ბათუმში, 6-11 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების VI საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი” ჩატარდება.
“თოფუზი 2014”- ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული, ანიმაციური ფილმების საერთშორისო ფესტივალია, სადაც ნებისმიერ ანიმატორს, რეჟისორსა და პროდიუსერს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ნაშრომი.
ფესტივალის პრიზი გადაეცემა შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს: საუკეთესო ფილი ბავშვებისთვის, საუკეთესო ფილმი უფროსებისთვის, საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი, საუკეთესო დებიუტი, საუკეთესო ტვ სერიალი, საუკეთესო სტუდენტური ფილმი და ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილიმი.
ფესტივალზე დასწრება უფასოა.