ქალაქ ბათუმში, გორგასალისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, საერთოეზოში იყიდება 80 კვ/მ ფართობის ბინა პრივატიზებული სხვენით. ფასი სხვენით: 45 ათასი აშშ დოლარი,სხვენის გარეშე-38 ათასი აშშ დოლარი.
მობ.: 577 252585
597019963
ბათუმელები
ქალაქ ბათუმში, გორგასალისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, საერთოეზოში იყიდება 80 კვ/მ ფართობის ბინა პრივატიზებული სხვენით. ფასი სხვენით: 45 ათასი აშშ დოლარი,სხვენის გარეშე-38 ათასი აშშ დოლარი.
მობ.: 577 252585
597019963
მეწყერის ჩამოწოლამ ჩაკეტა საავტომობილო მიმოსვლა, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და ელოდებიან ტექნიკას გზის გასაწმენდად, თუმცა მეწყერი ჯერ კიდევ აქტიურია.
ბათუმის №3 საპყრობილე. ბათუმის მესამე საპყრობილის ექიმები {ფოტო ბათუმელების არქივიდან}
პატიმრის დედის ინფორმაციით, მის შვილს მუცლის არეში ათი ნაკერი აქვს.
სასჯელაღსულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით,დღეს (29.09.2014) პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სამინისტროში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ პატიმარმა შიმშილობაც შეწყვიტა.
პატიმარმა სასამართლო პროცესზე თქვა რომ თავს უდანაშუალოდ მიიჩნევს, გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს და ის ამის გამო შიმშლობდა.

საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში საქართველოს ბილიარდის ფედერაციამ ჩაატარა, რომელიც 28 აგვისტოს დაიწყო. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 32 სპორტსმენი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასულები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე იმედოვნებს, რომ მომავალში ჩემპიონატზე საპრიზო ფონდიც დაწესდება.
„საქართველოს ბილიარდის ფედერაცია დაუფინანსებელი ორგანიზაციაა. ეს იწვევს გულისტკივილს როგორც მოყვარულებს შორის ასევე პროფესიონალებშიც. თუკი ბილიარდი აღიარებულია სპორტის სახეობად, მაშინ მასაც ისევე უნდა გადაუნაწილდეს დაფინასნება, როგორც სხვა სპორტის სახეობებს. წელს, სამინისტროში წარდგენილი გვაქვს ხარჯთაღრიცხვა და თუ დაგვიმტიცებენ მომავალში საპრიზო ფონდით ჩავატარებთ საქარველოს ჩემპიონატს და გუნდებსაც გავაგზავნით საერთაშორისო ასპარეზზე, რაშიც ჯერჯერობით, აქტიურად ვერ ვმონაწილებთ“ – ამბობს საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე.
ჩემპიონატი აჭარის ბილიარდის ფედერაციისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.


სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც ,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართება. „კოლხობა“ მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული.




ამჟამად საცხენოსნო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კლუბის დირექტორის ირაკლი ნაცვალაძის თქმით, სამუშაოების დამთავრებამდე ვარჯიში შეჩერებულია.
„ბოლო ერთი წლის მანძილზე რთული იყო საცხენოსნო კლუბის ფუნქციონირება. მოძველებული ღობის გამო სრული დატვირთვით ვერ ვმუშაობდით, ვერც ცხენს ვავარჯიშებდით, ვერც მსურველებს. ახლა დროებით ღობეს და საცხენოსნო ბაზისთვის აუცილებელ პირობებს ვაკეთებთ“, – ამბობს ირაკლი ნაცვალაძე.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში შედის ტერიტორიის შემოღობვა, საჯინიბოს რეკონსტრუქცია და სველი წერტილების მოწესრიგება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე დემურ ტარიელაძე ასრულებს. კლუბსა და ინდმეწარმეს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაო თვენახევარში 36 999 ლარად უნდა დამთავრდეს.

საცხენოსნო ბაზაზე ხუთი ადამიანი მუშაობს – ერთი მთავარი მწვრთნელ-ინსტრუქტორი, მეჯინიბეები და დამხმარე მეჯინიბეები. კლუბის 2014 წლის ბიუჯეტი 150 ათასი ლარია.
კლუბში ფუნციონირებს სააბონენტო სისტემა, ერთჯერადი გასეირნება და შემსწავლელი კურსები. თვის განმავლობაში 10 ვარჯიში 100 ლარი ღირს, ხოლო გასეირნება ერთი საათი – 20 ლარი. ზამთრობით, ცუდი ამინდის დროს, ვარჯიში ჩერდება.
ირაკლი ნაცვალაძე: „დახურული მანეჟი არ გვაქვს. პირველ რიგში პრიორიტეტია, რომ გაკეთდეს ღობე და გრუნტი ცხენის ვარჯიშისთვის და შემდეგ თუ იქნება საშუალება და პირობები, დახურული მანეჟიც გვინდა რომ გავაკეთოთ. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ბათუმში ჩვენამდე არ არსებობდა საცხენოსნო სპორტი. საცხენოსნო კლუბი იყო, მაგრამ კერძო მოყვარულების დონეზე. თავისთვის ჰყავდათ ცხენები და დადიოდნენ ბათუმის სახელით შეჯიბრებებში. აჭარაში პროფესიონალ მხედრებს შორის ბათუმის სახელით გიორგი ძინძიბაძე ასპარეზობს. კლასიკურ სახეობაში კლუბი ასევე დამწყებ სპორტსმენს ნიკა ხაბაძეს ზრდის. ის 10 წლისაა და თავის ასაკში რეგიონში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობს. წელს ფოთში ჩატარებულ შეჯიბრზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
26 სექტემბერს ასევე ფოთში გაიმართება ვალერიან მაქაცარიას სახელობის შეჯიბრება, სადაც ნიკა ბათუმის სახელით იასპარეზებს. დღესდღეობით აჭარის სახელით შეჯიბრებებზე მხოლოდ ერთი ცხენი ასპარეზობს. აჭარის გუნდური ნაკრები არ არის ჩამოყალიბებული, რადგან ცხენოსნობა ისეთი სახეობაა, რომ ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება. რის საშუალებაც გვქონდა კლუბს, იმით ერთი სპორტული ცხენი შევიძინეთ. რთულია მისი ვარჯიშიც, რადგან მხოლოდ ორი მცირე მოედანი გვაქვს. დაინტერესებული ადამიანი ბევრია, ჩვენ ნებისმიერ მსურველს შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ცხენის ტარება ისწავლონ ან გაისეირნონ ცხენით, მაგრამ აჭარაში ცხენოსნობის, როგორც სპორტის მძლავრ სახეობად ჩამოყალიბებას ინფრასტრუქტურა და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება“.
გასულ წელს საცხენოსნო კლუბმა ბათუმში პირველად ჩაატარა პროფესიონალ სპორტსმენებს შორის შეჯიბრება, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე ქვიშის მოედანზე ჩატარდა. ირაკლი ნაცვალაძე ამბობს, რომ შეჯიბრების მოწყობა გაუჭირდათ, რადგან საასპარეზო არენა მცირე იყო და ცხენებისთვის არ ჰქონდათ დროებითი სადგომი, ამიტომ საცხენოსნო შეჯიბრებების ჩატარებას ბათუმში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ გეგმავენ.
ჯერჯერობით არც კლუბის ტერიტორიის საკითხია დაზუსტებული და კლუბის დირექტორი ვერ აკონკრეტებს, მომავალი წლიდან საცხენოსნო ბაზა დარჩება აეროპორტის გამზირის #253-ში, თუ სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ეს საკითხი ბათუმის მერიის და აჭარის ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის, რადგან კლუბი მერიის ბალანსზეა, ტერიტორია კი სამინისტროს ეკუთვნის.


„ბოლო ინფორმაციით რეგიონში შედარებით სტაბილური მდგომარეობაა.ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ადიდდა მდინარე და რამოდენიმე ოჯახს მიაყენა ზიანი. წაიღო საკარმიდამო ნაკვეთი. საბედნიეროდ ქალაქის ტერიტორიაზე არ მომხდარა დატბორვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყრული მოვლენები, თუმცა სახლები არ დაუზიანებია. აჭყვისთავში გზის ჩაკეტვის შედეგად რამოდენიმე ოჯახი მოწყვეტილია გარემოს. ჩვენ ყველა რესურსი მობილიზებული გვაქვს იმისთვის, რომ დროულად აღმოვფხვრათ პრობლემები. ამ ეტაპზე ზარალი არ არის დათვლილი“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძე.
–ქალბატონო ნათია, როდის დაიწყო კვლევა და რა მიზანი ჰქონდა მას?
– ადამიანისა და მგლის კონფლიქტის კვლევა დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წელს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ადამიანისა და მგლის კონფლიქტი საქართველოში: რეალური და მოჩვენებითი პრობლემები რეგიონში, სადაც მგელი ჯერ კიდევ ბუნებრივი ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია“ – ფარგლებში. პროექტი დასრულდა 2009 წელს, ხოლო კვლევა გაგრძელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.
მე-20 საუკუნის ბოლოს, 21-ე საუკუნის დასაწყისში, მგლის შესწავლა ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდამდე არ არსებობდა მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია მგლის რიცხოვნობასა და სიმჭიდროვეზე დაცული ტერიტორიების გარეთ. მაგალითად, დაიწერა, თითქოს საქართველოში 10 000 მგელი ბინადრობს. საქართველოს ტერიტორია დაახლოებით 70 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. თუ ამას გამოვაკლებთ სულ ცოტა 15 ათას კვ. კილომეტრს (დაახლოებით ამდენია ტერიტორია, სადაც მგელი არ ბინადრობს, დასახლებული პუნქტებისა და წყალსატევების ჩათვლით), გამოვა, რომ მგლის საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს ერთ მგელს ყოველ 5.5 კვ. კმ. –ზე, რაც არარეალურად დიდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ალგონკინში (კანადა), სადაც მგლის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პოპულაცია ბინადრობს, მგლის სიმჭიდროვეა 2,8 – 2,9 მგელი 100 კვადრატულ კილომეტრზე. ამგვარი დაუსაბუთებელი განცხადებები საზოგადოებაში არასწორი და უარყოფითი აზრის ჩამოყალიბებას იწვევს. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ ჩაგვეტარებინა კვლევა, რომლის მიზანი იყო წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მგლის რიცხოვნობის შეფასება და საქონელზე გახშირებული თავდასხმის მიზეზების გამოვლენა.
– რა გამოიკვეთა კვლევების შედეგად?
– საქართველოში მგლის საქონელზე თავდასხმის გახშირება გამოწვეულია არა იმდენად მგლის პოპულაციის რიცხოვნობის ზრდით, არამედ სინანთროპი, შინაურ საქონელზე სპეციალიზებული მგლების რაოდენობის მომატებით. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მგლის სინანთროპიზაციას (ადამიანთან დაახლოებას) ხელი შეუწყო როგორც ეკოლოგიურმა, ისე სოციო-ეკონომიკურმა ფაქტორებმა. ეკოლოგიური ფაქტორებიდან აღსანიშნავია ბუნებრივი მსხვერპლი სახეობების – ჩლიქოსნების სიმცირე; ადამიანის დასახლებების ძლიერი შეჭრილობა მგლის ჰაბიტატში; მგლის განსახლების პროცესისთვის ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერების ნაკლებობა; ადამიანის სიახლოვეს არსებობასთან შეგუების მაღალი ხარისხი.
მგლის სინანთროპიზაციის მიზეზების კვლევისას მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ლიტერატურიდან უკვე ცნობილი – ნარჩენების პრობლემაც, რომელიც საქართველოს მრავალ რეგიონშია შექმნილი. ადამიანის დასახლებებთან მდებარე ნაგავსაყრები როგორც ველური, ისე შინაური ცხოველებისთვის საკვების წყაროს წარმოადგენს და იზიდავს მგელსაც.

– რა იწვევს მგლის ადამიანის საბინადრო გარემოსთან დაახლოებას?
– ჩვენ მიერ გამოკვლეულ (ყაზბეგი, გურია, აჭარა) შემთხვევაში სოციო-ეკონომიკური ტიპის ცვლილებას მოსდევს ლანდშაფტის ცვლილება: სოფლების მახლობლად არსებული ქაცვის ტყის აღდგენა – ყაზბეგის შემთხვევაში, და ჩაის ბუჩქების გაველურება – გურიისა და აჭარის შემთხვევაში. რაც ხელს უწყობენ მგლების სინანთროპიზაციას: ლანდშაფტის ეს „ახალი“ ელემენტები დერეფნების როლს ასრულებენ, რომლებიც აკავშირებს ტყესა და სოფელს და ამავე დროს, ადამიანისათვის შეუვალ, ხოლო მგლისათვის კარგ სამალავს ქმნის.
ადამიანის სიახლოვეს მობინადრე მგლის ხროვების ტერიტორიების ძირითადი თავისებურებებია: გაუვალი ბუჩქნარების სიმრავლე, რომლებიც, ერთი მხრივ, სოფლებს, ხოლო მეორე მხრივ, ტყეს და აუცილებლად მდინარეების ხეობებს უკავშირდებიან. ასევე ნაკლებად დაცული შინაური ცხოველების სიმრავლე, ბუნებრივი მსხვერპლი სახეობების სიმცირე და ნაგავსაყრების არსებობა.
– რა შეგიძლიათ გვითხრათ ე.წ. მგლის და ძაღლის შესაძლო შეჯვარების შესახებ, ანუ ჰიბრიდულ მგლებზე?
– ზოგ უცხოურ წყაროში აღნიშნულია, რომ „თავდამსხმელი“ მგლები შესაძლებელია იყვნენ მგლისა და ძაღლის ჰიბრიდები, ან საერთოდ, გაველურებული ძაღლები. ცნობილია, რომ ბუნებაში ხშირია მგლისა და ძაღლის შეჯვარების შემთხვევები. ჰიბრიდიზაციის შედეგად შესაძლებელია მოხდეს ქცევის ცვლილება, ჰიბრიდი უფრო ადვილად ეგუება ადამიანთან ახლოს ცხოვრებას. საქართველოში, სადაც გაველურებული ძაღლები ხშირად გვხვდება, ხოლო მგელიც არ არის იშვიათი, არსებობს ჰიბრიდიზაციის კერების წარმოქმნის პოტენციური შესაძლებლობა.
ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მგლების 10%-ს , ხოლო ძაღლების 20%-ს აქვთ ჰიბრიდული წარმოშობა. აქედან 3% მგლებისა და ძაღლების პირველი თაობის ჰიბრიდია. სულ შემოწმებული იყო 102 მგლისგან და 66 ძაღლისგან აღებული სინჯი. ჰიბრიდიზაციის მაჩვენებლი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. ძაღლისა და მგლის ჰიბრიდიზაცია ჩვეულებრივი მოვლენაა ისეთ ტერიტორიებზე, სადაც დიდი ზომის მცველი ძაღლები თავისუფლად ჰყავთ, ამიტომ გენთა ნაკადი ძაღლებსა და მგლებს შორის მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც ძაღლების, ისე მგლების პოპულაციებზე.
– არის თუ არა ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები და რა იწვევს მას?
– კვლევის პერიოდში ადამიანზე თავდასხმის მხოლოდ ორი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული: ერთი გურიაში რამდენიმე წლის წინ, მეორე კი ახალგორის რაიონის სოფელ დოჩიალის მახლობლად, 2009 წლის ზაფხულში. მეორე შემთხვევა ძალზე ჰგავდა ცოფით დაავადებას, თუმცა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ამის დასადასტურებლად შეუძლებელი გახდა – სიცხის გამო მკვდარი ცხოველის ტვინი დაზიანდა იმდენად, რომ ვირუსის არსებობის დადგენა ვერ მოხერხდა. საინტერესოა, რომ დოჩიალის მგლის ჰაპლოტიპი იდენტური იყო ყაზბეგში, აჭარასა და კახეთში შეხვედრილ ყველაზე გავრცელებული ჰაპლოტიპისა.
– სად გვხვდება მგელი საქართველოში?
– პროექტის ფარგლებში გამოვლინდა ახალი ფაქტები მტაცებლების გავრცელების არეალის შესახებ: პირველი, მგელმა დაიწყო კოლხეთის დაბლობის (სადაც გასული საუკუნის შუა პერიოდისთვის უკვე განადგურებული იყო), ხელახალი ათვისება, ანუ რეკოლონიზაცია. დაფიქსირდა ტურის გავრცელების ახალი წერტილი. ეს მეტწილად დაბლობის ცხოველები რაჭაში, 1500-1700 მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდნენ, თუმცა ჩვენ ხელთ არსებულ ლიტერატურაში არსად არის ნახსენები საქართველოში ტურის ასეთ სიმაღლეზე არსებობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ არც იცის, რომ მათ მიერ მოკლული ცხოველები ხშირად ტურები არიან და „წითელ მგელს“ ეძახიან. ამბობენ, რომ იგი რაჭაში 4-5 წელია რაც გამოჩნდა.
მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მგელი – ადამიანის ურთიერთობასთან მიმართებაში. მოსახლეობა საქონელზე თავდასხმის თითქმის ყველა შემთხვევას მგელს აბრალებს, თუმცა ზოგჯერ ეს ძაღლია (სოფელ გლდანის მიდამოები), ზოგჯერ ტურა (რაჭა) ან სხვა ცხოველი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მასმედიის უარყოფითი როლი ადამიანი-მგლის კონფლიქტის გაშუქებაში. ტელევიზიებით ვრცელდება ან არასრული, ან დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია, რაც მოსახლეობაში ინტერესის გამოწვევის მიზნით კეთდება. ამით მასმედია ხელს უწყობს მოსახლეობაში მგლისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც არც ქვეყნის სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის არის სასიკეთო და არც თავად კონფლიქტის აღმოფხვრას ემსახურება.
ძირითადი რეკომენდაციები მგელი_ადამიანის კონფლიქტის შერბილებისთვის ასეთია: საგანმანათლებლო მუშაობა მოსახლეობასთან, მესაქონლეობის ტრადიციული წესების გაცნობა მოსახლეობისათვის, იქ, სადაც ეს წესი დავიწყებულია (მაგ. მცველი (ე.წ. მეცხვარე) ძაღლების მნიშვნელობა, საძოვარზე გაშვებული საქონლის ჯოგად შეკვრის პრინციპი, მწყემსვის წესი, მწყემსების მორიგეობის სიხშირე, მორიგე მწყემსების რაოდენობა). გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ კანონის მოსახლეობისთვის გაცნობა, კანონის რეკლამირება (მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, რომ თუ მგელი თავს ესხმის საქონელს, ზიანს აყენებს მას, მათ ცხოველის მოკვლის უფლება აქვთ).

– რა შეგიძლიათ თქვათ მგლის ქცევის თავისებურებებზე?
– მგლის ქცევაზე უსასრულოდ შეიძლება ვისაუბრო. მგლის პოპულაციის ბუნებრივი, ყველაზე ხშირად წარმოდგენილი ერთეული ოჯახია, რომელიც ერთი წყვილისა და მათი სხვადასხვა თაობის შთამომავლობისგან შედგება. ხელსაყრელ პირობებში მყოფი ოჯახი ყოველ წელს შობს ნაშიერებს. ნაშიერები მშობლებთან 10-54 თვე რჩებიან, შემდეგ კი დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას.
აღწერილია შემთხვევები, როდესაც უცხო მგელი უერთდება ხროვას (ხანდახან დროებით. სადაც უკვე არის წყვილი, რომელიც მრავლდება. ასეთ მგლებს „ნაშვილებს“ ან „მიკედლებულებს“ უწოდებენ, რათა განარჩიონ იმ მგლებისგან, რომლებიც შემოდიან ხროვაში ერთ-ერთი მეწყვილეს სიკვდილის შემთხვევაში და მის ადგილს იკავებენ. „მიკედლებული“ მგლები ძირითადად მამრები არიან, ხოლო „მიკედლება“ ძირითადად თებერვლიდან მაისის ჩათვლით ხდება.
ზოგჯერ ახალგაზრდა მგლები მიდიან ხროვიდან, მაგრამ რჩებიან ხროვის ტერიტორიაზე და ელოდებიან გამრავლების შანსს, ანუ აქვს მომლოდინეს პოზიცია.
ზოგჯერ, ხროვის დამაარსებელი წყვილის გარდა, ხროვაში მრავლდებიან სხვა ზრდასრული მგლებიც. თვლიან, რომ „მრავალჯერადი გამრავლების“ შემთხვევაში მრავლდებიან დედა და მისი მდედრი ნაშიერი, რადგან მგლის ხროვაში უცხო მდედრის მიღება ძალზე იშვიათია და ხდება მხოლოდ გამრავლებაში მონაწილე მდედრის სიკვდილის შემდეგ.
განსახლების პროცესში მგლები ცდილობენ დაიკავონ ის თავისუფალი ადგილები, რომლებიც დარჩენილია სხვა ხროვების ტერიტორიების „მოზაიკაში“. მარტოხელა მოხეტიალე მგლები დიდ ტერიტორიებს ფარავენ – 10.500 კმ2 და მეტსაც, მანამ, სანამ ერთ-ერთ ასეთ თავისუფალ ადგილზე მეწყვილეს არ იპოვიან და საკუთარ ტერიტორიას აარსებენ.
სოციალური ურთიერთობები მგლის ხროვაში დამყარებულია დომინანტურ იერარქიაზე. ჯგუფის მეთაური ალფა მამრია. შემდეგ მოდის მისი მეწყვილე, ალფა მდედრი, რომელიც მხოლოდ ალფა მამრს ემორჩილება. თუ ალფა მამრი დაბერდა, დაიჭრა ან მოკვდა, იერარქიაში მის მერე მყოფი ბეტა მამრი იკავებს დომინანტის პოზიციას. დაქვემდებარებული ცხოველები სხვადასხვა პოზებითა და გამომეტყველებით ატყობინებენ ლიდერს მორჩილების შესახებ. მგლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყურების, კუდის პოზიციას, კბილების ჰორიზონტალურ თუ ვერტიკალურ დაკრეჭვას, სხეულის დახრილობას და სხვა. დომინანტს კუდი მაღლა აწეული და ყურებიც დაცქვეტილი აქვს.
მგლები ნიშნავენ თავიანთ ტერიტორიებს შარდისა და ექსკრემენტების საშუალებით. სუნი დიდხანს ნარჩუნდება. უცხო მგელს ამ სუნის მიხედვით შეუძლია დაადგინოს იმ ცხოველის სქესი, ზომა და ასაკი, რომელმაც ნიშნული დატოვა. ასევე სუნის სიმძაფრის მიხედვით ხვდება, ახალია ნიშნული თუ ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში მგელს აღარ გამოუვლია.
გარდა მხედველობითი და ქიმიური კომუნიკაციისა, მგლებს ურთულესი ბგერით კომუნიკაცია ახასიათებთ. მაგალითად, ყმუილით ისინი ატყობინებენ ერთმანეთს თავისი ადგილმდებარეობის შესახებ, უცხო ხროვებს ტერიტორიების დაკავებულობის შესახებ, ხოლო ნადირობისას ყმუილი ერთად შეკრების სიგნალია.
მსხვილ მსხვერპლზე, მაგალითად ირემზე, ჯგუფურად ნადირობენ. თუმცა აღწერილია შემთხვევები, რომ ერთ მგელსაც მოუპოვებია თუნდაც ისეთი დიდი ზომის მსხვერპლი, როგორიცაა ბიზონი. მგლებს წლის განმავლობაში აქვთ ე.წ. სტაციონარული და მომთაბარე ფაზები. სტაციონარულად ერთ ტერიტორიაზე არიან მაშინ, როდესაც უჩნდებათ ლეკვები და ზრდიან მათ: გაზაფხული-ზაფხული. მომთაბარე ფაზა იწყება შემოდგომაზე და გრძელდება ზამთარში, როდესაც ისინი გადადიან ერთი ტერიტორიიდან მეორეზე. დღე-ღამეში მგელმა შეიძლება დაფაროს 200 კმ. მოძრაობის ჩვეულებრივი სიჩქარე არის 8კმ/ს. თუმცა შეუძლიათ იმოძრაონ 50-7- კმ/ს-სიჩქარითაც.
ბუნებაში მგელი ცხოვრობს მაქსიმუმ 13 წელი, თუმცა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა ექვსი წელი. ტყვეობაში შესაძლებელია იცოცხლოს 15 წელიც.

მთლიანად საქართველოში, განათლების სისტემაში არსებობს უამრავი პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება, თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის არ არის განათლება პრიორიტეტული, სახელმწიფოს არ გააჩნია გრძელვადიანი სტრატეგია განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ზოგადად, განათლების სისტემასთან ერთად ჩვენ გავაპროტესტებთ ჩვენს უნივერსიტეტში არსებული სიტუაცია, სადაც უამრავი პრობლემაა. რაც რეალურად ხელს უშლის სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებაში, თავისუფალი აკადემიური სივრცის არარსებობაა. ბევრი ლექტორი არაკომპეტენტურია, არ უწყობენ ხელს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას – უნივერსიტეტს არ აქვს სახსრები ამ მიმართულებით სამუშაოდ, ამისათვის კი საჭიროა სახელმწიფოსგან პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა თანამედროვე ინფრასტრუქტურის არარსებობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეუსაბამობა.
უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური – ყოველგვარი გარე ძალებისგან თავისუფალი.
წლების განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განიცდიდა პოლიტიკურ გავლენას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა წლების განმავლობაში ატარებდა პარტიულ ინტერესებს, როდესაც უნივერსიტეტში შეხვედრები ეწყობოდა მაღალი რანგის პოლიტიკურ ლიდერებთან, წინასწარ არჩევდნენ იმ სტუდენტებს, ვინც უნდა დასწრებოდა შეხვედრას, წინასწარ იყო განსაზღვრული შეხვედრაზე დასასმელი კითხვებიც, სტუდენტური თვითმმართველობა იყო ქცეული კონკრეტული პარტიის ახალგაზრდულ ფრთად, რომელიც ატარებდა მათ ინტერესებს, სტუდენტები დაყავდათ პარტიულ შეხვედრებზე, აქციებზე, ფაქტობრივად ხდებოდა სტუდენტებში ცნობიერების დაქვეითება, უნივერსტეტი ხელს უწყობდა სტუდენტებში პროტესტის გრძნობის ჩახშობას და კომფორმისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
2012 წელს ხელისუფლების ცვლას მოჰყვა მცირე ცვლილებები, მაგრამ ამან ვერ უზრუნველყო ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება: უნივერსიტეტში ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა, არ არსებობს თავისუფალი აზროვნება, სტუდენტობა და ლექტორთა ნაწილი ისევ განიცდის ზეწოლას, მცირე სარემონტო სამუშაოების მიუხედავად მაინც მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, თვითმმართველობა ისევ ატარებს მმართველი პარტიის ინტერესებს, რაც ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა თვითმმართველობის წევრებმა სტუდენტები წაიყვანეს პარტიულ შეხვედრაზე ისე, რომ სტუდენტებმა არ იცოდნენ შეხვედრის არსი.
თვითმმართველობა არ ასრულებს თავის მოვალეობას, არ იცავს სტუდენტთა ინტერესებს, არაეფექტურად ფუნქციონირებს მისი შემადგენელი ორგანოები, გამუდმებით არის დაპირისპირება თავმჯდომარის თანამდებობისთვის, თვითმმართველობის წევრები ორიენტირებულნი არიან პოპულისტურ ღონისძიებებზე, რომ შეინარჩუნონ პრესტიჟი და არ აკეთებენ იმას, რაც რეალურად საჭიროა სტუდენტებისათვის.
სწორედ ეს იყო ჩვენი პროტესტის საგანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროტესტი იყო მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ირგვლივ არსებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ აუცილებელია ხმამაღლა ითქვას და დაიწყოს ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. ამიტომაცაა აუცილებელი სტუდენტობა გააქტიურდეს, შედგეს ხშირი შეხვედრები ადმინისტრაციასა და სტუდენტობას შორის და ერთობლივი ძალებით გადაიჭრას თითოეული პრობლემა.
ეს პროტესტი უნდა იყოს მაგალითი თითოეული სტუდენტისათვის, რომელიც ხედავს თუნდაც ელემენტარულ პრობლემას უნივერსიტეტში და სურს ამის გამოსწორება.

შორენა, როგორ აფასებთ თბილისში მომხდარ ფაქტს? ყოფილა თუ არა მსგავსი შემთხვევა ბათუმში?
მსგავსი ფაქტი ბათუმში არ დაფიქსირებულა, ან ჩემამდე არ მოსულა. ძალიან დიდი პრობლემაა მენტალობის თვალსაზრისით. თბილისში მომხდარი ფაქტის შესახებ რომ მოვისმინე, მართლა აღვშფოთდი. ისევ განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ ალბათ. ვინმე უნდა დაინტერესდეს ამ პრობლემით. საზოგადოებამდე უნდა მივიდეს ინფორმაცია, რომ ადამიანები არ უნდა გარიყონ და ეს საკითხი უკვე აღარ უნდა იდგეს დღის წესრიგში.
თქვენი აზრით, ვინ უნდა გააკეთოს ეს?
ყველაფერს მხოლოდ სსმ პირებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ გაწვდებიან, სხვა ორგანიზაციებიც უნდა დაინტერესდნენ. უხეშად რომ ვთქვათ, ეს მათთვის პიარიც იქნება. მე ვფიქრობ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან საგანმანათლებო მუშაობა არის უმნიშვნელოვანესი, იმავე ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. არის სხვა საკითხები. შედარება რომ გამოვიყენო, ზღვის ნაპირთანაც არ ვართ ჯერ მისული.
ზღვასთან დაკავშირებით მინდა გკთხოთ, ზღვის სანაპიროზე ჩასასვლელი პანდუსის საჭიროებაზე წავიკითხე, ბათუმში ასეთი პანდუსი არ გვაქვს?
ერთადერთი რაც ვიცი, ჯეოსელის აქცია იყო ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც შექმნეს ადაპტირებული გარემო იმისთვის, რომ ყველას შეეძლოს ჩავიდეს ზღვაზე, ფილმს უყუროს ან წიგნი წაიკითხოს.
როგორც ვიცი, თქვენ პროფესიით ფსიქოლოგი ხართ და ამ კუთხით მუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციაში, თბილისში მომხდარი ამბის ანალოგით თქვენთვის ვინმეს მოუმართავს?
პირადად ჩემთვის არ მოუმართავთ, მაგრამ შეკრებების დროს ყველა საუბრობდა იმაზე, რომ საზოგადოების მხრიდან არის ცუდი დამოკიდებულება. მათ ყველა სხვანაირი თვალით უყურებს. ეტლით მოსარგებლეს დაუფიქრებლად აწვდიან ფულს, მიუხედავად იმისა, ითხოვს თუ არა ის დახმარებას.
ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა თომა კაკაბაძე, სსმ პირს, არ გაუჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა ავტობუსი…
დიახ, ეს გახმაურებული ამბავია და თომასგანაც ვიცი. მძღოლი კი ამტკიცებდა, სამუშაო დასრულებული მქონდაო.
თქვენ თქვით, რომ მხოლოდ ორგანიზაციები ვერ გაწვდება პრობლემის მოგვარებას, თქვენ მიანიშნეთ სახელმწიფოს როლზე ამ კუთხით?
საჭიროა აბსოლუტურად ყველას ჩართვა, სახელმწიფო იქნება ეს თუ კომერციული ორგანიზაციები. ინტერესი მათგან უნდა წამოვიდეს. თითო ნაბიჯი ყველამ უნდა გააკეთოს და ყველაფერი ერთობლივი ძალებით მოგვარდება.
თქვენ ხომ არ აპირებთ რაიმე პროექტის მომზადებას, რასაც შესთავაზებთ მერიას ან მთავრობას?
ჯერჯერობით გეგმებზე საუბარი არ მინდა. მე არ ვუყურებ საკითხებს მხოლოდ ჩემი გადასახედიდან, ვააანალიზებ საჭიროებებს და ვფიქრობ, რა როგორ შეიძლება გავაკეთო.
მერის მრჩევლის რანგში მოქალაქეებმა უკვე მოგმართეს?
დიახ, დღეს უკვე იყო მომართვები ჩემს სახელზე. უკვე ჩემგან ისეთ რაღაცებს ითხოვენ, მგონია, რომ მათ უკვე სასწაულმოქმედი ვგონივარ.

პროფესორ ზეიდას ხელშეწყობით ბათუმის დედათა და ბავშვთა ალერგოლოგიური ცენტრი სილესიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიურ დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს რესპირაციულ დაავადებათა შესწავლის მასშტაბური პროექტს, რომელიც გულისხმობს ბათუმისა და მისი შემოგარენის სკოლების I-VIII კლასის 6000 მოსწავლეთა გამოკვლევას რესპირატორული დაავადებისა და ასთმის კუთხით (ანკეტირება, რისკ–ჯგუფის გამოვლენა და შემდგომი სპეციფიური კვლევა).
აღნიშნული მასშტაბის კვლევა არის პრეცენდენტი პოსტაბჭოთა ქვეყნების სივრცეში. კვლევის ძირითადი მიზანია რეგიონში ასთმის დიაგნოსტირების გაუმჯობესება და შესაბამისად მისი კონტროლის მიღწევის შესაძლებლობის ზრდა.
• ენის შესწავლა ყველა დონეზე უმოკლეს ვადაში;
• მომზადება საერთაშორისო ტესტებისთვის: TOEFL, GMT, IELTS, SAT და სხვა;
• მომზადება სინქრონული და თანამიმდევრული თარგმნისთვის დასაქმების შემდგომი პერსპექტივით.
გაიცემა შესაბამისი დონის სერტიფიკატი როგორც თარჯიმნებისთვის, ასევე, ინგლისური ენის კურსდამთავრებულთათვის.
ცენტრის ხელმძღვანელია თარჯიმან-სინქრონისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ინგლისური ენის ცნობილი პედაგოგი გოგა ასკურავა.
სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე.
თვალსაჩინოებისთვის ჩატარდება ღია გაკვეთილი და სასწავლო წიგნის პრეზენტაცია.
დასწრება თავისუფალია. გელოდებით! მის.: ბათუმი. ლუკა ასათიანის ქ. #37. ხელოვნების ინსტიტუტი.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ელფოსტა: gogaaskurava@yahoo.com
ან დაგვირეკოთ: (599) 10 28 58, (555) 94 01 11, (593)11 06 36, (558) 26 03 03


„საჭირო გახდა გაზისა და შუქის გათიშვა ამ ობიექტზე. რაც შეეხება სხვა უბნებს. შავი ზღვის სანაპიროზე ოთხბალიანი შტორმი დაფიქსირდა, თუმცა ინფრასტრუქტურას ზიანი არ მიდგომია. ველობილიკები სუფთააა. წყალი და შუქრი მიეწოდება მთელ აჭარას, მხოლოდ თამარის დასახლების ნაწილს არ მიეწოდება წყალი. ამ დროს ჩაქვის წყალი იმღვრება და რადგან ძველ სისტემაზე არიან მიბმული, შეგნებულად არის გამორთული“- აცხადებს სამაშველო სამსახურის უფროსი.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ღამით ათი წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ბათუმი-ქობულეთი- ჩაქვის მიმართულებით გზა, რადგან აჭყვის თავის მდინარე გადმოვიდა ჯებირებიდან და სავალი ნაწილი დააზიანა.
როგორც მამუკა თურმანიძე აცხადებს, ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები არ განვითარებულა. „მუნიციპალიტეტებში ნორმალური მდგომარეობაა, ცოტა ჟინჟღლავს“.
“28 სექტემბრის საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს. ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში.
მეტეოროლოგების ვარაუდით აღნიშნული ვითარება 28 სექტემბის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს.
მივმართავთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ ზღვის სანაპირო ზოლსა და მდინარეების უშუალო სიახლოვეს, ასევე შეძლებისდაგვარად მოარიდონ შინაური ფრინველი თუ პირუტყვი საშიშ ზონებს.
ამ ეტაპისთვის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პრევენციულ ღონისძიებებს. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების რესურსი როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.”
გადაუდებელი დახმარებისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 112.
მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით ბაციკაძეს აქვს დახარჯული. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ვიზიტებისთვის 7605 ლარი დაუხარჯია. ამ რვა თვის განმავლობაში დავით ბაციკაძემ იმოგზაურა საბერძნეთში, ჩეხეთსა და უკრაინაში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საბერძნეთში რეგიონებისა და ქალაქების VI სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. სამდღიან ვიზიტში 1950 ლარი დახარჯულა ბიუჯეტიდან. იმავე მიზნით დავით ბაციკაძესთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდნენ ალექსანდრე ჩიტიშვილი (1965 ლარი) და პეტრე ზამბახიძე (1950 ლარი).
ხოლო პრაღაში დავით ბაციკაძესთან ერთად ორი დეპუტატი- გიორგი მასალკინი და ირაკლი ჯაში იმყოფებოდნენ. ეს ვიზიტიც, რომელიც „სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების“ ამოქმედებას უკავშირდებოდა, საკმაოდ ძვირადღირებულია და ჯამში ბიუჯეტიდან 10 ათასზე მეტი ლარია დახარჯული.
ირაკლი ჯაში ამბობს, რომ მათ გზა გახსნეს „ჩეხეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტისკენ, რომელთანაც ბათუმის უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი სტუდენტების გაცვლასთან დაკავშირებით“. როგორც ირაკლი ჯაში ამბობს, მათ შეხვედრები ჰქონდათ ისეთ სპეციალისტებთან, რომლებიც სწავლობენ „ბუნების მეცნიერებებს, მათ შორის ტყის მოვლას, ნადირობას, რაც დიდ მოგებას მოგვიტანს. თუნდაც ის, რომ ერთი ტახის მოკვლა ჩეხეთში ძვირადღირებული სიამოვნებაა“.
ირაკლი ჯაში ამბობს, რომ „იგეგმება სპეციალისტის ჩამოსვლაც, რომელიც ამ მიმართულებით ლექციებს წაიკითხავს“.
დავით ბაციკაძე და მისი სხვა კოლეგები უკრაინაში „უკრაინის დამოუკიდებლობის დღისა და ქ. ტერენოპოლისს ევროპის საპატიო დროშით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულან. სამი დეპუტატის უკრაინაში ვიზიტისთვის ჯამში 7 084 ლარია დახარჯული ბიუჯეტიდან.
მივლინებებში დახარჯული ფულის ოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – ავთანდილ ბერიძეა. ბოლო რვა თვის განმავლობაში ავთანდილ ბერიძეს 5864 ლარი დაუხარჯია უცხოეთში ვიზიტებში. ავთანდილ ბერიძე ამ პერიოდში იმყოფებოდა გერმანიაში, თურქეთსა და უკრაინაში.
უმაღლესი საბჭოდან იტყობინებიან, რომ თავმჯდომარე წლის დასაწყისში „გერმანიაში ბრანდენბურგის ლანდტაგის ახალი შენობის ოფიციალურ გახსნაზე“ დასასწრებად წავიდა. გერმანიაში ვიზიტისთვის ავთანდილ ბერიძემ 1754 ლარი დახარჯა. უმაღლეს საბჭოში არ აკონკრეტებენ, რამდენი მოხმარდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბინადრობასა და მგზავრობას და რამდენს შეადგენდა მისი დღიური სარგო.
ავთანდილ ბერიძის მეორე ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში განუხორციელებია. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თურქეთში დოკუმენტური ფილმის `ოსმალეთის საქართველოს შესახებ~ პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. ამ ვიზიტისთვის მხოლოდ ავთანდილ ბერიძეს ჯამში 1569 ლარი დაუხარჯია. ფილმის პრეზენტაციაზე დასასწრებად მას თან ახლდა კიდევ ერთი დეპუტატი – ჯემალ ფუტკარაძე. დეპუტატის ვიზიტისთვის 952 ლარია დახარჯული.
ფილმს „ოსმალეთის საქართველოს შესახებ“ საქართველოში არ იცნობენ. ჯემალ ფუტკარაძის ინფორმაციით, ფილმის რეჟისორია ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქე, პროფესორი მურად ქასაბი, ხოლო კონსულტანტი მისი და, პროფესორი შუშანა ფუტკარაძე. ფილმი გადაღებულია თურქულ ენაზე და, სავარაუდოდ, მის ქართულ ვერსიასაც უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება ოპოზიციონერ პეტრე ზამბახიძეს, ის კიდევ ერთ ვიზიტში ახლდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს – მედეა ვასაძესა და სვეტლანა კუდბას. სამი დეპუტატის 7-დღიანი ვიზიტი სტრასბურგში საკმაოდ ძვირი დაუჯდა ბიუჯეტს -ჯამში 11 ათასზე მეტი ლარი. თითოეული დეპუტატის ხარჯი თითქმის თანაბარი იყო – ამ ვიზიტისთვის ყველაზე ნაკლები (3418 ლარი) დაუხარჯია პეტრე ზამბახიძეს, ყველაზე მეტი მედეა ვასაძეს – 3853 ლარი. დეპუტატები ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის 26-ე სესიაზე დასასწრებად გამგზავრებულან საფრანგეთში.
ამ წლის განმავლობაში მივლინების თანხით არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ არასდროს უსარგებლიათ დეპუტატებს – სულხან ღლონტსა და მერაბ აბაშიძეს. დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი მივლინებით იმყოფებოდა ქუთაისში – საქართველოს პარლამენტში და მას ამისთვის 15 ლარი გადაუხადეს, ხოლო დეპუტატი აკაკი ძნელაძე კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების გაცილების მიზნით სტუმრებს ტრაბზონამდე ჩაჰყოლია. ამ მოვალეობის შესრულებისთვის აკაკი ძნელაძისთვის 239 ლარი გადაუხდიათ.
არადეპუტატი თანამშრომლების ვიზიტებში უმაღლეს საბჭოს 15 580 ლარი აქვს დახარჯული 8 თვის განმავლობაში. მათგან არც ერთი თანამშრომელი, გარდა თამარ წილოსანისა, უცხოეთში არ ყოფილა. თამარ წილოსანი უმაღლესი საბჭოს წევრებს მთარგმნელობითი საქმიანობის გასაწევად ახლდა სტრასბურგში.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მოგზაურობას, უმაღლესი საბჭოს დოკუმენტის მიხედვით ძნელი სათქმელია რა წესით იხარჯება სამივლინებო ხარჯები ამ დაწესებულებაში. იგივე ავთანდილ ბერიძის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ის ზოგჯერ თბილისში ისე ჩადის და ისე ბრუნდება უკან, რომ არც ერთი ლარი აქვს დახარჯული, ზოგჯერ მხოლოდ – 15 ლარი, ზოგჯერ კი – 150 ლარი. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მძღოლს, გიორგი კვაჭაძეს თბილისში ოთხდღიან ვიზიტში (კომისიის თავმჯდომარეს ახლდა) 295 ლარი აქვს მიღებული, ხოლო ხუთდღიან ვიზიტში – 575 ლარი. „ბათუმელების” ინფორმაციით, გიორგი კვაჭაძე ამ კომისიის თავმჯდომარის, მედეა ვასაძის ბიძაშვილია.
სამივლინებო ხარჯების მიხედვით მეორე ადგილზეა აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია. პირველ რვა თვეში ამ უწყებას 41 805 ლარი აქვს დახარჯული. მათ შორის 8336 ლარი ქვეყნის შიგნით, ხოლო 33 469 ლარი – უცხოეთში.
უცხოეთის ვიზიტებში დახარჯული თანხიდან 8 378 ლარი არჩილ ხაბაძეზე მოდის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ყოფილა აპრილში, საინვესტიციო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. კონკრეტულად მას 3227 ლარი დაუხარჯავს ამ ვიზიტის დროს. მთავრობის თავმჯდომარეს ვიზიტად ახლდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი გორაძე. თანმხლები პირისთვის ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯი 3007 ლარია.
ცოტა ხნის წინ კი ნორვეგიაში ჰქონია არჩილ ხაბაძეს ვიზიტი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადას დაესწრო. ამ მიზნისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5000 ლარია დახარჯული. არჩილ ხაბაძეს თან ახლდა ირაკლი ბერიძე – მთავრობის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ ნორვეგიაში წარადგინა პრეზენტაცია ბათუმზე. „ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2018 წელს ჭადრაკის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება ბათუმში“, – ამბობს ნათია სირაბიძე.
მთავრობის თავმჯდომარეს ნორვეგიაში ვიზიტად ახლდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე. მინისტრის ვიზიტში 4 525 ლარია დახარჯული.
მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბოლო რვა თვის განმავლობაში 13-ჯერ ყოფილად ვიზიტით თბილისში. მისი ვიზიტები თბილისში, ძირითადად, 2-3-დღიანია, ხოლო სამივლინებო თანხა დღეში 15 ლარი, რაც არჩილ ხაბაძეს ყოველი ვიზიტის დროს აქვს აღებული. თბილისში ღამისთევაში კი მას 3 809 ლარი დაუხარჯია. თუ რატომ დადის არჩილ ხაბაძე მსგავსი ინტენსივობით თბილისში, განმარტებული არ არის.
უწყება, რომელმაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა იზრუნოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა. უცოხეთში ვიზიტებზე გახარჯული თანხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (2554 ლარი), ამ უწყებას ინვესტორების ძიებაში არც თუ ისე დიდი ძალისხმევა აქვს გაღებული. მინისტრი დავით ბალაძე პირველ კვარტალში სტამბულში ყოფილა „ავრასია ტერმინალ იშლეთმელერის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ქალაქ იზმირში გამართულ „ლიფტების საერთაშორისო გამოფენაზე დასასწრებად“ კი თემურ ახვლედიანი ყოფილა მივლენილი. ზურაბ ფუტკარაძე წელს ისრაელშიც ყოფილა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვიზიტებში 32 ათასზე მეტი ლარი აქვთ დახარჯული. მინისტრის მოადგილეები გერმანიაში, აზერბაიჯანში, უკრაინაში ყოფილან.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივლინებებში 15 ათასი ლარი აქვს დახარჯული. „უცხოეთში ვიზიტები“ ძირითადად თურქეთით შემოიფარგლება. სამართლიანობის კონვენციისა და კონგრესის ცენტრში ევრაზიის წამყვან ჯანდაცვის სავაჭრო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და ბაჰჩეშერის უნივერსიტეტში აჭარიდან სასწავლებლად წასული სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულების სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიზნით მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე მარტის ბოლოს წასულა.
კიდევ ერთი ვიზიტი ლევან გორგილაძეს ჰქონდა „თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად და სიტუაციის ადგილზე გასარკვევად“. კოლეგებისგან განსხვავებით უცხოეთში ვიზიტად არ ყოფილა ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.
ვიზიტებში გარკვეული ხარჯები გაღებული აქვს აჭარის განათლების სამინისტროსაც. განათლების სამინისტრო ერთადერთია, რომელმაც მეტნაკლები სიზუსტით განმარტა, რა მიზნით იმოგზაურეს ამ უწყების თანამდებობის პირებმა ხალხის ფულით უცხოეთში და რა სიკეთეს უნდა ელოდოს საზოგადოება ამ ვიზიტებისგან.
სამინისტროს განმარტება ვიზიტებთან დაკავშირებით ასეთია: „განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბრანდენბურგის ლანდთაგის პარლამენტის შენობის გახსნაზე დასასწრებად. სამინისტროს თანამშრომელთა პოლონეთში ვიზიტის დროს კი მხარეების მიერ განხილული იქნა შემდეგი საკითხები: თანამშრომლობა სილეზიის რეგიონული კინოფონდის გაზიარების მიზნით და აჭარაში ფონდისა და კინოკომისიის დაარსების შესაძლებლობა.
მუზეუმების ინსტიტუციური განვითარება და თანამედროვე მენეჯმენტის ასპექტები; საგანმანათლებლო პროექტები მუზეუმებში; ერთობლივი გამოფენები, მულტიმედია ინსტალაციები.
თეატრების თანამშრომლობა და ერთობლივი სპექტაკლები.
მეცნიერული კულტურის ცენტრის ტრანსფორმაცია“.

პირველ შეხვედრაში „ბორჯომმა“ „პსპ“ 2:1 დაამარცხა. იმავე ანგარიშით 2:1 მოუგო „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ (TTC) სამტრედიის გუნდს და მეორე გოლი დამატებით ხუთ წუთზე გაუტანა.
ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები დღეს 17:00 საათზე გაიმართება. მესამე ადგილისთვის „ბორჯობი“ და „სამტრედია“ იბრძოლებენ. გამარჯვებული კი პირველობისთვის თბილისის „TTC“ დაუპირისპირდება.

მინი ფეხბრუთის ჩემპიონატი სპორტული ფესტივალის „საქართველო 2014“ ფარგლებში მიმდინარეობდა. ჩემპიონატი 31 მაისს დაიწყო და მასში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ლიგების პრინციპით იყვნენ გადანაწილებული. წრიული ეტაპის შემდეგ, ორივე ლიგაში ოთხ-ოთხი საუკეთესო გამოვლინდა, რომელთაგანაც ორ რაუნდიანი პლეიოფების შედეგად ოთხეული შეირჩა. ბათიმიდან ორი გუნდი თამაშობდა „ბათუმი“ და „ბათუმის წყალი“, მათ ვერ შეძლეს ოთხთა ფინალში მოხვედრა.
საქართველოს ჩემპიონს სპეციალური თასი გადაეცემა. გათვალისწინებულია, სპეციალური საპრიზო ფონდი: გამარჯვებული 4000 ლარით დაჯილდოვდება, 2000 ლარი გადაეცემა მეორე ადგილოსანს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 1000 ლარი ერგება. ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ფესტივალი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით იმართება.
ჩემპიონატზე დასწრება თავისუფალია.
ბათუმის სპორტულ -ხალგაზრდული ცენტრის მისამართია ლადო ასათიანის ქ. #27



















საბჭოთა ჯარისკაცები დიდმანიძეების ოჯახში 1951 წლის 21 დეკემბერს შევიდნენ. ოჯახში რვა ადამიანი – დავითის მშობლები, ბებია-ბაბუა და მისი და-ძმები იყვნენ. „პირდაპირ ჩხრეკაზე გადავიდნენ, გვითხრეს ბომბს ვეძებთო. აყარეს-დაყარეს ყველაფერი, გამთენიისას კი ბარგი-ბარხანა შეგვაკვრევინეს და გასახლებთო – გამოგვიცხადეს. ვის აინტერესებდა ჩვენი გლოვა და მწუხარება. სახლიდან წამოღებული ნივთები და ცოტაოდენი სურსათი ჯერ ერთი კილომეტრი გვათრევინეს, შემდეგ კი მანქანაზე ატანის უფლება აღარ მოგვცეს და დაგვატოვებინეს. 14-დღიანი მგზავრობა გაუსაძლისი იყო. ალბათ სხვების მონაყოლიდანაც გეცოდინებათ, თუ რა ხდებოდა ეშელონებში. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. სიბინძურე, შიმშილი და სიცივე. გაყინულ ვაგონებს ვერ მიეკარებოდი, სივიწროვის გამო თავებით რომ ვეხებოდით რკინაზე, თმები გვეყინებოდა ზედ და ძლივს ვაგლეჯდით. თმებიც ზედ გვრჩებოდა ხოლმე. ვერ გეტყვით, როგორ გადავურჩით ამ დღეებს, ალბათ ყველაფერს უძლებს ადამიანი“.
დავით დიდმანიძე ერთი კაცის ისტორიას იხსენებს, რომელსაც ცოლი მოუკვდა და ოთხი მცირეწლოვანი შვილით დარჩა ვაგონში: „რა დამავიწყებს მათ სახეებს. ყველაზე მეტად პატარა ვერ უძლებდა შიმშილს. ატირდებოდა „მამა კოკორტი მინდა“, – მაწონს ეძახდა ასე. მამა ატყუებდა, – „შვილო, არ მოვიდა დღეს ძროხა, ვერ მოვწველეთ, დაიძინე და ხვალ გაჭმევ“, „არა, ახლა მინდააა“, – იძახდა პატარა და ტირილ-ტირილში იძინებდა. ასე ხდებოდა მეორე და მესამე დღესაც. ლუკმა რომ მიგეცა, საშუალება არ იყო. ზოგჯერ რამდენიმე დღეს გვიწევდა მშიერი ყოფნა. თუ მატარებელი არ გაჩერდებოდა, არც საკვებს გვაძლევდნენ. როცა მოჰქონდათ, მაშინაც უვარგისი იყო, მაგრამ მაგას ვინ ჩიოდა“.
ვაგონში ცუდად გახდა დავითის დედაც. ამბობს, რომ მოიწამლა: „საბედნიეროდ, ვიღაცას არაყი აღმოაჩნდა, ცოტა დავალევინეთ და იმან უშველა… რამდენი ადამიანი დაიღუპა, ზოგი იქეთ წავლისას, ზოგიც დაბრუნების დროს“.
დავით დიდმანიძე გადასახლების მიზეზებს უბრუნდება: „მამაჩემს ბრალად ის წაუყენეს, და გყავს თურქეთშიო, თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან უსუსური არგუმენტი იყო. მაშინ მამაჩემის და-ძმებიც უნდა გაესახლებინათ, თუმცა მათ არ შეხებიან. თანაც მამიდაჩემი თურქეთში კი არა, მარადიდში იყო გათხოვილი და რა ჩვენი ბრალი იყო, თუ საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ის სხვა მხარეს აღმოჩნდა“.
ყაზახეთის მიწაზე რვა იანვარს დააბიჯეს. „ახლა უზბეკეთის ტერიტორიას ეკუთვნის ის სოფელი. სკოლის შენობაში შეგვყარეს და სამ დღეს იქ ვიყავით. შემდეგ სოფელში დაგვანაწილეს, პატარა მიწის ქოხში გადავინაცვლეთ. ღუმელზე და ადამიანურ პირობებზე ზედმეტი იყო საუბარი. გაზაფხულზე, როცა თოვლი გადნა, წყალი შემოვიდა და ატალახდა. ხის ტოტებისგან წნულები გავაკეთეთ და იმაზე ვწვებოდით, მაგრამ ნიაღვარმა ბოძები ჩამოშალა და ტალახში ჩავეფალით~. ასეთ პირობებში დიდმანიძეებმა ერთი წელი გაატარეს.
„პურის ან მჭადის ფქვილის შესაძენად დედამ თავისი პატარა მძივი გაყიდა, შემდეგ – ბეჭედი. მთელი ოჯახი ფიზიკურად ვმუშაობდით, ცოტა ფული შევაგროვეთ და პატარა სახლი დავდგით. ჯანმრთელობა ყველას შეგვერყა. განსაკუთრებით მამაჩემს. სიკვდილის წინ მხოლოდ იმას ნატრობდა, ერთხელ გადამავლო თვალი ჩემს სოფელზე და დედაჩემი მანახაო. თუ ვერ მოვესწარი და მოვკვდი, აქ დამტოვეთო – გვითხრა“, – დავით დიდმანიძეს ისევ მოერია თვალებზე ცრემლი.
ანდერძის მიუხედავად, მამის გადმოსვენება წლების შემდეგ მაინც დააპირა, თუმცა ვეღარ მოახერხა: „საფლავს 36 წლის შემდეგ მაინც მივაგენი. საფლავის კიდეებზე ექვსი აგური გვქონდა ჩატანებული და ამით ამოვიცანი. ვერ გადმოვასვენე, მაგრამ ის მაინც ვიცი, სად არის“.
ერთი წლის შემდეგ უფროსმა ძმამ სტალინის სახელზე წერილი გაგზავნა. მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნების უფლება მიიღეს, თუმცა ტრანსპორტი არ იყო და დაბრუნება გაჭიანურდა: „ძმამ ფული ისესხა და გამოიქცა, თუმცა სოფელში მაინც არ აუშვეს. ჩემი ბიძა და ბიძაშვილი ჩვენს სახლს ანგრევდნენ თურმე და კომენდატურა გაუფრთხილებიათ, არ ამოუშვათო. ცუდია ამას რომ ვამბობ, მაგრამ რა ვქნა, ასეთი რამ გააკეთეს. ჩემი ძმა ისეთი გამწარებული იყო, თოფი იყიდა, უნდა გავუსწორდეო, მაგრამ გადავაფიქრებინეთ. ყაზახეთში ძლივს აწყობილი ცხოვრება ისევ მივატოვეთ და დავბრუნდით. სახლი დანგრეული და ქონება გაპარტახებული იყო. დანაშაულის გრძნობა არავის აწუხებდა, ბიძაჩემსაც კი, რომელმაც ჩვენი სახლის აგური და კედლებიც კი გაზიდა. ბოლოს დედის სიძე დაგვეხმარა და პატარა მიწა მოგვცეს, სადაც კრედიტით დავიწყეთ სახლის აგება“.
დავით დიდმანიძის ძმებმა სწავლის გაგრძელება მოახერხეს, დებმა – ვერა: „უფროსმა მე-4 კლასიდან მიატოვა სწავლა, მეორემ მხოლოდ საშუალო დაასრულა. დედა ავად იყო და უვლიდა…. ძნელია დაივიწყო ტკივილი, რომელშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და ნათესავიც. განა შეიძლება ამ ყველაფრის დავიწყება?“ – ამბობს დავითი და პატიებას ითხოვს ცრემლებისთვის.

მამუკა თურმანიძის თქმით, სინოპტიკოსები ხვალ წვიმას და ზეგ კოკისპირულს ელოდებიან. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა განაცხადა, უკვე ესაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და საჭიროების შემთხვევაში ისევ შეიქმნება მთავრობის საგანგებო შტაბი.
ამინდის გაუარესების შემთხვევაში სამაშველო სამსახურის ასივე თანამშრომელი 24-საათიან სამუშაო რეჟიმში გადასვლას აპირებს.
სამაშველო სამსახური ყველა ადამიანს კატეგორიულად მოუწოდებს არ შევიდნენ ზღვაში საბანაოდ.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ქობულეთში 5-ბალიანი შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ შევიდა. მისი ნახვა ამ დრომდე ვერ ხერდება.
პრეტენდენტისგან მერია შემდეგი პირობების შესრულებას ითხოვს:

მაწანწალა ცხოველების დაჭერა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვი-ლობით მოწყობილი ავტომანქანით (ავტომანქანაზე დამონტაჟებული უნდა იყოს ლითონის კონსტრუქციის გალია აერაციით და ხის ფიცრებით დაგებული იატაკით);
მომსახურე პერსონალის უზრუნველყოფა სპეცტანსაცმლით და ძაღლსაჭერი სპეცია-ლური ინვენტარით (საკი, ბადე და სხვა);
დაჭერილი მაწანწალა ცხოველების (ძაღლების, კატების) მიყვანა სპეციალურ ზოო-ვეტერინარულ ლაბორატორიაში შემდგომი მკურნალობისა და გაუვნებელყოფის პროცე-დურების (კასტრაცია, სტერილიზაცია, ევთანაზია) ჩატარების მიზნით ვეტერინარი ექიმის დასკვნის საფუძველზე;
გაუვნებელყოფილი ცხოველების მოთავსება ტომრებში და ცხედრების დაფლა ე.წ. „ბეიკერის“ ორმოში;
ე.წ. „ბეიკერის“ ორმოების დაქლორვა კვირაში მინიმუმ ორჯერ და სპეციალური სა-ხურავით დახურვა ყოველი ჩაყრის შემდეგ;
ნამკურნალევი ცხოველების მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით და მათი გაშვება ვეტერინარი ექიმის დასკვნის საფუძველზე ბუნებრივ არეალში.
სატენდერო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გრძელდება.
ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, გვაქვს წართმეული ტერიტორიები, გვყავს საზღვარგარეთ სამუშაოდ გასული თანამემამულეები.

2003 წელს ეგრეთ წოდებული „ვარდების რევოლუციის“ სახელით მოვიდა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. მართალია, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა საქართველოში, რომლის არ დანახვა არ შეიძლება, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, მადა ჭამაში მოდისო, საზოგადოება მეტს მოითხოვდა. დაპირება იყო – სამუშაო ადგილებს შევქმნითო, თუმცა ასე არ მოხდა და დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია, 40 წელს გადაცილებული ასაკის პირთა დასაქმებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გამგეობებსა და საკრებულოებში დასაქმებული პირები, რომლებსაც მართვის გამოცდილება არ ჰქონდათ, რეზოლუციას გამგეობის სართულებზე დაეძებდნენ, – ამას ქობულეთში ახლაც ირონიით იხსენებენ, თუმცა მაღალი ხელფასებისა და პრემიების მიღებაზე ხელი არ ეშლებოდათ.
2012 წლის შემოდგომაზე მოვიდა ახალი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა. კარგი საქმეები გაკეთდა, მაგრამ მათზე საუბარი არ მექნება, მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებებზე ვსაუბრობ, იმ დაპირებებზე, რომლებიც ხალხისთვის, ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მინდა მივაწვდინო ხმა ხელისუფლებას, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ხელისუფლება ორი წლის წინ ჰპირდებოდა დახმარებას, ახლა სახლებიდან ასახლებენ (ვგულისხმობ ქობულეთელ იპოთეკარებს), ვერ ეხმარება და ამ დროს ხსნიან ორ ახალ უწყებას: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და ეკონომიკურ საბჭოს, რომელთაც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოეყოფა 7 მილიონი ლარი.
ზოგადად, „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და წევრების დასაქმების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სამართლიანად არ მიმაჩნია დუბლირებული სამუშაო ადგილების შექმნაში იხარჯებოდეს ხალხის ფული. ხომ ვიცით, რომ საქართველოს უსაფრთხოებას და მითუმეტეს კრიზისიდან გამოყვანას, ვერ უზრუნველყოფს ეს საბჭოები, ისევე როგორც ეკონომიკის განვითარებას.
ბევრი დაიწერა და კიდევ ბევრი დაიწერება ბიუჯეტის თანხით პრემიებისა და დახმარებების გაცემაზე. ერთიც და მეორეც უნდა გაიცეს ბიუჯეტიდან, მაგრამ არა ხელაღებით. როცა ხელისუფლება მოდის, აკრიტიკებს წინა ხელისუფლებას პრემიების გაცემის გამო, ამ დროს მას არა აქვს უფლება, იგივე გაიმეოროს. ამ მდგომარეობას სწორად მიესადაგება გამოთქმა: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
რას ნიშნავს პრემია? ეს ნიშნავს მუშა-მოსამსახურის წახალისებას, ერთი მხრივ, აუცილებელი სამუშაოს გადაჭარბებით შესრულებისათვის, მეორე მხრივ – სახელწიფოსათვის გაწეული განსაკუთრებული მომსახურებისათვის. ჩნდება კითხვა, ამ ორი დასახელებული კრიტერიუმიდან რომლისთვის უხდის სახელმწიფო ბიუჯეტის, ხალხის ფულს გამგეობასა და საკრებულოებში დასაქმებულ პირებს?
თუ რამდენად მიესადაგება წერილი ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის ძარცვას, ამის განსაზღვრა მკითხველისათვის მიმინდვია.
„სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია უნივერსიტეტში. მასში ისეთი სპეციალობებია გაერთიანებული, რომელიც ყოველ წელს არის მოთხოვნადი, როგორიცაა, მაგალითად, სამართალმცოდნეობა, ბიზნესი და ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები. წელსაც სწორედ ამ სპეციალობებზეა მოთხოვნა გაზრდილი“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.

ფაკულტეტში შემავალ სპეციალობათა შორის ყველაზე პოპულარული სამართალმცოდნეობაა. აქ სამოც ვაკანტურ ადგილზე 1000-ზე მეტი აბიტურიენტი ცდილობდა მოხვედრას, 387 აბიტურიენტს კი ეს სპეციალობა პირველ ნომრად ჰქონდა მითითებული.
თითქმის იდენტური ვითარებაა ფინანსების მიმართულებითაც. აქ სამოც ვაკანტურ ადგილზე ორასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. „წელს საერთაშორისო ურთიერთობებზე გაიზარდა მოთხოვნა, ოც ვაკანტურ ადგილზე ასზე მეტი აბიტურიენტი მოდიოდა. საბოლოო ჯამში, ამ ფაკულტეტზე, რიგ სპეციალობებზე არის ასეთი დიდი კონკურენცია, მაგრამ ამავე ფაკულტეტზე არის სპეციალობები, რომელთა შევსებაც სრულად ვერ მოვახერხეთ, მაგალითად, მარკეტინგზე გვქონდა ოცი ადგილი და მივიღეთ ცხრა სტუდენტი“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე.
გასულ წელს ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, ყველაზე მოთხოვნადი ტურიზმის ფაკულტეტი იყო. ამ ფაკულტეტს არც წელს არ ჰქონია დაბალი რეიტინგი, ერთ ვაკანტურ ადგილზე აქ ოცი აბიტურიენტი მოდიოდა.
„უკვე მეორე წელია, რაც სახელმწიფო აფინანსებს გარკვეულ სპეციალობებს. შემიძლია ვთქვა, რომ წელს ამ მხრივ ძვრები შეინიშნება, მაგალითად, აგრონომიის მიმართულებით, სადაც ტრადიციულად ჭირდა კონტიგენტის შევსება. ერთ წელს საერთოდ ვერ მივიღეთ სტუდენტები, წელს 50 ადგილიდან 35 შეივსო, ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პროგრამის შედეგია“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე, რომლის თქმითაც, ტრადიციულად მძიმე მდგომარეობაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით: „ქიმიაზე გვქონდა გამოცხადებული 15 ადგილი და შეივსო რვა, ბიოლოგიაზე – 30 ადგილი და 14 სტუდენტი გვყავს, ფიზიკაზე 15 ადგილი იყო და შეივსო ოთხი. წელს კომპიუტერულ მეცნიერებებშიც ცუდი შედეგი გვაქვს, 50 ადგილი გვქონდა და მხოლოდ 12 სტუდენტი გვყავს ამ სპეციალობაზე“.
ბათუმის უნივერსიტეტში შედეგით უკმაყოფილო არ არიან. ირაკლი ბარამიძის თქმით, მათ უფრო ცუდი მოლოდინი ჰქონდათ: „როცა პირველ გამოცდაზე აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 11 პროცენტი ჩაიჭრა, ვფიქრობდით, რომ წელს 900-ზე ნაკლებ სტუდენტს მივიღებდით, საბოლოო ჯამში მივიღეთ 1052 სტუდენტი, ამდენივე სტუდენტი მივიღეთ შარშან. დარჩენილი 198 ადგილის შევსება შესაძლებელია მობილობის საშუალებით. რეგიონში შეუცვლელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვართ, უკონკურენტოც, სპეციალობებიდან გამომდინარე“.
ბათუმის უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი გრანტით ორი პირველკურსელი ჩაირიცხა, ცხრა სტუდენტმა მოიპოვა 70-პროცენტიანი, ხოლო 66-მა სტუდნეტმა 50-პროცენტიანი დაფინანსება. ამის გარდა, სტუდენტებს წელსაც შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამებით, რომელთა საშუალებითაც დაფინანსების მოპოვება სწავლის პროცესშიც შეუძლიათ.
წლის ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი კი ახალი სასწავლო წლიდან სამ, ცალკე ფაკულტეტად ყალიბდება. ცალ-ცალკე იქნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გააერთიანებს საერთაშორისო ურთიერთობის, ევროპისმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამებს და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გააერთიანებს ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ეკონომიკისა სპეციალობების საბაკალავრო პროგრამებს, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამებს და ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ფულის მიმოქცევა და კრედიტის და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებს. იურიდიულ ფაკულტეტში კი შევა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა და სამართლის სამაგისტრო პროგრამები.

შს სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებმა 24 სექტემბერს, სარფის სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ბატონო ნუგზარ, რა შეიცვალა სახელმწიფო დაზღვევის მხრივ?
პირველ სექტემბერს ვადა ამოეწურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სადაზღვევო კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებებს. შესაბამისად, სექტემბრიდან ყველას, იქნება ეს პენსიონერი, პედაგოგი, ექვს წლამდე ასაკის ბავშვი, სტუდენტი თუ სხვა, ვისაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო დახმარება ეკუთვნოდა, ახლა საყოველთაო დაზღვევაში გადმოვა.
რა იცვლება ამით მოსახელობისთვის?
პირველი, იცვლება ის, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა პაციენტებს კლინიკების თავისუფალი არჩევანის უფლებას აძლევს. პაციენტს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ კლინიკას და სწორედ იქ მიიღოს სამედიცინო მომსახურება, სადაც მისთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომია. თუ ეს ურგენტული შემთხვევაა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ეკითხება პაციენტს, რომელ კლინიკაში სურს მას მისვლა. ბათუმში რამდენიმე მომწოდებელია: “მედინა”, რესპუბლიკური საავადმყოფო და პროფილური საავადმყოფოები (ონკოლოგიური, ინფექციური და ა.შ.), ასევე კომპანია “ალდაგის” ორი კლინიკა, რეფერალური საავადმყოფო და “ჩემი ოჯახის კლინიკა”. თუ ადრე “ალდაგს” კითხვის გარეშე მიჰყავდა მასთან ამბოლატორიული პაციენტები, ახლა მათი მიზიდვა მხოლოდ მომსახურების მაღალი დონითა და კომფორტული გარემოთი შეუძლია. პაციენტი წერს განცხადებას, თუ სად სურს მკურნალობა, თუ არ მოეწონება ეს სამედიცინო დაწესებულება, ორი თვის შემდეგ ისევ წერს განცხადებას და იცვლის, გადადის იქ, სადაც მას მოესურვება.
მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ შემცირდა ლოდინის ვადა. თუ ადრე, გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად ოთხ თვემდე უწევდათ პაციენტებს ლოდინი, რაც ძალიან დიდ პროტესტს იწვევდა მოსახლეობაში, ახლა ეს დრო ორ თვემდე შემცირდა და, როგორც წესი, ამ დადგენილ დროს სრულად არავინ იყენებს.
ხომ არ შეიცვლება დაზღვევის პირობები პაციენტებისთვის?
ის სადაზღვევო პაკეტი, რაც აქამდე ჰქონდათ – არ იცვლება, მაგრამ არის ერთი პრობლემატური საკითხი, კლინიკების თავისუფალ არჩევანთან ერთად, ხშირად ხდება ისე, რომ ერთი და იგივე მომსახურება განსხვავებულად ფინანსდება სხვადასხვა კლინიკაში. დავუშვათ, კონკრეტული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება 70-პროცენტით, საგარანტიო წერილში კი 70-პროცენტი შეიძლება აღმოჩნდეს 60-50-პროცენტი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ თავიდან ორიენტირად შეირჩა ამ მომსახურების ის საშუალო ფასი, რაც უმეტეს კლინიკებს აქვთ, პაციენტები კი ხშირად ძვირადღირებულ კლინიკებს ირჩევენ. შესაბამისად, დაზღვევით გამოყოფილი თანხა კლინიკაში გადასახდელი თანხის 70-პროცენტი ვერ გამოდის. ეს პაციენტები ხშირად მოდიან ჩვენთან და ჩვენ მათ ვუხსნით, რომ ეს მათი არჩევანია და თუ მათ სურთ, რომ მიიღონ ზუსტად 70-პროცენტიანი დაფინანსება, უნდა მიმართონ სხვა კლინიკას. ეს არჩევანი შეიძლება იყოს ბათუმში, თბილისში, ქუთაისში… ამ ადამიანებს საყოველთაო ჯანდაცვის ოფისში აძლევენ განმარტებას, თუ სად მოემსახურებიან მათ ნამდვილად 70-პროცენტიანი სახელმწიფო თანადაფინანსებით.
რამდენი აბონენტი მიუერთდება საყოველთაო ჯანდაცვას აჭარაში?
ეს საკმაოდ დიდი ციფრია, აქამდე აჭარიდან 80 000 ადამიანი გვყავდა საყოველთაო დაზღვევაში, ახლა ამას დაემატება 30 000-მდე ბავშვი და 46 000-მდე პენსიონერი. ასევე სტუდენტები და სოციალურად დაუცველები.
როგორია თქვენი მოლოდინი ამ პროცესთან მიმართებაში?
ჩვენი პაციენტების უფლებები მეტად იქნება დაცული. როცა სადაზღვევო კომპანიასთან გვქონდა ურთიერთობა, გარკვეული პრობლემები გვექმნებოდა, ლოდინის ოთხთვიანი და ექვსთვიანი ვადა დიდ აგრესიას იწვევდა პაციენტებში. ჩვენ ვცდილობდით რაღაცით დავხმარებოდით, ზოგჯერ გამოგვდიოდა, ზოგჯერ _ არა, ახლა სწორედ ეს დიდი პრობლემა მოიხსნა, რაც, ვფიქრობ, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. პაციენტების მატებასთან ერთად გაიზრდება კლინიკების შემოსავალიც, თუმცა მაინც გავიმეორებ, რომ ეს კლინიკების მკურნალობის ხარისხსა და იმ გარემოზეა დამოკიდებული, რასაც ისინი პაციენტებს შესთავაზებენ.

ბათუმის მესამე საპყრობილე
“ბათუმელებს” ფაქტს უდასტურებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში გიორგი ჩარკვიანი, რომელმაც რამდენჯერმე მოინახულა პატიმარი ბათუმის მესამე საპყრობილეში. ჩარკვიანის განმარტებით, მან პირველად პატიმარი 22 სექტემბერს მოინახულა. მისი თქმით, ის მოთავსებულია სპეციალურ საკანში მარტო. ჰქონდა თვითდაზიანებები მიღებული, ჭრილობები შეხვეული, საკანში იდგა ერთი საწოლი, ფანჯარა არ იღებოდა. იყო უჰაერობა. საკანში იყო ღია საპირფარეშო და ხელსაბანი. ონკანიდან წყალი არ მოდიოდა.
პატიმარი ამბობდა, რომ სადის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. პატიმარი შიმშილობს 5 სექტემბრიდან, ხოლო 21 სეტქმებრს ის გადავიდა მშრალ შიმშილობაზე.
24 სექტემბერს პატიმარი გიორგი ჩარკვიანმა მეორეჯერ მოინახულა. ის გადაყვანილი იყო სხვა, იმავე ტიპის საკანში, სადაც საწოლი არ არის. სარგებლობს ლეიბით, რომელიც ბეტონის იატაკზე გაფენილი. წყალი არ მოდის ონკანში, ფანჯარა ისევ ჩაკეტილია და ოთახში მხოლოდ ხელოვნური ვინტილაციაა ჩართული.
26 სექტემბერი, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პატიმარი მესამეჯერ მოინახულა, წყალი მოდის მხოლოდ საპირფარეშოში.
პატიმარი ვერ იცვლის ტანსაცმელს, როგორც ამბობს, ამის უფლებას არ აძლევენ. ვერ სარგებლობს ჰიგიენური საშუალებებით (საშხაპე).
სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების თხოვნით უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.
პატიმრის განმარტებით, 26 სექტემბერს მას ჩაუტარდა სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ მას ჩაუტარა ექსპერტიზა, ხოლო საღამოს ის დაკითხა გენერალური ინსეპქციის თანამშრომელმა.
შეხვედრის ოქმები და პატიმრის ახსნა-განმარტებების ასლები სახალხო დამცველის აპარატმ გადასცა დედას (პატიმრის თხოვნით).
პატიმრის დედა ბათუმში ორშაბათს ადვოკატთან ერთად აპირებს ჩამოსვლას. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ ოქმში პატიმარი მიუთითებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მის შვილს მიაყენა სადის №3 დაწესებულების თანამშრომლემა, განსაკუთრებით აქტიურობდა მ. მ. ის ამბობს, რომ ყველას ამოცნობა შეუძლია.
სასჯელაღსრულების სმაინისტროში განმარტავენ, რომ პატიმარი მიდრეკილია თვითდაზიანებისკენ, ამიტომ ის ვანდალურ საკანშია გადაყვანილი, “ანუ საკანიში, რომელიც უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული“.
დაიწყო თუ არა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ამ კითხვაზე ჯერ “ბათუმელებმა” პასუხი პროკურატურისგან ვერ მიიღო.
“ფული მნიშვალოვანი ბერკეტია სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა პრობლემების მოსაგვარებლად – ბერკეტი გაქვს, რომელსაც ვერ იყენებ მაშინ, როცა ეს სფეროები არც თუ ისე მოწესრიგებულია. აქ ან დაგეგმვაშია შეცდომა დაშვებული ან კიდევ საშემსრულებლო პოლიტიკაა გადასახედი”, – აჭარის ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში შეუსრულებლობას ასე განმარტავს ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი მურმან ცეცხლაძე.
დაგეგმილი 78 მილიონიდან აჭარის მთავრობამ ექვს თვეში მხოლოდ 39 მილიონი დახარჯა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი მხოლოდ 50 პროცენტით შესრულდა. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ამ შედეგების გამო უსაყვედურეს, თუმცა ანგარიშის ცნობად მიღების საკითხს სხდომაზე დამსწრე ცხრამმეტივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მინისტრმა დავით ბალაძემ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ბიჯეტის ხარჯვითი ნაწილის ვერ შესრულების მიზეზებს შორის არჩევნები და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვაც დაასახელა. მინისტრმა განმარტა, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვის გამო მუნიციპალიტეტებმა თანხები ვერ აითვისეს, რის გამოც სამინისტროს არ მიეცა საშუალება მათთვის გათვალისწინებული ტრანსფერი გადაერიცხა. მის ამ არგუმენტს უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია არ იზიარებს:
“თუ ზუსტი თარიღი არა, დაახლოებით მაინც ხომ იცოდნენ როდის იქნებოდა არჩევნები. დაგეგმვისას უნდა გაეთვალისწინებინათ”, _ განმარტავს უმაღლესი საბჭოს წევრი `ნაციონალური მოძრაობიდან” ეკატერინე თარგამაძე. მისივე განმარტებით, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების პრობლემა მუნიციპალიტეტებსაც აქვთ.
საბოლოო ჯამში თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი სპეციალური ტრანფერებიდან, რაც საანგარიშო პერიოდში 17 მილიონ 909 200-ს შეადგენდა, მხოლოდ მილიონ 713 100 ლარია გადარიცხული, რაც გეგმის 9, 6 პროცენტია.
ანგარიშის მიხედვით, აუთვისებელი თანხიდან 5 მილიონი ლარი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოზე მოდის.
ანგარიშის მიხედვით დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოები 2014 წლის განმავლობაში მდინარე ჭოროხისა და მდინარე კინტრიშის კალაპოტიდან 200 000 კბ.მ. ნატანის ამოღებას და აჭარის ზღვის სანაპიროს 3 წერტილში (ადლია, დაბა ჩაქვის სანაპირო ზოლი და ქობულეთი) ჩაყრას ითვალისწინებს. ქვეპროგრამის ფარგლებში 2014 წლის I-II კვარტალში დაგეგმილი იყო დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე სამშენებლო სამუშაოების დაწყება და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. მდინარე ჭოროხზე წყლის დონის მომატების გამო ვერ მოხერხდა ინერტული ნატანის ამოსაღები ტერიტორიების მოძიება, ვერ მომზადდა ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და, შესაბამისად, არ იქნა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისა და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა.
ტურიზმის დეპარტმენტს ჰქონდა ასევე დაგეგმილი საერთაშორისო სარეკლამო კამპანია, რომელსაც ტენდერებიდან ეკონომია მორჩა. გარდა ამისა, სარეკლამო კამპანია ჩაიშალა უკრაინაში, იქ განვითარებული მოვლენების გამო. `შესაბამისად, წარმოიქმნა ეკონომია 280,0 ათასი ლარი. ჯამში 140,0 ათასი ლარის ეკონომია წარმოიშვა პოლონეთის, თურქეთის, ლიტვის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სარეკლამო კამპანიების შესყიდვების დროს, რაზეც აღნიშნულ ქვეყნების სოციალურ ქსელებში დამატებით რეკლამის განხორციელებაზე გამოცხადდა ტენდერი. ამასთან, სარეკლამო კამპანიები აზერბაიჯანში – 80,8 ათასი ლარისა და სომხეთში _ 77,2 ათასი ლარის ღირებულებით, დასრულდა ივნისის ბოლოს და დაფინანსება გადავიდა ივლისის თვეში”.
ასევე დაგვიანებით გადაერიცხა ქობულეთის მუნიციპატეტს ტრანსფერის სახით გათვალისწინებული ხუთი მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამუშაოები შესრულებული იყო, მაგრამ იმის გამო, რომ არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, გადარიცხვა დაგვიანდა.
თანხები მორჩა გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტსაც. საანგარიშო პერიოდში ამ დეპარტამენტს 3 713 000 ლარი უნდა დაეხარჯა კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, თუმცა ხარჯმა მხოლოდ 948 300 ლარი შეადგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, ხარჯვითი ნაწილის ვერ შესრულების მიზეზებზე საუბრისას, ტენდერებისგან მიღებული ეკონომიის გარდა, ექსპერტიზის საკითხიც უნდა გავითვალისწინოთ: `ხშირ შემთხვევებში ხელშეკრულება ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოების ექპერტიზას. ეს პროცესი დროში იწელება, რადგან უმეტესი ორგანიზაცია მიმართავს სამხარეულის ბიუროს. ვთქვათ, თუ მაისში დასრულდა სამუშაოები და უნდა მოხდეს ანაზღაურება ივლისში. ამის შემდეგ ექსპერტიზის გაჭიანურება იწვევს დაგვიანებით ანაზღაურებას”.
მურმან ცეცხლაძის განმარტებით, ის, რომ ვიღაც ვალდებულებას ვერ ასრულებს, საშემსრულებლო დისციპლინის საკითხია, რაც დამკვეთის პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს: “ისეთ კომპანიასთან არ უნდა გააფორმო ხელშეკრულება, რომელიც არ არის მზად დავალების შესასრულებლად. საშემსრულებლო დისციპლინა თავის ადგილზე თუ არ დადგა, მიზეზები არ დაილევა. მიზეზის ნახვა ყოველთვის შეიძლება. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ თავიდანვე რომ არ ყოფილიყო დაშვებული შეცდომები, ასეთ დიდ გარღვევას ადგილი არ ექნებოდა. მოქალაქეს სულ არ აიტერესებს სამინისტროს რა მიზეზები აქვს. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ხალხის განწყობაზე.”
ტენდერების შედეგად ყველაზე დიდი ეკონომია -13 20 000 ლარი მორჩა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. 6 980 000 ლარი დაზოგა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მილიონ 700 000 ლარის ეკონომია გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტროებმა კი ტენდერების შედეგად მილიონ-ნახევარიდან 2 მილიონამდე ლარის ეკონომია მიიღეს. ყველაზე ნაკლები – 50 000 ლარი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დაზოგა.
ბათუმის მერიის მიერ ექვს თვეში გამოცხადებული ტენდერების შედეგად გამოთავისუფლებულმა თანხამ, ანუ ეკონომიამ 3 592 000 ლარი შეადგინა. ეს თანხა ბიუჯეტის ნაშთში აისახა.
რა ასაკში იწყება უმადობასთან დაკავშირებული პრობლემები?
ყველაზე ხშირად უმადობა 3-5 წლის ასაკის ბავშვებში შეინიშნება, მაშინ, როცა ბავშვი პირველი კრიტიკული (გარდატეხის) ასაკის გადალახვას იწყებს.
რა შეიძლება გახდეს ბავშვის უმადობის მიზეზი?
უმადობა შეიძლება ფსიქიკაში ნებისმიერმა დარღვევამ გამოიწვიოს, რაც შემდგომში ფიზიოლოგიურ პროცესებზეც აისახება. დავიწყოთ იქედან, რომ თუ ბავშმა, ისევე როგორც მოზარდმა და ზრდასრულმა ადამიანმა, მიიღო სერიოზული სტრესი, მან შესაძლოა დაკარგოს მადა, რომელიც ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა აგებული და ბავშვებიც ამ ფსიქოლოგიური წნეხის ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, აღენიშნებათ ხასიათის ცვლილება და ეკარგებათ მადაც.
ყველაზე ხშირად ბავშვები უჭმელობას მანიპულირების ხერხად იყენებენ. საერთოდ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, როცა ბავშვი კარგად არ ჭამს, ოჯახში აუცილებლად იწყება პანიკა – ვაიმე ბავშვმა კარგად არ ჭამა, რატომ ხდება ასე და ა.შ. ბავშვები ძალიან ჭკვიანები არიან, ისინი აბსოლუტურად ყველაფერს, წვრილმანებსაც აფიქსირებენ და შემდეგ ამ ყველაფერს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ბავშვს საკვების ათვისების თავისი ნორმა აქვს – თუ ერთ ბავშვს დიდი თეფშით სადილი ანაყრებს, მეორე ბავშვისთვის შეიძლება სამი-ოთხი კოვზიც საკმარისი იყოს.
ხშირად მადის დაკარგვა ცხოვრების წესის შეცვლასაც უკავშირდება. მაგალითად, როცა ბავშვი პირველად მიდის საბავშვო ბაღში, ხშირ შემთხვევაში, იგი იღებს სტრესს, იმიტომ, რომ ეს მისთვის უჩვეულო გარემოა. შესაძლოა ახალი გარემო მოსწონდეს კიდეც, მაგრამ ადაპტაციის პერიოდში პირველი, რაც მათ აშინებთ – დედის დაკარგვაა, მას ჰგონია, რომ დედამ ის მიატოვა. სწორედ მაშინ ჩნდება პროტესტი, რადგანაც კვების პროცესი დედას უკავშირდება – რატომ უნდა ვჭამო თუ დედა ჩემთან არ არის.
მიზეზი შეიძლება უბრალოდ ჭირვეულობაც იყოს – საქმე ისაა, რომ ისტერიკასა და ჭირვეულობას ბავშვები სწავლობენ. ხშირად ეს წაბაძვითი მომენტია, თუ ბავშვმა ნახა, რომ რომელიმე ბავშვი საბავშო ბაღში არ ჭამს ბოსტნეულს (რომელიც მასაც დიდად არ ეგემრიელება) და მის მეგობარს ეს დაუთმეს, მაშინ ის უცებ ითვისებს ამ მაგალითს და თვითონაც უარს ამბობს ამ საკვების მიღებაზე.
რამდენად მისაღებია მშობლის საქციელი, როცა ის ძალის გამოყენებით აჭმევს ბავშვს?
ბავშის ძალით გამოკვება ძალიან ცუდად აისახება მის ფსიქიკაზე, რაც მომავალში ბავშვის განვითარების გარკვეული დარღვევებით შეიძლება გამოიხატოს. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დროს ორგანიზმი დაძალებით მიღებულ საკვებს სათანადოდ არ ითვისებს. ბავშვი ღიზიანდება, ეკარგება გემოს შეგრძნება, ის ვეღარ იღებს სიამოვნებას კვებისგან.
რაც შეეხება მუქარას…
საერთოდ აღზრდაში ხშირად ვუშებთ შეცდომებს, ვცდილობთ ვიღაცას შევადაროთ და შევაჯიბროთ ბავშვები. მართალია, ლიდერის თვისებები ბავშობიდან უნდა ჩამოვაყალიბოთ მათში, მაგრამ ეს მისი თვითშეფასების ამაღლების ხარჯზე უნდა მოხდეს და არავითარ შემთხვევაში სხვასთან შეჯიბრების. როცა ბავშვს ეუბნებით, რომ თუ თავად არ შეჭამს საჭმელს, სხვა შეუჭამს – ეს ბავშვის ქმედებას უარყოფითი მიმართულებით აყალიბებს.
დაუშვებელია ბავშვის შეშინება – თუ არ შეჭამ, გუდიანი მოვა, ან კიდევ უფრო უარესი, ბოლო დროს პოპულარული მუქარა, თუ ამას არ იზამ – პატრული წაგიყვანს. მომავალში მათ გარკვეული ფობია შეიძლება ჩამოუყალიბდეთ სამართალდამცავების მიმართ. რაც შეეხება “დედიკოს და მამიკოს ხათრით” თითო კოვზის შეჭმას, შეიძლება ითქვას, რომ ესეც იძულების ფორმაა ბავშვისთვის.
როგორ შეიძლება მოვანდომოთ ბავშვს ჭამა? რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვი სისტემატურად ამბობს უარს ჭამაზე?
უნდა შევეცადოთ, რომ საკვები სასურველი გახდეს ბავშვისთვის, ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ფერების თერაპია. მაგალითად, თეთრი ფაფა გადმოვიღოთ წითელ თეფშზე, წითელი ფერი იწვევს აქტიურ ემოციას, ფსიქიკაში მიმდინარე პროცესების ხარჯზე, ის აღძრავს მადას და შესაძლოა კერძი ასე უფრო მიმზიდველი გახდეს მისთვის.
კარგია ბავშვის მოტივირებაც, ჩართეთ იგი მომზადების პროცესში. თუ აკეთებთ ბოსტნეულის სალათს, დაიყენეთ ის გვერდით, მიეცით საშუალება დაჭრას მოხარშული კარტოფილი (ბლაგვი დანით), ამოურიოს ან მარილი მოაყაროს წვნიანს.
შეიძლება ჩავრთოთ წინასწარი მომზადება. კარგი იქნება, თუ ძილის წინ მშობელი გაესაუბრება ბავშვს, მოახდენს მისი გონების პროგრამირებას მეორე დღისთვის – უთხარით, რომ ხვალ კარგი დღე იქნება, რომ ხვალ მე და შენ გავაკეთებთ სალათს და მერე ერთად მივირთმევთ. ძილის წინ ბავშის ქვეცნობიერი ბევრ ინფორმაციას ითვისებს და შემდგომში ბავშვი ერთგვარად მომზადებული ხვდება იმ ყველაფერს, რაც შემდგომში უნდა გააკეთოს.
თუ ბავშები ერთად მიირთმევენ სადილს, შეგიძლიათ პატარა შეჯიბრიც მოაწყოთ – ვინ უფრო სუფთად შეჭამს საჭმელს და არა ვინ უფრო სწრაფად, რადგანაც შესაძლოა სიჩქარეში ბავშვმა პირის ღრუში კარგად ვერ დაამუშაოს საკვები.
იმისთვის, რომ ბავშვს ჰქონდეს კარგი მადა, იგი ხშირად უნდა ვასეირნოთ, ფიზიკური აქტივობის შედეგად ბავშვი ხარჯავს ენერგიას და ორგანიზმს უჩნდება მოთხოვნილება, რომ საკვების მიღებით შეავსოს ეს ენერგია. შეუქმენით ბავშვს მხიარული განწყობა, ხშირად შეაქეთ, შეეცადეთ საკვები იყოს მრავალფეროვანი, ნუ შესთავაზებთ ყოველდღიურად ერთი და იგივე რაციონს, თუნდაც ის მოსწონდეს ბავშვს, მაშინ ის სიამოვნებით მიიღებს შეთავაზებულ ულუფას.

ჩემპიონატი “კომბინირებულ პირამიდა”-ში, არსებული საერთაშორისო წესების, ოლიმპიური სისტემის მიხედვით ტარდება.
ჩემპიონატს საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის მიერ დამტკიცებული მსაჯები ემსახურებიან.
წინასწარი შეხვედრები პირველ ეტაპზე ჩატარდება 4 მოგებამდე, მეოთხედფინალიდან 5 მოგებამდე, ხოლო ფინალი 6 მოგებამდე.
ფინალური შეხვედრები 29 სექტემბერს გაიმართება.
საჰაერო ნავიგაციის ინჟინერი დავით კუცია თუ გაბრწყინებული სახით გიყვება რაიმეს, ესე იგი საუბრის თემატიკა ცეკვას შეეხება. შეკითხვების დასმა თითქმის არ არის საჭირო, ცეკვაზე გაუჩერებლად შეუძლია ილაპარაკოს, სხვა თემებზეც ამომწურავად საუბრობს, თუმცა სახეზე მაშინვე შეატყობთ, რომ ურჩევნია რაიმე ისევ ცეკვაზე გითხრას, თითქოს უძნელდებოდეს ამ თემასთან გამოთხოვება, სათქმელიც უფრო მეტი აქვს, თავისუფალ დროს ხომ მხოლოდ ამაზე ფიქრობს:

„ცეკვაში ვხედავ დიდ ენერგიას, საკუთარი სურვილების გამოხატვის უნარს, სხეულის ენით მეტყველებას, ცეკვა არის ის, რაც შეგიძლია მთელი ცხოვრება სიამოვნებით აკეთო. ცეკვაში სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, ყოველ დღე უნდა მუშაობდე, ვითარდებოდე. ცეკვა არის ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯი, თუკი სწორად მოძრაობ, ესე იგი ცეკვავ. ჩემს ხასიათთან ყველაზე ახლოს არის ლათინი, რითიც არამარტო გრძნობებს გამოხატავ, არამედ ეს არის ამბავი. ვფიქრობ, ეს ცეკვა გაძლევს საშუალებას, მხატვარივით ფერებით გამოხატო სწორედ ის, რაც გსურს. ცეკვა ნარკოტიკივითაა, ოღონდ ჯანსაღი ნარკოტიკია, თუ დაიწყე, ვერ ეშვები, სულ ისწრაფვი მისკენ. ადამიანები ვიბადებით შინაგანი ენერგიით, რომელიც რაღაც საშუალებით უნდა გამოვხატოთ. მე ასეთ შინაგან დამოკიდებულებას ცეკვით გამოვხატავ“.

ცეკვის სიყვარულის მიუხედავად არჩევანი – შეესწავლა საჰაერო ნავიგაცია, დამოუკიდებლად გააკეთა. მაშინ უბრალოდ სურდა, რომ განათლება იმ სფეროში მიეღო, რომელიც „გამოუვიდოდა“, თუმცა ვერ წარმოედგინა, რომ ეს ცეკვას ჩამოაშორებდა: „ავიაციაში ძალიან ბევრ მეცნიერებას აქვს თავი მოყრილი, ვფიქრობ გამიმართლა, ბევრ პროფესიას დავეუფლე ამ ერთი პროფესიის საშუალებით. ბავშვობაში ვოცნებობდი ვყოფილიყავი სამხედრო მფრინავი, ხშირად პროფესიას იმიტომ ვირჩევთ, რომ ვგრძნობთ რაღაც კავშირს, ხედავ რომ გაქვს უნარები, რომლებიც დაგეხმარება ამ პროფესიაში. პროფესია, საერთო ჯამში, პრაგმატულად ავირჩიე, იმას შევხედე, თუ რისი გაკეთება შემიძლია.

2004 წლიდან საჰაერო ნავიგაციის ინჟინერი ვარ, საკმაოდ რთული პროფესიაა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, ფრენების რადიოტექნიკურ მომსახურებას ვაწარმოებ, საკმაოდ რთულია სპეციფიკა, შენ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გაბარია.“
ამბობს, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, საკმაოდ სწრაფად გაიარა ყველა ეტაპი, ამიტომაც უფრო ადრე შეძლო პროფესიული ზრდა, ამას ხელი იმან შეუწყო, რომ მუშაობა გადაიარაღების პროცესში მოუხდა, საბჭოური მოწყობილობების ჩანაცვლება ახლით, სირთულეების მიუხედავად, მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ინსტიტუტში სწავლის პერიოდში დათო დასთან ერთად სამეჯლისო ცეკვების პოპულარიზაციაზე ზრუნავდა, ერთდროულად იყო პედაგოგი და მოცეკვავეც. სპორტკლუბი დაარსა, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო, ამავე დროს მუშაობდა, თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად: „იმ პერიოდში თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ სახეობის განვითარებაზე მუშაობდნენ. მე და ჩემს დას ბევრი შრომა მოგვიწია იმ ყველაფრის გასაკეთებლად. თუმცა რაღაც ეტაპს როცა გადიხარ, შემდგომი განვითარებისთვის გჭირდება ხელშეწყობა, რაც ვერ მივიღეთ შესაბამისი სტრუქტურებიდან. დღემდე ჭირს ბათუმში შესაბამისი ზომის დარბაზის ნახვა.
მერე ჩემი და ლონდონში წავიდა, მე თბილისში გადავედი, ვფიქრობდით ერთი წლით შეგვეჩერებინა მუშაობა, მაგრამ სხვანაირად მოხდა, დავიშალეთ”.
გამოყოფა: „ინგლისში „Blackpool“-ის ფესტივალზე მინდა მოხვედრა, ეს არის სპორტული ცეკვების მექა. განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ, არ უყურებენ ტიტულებს, აინტერესებთ მხოლოდ როგორ გადმოსცემ შენს ემოციებს, აჩვენებ პლასტიკას. ჩემი ოცნებაა იქ ცეკვა, ასაკი ხელს არ შემიშლის, ცეკვისთვის არასოდეს არის გვიან.“
წარმატებული საინჟინრო საქმიანობის მიუხედავად დღეს შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ დარჩა ნავიგაციაში და არ გააგრძელა ცეკვა. ცეკვა მანამდეც მიატოვა, პირველად თინეიჯერობის ასაკში, რომელსაც თავად „ყოჩი ბიჭობის“ ასაკს უწოდებს. ბოლოს ცეკვაზე თავის დანებება თერთმეტი წილის წინ მოუწია, შესაბამისად, „ლომკა“ ხშირად აქვს. რომ არ “დაიჟანგოს”, კლასიკურ ბალეტს უთმობს კვირაში სამ საათს: „თუკი ერთი საქმიანობა უშლის ხელს მეორეს, დგები არჩევანის წინაშე – ასეთი არჩევანის წინაშე ერთხელ უკვე ვიდექი, მაშინ საჰაერო ნავიგაცია ავირჩიე. როდესაც საყვარელ საქმეს მოაქვს შემოსავალი, ამაზე ბედნიერება არაფერი არ არის, დღეს უკვე სხვანაირ არჩევანს გავაკეთებდი”.

ხვალ რას გააკეთებს, არ იცის. ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერს გამორიცხავს, არჩევანის წინაშე თუ დადგა იცის, რომ ახლა ცეკვას აირჩევს, რადგან ამას უფრო დიდი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე სხვა რამეს. ჯერჯერობით კი პროექტზე მუშაობს:
„ისევ ჩემს დასთან ერთად ვგეგმავ სპორტული ცეკვების პოპულარიზაციაზე ზრუნვას. ვაპირებთ, შევქმნათ ვებგვერდი, სადაც საინფორმაციო ლენტის სახით იქნება გადმოცემული ყველა სიახლე, რაც საქართველოში სპორტული ცეკვების სფეროში ხდება.
ბედნიერება არის მდგომარეობა, რომელიც მოაქვს ეიფორიას. ჩემთვის ცეკვა არის ბედნიერება, რაც არ უნდა დაღლილი შეხვიდე დარბაზში, დაიწყებ თუ არა მოძრაობას, ხდები ბედნიერი, თითქოს ასტრალურ სამყაროში გადადიხარ, მნიშვნელობა არ აქვს, ნაბიჯს სწორად დგამ თუ არა, მთავარია, რომ მოძრაობ”.

ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ზემოთ აღნიშნული განცხადება საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შეაფასა, როგორც გენდერული დისკრიმინაცია. სხვებმა მის სტატუსს ანტისახელმწიფოებრივი უწოდეს. მანანა კობახიძე არ არის პირველი პოლიტიკოსი, ვინც „შუბლის გახვრეტაზე“ ლაპარაკობს.
ვიცე-სპიკერის სტატუსმა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ძალადობის წახალისების თემა კვლავ აქტუალური გახადა. „ეს განცხადება წარმოადგენს პოლიტიკური და კულტურული მიუღებლობის საფუძველზე, ძალადობის წახალისებას და ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს“, – ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ ვიცე-სპიკერს.
რა საფრთხეებს შეიცავს პოლიტიკოსის მხრიდან დისკრიმინაციული ლექსიკა, საკუთარი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა და რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას ქალი პოლიტიკოსებისგან? – ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის აზრით, მანანა კობახიძე თავის პასუხისმგებლობას გენდერული თანასწორობის გაძლიერებაში ვერ ან არ იღებს.
„ქალბატონი მანანა საუბრობს ძალადობრივ ანგარიშსწორებაზე, ანუ იმაზე, რაც დამკვიდრებულია საზოგადოებაში. პრობლემა იმაშია, რომ ამ მოსაზრების ავტორისგან (მისი სტატუსიდან გამომდინარე), მეც და საზოგადოებასაც გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ ამ ძალადობრივი აზროვნების შეცვლაზე უნდა მუშაობდეს. უნდა ამბობდეს, რომ ის არ ეგუება არც სიძულვილის ენას, არც ქალთა დაქვემდებარებულ როლს და არც ძალადობრივ ანგარიშსწორებას მამაკაცებისგან“.
ანას აზრით, ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ ანგრევენ სტერეოტიპებს და მხოლოდ ძალადობრივ ღირებულებებს ახმოვანებენ, კითხვის ნიშანს პოლიტიკაში გენდერული ბალანსის მიმართულებითაც აჩენენ: „პოლიტიკაში აუცილებლად მოვლენ ქალები, მაგრამ თუ ის ქალები არ იქნებიან აქტიურები ცვლილებების განხორციელების კუთხით, ძალიან გაგვიჭირდება ქალთა პოლიტიკაში ჩართვის ადვოკატირება, რადგან ოპონენტები ბევრ კონტრარგუმენტს დაგვახვედრებენ. გვეტყვიან, რომ ეს არაფერს ცვლის, რომ ქალები ისევ ვართ საერთო კონტექსტის მსხვერპლი. მე კი მინდა, რომ ქალები გამოვიდნენ მსხვერპლის როლიდან და გახდნენ სიტუაციის ლიდერები, ცვლილების აგენტები. ჩვენ გვჭირდება პარლამენტარი ქალი, რომელიც იწყებს ცვლილებებს ამ ძალადობის წინააღმდეგ და არა უბრალოდ ჟამთააღმწერელი, რომელიც ძალადობას ეგუება ან მისი მსხვერპლია“.
ასეთი ქალების ნიმუშად ანა არგანაშვილს გასული საუკუნის ფემინისტი ქალის, კატო მიქელაძის მაგალითი მოჰყავს: „რომ შევადაროთ, რას წერდნენ 1920-იან წლებში ფემინისტი ქალები და რას მეუბნება მე დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, აბსოლუტურ იმედგაცრუებას მივიღებთ. ჩვენ გვჭირდება მანანა კობახიძემ კატო მიქელაძის და სხვა ფემინისტი ქალების მუშაობა გააგრძელოს და არ გვქონდეს რეგრესი ქალთა ლიდერობის კუთხით ამ ქვეყანაში, რადგან 1920-იან წლებშიც კი ფემინისტი ქალები ბევრად გაბედულები იყვნენ ძალადობასთან ბრძოლაში, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკოსი ქალები“.
სოციალურ ქსელებში ქართველი პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების ლექსიკა, ხშირად სცდება ეთიკურ ნორმებს. ბოლო დღეებში ამ მხრივ თავი გამოიჩინა ირაკლი მიქელაძემ – ბათუმის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“. მან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის მისამართით შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა: „…მინდა ვუთხრა დუმბაძეს და მის სასტავს, ქეჩა მკარით თქვენი:))) მე ვიყო თაღლითი გადაგივლით… უბრალოდ, ხაბაძის კაცობას სააღოლ, რო პარტიის რეიტინგს უფრთხილდება…“
საკრებულოს ეს წევრი ჯერაც დარწმუნებულია, რომ ამ სტატუსით მას პიროვნული შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. „შემეძლო სხვანაირად გამომეხატა, მაგრამ სუფთა ადამიანური მომენტია და თავშეუკავებლობაში გადავიდა“, – აცხადებს საკრებულოს წევრი.
„სუფთა ადამიანური მომენტები“ საჯარო მოხელეებს ხშირად ავიწყებთ კანონით განსაზღვრულ თმენის ვალდებულებას. ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის, ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის დოქტორანტის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, სახელმწიფო არის მოქალაქეთა ერთობა, რომელსაც ამ ერთობად ჰკრავს სახელმწიფოს კანონები და არა „ღირსება“ თუ გემოვნება. „სახელმწიფო არის სივრცე, რომელიც ყველასია და სახელმწიფო ვალდებულია ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს კანონები. ამიტომ, ნებისმიერი განცხადება, რომელიც არა კანონის დაცვას, არამედ ნებსით თუ უნებლიედ, იმპულსურ დანაშაულებრივ ქმედებებს ამართლებს, თავისთავად ანტისახელმწიფოებრივია“.
გრიგოლ გეგელიას აზრით, ძალადობრივი აზროვნების სტიმულირება, რასაც შეიცავდა მანანა კობახიძის სტატუსი, აკნინებს სახელმწიფოს, როგორც კანონიერი სივრცის იდეას და ქმნის უარყოფით პრეცედენტებს და ნეგატიურ პოლიტიკურ ენას: „ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში კობახიძის ქმედებას სულ მცირე დისციპლინარული ღონისძიება მოჰყვებოდა, რაც პოლიტიკოსის კარიერას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. მით უმეტეს მაშინ, როცა ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია“.
„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუს დროს მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ „პოლიტიკოსიც ადამიანია“ და შეიძლება მასაც უმტყუნოს ნერვებმა. გრიგოლ გეგელიას აზრით, სახელმწიფო მყარი ნერვების პოლიტიკოსებმა უნდა მართონ, რათა შეძლონ იმპულსებსა და კერძო აზრებზე მაღლა დგომა:„წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არა რესპუბლიკურ, არამედ კლანურ და ფრაქციულ პოლიტიკას, რომელიც არ წაადგება ჩვენი სახელმწიფოს ჯანმრთელობას. დანაშაული ბევრი მოტივით შეიძლება მოხდეს, მათ შორის ე.წ. „ღირსების აღდგენის“ მოტივითაც, რომელიც არქაული სიმახინჯეა. მთავარია, ამ პროცესში არ ჩაერთონ პოლიტიკოსები და არ შექმნან დანაშაულის ახალი „ლეგალური“ კატეგორიები“.

“თოფუზი 2014”- ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული, ანიმაციური ფილმების საერთშორისო ფესტივალია, სადაც ნებისმიერ ანიმატორს, რეჟისორსა და პროდიუსერს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ნაშრომი.
ფესტივალის პრიზი გადაეცემა შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს: საუკეთესო ფილი ბავშვებისთვის, საუკეთესო ფილმი უფროსებისთვის, საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი, საუკეთესო დებიუტი, საუკეთესო ტვ სერიალი, საუკეთესო სტუდენტური ფილმი და ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილიმი.
ფესტივალზე დასწრება უფასოა.

„მოვუსმინე ბევრ ადამიანს და სოციალურ ქსელშიც ვაკვირდებოდი განწყობებს. გარკვეულ საკითხებში ბევრად გაუმჯობესებული იყო ორგანიზება. თუმცა ისევ და ისევ იყო პრობლემა ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრეც კი კითხულობდნენ ადამიანები, თუ სად რა ტარდებოდა. წინა დღეს ძალიან გვიან აიტვირთა ინფორმაცია მერიის საიტზე, რამდენიმე ჟურნალისტმა მეც კი დამირეკა იმის თაობაზე, ხომ არ მქონდა პროგრამა და ხომ ვერ დავეხმარებოდი მათ, რადგან საზოგადოების მხრიდან იყო მოთხოვნა“, – ამბობს ნათია აფხაზავა. ის „ბათუმობის“ ორგანიზებასთან დაკავშირებულ კომისიაში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო მიწვეული.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში ბევრჯერ დაწერეს, გარკვეული ღონისძიებების დროზე ადრე დასრულება იყო:
„შეიძლება ითქვას, რომ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების ჩამოვლის შემდეგ რაღაც ღონისძიებები დასრულდა. ამან ადამიანები დააბნია. სვამდნენ კითხვებს: დასრულდა თუ არა? კიდევ იქნებოდა თუ არა? – ეს კითხვები იყო უფრო გამოფენებზე და ცენტრალური დასის სპექტაკლზე. უფრო ხანგრძლივი იყო ბაზრობები, რაც ბათუმობასთან დაკავშირებით გაიმართა. დაგეგმვის პროცესში იყო საუბარი იმაზე, რომ დღესასწაულის განწყობა მთელი დღის განმავლობაში უნდა შენარჩუნებულიყო. ასე არ მოხდა, თუ არ ჩავთვლით კონცერტს ერას მოედანზე, რომელიც საღამოს დაიწყო“, – ამბობს ნათია აფხაზავა.
გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კმაყოფილია, თუმცა მისივე შეფასებით იყო ხარვეზებიც, რასაც მომავალ წელს გაითვალიწინებენ. კონკრეტულად რა არ მოეწონა ქალაქის მერს, არ დააკონკრეტა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ კარგი იქნება, თუ მომავალ წელს „ბათუმობას“ უქმე დღეებს დაამთხვევენ.
რაც შეეხება ხარჯებს – მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, დღესასწაულის რეჟისურა, კონცერტის ჩათვლით, 17 500 ლარი დაჯდა. მთლიანობაში კი დღესასწაულის მოსაწყობად მერიამ ბიუჯეტიდან 135 000 ლარი დახარჯა. „ბათუმობის“ ბიუჯეტი გასულ წელს 105 000 ლარით მეტი, 240 000 ლარი იყო.
„ბათუმობის“ რეჟისორებმა – ზაზა ხალვაშმა და მერაბ ლებანიძემ ჰონორარის სახით 12 500 ლარი მიიღეს. ერას მოედანზე გამართული კონცერტის რეჟისორების – რევაზ ბაინაზაშვილისა და ომარ ტოტოშვილის ჰონორარმა კი 5 000 ლარი შეადგინა.
დღესასწაულის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი _ 28 724 ლარი წელს სასტუმროს მომსახურება დაჯდა: „შერატონი“, „ერა პალასი“, „ჩაო“ და „დუტა“ წელს მერიამ დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრებისთვის და სადღესასწაულო კონცერტის მონაწილეებისათვის დაიქირავა.
16 878 ლარი დაიხარჯა სადღესასწაულო სუფრებისა და სტუმრების გამასპინძლებისთვის. ამ მხრივ წელს მომსახურება რესტორნებს: „აჭარულ სახლს“, „პორტო ფრანკოს“, „ყირამალას“, „მეგრულ-ლაზურს“, „ჯი ემ ჯი აპარტამენტს“, „აჭარული ღვინის სახლს“ და „პრესკაფეს„ დაუკვეთეს. აქედან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი დაკვეთა (5 600 ლარი) მერიამ „ყირამალას“ მისცა.
გამოფენების, წარმოდგენების, პერფორმანსებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 278 ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში შევიდა აპარატურის დაქირავების ხარჯი (8 125 ლარი) და საპატიო ბათუმელების, საპატიო მოქალაქეებისა და დამსახურებული მოქალაქეების დაჯილდოვების ღონისძიების ორგანიზების ხარჯებიც. მათ გამოვლენაზე ყოველ წელს ბათუმის საკრებულოს სპეციალური კომისია მუშაობს.
წელს საკრებულომ სამი საპატიო ბათუმელი გამოავლინა, ხოლო ბათუმის მერიამ ათას-ათასი ლარი გადასცა. საკრებულომ ასევე ოთხი საპატიო მოქალაქე და ექვსი დამსახურებული მოქალაქე გამოავლინა, ეს ორი სტატუსი ფულად ჯილდოს არ ითვალისწინებდა, მათ მხოლოდ სერტიფიკატები გადასცეს. მერიამ მათთვის ბათუმის საზაფხულო თეატრში საზეიმო კონცერტი მოაწყო, სადაც მათ შესახებ წინასწარ მომზადებული ვიდეორგოლებიც გაუშვეს. საბოლოო ჯამში ამ ღონისძიებისთვის 10 400 ლარი დაიხარჯა, მისი ორგანიზება ააიპ „საზოგადოება ბათუმელს“ დაუკვეთეს (საზოგადოების დამფუძნებლები, სხვებთან ერთად, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრები – გენო თებიძე და ბაჩუკი ჩხეიძე არიან).