“ბიუჯეტიდან სულ 120 ათასი ლარით ჩვენ შევიძენთ ოთხ ავტომანქანას. უმაღლესმა საბჭოსმ ეს იდეა მოიწონა. მანქანებით აპარატის თანამშრომლები ისარგებელებენ, ტენდერი უკვე გამოცხადებულია”, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აჭარის მთავრობის მანქანით ბათუმის სკარებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გადაადგილდება, ხაბაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა ავარიულ მდგომარეობაშია და მანამ, ვიდრე მას სადაზღვეო კომპანია შეაკეთებს, ჭეიშვილი მთავრობის მანქანით ისარგებლებს, საკრებულოს ავტომანქანის შეკეთების შემდეგ კი მთავრობას მისი კუთვნილი მანქანა დაუბრუნდება.
პირველი ადილზე გავიდნენ ზაზა ფუტკარაძე (56 კგ), რამინ შამილიშვილი (62 კგ), გია მაჭავარიანი (105) და ირაკლი თურმანიძე (+105 კგ).
56 კგ წონით კატეგორია
I ადგილი – ზაზა ფუტკარაძე
II ადგილი – ზვიად ფუტკარაძე
III ადგილი – ხვიჩა ჯინჭარაძე
62 კგ წონით კატეგორია
I ადგილი – რამინ შამილიშვილი
II ადგილი – ვაჟა ქავთარაძე
105 კგ წონით კატეგორია
I ადგილი – გია მაჭავარიანი
+105 კგ წონით კატეგორია
I ადგილი – ირაკლი თურმანიძე
II ადგილი – ალბერტი კუზილოვი
III ადგილი – ბაქარ თურმანიძე
ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები. აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის აბესალომ ბასილიას ინფორმაციით საქართველოს ძალოსნობის ნაკრები 18 ნოემბერს ყაზახეთში (ალმაატაში) გაემგზავრება მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე. მათ შორის აჭარიდან იქნებიან ირაკლი თურმანიძე (29 წლის), რამინ შამილიშვილი (19 წლის), გია მაჭავარიანი (28 წლის) და ალბერტ კუზილოვი (28 წლის).
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძალოსნობაში დუშეთში რვა წონით კატეგორიაში – 56; 62; 69; 77; 85; 94; 105; +105 – ჩატარდა და 60 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ირაკლი თურმანიძეს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ძალოსნობის საქართველოს ჩემპიონატის 2014 წლის სრული შედეგი:
სტიქიის ზონაში მცხოვრები რვა ოჯახი კი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით დროებით სხვა მისამართზე გადაიყვანეს.დროებით საცხოვრებელი სტიქიის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს მთავრობამ გამოუნახა.
შესაძლოა დღის ბოლოს კიდევ 15 ოჯახის ევაკუაცია მოხდეს, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მცხოვრები იმ ოჯახების, რომელბმაც განცხადებით მიმართა მთავრობას და შესაძლოა მათი შინ დარჩენა რისკებთან იყოს დაკავშირებული.
მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში მდგომარეობა სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს. სპეციალური ტექნიკა საღამოსთვის სტიქიის კერებში გადანაწილდება.
იმუშავებს ცხელი ხაზი ტელეფონის ნომერზე: 27 20 01
ასევე შექმნილია სარისკო ტერიტორიებზე მომუშავე ოპერატიული რეაგირების ჯგუფები.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გეოლოგები მუშაობენ ქობულეთსა და ხელვაჩაურში და მუნიციპალიტეტებს გადაეგზავნებათ რეკომენდაციები.
რისკის ზონაში ამ წუთებში 15 ოჯახი რჩება, დამატებითი დეტალები, კიდევ რამდენ ოჯახს მოუწევს სახლების დატოვება დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
უპირველეს ყოვლისა, განვახორციელე უმნიშვნელოვანესი ზარი მასპინძელთან – ბიძიასთან, რა თქმა უნდა, ვახარე ჩემი სტუმრობის შესახებ და მისგანაც სასურველი პასუხი მოვისმინე: ოო, გელით, გაშლილი ხელით, ახლა გადავრეკავ, გავარკვევ ვინ არის მძღოლი და სულ წინა ადგილს დაგიკავებო; ამან გამამხნევა და დამარწმუნა, რომ მოგზაურობაც ერთობ კომფორტული იქნებოდა. მითხრა დღეს “რეისში” ჩვენი მძღოლი მარადია, კარგი მძღოლია ორსაათნახევარ-სამსაათში აქ იქნებით, სულ წინ ერთი ადგილი შენიაო.
ზუსტად ოთხის ნახევარზე ავტოსადგურში გავჩნდი. ჩვენი მძღოლი მარადიც გავიცანი, ახალგაზრდა ბიჭი, ასე 30 წლამდე ასაკის, თავზე სათვალე ეკეთა და ხელში გასაღებს ათამაშებდა, კარგ გუნებაზე იდგა. მოწიწებით გამიღო კარი და მითხრა, არ არის პრობლემა, დარეკილია და ეს შენი ადგილიაო. მეც სიამოვნებით დავიკავე ჩემი კუთვნილი, წინასწარ “დაჯავშნილი” ადგილი.
თანდათან ჩვენი სამარშრუტო ტაქსი ხალხითა და ტვირთით ივსებოდა, არ ვიცი ადგილს სად პოულობდა მარადი, მაგრამ ჩემი გათვლით ტრაილერისთვის გათვლილი რაოდენობის ტვირთს ნელ-ნელა ათავსებდა დაახლოებით 18 მგზავრზე გათვლილ “მარშუტკაში”. ჩემ უკან ქალბატონები ისხდნენ, რომლებმაც უკვე ხმამაღალი პროტესტი გამოხატეს სამკაციან სავარძელზე მეოთხე, ჩვილბავშვიანი ქალბატონის დასმაზე, მაგრამ მოხერხებულმა მძღოლმა, მარადიმ, შეძლო და ამ ქალბატონისა და მისი პატარასთვისაც გამოენახა “ადგილი”… ჩემ გვერდით! ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ჯერ მძღოლს შევხედე, შემდეგ ქალბატონს, და ვიკითხე, ბავშვიანად წინ უნდა დამჯდარიყო თუ არა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ხმა ვეღარ ამოვიღე, ბავშვის დედაც და მძღოლიც ერთ აზრზე იყვნენ, გულში გავიფიქრე, გავალთ გზაზე და პატრული დაგვაჯარიმებს-მეთქი.
დავსხედით, ღვედის შეკვრა ვცადე, მაგრამ ან მე ვერ მოვერიე, ან ღვედი უბრალოდ არ იკვრებოდა. არც მძღოლს შეუკრავს ღვედი. ამ დროს ოთხი საათიც გახდა და ნელ-ნელა დავტოვეთ ავტოსადგური, თუმცა მძღოლმა მალევე შემოაბრუნა მანქანა და იქვე, ავტოსადგურის უკანა მხარეს, პუშკინის ქუჩის ჩასახვევზე მყოფ მაღაზიასთან გააჩერა.
აქ ჩემ გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, ჩვენს “მარშუტკას” თურმე კიდევ შეეძლო ტვირთის დამატება, მოხერხებულმა მძღოლმა სახურავზე 30-ზე მეტი თუნუქის სახურავის ფირფიტა დაამაგრა და კიდევ რამდენიმე ადგილზე გაჩერდა, ქალაქიდან ოთხ საათზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ უკვე 5 საათი იყო და ჩვენ ჯერ კიდევ ხელვაჩაურის გზაზე ვიდექით და მგზავრს ველოდებოდით.
ქალაქიდან ექვსის ნახევარზე გავედით, გზად არც ერთ საპატრულო მანქანას არ გავუჩერებივართ.
ჰოდა აქ მოხდა ის, რაც არასდროს დამავიწყდება, მანქანა გაჩერდა, მძღოლი ჩამოვიდა, ჩვენი კარი გააღო და …. “შენ აქეთ მოჯექი, ეს ჩემსკენ მიჯდება და ის ქალი უნდა დავსვათ აქ, ბავშვი ავად ჰყავს”, – მიმართა ჩემ გვერდით მჯდომ ბავშვიან ქალბატონს, კარი გამიღო, მითხრა ჩამოდიო, გაოცებული ვეკითხებოდი, კი, მაგრამ სად უნდა დავჯდე-მეთქი, ის კი მპასუხობდა, აქეთ, აქეთო და საჭის მხარეს კართან მიმიყვანა. ენა ჩამივარდა, დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მეთქვა, მოხერხებულმა მარადიმ კი მისი სავარძლიდან თხელი, ბალიშისმაგვარი ნივთი აიღო, მძღოლი სავარძელსა და მგზავრების სავარძლებს შორის არსებულ ადგილზე დადო და მიმითითა დავმჯდარიყავი, მგონი რაღაცას ვბურდღუნებდი, მაგრამ წინააღმდეგობა მაინც ვერ გავუწიე, შუა გზიდან სად წავიდოდი, უკან დაჯდომის შანსი კი არ არსებობდა. მოკლედ “დავჯექი”, ჩემს ადგილზე კი მეორე, ასევე ჩვილბავშვიანი ქალბატონი დაჯდა. მძღოლმა მანუგეშა, ეგ ფეხი ცოტა მიწიე და მე არ მიშლი ხელსო… ყოველ ჯერზე სიჩქარის გადართვას მტკივნეულად ვგრძნობდი ფეხზე, ბავშვებიანი ქალბატონები კი მგონი დისკომფორტს სულ არ განიცდიდნენ. ჩემ გვერდით მჯდომი ქალბატონის შვილი განსაკუთრებით ცელქი აღმოჩნდა, ქალბატონი კი არ ერიდებოდა ჩემს მხარზე წამოწოლას, რათა მეორე ქალბატონისთვის სახეში ეყურებინა და ისე ესაუბრა მასთან. უკმაყოფილება ალბათ ჩემს სახეზე ამოიკითხეს და მკითხეს, როგორ ხარო. ვუპასუხე ნახევრად ვარ და ალბათ ნახევარი ბილეთი მიწევს-მეთქი, მარადიც ღიმილით დამეთანხმა.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, არ მთხოვოთ აღვწერო ის წვალება და ფიზიკური ტკივილი, რაც 5 საათის განმავლობაში გამოვიარე… დიახ, 5 საათი დაგვჭირდა, ბათუმის ავტოსადგურიდან ჩვენი სოფლის გაჩერებამდე რომ მივსულიყავით. არა და, როგორც აღვნიშნე, წესით, მაქსიმუმ სამი საათი უნდა დაგვჭირვებოდა.
მძღოლმა მთელი ბილეთის ფასი გამომართვა და შენიშვნაც არ მიიღო, რომ ვუთხარი, ტვირთივით მამგზავრე და ორი პატარა ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდე, ამის შემდეგ მეცოდინება, ვისი ტრანსპორტით უნდა ვიმგზავრო-მეთქი. მთელი გზა არ მშორდებოდა იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე წლის წინ ჩემი ახლობლების ოჯახში ოთხიოდე თვის ბავშვი დაიღუპა, იმიტომ, რომ დედასთან ერთად წინა სავარძელზე ისხდნენ და არც ისე მძიმე ავტოავარიაში მოყვნენ. ეს ამბავი კი სწორედ ჩვენი სოფლიდან მიმავალ გზაზე მოხდა. არ მავიწყდებოდა სტატისტიკური მონაცემები მსგავსი შემთხვევების დროს დაღუპულ ბავშვებზე და მთელი გზა ვლოცულობდი, ან პატრულს გავეჩერებინეთ, ან სასწაულებრივად გადავრჩენილიყავით. ამ ორ პატარას საფრთხეში ვაგდებით ყველა, უპირველესად მათი მშობლები, მძღოლი და ჩვენი სამართალდამცავები, რომლებიც ამხელა გზაზე ერთხელაც არ შეგვხვედრიან.
მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს: ვინ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე – მშობლები, პოლიცია თუ ჩვენი მძღოლი მარადი?!
P.S. ამ წერილს სოფელში ვწერ. ვეძებ კარგ მძღოლს, რომ უკან წამომიყვანოს.
შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს ესწრება. ის სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებს.
აჭარაში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენებისა და მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას დღევანდელი თათბირის დამთავრებისთანავე გაავრცელებს.
21 სექტემბერს, აჭარის რეგიონში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები.
დავით ხალვაშის სასამართლო პროცესი / ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დავით ხალვაშს მეტსახელად „ქელფეთას“ 2 წლით, შვიდი თვითა და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა. დავით ხალვაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი იყო. სახელმწიფო მას და სოსო (იოსებ) გოგიტიძეს, ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრს, ბრალს სდებდა მასობრივი არეულობასა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფის ფორმირებაში.
სასამართლო პროცესი ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მოსამართლე დავით მამისეიშვილი უძღვებოდა.
დავით ხალვაშის ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი ამბობოს, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა იოსებ გოგიტიძე. ის ძებნილია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.
იოსებ გოგიტიძის ადვოკატი ირაკლი პირველი განამარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ მისი დაკავების ან ნებაყოფლობით გამოცხადების შემთხვევაშია შესაძლებელი.
იოსებ გოგიტიძე ასლან აბაშიძის ცოლის ძმმა და მის მიმართ, ისე როგორც დავით ხალვაშისა და თავად ასლან აბაშიძის წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა 2004 წლის 6 მაისის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო.
„პრობლემა შექმნა ქალაქის გარეუბნებმა, ბონი-გოროდის და თამარის დასახლებებში წარმოქმნილმა პრობლემებმა ქალაქში იჩინა თავი. ე.წ ჭაობის დასახლება კი ფერიის მთიდან წამოსულმა ნიაღვარმა დატბორა. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მესამე ფაზის განხორციელება 15-20 ოქტომბერს დაიწყება, შესაბამისად, მომავალი წლისთვის ბათუმში მსგავსი პრობლემები აღარ უნდა გვქონდეს“.
არჩილ ხაბაძის განცხადებით, ქალაქში ყველა კოლექტორი არის მზა მდგომარეობაში და ფუნქციონირებს: ერთადერთი რაც იყო, წყლის სისტემასთან დაკავშირებით, მეჯინისწყლის აუზების ნაწილში ტრანსფორმატორი გადაიწვა და ქალაქის ნაწილს წყლის მოწოდება შეუწყდა. ტრანსფორმატორი უკვე აღდგენილია და მოსახლეობასაც წყალი მიეწოდება. კომისია მოქმედებს და ნებისმიერი მოქმედება არის შეთანხმებული პრემიერთან“.
რაც შეეხება კომპენსაციების ნაწილს, მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მეწყერის შედეგებს ოთხი გეოლოგი სწავლოსბ: „რაც შეეხება დატბორვის შედეგად მიყენებულ ზარალს დიდი იქნება. დავალება მიღებული აქვთ მუნიციპალიტეტებს და მდგომარეობა შესწავლილი იქნება“.
„ ამ ჯგუფში შედის როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოს დაცვისა და შს სამინისტრები. ასევე, სტიქიის მართვის ხელმძღვანელი ნინო ჯანელიძეც ჩართულია და მოხდება როგორც ზარალის შესწავლა, ასევე დაიგეგმება პრევენციული ღონისძიებები რომ ამ დღეებში მოსალოდნელი უამინდობის შედეგები მაქსიმალურად იქნეს აცილებული“.
მინისტრის განცხადებით, აჭარის მთავრობას დამატებითი ტექნიკითაც დაეხმარებიან. მთავრობის წარმომადგენლებმა, ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოების გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს.
გარემოსადა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 24-25 სექტემბერს კიდევ უნდა ველოდეთ წვიმებს:
„ამიტომ, ყველა შესაბამისი სტრუქტურა მობილიზებული. თბილისიდან ჩამოსული არიან ჰიდროლოგები და გეოლოგები რომ ადგილობრივ სპეციალისტებს დაეხმარონ იმ პრობლემური წერტილების შესწავლაში, რამაც მდინარეების ადიდება და მეწყერების დაძვრა გამოწივია“.
მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, სტიის გამომწვევი მიზეზები ორ დღეში იქნება დადგენილი.
გიორგი მარგველაშვილი, ბათუმის შემდეგ ქობულეთი სოფელ ხალაში აპირებს გამგზავრებას, სადაც ასევე ძლიერი წვიმების შემდეგ განვითარებულ მეწყრულ პროცესებს და მის შედეგებს გაეცნობა.
„როგორც ქალაქის დატბორვის, ასევე მეწყერების განვითარების მიზეზებს სწავლობს აჭარის ხელისუფლება. აქ იმიტომ მოვედით რომ მხარში ამოვუდგეთ აჭარის მთავრობას, აგრეთვე იმისთვის რომ გვენახა, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და ბუნებრივია დაზარალებული მოქალაქეც მოვინახულეთ. ის არის უაღრესად მადლობელი იმ მაშველის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა და მედ-პერსონალის რომელიც ყურადღებით მუშაობს მასთან“-განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, სტიქია, ეს არის საერთო პრობლემა, რომელსაც მთავრობა ერთობლივი მუშაობით უნდა გაუმკლავდეს.
საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ სექციაში გასცა და კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები გამოავლინა.
BIAFF საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (რომან ბალაიანი, ალისა სიმონი, პაველ ივანოვი, მიხაილ სტამბოლციანი და ზაზა ურუშაძე) შემდეგი პრიზები გასცა:
გრანპრი – „ფრენკი“, ლენი აბრაჰამსონი, გაერთიანებული სამეფო/ირლანდია, 2014
ჟიურის სპეციალური პრიზი- „პატარძლები“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი, 2014
საუკეთესო რეჟისურა – ივან ი. ტვერდოვსკი, „გამოსასწორებელი კლასი“, რუსეთი/გერმანია, 2014
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ირფან ხანი – „ლანჩბოქსი“, ინდოეთი/საფრანგეთი/გერმანია/აშშ, 2013
საუკეთესო მსახიობი ქალი – სილვი მარინკოვიჩი – „განკურნება“, შვეიცარია/ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა,2014
BIAFF 2014-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსისსექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (ანდრიუს სტონისი, პაველ ლოზინსკი, ულვი მეტი, მიროლ იუბვუსკოვიჩი და ანა ძიაპშიპა) შემდეგი პრიზები გასცა:
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „მაიდანი“, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/ნიდერლანდი, 2014
სპეციალური პრიზი – „აგვისტოს მოლოდინში“, თეოდორა მიჰაი, ბელგია/რუმინეთი, 2014
„10 ათასი ლარის ზარალი იქნება, ელექტროობა დაზიანდა ძირითადად. მერიას არ ვიცი მივმართავ თუ არა კომპენსაციისთვის, მაგრამ საგადასახადოს მივმართე უკვე“- აცხადებს ზაზა მახარაძე.
ელექტრო საქონელი დაუზიანდა მაღაზია „საუკუნის ნათებას“ მფლობელებსაც.
„15-20 ათასი ლარის ზარალი იქნება. ჯერ ვითვლით კიდევ ზარალს, სრული სურათი ერთ-ორ დღეში იქნება“- ამბობს ზაურ ცინცაძე.
მალხაზ დუმბაძის მაღაზიაც პუშკინის ქუჩაზეა. მეპატრონე, წინასწარი დათვლებით, ამბობს, რომ დაახლოებით შვიდასი ლარის ზარალი მიადგა: „შპაკლი“ და კიდევ სხვა სარემონტო მასალებია დაზიანებული, ალბათ მივმართავ მერიას კომპენსაციისთვის, ჯერ არ გადამიწყვეტია“- ამბობს ის.
რამდენიმე მაღაზიაში დაზიანდა კომპიუტერები, საოჯახო ტექნიკა და განათებისთვის საჭირო მასალები.
„პროცესორები გამოვიდა წყობიდან ვალუტის ჯიხურში, გვერდით მაღაზიაში კი ელექტრო საქონელი გაფუჭდა. ათი ათას ლარამდე იქნება ზარალი“- ამბობს მაღაზიის მეპატრონე და წყლისგან დაზიანებულ ნივთებს ტომრებში ყრის.
სახანძრო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, მალაზონიას ქუჩაზე თითქმის ყველა სახლშია წყალი შესული:
„მალაზონიას ქუჩაზე ამ დრომდე მუშაობენ ჩვენი ჯგუფები, ჯერ კიდევ მთელს ქუჩაზე დგას წყალი. ვფიქრობთ, სადღაც საათნახევარში მოვახერხებთ წყლის მთლიანად ამოტუმბვას, ჩვენთან ერთად სამუშაოებში „წყალკანალის“ სატუმბი საშუალებებია ჩართული. ასევე გვეხმარებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენიტის მაშველები“ – ამბობს ხუსეინ სირაბიძე.
ზარალს მალაზონიას ქუჩაზე მერიის სპეციალური სამსახურები ითვლიან. ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი.
ბატონო ბაგრატ, წვიმამ ყველაზე მეტად ქალაქის რომელი ქუჩები დააზიანა?
ძლიერი წვიმის დროს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ჭაობისა და ბონი-გოროდოკის დასახლება, ლერმონტოვის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა. ნაწილობრივ დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩის ნაწილი, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩის კვეთა. ძირითადად ეს უბნები დაზიანდა.
რა ქმნის ქალაქში დატბორვის პრობლემას უხვი ნალექის დროს? წლებია გვესმის, რომ მილიონობით ლარი იხარჯება ქალაქის სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია…
წყლის ძირითადი ნაკადი მოდიოდა ჭაობის უბნიდან. ჭაობის დასახლება არის დატბორვის ერთი-ერთი წყარო, საიდანაც მერე უკვე იტბორება ქალაქი. ჭაობის დასახლებაში არ გვაქვს გამართული საკანალიზაციო სისტემა.
ამჟამად შემუშავებული გვაქვს ამ დასახლების საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი. ვიწყებთ უკვე მშენებლობას. პროექტი დამტკიცებულია, შესაბამისად გამოვლენილია გამარჯვებული ფირმა, ეს არის გერმანული სამშენებლო კომპანია და გამოყოფილია თანხა. გერმანიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ხდება მისი განხორციელება, 17 მილიონი ევროა გამოყოფილი იმისათვის, რომ მოწესრიგდეს ჭაობის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა მთლიანად. წელს უკვე დავიწყებთ საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას გადაუჭრის ბათუმს. საუკუნის პროექტი შეიძლება ეწოდოს ამ პროექტის განხორციელებას ჟილინის არხთან ერთად.
ასეთი ნალექი ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა. წყლის მასა ვერ დაიტია სანიაღვრე სისტემამ, მაგრამ ეს პრობლემაც გადაიჭრება. პროექტი გვაქვს, ბათუმში ორ ადგილას მოეწყობა სატუმბი სადგურები. ამ სადგურებიდან, რომლებიც სანიაღვრე სისტემასთან იქნება მიერთებული, მოხდება გადატუმბვა ზღვაში, დაახლოებით 900 მეტრი სიგრძის მილები ჩავა ზღვაში. რაც არ უნდა ძლიერი წვიმა მოვიდეს, სანიაღვრე არხები შეძლებენ წყლის მასის გატარებას და პრობლემა არ შეიქმნება.
როდის, რომელი წლიდან გადაიჭრება ეს პრობლემა?
პროექტის განხორციელება წელს დაიწყება და 2015 წლის ბოლომდე დასრულდება.
რა სამუშაოების განხორციელებას გეგმავთ იმისათვის, რომ შემდეგში მსგავსი სიტუაცია არ შეიქმნას? სანამ სისტემა არ მოწესრიგდება, მანამდე მსგავსი სიტუაცია იქნება ქალაქში?
ასეთი უხვი ნალექისაგან არავინ არის დაზღვეული. ევროპაშიც მთელი ქალაქები იტბორება. ერთადერთი გამოსავალი არის ამ ორი პროექტის განხორციელება. ეს ორი პროექტი, რომლებზეც ვისაუბრე, არის გარანტი, რომ ბათუმი აღარ დაიტბორება. სხვა რა უნდა გავაკეთოთ.
რა სამუშაოები ჩატარდა დატბორილი ქუჩებიდან წყლის ამოსატუმბად?
მობილიზებული იყო მერიის მთელი სამსახურები, კეთილმოწყობის, წყალკანალის და სხვა სამსახურები. ვწმენდდით. ნიაღვარივით მოდიოდა წყალი და სანიაღვრე სისტემები შეავსო. ზღვასთან, სადაც სანიაღვრე სისტემა ჩაედინებოდა, შტორმი დაფიქსირდა. იმისათვის, რომ მაქსიმალური გამტარიანობა უზრუნველყოს სისტემამ, მიმდინარეობს სამუშაოები. იწმინდება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა. შესაბამისი ტექნიკა არის ზღვის პირას მობილიზებული, სანიაღვრე არხები ყოველ წუთას იწმინდება, რომ ჭაობიდან წამოსული წყალი ზღვაში ჩავიდეს შეუფერხებლად.
გვაქვს წყლის საქაჩები, ე.წ. პომპები იმისათვის, რომ სარდაფებიდან წყალი ამოვქაჩოთ, მაგრამ ვერ ვქაჩავთ, რადგან ქუჩებში წყალი დგას. ქუჩები თუ არ გაიწმინდა, სარდაფიდან წყლის ამოქაჩვას აზრი არ აქვს. ველოდებით, როგორც კი წყლის დონე დაიწევს, მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და ამოვტუმბავთ წყალს სარდაფებიდან, დავეხმარებით მოსახლეობას.
თუ არის ცნობილი რა ოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ ბათუმს?
იმდენად მასშტაბური სტიქია იყო, ზარალის დათვლა ჯერ არის ძალიან ადრე. ჯერ უნდა დავამთავროთ სამუშაოები, ქუჩები უნდა გაიწმინდოს წყლისგან და მერე დავიწყებთ ზარალის დათვლას, აღრიცხვას, მონიტორინგს. შეიქმნება კომისია, რომელიც დაითვლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება გავცეთ კომპენსაციები.
სტიქიური უბედურების შემთხვევაში, როგორიცაა: სეტყვა, ყინვა და ასე შემდეგ, სადაზღვევო კომპანია იქნება გარანტი, რომ გლეხს სრულად აუნაზღაურდეს გაფუჭებული პროდუქცია. „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ 10 წელზე მეტია მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით და ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ყველა ფერმერი იყოს დაცული. ერთი ტონა მანდარინის დაზღვევა ფერმერს მხოლოდ 2,4 ლარი დაუჯდება. აგროდაზღვევის მოქმედების ვადა 10 დეკემბრამდეა. თუ ვინმე იმის დაპირებას იძლევა, რომ 10 დეკემბრის შემდეგ მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ, ოსახლეობამ წინასწარ იცოდეს, რომ ეს თაღლითობაა.
ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი დიმიტრი ძირტკბილაშვილი და კომპანიის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსი ნინო ფაცია
როგორმოხდებაზარალისშეფასებადაკომპენსაციისგაცემა?
მხოლოდ გასულ წელს ჩვენ 400 000-ზე მეტი ლარი გვაქვს გაცემული კომპენსაციის სახით კახეთის რეგიონში. ასეულობით ფერმერი ჩვენი კომპანიის მადლიერია, რადგან დროულად ავანაზღაურეთ თანხა და დიდ ფინანსურ ზარალს გადავარჩინეთ. სწორედ ეს არის დაზღვევის არსი – სტიქიური მოვლენისგან თავს ვერ დაიზღვევ, მაგრამ ფერმერი დაზღვევით მიიღებს კომპენსაციას, თუკი მოსავალი ამ სტიქიური ოვლენის გამო გაფუჭდა. როგორც კი ვიღებთ შეტყობინებას ფერმერისგან, ჩვენი ექსპერტი იმავე დღეს გადის ადგილზე და აფასებს ზარალის მოცულობას. ყველაფერს აღვბეჭდავთ დოკუმენტურად და საბუთების აფორმების შემდეგ, 15 დღის ვადაში, გავცემთ კომპენსაციას.
რამდენადშეფასდებაესათუისკულტურა, მაგალითად, თუკიმანდარინიგაეყინაგლეხს, რამდენსგადაუხდით?
თითოეული კულტურა არის შეფასებული სახელმწიფოს არსებული საბაზრო ფასებით და ჩვენც ამით ვხელმძღვანელობთ. მაგალითად, ერთ კილოგრამ მანდარინს ვაზღვევთ 49 თეთრად, ერთ კილოგრამ ლიმონს და კივს – 96 თეთრად. ძარალის დროსაც ამ ფასებით ვიხელმძღვანელებთ. ფერმერთა გარკვეულ ჯგუფს არ მოსწონს ის, რომ დაზღვევის პერიოდი 10 დეკემბერს იწურება, მაგრამ აგროდაზღვევის პირობები შეთანხმებულია და დადგენილია სახელმწიფოს მიერ, ისევე როგორც განფასების ტარიფები. თითოეულ კულტურაზე არის დადგენილი ასევე ვადები, ვინაიდან ყველაფერს აქვს თავისი წესი. მანდარინის აღება 10 დეკემბერს უკვე დასრულებული უნდა იყოს – ამ წესს მისდევს ფერმერების 99%. ძირითადად კი ნოემბრის ბოლოს უკვე აღებულია მოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუზომლად იზრდება,მაგალითად, მოყინვის რისკი და ამ რისკს არც ერ- თი სადაზღვევო კომპანია არ აიღებს თავის თავზე.
როგორხდებასადაზღვევოპოლისისგაფორმება?
პოლისის გაფორმება მარტივი პროცედურაა. ჩვენ განაცხადები უკვე შემოგვდის და რამდენიმე ათასი ფერმერი დაინტერესდა ჩვენი დაზღვევით. ადგილზე ხდება განაცხადის შევსება, ფართობების ზუსტი დადგენა, განაცხადის შევსებაში ეხმარებიან ჩვენი წარმომადგენლებიც, რომლებიც თითქმისყველა სოფელში გვყავს.
ფერმერი როცა ფიქრობს დაზღვევაზე, მან ორი პრიორიტეტით უნდა აირჩიოს დამზღვევი კომპანია – ეს არის გამოცდილება და რეპუტაცია, „ჯიპიაი ჰოლდინგს’’ აქვს რეპუტაცია და დიდი გამოცდილებაც. ციტრუსის დაზღვევის პროგრამაში ისე- თი კომპანიები მონაწილეობენ, რომლებმაც ახლა, ამ პროექტის გამო, დაიწყეს აგროდაზღვევა და მანამდე ერთი ზარალიც არ აქვთ ანაზღაურებული ფერმერისთვის. „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ კი უკვე 10 წელზე მეტია ამ მიმართულებით ემსახურება გლეხებს საქართველოს ყველა რეგიონში – განსაკუთრებით კახეთსა და ქართლში და დღემდე 1 მილიონამდე ლარი აქვს ანაზღაურებული ფერმერებისთვის სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალისთვის. გვაქვს ასევე მეცხოველეობის დაზღვევაც. გურიის რეგიონში ჩვენს კომპანიას კარგად იცნობენ, რადგან ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც აქ საქმიანობა დაიწყო წლების წინ. ასევე ჩვენ გვყავს კომპეტენტური კადრები, რომლებიც თითქმის ყველა სოფელში მუშაობენ. Iსინი მაქსიმალურად ცდილობენ სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია და დაეხმარონ განაცხადის შევსებასა და დაზღვევის მიღებაში გლეხებს.
მაქსიმალურად ვცდილობთ შევისწავლოთ ჩვენი დაზღვეულებისა და პოტენციური დაზღვეულების სურვილები. ჩვენ მარტო აგროდაზღვევის კუთხით არ ვთანამშრომლობთ ხალხთან, მანამდე სხვადასხვა სოციალური პროგრამა გვქონდა, მაგალითად, უმწეოთა დაზღვევის პროგრამა, რითაც ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტში. მე, პირადად, თითქმის ყველა სოფელი მაქვს შემოვლილი და მოსახლეობასაც ვიცნობთ. ყოველღიურად ვმართავთ შეხვედრებს ოსახლეობასთან. კვირაში ერთხელ მაინც კი მაღალმთიან რაიონში ავდივართ. ვხვდებით როგორც მოსახლეობას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იქ მუშაობენ.
ძირითადად მთელს საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევას აკეთებენ, ესაა: კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა, ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ბინების დაზღვევა და ასე შემდეგ. წელს მოსახლეობასთან ციტრუსის დაზღვევის ფარგლებში შეხვედრისას გურიასა და აჭარაში პრიორიტეტად თხილის დაზღვევა გამოიკვეთა.
როგორითვალისწინებთმათმოთხოვნებს?
პირველ რიგში, მოთხოვნას გადავცემთ სათავო ოფისს, რომელიც სწავლობს, თუ რა პირობით შეგვიძლია ჩვენ ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება. კომპანიის ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში და მომავალ წელს შესაძლებელია თხილის დაზღვევაც შევთავაზოთ ფერმერებს. რაც შეეხება სხვა პროდუქტს, აჭარაში ხეხილის დიდი პლანტაციები არ არის, მაგრამ თუ მოთხოვნა წამოიჭრა, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია მითუმეტეს, რომ გვაქვს გამოცდილება, ქართლში სწორედ ხეხილს ვაზღვევთ.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2001 წელს დაარსდა. 2006 წლიდან ის ევროპის ერთერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, ,,ვენის სადაზღვევო ჯგუფის’’ წევრია _ ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა. „ჯიპიაი ჰოლდინგმა~ საქართველოში პირველმა გამოიტანა ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა, ასევე დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და საკრედიტო შენატანების დაზღვევა. დღესდღეობით კომპანიის კლიენტები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები, უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიები, ნავთობკომპანიები და რამდენიმე ასეული საშუალო და მცირე ზომის ბიზნესორგანიზაცია. 2013 წლის მონაცემებით „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და მის 23%-ს აკონტროლებს. „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ 13 წლის მანძილზე ოთხჯერ დასახელდა საუკეთესო კომპანიად, ორჯერ კი „ოქროს ბრენდის’’ სტატუსი მიანიჭეს.
პრესსამსახურის ცნობით დენის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც ქვესადგურებში წყლის დონე დაიწევს, აბონენტები ეტაპობრივად ჩაირთვება.
“ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას წყლის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღუდგება. დაზიანებული იყო მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორში შემავალი გადამცემი ხაზი, რომელიც შეკეთდა და შესაძლებელია მეჯინისწყლის რეზერვუარის წყლით მომარაგება, რის შემდეგაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება. წყალთან დაკავშირებით პრობლემებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც, რომელიც ხვალიდან – ამინდის გაუმჯობესებისთანავე დასტაბილურდება.
რაც შეეხება ინფრაქსტრუქტურასა დ გზებს – ხვალიდან დაიწყება მეწყერის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და დათვლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისათვის დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები – გაწმენდილია,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით სწრაფი რეაგირების ჯგუფები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ . საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტი, შსს-ს სამაშველო დეპარტამენტი, სამაშველო სააგენტო, საპატრულო სამსახურები, პოლიციის დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
მთავრობაში შექმნილიაა საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამონიტორინგებს. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ და პროდიუსერმა ირმა ზოიძემ დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპი საგამოძიებო ფილმში – „უმაღლესი კომფორტით.“
საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორმა და პროდიუსერმა რამდენიმე ეპიზოდში დაარღიეს ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები არ დაურღვევიათ.
“ჟურნალისტური ეთიკის და სტანდარტების დასაცავად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეთიკური ქარტიის არსებობა. თუკი საზოგადოების რომელიმე წევრი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელი მიმართავს ამ ქარტიას თუნდაც ჩემ წინააღმდეგ, აბსოლუტურად ჯანსაღი და მისაღებია.
ფაქტი ისაა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ ჟურნალისტებთან ურთიერთობა. იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ, რაც ჩემთან ჰქონდა მედეა ვასაძეს, როცა ის თავს დამესხა, ზუსტად ამის შემდეგ იყო ამ საქმის განხილვა ჩემთვის აბსურდული. დეპუტატმა დღესაც ცილი დაგვწამა და დღესაც არაერთხელ იცრუა ქარტიის საბჭოს სხდომაზე. „აბსურდი“ იმიტომ, რომ „მედეა ვასაძეები“ ამის შემდეგ იგივე გზას არჩევენ ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს.
ჟურნალისტები კი მეტად ფრთხილად ვიქნებით, რომ არ დავუშვათ ისეთი შეცდომა, როგორიცაა, მაგალითად, რომელი მარკის მანქანა ემსახურება მედეა ვასაძეს – მიცუბიში თუ სედანი,” – ამბობს ჯაბა ანანიძე.
განმცხადებელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ და პროდიუსერმა ირმა ზოიძემ დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპი საგამოძიებო ფილმში – „უმაღლესი კომფორტით.“
საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორმა და პროდიუსერმა რამდენიმე ეპიზოდში დაარღიეს ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები არ დაურღვევიათ.
როგორც “ბათუმელებს” “ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურში განუცხადეს ქვესადგურებში წყალია მომატებული, რის გამოც აბონენტთა ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ ხერხდება.
“ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურის ცნობით “ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება, როგორც კი ქვესადგურში წყალი დაიკლებს”.
ბათუმში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. წვიმის გამო დატბორილია ქუჩები. მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა წყლის მიწოდებაც.
„ტაქხი +” – ში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მგზავრებს დღეს ვეღარ მოემსახურებიან, რადგან ქუჩები დატბორილია და ავტომანქანები დაზიანდა. იგივეს ამბებენ კომპანია „ტაქსი 2″-ში, „ქუჩები დატბორილია და ჯერ-ჯერობით ვერ ვმუშაობთ“ – განმარტა „ტაქსი 2-“ის ოპერატორმა.
„ბათუმელებმა“ სხვა კომპანიებთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა მობილური ტელეფონები გამორთულია, ან არ პასუხობენ.
რაც შეეხება ელექტრო ენერგიის მიწოდებას, ქობულეთს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტრო ენერგია; ბათუმში გათიშულია 7 000 აბონენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დენი არ მიეწოდება 1790 აბონენტს. გადაუღებელი წვიმების გამო ვერ ხერხდება სამუშაო ჯგუფების მიერ შესაბამისი სამუშაოების შესრულება. გამოდარებისთანავე სპეციალისტების დაიწყებენ ელ ენერგიის ჩართვას.
ამ დროისათვის ბათუმში წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს – ე.წ ბენზეს, ბონის, გოროდოკის და ბარცხანის დასახლებებს. წყლის სათავე-ნაგებობებში წყალი ამღვრეულია და სარეზერვო ფონდიდან წყლით მარაგდება ქალაქის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი.
წყალთან დაკავშირებით პრობლემებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ახალშენში დაზიანდა წყლის მილები და წყალი არ მიეწოდება თემის გარკვეულ ნაწილს. წყლის მიწოდება დასტაბილურდება ამინდის ამინდის გაუმჯობესებისთანავე.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქ. ბათუმის ჭაობისა, ბონი-გოროდოკის, აღამაშენებლისა და მახინჯაურის დასახლებებში მდებარე საცხოვრებელი სახლები, ასევე დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები.
გამოდარებისთანავე მოხდება ქალაქის ქუჩების და სახლების სარდაფების წყლისგან გათავისუფლება.
გუშინ დაფიქსირდა მეწყერული მოვლენებიც. ბათუმში მთისძირის ქუჩაზე მეწყერმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაგრამ სამაშველო სამსახურის მიერ დროულად მოხდა მისი გამოყვანა.
ქობულეთში, სოფელ ხალაში მეწყერი ჩამოწვა და ქარცივაძეების ოჯახში სახლის კედელი დააზიანა, ოჯახი დროებით ნათესავებთან არის გადაყვანილი.
ხელვაჩაურში, ზედა სამებაში, მეშვიდე რაიონსა და ჩაქვისთავში გზაზე ჩამოწვა მეწყერი, ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩაისუბანში ხიდია ჩავარდნილი და ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა.
მძიმე ვითარებაა ორთაბათუმის თემში, ახალშენში, მახინჯაურსა და სარფში. წყალი შეუვარდა მოსახლეობას, იყო მეწყერული მოვლენები. გზა არის გადაკეტილი ახალშენში ე.წ. ტაშხანას მიმართულებით, მუნიციპალიტეტის ტექნიკა მობილიზებულია და გზა იწმინდება.
რეგიონის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულება შეუფერხებლად ფუნქციონირებს. არ არის დაზიანებული არც ერთი სკოლა, შესაბამისად, ხვლიდან ყველა მათგანში განახლდება სწვლის პროცესი.
სწრაფი რეაგირების ჯგუფები ბათუმსა და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ამჟამადაც მობილიზებულია ქ. ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტი, შსს-ს სამაშველო დეპარტამენტი, სამაშველო სააგენტო, საპატრულო სამსახურები, პოლიციის დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
მთავრობაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და დაითვლის ზარალს. ასევე ბათუმის მერიასა და მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი 27 20 01, 27 26 06, 27 26 25. აქ შემოსულ ზარებზეც მოხდება დროული რეაგირება.
ხახულის ქუჩაზე #50 ორსართულიან კერძო სახლში სამი ოჯახს წუხელ გვიან ღამით წყალი შეუვარდა. ისინი პირველ სართულზე გირაოთი ცხოვრობენ. ჯახმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოასწრო.
ხახულის ქუჩაზე სახცოვრებელი სახლები მდინარის პირას მდებარეობს.
„ამ მდინარეს ყოველწელს წმენდენ. მაგრამ წელს არ გაუსუფთავებიათ, რომ ყოფილიყო გაწმენდილი ასე არ დაიტბორებოდა სახლი“ – ამბობს ხახულის #50-ში მხოვრები ზაურ გობაძე.
როგორც “ბათუმელებს” აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, დღეს სრული დატვირთვით მუშაობენ, მოსახლეობა სამაშველო სამსახურს სახლში შესული წყლის ამოტუმბვას სთხოვს.
“ისეთი შემთხვევაც გვქონდა, რომ ერთ ადგილას სამჯერ გამოგვიძახეს, მაგრამ სანამ არ გამოიდარებს, მუშაობას აზრი არა აქვს, რადგან წყალი ისევ დგება. დატბორილია ქუჩები ჭაობში, ავტოსადგურისა და ფარეხის მიმდებარე ტერიტორია.”
როგორც “ბათუმელებს” აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, დღეს სრული დატვირთვით მუშაობენ, მოსახლეობა სამაშველო სამსახურს სახლში შესული წყლის ამოტუმბვას სთხოვს.
“ისეთი შემთხვევაც გვქონდა, რომ ერთ ადგილას სამჯერ გამოგვიძახეს, მაგრამ სანამ არ გამოიდარებს, მუშაობას აზრი არა აქვს, რადგან წყალი ისევ დგება. დატბორილია ქუჩები ჭაობში, ავტოსადგურისა და ფარეხის მიმდებარე ტერიტორია.”
მამუკა თურმანიძის თქმით, მსხვერპლი ან სხეულის დაზიანების შემთხვევა არ არის.
ქოხებში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც საკუთარ თავს ეკომიგრანტებს უწოდებენ და უკვე მეორე წელია მთავრობის დახმარებას ელიან. ქოხების ერთი ნაწილი ახლა წყალში დგას, ზოგიერთ ქოხში წყალი შევიდა და საწოლები და ნივთები დაასველა, აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ წყალი ჭერიდან და ფარღალალა ქოხების კედლებიდანაც აღწევს. „ოცნების ქალაქის“ ბევრ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.
დღეს დატბორილ „ოცნების ქალაქში“ მთავრობიდან არავინ გამოჩენილა. აქ კითხვას, დღეს დაინტერესდა თუ არა მთავრობა მათი მდგომარეობით, პასუხობენ, რომ მთავრობა არ გამოჩენილა, მაგრამ ჟურნალისტები იყვნენ სხვა და სხვა ტელევიზიებიდან.
ბათუმში დილიდან კოკისპირულად წვიმს, დღეს 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
“ძლიერი წვიმის გამო წყალში ჩარჩენილია მანქანები და ქობულეთის სამაშველოს ბუქსირით გამოჰყავს მშრალ ადგილებზე. დამატებით კიდევ ერთი ჯგუფი დაემატა. ადგილზე მუშაობენ ჩაქვის პოლიციის პიკაპები და ვეცდებით უახლოეს ხანში გავხსნათ მოძრაობა,” – ამბობს მამუკა თურმანიძე.
მისივე თქმით დღეს ბათუმში 4 ბალიანი შტორმს ელოდებიან.
“რიგ ადგილებში, გონიოსა და მწვანე კონცხზე, ოთხ ბალზე მეტი შეიძლება დაფიქსირდეს. მთელს სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. ცურაობა აკრძალულია. მებადურებმაც თავი უნდა შეიკავონ თევზაობისგან. ბათუმის იახტკლუბი უფასოდ დავუთმემ ყველა მცურავ საშუალებას, რომელიც იმყოფებიან ღია ზღვაში,” – ამბობს მამუკა თურმანიძე.
სხვა პატიმრები კი ქუთაისში გადაჰყავთ. ამის პარალელურად ბათუმში პატიმრები რუსთავის#6 საპყრობილედან გადმოიყვანეს, კჲთხვაზე, რატომ გადმოიყვანეს პატიმრები ბათუმში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, #6 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა სხვადასხვა დაწესებულებებში გადანაწილება განპირობებულია მოცემულ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დაწყებით.”
სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის მესამე დაწესებულებაში შევსებულია საკარანტინო და საპატიმრო ადგილები, ხოლო თავისუფლება აღკვეთილის მსჯავრდებულების მიღება შესაძლებელია.
„კარგი ხარისხის კონტენტის შექმნა, აი ეს არის მთავარი გამოწვევა და სწორედ ამას უკავშირდება სხვა ყველაფერი,“ – ამბობს ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.
მისივე თქმით უკვე მესამე წელია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ჩატარებული მედია კონფერენცია ჟურნალისტებს აძლევს განსაკუთრებულ ცოდნას.
„იმიტომ რომ ეს არის ცოდნა რომელიც გროვდება ადგილზე, რომელიც გროვდება პრაქტიკულად განხორციელებული საქმიდან გამომდინარე. ახლა ვუსმენდი ჩემი კოლეგების გამოსვლას ონლაინ პრესიდან და ეს არის ძალიან ზუსტი აქცენტები იმის შესახებ, თუ სად არის პრობლემა, სად არის მეტი სიახლე. ამიტომ ეს ცოდნა აღარ იკარგება არსად, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენს საკუთარ განვითარებაზე ავსახოთ,“ -ამბობს ნათია.
„ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ არის ის ორგანიზაცია რომელზეც თამამდ შემიძლია ვთქვა რომ გადაარჩინა ქართული მედია. გადაარჩინა იმ დროს როდესაც ძალიან ძნელი იყო როგორც დაფინანსების მოპოვება კარგი საქმის გასაკეთებლად, ასევე ძალიან ძნელი იყო პროფესიული კუთხით კარგი საქმეების კეთება, რასაც სერიოზული რესურსი უნდოდა. ასევე სერიოზული რესურსი უნდოდა იმ ნოვაციებს რომელიც წლების განმავლობაში ინერგებოდა ქართულ მედიაში და ეს ფონდი იყო მართლა ნომერი პირველი ქართული მედიის მხარდაჭერის კუთხით. განსაკუთრებით რეგიონულ მედიას ვგულისხმობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ჟურნალისტი ია ანთაძე.
კონფერენციის მეორე ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს, ამჟამად არსებულ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
კონფერენციის მესამე ნაწილი ახალ მედიას შეეხება. დღესვე დაგეგმილია სტუდენტთა მიერ შექმნილი ჟურნალისტური პროექტების პრეზენტაცია. დასკვნით ნაწილში კი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მომზადებული გამოცემებისა და სასწავლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.
კვამე ენტონი აპია თანამედროვე, პოპულარული ფილოსოფოსია.
წიგნის ავტორმა ამ ნაშრომით სრულიად ახლებურად წარმოაჩინა ადამიანის ბუნება და ის სოციალური რეფორმები, რომელთა შესახებაც ყველას სმენია. წიგნის კითხვისას, მკითხველი ერთდროულად ისტორიაშიც იმოგზაურებს და ფილოსოფიური თვალითაც შეხედავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: დუელი, მონობა, მკვლელობები. ავტორის აზრით, ბოლო საუკუნეში მომხდარი დემოკრატიული ცვლილებები არათუ კანონის მეშვეობით მოხდა, არამედ ამ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა სწორედ ადამიანური ღირსება იყო.
წიგნის პრეზენტაცია “წიგნები ბათუმში” 18:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. ყველა სტუმარი წიგნს საჩუქრად მიიღებს.
არადა, ეს ის წიგნია, რომელსაც არა ჰიპოთეტურად, არამედ ნამდვილად შეუძლია, ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. წიგნი, რომელიც დაიწერა ბავშვებისთვის და იმ დიდებისთვის, რომლებსაც თავიანთი ბავშვობის რაღაც ნაწილი არ დაუკარგავთ. ემოციური, ლირიკული, ლამაზი ამბავი უდაბნოში გზადაკარგული მფრინავისა და ციდან ჩამოვარდნილი პატარა ბიჭისა, უცნაური მეგობრობის ისტორია, ორი ადამიანის კავშირი, რომლებმაც ერთმანეთს ბევრი რამ ასწავლეს.
„პატარა პრინცის“ გმირებს საინტერესო პროტოტიპები ჰყავთ. წიგნი მძიმე პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დაწერა დაწერა ეკზიუპერიმ, რასაკვირველია, გვერდი ვერ აუარა ფაშიზმის თემას. სწორედ ნაცისტები გამოიყვანა ბაობაბების სახით, იმ უზარმაზარი ხეებისა, რომლებიც მის პატარა პლანეტას შთანთქმას უპირებენ.
საინტერესოა, რომ პრინცის შეყვარებული, ჭირვეული და ლამაზი ვარდი, რომელსაც გამოექცა უფლისწული თავისი პატარა პლანეტიდან, ეკზიუპერის მეუღლე კონსუელოა, რომელთანაც მწერალს დრამატული ურთიერთობა ჰქონდა. ცოლ-ქმარი ვერაფრით უგებდა ერთმანეთს, თუმცა ანტუანს ძალიან უყვარდა ქალი. სწორედ მათი ურთიერთობების, ოჯახური ცხოვრების, ღალატის ანატომიაა პრინცისა და მელიის საუბრები ვარდის შესახებ.
ადრე ფიქრობდნენ, რომ პატარა პრინცი ქრისტეს სიმბოლიზებას ახდენდა, მისი უცოდველობიდან, ციდან ჩამოვარდნილობიდან და ბატკნიდან გამომდინარე. ქრისტიანობაში ხომ ცხვარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. პატარა პრინციც სწორედ ცხვრის დახატვას სთხოვს ეკზიუპერის. მაგრამ ავტორმა ამ ვარაუდებს ბოლო მოუღო და თქვა, რომ პატარა პრინცი სხვა არავინაა, თუ არა თავად ეკზიუპერი.
საოცარია, რომ ეკზიუპერის სიკვდილი საოცრად დაემსგავსა პატარა პრინცის გამგზავრებას თავის პლანეტაზე. სამხედრო მფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე დაიკარგა, უბრალოდ აორთქლდა ისე, რომ მისი სხეულის ნაწილსაც კი ვერ მიაგნეს.
ამ ლამაზ, სევდიან, ადამიანურ ამბავს ნამდვილად შეუძლია ყველაზე მოკლე გზით მივიდეს მკითხველის გულამდე. ალბათ, მიზანიც ესაა, იმის შეხსენება, რაც ბავშვობაში ძალიან კარგად ვიცოდით, მერე კი დავბრძენდით და დაგვავიწყდა. მერე სპილო ქუდად გადაიქცა, ჩვენ მეტისმეტად ბევრი რამ ვისწავლეთ, ანგარიშებში ჩავეფალით და ცაში ყურება დაგვავიწყდა.
– ბატონო დავით, რამდენად მომზადებული შეხვდით ახალ სეზონს და როგორ შეაფასებთ ჩატარებულ ოთხ თამაშს?
– პირველ რიგში რაგბის ყველა გულშემატკივარს მივულოცავ ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის დაწყებას, განსაკუთრებით ბათუმის გულშემატკივარს. ოთხივე თამაში ისე დავამთავრეთ, ბიჭები რომ გამოდიოდნენ, გეგონებოდა ერთ თამაშს კიდევ ითამაშებენო. არ გადავღლილვართ და არც ფიზიკურად დავუჩაგრივართ რომელიმე გუნდს. „არმიასთან“ და „ლელოსთან“ წაგება ჩვენი მწვრთნელების ბრალი იყო, ვიდრე მოთამაშეების. ვერ გავთვალეთ მწვრთნელებმა და პირველ და მეორე თამაშს ცოტა მოუმზადებელი შევხვდით. ჩვენ რომ გვინდოდა, ისე გეგმიურად ვერ მოვახერხეთ ვარჯიშების დალაგება, ბიჭების შეთამაშება. თან ტრანსფერი 29 ივლისს დაიკეტა და ბიჭები 27-28 ივლისს დავიმატეთ. „ლელოსთან“ 20:0 წავაგეთ, მაგრამ ვინც უყურებს ჩვენს თამაშებს იტყვის, რომ 20:0 წასაგები არ იყო, უბრალოდ ჯარიმებს აღარ ვურტყამდით კარში და ლელოზე ვთამაშობდით.
– გუნდში განხორციელდა ტრანსფერი, რა მიმართულებით გააძლიერეთ შემადგენლობა?
– 12 ახალდამატებული მოთამაშე გვყავს. მოთამაშეები მოვიყვანეთ „ჯიქებიდან“ „არმიიდან“, „ლოკომოტივიდან“, ქუთაისის „აიადან“. შერკინების პირველი ხაზიდან, ვინც გვინდოდა და ვიზეც ვაკეთებდით წლევანდელ სეზონში აქცენტს, ორი ბიჭი წავიდა. თორნიკე სულაბერიძემ მეზღვაურის პროფესია აირჩია, წარმატებებს ვუსურვებთ მას. ილია კაიკაციშვილი კი თბილისის „ჯიქებში“ გადავიდა. ხუთი ბიჭი „არმიიდან“ წამოვიყვანეთ, ერთწლიანი ხელშეკრულებებით.
გუნდიდან წავიდა ექვსი უცხოელი ლეგიონელიც. გვინდოდა ფრანგ რაგბისტს იოან შამულს გაეგრძელებინა ჩვენთან თამაში, თუმცა დაგვიგვიანდა მოლაპარაკება და ვერ შევთანხმდით პირობებზე. ამჟამად ის საფრანგეთში თამაშობს. მის მაგივრად ჩამოვიყვანეთ ორი მოთამაშე ალექსანდრე ზამბახიძე „ლოკომოტივიდან“ და ქუთაისის „აიას“ აღზრდილი ზურა თუთბერიძე. უკმაყოფილოები არ ვართ, ორივე ართმევს საკუთარ დავალებას თავს. პირველი წრის ბოლოს კი გვინდა, რომ გავძლიერდეთ, კონკრეტულად შერკინების პირველ ხაზში.
– აპირებთ იოან შამულის კვლავ ჩამოყვანას?
– არაფერია გამორიცხული, გააჩნია რა შედეგი გვექნება წლევანდელ სეზონში და როგორი გვექნება დაფინანსება.
– როგორია შეთამაშება და ხომ არ გაუჭირდათ ახალწვეულებს გუნდში ადაპტაცია?
– შეთამაშება გვაკლია, მაგრამ ყველა გამოცდილი მოთამაშეა და ადაპტაცია არ გასჭირვებიათ. საქმე გვაქვს პროფესიონალებთან, ყველა მუშაობს საკუთარ თავზე და იციან, რომ თუ ვერ გააკეთებენ ვერაფერს, სახელ და გვარს პატივს არ სცემს არავინ. მთავარია სპორტსმენი მზად იყოს ნებისმიერ დროს ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურადაც.
– როგორ ართმევთ თავს მთავარი მწვრთნელის ფუნქციას და თამაშსაც ერთდროულად?
– ოთხი მწვრთნელი ვართ: მე შეთავსებული მაქვს მთავარი მწვრთნელის პოზიცია, მყავს ასისტენტები. შერკინების პირველი ხაზის მწვრთნელია სერგო მოქია, ხაზის მწვრთნელად არის გიორგი ჩუბინიძე, ასევე ჩემი ასისტენტი და გუნდის კაპიტანია არჩილ ალიქაძე, რომელიც დიდ როლს თამაშობს გუნდის სწორ განვითარებაში.
ახალბედა მწვრთნელები ვართ და თამაშიდან თამაშამდე ჩვენც ვსწავლობთ. ვმუშაობთ ერთ გუნდად და როცა მე ვთამაშობ, იმავე ფუნქციას ეს ბიჭები ითავსებენ. როცა მოთამაშეებს ტრავმები აქვთ, ვცდილობ ჩემი თამაშით დავეხმარო გუნდს. სტადიონის პრობლემაც გვაქვს. „ლელოსთან“ როცა გვქონდა თამაში, იძულებულები ვიყავით ფოთის სტადიონი აგვეღო არენდით და იქ გვეთამაშა სახლის თამაში.
ინფრასტრუქტურა სანამ არ იქნება, ცოტა გაგვიჭირდება. გვპირდებიან, რომ გონიოში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მოედანს, სადაც დამონტაჟდება ტრიბუნები, მოეწყობა საშხაპე და გასახდელები.
– როცა თამაში ისე მთავრდება, რომ გუნდი ერთი ქულის მოპოვებასაც ვერ ახერხებს, როგორც მწვრთნელი, როგორ აძლევთ მოთამაშეებს სტიმულს?
– თამაშის ბოლოს ყველა ვსხდებით და ვლაპარაკობთ, ვუცვლით აზრებს ერთმანეთს და განვიხილავთ თამაშიდან თამაშამდე რა არის გამოსასწორებელი, რომელ კომპონენტში უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ და სადაც პრობლემაა, როგორ აღმოვფხვრათ. მერე მოვდივართ სტადიონზე და ვარჯიშში ვცდილობთ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი და მომდევნო თამაშის დროს ნაკლები შეცდომა დავუშვათ.
– მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე საფრანგეთში მყოფი ბათუმელი მორაგბე ირაკლი ნინიძე მოიაზრებოდა, რატომ არ არის დღეს ის კლუბის მწვრთნელი?
– ირაკლი ნინიძე 10 წელია საფრანგეთში იმყოფება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, კისრის მალებზე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, ამ გარემოებამ შეუშალა მის დაბრუნებას ხელი. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ შემომთავაზა შემეთავსებინა მთავარი მწვრთნელის ფუნქცია. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა. არც ველოდებოდი და არც მაგის ამბიცია მქონდა. არა აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა კარგი შედეგი ჰქონდეს ამ გუნდს, სამომავლოდ ჩვენ ველოდებით ირაკლი ნინიძეს, რომელმაც უცხოეთში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება უნდა ჩამოიტანოს აქ.
– რა ეტაპზე ხართ ახლა?
– ერთთვიანი წყვეტა გვაქვს, „ჩელენჯ ქაფის“ (European Rugby Challenge Cup 2014-15) თამაშებია, სადაც პირველად საქართველოს კლუბიც მიიღებს მონაწილეობას სახელწოდებით „თბილისის კავკასიელები“, რომელიც „ლელოს“ ბაზაზეა შექმნილი სპეციალურად „ჩელენჯ ქაფში“ მონაწილეობისთვის.
პლეიოფის თამაშები 20-27 სექტემბერსაა. ჩვენი გუნდიდანაც ორი მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას, პირველი და მესამეხაზელი, გიორგი თხილაიშვილი და შოთა ცხოვრებაშვილი.
ერთთვიანი წყვეტის შემდეგ პირველი თამაში (პირველი წრის მე-5 ტური) გვექნება 7 ოქტომბერს თბილისის „არმაზთან“. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. კარგი გუნდია, მან მეოთხე ტურში „ლელოს~ მოუგო. ვფიქრობ, ძლიერი ბრძოლა გვექნება და წლევანდელი ჩემპიონატი ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატი იქნება, რადგან ყველა გუნდი თანაბრად იბრძვის გამარჯვებისთვის.
– პროგნოზის გაკეთება თუ შეგიძლიათ, როგორ დამთავრდება სეზონი და თუ შეიცვლის ბათუმის დინამო პოზიციას მე-7 ადგილიდან უფრო მაღალ საფეხურზე?
– სამი გუნდი გვასწრებს ქულებით. უნდა ავიწიოთ მაღალ საფეხურზე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ოღონდ ერთმანეთის გვერდში დგომით, ვარჯიშით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ და დავუბრუნოთ „ბათუმს” დიდება, რაც ჰქონდა წლების წინ. წლევანდელ სეზონში წინასწარ პროგნოზს ვერ ვიტყვი, ახალი გუნდია და ჯერ კიდევ ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში ვართ. მერე გამოჩნდება სადაა სუსტი და ძლიერი რგოლი, ძლიერი რგოლი უნდა დავხვეწოთ, სუსტი კი გავაძლიეროთ. წლევანდელი სეზონი მაინც გუნდის შეკვრისთვის იქნება. თუმცა სიურპრიზებს ყველა გუნდს შევთავაზებთ.
177,71 კუბმეტრი ხე უკანონოდ ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ წელს გაჩეხა. ორ შემთხვევაში მოსახლეობამ წითელ წიგნში შესული სახეობები: წაბლი და მუხა მოჭრა უნებართვოდ. ტყის უკანონოდ გაჩეხვაზე მოკვლევა სატყეო სააგენტოს ქედის სამსახურმა აწარმოა, სახელმწიფოზე მიყენებული ზარალი დაითვალა და 35 ფაქტიდან ორი საქმე გამოსაძიებლად შს სამინისტროს ქედის რაიონულ სამმართველოს გადასცა. 33 მოქალაქეს კი ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა.
სატყეო სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსი ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ მოსახლეობამ უნებართვოდ ძირითადად მეორე ხარისხის ხე მოჭრა, რომელიც მხოლოდ სათბობად გამოიყენება. იგი იმასაც დასძენს, რომ წინა წლებთან შედარებით უკანონო ჭრების რაოდენობა ქედაში შემცირებულია, რასაც მთებთან მისასვლელი გზების დროულად გაყვანითა და საჭირო ოდენობის ტყე-კაფის გამოყოფით ხსნის.
„წელს უკანონო ჭრის 37 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ორი საქმე გამოსაძიებლად ქედის რაიონულ სამმართველოს გადაეცა, როდესაც ზარალის ოდენობა 1000 ლარზე მეტია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და საქმეზე გამოძიება იწყება,“ – განმარტავს ჯემალ ბერიძე.
ქედის სამსახურის სატყეო სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ ხე-ტყე უკანონოდ არ გაჩეხოს, ტყის დამამზადებელი ბილეთი პირადი სარგებლობისთვის გამოიწეროს და სათბობი შეშა კანონიერად მოიმარაგოს. მისი თქმით, ტყეებთან მისასვლელი არსებული გზები გამართეს, დამატებით ახალი გზები გაიყვანეს და საკმარისი ოდენობის ტყე-კაფი გამოყეს.
„დღეის მდგომარეობით ყველა ტყეში შესაძლებელია ავტომობილი შევიდეს და მოსახლეობამ სათბობი შეშა მოიმარაგოს, ზოგ ტყეში არამარტო მაღალი გამავლობის, არამედ მსუბუქი ავტომობილიც კი გადაადგილდება, გზები გამართულია. ქედის სატყეო ადმინისტრაციას 2014 წლისთვის დაგეგმილი ჰქონდა 4 000 მეტრი ახალი გზის მშენებლობა და 13 950 მეტრი არსებული გზის რემონტი, გეგმის მიხედვით სხვადასხვა მთების მიმართულებით 3725 მეტრი ახალი გზა გავიყვანეთ, ამ დროისთვის ახალი გზა გაგვყავს სოფელ სირაბიძეებში, მთაში, 350 მეტრი ახალი გზა უნდა გაგვეყვანა, თუმცა ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ და 400 მეტრი გავიყვანეთ, ამის საშუალებას ტყეც იძლეოდა და ამინდმაც შეგვიწყო ხელი. რაც შეეხება არსებული გზების რემონტს, გეგმას გადავაჭარბეთ, 21 800 მეტრი გზა გავარემონტეთ, ახალი გზის გაყვანასთან ერთად პერიოდულად გამოვყოფთ ტყე-კაფს, სადაც მოსახლეობა სათბობ შეშას და სამასალე მერქანს ამზადებს. არსებული პირობებიდან გამომდინარე უკანონო ჭრები არ უნდა იყოს,“ – ამბობს ჯემალ ბერიძე.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით ქედაში 19 566 კუბმეტრი სათბობი შეშა და 1900 კუბმეტრი სამასალე მერქანია მოსახლეობისათვის გამოყოფილი, აქედან, 10 სექტემბრის მონაცემებით, ათვისებულია 4 623 კუბამეტრი სათბობი შეშა. „გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1600 კუბამეტრით მეტი ათვისება გვაქვს, ეს გამოიწვია გზის ადრე მშენებლობამ და ნებართვების დროულად გაცემამ,“ – აცხადებს ჯემალ ბერიძე.
სათბობი შეშის დასამზადებლად მოქალაქემ სატყეო რესურსების შესაბამის განყოფილებას უნდა მიმართოს, ხოლო სამასალე მერქანთან დაკავშირებით წერილობითი განაცხადი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა შეიტანოს, განაცხადს გამგეობაში არსებული კომისია განიხილავს, მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მოქალაქეს სატყეო ადმისნისტრაცია საჭირო ოდენობის სამასალე მერქანს გამოუყოფს.
უცვლელი რჩება სათბობი შეშისა და სამასალე მერქნის ღირებულება. ერთი კუბმეტრი სათბობი შეშის ფასი ფოთლოვანზე 3 ლარს შეადგენს, წიწვოვანზე – 2 ლარს, სამასალე მერქნის ღირებულება: წიწვოვანზე -15 ლარი, ფოთლოვანზე – 33 ლარია, სხვა მერქანზე კი – 9 ლარია, რასაც ემატება მომსახურების საფასური – ერთ კუბმეტრზე – 3 ლარი.
„ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2011 წლის 24 თებერვალს 337 500 ლარზე გამოაცხადა, სამშენებლო კომპანია „ავტობანთან“ ხელშეკრულება 220 000 ლარზე გაფორმდა, მე ვიყავი საქმისმწარმოებელი, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრზე 54 მეტრი სიგრძის და 12 მეტრი სიმაღლის გაბიონი წლის ბოლომდე უნდა გაგვეკეთებინა. დამკვეთმა ობიექტი მანამდე ჩაიბარა, ვიდრე სამუშაოები დასრულდებოდა. ობიექტი ჩაბარდა და კომპანიას თანხაც ჩაერიცხა, მაგრამ ხელფასები არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმებული გვქონდა კომპანიასთან და ხელშეკრულებით ანაზღაურება 2011 წლის დეკემბრამდე უნდა ჩაგვრიცხოდა. მესამე წელია ჩვენს კუთვნილ თანხას – 53 500 ლარს ვითხოვთ. ანაზღაურება რომ არ მისცეს მუშებს, სამუშაოები გავაჩერეთ, სხვას ვერ მოიყვანდა, არავინ მიუშვებდა და ისეც დარჩა, 300 კუბამეტრი ქვა დასაწყობია გაბიონზე, ვის არ მივმართეთ ჩვენი საკითხით დაინტერესებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. კომპანია გვეუბნებოდა, თანხა არ მაქვს, ხელფასი რომ გადაგიხადოთო, დეპარტამენტმა წაგვართვაო,“ – ამბობს ედნარ რიჟვაძე.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის 83-ე მონაკვეთზე გაბიონის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა
საავტომობილო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ხელფასების გაცემის საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის, თუმცა აღნიშნავენ, რომ პრობლემის მოგვარებისთვის კომპანიასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.
„კონტრაქტორ ორგანიზაციასა და მშენებლებს შორის იყო შეთანხმება, შემდეგ მათ შორის გაუგებრობა მოხდა, კომპანიამ არ გადაუხადა თანხა. ეს საკითხი სასამართლოს პრეროგატივაა, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკება კომპანიასთან მიმდინარეობს,“ – ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსი ზურაბ სიხარულიძე.
საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „სამშენებლო კომპანია ავტობანის“ გაკოტრების საქმისწარმოება 2012 წელს დაიწყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ბათუმელებმა“ კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის დავაში სახელმწიფო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ეს სასამართლოს განსახილველი საკითხია, მაგრამ თუ მუშები სასამართლოს თანხის აღების მიზნით მიმართავენ, კუთვნილ ხელფასს მაინც ვერ მიიღებენ, თუ კომპანიას თანხა არ გააჩნია და გაკოტრების საქმისწარმოება დაწყებულია.
„მსგავსი ტიპის დავებმა ბოლო დროს იმატა, ეს არის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა, რაშიც სახელმწიფო მონაწილეობას არ იღებს და ვერც მიღებს, იმიტომ, რომ ესაა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობა, რომელიც სამართლებრივად უნდა იყოს რეგულირებული იმ კუთხით, რომ მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ წინდახედულება. სახელმწიფოს შეუძლია დამცავი მექანიზმი შეიმუშავოს, მაგრამ რთული იქნება იმიტომ, რომ როდესაც ცხადდება ტენდერი, სახელმწიფომ წინასწარ არ იცის როგორი იქნება სახელფასო ბადე, რამდენი ადამიანი დასაქმდება. ამ კონკრეტულ შემთხვევში საკითხი ვერ მოგვარდება, მხარეებმა სასამართლოს თუ არ მიმართეს, მაგრამ თანხის მიღების მიზნით რომც მიმართონ სასამართლოს, შედეგი ნული იქნება,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.
მუშებს ახლა მთავრობის იმედი აქვთ. „საკითხში ყველა ჩაერთო, მთავრობის თავმჯდომარეც კი, რამდენიმე დღის წინ შევხდით არჩილ ხაბაძეს და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს ზურაბ სიხარულიძეს, დახმარებას დაგვპირდნენ, იმედი გვაქვს, მალე მოაგვარებენ საკითხს,“ – ამბობს ედნარ რიჟვაძე.