Batumelebi | რუსლან ქორიძე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად რუსლან ქორიძე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად – Batumelebi
RU | GE  

რუსლან ქორიძე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად

 

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსის თანამდებობას ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი რუსლან ქორიძე დაიკავებს, აჭარის მთავრობაში ამ დროისთვის არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ეს თანამდებობა მას შემდაგა გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. 

 

აჭარის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში უარყოფს თავად რუსლან ქორიძეც. „არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. ჯერ არავინ დამკავშირებია, ვერ დაგიდასტურებთ“, _ უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ასევე დასტურდება სათანადო დოკუმენტებით, რაც ამ მოხელეების თანამდებობებზე დანიშვნამდე პერიოდს ეხება, რუსლან ქორიძეს არჩილ ხაბაძესთან ნაცნობობაც აკავშირებს. ის წლების განმავლობაში ბათუმის საზღვაო ბანკის ბუღალტერი იყო, იმ დროს ბათუმის საზღვაო ბანკში არჩილ ხაბაძეც მუშაობდა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, რუსლან ქორიძემ ქონება იპოთეკით  (543 კვ/მ მიწის ნაკვეთი და 293.9 კვ/მ ფართობი გონიოში)  „ქართუ ბანკში“ რამდენჯერმე დატვირთა. ამ დროს ბანკის მენეჯერი არჩილ ხაბაძე იყო.

 

რეესტრის მონაცემებით, რუსლან ქორიძე თანასაკუთრებაში ფლობს 79,40 კვ/მ ფართობის სხვენს გორგასლის #50-ში. ეს სხვენი მან 2009 წელს დაირეგისტრირა საკუთრებაში. ასევე რეესტრის მონაცემებით, რუსლან ქორიძემ 2007 წელს დაირეგისტრირა საკუთრებაში 709 კვ/მეტრი მიწის ფართობი. გარდა ამისა, ყოფილი ვიცე-მერი რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს გონიოში.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე