ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მხარეების არგუმენტებს ისმენს.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ქეთევან კრაწაშვილს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის სარჩელი სამართალწარმოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს და საკონსტიუციო სასამართლომ ამიტომ ის განსახილველად არ უნდა მიიღოს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელის განმარტებით, დავის საგანს წარმოადგენს “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილების 10(3)-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
“სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილება არეგულირებს ბავშვის რეინტეგრაციისა და მინდობით აღზრდისთვის სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია ბავშის ბიოლოგიურ მშობელთან მიმართებით, რადგან გასაჩივრებული რეგულაცია მათთვის აწესებს უფრო დაბალ სოციალურ შემწეობას, ვიდრე ეს მინდობით ბავშვის აღზრდასთან არის გათვალისწინებული.
მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო რომ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებისთვის უფრო ცუდი პირობების შეთავაზება ხდება, ვიდე მინდობით ბავშის აღმზრდელებისთვის, ირღვევა კონსტიტუციის 36-ე მუხლი, რომელიც ოჯახურ ცხოვრეას იცავს.
სახელმწიფო მინდობით აზრდის შემთხვევაში დედობილსა და მამობილს 450 ლარს უხდის, ხოლო ბიოლოგიურ მშობლებს 90 ლარს. (130 იმ შემთხვევაში თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა ბავშვი)
რამდენადაც შრომითი მიგრაცია დაკავშირებულია საზღვრის კვეთისა და გადაადგილების საკითხებთან, ის საერთაშორისო ფენომენია. დასაქმების მიზნით გადაადგილების პროცესი დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორებიცაა: მოქალაქეობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების პოლიტიკის ეფექტურობა, დემოგრაფიული ასპექტები, ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხები და სხვა. ამიტომაც, დღეს, ნებისმიერი სახელმწიფო უდიდეს ძალისხმევას მიმართავს შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვისაკენ. თუმცა, რისკები და ზიანი მაინც ახლავს შრომითი მიგრაციის პროცესს. გამომდინარე აქედან, მუდმივი დღის წესრიგია, პროცესის საკანონმდებლო რეგულირება და მისი სრულყოფა.
შრომითი მიგრაცია ორივე მხარისთვის – როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნებისთვის – აქტუალურია. ერთი მხრივ, წარმოშობის ქვეყნები შრომითი მიგრაციისგან იღებენ სარგებელს, რადგან ის ამსუბუქებს უმუშევრობის წნეხს, ფულადი გზავნილების საშუალებით აუმჯობესებს ვითარებას, ხელს უწყობს ცოდნის გადაცემას. მეორე მხრივ, მიგრანტთა მიმღებ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია, სათანადოდ ორგანიზებული შრომითი მიგრაციის დროს მსუბუქდება მდგომარეობა და უფრო ეფექტური ხდება მობილობა.
საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო რეგულირება მწირია. არ არსებობს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის როგორც ემიგრაციის ქვეყანა (საქართველოს მოქალაქეები მიდიან სხვა ქვეყნებში დასაქმების მიზნით. პოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარებული მრავალმხრივი კრიზისის შედეგად ცხოვრების დონის კატასტროფულმა დაცემამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა ფიზიკური გადარჩენისთვის გამოსავალი საზღვარგარეთ დასაქმებაში ეძებნა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ვერ შემცირდა მისი ინტენსიურობა, ვერ მიიღო ხელსაყრელი და ლეგალური ფორმა), ასევე წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმღებს (დასაქმების მიზნით). შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო რეგულირება აუცილებელია, როგორც საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დაცვის, ასევე, ქვეყნის შიგნით შრომითი ბაზრის რეგულირების მიზნით.
საქართველოს რატიფიცირებული აქვს „ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული)“, რომლის დებულებები შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით, ქვეყნისთვის აღსასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს რატიფიცირებული აქვს, აგრეთვე, სხვა კონვენციებიც, რომლებიც გარკვეულწილად ეხება შრომითი მიგრაციის სფეროს: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 181-ე კონვენცია „დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ“; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 88-ე კონვენცია „დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ“; „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია. ასევე, კონვენციები, რომლებიც არეგულირებენ ტრეფიკინგის საკითხებს და სხვა. თუმცა საქართველოს არ აქვს რატიფიცირებული შრომითი მიგრაციის სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კოვენციები. პრაქტიკაც ვერ განვითარდა იმგვარად, რომ შეიქმნას და ფუნქციონირებდეს ისეთი დასაქმების ორგანიზაციები, რომლებიც კანონის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურ დასაქმებას შეუწყობდნენ ხელს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორს თანამშრომლობა შრომითი მიგრაციის რეგულირების სფეროში. ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივამ სერიოზული ბიძგი მისცა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარებას ქვეყანაში.
,,პარტნიორობამობილურობისათვის“ (Mobility Partnership) ფარგლებში თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას. 2007 წელს ევროკომისიამ გამოაქვეყნა კომუნიკე “ცირკულარული მიგრაცია და პარტნიორობა მობილურობისათვის ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის“, რომლის თანახმად, მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით ახორციელებს მიგრაციის ნაკადების მართვისა (აღრიცხვა, მონიტორინგი, ანალიზი, პოლიტიკის ჩამოყალიბება) და ლეგალური მიმოსვლის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. 2009 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი “პარტნიორობა მობილურობისათვის”.
“პარტნიორობა მობილურობისათვის” ინიციატივა ითვალისწინებს თანამშრომლობას მიგრაციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მიგრაციის მართვა, შრომითიმიგრაცია, რეადმისია, რეინტეგრაცია, დიასპორა, დოკუმენტაციის უსაფრთხოება, მიგრაციის ერთიანი საინფორმაციო ბაზა და ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირთან, შრომის ბაზარი და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების საკითხები. აღსანიშნავია, რომ “პარტნიორობა მობილურობისათვის” ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს „ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ და „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“. ორივე შეთანხმება არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტია.
“პარტნიორობა მობილურობისათვის” ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა საფრანგეთთან. მოლაპარაკებების 2 რაუნდის შედეგად შეთანხმებულ იქნა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმების ტექსტი. შეთანხმების მთავარი კომპონენტია საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვოტების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების შექმნა (500 პირი). შეთანხმება ითვალისწინებს ქართველი სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის ბინადრობის დროებითი უფლების მინიჭების, ახალგაზრდა სპეციალისტების ურთიერთგაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს (დამატებით 150 პირი).
2010 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის #314 დადგენილებით შეიქმნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, ხოლო 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობამ #59 დადგენილებით დაამტკიცა მიგრაციის სტრატეგია, სადაც შრომითი მიგრაციის საკითხებს ყურადღება მიექცა. აქედან გამომდინარე, არის ძვრები იმ მიმართულებით, რომ შემუშავდეს კანონპროექტის შრომითი მიგრაციის შესახებ.
გარდა, ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციის პროცესის საკანონმდებლო რეგულირების საჭიროებისა, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, სხვა ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების პრაქტიკის დამკვიდრება და განვითარება, რის ფარგლებშიც სამუშაო ძალის საზღვარგარეთ გასვლა და დაბრუნება იქნება ლეგალური, ასევე, ადგილი ექნება ღირსეულ შრომას და საბოლოოდ სამუშაოდ გასული მოქალაქეები განსაზღვრული დროის შემდეგ დაუბრუნდებიან საკუთარ ქვეყანას (დემოგრაფიული ასპექტი).
დღეის მონაცემებით, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატში „პარტნიორობა მობილურობისათვის” ფარგლებში თორმეტი პროექტი დასრულებულია და შვიდი არის განხორციელების ფაზაში.
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, მეხუთე სართულზე იყიდება ოროთახნახევრიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, მეექვსე სართულზე, დაშენების პერსპექტივით. ფასი 40 ათასი აშშ დოლარი
2013 წლის იმავე პერიოდში 88 06 მსჯავრდებული და 2244 ადამიანი იყო, ვისაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 1676 ადამიანი დააჯარიმეს, 2013 წლის იმავე პერიოდში კი – 986 პირი. პირობითი მსჯავრის სტატუსი მიმდინარე წელს 4737 ადამიანს აქვს (2013 წლის იმავე პერიოდში 5270 პირს ჰქონდა).
წელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 272 ადამიანს მიესაჯა, გასული წლის იმავე პერიოდში კი – 160 პირს. ამნისტიითა და სხვა საფუძვლით წელს, რვა თვის განმავლობაში, ოთხი პირი გათავისუფლდა პატიმრობიდან, გასული წლის იმავე პერიოდში კი – 144. საქმიანობის (თანამდებობის) უფლება წელს ერთ მოქალაქეს, გასულ წელს კი ორ პირს ჩამოართვეს.
ალბათ ისედაც გასაგებია, რა სახის გამოწვევა შეიძლება იყოს აქ – ცხადია, სიღარიბე, არასათანადო განათლება, უმუშევრობა.
კახა გურგენიძე
ქართველები ამბობენ, რომ აქ უმცირესობას წარმოადგენენ რელიგიური თვალსაზრისით, რადგან რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა – აზერბაიჯანელები მუსლიმები არიან, ხოლო ქართველები – მართლმადიდებელი ქრისტიანები. როცა მათთან თანაცხოვრებაზე სვამ კითხვებს, სწორედ რელიგიურ განსხვავებულობაზე იწყებენ ლაპარაკს.
გარდაბანში ბათუმიდან ჩასულებმა ოჯახებში ვიცხოვრეთ. როგორც ველოდი, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია… ჩემი მასპინძელი სვანი იყო – სვანებში სისხლის აღების ტრადიციაზე მომიყვა. განა იმაზე, რაც წარსულში ჰქონდათ, თანამედროვეობაში შემორჩენილ ძალადობაზე. სამი წლის წინ მის ნაცნობს საკუთარი ქალიშვილი და მისი შეყვარებული მოუკლია. „გოგო შეაცდინა და იმიტომო“ – ასე მითხრა. ამ ამბავში არანაკლებ გასაოცარი და ტრაგიკული კი ის ყოფილა, რომ მკვლელი მამა პოლიციას არ დაუკავებია.
ეს ამბავი სამი წლის წინ მომხდარა.
ცხადია, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს გარდაბანში ჩვენმა თანატოლებმა გვიმასპინძლეს. თავდაპირველად აქაური ცენტრის წევრების ნამუშევრებს გავეცანით, დავეხმარეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გადავიღეთ ფილმი მშვიდობაზე…
ასეა თუ ისე, ჩემი ბოლო ოთხი დღე ძალიან საინტერესო გამოვიდა. ბათუმის სიცხეს გამორიდებული მშევენიერი დრო გავატარე გარდაბანში, იმდენი რამე გავიგე, რომ, ალბათ, ამ ყველაფრის გასაგებად რამდენიმე წიგნის წაკითხვა თუ მიშველიდა.
მოკლედ, ასე მგონია, რომ აქ გატარებული დრო არასოდეს დამავიწყდება.
ახლა იმაზეც მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ვისი წყალობით მოვხვდი გარდაბანში – ეს არის ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ არსებობს.
ამ ცენტრში სამი თვეა რაც მივედი. ცენტრი საქართველოს რამდენიმე ქალაქში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სახის უმცირესობების ინტეგრაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. ამ ცენტრში მოსვლისთანავე ჩემი აზროვნება და მსოფლმხედველობა შეიცვალა, გავხდი უფრო კომუნიკაბელური, აქტიური და, რაც მთავარია, ტოლერანტი.
ჩვენს ცენტრში შეიძლება მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციებში, გადაიღო ფილმები, გააკეთო პრეზენტაციები და ჩაატარო ტრენინგები სხვადასხვა პრობლემზე შენს თანატოლებთან. ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისა და ჩემი თაობის ადამიანებში ცნობიერების ამაღლებისათვის.
რაც უფრო მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდება, მით უფრო კარგი და მშვიდი ადგილი გახდება საქართველო განსხვავებული ადამიანებისათვის და არა მარტო მათთვის. აქ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ადამიანი, ფაქტობრივად, ყველაფერს იღებ, რაც კი მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისათვის.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს გაეროს ასოციაციას, რომელიც ასეთ პროექტებს ახორციელებს და დონორს – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.
ჩემი მხრივ კი, ვისურვებდი, რომ ჩვენს ცენტრს შემატებოდეს ბევრი კრეატიული და აქტიური ახალგაზრდა.
„აღნიშნულ მოქალაქეს 90-იან წლებში ბანკში შენახული ჰქონდა თანხა მანეთებში. მანეთის კუპონით ჩანაცვლების შემდეგ, შემოვიდა სადავო ნორმა, რომელიც ავალდებულებდა საბანკო დაწესებულებებს, რომ მანეთი გადაეცვალათ კუპონებში ერთი-ერთზე. ანუ ერთ მანეთში, მოქალაქე მიიღებდა ერთ კუპონს. თუმცა, ამის შემდეგ მოხდა კუპონის ინფლაცია“ – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველი გიორგი სულხანიშვილი.
მისივე ინფორმაციით, მოქალაქე იოსებ კარანაძეს საკონსტიტუციო სასამართლო ანაბრების საკომპენსაციოდ ოთხს ლარს სთავაზობს:
„დღევანდელი კურსით მოქალაქის მიერ მოთხოვნილი თანხა, ლარში კონვენტირებისას შეადგენს ოთხ ლარს. ბუნებრივია ეს შეთავაზება მას არ აწყობს და ამბობს, რომ გაცილებით მეტი ეკუთვნის. მას მიაჩნია, რომ სადაო ნორმები ეწინააღმდეგება მის საკუთრების უფლებას, რომელიც კონსტიტუციის 30-ე მუხლშია დაცული“-ამბობს გიორგი სულხანიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს.
ქობულეთში, მუსლიმური პანსიონის კარზე ღორის თავის მიმაგრების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება.
„საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებებით, 2014 წლის 15 და 16 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივი მუსლიმები იმყოფებოდნენ შენობაში და მათ აქციის მონაწილეები არ აძლევდნენ შენობის დატოვების შესაძლებლობას. ხოლო, მოსწავლეებს პანსიონში არ უშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დღეს პანსიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აკვირდებოდნენ საპროტესტო აქციის მიმდინარეობას, მათ არ უზრუნველყვეს აქციის მონაწილეების განცალკევება იმგვარად, რომ ერთის მხრივ, მოსწავლეები შესულიყვნენ პანსიონში ან/და მეორეს მხრივ, შენობაში მყოფ პირებს მისცემოდათ შენობის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიუხედავად ადგილობრივ მუსლიმებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებისა, რომ პანსიონში დარჩენილ პირებს დაუბრკოლებლად მიაწოდებდნენ საკვებს, ეს პირობა არ სრულდება და მუსლიმებს ექმნებათ პრობლემები პანსიონში მყოფი პირებისთვის საკვების მიწოდების თვალსაზრისით. 28 სექტემბერს ადგილობრივ მოსახლეობასა და მუსლიმებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა.
რელიგიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გაუმართლებლად არ ხელყოს ამა თუ იმ პირის რელიგიის თავისუფლება, ის ასევე ვალდებულია გაატაროს ქმედითი ზომები, რათა ყველას მიეცეს ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 10 სექტემბრიდან დღემდე მუსლიმთა პანსიონის შესახებ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტოს.
„10 სექტემბრის შემდგომ ქობულეთში მოვლენების განვითარება და მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის, მნიშვნელოვანია დადგეს რელიგიური შეუწყნარებლობის მსგავსი აგრესიული ფორმით გამომხატველ პირთა ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“ – აღნიშნულია განცხადებაში.
„პროკურორები გვესაუბრნენ ნარკოტიკის მავნებლობაზე. ვფიქრობ, საინტერესოდ და სრულფასოვნად გასცეს ჩვენს კითხვებსაც პასუხი. მსგავსი ლექციები ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, რადგან ნარკოტიკებისადმი ინტერესი სწორედ ამ პერიოდში უჩნდებათ მოზარდებს. ამიტომ, როცა მოზარდი ინფორმირებულია თუ რა შედეგების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, ნარკოტიკების მოხმარების მიმართ ინტერესიც უქრება” – გვეუბნება ლელა შარაძე, მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მიმდინარეობს და მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
„ახალი საკრებულო სამი თვეა უკვე თავის უფლებამოსილებას ახორციელებს, თუმცა საკრებულოში არ ფუნქციონირებს ერთ-ერთი ძირითადი კომისია, ეს არის საკუთრების აღიარების კომისია. ამ ხნის განმავლობაში საკრებულომ ვერ მოაბა თავი კომისიის დაკომპლექტებას და კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას, რაც მოქალაქეებს პრობლემებს უქმნის. ჩვენ მოგვმართა მოქალაქემ რომელიც მიწის შესყიდვას აპირებს, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება არ ხერხდება, რადგან საჯარო რეესტრი ითხოვს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ მიწაზე არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება“-აცხადებს მერაბ გორგაძე.
ორგანიზაციის წარმომადგენელი, სხვა დეტალებზეც საუბრობს: „საკრებულოს უუნარობის მაჩვენებლია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე კვირის წინ მათ განცხადებით მივმართეთ წყლის ძველი დავალიანებების საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული კანონით დადგენილი ვადები გასულია, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. მე ვადანაშაულებ საკრებულოს ადმინისტრაციული კანონის დარღვევაში“.
საკრებულოს წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი მიქელაძე აცხადებს, რომ მიწის საკუთრების აღიარების კომისია, მომდევნო კვირაში დაკომპლექტდება:
„თუ რა ვადებში უნდა ჩამოყალიბებულიყო კომისია, კანონში მითითებული არ არის. ჩვენ არ გვინდოდა ნაჩქარევად გაკეთება, მომდევნო კვირაში კი აუცილებლად დაკომპლექტება“-აცხადებს ის.
28 სექტემბერს ბათუმში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდისა“ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლების საინიციატივო ჯგუფის მიერ კვირეული აღინიშნა „თითების თეატრის“ წარმოდგენით.
მოეწყო გასართობი თამაშები და ბავშვთა ნახატების გამოფენა. გავრცელდა საინფორმაციო ფლაერები. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობა“.
სტატიაზე პასუხისმგებელია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“. სტატია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციას.
„მე არ ვიცოდი, თუ ნარგიზ ჩელებაძე ხაბაძის დეიდაა“, – აცხადებს ბაღების გაერთიანების დირექტორი ია ხალვაში (განცხადება იმის შესახებ, რომ ია ხალვაშმა არ იცოდა არჩილ ხაბაძისა და ნერგიზ ჩელებაძის ნათესაობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ია ხალვაშს სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა „ბათუმელები“ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში. მაშინ ია ხალვაშმა თქვა, რომ ნარგიზ ჩელებაძეს მასწავლებლის პოზიციაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი-ავტ.)
არჩილ ხაბაძე
ია ხალვაში დეიდის დანიშვნის თაობაზე არჩილ ხაბაძისგან ზარების მიღებასაც უარყოფს: „თქვენ ფიქრობთ, რომ მთავრობის თავმჯდომარე დამირეკავდა იმის გამო, რომ მისი დეიდა დამენიშნა? არ ყოფილა ასე. ნარგიზ ჩელებაძეს თავიდან მასწავლებლის პოზიციაზე ჰქონდა განაცხადი შემოტანილი, მაგრამ, რადგან გამგის პოზიციაზე არავინ შემოიტანა განაცხადება და თანამდებობა ვაკანტური იყო, ამიტომ დავნიშნეთ. მას ალტერნატივა არ ჰყავდა, არც სხვა თანამშრომელი იყო“.
ია ხალვაშის განცხადებით, მასწავლის პოზიციაზე დაახლოებით ათამდე განაცხადი იყო შესული. „ნარგიზ ჩელებაძეს პრიორიტეტი გამოცდილების გამო მიანიჭა. 15 წელი მუშაობდა ბაღში“.
სოფელ კვირიკეს ახალ საბავშვო ბაღში 70 აღსაზრდელი მიიღეს. როგორც ია ხალვაში აცხადებს, მსურველთა რაოდენობა ბევრი იყო, თუმცა ამჯერად ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. ია ხალვაში ამბობს, რომ ბავშვებთან მიმართებაში უპირატესობა ჩელებაძეების გვარის ბავშვებს არ მიენიჭებათ: „ბაღში 4-5 წლამდე ბავშვები მივიღეთ, სამ წლამდე ასაკის შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭა მარტოხელა დედების და საჯარო მოხელის შვილებს. ასევე, აღმოჩნდა, რომ მიმდებარე ტერიტორიებზე, – დაგვა, ბობოყვათი და ა.შ. მაცხოვრებლებსაც ჰქონდათ განცხადება შემოტანილი. იმის გამო, რომ ჩვენ ბობოყვათში დავიწყეთ ახალი ბაღის მშენებლობა და მალე დაგვაშიც დავიწყებთ, ამ ეტაპზე ამ სოფლის მაცხოვრებელთა განცხადებების განხილვა არ მოხდება.“
აჭარის მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.
წარმატებული კარდიოქირურგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ყოველთვიურად ჩამოვა და პაციენტების კონსულტაციებისა და ოპერაციების პარალელურად თავის გამოცდილებას ადგილობრივ ქირურგებს გაუზიარებს. ბუბა კალანდაძე სამედიცინო კორპორაცია `ევექსის~ ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულების ხელმძღვანელია. იგი ამბობს, რომ სულ მალე ქსელის ჰოსპიტალებში უცხოური გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ევროპული დონის კარდიოქირურგიული ცენტრები ჩამოყალიბდება. კარდიოქირურგს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალი მეთოდის დანერგვასა და მის პროფესიულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.
მეთოდი, რომლის დანერგვასაც პირველად ბათუმში, რეფერალურ ჰოსპიტალში ვგეგმავთ, არის მინიინვაზიური ტექნოლოგია. ამ მეთოდით კარდიოქირურგიული ოპერაცია საქართველოში არსად ტარდება. ეს მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: მკერდის ძვლის დიდი განაკვეთის ნაცვლად შესაძლოა თორაკოტომიიდან გაკეთდეს ძალიან პატარა განაკვეთები, სადაც ვიდეოთვალით – სპეციალური ხელსაწყოებით შევალთ. ასე უფრო ნაკლებ ტრავმას იღებს ადამიანი ოპერაციის დროს, უფრო მალე გამოჯანმრთელდება და მალე გაეწერება საავადმყოფოდან. ამ მეთოდისკენ მიდის კარდიოქირურგია და მთელი მედიცინაც, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ინვაზიური გახდეს ყველა სახის მკურნალობა. პირველი ოპერაცია ბათუმში ახალი მეთოდით უახლოეს ორ თვეში ჩატარდება, საამისოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა მოვამზადოთ.
მალე გერმანიაში მივდივარ, ლაიფციგში, სადაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ ამ ტექნოლოგიის და იქ გავაკეთებ ოპერაციებს. კარდიოქირურგია ისეთი დარგია, რომ არასოდეს არ უნდა გაჩერდე, უნდა წახვიდე იქ, სადაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ, რომ ეს ცოდნა შეიძინო, ამიტომ მათთან ოპერაციების ჩატარება ძალიან საინტერესო იქნება.
სადმიიღეთგანათლება?
დავამთავრე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. შემდეგ ჩავაბარე მოსკოვში, იქ არსებობდა ერთადერთი ცენტრი საბჭოთა კავშირში, სადაც ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები ტარდებოდა. მოსკოვის კარდიოვასკულარული ქირურგიის ცენტრში ოთხი წელი ვიმუშავე და შემდეგ მიმიწვიეს იტალიაში, ქალაქ ბეგრამოში, სადაც ბავშვთა და დიდების კარდიოქირურგიის ძალიან დიდი ცენტრია. მას შემდეგ უკვე 22 წელია იტალიაში ვმუშაობ და პროექტის ფარგლებში, ყოველ თვეში ჩამოვდივარ საქართველოში.
პროფესიული ზრდის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანაში მიიღო გამოცდილება. პირადად მე ისეთ კლინიკებში მივიღე გამოცდილება, როგორიცაა: Alder Hey Children’s Hospital (ლივერპული, დიდი ბრიტანეთი), Hospital San Gaudenzio (ნოვარა, იტალია), Royal Children’s Hospital (მელბურნი, ავსტრალია), International Heart School (ბერგამო, იტალია) და Policlinico di Monza (იტალია, მონცა). ამჟამად ვთანამშრომლობ მილანის `სანდონატოს~ ცენტრთან, სადაც კეთდება როგორც დიდების, ისე ბავშვთა კარდიოლოგიური ოპერაციები, ასევე ბერგამოს კლინიკასა და `სამედიცინო კორპორაცია ევექსის~ ჯუფთან.
რართულშემთხვევასგაიხსენებდითთქვენიპრაქტიკიდან?
ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევა რაც მახსოვს, ქართველ პაციენტს უკავშირდება, როცა პატარა ბიჭს თბილისში უთხრეს, რომ ის არაოპერირებადი იყო, რადგან რთული გულის მანკისგან განვითარებული ჰქონდა ფილტვების ჰიპერტენზია. ეს ბავშვი მილანში წავიყვანე, `სანდონატოს~ კლინიკაში, სადაც ვთანამშრომლობ დოქტორ ფრიჯოლასთან და იქ გავუკეთეთ ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ ბავშვი გულის დამხმარე სისტემაში დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში იყო ჩართული, ღია გულ-მკერდით იწვა რეანიმაციაში, შემდეგ თანდათან მოვხსენით გული დამხმარე აპარატიდან, დავკეტეთ გულმკერდი და უკვე ორი წელიწადია ის სრულიად ჯანმრთელია, დარბის, თამაშობს და იზრდება ისე, როგორც მისი დანარჩენი თანატოლები.
კარდიოქირურგ ბუბა კალანდაძის მომავალი ვიზიტი აჭარაში დაგეგმილია ნოემბრის დასაწყისში. ნებისმიერ მსურველს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება კონსულტაციის მიღება.
ცენტრის დირექტორმა ეკა ჩოჩუამ მათ წარმატებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებით მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, რომ მათთან სწავლობს თბილისის მერი და მოქმედი ოთხი მინისტრი. ეკა ჩოჩუა უმოკლეს დროში ინგლისურის შესწავლის გარანტიაზეც საუბრობს – „რაც შეიძლება ვერ მისცეს სხვაგან პედაგოგმა ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენ ნებისმიერი ასაკის მსმენელს, თუ აგვყვება სწავლის პროცესში, ვაძლევთ გარანტიას, რომ ენას შეისწავლის 4-დან 6-თვეში. ჩვენ გვაქვს 25- წლიანი გამოცდილება. ეს არის გოგა ასკურავას მეთოდი – თარგმანზე დამყარებული სწავლება.
ცენტრში ასევე მიმდინარეობს მომზადება:
საერთაშორისო ტესტებისთვის: TOEFL, GMT, IELTS, SAT და სხვა.
მომზადება სინქრონული და თანამიმდევრული თარგმანისთვის დასაქმების შემდგომი პერსპექტივით.
გაიცემა შესაბამისი დონის სერტიფიკატი, როგორც თარჯიმნებისთვის, ასევე ინგლისური ენის კურსდამთავრებულთათვის.
ცენტრის ხელმძღვანელია თარჯიმან-სინქრონისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ინგლისური ენის ცნობილი პედაგოგი გოგა ასკურავა.
ინფარქტის განვითარების რისკი 50 წლის შემდეგ იზრდება. იგი გულის კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზია, რაც ჟანგბადის დეფიციტით არის განპირობებული, ანუ ამ დროს გულის კუნთს საკმარისი რაოდენობის სისხლი არ მიეწოდება, რის გამოც გულის კუნთი ზიანდება.
ინფარქტამდე რამდენიმე დღით ადრე პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს საერთო სისუსტე და უსიამო შეგრძნება გულის არეში. დასაწყისში პაციენტს ტკივილი აწუხებს ფიზიკური დატვირთვის დროს, “შესაძლოა ტკივილი გადაეცემოდეს მხრებში, მკლავებსა და ყბაში. რა თქმა უნდა, ყველა ტკივილი სტენოკარდია არ არის და ტკივილის დიფერენცირებისთვის პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს კარდიოლოგს”, – ამბობს ექიმი კარდიოლოგი ნაირა კობალაძე. მისივე თქმით, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები, რადგანაც ხშირად მათთან ინფარქტი უმტკივნეულო ფორმით ვითარდება.
კარდიოლოგის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად და სწორად იქნეს შეფასებული სიტუაცია. “ადამიანებს ჰგონიათ, რომ ნამდვილი ტკივილი, რომელიც საშიშროებას უქმნის მათ ჯანმრთელობას, ლოკალიზებულია უშუალოდ გულის არეში. სინამდვილეში კი რეალური კარდიალური, სტენოკარდიული ტკივილი მკერდის ძვლის უკან აღმოცენდება. ეს არის მოჭერითი ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება. იშვიათად ინფარქტის დროს პაციენტს ტკივილი აღენიშნება კუჭის არეშიც“, – ამბობს ის.
გარდა ამისა, თუ პაციენტს აღენიშნება ინფარქტისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნებიც: ზოგადი სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, სიკვდილის ან/და გადაადგილების შიში. კარდიოლოგის რეკომენდაციით, პირველი, რაც შეიძლება მოვიმოქმედოთ, არის პაციენტისათვის წნევის გასინჯვა. მაღალი წნევის შემთხვევაში მიეცით მას ნიტროგლიცერინის აბი (ენის ქვეშ). თუ არის საშუალება, ტკივილის მოსახსნელად გაუკეთეთ პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი ინექცია კუნთში ან ვენაში, შემდეგ კი დაელოდეთ სასწრაფო დახმარებას, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.
კიდევ ერთი, გავრცელებული დაავადება იშემიური ინსულტია, რომლის დროსაც ინფარქტისგან განსხვავებით პირველადი დახმარების აღმოჩენა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. ნევროპათოლოგ ეთერ მარგალიტაძის თქმით, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სიმპტომების დროულად ამოცნობას და სასწრაფო დახმარების გამოძახებას, რადგანაც დაგვიანებული დახმარების შემთხვევაში ხშირია პაციენტის სიკვდილი ან ინვალიდობა – შესაძლოა პაციენტს დარჩეს ხელის, ფეხის ან სახის მძიმე პარეზი (დამბლა).
ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელიც შეიძლება იყოს იშემიური, როცა სისხლძარღვი იკუმშება, რის გამოც ტვინს სისხლი არ მიეწოდება და ჰემორაგიული, როცა სისხლძარღვი სკდება და სისხლი ტვინში ჩაქცევა.
ეთერ მარგალიტაძის თქმით, იშემიური ინსულტის შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე ჰემორაგიული – “ხუთი ერთთან, ასეთია სტატისტიკა. ჰემორაგიული ინსულტის ყველაზე ხშირი მიზეზი ტრავმაა, იშემიური ინსულტის მიზეზი კი შეიძლება გულსისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადება გახდეს”.
იშემიური ინსულტი ძირითადად ხანშიშესულ, 50-60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ, თუმცა თანამედროვე სტატისტიკით იგი საკმაოდ გაახალგაზრდავდა და შესაძლოა 25 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებშიც შეგვხვდეს.
ინსულტის ნიშნები შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს იშემიის დადგომამდე პირველ, ანუ პროგრამულ პერიოდში, რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. ამ პერიოდში პაციენტს აქვს მოვლითი (პაროქსიზმული) თავის ტკივილი, ლოყის, ხელის ან ფეხის მგრძნობელობის დარღვევა. შესაძლოა მოტორიკის (მოძრაობის) დარღვევა, თავბრუხვევა, არითმია, მეტყველების ან მხედველობის დარღვევა, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს როგორც თვალების დაბნელებით, ისე გაორებული მხედველობით.
სიმპტომები დღითითდე უფრო მდგრადი ხდება. თუ თავიდან ისინი რამდენიმე წუთს გრძელდება, შემდეგ მათ გაქრობას რამდენიმე საათი სჭირდება. თუმცა, ნევროპათოლოგის თქმით, ინსულტი ყოველთვის ამ სცენარით არ ვითარდება და სისხლძარღვის იშემია შესაძლოა ყოველგვარი წინასწარი სიმპტომის გარეშე ჩამოყალიბდეს. ამ დროს იშემიური ინსულტის ამოცნობა შესაძლებელია რამდენიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომით, რომელსაც შესაძლოა თავად პაციენტი ვერ ამჩნევდეს:
ჩამოკიდებული ლოყა – ამ დროს შეიმჩნევა სახის კუნთის მოშვება და მისი ქვემოთ ჩამოქცევა. სახის ნაწილი დაბუჟებული და მოდუნებულია, ადამიანი ვერ იღიმის თანაბრად.
კიდურის სისუსტე – პაციენტს თავიდან დაბუჟების შეგრძნება უჩნდება რომელიმე კიდურში, შემდეგ კი საერთოდ ვერ იმორჩილებს და ვეღარ ამოძრავებს მას.
მეტყველების დარღვევა – სავალდებულო არ არის პაციენტი საერთოდ ვერ ლაპარაკობდეს, იგი შეიძლება მეტყველებდეს გაუგებრად, ენის მოჩლექით და მარტივ წინადადებასაც კი ვერ იმეორებდეს გამართულად.
აუცილებელი არ არის პაციენტს ყველა სიმპტომი ერთდროულად აღენიშნებოდეს.
ნევროპათოლოგის თქმით, პირველივე სიმპტომის შემჩნევისას, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის სასწრაფო დახმარების გამოძახება. “პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ოღონდ ეს მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა, ასეთი პაციენტის გაქანება არ შეიძლება, მთავარია, დროულად ამოვიცნოთ სიმპტომები და დავრეკოთ სასწრაფოში”, – ამბობს ეთერ მარგალიტაძე. -“მას შემდეგ, რაც სასწრაფოს გამოიძახებთ, შეგიძლიათ პაციენტს გაუზომოთ წნევა და დროის მოგების მიზნით, სასწრაფო დახმარების ექიმს პაციენტის შესახებ რაიმე ინფორმაცია დაახვედროთ”.
„ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებული მიემალება გამოძიებას, მან შესაძლოა დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, ის გამომძიებელს ურევდა გზას, ირწმუნება, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, ამიტომ ვითხოვ მის დაკავებას“, – დაახლოებით ასეთი შინაარსის შუამდგომლობა ჰქონდა პროკურორ შოთა ხორავას სასამართლოში.
ბრალდებულის ადვოკატი გურამ ნაკაშიძე იცავდა. მან მოსამართლე დავით მამისეიშვილს უთხრა, რომ ბრალდებულს სამი შვილი ჰყავს და სამი შვილიშვილი (ერთი შვილი არასრულწლოვანია); დაკავებული ტაქსის მძღოლი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და ამიტომაც აღკვეთის სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა, გირაოს თანხა ხუთი ათასი ლარი, გადახდის ვადად კი 20 დღე ითხოვა. შემამსუბუქებელ გარემოებად ადვოკატმა ის ფაქტი დაასახელა, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი არ არის.
მოსამართლემ ბრალდებულს გირაოს სახით რვა ათასი ლარის გადახდა დააკისრა, გადახდის ვადად 22 დღე განუსაზღვრა. მოსამარლე დავით მამისეიშვილმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი არ არის, აქვს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არის ოჯახის მარჩენალი. გირაოს თანხის 60% გადახდის შემდეგ პატიმარს საპყრობილიდან გაათავისუფლებენ.
ახლა ნათესავები გირაოსთვის თანხას აგროვებენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული კვირაში ერთხელ გამოცხადდება გამომძიებელთან, პირადობას და პასპორტს ასევე გამომძიებელს ჩააბარებს. ეს იმიტომ, რომ მან საზღვრის დატოვება ვერ მოახერხოს.
დაკავებულს სასამართლო პროცესზე არაფერი არ უთქვამს, თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ პატიმარი დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებში მიუთითებს, რომ მარიხუანა მისი საკუთრება არ იყო და მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა: „ეს ფაქტიც გამოსაძიებელია. სასამართლო ამაზე შეფასებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიციელებმა დაარღვიეს თქვენი უფლება, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ კომპენსაცია, როგორც მატერიალური, ასევე – მორალური“.
მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა დაკავების დროს პროცესუალურ დარღვევებზე; მაგალითად, დაკავების ოქმში დაკავების დროდ მითითებულია – 20:27 საათი, ხოლო ჩხრეკის ოქმში – 19:55 წუთი. რატომ არის მსგავსი სხვაობა დროის თვალსაზრისით საქმის მასალებში დაფიქსირებული? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სასამართლოში პროკურორს მოუწევს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი კლიენტმა გამოიძახა, გამოძახების ადგილზე მისული კი პოლიციამ შეაჩერა და მანქანაში, სავარძლის ქვემოთ „მარიხუანა“ უპოვეს.
2014 წლის მაისში ჩემთან საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის სპეციალისტები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჰქონდათ ბათუმი-თბილისის ღამის მატარებლის რეისი გაუქმების შესახებ ინფორმაცია. მე დავაზუსტე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ სიმართლე იყო. საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის ხელმძღვანელობას ბათუმის მაჟორიტარის ბიუროდან წერილი გავუგზავნე. გარკვეული დროის შემდეგ საქართველოს რკინიგზიდან მთხოვეს შეხვედრა. როცა ჩამოვიდნენ ბათუმში, შემომთავაზეს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში შეხვედრა. მგზავრთა გადაყვანიდან ორი ადამიანი – მათ შორის მგზავრთა გადაყვანის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა ყიფიანი იყო.
მე ვთხოვე არ მიეღო საქართველოს რკინიგზას ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა არჩილ ხაბაძეს. მან, სამწუხაროდ, ვერ თქვა ეს გადამწყვეტი სიტყვა. პირველ პოლიტიკურ პირს გადამწყვეტი სიტყვის თქმა, დადასტურებულად განცხადების გაკეთება უნდა შეეძლოს. მათ მოილაპარაკეს, რომ უნდა გაუქმებულიყო, მე კი ამ შეხვედრაზე აღმოვჩნდი, როგორც მესამე პირი.
მე შევთავაზე, რომ ზაფხულში მაინც არ გაეკეთებინათ ეს, რადგან ტურისტულ სეზონზე მგზავრთა დიდი ნაკადია. იმდენი მოვახერხე, რომ სექტემბრამდე მოვედით.
თქვენ ფიქრობთ, არჩილ ხაბაძეს რომ ეთქვა უარი, „საქართველოს რკინიგზა“ ამას ვერ გააკეთებდა?
მე რომ ვყოფილიყავი ხაბაძის ადგილზე, მატარებლის მაგ რეისს ვერ გააუქმებდნენ, გადამწყვეტ ზომებს მივიღებდი… ლიდერი რომ ხარ, რეგიონის სასიკეთოდ ხომ უნდა თქვა რამე, მუდმივი მლიქვნელობა ყველას წინაშე, მუდმივი თავის დახრა არ შეიძლება. ლიდერი ლიდერი უნდა იყოს. ჩემი მიყვანა ხაბაძის კაბინეტში იყო ის, რომ მე აღმოვჩენილიყავი მესამე პირად.
და მაინც, რატომ უნდოდათ ბათუმი-თბილისი ღამის მატარებლის რეისის გაუქმება?
ძვირი ჯდება. ვაგონები არ გვაქვს, ზუგდიდში უნდა გადავიტანოთ ვაგონებიო. ღამის მატარებლის ერთ ვაგონში მგზავრობს 36 ადამიანი, დღის მატარებელში – 80 ადამიანი. თეთრეული უნდა, მეტი მომსახურება უნდა… მოკლედ, სიძვირით ახსნეს, მაგრამ ეს არ არის ძლიერი არგუმენტი.
გრაფიკთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?
მაშინ თქვეს, რომ დღის მატარებელს ღამის მატარებლის გრაფიკზე დასვამდნენ. ავადმყოფია, მოხუცია, ფეხმძიმეა…. თელავიდან თბილისში ღამის მატარებელი არ უნდა, მაგრამ ბათუმი ყველაზე შორი ქალაქია, ამიტომ დანიშნეს კომუნისტების დროს ეს მატარებელი.
მატარებლის რეისის გაუქმებით კანონი არ ირღვევა, მაგრამ მე მაქვს ჩემი არგუმენტები, რატომაც არ უნდა გაუქმდეს – იმიტომ, რომ ბათუმი ყველაზე დაშორებული ქალაქია დედაქალაქიდან. იმიტომ, რომ აჭარიდან ჩასული კაცი დაჯდა მატარებელზე, მთელი დღე გაატარა თბილისში, გააკეთა თავისი საქმე, სად წავიდეს მერე, სასტუმროში? – ვერ წავა სასტუმროში. საღამოს დაჯდა მატარებელზე და უკან წამოვიდა. იმიტომ, რომ 60 წლის ისტორია აქვს…
პირველი პოლიტიკური პირი არ უნდა იმალებოდეს, როცა ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემა წყდება. მე მიმიყვანე იმ სკამზე და მატარებელს ვერ გააუქმებენ.
როგორც ჟურნალისტები ამბობენ, დისკუსიის დროს ყველაზე ბევრი კითხვა, ოჯახური ძალადობისა და რელიგიური თემების გაშუქების ირგვლიც დაისვა.
„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რელიგიური თემები და გენდერული საკითხები. სიახლე იყო ჩემთვის ქალთა უფლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო ქორწინების და და ჯვრის წერის შემთხვევებში. აქამდე ვფიქრობდი, რომ ქალს განქორწინების შემდეგ გარკვეული ქონებრივი უფლებები ჰქონდა იმ შემთხვევაში თუ ის მეუღლესთან ჯვარდაწერილი იყო და არ იმყოფებოდა სამოქალაქო ქორწინებაში, რაც ასე არ ყოფილა. შევეხეთ ბევრ ისეთ თემას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხდება და რომლის გაშუქების დროს, მედია დისკრიმინაციას ავლენს“- ამბობს მე-4 არხის ჟურნალისტი ნინო ინაიშვილი.
ჟურნალისტის აზრით, მსგავსი განხილვები მედიას დაეხმარება აღარ დაუშვას შეცდომები სენსიტიური საკითხების გაშუქების დროს:
„ძალიან ხშირად, მორწმუნე ჟურნალისტები განიცდიან თავიანთი სულიერი მოძღვრების ზეგავლენას, რაც განაპირობებს მათ სუბიექტურობას გარკვეული საკითხების გაშუქების დროს, შედეგად კი ვიღებთ დისკრიმინაციას“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელის ნინო ჩიხლაძის თქმით, მედია საკმაოდ დისკრიმინაციული იყო, ქობულეთში მომხდარი ინცინდენტის გაშუქების დროსაც: „იგივე ღორის თავის მიჭედების თემა, მედიის მხრიდან არ იყო ბოლომდე ეთიკურად გაშუქებული. სიუჟეტებში აქცენტი კეთდებოდა იმაზე რომ არამუსლიმ მოსახლეობას არ სურდა მუსლიმური სასწავლების გახსნა, თუმცა არ ყოფილა განმარტება ადამიანის უფლებებზე, რომ ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება“.
ნინო ჩიხლაძის განმარტებით, მედია ასევე სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ოჯახური ძალადობის საკითხების გაშუქებასაც:
„გივე ქალთა მკვლელობების გაშუქება შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს. მოსახლეობა გამოკითხული იყო იმ ფორმით, რომელიც აჩენდა ამ მკვლელობების გამართლების საფრთხეს. ბუნებრივია, ფაქტის გაშუქების დროს ყველა მხარე უნდა ჩაიწეროს, მაგრამ დასკვნის სახით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და ის, რომ მკვლელობა არანაირი მიზეზით არ შეიძლება იყოს გამართლებული“.
სემინარი ორდღიანია. გუშინ ჟურნალისტები ევროპული სამართლის დეტალებს გაეცნენ, დღევანელი დღე კი, როგორც ტრენერები აცხადებენ, გენდერულ საკითხებს და ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას დაეთმობა. ტრენინგი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ტარდება.
წიგნის მაღაზიის წინ მიკროფონი და აპარატურაა, იქვეა მებოც, აპარატურას თავად ასწორებს, დროდადრო მსმენელს ესაუბრება. თინეიჯერები ერთმანეთს ემოციებს უზიარებენ: „მასთან ერთად ფოტო გადავიღე”, „ავტოგრაფი მომცა”. მებო ამბობს, რომ ყველგან მებოა, იმიტომ, რომ მისთვის ყველაფერი ადამიანური მნიშვნელოვანია: „თითოეული ადამიანი და მათთან ჩემი ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში, ამიტომაც ძალიან ვუფრთხილდები ყველას ჩემ გარშემო, ყველასთან ერთნაირი ვარ, ჩვეულებრივი მებო, ოღონდ ბებიაჩემისთვის დღემდე მერაბი.”
მებო ბათუმში
დაკვრა დაიწყო თუ არა, გარშემო ხალხი მომრავლდა, ყველა ასაკის მსმენელი, მსმენელებს მებო სიმღერის დაწყებამდე ამ სიმღერის ისტორიას უყვება, ამბები ცოტა სევდიანია, თავადაც თავის მუსიკას სევდიანს უწოდებს, იმიტომ, რომ მუსიკაში გრძნობებს გამოხატავს: „მუსიკაში ემოციას აქვს დიდი მნიშვნელობა, სევდიანი ემოციები უფრო ხშირად მაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უბედური ვარ, უბრალოდ ამ სამყაროში უფრო ბევრი ამბავია ისეთი, რომელიც სევდიან ატმოსფეროს მიქმნის, მაგალითად, დღეს პლაჟზე ვიწექი, გვერდით მშენებლობაზე მუშები შევნიშნე, დავსევდიანდი, რადგან, ისეთ სიცხეში ადამიანებს ასეთი მძიმე შრომის გაწევა უწევთ.” – ამბობს მებო.
მებო ქართველმა მსმენელმა პროექტ “X-ფაქტორიდან” გაიცნო, პროექტიდან მოულოდნელმა წასვლამ მებოს მსმენელს გული დასწყვიტა. პროექტი ფინალის წინ დატოვა, წასვლის მიზეზად კი რეპერტუარი დაასახელა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი, როგორც კი წამოვედი, მაშინვე დავუბრუნდი ჩემს ჩვეულ რეჟიმს. ნამდვილად ღირდა ამ პროექტში ჩემი მისვლა, ბევრი რამე მომცა, ბევრმა გაიცნო ჩემი მუსიკა, მიზანიც სწორედ ეს იყო. კონკურსებში აღარ ვაპირებ მონაწილეობას, “X-ფაქტორამდე” იყო “ჯეოსტარი”, მაგრამ “ჯეოსტარზე” მერაბ ნუცუბიძე გამოდიოდა მე კი მებო ვარ.”
17 წლის ასაკში დაიწყო მუსიკასთან ურთიერთობა, ვოკალის პედაგოგი არასოდეს ჰყოლია, ეს ცოტათი ახარებს, ასე მოახერხა ის, რომ მებოდ დარჩა: „თბილისში ასეთი ტენდენციაა, კონრეტული ადამიანი როგორც მღერის, იმის მიხედვით ხვდები, რომელ მასწავლებელთან დადიოდა, მუსიკის მასწავლებლები თავიანთ სტილში ასწავლიან მუსიკას ბავშვებს, რაც ცუდია, რადგან კლავს ინდივიდუალიზმს. 17-ის რომ გავხდი, ჩემით დავიწყე სიმღერა, შესაბამისად ვერავინ ვერ მოახდინა ჩემზე გავლენა.”
მუსიკა რომ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, ეს 22 წლისამ გადაწყვიტა: „იყო პერიოდები, როცა სირთულეების გამო ვფიქრობდი მუსიკაზე უარის თქმას, რთულია, როცა ისე გადის რამდენიმე თვე, რომ ვერსად უკრავ, ჩანაწერს ვერ აკეთებ. მიფიქრია, ჯობდა რამე სხვა გამეკეთებინა, თუმცა ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ მუსიკა იყო ჩემი საქმე, თავს ვიტყუებდი, როცა სხვა რაღაცის გაკეთებას ვცდილობდი, მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობებში მაქვს ბაკალავრის ხარისხი, არასოდეს გამოვიყენებ ამ პროფესიას, ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი, ახლაც ვსწავლობ მაგისტრატურაში ფრანგულ ლიტერატურას, ოღონდ ეს მაინტერესებს” – გვიყვება მებო.
პროექტიდან წასვლის შემდეგ მებო თავის ჯგუფს „The BearFox”-ს დაუბრუნდა, მალევე მიწვევა პოლონეთის ფესტივალიდან მიიღეს, რომლის შემდეგაც უამრავი შემოთავაზება გაჩნდა, სოლოკარიერის მიტოვება არ ადარდებს, ამბობს, რომ ასე უფრო მასშტაბური კარიერა შეუძლია ჰქონდეს: პოლონეთში ფესტივალს „განსხვავებული მუსიკის” ფესტივალი ერქვა, მეინსტრიმ-ბენდები არა, თუმცა ისეთები გამოდიოდნენ, “იუთუბზე” 60-მილიონიანი ნახვა რომ აქვთ. საქართველოში მიჩვეული ვართ, როცა ვინმე ცნობილი უცხოელი ჩამოდის, იმას გადაყვებიან, სხვებს კი ივიწყებენ, იქ კი ვერანაირი განსხვავება ვერ ვიგრძენით, ყველა ისეთივე პირობებში ვიყავით, როგორც ძალიან ცნობილი ჯგუფები” – ამბობს მებო.
მებო ჯგუფთან ერთად უცხოეთში წასვლაზე ფიქრობს: „პოლონეთში ყოფნისას, პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად – მუსიკოსის რანგში. საქართველოში ვერ ვგრძნობ ასე თავს. მაგალითისთვის, მუსიკოსმა კონცერტამდე ხმა უნდა შეამოწმოს, პოლონეთში ყველა პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ კარგად დაგვეკრა, სამი საათი მოგვცეს კონცერტამდე. საქართველოში ყველა გაჩქარებს, „მალე, მალე, მალე”, ასე მოგმართავენ, მუსიკოსს არ გიყურებენ როგორც ადამიანს, რომელიც რაღაცას ქმნის, უფრო გიყურებენ, როგორც ადამიანს, რომელმაც უნდა გაართო კონრეტულ საღამოს ვიღაც.”
„The BearFox”-ი მებომ და ირაკლი ბეთხომ შექმნეს, ეს იყო ორი მუსიკოსის ექსპერიმენტალური პროექტი, დღეს ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება. როგორც მებო ამბობს, ჯგუფის წევრები მუსიკისადმი ერთნაირმა დამოკიდებულებამ გააერთიანა: „დასაწყისში ვიყავით ორნი, დათვი და მელა, შესაბამისად დავარქვით ჯგუფს ეს სახელი. ახლა ვართ ხუთნი: ოპოსუმი, არწივი და ზარმაცა. ჯგუფის წევრები გაგვაერთიანა იმან, რომ გვაქვს ერთი დამოკიდებულება და ერთი პრინციპი მუსიკასთან მიმართებაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ არ ვიზღუდავთ თავს რაღაც ჩარჩოებით და წესებით. ხუთი სიმღერა გვიდევს ინტერნეტში, ხუთივე სხვადასხვა ჟღერადობისაა და სხვადასხვა ხასიათის, კონკრეტულ მომენტში როგორი განწყობაც გვაქვს, როგორი ინსტრუმენტებიც გვესმის თავში, იმას ვიყენებთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ინდიექსპერიმენტალური პროექტი.”
მებოს ოცნება „The BearFox”-სთან ერთად გლასტომბერის ფესტივალზე დაკვრაა, მანამდე კი, შვიდ სექტემბერს, პირველი სოლოკონცერტი ექნებათ თბილისში: „როცა ვიქმნებოდით, ვთქვით, რომ ბოლოს გლასტომბერის ფესტივალზე უნდა დავუკრათ, ვიცი, ეს ასეც იქნება, ნელ-ნელა მივდივართ აქეთკენ.”
თანამედროვე ხელოვნების სივრცის ერთ ნაწილში ვიტალი კოხანის ინსტალაცია “ორპირი” იყო განთავსებული. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჰამლეტ ზინკოვსკის “დღიური 2013”, რომან მინინის “ჯილდო სიჩუმისათვის” და ჯგუფ შილოს ფოტოგამოფენა “ევრომაიდანი.
“ეს გამოფენა პირდაპირ ეხმაურება იმ მოვლენებს რაც ხდება უკრაინაში. მათ შორის უკრაინის ურთიერთობას დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. შესაბამისად ხარკოვი რომელიც არის წარმოდგენილი ამ გამოფენაზე იმყოფება ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილას, რომელიც რეალურად შეიძლება ითქვას რომ ორპირ ქარზე იმყოფება,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის კურატორმა ანა რიაბოშენკომ.
ფოლკლორულ დიალექტოლოგიური და ეთნოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ინსტიტუტის თანამშრომლები თურქეთის ართვინის ვილაიეთის სოფლებში იმყოფებოდნენ.
ინსტიტუტის დირექტორის როინ მალაყმაძის ინფორმაციით ართვინის ვილაიეთის იუსუფელის რაიონის სოფლებს მეცნიერები შვიდი დღის განმავლობაში იკვლევდნენ.
მეცნიერებმა ქვაბაკში, ელიასხევში, იეთში, საგდიყანაში, ხევეკში, ბარხში, ჭილათში, უტავში, პარხალში, ოთხთა ეკლესიაში, სავრიათში, სარიგოლში, გუდასხევში, არჯევანსა და ბინათში მნიშვნელოვანი მასალები მოიპოვეს. მკვლევარებმა ასევე ჩაიწერეს საინტერესო ეთნოლოგიური და დიალექტოლოგიური ხასიათის ტექსტები, ტოპონიმები, არქაული ლექსიკური ერთეულები. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფი კვლევითი საქმიანობას მომავალ წელს იმიერ ტაოში, ოლთისის, ტაოსკარისა და თორთომის რაიონებში განაგრძობს. ამ ექსპედიციის შესახებ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში ფილმის მომზადებასაც გეგმავენ.
ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ფესტივალის განმავლობაში საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 38 ქვეყნის 105 ფილმი. ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში“, ბათუმის დრამატულ თეატრში, ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, შუახევისა და ქედის კულტურის ცენტრში.
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური, ხოლო საუკეთესო საბავშვო ფილმს გამოავლენს ხულოს, შუახევის, ქედისა და ბათუმის ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჟიური. შედეგები გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე.
ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში დაგეგმილია ვორქშოპებისა და მასტერკლასების სერია.
„თოფუზის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.
ბათუმის საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის განმარტებით ვაკანტურად ითვლება ყველა ის თანამდებობა, რომლებიც ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელებს აქვთ დაკავებული.
კონკურსი ძირითადად სპეციალისტებს და სამსახურების უფროსების მოადგილეებს შეეხებათ, რადგან სამსახურის უფროსების დანიშვნა კანონმდებლობით მერის ან გამგებლების ექსკლუზიიური უფლებაა და მათ ეს უფლება უკვე გამოიყენეს.
სულიკო შვენთიძის ინფორმაციით შტებში უკვე აყვანილი თანამდებობის პირებითვის კანონმდებლობა ატესტაციას ითვალისწინებს : „ ამით მათი კვალიფიკაცია შემოქმდება, თუ ვინმე ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს თანამდებობიდან გათავისუფლდება და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკუსი გამოცხადდება“ .
ჯერ კიდევ დაზუტებული არ არის მეჩეთის მშენებლობის ადგილი.
„ამის შესახებ პრემიერთან უახლოეს დღეებში დაგეგმილ შეხვედრაზე გვექნება მსჯელობა, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას პრემიერი თავად გაახმოვანებს. “- უთხრა ჯემალ პაქსაძემ ბათუმელებს.
სამშენებლო კომპანიის შესარჩევად სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 550 000 ლარია გათვალისწინებული.
რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი შენობის ნაწილობრივ დემონტაჟს ითვალისწინებს: „გუმბათებისა და მზარდი კედლების შენარჩუნებით მათში არსებული ლოკალური დაზიანებების პირველადი აღდგენით.“
ტენდერით გათვალისწინებული ვადების მიხედვით სააგენტომ კომპანია 10 ოქტომბრამდე უნდა შეარჩიოს.
„ბათუმელებმა“ ამ კითხვებით საქართველოს რკინიგზას მიმართა, თუმცა რკინიგზაში ამ დრომდე არ ასახელებენ მიზეზს, თუ რატომ გაუქმდა თბილისი-ბათუმის ღამის მატარებელი. „საქართველოს რკინიგზა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს“ – განაცხადა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.
თბილისი-ბათუმის ღამის მატარებლის გაუქმებას საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტი მოჰყვა, ვინც ხშირად მგზავრობს მატარებლით. 30 სექტემბერს აჭარის მთავრობის შენობასთან თბილისი-ბათუმის ღამის მატარებლის პირველი ოქტომბრიდან გაუქმება შემადგენლობის თანამშრომლებმა და მგზავრებმა გააპროტესტეს.
შპს „Adog Georgia“, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქემ მუსა სულეიმანოვმა 2010 წელს დაარეგისტრირა. კომპანიას მიხეილ ძოძუაშვილი ხელმძღვანელობს.
„Adog Georgia“-ს სატუმრო კომპლექსის აშენებასთან დაკავშირებით შეთანხმება აჭარის მთავრობასთან 2011 წელსაც ჰქონდა. მაშინდელი შეთანხმების პირობებით კომპანიას 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ ბათუმში 40 თვეში უნდა აეშენებინა. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მინიმუმ 100 ადამიანი უნდა დაესაქმებინათ. კომპანიამ სახელმწიფოსთან დადებული პირობა ვერ შეასრულა. მშენებლობა დაიწყო, თუმცა ის დღემდე შეჩერებულია.
„Adog Georgia“ ბათუმში ამჯერადაც სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ეს არის იგივე პროექტი კუბიკ თაუერი, რომელიც ამ დრომდე შეჩერებული იყო“. სამინისტრომ კომპანიას შეთანხმების ვადა გაუგრძელა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობა ოქტომბრის შუა რიცხვებში განახლდება და ორ წელში დასრულდება. სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი იქნება. ინვესტორი რეგიონში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციიის განხორციელების პირობას იძლევა.
„Swiss Belhotel International“-ი კი, რომელმაც კომპანიას მშენებლობა დაუკვეთა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ფუნქციონირებს, მათ შორის: ჩინეთში, ავსტრალიაში, ჰონგ კონგში, ახალ ზელანდიაში, ინდონეზიაში, ტაილანდში. ბრენდი მთელს მსოფლიოში 125 სასტუმროს მფლობელია.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან საუბარში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელმა ბათუმში ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაზე დაინტერესება გამოხატა.
კომპანია უახლოეს პერიოდში რეგიონის ბაზრის შესწავლას დაიწყებს, რის შემდეგადაც კონკრეტული წინადადებით უკვე რეგიონის მთავრობასთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.
„Paramount Hotels & Resorts“-ი შუა აღმოსავლეთში ტურისტების ყველაზე მსხვილი გადამყვანია. წელიწადში მათ მიერ გადაყვანილი ტურისტების რაოდენობა 4 მილიონს აღწევს. კომპანიის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მათთვის საქართველო თავისი ადგილმდებარეობით, ტურისტული პოტენციალითა და ბუნებით ძალიან საინტერესოა. მათი თქმით, საქართველოთი დაინტერესება სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა.
ბათუმის მეჩეთში შეკრებილ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიულოცა.
“დღევანდელი დღე არის ქვეყნისთვის ბედნიერების და სიკეთის მომტანი და ასეთი დღე უნდა იყოს ყოველი დღე ჩვენს ქვეყანაში,” – თქვა არჩილ ხაბაძემ.
კითხვაზე, როდის აშენდება მეჩეთი ბათუმში, არჩილ ხაბაძემ უპასუხა:
„20 ოქტომბრამდე გვექნება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, რაზეც წავიმუშავებთ შეხვედრამდე და ვფიქრობ 20 ოქტომბრამდე ჩვენ გვექნება მიმართულება საით უნდა წავიდეთ.
ის რა მოთხოვნაც არის მუსლიმების, ჩენი მთავრობა ყველა მოთხოვნას ყველა ყველა რჩევას ითვალისწინებს და ერთად ვმსჯელობთ. ყველა მუსლიმის უფლება დაცული იქნება ამ ქვეყანაში,” – განაცხადა არჩილ ხაბაძემ
არჩილ ხაბაძე, გიორგი ერმაკოვი და ადამ შანთაძე 4.10.2014
ბათუმში მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცულობენ 4.10.2014
ყურბან-ბაირამის დღესასწაული, ბათუმის მეჩეთი 4.10.2014
ხალიჩების ნაკლებობის გამო მუსლიმები სალოცავ ხალიჩად ქურთუკებს იყენებენ 4.10.2014
ყურბან-ბაირამი, ბათუმის მეჩეთი 4.10.2014 ფოტო: მანანა ქველიაშვილი
რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ აჭარაში 105-მილიონიანი ავსტრიული ინვესტიციის შემოსვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მთავრობის ინფორმაციით, “ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში”. პროექტის ფინანსური მენეჯერის თამარ სურგულაძის ინფორმაციით კი, 105 მილიონზე ვერ დავკონკრეტდებით: “რადგან ეს უკვე მოთხოვნაზე და გაყიდვაზეა დამოკიდებული”.
ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, “პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, სასტუმრო “ოაზისის” ძველი შენობა მოდერნიზებულია, დაიწყო აპარტოტელების მშენებლობა. შემდეგი ეტაპის დასაწყებად კი მნიშვნელოვანია მოთხოვნა. როგორი იქნება მოთხოვნა, ეს მომავალში გამოჩნდება.” ინვესტორი სასტუმრო “ოაზისის” მოდერნიზაციასა და თანამდეროვე აპარტოტელის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსში 21 ახალი საცხოვრებელი სახლი, 330 სასტუმროს ნომერი და 680 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელია (აპარტოტელი) გათვალისწინებული.
პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.
“ნამდვილად საამაყოა, რომ ამ თანამედროვე, ძალიან პერსპექტიული, აპარტოტელის ტიპის პროექტის განხორციელების ადგილად ავსტრიელმა ინვესტორებმა სწორედ საქართველოს კურორტი შეარჩიეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი სერიოზული პროექტების განხორციელებისთვის”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ახალი აპარტოტელის მშენებლობა ჩაქვში უკვე დაწყებულია. მშენებლობას ავსტრიაში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგის” დაკვეთით მისივე შვილობილი კომპანია `საქტურ კურორტი” ახორციელებს.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, “საქტურ კურორტი” 2007 წელსაა დაფუძნებული. ეს კომპანია საქართველოში სწორედ “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგს” დაუფუძნებია თავის პარტნიორებთან ერთად. დღეის მდგომარეობით კომპანიის 58,4%-იან წილს კვლავაც “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” ფლობს. კომპანიის 33,3%-ს კი ფლობს ასევე ავსტრიული კომპანია `ალბერეტა”, რომელიც ვენაშია რეგისტრირებული, ხოლო 8,3%-ს მფლობელი საქართველოს მოქალაქე ნათია ბუკიაა.
2010 წლის დოკუმენტების მიხედვით კი “საქტურ კურორტს” “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგთან” ერთად შპს “მგ კომპანია” ფლობდა. 2013 წლიდან მგ კომპანი გადის ბიზნესიდან, მრავალმილიონიანი კაპიტალის მქონე კომპანიის წილები ასე ნაწილდება:
“ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” კომპანიის 58,4%-ის მფლობელად რჩება, 33,3%-ის მფლობელი ავსტრიული კომპანია “ალბერეტა” ფიქსირდება, ამ კომპანიამ “მგ კომპანიისგან” 33,3%-იანი 1000 ევროდ, ხოლო კომპანიის 8,4%-იანი წილი ნათია ბუკიამ “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი”-სგან 5 000 ევროდ შეისყიდა.
რეესტრის მონაცემებით, “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” საქართველოში პირველად 2007 წელს გამოჩნდა. სწორედ მაშინ დააფუძნა მან საქართველოში დეველოპერული კომპანია `საქტურ კურორტი”.
კომპანიის 2013 წლით დათარიღებული წესდების მიხედვით, კომპანიის “საქტურ კურორტის” კაპიტალი 21 800 000 დოლარს შეადგენდა. ამჯერად ავსტრიული საინვესტიციო კომპანია `ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი~ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტის `”დრიმლენდ ოაზისის” განხორციელებას გეგმავს. პროექტის ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოგების თვალსაზრისით ვითარება შეიცვალა, სწორედ ამიტომ საინვესტიციო კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი განახორციელოს. პროექტი “დრიმლენდ ოაზისი”, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც “საოცნებო მიწა” ევროპული სტანდარტების კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი 80 000 კვ.მ-ზე 21 შენობას მოიცავს, რომელშიც 320 სასტუმროს ნომერი და 680 აპარტამენტი განთავსდება. პროექტი 5 წლის მანძილზე, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ის 2019 წლის ბოლოს დასრულდება. `დრიმლენდ ოაზისი” “საქტურ კურორტის” არქიტექტორებმა ბულგარელ კოლეგებთან ერთად დააპროექტეს.
პროექტის სამშენებლო გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ლარი უნდა შევიდეს, მშენებლობაზე 300-მდე მოხელე დასაქმდება და კომპლექსის სტაფს 240 მუდმივი წევრი დაემატება.
პროექტი სამი ღია და დახურული საცურაო აუზის, სპა და სარეაბილიტაციო ცენტრის, ღია და დახურული ფიტნესცენტრების, ბავშვების გასართობი ცენტრების, სკვერების, ევროპული და ქართული რესტორნების, ბუნგალოების, სავაჭრო ცენტრის, დახურული მულტიფუნქციური გასართობი ცენტრის, ფეხბურთისა და საჩოგბურთო მოედნების, ხელოვნური ტბის მოწყობას და ასევე ღამის კლუბის განთავსებას ითვალისწინებს.
პროექტის გაყიდვების მენეჯერის, თამარ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიას პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინების 10%-ი გაყიდული აქვს.
“გამომდინარე იქედან, რომ ფაქტობრივად მუნიციპალიტეტი ინფორმაციას მოკლებულია, მოწყვეტილი ვიყავით გარე სამყაროს. დარჩენ საზოგადოებასთან, დანარჩენ სამყაროსთან კავშირისთვის მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ განყოფილების ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, რომ მისი მუშაობა ეფექტური იქნება და დიდ შედეგს მოიტანს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული”, – ამბობს ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე.
მისივე განმარტებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მუნიციპალიტეტებში საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურები წინასაარჩევნოდ შტაბებში მომუშავე პირებისთვის, ანუ “ქართული ოცნების” აქტივისტებისთვის შექმნეს:
“მე რომ ვინმეს დასაქმება მდომებოდა, მათ სხვადასხვა სამსახურში ვერ გადავანაწილებდი, თუ ამას ვინმე დანაშაულად ჩამითვლიდა? – გარწმუნებთ, ეს გაყოფილება ნამდვილად მისი საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა”.
ხელვაჩაურის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ოთხი თანამდებობა ჯერ ისევ ვაკანტურია. ამ განყოფილებაში კადრების შერჩევა გამგებელს ერთპიროვნულად, კონკურსის გარეშე შეუძლია. გამგეობის იურისტის დავით კოპინაძის განმარტებით, ამას თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსი, კონკრეტულად კი გამგებლის დისკრეციული უფლება ითვალისწინებს.
ხელვაჩაურში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში იმუშავებენ განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში, მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში და მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
“მოგეხსენებათ, გამგეობას რწმუნებულები აღარ ჰყავს სოფლებში. ახლა მე, როგორც გამგებელს, მხოლოდ 37 წარმომადგენელი მყავს, როცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში ოთხმოცზე მეტი რწმუნებული მუშაობდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის დარგში კოორდინაციას გაუწევს იმას, რომ მაქსიმალურად მივიდეს ინფორმაცია ყველა სოფელში და პირიქით – სოფლებიდან გამგეობაში”, – განმარტავს ნადიმ ვარშანიძე.
შუახევის მუნიციპალიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მხოლოდ სამი შტატი გაითვალისწინეს. გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება შუახევის გამგეობაში ახალი არ არის, რადგან ეს განყოფილება მის გამგებლად არჩევამდე იყო დამტკიცებული. შუახევის გამგებელი მიიჩნევს, რომ “ამ შინაარსისა და დატვირთვის განყოფილება აუცილებელია”. ამიტომ ის შექმნილიც რომ არ ყოფილიყო, თავად გააკეთებდა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არ შეუქმნია და მის შექმნას არც მომავალში გეგმავს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე. “ჩვენთან ამ საკითხებზე ორი სპეციალისტი მუშაობს, კარგად ართმევენ თავს მოვალეობას, ამიტომ დამატებით განყოფილების შექმნას არ ვგემავ”, _ უთხრა სულხან ევგენიძემ “ბათუმელებს”.
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ხელფასი 800 ლარი იქნება, სპეციალიტი კი ანაზღაურების სახით 600 ლარს მიიღებს.
ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანოა, მასში წუთში 10-20 მილიონამდე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, რომელიც მთლიანი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აკონტროლებენ. ღვიძლის ფუნქციები მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ღვიძლი ცილების, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ცხიმების ანუ ლიპიდებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ცვლაში (მეტაბოლური ფუნქცია), იგი ნაღვლის წარმოქმნასა და მონელების პროცესში (სეკრეტორული ფუნქცია) მონაწილეობს.მას გააჩნია გამომყოფი,ჰომეოსტაზური ფუნქციები. ასევე აკისრია “დეპოს” ფუნქცია, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ორგანიზმის დეტოქსიკაცია გახლავთ, ანუ ღვიძლი არის ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრი.
რა სიმპტომებით შეიცნობა ღვიძლის პათოლოგიები?
ღვიძლის დაზიანების მრავალი მიზეზი არსებობს.თუმცა მათ შორის უფრო ხშირად გვხდება ღვიძლის ვირუსული დაავადებები,ღვიძლის ალკოჰოლური და ტოქსიური (წამლისმიერი და სხვა) დაზიანება, ღვიძლის პათოლოგია გამოწვეული ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, აუტოიმუნური დაავადებები,ღვიძლის ონკოლოგიური დაავადებები და სხვა მრავალი. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში სიმპტომატიკაც სხვადასხვაა, თუმცა რამდენიმე ზოგადი სიმპტომი შეგვიძლია გამოვყოთ.
ღვიძლის პათოლოგიებისას პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დისპეფსიური ჩივილები – სიმძიმის შეგრძნებამარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში განსაკუთრებით ჭამის შემდეგ,მწარე გემო პირში,მადის გაუარესება, ყურყური მუცელში, ამოქარვება, ანუ ის ჩივილები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. ასთენო-ვეგეტატიური სინდრომი-ადვილად დაღლა,შრომისუნარიანობის დაქვეითება,ემოციური ლაბილობა.შესაძლოა გამოხატული იყოს თვალის სკლერების ფერის შეცვლა – მათ მოყვითალო შეფერილობა აქვთ, ასევე შარდის გამუქება, ქავილი, უცნაური გამონაყარი კანზე ან სისხლძარღვების გაფართოება ტანზე(ტელეანგიექტაზიები), ჰორმონალური ცვლის მოშლა, მაგალითად გინეკომასტია (მამაკაცის მკერდის ზომების ზრდა ქალური ტიპით), ასევე თმის ცვენა და ფრჩხილების ფერის/ფორმის შეცვლა,ართრალგიები-სახსრების ტკივილი,ლიმფადენოპატიები და სხვა მრავალი რომელიც დამოკიდებულია ეტიოლოგიურ ფაქტორზე და დაავადების სიმძიმეზე.
რა ვნებს ღვიძლს?
იმის გამო, რომ ღვიძლს დეტოქსიკაციის ფუნქცია აკისრია, ტოქსიური ნივთიერებები რომლებიც ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში, საკვებით იქნება ეს, ალკოჰოლით თუ სხვადასხვა მედიკამენტით და სხვა – სისხლის მეშვობით ხვდება ღვიძლში სადაც მიმდინარეობს ტოქსიური ნივთიერებების უვნებელყოფა.გარდა ამისა, ღვიძლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ფაქტორი ჭარბი რაოდენობის ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი და ცხარე საკვებია, ასევე ნახშირწყლოვანი საკვები – ტორტები, ნამცხვრები. ასეთი საკვების გადამუშავებისთვის დიდი რაოდენობის ნაღველია საჭირო, რომელიც ღვიძლში გამოიყოფა და შემდეგ ნაღვლის ბუშტში ხვდება, იქ კი იქამდე ინახება, სანამ ადამინი საკვებს არ მიიღებს. ძალიან ცხიმიანი საკვების მიღებისას, ღვიძლს მეტი ნაღველის გამოსამუშავებლად ძალიან მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს, შესაბამისად, ეს შეიძლება გახდეს ცხიმოვანი ჰეპატოზის ერთ-ერთი მიზეზი.ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ცხიმოვანი ჰეპატოზი, სტეატოზი – ყველა ეს ტერმინი ერთსა და იმავე პათოლოგიურ მდგომარეობას აღნიშნავს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად განვითარდეს.ცხიმოვანი ჰეპატოზის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზი-ალკოჰოლია. შემდეგ მოდის შაქრიანი დიაბეთი, სიმსუქნე და ჰიპერლიპიდემია.
ღვიძლის გაცხიმოვნება მეტაბოლური სინდრომის (მეტაბოლური,ჰორმონალური და კლინიკური დარღვევების კომპლექსი,რომელსაც საფუძვლად უდევს ინსულინორეზისტენტობა და კომპენსატორული ჰიპერინსულინემია) ერთ-ერთი გამოვლინებაა. იგი ხშირად ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ემართებათ და რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იგი იმათაც, ვინც ხშირად იცავს წონის დასაკლებ დიეტებს ან/და ძალიან მოკლე დროში დიდ წონას კარგავს (მაგალითად თვეში ათი კგ). ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის ძირითადი ეტაპები ხდება ღვიძლში, რის შედეგადაც ორგანიზმი ივსება ენერგიით. ალკოჰოლი და სხვა მავნე ნივთიერებები აზიანებენ ღვიძლის უჯრედების გარსს და არღვევენ იმ ფერმენტების ფუნქციას, რომლებიც ცხიმოვანი მჟავების ჟანგვასა და ტრანსპორტში მონაწილეობენ. ეს იწვევს მათი ნორმალური ცვლის დარღვევას და უჯრედებში ცხიმის ჩალაგებას,რომელიც შემდგომში წარმოქმნის დაჟანგვის სხვა მაღალაქტიურ შენაერთებს,რომლებიც უფრო ღრმად აზიანებენ ღვიძლის უჯრედებს და შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლის ანთება ანუ სტეატოჰეპატიტი.
რა არის სასარგებლო ღვიძლისთვის?
უპირველეს ყოვლისა, ჯანსაღი ცხოვრების სტილი და სწორი კვების რეჟიმი, ნატურალური და ნაკლებად ცხიმიანი საკვები. საერთოდ, ჯანმრთელი ადამიანისთვის ყველაფერი სასარგებლოა ზომიერი რაოდენობით, ანუ საკვები ცხიმიანიც შეიძლება და შებოლილიც, თუმცა არის გარკვეული საკვები პროდუქტი, რომლებიც უკეთესად მოქმედებენ ღვიძლზე და ნაკლებად ტვირთავენ მას. ასეთია: ნაკლებ ცხიმიანი ხორცი და თევზი, ბოსტნეული – კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, ხილი, ასევე რძის ნაწარმი: ხაჭო, იოგურტი, კეფირი,აირანი.წიწიბურა,გერკულესი ეს პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, ცილებს, ფოსფოლიპიდებს, ლეციტინს, რომლებიც ღვიძლის უჯრედების შენებაში მონაწილეობენ და ხელს უწყობენ დეტოქსიკაციის პროცესებს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ცხიმოვანი ჰეპატოზი საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტს მხოლოდ ზოგადი ჩივილები აქვს (უმრავლესობას ცხიმოვანი ღვიძლის ნიშნები შემთხვევით მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევის დროს უვლინდება), მნიშვნელოვანია რომ პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს.
იაპონიის მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მოხარულია, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების თვალსაზრისით.
საუბრისას მიდორი მაცუშიმამ აღნიშნა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მნიშვნელობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, რასაც თვად კონსტიტუცია ითვალისწინებდა.
მინისტრი განსაკუთრებით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა იმ პერიოდში კონსტიტუციით გათვალისწინებული ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი საარჩევნო და სხვა უფლებებით.
შეხვედრის ბოლოს, მიდორი მაცუშიმამ საქართველოში ვიზიტის სურვილიც გამოთქვა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ლონდონის ხელოვნების სცენის წარმომადგენლების, ჯესი დარლინგისა და ტაკეში შიომიცუს კოლაბორაცია. გამოფენა კვლევითი ხასიათისაა, რომლის თემაა საგანგაშო მდგომარეობა, თავდაცვითი სტრუქტურები და მათი გამოყენების მრავალფუნქციურობა.
„იგივე იგივე“ ორ პლატფორმიანი გამოფენაა. ერთი ინსტალაცია ბათუმში, საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი, მეორე კი ღია ცის ქვეშ, ანაკლიის სანაპირო ზოლში.