Batumelebi | შს სამინისტრო ბათუმში ნავსადგურს აშენებს შს სამინისტრო ბათუმში ნავსადგურს აშენებს – Batumelebi
RU | GE  

შს სამინისტრო ბათუმში ნავსადგურს აშენებს

 

“მშენებლობა მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება და ეს იქნება სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საზღვაო უსაფრთხოებაზე იზრუნებს”- უთხრა “ბათუმელებს” საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა.

 

საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 

სანაპირო თამარის დასახლებაში <ქეთი ლაბაძის ფოტო>

 

ახალი ნავსადგური (“ბენზეს”) თამარის დასახლებაში შენდება და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამ ფაქტს აპროტესტებს.

 

 

ქეთი ლაბაძის ფოტო

 

 

კონკრეტულად რატომ აშენებს უწყება ამ ნავსადგურს ან რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან მისი მშენებლობისთვის  უცნობია.  

პრესსამსახურის თანამშრომლისგან დამატებით კითხვებზე პასუხს ამ წუთებშიც ველოდებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა