წუხელ განვითარებული ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ბზანამ კვლავ იცვალა კალაპოტი და სოფელ დოლოგანში, საფარიძეების უბანში 4 ოჯახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულები წაიღო.
ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დატბორვის საფრთხე შეექმნა მოსახლეობასაც. სიტუაციას ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე და ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრები გაეცნენ.
დილიდან დოლოგანში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც პირველად პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.

