვენი ბიჭები უფრო მონდომებულები, უფრო მობილიზებულები, უფრო თავდაჯერებულები არიან. იმედია, თამაშიდან თამაშამდე ხარისხს გამოვასწორებთ“, – ამბობს „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი.
P.S. ბათუმის „დინამოს“ ამჟამინდელი შემადგენლობა ასე გამოიყურება: 3 მეკარე, 8 მცველი, ნახევარმცველი და 5 თავდამსხმელი.
„აჭარის მთავრობა ახორციელებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლება-მოსილებას, მათ შორის განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას. რეგიონის მზარდი ბიუჯეტის და ძირითადი პროგრამების მაღალი ხარისხით შესრულების ფონზე აჭარის მთავრობის თითოეული წევრის მიერ გაწეული სამუშაო ყველა კრიტერიუმით ჯეროვნად ფასდება. ამრიგად დღის წესრიგში არ დგას მთავრობის წევრების დათხოვნის საკითხი. თუმცა კვირის დასაწყისში განხორციელებული და დაგეგმილი ცალკეული ცვლილებები ემსახურება სხვადასხვა სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას. ვინაიდან რეგიონი დგას ახალი გამოწვევების წინაშე და მთავრობა გადადის მუშაობის ახალ ტემპზე.
აჭარის მთავრობა, არის რა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, სწრაფი რეფორმებისა და შედეგზე ორიენტირებული მმართველი კოალიციის განუყოფელი ნაწილი, პოლიტიკურად პასუხიმგებელია კოალიციის და მისი ლიდერის წინაშე; მოქმედებს ქვეყნის და აჭარის მკვიდრთა ინტერესების გათვალისწინებით.
შესაბამისად, მიუღებელია და, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში უხეშ ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს, ცალკეული დეპუტატების მიერ პირადი გადმოსახედიდან საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საჭიროებენ ღრმა ანალიზს.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და აჭარის მთავრობა მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკურ ინდივიდებს თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის.“ – განაცხადა მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა ბრიფინგზე.
დილა ჩირუხშიჩირუხიქალები საძოვარზე მიერეკებიან ძროხებსჩირუხიდილის ყავაჩირუხიმთაში ტელეფონი ცუდად იჭერს. მემთეურები ცდილობენ ის წერტილი მოძებნონ საიდანაც სატელეფონო კავშირის დამყარება იქნება შესაძლებელი
ეს საფეხბურთო მოედანი ჩირუხის თავზე მდებარე მთაზეა. სავარაუდოდ აქ ფეხბურთს თამაშობენ
მემთეური ქალები საიჩაირის იაილებიდან
მოხუცი ცოლ-ქმარი, საიჩაირის იაილები
მთაში ცუდი გზებია. მემთეურები იაილებამდე მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებით გადაადგილდებიან
ახლა მთაში თივის აღების სეზონია. თივის აღებაში ქალები მამაკაცების გვერდით მუშაობენ
მთაში ხშირად გეპატიჟებიან. ბავშვებმა საკმაოდ დიდი აღმართი ამოირბინეს იმის სათქმელად რომ მათი ბებო მაწონზე გვეპატიჟებოდა.
შუამთის იაილები. მემთეური ბავშვები წყაროზე
ბიჭი შუამთიდან
შუამთა
ქალები ბეშუმიდან
დილა გოდერძის უღელტეხილზე
მთებში უამრავი მცირე და დიდი ზომის ტბაა. ხედი მთა თეთრობიდან, ზღვის დონიდან 2320 მეტრი
ეზოს ამბები წელს ბათუმში მესამედ იმართება. 2012 წელს ექსპერიმენტული ხასიათის მქონე პროექტი, ახლა უკვე აგვისტოს ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა. პროექტის მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა, ხოლო პროექტის პარტნიორი – „პრესკაფე“.
„ბათუმის ეზოს ამბები“ კულტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა. გამორჩეულია იმით, რომ მასში არტისტებთან ერთად იმ ქუჩის, ეზოს მცხოვრებლებიც ერთვებიან, რომელ ქუჩებზეც პროექტი ხორციელდება. წელს ასეთი ორი ქუჩა იქნება ძველ ბათუმში – ქუთაისისა და საიათნოვას.
„ეს პროცესზე დამყარებული პროექტია, საბოლოო შედეგს კი გახსნებზე ვნახულობთ. ხელოვნება არ არის მხოლოდ ის, რაც ჰკიდია გალერეაში ან რაც ჰკიდია სადღაც მუზეუმში,“ -ამბობს „ბათუმის ეზოს ამბების“ კურატორი მაგდა გურული.
მუსია ქებურია
გრაფიკოს დიზაინერი მუსია ქებურია „ბათუმის ეზოს ამბების“ წლევანდელი მონაწილეა. ერთდროულად რამდენიმე ნამუშევარზე მუშაობს. ერთ-ერთი ნამუშევარი ძველი ბათუმის ურბანულ გარემოსა და გამწვანებას გამოეხმაურება.
„ძველი ბათუმის ქუჩებში რაც დამაკლდა, იყო სიმწვანე. ხეები არაა. ქუჩაზე, სადაც გამოფენა გაიმართება, ვიპოვე ერთი მიტოვებული კიბე, რომელსაც არავინ იყენებს. ამ კიბეზე მოვაწყობთ მწვანე აქციას, მწვანე ჯეჯილებით დავფარავთ“, – ამბობს მუსია.
„ბათუმის ეზოს ამბების“ მონაწილე არტისტებს ბათუმის ეზოებში მცხოვრებლებთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ. იაპონელი არტისტის მასარუ ივაის პერფორმანსი „100 თევზი“ უშუალოდ ეზოს მცხოვრებლების ჩართულობით განხორციელდება. მთელი პროცესი, რაც თევზის მომზადებას ახლავს თან, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად იქნება გავლილი. პროცესში მთავარი წმენდაა. მასარუს ნამუშევრების მთავარი თემაც წმენდაა. ის წმენდს ყველაფერს, რისი გაწმენდაც წარმოგიდგენიათ და რისიც ვერ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, თავის პერფორმანსებში ის სარეცხი საშუალებით წმენდს ხორცს, პურს, სტაფილოს, ფეხსაცმელს.
„ვერავინ გაიგო რატომ მაინტერესებდა წმენდა. იაპონელებს წმენდა უყვართ, მანიაკალურად წმენდენ ყველაფერს, ხანდახან ზედმეტად და სტიქიურად. ერთი მხრივ, რეცხვა კარგი თვისებაა, მაგრამ თუ გადააჭარბებთ, იწყება ქაოსი და რაღაც იკარგება ამ წმენდაში. ჩემი პერფორმანსის იდეაც ესაა. ის, რასაც იდეაში უნდა მოჰყვეს წესრიგი, როდესაც ისტერიაში გადადის, იქმნება ქაოსი,“ – ამბობს მასარუ.
მასარუ ივაი
წინა წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნამუშევრები, რომლებსაც „ბათუმის ეზოს ამბების“ მონაწილეები ქმნიან, გარკვეული პერიოდით სრულიად ცვლიან ურბანულ გარემოს.
„რადგან პროექტი ერთგვარად მოსახლეობასთან კომუნიკაციაზეა აგებული, დიდი დოზით ვკონტაქტობ მოსახლეობასთან. დავათვალიერე ეზოები, თითოეული ეზოდან ფიცრები, ხეების ნაწილები, გატეხილი სკამები შევაგროვე. ამ ყველაფრისგან ვაპირებ გავაკეთო ერთი დიდი სკამი, რომელსაც ერთ-ერთ ქუჩაზე დავდგამთ. ეს იქნება მოსასვენებელი ადგილი ყველასათვის,“ – ამბობს ანა სოფრომაძე, ეზოს ამბების ერთ-ერთი მონაწილე.
ანა სოფრომაძე
ანას აზრით პროექტი მნიშვნელოვანი რამდენიმე კუთხითაა, მთავარი კი ისაა, რომ შეცვლის შეხედულებას არტისა და არტისტისადმი.
„საქართველოში ცოტა პრობლემაა თანამედროვე ხელოვნების გაგებასთან დაკავშირებით. კონტაქტში როდესაც შემოვლენ მხატვრებთან, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება, უფრო გასაგები გახდება,“ – ამბობს ანა სოფრომაძე.
„ბათუმის ეზოს ამბების“ იდეა და მიზანიც ესაა, გახადოს თანამედროვე ხელოვნება საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი. ტრადიციული სივრცეებიდან საჯარო სივრცეში გადატანით თანამედროვე ხელოვნება ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს.
წელს ბათუმის ეზოს ამბები ქუთაისისა და საიათნოვას ქუჩაზე 29 აგვისტოს გაიხსნება და 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
ურბანული ხელოვნების ფესტივალი „არტ აქტივი“ 2014 ბათუმში ნარჩენების მეორადი გამოყენების გზით, ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს ღია ცის ქვეშ ეკო-კინოთეატრს მოუწყობს. ნარჩენების ხელახალი გამოყენება ერთხელ მოხმარებული ნივთების მეორად გამოყენებას გულისხმობს.
„ვფიქრობდი, როგორ შეგვეძლო ნარჩენების შემცირება და მისი მეორადად გამოყენება. ჩვენი პროექტი იქნება პატარა კინო ღია ცის ქვეშ. ეკრანი გაკეთდება იმპორტირებული საქონლის შესაფუთი მასალისგან (ცელოფნისგან), გადაყრილი საბურავებისგან კი გაკეთდება დასაჯდომი სკამები. ერთი მხრივ, ეს იქნება ნივთების მეორადი გამოყენება და მეორე მხრივ, კინო ღია ცის ქვეშ, რომელიც ბათუმს არა აქვს,“ – ამბობს პროექტის კურატორი ნინი ფალავანდიშვილი.
ურბანული ხელოვნების ფესტივალი 22 აგვისტოს დაიწყო. ფესტივალის გამართვა ევროკავშირის პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ფინანსური დახმარებით, ქალაქ ბათუმის მერიისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. პროექტს ორი მოწვეული კურატორი ჰყავს, ნინი ფალავანდიშვილი (გეოეარი) და თამარ ბოკუჩავა (სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში). ფესტივალი მადრიდელი ურბანული ხელოვნების კოლექტივ „ბასურამასთან“ ერთადაა ორგანიზებული. „ბასურამა“ 12 წელია ნაგვის, ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობის ყველა შესაძლო ფორმას, ზემოქმედების გზებსა და მეთოდებს იძიებს.
ფესტივალის მიზანი პლასტმასის, პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირება, ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და გარემოზე ზრუნვის შესახებ ინფორმირება, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა.
მონიკა გუტიერეს ერერო, „ბასურამას“ ჯგუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბასურამას მიზანია ნარჩენებს მანამ გაუგრძელოს ცხოვრება, სანამ ნაგავსაყარზე მოხდება.
„ერთგვარი ჯაჭვია – პროდუქტი, მომხმარებელი და ნაგავი. ადამიანს ჰგონია, რომ შეკრავს პარკს, გადააგდებს ნაგავს და იქ მთავრდება ყველაფერი. ნაგვის გადაგდების შემდეგ არ სრულდება მისი ცხოვრება. ის შეიძლება მოხვდეს გარემოში, დააბინძუროს და ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს ყველაფერს. ჩვენი მიზანია, პროდუქტს, რომელსაც გამოიყენებ, სანამ მესამე ფაზამდე, ანუ ნაგავში ჩავარდნამდე მივა, თავიდან დავაწყებინოთ ცხოვრება. გამოვაცალკევოთ და გამოვიყენოთ. სხვა დანიშნულება მივანიჭოთ“, – ამბობს მონიკა.
„ყველაფერი რაც აღარ გამოდგება, ჩვენი საზოგადოება მოისაზრებს ნაგვად და ეს უნდა გადაიყაროს. ჩვენი მესიჯია, რომ ამ ნარჩენებს მეორადი სიცოცხლე მივცეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მეორადი ნარჩენებისგან შეგვიძლია ძალიან მაგარი რამე გავაკეთოთ. ეს, როგორც ჩვენი, ისე მოწვეული არტისტების ჯგუფის „ბასურამას“ იდეოლოგიაა,“ – ამბობს ფესტივალის კურატორი თამარ ბოკუჩავა.
მისივე თქმით, ნარჩენების მეორადი გამოყენებით ურბანული სივრცე გარდაიქმნება. შემდეგ კი მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
„როდესაც გაკეთდება კინოთეატრი – მოვლენ, დაჯდებიან, დაისვენებენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართული ამ პროექტში. ვფიქრობ, სხვანაირად გაიაზრებენ, სხვანაირად შეხედავენ ნარჩენების თემატიკას. მერე თავად შეიძლება გაუჩნდეთ იდეები, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებას,“ – ამბობს თამარ ბოკუჩავა.
ნარჩენებისგან – შესაფუთი პოლიეთილენის პარკებისა და გამოყენებული საბურავებისგან დამზადებული კინოთეატრი 28 აგვისტოს, ანბანის კოშკთან, გალერეა 41/41-ის გვერდით გაიხსნება.
ნინი ფალავანდიშვილი: „ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შევიდეს ინციატივით და გამოიყენოს ეს სივრცე კინოჩვენებისთვის. ეს იქნება სივრცე, რომელიც დააფიქრებს ადამიანს, რომ თურმე ეს ბორბლები შეიძლება გამოვიყენოთ. უნდა ვიფიქროთ ნარჩენების მეორად გამოყენებაზე. მაგალითად იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქანელების გაკეთება დარჩენილი ფიცრებისგან, თოკებისგან. ეს რეალურად არის ის, რაც ჩვენ ვიცოდით და ოდესღაც ვაკეთებდით. უბრალოდ, მერე ყველაფრის ინდუსტრიალიზაციამ, კომერციალიზაციამ და ჩვენმა მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ – ვიყიდოთ, ვიყიდოთ, ვიყიდოთ, გააქრო ჩვენში კრეატივი. ყოველ ადამიანშია არსებული ინდივიდუალური კრეატივი – რაღაცისგან გავაკეთოთ რაღაცა სასარგებლო. არ წავიდეთ აუცილებლად სუპერმარკეტში და ვიყიდოთ ახალი ნივთი. ვხედავ ერთგვარ ნიჰილიზმს, როცა გარემოს დაცვა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს საქმეა. არა, ეს არის ჩვენი გასაკეთებელი. ყოველმა ადამიანმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ, რომ ნაკლები ცელოფანი წამოვიღოთ მაღაზიიდან. თითოეული ასანთი, წყალი თუ ტუალეტის ქაღალდი თითო ცელოფანში არ დავდოთ… ამით ძალიან დავეხმარებით ჩვენს გარემოს. უთხარით გამყიდველს – არ მინდა პარკი. ეს ცელოფანი, რომელიც მერე უკეთეს შემთხვევაში ნაგავსაყარზე მოხვდება, 500 წელი არ გაიხრწნება. ამის მიხვედრაც უკვე დიდი სტიმულია. ძალიან იოლია მაგალითად გავაკეთოთ ნაჭრის ჩანთები. ყველას გვაქვს ძველი ტანსაცმელი, რომელიც აღარ მოგვწონს და რომელსაც ვყრით. ამ ტანსაცმლისგან რომ გავაკეთოთ ჩანთები და ამით ვიაროთ მაღაზიაში, უკვე კარგი სტიმული, კარგი მაგალითია. არ დაყაროთ ნაგავი, დარწმუნებული ვარ, არავის არ სიამოვნებს, ზღვაში ცურვის დროს პარკი რომ ცურავს შენ გვერდით“.
სულხან ღლონტი: „ეს, ბუნებრივია, არის დეპუტატების ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ ფრაქციის თავმჯდომარის რანგში გეუბნებით, რომ ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ, რადგან საკადრო პოლიტიკა არ შეიძლება გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი. იმპიჩმენტის საფუძველი გაწერილია კანონმდებლობით. ბატონი ალექსანდრე ჩიტიშვილის არგუმენტაცია არის სუსტი – არ შეიძლება მთავრობას უნდობლობა გამოუცხადო იმის გამო, რომ მან რამდენიმე ჩინოვნიკი გაათავისუფლა სამსახურიდან.
რამდენად სამართლიანად გაათავისუფლა მან ეს ადამიანები სხვა მსჯელობის საკითხია. ეს არც ერთ შემთხვევაში არ იქნება არგუმენტი დეპუტატების უმრავლესობისთვის, მათ შორის ალექსანდრე ჩიტიშვილის ფრაქციაში, რომ არჩილ ხაბაძეს და მთავრობას გამოვუცხადოთ უნდობლობა. მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუვცხადებთ იმიტომ, რომ ეს მთავრობა არ არის კორუმპირებული – ამის არავითარი ფაქტი არ არსებობს და კარგად ასრულებს ბიუჯეტს, მუდმივად იზრდება ბიუჯეტი. შესაბამისად, ისინი მუშაობენ დამაკმაყოფილებლად. ჩემთვის არ არსებობს არავითარი საფუძველი, უნდობლობის გამოცხადების.
სულხან ღლონტი
ჩიტიშვილის განცხადება, რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანები მოხსენეს სამსახურიდან და საკადო პოლიტიკას სხვადასხვანაირად ხედავენ, მაგალითად ალექსანდრე ჩიტიშვილი და მთავრობის თავმჯდომარე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობას უნდა გამოუცხადო უნდობლობა. ამ საკითხზე ასეთი სუსტი არგუმენტაციით შემოსვლა უმაღლესი საბჭოში, ჩემი აზრით, არის დეპუტატების შეურაცხყოფა.
აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, იმისთვის, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადო, მინიმუმ შვიდმა დეპუტატმა წერილობით უნდა მოითხოვოს უნდობლობის საკითხის გამოცხადებაზე პროცედურის დაწყება. ეს განცხადება რეგისტრირდება უმაღლეს საბჭოში, შემდეგ იურიდიულ კომისიას გადაეცემა დასკვნისთვის. თუ იურიდიული კომისია ხუთი დღის ვადაში დადებით დასკვნას დადებს, განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, უმაღლესი საბჭო უნდა შეიკრიბოს და კენჭი უყაროს მთავრობის თავმჯდომარის უნდობლობის გამოცხადების საკითხს.
იმისთვის, რომ მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადო საჭიროა ხმების 2/3 (ამ შემთხვევაში საჭიროა უმაღლესი საბჭოს 14 წევრი). თუ საკითხი ჩავარდება სხდომაზე, 6 თვის განმავლობაში ხელახლა უნდობლობის გამოცხადების პროცედურის უფლება დეპუტატებს არ ექნებათ“.
აჭარის კონსტიტუციის 30-ე მუხლში ეს საკითხი ასეა ჩამოყალიბებული: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება“.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ აჭარის უმაღლესი საბჭო მოახერხებს არჩილ ხაბაძისთვის უნდობლობის გამოუცხადებას? – საქართველოს პრეზიდენტ ნიშნავს აჭარაში თავის რწუმუნებულს, რომელიც თავის ადმინისტრაცასთან ერთად ახორციელებს უფლებამოსილებას. პრეზიდენტი გარკვეულ ვადის შემდეგ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატურას. თუ ორჯერ ზედიზედ უარს იტყვის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცებაზე, მაშინ პრეზიდენტი დაითხოვს უმაღლეს საბჭოს ან მესამედ წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.
ამ ეტაპზე აჭარის უმაღლესი საბჭოშ ხუთი ფრაქცია მუშაობს: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ – (8 წევრი); ფრაქცია „ქართული ოცნება“ – (7 წევრი); „ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები – (3-წევრი); შერეული ფრაქცია რესპუბლიკელები-კონსერვატორები-მრეწველები – (3-წევრი).
კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების რეგიონული ლიდერები ასე გამოიყურებიან: უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სულხან ღლონტი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერია. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ასევე დეპუტატი გია მასალკინია; კიდევ ერთი დეპუტატი დავით ბაციკაძე „კონსერვატორების“ ლიდერია; „ქართული ოცნების“ ლიდერად მოიაზრება როგორც არჩილ ხაბაძე, ისე მურმან დუმბაძე.
გენო გელაძე
„თუკი 2012 წლის არჩევნებამდე ერთპოლუსიანი გავლენიანი ჯგუფი იყო ხელისუფლებაში და აშკარად ეტყობოდა რეგიონს მურმან დუმბაძის სიძლიერე, ახლა საქმე ცოტა სხვაგვარად არის. შეიძლება ითქვას, რომ ერთპოლუსიანი იერარქია აღარ გვაქვს. მოქმედებს მთავრობის თავმჯდომარის ფაქტორი, მან თავისი სიძლიერე მეტ-ნაკლებად მოიპოვა. ასევე არის უმაღლესი საბჭოს ფაქტორი, რომელსაც თავისი გავლენები აქვს და მურმან დუმბაძის დასაყდენია. ამას არც მოქმედი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე მალავს. მნიშვნელოვანია ქალაქის მერიც, რომელიც, ჯერჯერობით, დამოუკიდებელ პიროვნებად გამოიყურება“, _ ასე აფასებს აჭარის რეგიონში სახელისუფლო კოალიციის წევრი პარტიების გავლენას გენო გელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე.
გენო გელაძის შეფასებით, მსგავსი ბალანსი მხოლოდ ადგილობრვი პოლიტიკოსების ურთიერთობაში ვლინდება, მაგრამ როგორც კი პროცესში, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ჩნდება, ადგილობრივ ძალთა გადანაწილება ეგრევე კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას: `რაღაც საკითხის გადაწყვეტას საჭიროდ ასე მიიჩნევს პრემიერი, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ აქვს ადგილობრივ გადანაწილებას. ამის მიუხედავად ის, რომ ძალები გადანაწილებულია, ჩემი აზრით, დემოკრატიისთვის კარგია. თუ ვინ უფრო ძლიერია, დაახლოებით ექვს თვეში გამოჩნდება, რადგან თვითმმართველობის არჩევნებმა გავლენების გადანაწილება ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ვნახოთ, ესენი როგორ მოიქცევიან. შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, თუ მიეტმასნებიან რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს. ფაქტია, რომ არსებობს რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც გადაინაწილეს ხელისუფლება“.
არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა კოალიციიდან „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ჩაიბარა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის აპარატს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ჭეიშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, არჩევნების შემდეგ `ქართულ ოცნებაში~ გადავიდა. „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი კი, რომელიც ორგზის საკრებულოს წევრი და წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო და ამავე თანამდებობაზე პრეტენზიას ისევ აცხადებდა, ამჯერად მოადგილეობას დასჯერდა.
თანამდებობები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადანაწილდა მუნიციპალიტეტებშიც. გამონაკლისი მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია, სადაც საკრებულოს თავმჯდომრის თანამდებობა ირაკლი ალასანიას პარტიის `თავისუფალი დემოკრატების~ წარმომადგენელმა ასლან კახიძემ ჩაიბარა. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე – სულხან ოქროპირიძე კი ქართულ ოცნებაში გაწევრიანებამდე „კონსერვატორების“ წევრი იყო.
„ქართული ოცნების“ წარდგენილია ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგებელი.
როგორ და რომელი პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ გადაანაწილა კოალიციამ თანამდებობები, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელისთვის. ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომელიც არჩეულმა პარტიამ აიღო და რომლის შესრულებასაც ამომრჩეველი ელის.
ასლან ჭანიძე
„ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს მისთვის სანდო პირები წარადგინოს ამა თუ იმ თანამდებობაზე, თუნდაც ეს არჩევითი თანამდებობა იყოს. პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რომელი პარტია უფრო გაძლიერდა? – ამ თემაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის კოალიცია და თუ ის ჯანსაღია, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება, წარადგინოს თავისი კანდიდატი არჩევნებზე. მითუმეტეს, რომ სიის საკითხი ადგილზე არ წყდება. როდესაც ამბობენ, რომ ვიღაცამ ადგილობრივ დონეზე რაღაც გადაწყვიტა, ეს ჩემთვის ნაკლებად დამაჯერებელია. ჩემი აზრით, ისიც კი შეთანხმებული იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თუ ვინ გახდებოდა ამა თუ იმ კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში. მაგალითად ის, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა უმაღლესი საბჭოს წევრის, თემურ კახიძის ძმა, არ მგონია თემურ კახიძის დამსახურება იყოს. არ მგონია, თემურ კახიძეს შეეძლო ამხელა ლობირების გაწევა. არც მერის საკითხი იყო ადგილობრივი გადაწყვეტილება. თუ ვინმეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, ესეც ნდობის საკითხია.
მნიშვნელოვანია ის, რომ როცა რომელიმე თანამდებობის პირი იქცევა ცუდად, უკმაყოფილება გადადის პოლიტიკურ პარტიაზე. ადამიანებს არ აიტერესებთ ვისი რეკომენდაციით იყო ის დანიშნული. ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ, რომ პარტიას უნდა გაეკეთებინა სწორი არჩევანი. ამიტომ უკურეაქცია მოდის იმ ადამიანზე, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია.
როდესაც ერთი ადამიანი რეკომენდაციას უწევს ათ ადამიანს და ათივე არ ამართლებს, ბუნებრივია, იმ ადამიანის მიმართ პარტიის შიგნით ნდობის ხარისხი იკლებს. მაგალითად, თუ მურმან დუმბაძის რეკომენდაციით დაკომპლექტდა უმაღლესი საბჭო და ეს უმაღლესი საბჭო არ ვარგა, მაშინ საზოგადოება პასუხისმგებლობას მურმან დუმბაძეზე მეტად მმართველ კოალიციას დააკისრებს, რადგან ისინი “ქართული ოცნების” წევრები არიან და პარტიას უნდა ჰქონდეს რეაქცია მათ ქცევებზე“.
გია ქარცივაძე
რეგიონის ხელისუფლებაში ერთ კონკრეტულ ძლიერ შტოს ვერ ხედავს საიას თავმდომარე გიორგი ქარცივაძეც. მისი თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მკაფიო იყო მურმან დუმბაძის კადრების გაძლიერება. თვითმმართველობის არჩევნებზე კი ვითარება შეიცვალა, თუმცა ერთი კონკრეტული ძლიერი ჯგუფი მაინც არ ჩანს:
„საზოგადოებაშიც მუსირებდა აზრი, რომ თუ სადმე რაიმე ვაკანსია გაჩნდებოდა, ბატონ მურმანთან კონსულტაცია აუცილებელი იყო. შემდეგ, როდესაც აჭარაში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი გადააყენეს, ითქვა, რომ ისინი მთავრობის თავმჯდომარის კადრებით ჩაანაცვლეს.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ზოგადად, „ქართული ოცნების“ კადრები მოვიდნენ. ვერ იტყვი, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ან კონკრეტული სუბიექტების გაძლიერება ჩანს ამ ეტაპზე.
თვითმმართველობის კოდექსი იძლევა დროს, შესაბამისად, სადღაც სექტემბერში ან ოქტომბერში დაიწყება საკადრო ცვლილებები და მაშინ გახდება აშკარა, თუ კოალიციის რომელი პარტია ძლიერდება და რა მიმართულებით ვითარდება საკადრო პილიტიკა აჭარაში.
ვფიქრობ, მერის კანდიდატურა იყო არჩილ ხაბაძესთან შეთანხმებული. მოქმედი კანონმდებლობით ის არის რეგიონის დონეზე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი. სამართლებრივად მასთან შეთანხმება აუცილებელი არ არის, მაგრამ საზოგადოება ინფორმირებულია ამის შესახებ და დოკუმენტურადაც შეიძლება დადასტურდეს, რომ ერმაკოვის კანდიდატურა იყო ხაბაძესთან შეთანხმებული.
იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის თავმჯდომარე არის `ქართული ოცნების~ ლიდერი აჭარაში, რა თქმა უნდა, მასთან შეთანხმების გარეშე გამორიცხული იქნებოდა `ქართული ოცნების~ კანდიდატების წარდგენა მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობაზე. ან თუნდაც სიების პირველი ნომრების წარდგენა. ვფიქრობ, კოალიციაში გაერთიანებული ვერც ერთი სუბიექტი დამოუკიდებლად პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის. მათ არ აქვთ არც საკრებულოში, არც პარლამენტში იმხელა ძალაუფლება, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. და ეს არის დემოკრატიის საფუძველი. ჩემი სუბიეტური აზრია, რომ გადაწყვეტილების მიმღები აჭარაში დღეს მაინც არჩილ ხაბაძეა~.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, ნათია აფხაზავას შეფასებით კი, ის, რომ ბოლო წუთამდე არ დაიდო “ქართული ოცნების” საარჩევნო სია ბათუმში, შიდა პარტიების სიძლიერის მანიშნებელია.
ნათია აფხაზავა
„ვფიქრობ, ეს იმის მანიშნებელია, რომ შიდა განხილვებისას პოლიტიკური სუბიექტები კარგად იცავდნენ თავიანთ კანდიდატებს. ბოლოდროინდელმა სურათმა აჩვენა ისიც, რომ მურმან დუმბაძის როლი საკმაოდ შემცირებულია. ეს, ალბათ, დადებითი ტენდენციაა, რადგან უკვე მთავრობასაც აქვს თავისი გამოკვეთილი პოზიცია გარკვეულ საკითხებზე. რა შედეგებიც მოაქვს ლობირებას, ეს ყველამ კარგად დაინახა უმაღლესი საბჭოს მაგალითზე.
მე მიმაჩნია, რომ გავლენებს როგორც ცენტრალურ, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე ახორციელებდნენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ პრემიერ-მინისტრის გავლენები უფრო ჩანს ბათუმის მაგალითზე“.
ჩვენ ყველა ვართ ქართული ოცნების გუნდის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია განახორციელოს საჭირო საკადრო როტაცია და გადახალისება.
ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სხვადასხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო პროგრამების ჯეროვნად შესრულებაზე. სადაც ხარვეზია, იქ ცვლილების წინააღმდეგ წასვლა, მიუღებლად მიმაჩნია. ჩვენი მიზანია ქვეყანა იყოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი. საკადრო პოლიტიკაც სწორედ ამ კუთხით ხორციელდება და სრულ თანხვედრაშია ქართული ოცნების საკადრო პოლიტიკასთან.“
„რაც შეეხება ცვლილებებს განათლების სამინისტროში, მიმდინარეობს კონსულტაციები მინისტრთან ბატონ გია თავამაიშვილთან. გავივლით რამდენიმე ვარიანტს და ვაკანტურ ადგილებზე შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის ახალ თანამშრომლებს დავნიშნავთ.
დაკავებული თანამდებობიდანგათავისუფლებულია სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე. ამეტაპზე მას ვერ შევთავაზებთ თანამდებობას. სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ პრეტენზიები დეპარტამენტის ფედერაციებთან ურთიერთობის და სტრატეგიული დაგეგმვის ნაწილში.
მე მივიღე გადაწყვეტილება მინისტრთან ერთად, რომ ამ თანამდებობაზე მოიძებნოს ისეთი კადრი, ვინც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს სპორტს და სპორტსმენების ინტერესებს დაიცავს. ჯერ გამოკვეთილი კანდიდატი არ გვყავს.
განათლების მინისტრის მოადგილე ქეთინო მანელიშვილიც გათავისუფლდა,მასთან კითხვები მქონდა თეატრში და სახელმწიფო ანსამბლში არსებული პრობლემების თაობაზე.
მე დაბატონი გია ვფიქრობთ, რომ კულტურის მხრივ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მოვიდა დრო ამ მიმართულებას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას ისეთი ადამიანი ჩაუდგეს სათავეში, ვინც უფრო ეფექტურად შეძლებს მართვას. ქეთევან მანელიშვილი ჩვენი გუნდის წევრია და ის გააგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას. მასთან კონსულტაციები მიმდინარეობსმის დასაქმებაზე.
ცვლილება შეეხო ასევე კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს ბიძინა აფხაზავას, თუმცა მისი გამოცდილების გათვალისწინებით, ის მოადგილის რანგში გააგრძელებს მუშაობას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ ეტაპზე გათავისუფლებები არ იგეგმება, იქნება როტაცია, ეს შეიძლება მოადგილეებსაც შეეხოს და სერვის ცენტრებსაც. ერთი ვაკანსია გვაქვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ორი კანდიდატურა შეირჩა, ორივე თავის სფეროში კომპეტენტური დაპროფესიონალია. მალე პირადად გავიცნობ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.