სიახლეები

გონიოელები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან

25.08.2014
გონიოელები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან

 

“როგორც ვიცით პოლიტიკური ნება არსებობს, ჩვენ მივაწვდენთ ხმას ცენრალურ ხელისუფლებას. ძვლივს დაამთავრა   კომისიამ  მუშაობა და ახლა ხელს არ აწერენ , პროცესს ძალით აჭიანურებენ“-  აცხადებს  აქციის ორგანიზატორი  ნიაზ  ფუტკარაძე.

 

 

„ჩვენ ვუცდით  მთავრობის პირველი  პირის ხელმოწერას, გვითხრან როდის დაიწყება  მიწების დაკანონება  წინააღმდეგ შემთხვევაში 3000 კაცი დავდგებით  და გადავკეტავთ გონიოს გზას“-  ამბობს დავით გუნდაძე.

 

 

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის დავით გაბაიძის ინფორმაციით დღეს აღიარების შესახებ კანონი მოითხოვს მიწაზე ნაგებობის  არსებობას, რასაც ვერ აკმაყოფილებენ  მიწით მოსარგებლეები.

 

 

„ ჩვენ არ გვაქვს უფლება  დავაკანონოთ  რაიმე საკუთრება. 29 აგვისტოს ჩანიშნულია  სხდომა,   სადაც  კენჭი უნდა ვუყაროთ  ამ დასკვნას . კომისიაში მესაკუთრეებს ჰყავთ ექვსი წარმომადგენელი. ამ კომისიას არა აქვს საკუთრების დაკანონების უფლება . ამისათვის უნდა მოხდეს კანონში ცვლილება და ეს რეკომენდაცია  წერია  პროექტში“- ამბობს დავით გაბაიძე.

 

 

აქციის მონაწილეების ინფორმაციით გონიოში მიწის დაკანონებას 270 ოჯახი  ითხოვს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.