რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 914 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510]
  • ტანკი – 10 492 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 21 816 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 25 507 ერთეული [+56]
  • MLRS – 1 347 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 122 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 345 ერთეული [+111]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 42 528 ერთეული [+130]
  • სპეცტექნიკა – 3 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 49 030 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 596 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 533 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 109 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 530 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

პუტინი ამ გაზაფხულზე ემზადება ხარკოვისა და სუმის რეგიონებზე თავდასხმისთვის – ზელენსკი

ზელენსკი: „პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება”

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

30 მარტს მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ბათუმის ავტოტრანსპორტი

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით 30 მარტს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

„ავტოტრანსპორტის“ გადაწყვეტილება უფასოდ მგზავრობაზე რამადან ბაირამს უკავშირდება.

მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს.

ამავე თემაზე:

ბაირამის ლოცვა წვიმაში, ქუჩაში და აივნების ქვეშ შეფარებული მთავრობა 

დღეს საღამოს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება – შტორმული გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით:

დღეს, 29 მარტს აჭარის ტერიტორიაზე შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10- 15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა

  • სანაპირო რაიონებში ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 17-22 გრადუსი სითბო;
  • მაღალმთიან ზონაში ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო.

 

მდინარაძე აღიარებს, რომ მოქალაქეს აგინა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღიარებს, რომ მოქალაქეს აგინა.

„ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ვისაც მოუწია ჩემი და იმ ადამიანის მიმოწერის წაკითხვა, ვინც დაგეგმილი და ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, ათობით ადამიანიდან ერთ-ერთმა, უსაზიზღრესი სიტყვებით, პირადი მიმოწერის დროს,  დაიწყო შეურაცხყოფა და როგორც კი თქვა, რომ გოგო იყო (რისი წარმოდგენაც მის მიერ გამოყენებული სიტყვების გამო აქამდე შეუძლებელი მეგონა:), ბუნებრივია, აღარ გავაგრძელე იმ ფორმით პასუხის გაცემა…

საკმაოდ ვრცელი მიმოწერიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთი გაასაჯაროვა და მოიტყუა, რომ თითქოს თავად არ იყო შეურაცხყოფის ინიციატორი. ზოგადად, ასეთი მდარე მანიპულაციებით საზრდოობს ნაცური პიარი…“ – წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქზე და ასე ეხმაურება მოქალაქის პოსტს, რომელიც წერდა, რომ „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აგინა.

გუშინ, 28 მარტს, მოქალაქე ანა ყაულაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა მიმოწერის სქრინი, მასსა და მამუკა მდინარაძეს შორის.

სქრინის მიხედვით, მამუკა მდინარაძე მოქალაქეს უშვერი სიტყვებით აგინებს და მოიხსენიებს როგორც „გაბლატავებულ ქათამს“.

მამუკა მდინარაძისა და მოქალაქის მიმოწერის ამსახველი სქრინი

მოგვიანებით ანა ყაულაშვილმა ამ მიმოწერის შესახებ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ის არის „საქართველოს 23 წლის მოქალაქე“, რომელსაც განსხვავებით მამუკა მდინარაძისგან, არ აქვს არანაირი თმენის ვალდებულება, როდესაც ხედავს, როგორ ეპყრობიან მის ქვეყანას.

დღეს თავად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დაადასტურა ამ მიმოწერის ნამდვილობა და აღიარა, რომ მოქალაქეს აგინა.

მამუკა მდინარაძემ მის მიერ მოქალაქისადმი გინება დაუკავშირა ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და კომისიის მუშაობას, რომელიც ოცნების პარლამენტმა შექმნა. „ქართული ოცნება“ ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრებს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არ ეთანხმება მმართველი პარტიის პოლიტიკას და პარტიულისგან განსხვავებული, თავისუფალი აზრი გააჩნია.

„ორი დღეა სრული ისტერიაა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც: დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე. ⁠ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც: აღიარეს ომის დაწყება, ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული

შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ“,” – წერს მამუკა მდინარაძე.

სინამდვილეში, ის რასაც მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგად და ახალ ამბად ასაღებს, აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ არის დადგენილი, რომელი კომისიაც ომიდან მალევე, 2008 წელს შეიქმნა.

ამის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებშიცაა ხელმისაწვდომი.  თუ ქართულ ვიკიპედიას გახსნით და აგვისტოს ომის შესახებ მოიძიებთ ინფორმაციას, იქ იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წელს გენერალი გოგავა წარსდგა აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წინაშე და მისცა ჩვენება:

„2008 წლის 7 აგვისტოს 23:35 საათზე დახურული სპეცკავშირის ტელეფონზე უმაღლესი მთავარსარდლისგან [პრეზიდენტ სააკაშვილისგან] ირეკება და ვიღებ ბრძანებას: 1. შეაჩერეთ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ყველანაირი ძალები; 2. ჩაახშვეთ ის საცეცხლე წერტილები, რომლებიც ესვრიან ქართულ პოსტებს და 3. აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დროს დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა,“ – თქვა ზაზა გოგავამ 2008 წელს და იგივე გაიმეორა 2025 წლის 27 მარტსაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაზე.

სქრინი ვიკიპედიიდან

ამ დრომდე, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ვრცლად და ქრონოლოგიურადაა აღწერილი თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები 7 აგვისტომდე. კერძოდ, როგორ იბომბებოდა ქართული სოფლები და მშვიდობიანი მოსახლეობა რუსი სამხედროების და ოსი სეპარატისტების მხრიდან.

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა. ასობით ადამიანი დაშავდა ან გარდაიცვალა ომის დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვისა და სროლების შედეგად. ასევე ხშირი იყო მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება. ათასობით მოქალაქის ქონება გაიძარცვა და განადგურდა, შედეგად მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა საკუთრებაზე. ამასთან, 300 000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ნიშნავს სტრასბურგის გადაწყვეტილება აგვისტოს ომზე 

—————————-

„ქართული ოცნების“ პარლამენტში 2025 წელს შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულები უნდა გამოიძიოს. ამ კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე 2008 წლის ომის საქმეზე დაიბარეს გაერთიანებული შტაბის მაშინდელი უფროსი, გენერალი ზაზა გოგავას და იმ დროს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი, გენერალი მამუკა ყურაშვილი.

გენერლები კომისიის წინაშე 27 და 28 მარტს წარსდგნენ.

„პოლიციელებმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება, იზოლატორში გამაშიშვლეს“ – ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც 28 მარტს თბილისში გამართულ აქციაზე დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს.

როგორც ელენე ხოშტარია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში წერს, მას პოლიციელებმა ჯერ სახეში მიაყენეს დაზიანება, შემდეგ კი იზოლატორში გააშიშვლეს.

ელენე ხოშტარიას წერილი მის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ყოველთვის ვერიდები ჩემი პირადი ემოციების ან შემთხვევების საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. განსაკუთრებით, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა რეჟიმის და წამების მსხვერპლი.

ამასთანავე, ამჯერად გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, ჩემი დაკავების დროს ჩადენილი დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მე თუ ასე მომექცნენ, უამრავ ადამიანს კიდევ უფრო უარესად შეიძლება მოეპყრონ. ეს არც სიახლეა და არც გასაკვირი, თუმცა, ასეთ შემთხვევებში, საჯაროდ საუბარი სოლიდარობა და ერთმანეთის დაცვა არის ბრძოლის იარაღი.

მოკლედ, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, „ოლე, ოლას“ სიმღერით მაგრად ვაწვალე და ვერც ვერაფერი დამაკლეს.

კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი.

აქაც მაგრად ვაწვალე, მაგრამ წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი. თუმცა, აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემს თავზე გესაუბრებით, მაგრამ ჩავთვალე, რომ საქმეს ასე სჭირდება და ჩემს პირად დისკომფორტს გადავაბიჯე.

კარგად ვარ, მე რა მიჭირს, რამდენი უდანაშაულო ადამიანია გამომწყვდეული ციხეში თვეებია,“ – წერს ელენე ხოშტარია.

„ვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს, ჰუმანურ და დემოკრატიულ სახელმწიფოს“ – დმანისიდან „100 კილომეტრიანი მარში“ დაიწყო

დმანისიდან, რომელიც 100 კილომეტრითაა დედაქალაქიდან დაშორებული, დღეს, 29 მარტს, „100 კილომეტრიანი მარში“ დაიწყო.

მარშის მონაწილეები გეგმავენ მომდევნო სამი დღის განმავლობაში მსვლელობით ჩავიდნენ თბილისში და შეურთდნენ 31 მარტს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას.

„100 კილომეტრს ფეხით გავივლით და 31 მარტს რუსთაველზე შემოვალთ დამოუკიდებლობის დასაცავად!

მტკიცე და ამაყი ნაბიჯებით ვივლით ეს სამი დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის!

კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს ძალას ამ არაძალადობრივი გზით.

ვაჩვენებთ, რომ არ გავჩერდებით, ვაჩვენებთ, რომ არ დავღლილვართ, რომ უწყვეტი პროტესტის 122-ე დღესაც შეგვიძლია 100 კილომეტრი ფეხით გავიაროთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის,“- ნათქვამია საპროტესტო მარშის მონაწილეთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

100 კილომეტრიანი მარში დმანისიდან დღეს, 29 მარტს დაიწყო  ფოტო: რადიო მარნეული

მარში დმანისიდან თბილისამდე, 100 კილომეტრის მანძილზე გაივლის 4 ქალაქს და 20-მდე სოფელს.

„ყველა სახლთან, ყველა ჭიშკართან შევძახებთ – საქართველო ადექი, აჯანყდი უსამართლობის წინააღმდეგ!

შემოუერთდი ჩვენს მარშს ბოლნისო, მარნეულო, თეთრიწყაროვ, წალკავ, გარდაბანო, რუსთავო! კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ერთობის ძალა!

ერთად მოვითხოვოთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ახალი, სამართლიანი არჩევნები! ახალი, ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფო,“ – ვკითხულობთ მიმართვაში, რომელიც „100 კილომეტრიანი მარშის“  მონაწილეებმა გამოაქვეყნეს.

მარშის მონაწილეები 29 მარტის საღამოს ბოლნისში, ხოლო ხვალ, 30 მარტს მარნეულში დაბანაკდებიან. 31 მარტს კი რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 912 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 740]
  • ტანკი – 10 478 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 21 796 ერთეული [+34]
  • საარტილერიო სისტემა – 25 451 ერთეული [+64]
  • MLRS – 1 345 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 122 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 234 ერთეული [+164]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 42 398 ერთეული [+118]
  • სპეცტექნიკა – 3 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 48 879 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 554 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 532 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 051 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 475 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

პუტინი ამ გაზაფხულზე ემზადება ხარკოვისა და სუმის რეგიონებზე თავდასხმისთვის – ზელენსკი

ზელენსკი: „პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება”

ამავე თემაზე:

„უკრაინელებმა დროულად გაიგეს რუსების ჩანაფიქრი და აღკვეთეს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უკრაინელებმა დროულად გაიგეს რუსების ჩანაფიქრი და აღკვეთეს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

მოლაპარაკების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტას რუსეთ-უკრაინის ომში არ ელოდება პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. რუსეთს ტერიტორიების დაკანონება სურს, რასაც უკრაინა ხელს არ მოაწერს, მხოლოდ სანქციების მოხსნას კი, პუტინი წარმატებად რუსეთშიც ვერ გაასაღებსო – თავის დაკვირვებას გვიზიარებს პოლკოვნიკი.

„ეს ძალიან გრძელი ომი იქნება. გრძელ ომში ყოველთვის რომელიღაც იღლება და იფიტება. აქაც ეს იქნება მთავარი მომენტი – რომელი ქვეყანა გამოიფიტება პირველი… უკრაინამ სერიოზული მსხვერპლი გაიღო, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფოა – ევროპელები გიჟები უნდა იყვნენ, უკრაინა ახლა რომ მიატოვონ. მორალური მხარის გარდა, პრაქტიკულ მხარეს ვგულისხმობ. უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლია,“ – გვიყვება პოლკოვნიკი.

პოლკოვნიკი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ბოლო დროს რუსეთი ძირითადად საჰაერო რაკეტებით და დრონებით იბრძვის, პოლკოვნიკის თქმით, ასე იმიტომ ხდება, რომ მას სახმელეთო ძალების რესურსი აღარ ჰყოფნის, კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინელები კი, რუსებმა ვერ გამოდევნეს და ვერც ალყაში მოაქციესო.

„კურსკის ოლქში რუსების ძირითადი გეგმა იყო ზურგიდან მოჰქცეოდნენ უკრაინულ ქვედანაყოფებს და ალყაში მოექციათ, მაგრამ უკრაინელებმა დროულად გაიგეს რუსების ეს ჩანაფიქრი და აღკვეთეს,“ – გვითხრა პოლკოვნიკმა.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.

  • ბატონო ლაშა, რა გაირკვა რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდით, რომელიც ისევ საუდის არაბეთში გაიმართა?

მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ არის. მე აქამდეც ვამბობდი, რომ რუსეთს არ აწყობს ცეცხლის შეწყვეტა.

ერთადერთი, რუსეთს შეიძლება აწყობდეს ცეცხლის შეწყვეტა პირობების გარეშე, რაც მიღწევადია და უკრაინასაც დაიყოლიებდნენ ამაზე, მაგრამ რუსეთს სურს ტერიტორიების დაკანონება, სანქციების მოხსნა და ასე შემდეგ. თქვეს, შავ ზღვაზე შევწყვეტთ ცეცხლსო, ანუ იქ, სადაც აშკარა უპირატესობა – სტრატეგიული და ოპერატიულიც, უკრაინას აქვს. თუმცა, ამ ნაწილშიც რუსეთი ამბობს, რომ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტას სანქციების მოხსნის შემთხვევაში დათანხმდება.

რუსეთის პოზიციაა, რომ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება იმ შემთხვევაში, თუ სანქციებს მოუხსნიან რუსულ ბანკებს.

რაც შეეხება ტერიტორიების დაკანონებას, ამას რუსეთი ვერ მიიღებს. ეს არის საკითხი, რასაც უკრაინა არასდროს მოაწერს ხელს. თანაც, საკმაოდ დიდი კოალიცია შეკრიბა უკრაინამ ევროპაში. ტრამპმა ზეწოლა რომც განახორციელოს უკრაინაზე, მაინც შეძლებენ ამის დაბალანსებას. მეორეცაა: ტრამპისთვის წამგებიანია უკრაინა აიძულოს, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. მე არა მგონია, რომ ასეთი ზეწოლა იყოს აშშ-ს მხრიდან.

დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე სხვადასხვა რიტორიკა გვესმის. როგორც ჩანს, ტრამპის გუნდშიც განსხვავებული აზრებია, მაგრამ მიღწევადი ჩანს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით პირობების გარეშე. რუსეთი ახლა ისე მოქმედებს, როგორც ისტორიულად მოქმედებდა: წელავს დროს და ცდილობს, მოიგოს დროს. რუსეთი არასახარბიელო სიტუაციაშია და ცდილობს, რაღაცას მაინც გამორჩეს ამერიკას – მინიმუმ საკუთარ იზოლაციას მაინც. ამ დროის განმავლობაში რუსეთი უკვე ესაუბრება ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებს დასავლეთში.

  • თქვენი აზრით, შეიძლება სანქციები მოუხსნან რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ? 

ვფიქრობ, ამაზე შეიძლება წავიდეს დასავლეთი, თუმცა არ ვიცი, რა ფასად, ტერიტორიების დათმობა კი, არის სრული წითელი ხაზი და ეს კარგად ესმით რუსეთში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ერთადერთი ალტერნატივა ომის გაგრძელებაა. სხვაგვარად რა უნდა უთხრას პუტინმა თავის აუდიტორიას, ამხელა ომი იმიტომ ვაწარმოვე, სანქციები რომ მოეხსნათო?

პუტინი ცდილობს, შეცვალოს მსოფლიოს წესრიგი რუსეთის სასარგებლოდ. მას სურს, რუსეთი გამოჩნდეს რელევანტურ მოთამაშედ. პუტინს სურს ისე წარმოჩნდეს სიტუაცია, რომ აი, ნატოს ხელი გადაუგრიხა თითქოს. ვიზუალურად შესაძლოა რაღაც ჩანდეს, რომ მოქმედებს, მაგრამ რეალურად რუსეთმა ვერავის ვერაფერი ვერ გადაუგრიხა. ეს აბსურდია.

ის მოსაზრებაც, რომ რუსეთი აშშ-ს დათმობას აიძულებს, აბსურდია. შესაძლოა, რაღაც დათმობა იყო კონკრეტული პირობის მიღების სანაცვლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკებაა, რეალური დათმობა მე არ მინახავს.

რუსეთს კი, ტერიტორიული დათმობის გარდა სხვა რამ არ აინტერესებს. შავ ზღვაზე ისედაც ვერაფერს აკეთებს და დასავლეთი თუ ამის ფასად სანქციებს მოუხსნის რუსეთს, ეს წაგებული დათმობა იქნება.

თუმცა არ გამოვრიცხავ, ეს მოხდეს. სანქციები მაინც ისეთი თემაა, რომ შესაძლოა, გარკვეული შერბილებები.

  • თქვენთვის რაზე მიუთითებს ცვლილება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში? ლავროვი და უშაკოვი ჩაანაცვლეს ფსბ-ს მე-5 განყოფილების ყოფილმა უფროსმა – სერგეი ბესედამ და გრიგორი კარასინმა – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

ამით მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, უბრალოდ დაბალი იერარქიის პირები გაუშვეს მოლაპარაკებაში. რუსეთი ისეთი სახელმწიფოა, რას შეცვლის კარასინი, ან ლავროვი? ერთი შეწვი, მეორე – მოხრაკე.

  • თქვენი ვერსიით, რაზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა პუტინს, აქვს ომის გაგრძელების რესურსი? 

პუტინის გათვლაა, რომ ტურბულენციას მიაღწიოს ყველაფერში, პრობლემები შექმნას. პუტინი ფიქრობს, რომ თუ ომს გააგრძელებს, მას რაღაცას დაუთმობენ, რაღაც მის სასარგებლოდ მოხდება.

ომის შეწყვეტით კი, მის სასარგებლოდ არაფერი იცვლება.

  • ამასობაში, უკრაინა რამდენად ძლიერდება? სამშვიდობო ძალების შესვლა უკრაინაში რას ცვლის? 

სამშვიდობოების შესვლას უფრო სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: ევროპელ და ნატოს ჯარისკაცებზე თავდასხმა ძალიან რთული იქნება. მეორე მხრივ, ეს იქნება პუტინისთვის სახეში გალაწუნება, რომ ნატოს ქვეყნის ჯარისკაცები მისი ქვეყნის საზღვართან უფრო ახლოს მივლენ.

ევროპელი ჯარების გაგზავნა უკრაინაში ასევე არის კონტრბალანსი ტრამპის ცნობილი განცხადებების შემდეგ. გასაგებია, რომ სამშვიდობო ძალებს წინა ხაზზე არ შეიყვანენ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის აქტიური ფორმა, რომ უკრაინა იღებს და მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება. უკრაინას რეალურად სჭირდება ბევრი შეიარაღება და თავდაცვის საშუალებები, რომ ომი გააგრძელოს რუსეთთან.

უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს დასავლეთის მხარდაჭერით ტექნოლოგიური უპირატესობა, რაც მას ამ ომში აქვს.

დღეს უკრაინაში ამერიკულ შეიარაღებას ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვით სისტემებზე თუ ვისაუბრებთ, თუმცა ვხედავთ ევროპელების ფინანსურ აქტიურობას, თავიანთი ქვეყნების უსაფრთხოების გაზრდას. ვფიქრობ, უკრაინა ევროპისგან უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს.

  • რამდენად იცვლება უკრაინის რესურსები ისე, რომ მან უახლოეს წლებში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს? 

ეს ძალიან გრძელი ომი იქნება. გრძელ ომში ყოველთვის რომელიღაც იღლება და იფიტება. აქაც ეს იქნება მთავარი მომენტი – რომელი ქვეყანა გამოიფიტება პირველი.

ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინა გაძლიერდეს შეიარაღების თვალსაზრისით და ეკონომიკურად არ გამოიფიტოს. უკრაინამ სერიოზული მსხვერპლი გაიღო, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფოა. ევროპელები გიჟები უნდა იყვნენ, უკრაინა რომ ახლა მიატოვონ. მე მორალური მხარის გარდა, პრაქტიკულ მხარეს ვგულისხმობ. წინა ინტერვიუშიც გითხარით და ახლაც ვიმეორებ: უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლია.

ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა შექმნის დიდ ჯარს და ოკუპირებულ ტერიტორიებს გაათავისუფლებს. ეს მოხდება ისე, როგორც აქამდე ხდებოდა – რუსები გამოიფიტებიან და ნელ-ნელა, მეთოდურად ოკუპირებულ ტერიტორიებს დათმობენ.

  • უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი კვლავ გეგმავს სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმას. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების ფონზე, პუტინი „ცდილობს მოიგოს დრო“ სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმისთვის მოსამზადებლად. რამდენად რეალურია, პუტინს ამ ეტაპზე ეს გეგმა ჰქონდეს? 

რეალურია, კი.

როგორც უკრაინელები ცდილობენ ბელგოროდოზე თავდასხმას და ახალ დარტყმებს, რუსეთი ცდილობს, რომ მოსაზღვრე რაიონებს დაარტყას, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ. იმდენად გაწელილია ფრონტის ხაზი, რომ მასშტაბური ოპერაციის ჩატარება, ან ძლიერ ალყაში უკრაინელების მოქცევა არ შეუძლიათ, მაგრამ ასეთ დარტყმას ეცდებიან. ამ ომმა ისეთი სახე მიიღო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ერთი სოფელი აქეთ იქნება, თუ იქეთ, მაგრამ ეს მდგომარეობა თუ შენარჩუნდება, რუსეთს გამარჯვება არ უწერია.

  • რა სიტუაციაა უშუალოდ ფრონტის ხაზზე? ბოლო მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა 28 მარტს უკრაინაზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესაზე, დნეპროპეტროვსკზე, პოლტავაზე.

ეს უფრო ტაქტიკური მოქმედებებია. მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.

რუსებმა სცადეს უკრაინელების გამოდევნა კურსკის ოლქიდან, წარმატებას მიაღწიეს კიდეც მთელ რიგ მონაკვეთზე, მაგრამ უკრაინელებმა შეძლეს ძალების მოკრება ძალიან რთულ მომენტში. უკრაინელებმა შეძლეს პოზიციების შენარჩუნება.

ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან უკრაინელებს მოუწევთ ამ ტერიტორიის დატოვება და სხვა მიმართულებაზე გადაჯგუფება. უკრაინელებმა გამოიცნეს რუსების შეტევის მიმართულება, მათი გეგმა და საწინააღმდეგო ზომები მიიღეს. კურსკის ოლქში რუსების ძირითადი გეგმა იყო ზურგიდან მოჰქცეოდნენ უკრაინულ ქვედანაყოფებს და ალყაში მოექციათ, მაგრამ უკრაინელებმა დროულად გაიგეს რუსების ეს ჩანაფიქრი და აღკვეთეს.

  • აფეთქებები იყო ისევ რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. უკრაინის მონაცემებით, ამ დრომდე ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შედეგად რუსეთმა დაკარგა საჰაერო ბაზირების 96 ფრთოსანი რაკეტა. რა მასშტაბის დანაკარგია ეს რუსეთისთვის?

ასეთი დანაკარგებით მიიღწევა საბოლოო გამარჯვება.

მნიშვნელოვანია, რომ მიდის რესურსების ომი. ამ ომში მნიშვნელოვანია, მოწინააღმდეგეს რესურსები, განსაკუთრებით ლოჯისტიკური რესურსები გაუნადგურო. ერთი და იგივე მეთოდით მოქმედებს ორივე მხარე.

  • უკრაინის წარმატებისთვის მთავარი ფაქტორი ამ ეტაპზე ევროპის დროული მობილიზებაა? 

თუმცა ევროპის მობილიზება მსოფლიოს წესრიგზეა დამოკიდებული.

აქ მთავარი საკითხია, რამდენად შეძლებენ ევროპელები თავიანთი კონტინენტის დაცვას. თანხების მობილიზება ევროპას არ გაუჭირდება, ყველა მდიდარი ქვეყანაა და ტექნოლოგიურადაც წინ არიან, პრობლემაა უფრო ის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა იყო თეთრ ცხენზე შემჯდარი, რომელსაც ამერიკა ჰქვია. მას ბევრი ხარჯის გაწევა არ უწევდა.

ევროპის ქვეყნები დღეს ხარჯის გასაღებად მზად არიან, მაგრამ ლიდერები კარგად ხვდებიან, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დამოუკიდებლად უნდა შექმნან. ეს იქნება ევროპული სახის ნატო, თუ სხვა რამ, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. ძალიან საინტერესოა ამაში როგორ ჩაერთვებიან დიდი ბრიტანეთი და თურქეთი. დანარჩენი ქვეყნები ამ საკითხში, ცხადია ორბანის გამოკლებით, უნიკალურია. ახალ მსოფლიო წესრიგში ევროპას სჭირდება ის, რომ იყოს რელევანტური მოთამაშე, რომელსაც ექნება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები.

ვფიქრობ, ეს ევროპას შეუძლია, მაგრამ ამას უცებ ვერ გააკეთებენ, დრო სჭირდება.

როგორც კი საშუალება ექნება რუსეთს, ის ახალ იერიშს დაიწყებს. ამ ეტაპზე მას არ აქვს მასშტაბური შეტევის რესურსი და ამიტომაცაა გადასული საჰაერო რაკეტებით და დრონებით თავდასხმაზე, სახმელეთო ძალების მობილიზება მას არ შეუძლია.

  • ქართული ოცნების“ კომისიაზეც მინდა გკითხოთ, სადაც სამხედრო პირებს იბარებენ და აგვისტოს ომთან დაკავშირებით უსვამენ კითხვებს. თქვენთვის, როგორც სამხედრო პირისთვის, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკოსებს 2008 წლის ომზე ჰააგის და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოების შემდეგ?

მე ამ თემის სერიოზული განხილვა არ მსურს, რადგან ეს ჩვეულებრივი ცირკია სხვადასხვა ჯიშის კლოუნის მონაწილეობით. ეს რუსეთის მოთხოვნით კეთდება, თუ რუსეთის საამებლად აკეთებენ, არ ვიცი.

გიორგი ანწუხელიძე – საქართველოს ეროვნული გმირი

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე მეოთხე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომს დროს, 23 წლის ასაკში, ტყვედ ჩავარდა.

გიორგი ანწუხელიძე სასტიკი წამების შემდეგ, ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ცემით მოკლეს.

2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. იქამდე, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები.

ეროვნული გმირის წამების კადრებში ჩანს, ზურგსუკან ხელებშეკრულ გიორგი ანწუხელიძე როგორ ჰყავთ წრეში მოქცეული სამხედრო ფორმიანებს და სასტიკად აწამებენ.

ფორმიანები სამხედრო ჩექმით თავსა და ზურგზე ფეხს ადგამენ ანწუხელიძეს და აიძულებენ მიწას აკოცოს. შემდეგ კი თავზე ბოთლით წყალს ასხამენ.

2013 წლის 15 აპრილს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ასევე, გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.

2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

2018 წლის ნოემბერში ახმეტაში მდებარე მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭეს.

2024 წლის 18 აგვისტოს, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე, მის მშობლიურ თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე, გაიხსნა ეროვნული გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.

თამარ კურატიშვილი და კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს პლაკატით -„ანწუხელიძე უკვდავია“

„ანწუხელიძე უკვდავია“ – ამ პლაკატით იდგა დღეს, 28 მარტს, თბილისში, პარლამენტის გვერდით, ტროტუარზე, აქტივისტი თამარ კურატიშვილი, როცა ის პოლიციელებმა დააკავეს.

დაკავების მომენტი ნათლად ჩანს „ნეტგაზეთის“ პირდაპირ ჩართვაში.

ვიდეო კადრებში ასევე ჩანს კიდევ ერთი ქალის, ლილუ შაველაშვილის დაკავებაც.

პირველადი ინფორმაციით, ორივე მათგანი პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებული. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

დღეს 28 მარტს, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი კომისია აგვისტოს ომის გენერლებს კითხავს. დღეს თეა წულუკიანი გენერალ მამუკა ყურაშვილს უსვამდა კითხვას „ცხინვალზე ცეცხლის გახსნა რას ემსახურებოდა?“ და ასე შემდეგ.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, სადაც ომის დამნაშავედ რუსეთია აღიარებული. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს ომის თემა წინა წამოსწიოს.

გენერლების დაკითხვამ და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანო კითხვების დასვამ წულუკიანის მხრიდან, საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.

მოქალაქეები შეიკრიბნენ პარლამენტთან და პროტესტს გამოხატავენ ამ პროცესის მიმართ. „მილიცია“, „რუსებო“ – ისმის შეძახილები აქციაზე.

„ანწუხელიძის, ეროვნული გმირის ხსენება ასე რატომ გაღიაზიანებთ, თქვენც ხომ შვილები გყავთ“- ეუბნებოდა ერთ-ერთი მოქალაქე პოლიციელებს.

პოლიციას გადაკეტილი აქვს ქუჩა და ხალხს პარლამენტის შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

„ცხინვალზე ცეცხლის გახსნა რას ემსახურებოდა“ – წულუკიანი გენერალ ყურაშვილს

დღეს, 28 მარტს, თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ დაიბომბა ქართული მხრიდან ცხინვალი, თუ იქ საცეცხლე წერტილი არ იყო და ეს შეკითხვა გენერალ მამუკა ყურაშვილს დაუსვა.

მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქი ცხინვალი არ დაუბომბავთ და ეს რომ ასე ყოფილიყო, მოწინააღმდეგ მხარე ამ ფაქტებს წინ დაუდებდა სასამართლო დავებში.

გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებით, კადრებში სავარაუდოდ ლაპარაკია კუსირეთი-კვერნეთის მიმართულებაზე მიტანილ იერიშზე, სადაც მოსახლეობა არ იყო. კუსირეთი და კვერნეთი არის სოფლები ცხინვალიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლზე, სადაც ყურაშვილის თანახმად, მოწინააღმდეგ მხარეს დომინირებული სიმაღლეები ჰქონდა მოწყობილი და იქიდან ქართულ სოფელ თამარაშენს ბომბავდა.

„ეს არის გარეუბანი ცხინვალის?“, – იკითხა წულუკიანმა.

„აი, კუს ტბაზე რომ იყოს საუბარი [თბილისის შემთხვევაში]“, – უპასუხა გენერალმა.

„კუს ტბა… ანუ ცხინვალის ერთ-ერთი რაიონი… კუს ტბა თბილისის ერთ-ერთი რაიონია… ცხინვალის გარეუბანი… ნუ ცხინვალია, კუს ტბა – თბილისია…“, – მიუგო წულუკიანმა.

„გმირთა მოედნიდან თუ უყურებ, გგონია, რომ ვაკე იბომბება, ამ დროს კუს ტბის მისადგომებთანაა სროლა“, – განაცხადა გენერალმა.

„იქ მოსახლეობა იყო?“, – ჰკითხა წულუკიანმა გენერალს.

„არა.. მაქედან ძირითადად თამარაშენს უტყამდნენ. თამარაშენის სკოლის დაცხრილვა ძირითადად მანდედან ხდებოდა“, – უპასუხა გენერალმა.

„მაშინ ასეთი კითხვა მიჩნდება, როდესაც თქვენ კუსირეთს და კვერნეთს უმიზნებთ ეს ხომ არ არის ის შემთხვევა, როცა პროფესიონალმა სამიზნე ვერ განსაზღვროს და სხვაგან დაარტყას, შეიძლება ეს მოხდეს… თუ ეს არ ხდება“, – მიმართა წულუკიანმა გენერალს.

შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ როგორც ასეთი, ცხინვალში დაბომბვა არ ყოფილა. [რომ ყოფილიყო] მაგას დაგვიდებდნენ [სასამართლო დავებში]“, – უპასუხა გენერალმა.

“ქართული ცნების” საგამოძიებო კომისიაში, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობას იძიებს, 2008 წლის აგვისტოს ომის გენერლებსაც იბარებენ.

გუშინ ამ კომისიის წევრების კითხვებს გენერალმა ზაზა გოგავამ უპასუხა.

კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

თეა წულუკიანის კითხვები გენერალ ზაზა გოგავას აგვისტოს ომზე

 

„წულუკიანი საპირისპირო შედეგს მიიღებს ამ პროცესიდან“ – ხიდაშელი გენერლების დაკითხვაზე

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომლის მიზანი 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლების საქმეების გამოძიება უნდა ყოფილიყო, აგრძელებს ქართველი სამხედროების დაკითხვას აგვისტოს ომზე.

დღეს, 28 მარტს, თეა წულუკიანი კომისიაზე მისულ გენერალ ყურაშვილს ასე მიმართავდა. „არა დავინახო თქვენ ტონს აუწიოთ“, „მომინდომა აქ ძველბიჭურად საუბარი“, „თქვენზე ნაკლები მამაკაცი არ გეგონოთ აქ ვინმე“ და ასე შემდეგ. რის მიღწევას ცდილობს „ოცნება“ და კრემლი ამ პროცესით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშელს ესაუბრა.

  • ქალბატონო თინა, გენერალ ყურაშვილის რეაქცია თეა წულუკიანის უხეშობაზე დღეს იყო ასეთი – „რა გინდათ ბოლოს და ბოლოს?“ მიმართა მან წულუკიანს. თქვენი აზრით, რისი მიღწევა უნდათ ბოლოს და ბოლოს ამ პროცესით?

ვფიქრობ, რომ ამჯერად, (იმედი მაქვს, რომ ვცდები), უბრალოდ, რიტორიკულ დონეზე საქართველოს აგვისტოს ომში დადანაშაულება არასაკმარისია კრემლისთვის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ხდება. მათ შორის, უკრაინის ომში გამოვლენილი სისასტიკეებისა და მსოფლიო კრიტიკის ფონზე უფრო მეტს ითხოვს.

ვფიქრობ, პირდაპირი დავალება აქვს მიღებული „ქართულ ოცნებას“, რომ უნდა გამოკვეთონ „პასუხისმგებელი პირები“ საქართველოში აგვისტოს ომზე, იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ერთი დანაშაული და სირცხვილი მაინც ჩამოირეცხოს ქართველების ხელით.

ამ 12 წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ შეასრულა „ოცნებამ“, რადგან პირველი 4 წლის განმავლობაში, ალასანიას მინისტრობის დროს, აგვისტომ ომთან დაკავშირებით ყველაფერი არის გამოძიებული, წერტილდასმული და დასრულებული.

შემდეგ იყო ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა და ჩემი მინისტრობის დროს, როდესაც ყველა დოკუმენტი, რაც კი ითხოვეს, გავუგზავნეთ და, შესაბამისად, დადგა გადაწყვეტილება, რომელმაც, რა თქმა უნდა, გაამართლა საქართველო და დასდო ბრალი რუსეთს.

ეს ყველაფერი (რასაც ახლა ვხედავთ), იწყება უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, როდესაც კრემლს სჭირდება დამატებითი საბურველი, რომლითაც იტყვის, რომ აი, საქართველოშიც მე მაბრალებდით (ომის დაწყებას) და ასე არ ყოფილა, რაღაც დრო გავა და უკრაინაშიც დადასტურდება სიმართლე.

ეს არის მთელი ლოგიკა ამ ისტორიის.

  • ამ კომისიაზე, ამ ფორმით წარმოჩენილი „სიმართლე“ რამდენად დამაჯერებელი იქნება, მაშინ, როცა არსებობს ჰააგის გადაწყვეტილება?

პუტინს რა დაეხმარება აწი, მე ეს არ ვიცი, მე მგონია, რომ ვერაფერი დაეხმარება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ისინი ცდილობენ თავისას, რაც შეუძლიათ და სადამდეც შეუძლიათ.

თბილისში ჰყავთ ხელისუფლება, რომელიც მზად არის ამ მცდელობებში დაეხმაროს. საბოლოო ჯამში რა და როგორ იქნება, ეს არც თბილისზეა დამოკიდებული და დიდწილად არც მოსკოვზე. აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ რა მცდელობებს ახორციელებს იმ ფარგლებში, რაც მას ძალუძს – „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, იყოს დამხმარე ხელი ვლადიმერ პუტინის.

  • გარდა ამ ზეპირი ლაპარაკისა, დოკუმენტების დონეზე რა შეიძლება დაუშავონ საქართველოს?

საგამოძიებო კომისია არის ჩვეულებრივთან ახლოს მდგომი საგამოძიებო ინსტრუმენტი, მას არ შეუძლია არავისი დაპატიმრება, მაგრამ მის მიერ მოკვლეული მასალები სრულფასოვნად იგზავნება შემდეგ პროკურატურაში და თუ დანაშაულის ნიშნები იქნება აღმოჩენილი, პროკურატურა იწყებს მოქმედებას.

სადამდე წავა თეა წულუკიანი, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შეუძლიათ, რომ კომისიის დასკვნის საფუძველზე მოითხოვონ დაპატიმრების ორდერების გაცემა.

  • სააკაშვილი ისედაც  ციხეშია. ვისი დაპატიმრება შეიძლება იყოს მიზანი, თქვენი აზრით, და შეიძლება ესენი სამხედრო პირებიც იყვნენ?

მე მაქვს ამაზე ჩემი აზრები, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ საჯაროდ სპეკულაციას, რადგან არ მინდა ვინმესთვის მოტივაცია გავხდე.

  • 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის აღიარებული და მის მიერ შექმნილი კომისიაც, წესით, არალეგიტიმურია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია მათთან თანამშრომლობა?

სამხედროები, ან თუნდაც ყოფილი სამხედროები არ არიან პოლიტიკოსები და ის პროცესი, რომელიც საქართველოში დღეს მიდის, მთლიანად არის პოლიტიკური.

ამიტომ, ინდივიდუალურად, პიროვნულად ჩვენ შეიძლება რაღაცას დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, მაგრამ ნამდვილად არასწორად მიმაჩნია სამხედროებისგან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოთხოვნა.

მათი ინდივიდუალური არჩევანია, სად მივლენ ან არ მივლენ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც სამხედროები შეიძლება თვლიან, რომ არ უნდა ჩაერთონ. ამიტომ ნორმალურია, რომ ისე იღებენ გადაწყვეტილებას, როგორც თავად თვლიან საჭიროდ.

  • ადრეც იყო გარკვეული შიშები იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ კრემლი ამზადებდა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებისკენ და ამას ემსახურებოდა თუნდაც ოსებისთვის ბოდიშის მოხდის კამპანია წინასაარჩევნოდ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ხაზი მიდის აქეთკენ?

რაში აწყობს „ქართულ ოცნებას“ ახლა ეს? რუსეთს აღიარებული აქვს ისედაც და „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ თვითმკვლელობას არ ჩაიდენს. იდიოტები ნამდვილად არ არიან – მე მგონი ეს არის, რაც დაამტკიცეს ამ ხნის განმავლობაში. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური თვითმკვლელობაა და ასეთი პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტს პოლიტიკური პარტიები არ ჩადიან, როგორც წესი.

აგვისტოს ომი „ქართული ოცნებისთვის“ თვითმიზანია და ის რაც ვერ მოახერხა აქამდე ივანიშვილმა, – ფორმალიზება დადანაშაულებისა და ბრალის ქართული მხარისთვის აკიდების, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ვერავის ხელით, მათ შორის „ქართული ოცნების“ სხვა ჩინოვნიკების ხელით და ახლა წულუკიანის ხელით აპირებს ეს გააკეთოს.

  • ქართველი სამხედროების ამ ფორმით დაკითხვა პირდაპირ ეთერში, მათ მიმართ ცინიკური თუ აგრესიული დამოკიდებულება წულუკიანის და მის გვერდით მყოფების მხრიდან, რამდენად ემსახურება ჯარის სანდოობის შემცირებას და მის დემორალიზებას?

ვფიქრობ, გუშინ, გენერალმა გოგავამ იმის საპირისპირო შედეგი დადო, რასაც სავარაუდოდ წულუკიანი ვარაუდობდა.

ვნახოთ, ამას როგორ მოახერხებს გენერალი ყურაშვილი.

გოგავამ ძალიან ღირსეულად დაიცვა და წარმოაჩინა ქართული ჯარი, ამიტომ საპირისპირო შედეგს მიიღებს, ჩემი აზრით, წულუკიანი ამ პროცესიდან.

______________________

ამ თემაზე:

„ამ ფორმით ქართული ჯარის დისკრედიტაცია მარტო რუსეთს აწყობს“ – ინტერვიუ

საქართველოში შობადობა შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შობადობისა და სიკვდილიანობის შესახებ 2024 წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

ამ მაჩვენებლების მიხედვით გასულ  წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა.  ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით.

2024 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა  თბილისში [14 415 ბავშვი], ხოლო ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში [237 ბავშვი.

2024 წელს ყველაზე მეტი, 14 415 ბავშვი თბილისში დაიბადა, ხოლო ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში [237 ბავშვი].

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 37.7 პროცენტიდან 35.9 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და  33.7 შეადგინა, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 27.5 – დან 29.0 პროცენტამდე.

შობადობის მაჩვენებელი 2017 წლიდან

2024 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 24.6 პროცენტიდან 23.2 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 69.5 პროცენტი. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 6.0 პროცენტიდან 7.3 პროცენტამდე გაიზარდა.

2024 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.0 წლით განისაზღვრა.

2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8 პროცენტით გაიზარდა და 43 971 ერთეული შეადგინა.

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში [12 492 კაცი], ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში [533 კაცი].

2024 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა 1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 7.4 პრომილე შეადგინა. 2024 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა [1 000 ცოცხლად დაბადებულზე] 8.6 პრომილე შეადგინა.

2024 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება და -4 488 ერთეულით განისაზღვრა – სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის.  ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

2024 წელს რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.9 წელს, ხოლო კაცებისთვის 32.2 წელს.  2024 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 520 ერთეული შეადგინა, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

თურქეთში პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერის ადვოკატი დააკავეს

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს ადვოკატი მეჰმეთ ფეჰლივანი დღეს, 28 მარტს, დილით დააკავეს. Reuters-ი თურქულ მედია Haberturk-ზე დაყრდნობით წერს, რომ ადვოკატი დააკავეს „დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული აქტივების გათეთრების“ ბრალდებით.

 იმამოღლუ ადვოკატის დაკავებას სოციალურ მედიაში გამოეხმაურა:

„ამჯერად ჩემი ადვოკატი მეჰმედ ფეჰლივანი გაყალბებული ბრალდებებს საფუძვლით დააკავეს. თითქოს არ იყოს საკმარისი გადატრიალების მცდელობა დემოკრატიის წინააღმდეგ, ისინი ვერ იტანენ ამ გადატრიალების მსხვერპლები თავს რომ იცავენ. მათ სურთ, რომ დემოკრატიის გადატრიალებას სასამართლოს გადატრიალება დაამატონ. სულ უფრო იზრდება ზიანი, რომელსაც ერთი მუჭა არაკომპეტენტური ადამიანები აყენებენ ჩვენს ქვეყანას. სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ჩემი ადვოკატი“ – წერს იმამოღლუ პლატფორმა X-ზე. 

თურქული მედია „ბიანეტი“ განმარტავს, რომ თურქეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ადვოკატი შეიძლება დაპატიმრებული იქნეს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე. თუმცა, თუ პირდაპირი სამართალდარღვევას არ აქვს ადგილი, სამართალდამცავებმა პროცესის დაწყებამდე უნდა აცნობონ როგორც პროკურატურას, ასევე – ადვოკატთა ასოციაციას.

„ადვოკატები არ შეიძლება დაჯარიმდნენ მათი პროფესიული მოვალეობების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის, როგორიცაა კლიენტის წარმომადგენლობა. ადვოკატებთან დაკავშირებული დაკავება და ჩხრეკა რეგულირდება კანონით, რომელიც მოიცავს დაცვის განსაკუთრებულ ზომებს.

ადვოკატის სახლის, ოფისის ან პირის ჩხრეკა მოითხოვს სასამართლოს ბრძანებას. ჩხრეკა უნდა ჩატარდეს როგორც პროკურორის, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლის თანდასწრებით. ამ ჩხრეკისას პროფესიულ საიდუმლოებად მიჩნეული დოკუმენტების ამოღება დაუშვებელია“ – წერს „ბიანეტი“.

ბათუმში ავტომანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ავტომანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც სქროლით გადაადგილდებოდა.

შემთხვევა 27 მარტს მოხდა.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უტარდება.

როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოქალაქეს თავის ტრავმა აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მარტის 21 საათიდან 29 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია, ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 30 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 31 მარტს კი – დროგამოშვებით წვიმა.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 910 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 860]
  • ტანკი – 10 455 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 21 762 ერთეული [+61]
  • საარტილერიო სისტემა – 25 387 ერთეული [+122]
  • MLRS – 1 344 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 119 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 070 ერთეული [+144]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 42 280 ერთეული [+210]
  • სპეცტექნიკა – 3 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 48 879 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 554 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 532 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 051 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 475 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

პუტინი ამ გაზაფხულზე ემზადება ხარკოვისა და სუმის რეგიონებზე თავდასხმისთვის – ზელენსკი

ზელენსკი: „პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება”

პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ „რუსული სამყაროს“ საზღვრები არ აქვს – ISW

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ამ ფორმით ქართული ჯარის დისკრედიტაცია მარტო რუსეთს აწყობს“ – ინტერვიუ

„ამ ფორმით ქართული ჯარის, ოფიცრების და გენერლების დისკრედიტაცია თუ ვინმეს სჭირდება და აწყობს, მარტო რუსებია. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემი ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ასრულებენ რუსეთის ხელისუფლების, გრუ-ს და ფსბ-ეს შეკვეთას“ – ამბობს სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი შაიშმელაშვილი „ქართული ოცნების“ კომისიაზე, რომელზეც 27 მარტს აგვისტოს ომში მონაწილე გენერლები დაკითხეს.

რატომ წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ისევ აგვისტოს ომზე ლაპარაკი და რის მიღწევას ცდილობს ის ამ თემით? – „ბათუმელები“ გიორგი შაიშმელაშვილს ამ თემაზე ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან თქვა, რომ ეს კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობას შეისწავლიდა. დღეს სამხედრო პირები დაიბარეს და კითხვები დაუსვეს აგვისტოს ომზე. თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს „ოცნება“, რისი დემონსტრირება იყო ის, რაც დღეს ვნახეთ, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისის და ევროინტეგრაციის შეჩერების ფონზე?

გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან მიმძიმს და მე მგონი არ არსებობს ამ ქვეყანაში ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც მშვიდად შეეძლო ეყურებინა იმისთვის, რაც დღეს ეთერში ვიხილეთ ამ კომისიის სახით.

თავდაპირველად, კომისიის შექმნის ეტაპზე, სანამ მუშაობას დაიწყებდნენ, ჩემი დაშვება მდგომარეობდა იმაში, რომ ეს იქნებოდა რაღაცნაირი პროპაგანდის მექანიზმი, რომ რაღაც საკითხებში, მედიაშიც და პოლიტიკაშიც, დღის წესრიგი განესაზღვრათ და ახალ-ახალი პროპაგანდისტული ნარატივები გაეჟღერებინათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ხაზარაძის საკითხი ასე ოპერატიულად გადასცეს პროკურატურას, უკვე ცხადია, რომ ეს არ არის მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებისთვის შექმნილი კომისია.

რამდენიმე საკითხში იგებს ამით „ოცნება“. ერთი ის, რომ პროპაგანდის წყარო იქნება ეს კომისია, მეორე მხრივ კი ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტი, რადგან იქ შეიძლება დაიბარონ ნებისმიერი ადამიანი, ვინც 2003-2012 წლებში იყო სრულწლოვანი და ამას ცინიკურად არ ვამბობ, რადგან ვხედავთ, რასთან გვაქვს საქმე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პორტირებული უამრავი დეპუტატი დღეს „ქართული ოცნების“ მოსამართლე, პროკურორი და პოლიციელია და როგორ შეიძლება დღეს ისინი ვიღაცას ასამართლებდნენ, ხომ?!

თან ხაზარაძე არ ყოფილა ხელისუფლებაში, ბიზნესი კი ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა ბოლომდე თავისუფალი და სულ განიცდიდა რაღაც წნეხს. ხაზარაძე, როგორც მსხვერპლი ასე რომ დაებარებინათ, უფრო გასაგები იქნებოდა. წარმოუდგენელი რაღაც არის. აქ ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის ყველაზე ცინიკური ფორმა.

მაგრამ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ათი წელი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ეს სფერო ჩემთვის ყველაზე საყვარელია, ამაზე უფრო შემზარავი აღმოჩნდა ის, რომ ასე უცებ, ორ დღეში მიადგნენ აგვისტოს ომს. ყველაზე სენსიტიურ საკითხს ამ ქვეყნისთვის, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები მეტი დარტყმის ქვეშ როგორ შეიძლება დააყენო არ ვიცი, მაშინ როცა, ამ საკითხებზე ნამსჯელი აქვს ჰააგის სასამართლოს და რა კომისიაზე საუბარი.

ამ შემთხვევაში მე უკვე მორალურ მხარეზე აღარ ვლაპარაკობ, რადგან გენერალს რანაირად შეიძლება საქმეში აბსოლუტურად ჩაუხედავი ადამიანი ამ ტიპის შეკითხვებს უსვამდეს, სრული სიგიჟე ხდება.

ერთი მხრივ, ადამიანები იქ ჩვენებებს იძლევიან ქონების თითქოს უკანონო გადაფორმების შესახებ, რისთვისაც „ოცნების“ ხელისუფლებას ათი წელი ჰქონდა რომ გამოეძიებინა და მიეყვანა ეს საკითხი ბოლომდე და მეორე მხრივ, აგვისტოს ომი.

აქაც ნახეთ როგორი კითხვებია, – „შესაძლებელი იყო თუ არა ომის თავიდან არიდება?“ – წმინდა წყლის სპეკულაციური, პოლიტიკურად უსინდისო საკითხი და მეორე მხრივ, კონკრეტული ოცეულის მიერ მეგობრული ცეცხლის გახსნა. ეს სრულიად სხვადასხვა სიბრტყეში განსახილველი საკითხებია, რომელიც ხდება ნებისმიერ ომში, ნებისმიერ კონფლიქტში და ამისთვის არსებობს შიდა საგამოძიებო მექანიზმები და ვიღაც ისჯება ან არ ისჯება, როცა გამოძიება ხდება, მაგრამ რა კავშირშია ეს რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასთან?!

დღეს ჩვენ მოვისმინეთ მედვედევის წერილი, საბრალდებო სიტყვა ამ ქვეყნის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტის შენობიდან. იმდენად ბოროტ სიტყვებთან და ქმედებებთან გვაქვს საქმე, რომ კომენტარიც კი მიჭირს.

და დღეს უკვე დააანონსა მდინარაძემ, რომ აპირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტური პარტიების აკრძალვას და ეგენი ხომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეძახიან ყველას და ფაქტობრივად, ქვეყნის ოპოზიციური სპექტრისგან გაწმენდას აპირებენ.

  • როცა ჰააგა ამბობს, რომ რუსეთია ამ ომის დამნაშავე, ამის მიუხედავად „ქართული ოცნება“ რაც მოვიდა ხელისუფლებაში, მუდმივად იმეორებდა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა, ანუ ქართულმა მხარემ. ასევე გვახსოვს წინასაარჩევნოდ ივანიშვილის განცხადებაც ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე. თქვენი აზრით, რატომ აგრძელებენ ამას? იმისთვის, რომ ომის რიტორიკით შიში ჩაუნერგონ ადამიანებს, თუ უნდათ სამხედროების დემორალიზებაც?

შიდა ქართლში ბოდიშის სიტყვების თქმა ვერ აიხსნება ვერანაირი რაციონალური არგუმენტით, ელექტორალურადაც წამგებიანი იყო ეს მათთვის, რადგან შიდა ქართლში, რომელსაც ყველაზე მეტად ეტკინა ეს კონფლიქტი, იქ ბოდიშზე ლაპარაკი არ იქნებოდა არანაირად მომგებიანი „ოცნებისთვის“, მაგრამ თქვეს.

ისევე, როგორც ის გადაწყვეტილება, რომელიც გვამცნო დღეს მდინარაძემ იმ ფონზე, როდესაც აკონტროლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაეს სასამართლოს, პროკურატურას და ყველაფერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ასაკრძალად ნამდვილად არ იქნებოდა საჭირო აგვისტოს ომზე ლაპარაკი. ამიტომ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემი ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ასრულებენ რუსეთის ხელისუფლების, გრუ-ს და ფსბ-ეს შეკვეთას.

  • მაგრამ ეს დაკვეთა მაშინ არ შესრულდა, როცა საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება?

ამ ფორმით ქართული ჯარის დისკრედიტაცია თუ ვინმეს სჭირდება და აწყობს, მარტო რუსებია, „ოცნებას“ არ სჭირდება ეს.

არც ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად სჭირდება, არც პროპაგანდისთვის, რადგან ჯარი დღემდე რჩება ყველაზე მაღალი ნდობის ინსტიტუტად ქვეყანაში საპატრიარქოსთან ერთად, ამიტომ ჯარზე, ოფიცრებზე და გენერლებზე ამ ტიპის განცხადებების მოსმენა, დარწმუნებული ვარ არ მოსწონს „ოცნების“ ამომრჩეველსაც კი.

მაშინ რა გამოდის, დასკვნა არის ერთადერთი, რომ რუსების დაკვეთას ასრულებენ, აბა რაში სჭირდებათ ეს.

  • „ხმას დაუწიე!“- ასე მიმართეს გენერალ ზაზა გოგავას დღეს კომისიის წევრებმა, რას აჩვენებენ ისინი ამ დამოკიდებულებით და ფიქრობთ თუ არა, რომ არ უნდა ყოფილიყვნენ გენერლები ამ დაკითხვაზე დღეს?

მე არ ვაპირებ მათ განსჯას, თუმცა ჩემი აზრით, არ უნდა მისულიყვნენ გენერლები ამ კომისიაზე. ნორმალურ ქვეყანაში, ცხადია შეიძლება დაიბარო სამხედროები და ხისტი კითხვებიც დაუსვა. იგივე, აშშ-ში სამხედროებს როცა იბარებენ ხოლმე, საკმაოდ ხისტ კითხვებსაც უსვამენ, მაგრამ იქ ეს ყველაფერი ემსახურება იმ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რომ თუ არის რაიმე შეცდომა დაშვებული, მომავალში აღარ გაიმეოროს ამა თუ იმ ქვეყანამ და ამისთვის არსებობს დახურული ფორმატები.

ასეთი დახურული კომისია აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ოცნებას“ უკვე აქვს შექმნილი, მაშინ ალასანია იყო თავდაცვის მინისტრი და დასკვნაც აქვთ ამაზე დადებული.

„ოცნებას“ რომ აინტერესებდეს, მაგალითად, ქვეყნის უსაფრთხოება, ხვალ რუსეთის აგრესია რომ განმეორდეს, როგორი იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სისტემის რეაგირება, დაიწყებდნენ  თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდით.

12 წელია თავდაცვის ბიუჯეტი მცირდება ამ ქვეყანაში და 2019 წლის შემდეგ შეიარაღების არც ერთი ახალი სისტემა არ შეგვიძენია.

ამიტომ, თუ აღელვებთ, მაგალითად, როგორი იქნება სხვადასხვა სამოქალაქო უწყების როლი ასეთ დროს, მინიმუმ უწყებათა შორის სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი“ ტარდებოდა და აქ იტესტებოდა ეს ყველაფერი. თუ რამდენად დროულად მოვახდენთ მაგალითად მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, როგორ ვმართავთ დევნილების ნაკადს, რამდენად მზად გვექნება ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფრისთვის და ამაზე დასვამდნენ კითხვებს.

ამ ყველაფერს საქართველო ამერიკელების დახმარებით ატარებს ათი წელია, მაგრამ რაც „ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა, არცერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ამ სწავლებას არ დასწრებია.

თუ ეს საკითხები მათ აღელვებთ, რეალურად ამოცანა ეს უნდა იყოს ხომ?

და თუ აგვისტოს ომში არასწორი მენეჯმენტი იყო, მაშინ ამის გაუმჯობესებისთვის არის სამეთაურო საშტაბო სწავლება, სადაც თამაშდება ომის სცენარი და გაჩვენებს, რა შესაძლებლობები გვაქვს საჭიროების შემთხვევაში.

ამ თვალსაზრისით დღეს გაცილებით მძიმე ვითარებაა, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების გამო. ამიტომ, ეს ამოცანა გამოირიცხა.

ისიც ხომ გამოირიცხა, რომ სამართლებრივი მხარე უნდა შეისწავლონ?! რადგან ჰააგაშია ეს ყველაფერი და თან არ ვიცი, ცინიზმის რა დონეა, როცა ჰააგაში საქართველოს დაცვის არგუმენტებს, მათ შორის თეა წულუკიანიც აგზავნიდა როგორც იუსტიციის მინისტრი, რადგან სწორედ ეს უწყება წარმოადგენდა ამ ქვეყანას იქ.

ამიტომ თუ საერთაშორისო არბიტრაჟში ერთი არგუმენტი გაქვს და აქ, ამ წუთას, ამ ყველაფერს ამ ფორმით ატრიალებ, მაშინ შენი ამოცანა არის ანგარიშსწორება და რუსეთის დავალების შესრულება.

  • რადგან დღის წესრიგიდან არ ხსნიან ამ თემას, რისი მიღწევა სურთ, რომ დასავლეთის საკითხიც ტრიალებდეს ამ თემის ირგვლივ?

რა თქმა უნდა, „გლობალური ომის“ პარტიის საკითხი შემოდის. ჩვენ ხომ უკვე მოსმენილი გვაქვს ეს ნარატივი, რომ აგვისტოს ომი დაიწყეს „გლობალური ომის“ ადგილობრივმა აგენტებმა, ანუ მიხეილ სააკაშვილმა. ამ ნარატივის გაგრძელებაა ეს და მეორე მხრივ, თავისთავად ანტიდასავლური რიტორიკის ნაწილია.

მათ შორის, დღეს სოზარ სუბარმა ახსენა პრეზიდენტი ზელენსკიც, ევაკუაციის კონტექსტში. ისევ არის ეს ანტიუკრაინული, ზელენსკის მიმართ ზიზღის, შიშის გაღვიძება და ზოგადად, ზელენსკის მიმართ, ქართველი სამხედროების მიმართ დამოკიდებულება ჯამში მიდის იქამდე, რომ ეს ყველაფერი დაბრალდეს დასავლეთს და მეორე მხრივ, რუსეთის აგრესიული სამხედრო პოლიტიკური მიზნები, რომელიც ცხადი იყო ჩვენთვის 2008-შივე და მინიმუმ ცხადია დღეს მთელი მსოფლიოსთვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

აი, ამ სიცხადის, ამ სინამდვილის, ამ რეალობის პროპაგანდისტული მითით ჩანაცვლებას ცდილობენ.

  • როგორც ვიცით, 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე უარის თქმა. კომისიაზე დაბარებულების ნაწილმა უარი თქვა მისვლაზე [ხაზარაძე, ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი…]. როგორ ელით მათთან მიმართებით მოვლენების განვითარებას?

არ გამოვრიცხავ პატიმრობის ინსტრუმენტის რეალობაში განხორციელებას, განსაკუთრებით მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხაზარაძე არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. აქ არ იგულისხმება მხოლოდ მისი კოალიციის მიერ არჩევნებზე ნაჩვენები შედეგი, არამედ მისი ფინანსური რესურსებიც და მისი საერთაშორისო რენომე.

მათ ძალიან კარგად ესმით, რომ იმის ფონზეც კი, როცა არსებობს აბსოლუტური ასიმეტრია და მათ მხარესაა მედია, ფინანსები, ადმინისტრაციული რესურსები, ოლიგარქი ივანიშვილი და სახელმწიფო ბიუჯეტი – ამ ფონზეც კი, ისინი ვერ ეგუებიან იმ მცირე რესურსებს, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე შემორჩენილია.

და ეს რესურსი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, რომ ავტორიტარიზმის საბოლოო კონსოლიდაცია არ მოხდეს. ამიტომ მგონია, რომ ხაზარაძის მიმართ ძალიან სერიოზული განზრახვა აქვთ დაკავების, რადგან არის ნამდვილად სამიზნე.

დღეს ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობა იყენებს ამ ყველაფერს ოპოზიციის დევნისთვის, რაც სრული აბსურდია.

იმ ფონზე, როცა დღეს ვხედავთ, რომ პატიმრობას იყენებენ ოპონენტების დასასჯელად, გვყავს პოლიტპატიმრები, აღარ მიკვირს რომ უკიდურესი ზომა გამოიყენონ. აქ ხომ არანაირ გონივრულ ქმედებასთან აღარ გვაქვს საქმე.

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

„სასამართლოს შეუძლია მიუთითოს მთავრობას, რომ გამოუშვან მზია ამაღლობელი… ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი ქმედება ჩადენილი საერთოდ არ არის, რაც პირდაპირ გამორიცხავს პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, პატიმრობის საფუძველი გახდა სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულება,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია. მას მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ: რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს ევროსასამართლოში?

ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს მოლოდინი აქვს, რომ მზია ამაღლობელი ევროსასამართლოში ამ საქმეს მოიგებს.

ექსმოსამართლე ნონა წოწორიას რამდენიმე გარემოება აფიქრებინებს ამას, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, სილის გაწვნა არ შეიძლება თავდასხმად შეფასდეს.

„იმედი მაქვს, ევროსასამართლო დაასკვნის, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის თვითნებურ ინტერპრეტაციას და რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა,“ – გვითხრა ნონა წოწორიამ და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ იმ ტერმინის ჩაწერას ელოდება „მზია ამაღლობელის საქმეში“, რასაც ევროსასამართლო იყენებს: „ორკესტრირებული მოქმედება“.

„ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ კონტექსტში ამ საქმის დანახვა. მთელი სახელმწიფო აპარატი მომართულია იქითკენ, რომ ქალბატონმა მზიამ აგოს პასუხი იმისთვის, რაც მას არ ჩაუდენია და პოლიციის მაღალჩინოსნებიდან პასუხისგებაში არავინ მიეცეს… ევროსასამართლო არაერთ საქმეზე ახსენებს ტერმინს – „ორკესტრირებულად მოქმედება“. ეს ჩანს ამ საქმეშიც – ორკესტრირებულად ცდილობენ მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნონა წოწორიამ.

„ბათუმელებმა“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნონა, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ევროსასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. სავარაუდოდ, ერთერთი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა იქნება: პატიმრობის შეფარდება გაყალბებული ოქმით, მტკიცებულებების დიდი ნაწილის საქმიდან ამორიცხვათქვენ, როგორც ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რა დარღვევებს ხედავთ მზია ამაღლობელის საქმეში?

როგორც ვიცით, ორი საქმეა: ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის. ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ ადმინისტრაციული საქმეც, რომელიც ეხება მზია ამაღლობელის პირველ დაკავებას და სტიკერის გაკვრას, იქნება წარდგენილი ევროსასამართლოში, რაც სწორია. ამ საქმეზე შეიძლება დადგინდეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა [სამართლიანი სასამართლოს უფლება]. ადმინისტრაციულ საქმეზე ასევე შეიძლება იყოს მოთხოვნა მე-10 მუხლთან დაკავშირებით [გამოხატვის თავისუფლება], რადგან სტიკერის გაკვრა იყო პოლიტიკური გამოხატვის უფლება და ესეც ევროკონვენციით დაცული უფლებაა.

შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეზე მე-6 და მე-10 მუხლებით წარმომიდგენია სასამართლოსთვის მიმართვა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია მე-5 მუხლი [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება], რომელიც პატიმრობის კანონიერების საფუძვლებს ეხება.

ამ საქმის განხილვა ჯერ დასრულებული არ არის და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ადვოკატებმა ამ ეტაპზე მე-5 მუხლის საფუძველზე უნდა მიმართონ სასამართლოს.

მზია ამაღლობელის პატიმრობის დასაბუთებულობა სერიოზულ ეჭვს აჩენს. ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი ქმედება ჩადენილი საერთოდ არ არის, რაც პირდაპირ გამორიცხავს პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, როგორც ცნობილია, პატიმრობის საფუძველი გახდა სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულება – ადმინისტრაციული ოქმი. ასეც რომ არ იყოს, სასამართლოს მიერ მხოლოდ იმის მითითება, რომ ბრალდებულმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ან მიემალოს გამოძიებას, არის დაუსაბუთებელი, თეორიულია და არ გამომდინარეობს საქმის კონკრეტული გარემოებებიდან.

ასევე, როგორც ვიცი, მოსამართლეს საერთოდ არ უმსჯელია უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობაზე.

საქმეში სხვა სერიოზული პრობლემებიცაა, როგორიცაა მოსამართლის კვალიფიკაცია, მოსამართლის მიუკერძოებლობა. ასევე, მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი ამორიცხა მტკიცებულებების ნუსხიდან. ადვოკატებმა უნდა დაასაბუთონ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამორიცხულ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმეზე და რა გავლენა იქონია ამ ფაქტმა დაცვის უფლების განხორციელებაზე კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისთვის.

რადგანაც ადმინისტრაციული საქმე კავშირშია სისხლის სამართლის საქმესთან, ამიტომაც, ორივეს გასაჩივრება აუცილებელია და საჭირო. თუმცა, სისხლის სამართლის საქმეზე მე-6 მუხლით მიმართვა [სამართლიანი სასამართლოს უფლება] ჯერ ადრეა და შეიძლება მოგვიანებით დაემატოს.

გასაჩივრებას თავისი ვადები აქვს. მე-5 მუხლით [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება] თუ აპირებენ საჩივრის შეტანას, 4-თვიანი ვადა აითვლება პატიმრობის შეფარდების ბოლო გადაწყვეტილებიდან. ვფიქრობ, რომ მე-5 მუხლზე ახლავე უნდა შეიტანონ საქმე ევროსასამართლოში და თუ აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ მიუსჯიან ქალბატონ მზიას, მერე დაამატონ მე-6 მუხლი.

  • რა ვადაში შეიძლება ეს საქმე ევროსასამართლომ განიხილოს? რამდენად შესაძლებელია პატიმრობის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მიიღოს გადაწყვეტილება ევროსასამართლომ

ვადების წინასწარ განსაზღვრა რთულია, თუმცა ევროსასამართლოს აქვს მექანიზმი, ეს საქმე დაჩქარებული წესით განიხილოს. ვფიქრობ, ასეც უნდა მოიქცეს სასამართლო.

რეგლამენტის 39-ე წესი ანუ დროებითი ღონისძიების მექანიზმი [გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და საჭირო ხდება სახელმწიფოების კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერება], არ ვფიქრობ, რომ ეფექტური იქნება ამ შემთხვევაში. პირიქით, ეს უფრო სარისკო მგონია, რადგან ევროსასამართლო მე-5 მუხლთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ იყენებს ამ ტიპის ღონისძიებას, ხოლო საქართველოს ე.წ. ხელისუფლება ამას სათავისოდ, მანიპულაციურად გამოიყენებს. მე პირადად ამ იარაღს მათ არ მივცემდი.

არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას, დარღვეული უფლებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია მიუთითოს მთავრობას, რომ გამოუშვან მზია ამაღლობელი. არსებობს პრეცედენტები, მაგალითად, „მამედოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, როდესაც ჟურნალისტის გათავისუფლება აზერბაიჯანის მთავრობას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოსთხოვა უკვე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

„ფეტულაევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ საქმეში კი, სასამართლომ თავად დაადგინა, რომ საქმის განსაკუთრებული გარემოებების და კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის შეწყვეტის გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, როგორც კონვენციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ერთ-ერთი საშუალება, მოპასუხე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განმცხადებლის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ამ საქმეში მოსარჩელე, რომელიც იყო გაზეთის რედაქტორი, გაასამართლეს 2 სტატიისთვის, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა რამდენიმე მოვლენის ოფიციალურ ვერსიას და ხელისუფლების პოლიტიკას.

ასევე, საქმე – „შაჰინ ალფაევი თურქეთის წინააღმდეგ“ ეხებოდა ჟურნალისტის დაკავებას ანტიტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კონტექსტში. საქმის განსაკუთრებული გარემოებების, დარღვეული უფლებების შინაარსის და კონვენციის მე-5 § 1 მუხლის დარღვევის დასრულების გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის შეწყვეტა, რაც შეიძლება სწრაფად. პირველი ასეთი პრეცედენტი სასამართლომ ასანიძის საქმეში გამოიყენა.

  • დაჩქარებულად საქმის განხილვის შემთხვევაში რა ვადა დასჭირდება ევროსასამართლოს

იდეალურ შემთხვევაში 1 წელი მაინც დასჭირდება.

მე რომ ვიყო ეროვნული მოსამართლე, ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა და აუცილებლად მოვითხოვდი მისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

  • ევროსასამართლოს, მათ შორის თქვენი მონაწილეობით, ბევრი გადაწყვეტილება აქვს მიღებული პატიმრობის კანონიერებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის მუხლით. ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რა პერსპექტივა აქვს მზია ამაღლობელის საქმეს

არ ვიცნობ საქმის მასალებს დეტალურად, მაგრამ ვეცნობი „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიებს, ინტერვიუებს, რაზეც არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ რაც იქ წერია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის გამო დარწმუნებული ვარ, რომ მზია ამაღლობელის საქმე წარმატებული იქნება – ევროსასამართლოს პრაქტიკა სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, ჩემი აზრით, არ იძლევა.

არსებობს წინაპირობები, რა შემთხვევაში უნდა გამოიყენო პატიმრობა და როგორ უნდა დასაბუთდეს პატიმრობის შეფარდება, რომელიც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაა.

ევროსასამართლოს სტანდარტია, რომ პატიმრობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული. ამ საქმის მასალები კი აჩვენებს, რომ ეს გამონაკლისი არ არის. პირიქით, ეს მიზანმიმართულად ქალბატონი მზიას დასასჯელად გამოიყენეს.

თქვენს ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობდი, შსს-ს წარმომადგენელი პროცესზე ამბობდა: „საქმეში იკვეთება დამამძიმებელი გარემოება. მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახდელი, რომელსაც ექნება მსუსხავი ეფექტი, რათა ქალბატონმა მზიამ და შემდგომ სხვა პოტენციურმა სამართალდამრღვევებმა მსგავსი ფაქტი აღარ გაიმეორონ. რომ ეს იყოს მაგალითი, რომ პოლიციას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო“. ამ დროს ვიდეომტკიცებულება თავად მოსამართლის შეფასებით სხვა ფაქტებზე მიუთითებდა.

ეს ევროსასამართლოს სტანდარტების სრული აღრევაა. „მსუსხავი ეფექტი“ამ კონტექსტში საერთოდ არ გამოიყენება და შსს-ს ეს დამოკიდებულება აჩვენებს „ოცნების“ ხელისუფლების დღის წესრიგს, რომ მზია ამაღლობელის დასჯა სამაგალითო გახადოს სხვების დასაშინებლად.

ძალიან ტრაგიკულია ამის ყურება, როცა ახალგაზრდა ქალბატონი [შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე] ასეთ მცდარ სამართლებრივ კონცეფციებსა და ფაქტებზე ამყარებდა თავის პოზიციას.

სამწუხაროდ, დღეს საჯარო სამსახური ტყუილის თქმას მოითხოვს მოხელეებისგან და ეს ითვლება პროფესიონალიზმად. არც ერთი პროფესია არ შეიძლება იდგეს ტყუილზე.

„მსუსხავი ეფექტი“, ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პირიქით, ისეთი შემთხვევაა, როცა ადამიანები, მაგალითად, პოლიტიკური აზრის გამოხატვის ფარგლებში ზებრა გადასასვლელზე მოძრაობის გამო 5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს. ხელისუფლება ასეთი მიდგომით ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის თავშეკავებისკენ უბიძგებს ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების შიშით და ესაა ზუსტად მსუსხავი ეფექტი. ეს აჩვენებს იმას, თუ რა მიმართულებით მიდის ხელისუფლება და განსხვავებული აზრისთვის ხალხის დასჯა რამდენად აქვს ქცეული პოლიტიკის ნაწილად.

  • თქვენთვის პირდაპირ ჩანს ჟურნალისტის დევნა მზია ამაღლობელის საქმეში მისი პროფესიული საქმიანობის გამო

თავიდანვე ჩანდა ეს. ამას აჩვენებდა მის მიმართ მოპყრობა, რასაც ადგილი ჰქონდა დაკავების შემდეგ და ის, თუ როგორ წარიმართა მის წინააღმდეგ საქმეები. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ კონტექსტში ამ საქმის დანახვა. მთელი სახელმწიფო აპარატი მომართულია იქითკენ, რომ ქალბატონმა მზიამ აგოს პასუხი იმისთვის, რაც მას არ ჩაუდენია და პოლიციის მაღალჩინოსნებიდან პასუხისგებაში არავინ მიეცეს.

როგორც ეს საქმე აჩვენებს, ადამიანებს, რომლებიც ახლა ხელისუფლების სახელით მოქმედებენ, მიცემული აქვთ სრული თავისუფლება უკანონობის ჩასადენად. სისტემა ცდილობს, დაიფაროს მაღალჩინოსნები შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნისგან, რადგან ის ქმედებები, რაც ქალბატონი მზიას წინააღმდეგ ჩაიდინეს, თავისი შინაარსით არის სავარაუდო მძიმე დანაშაულები. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებს: გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძეს სასამართლოში მოწმედ დაკითხვაზეც არ იბარებენ, მაშინ როცა უშუალოდ ისინი მონაწილეობდნენ ქალბატონი მზიას დაკავებაში.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მთელი სისტემაა მომართული, რომ მზია ამაღლობელის საქმე მიიყვანონ ბოლომდე, როგორც მათ ეს წარმოუდგენიათ.

ევროსასამართლო არაერთ საქმეზე ახსენებს ტერმინს „ორკესტრირებულად მოქმედება“. ეს ჩანს ამ საქმეშიც: ორკესტრირებულად ცდილობენ მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას.

  • ოქმის გაყალბებასა და ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებაზე საჩივარი შსს-მ ისევ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს დააწერა. გამოდის, გრიგოლ ბესელიამ სავარაუდოდ თავისი დანაშაული უნდა გამოიძიოს. ესეც ამ ორკესტრირებული მოქმედების ნაწილია

ეს ფაქტები როცა დაიდება ევროსასამართლოს წინაშე, ობიექტურ დამკვირვებელს შეუძლია თქვას, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა?! ევროსასამართლო ხშირად იყენებს „ობიექტური დამკვირვებლის“ სტანდარტს.

სხვათა შორის, როცა ვსაუბრობთ ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმის გაყალბებაზე, ეს უკვე სისტემური პრაქტიკაა საქართველოში. იმედია, ამას მიაქცევს სათანადო ყურადღებას ევროსასამართლო.

ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განმხილველი მოსამართლის ქმედება, როცა მან დადასტურებულად მიიჩნია ვიდეომასალაში დაფიქრისებული ფაქტები. ვიდეოებში კი ჩანს, რომ მზია ამაღლობელს აკავებს გრიგოლ ბესელია.

მოსამართლემ ასევე დაადგინა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის დაკავების სამართლებრივი საფუძველი იყო არა ის, რაც შემდეგ ოქმში მას ჩაუწერეს, არამედ სრულიად სხვა [ადმინისტრაციულ სამართლარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი და არა 173, რომელიც შემდეგ ჩაწერეს], რომელიც თავის მხრივ პატიმრობას არ ითვალისწინებს და ასევე ის, რომ მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

როცა მოსამართლე ადგენს ფაქტს, რომ ეს დადასტურებულად ასე მოხდა და სამართლებრივ შეფასებას აკეთებს სრულიად საწინააღმდეგოს, ეს სხვა არაფერია, თუ არა თვითნებობა. ამ საკითხს, იმედია, ევროსასამართლო შეისწავლის. სასამართლოს თავისი კომპეტენცია აქვს და, როგორც წესი, არ შედის ეროვნული მოსამართლეების მიერ გაკეთებულ შინაარსობრივ შეფასებაში, თუ ადგილი არ აქვს თვითნებობას.

  • შეიძლება ევროსასამართლომ მოსამართლე სალიხ შაინიძეს თვითნებობა დაუდგინოს

რთულია გათვალო, რომელ ფაქტებს დაეყრდნობა ევროსასამართლო. მზია ამაღლობელის საქმეში ძალიან ბევრი ელემენტია, რაზეც შეიძლება სასამართლომ თავისი მსჯელობა ააგოს და საჭიროდ არ ჩათვალოს ყველა უკანონობას  შეეხოს. ქალბატონი მზიას საქმეში არსებული დარღვევები ერთობლიობაში ობიექტურ დამკვირვებელს არ უტოვებს სხვა აღქმის საშუალებას გარდა იმისა, რომ ეს არის ხელისუფლების ორკესტრირებული, ორგანიზებული ქმედება.

ევროსასამართლოსთვის ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენ მოიძიეთ და გამოაქვეყნეთ სტატიებში. ეს საქმეები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელზე სილის გაწვნა, უზენაესი სასამართლოს აქამდე მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად.

მზია ამაღლობელს ჰყავს კარგი ადვოკატები და ამ მასალებს ისინი ალბათ საჩივარს დაურთავენ. ევროსასამართლო ზოგადად არ ახდენს შიდა სამართლის ინტერპრეტაციას და იყენებს ეროვნული სასამართლოების განმარტებებს. თქვენ მიერ შეგროვებული საქმეები მიუთითებს, რომ სასამართლო პრაქტიკა საქართველოში სულ სხვა მიმართულებით მიდის და რომ მზია ამაღლობელის ბრალდების მსგავსი და გაცილებით მძიმე შემთხვევები, როგორიცაა: პოლიციელისთვის მინის ბოთლის თავში ჩარტყმა, საზარდულში ფეხის ამორტყმა და ასე შემდეგ, არასდროს შეუფასებია სასამართლოს პოლიციელზე თავდასხმად.

იმედი მაქვს, ევროსასამართლო დაასკვნის, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის თვითნებურ ინტერპრეტაციას და რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა.

  • იმსჯელებს თუ არა ევროსასამართლო იმ კუთხით, რომ მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და ის ასევე დაასანქცირეს ამ საქმეზე ჟურნალისტის უფლებების დარღვევის გამო?

ამ გარემოებებს ევროსასამართლო ფაქტებში ასახავს და ერთობლიობაში გაითვალისწინებს. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობის შეფასება, რაზეც ევროსასამართლოს პრაქტიკა სპეციფიკურია: დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებში – მოსამართლემ მხოლოდ პროცედურული საკითხები გადაწყვიტა, თუ არსებითად იმსჯელა ბრალის საკითხზე? შინაარსობრივად უნდა მოხდეს მოსამართლის როლის განხილვა სხვადასხვა ეტაპზე.

მეორეცაა: შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს აღარ იყოს აქტუალური პირველი ინსტანციის მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სასამართლომ თქვას, რომ პირველ ინსტანციას პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ზემდგომ ინსტანციაში ეს საკითხი გამოსწორდა.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს დავა ევროსასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე

მზია ამაღლობელის საქმეში ზედაპირზე რაც უკვე ჩანს, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ევროსასამართლომ გადაწყვეტილებაშივე თქვას: მზია ამაღლობელი გაათავისუფლეთ! ეს გამონაკლის შემთხვევებში ხდება და მისი საქმე სწორედ ასეთია. ასევე შესაძლებელია, რომ ეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღსრულების კონტექსტში მოითხოვოს. დამატებითი ვერსიაა, რომ ევროსასამართლო დაადგენს მე-6 მუხლის დარღვევას, რაც შედეგად საქმის გადასინჯვას გამოიწვევს და ეს გრძელვადიანი პროცესია.

ვფიქრობ, ევროსასამართლო „მზია ამაღლობელის საქმეს“ დაინახავს საქართველოს დღევანდელობის კონტექსტში, როცა დემოკრატია და მედიის თავისუფლება განსაკუთრებული დარტყმის ქვეშაა. მაშინ როცა ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ყველაფერი, რაც დემოკრატიას უკავშირდება, ასეთ საფრთხეშია, არა მგონია, ევროსასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვოს.

თუმცა მე იმედი მაქვს, რომ „ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, და ქალბატონი მზია ამ საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გათავისუფლდება.

კამერების დაზიანების ბრალდება – საპროტესტო აქციების 2 მონაწილის საქმე

23 წლის დანიელ მუმლაძე და 26 წლის გურამ ხუტაშვილი ერთი ბრალდებით დააკავეს. 4 დეკემბრის აქციის ღამეს, მათ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული 112-ის სათვალთვალო კამერების დაზიანება ბრალდებათ. დამტკიცების შემთხვევაში ეს 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ორივენი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. საპროცესო შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გურამიც და დანიელიც დანაშაულს აღიარებენ, ინანიებენ და მზად არიან, ზარალი აანაზღაურონ. სწორედ ეს გარემოება განასხვავებს მათ საქმეს ყველა დანარჩენი პატიმრის საქმისგან, რომლებიც ბოლო ორ თვეში აქციებზე სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

დანიელ მუმლაძის ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ დანიელის და გურამის უფლება უკვე დარღვეულია იმით, რომ ბრალის აღიარების და ზარალის ანაზღაურების დაპირების მიუხედავად ისინი მაინც დააპატიმრეს. ანუ პატიმრობა მათ მიმართ გამოიყენეს, როგორც სადამსჯელო ღონისძიება და არა როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება. ეს პატიმრობა უკვე არის სასჯელი.

* * *

4 დეკემბრის ღამეა, დანიელი თავის თანამშრომელთან და მეგობართან გურამ ხუტაშვილთან ერთად სამუშაო ცვლას ასრულებს რესტორანში, იცვლის ტანსაცმელს, ქურთუკს იცვამს და ერთად გადიან გარეთ. რესტორანი რუსთაველის გამზირთან ახლოსაა, პარლამენტის მიმდებარედ, ღამის 11 ან 12 საათია, საპროტესტო აქცია კვლავაც მიმდინარეობს.

გურამი და დანიელი პროტესტის სულისკვეთებას იზიარებენ, სამსახურის შემდეგ ზოგჯერ აქციებსაც უერთდებიან, მაგრამ 4 დეკემბრის ღამეს რაღაც მაინც სხვანაირად ხდება. რუსთაველის გამზირზე ამოსულ დანიელს და გურამს ორი, მათთვის უცნობი ადამიანი ხვდება, სახე არ უჩანთ, ბალაკლავა უკეთიათ და სათვალე, სავარაუდოდ, გოგო და ბიჭი უნდა იყვნენ და დახმარებას სთხოვენ: რუსთაველზე ახალდაყენებული სათვალთვალო კამერები გვინდა გავანეიტრალოთ და მოგვეხმარეთო. არ ეუბნებიან, დავაზიანოთ, გავანადგუროთ ეს კამერები, გავანეიტრალოთო – ზუსტად ამ სიტყვას ამბობენ. ამ ორ უცნობ ადამიანს კიბე უკვე აქვთ.

დანიელი და გურამი თანხმდებიან. მათი განზრახვაა, რომ სათვალთვალო კამერებს ხედვის წერტილი შეუცვალონ. თუმცა, კამერებიდან ამოღებულ მასალაში მოგვიანებით ჩანს, რომ მათი ქცევა აგრესიულიც არის, რამდენიმე კამერა ნადგურდება. ჯამში, 20 კამერა აქვთ მიზანში ამოღებული, მათგან 10-ია განადგურებული. სასტუმრო „მერიოტიდან“ სასტუმრო „ბილტმორამდე“ მოძრაობენ და გზის ორივე მხარეს კამერებისთვის რაკურსის შეცვლას ცდილობენ.

,,მთავარი მიზანი რომ სახელმწიფოსთვის ქონებრივი ზიანის მიყენება არ არის, ეს იმთავითვე ცხადად იკვეთება. თითქოს, იმ კამერებით აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება ხდებოდა, რომლებსაც მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით, ან სისხლის სამართლით აკავებდნენ. მათ შემთხვევაში კამერა აღქმულია, როგორც ჩაგვრის ინსტრუმენტი”, – გვიხსნის დანიელ მუმლაძის ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ, 9 დეკემბერს, შუადღეს, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, დაახლოებით 20-30 მეტრში, მაღაზიაში ჩასულ დანიელს აკავებენ.

ამის შემდეგ ჩხრეკენ სახლს, ოჯახის წევრები ნებაყოფლობით იღებენ მონაწილეობას.

განყოფილებაში მისვლისთანავე დანიელ მუმლაძე დანაშაულს აღიარებს. გამოკითხვის დროს ამბობს, რომ დანაშაული ნამდვილად მან ჩაიდინა. გამომძიებელს უდასტურებს, რომ ვიდეოში თავად არის. დეტალურად უყვება, რა მოხდა 4 დეკემბრის ღამეს. ერთადერთი, ვერ უსახელებს იმ ორი ადამიანის ვინაობას, რომლებსაც დასახმარებლად გაჰყვნენ, რადგან მათი სახეები არ დაუნახავს.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლომ არც ერთი გარემოება არ გაითვალისწინა და პატიმრობა მაინც ძალაში დატოვა.

პატიმრობის ძალაში დატოვება პროკურორმა თამარ იაკობიძემ ორი საფრთხით ახსნა: ახალი დანაშაულის ჩადენის რისკით და მიმალვის საფრთხით. ის სასამართლომაც გაიზიარა. დანიელის და გურამის ადვოკატები ამ მსჯელობას ალოგიკურსა და აბსურდულს უწოდებენ.

გურამის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახს, ფაქტობრივად, გურამი არჩენდა მიმტანის შემოსავლით.
დანიელს 3 წლამდე შვილი ჰყავს, ცოლი ვერ მუშაობს. ოჯახი ქირით ცხოვრობს, ჭერი და საჭმელი რომ ჰქონდეთ, დანიელმა უნდა იმუშაოს. ის ერთადერთია, ვისაც ოჯახში შემოსავალი აქვს.

მისი ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ ეს მდგომარეობა მისი მიმალვის რისკს მინიმუმამდე ამცირებს:

„საზღვარგარეთის პასპორტიც კი არ აქვს, საქართველოს ფარგლებს გარეთ არასოდეს ყოფილა. არც მეგობრები და ნათესავები ჰყავს საზღვარგარეთ, რომ შეიფარონ. რთულია, 1000 ლარად მიიმალო” – გვეუბნება ომარ ფურცელაძე და დასძენს:

„ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ადამიანს ტოვებენ საპატიმროში, თუ ზიანი ანაზღაურებული აქვს. არც ჩემი კოლეგებისგან გამიგია, რომ 187-ე მუხლზე ვინმე იხდიდეს სასჯელს ციხით თუ ბრალდებული ზიანს აანაზღაურებს, ხოლო დაზარალებული იტყვის, რომ საკითხი მოგვარდა და ადამიანის ციხეში დატოვება საჭირო აღარაა“.

ადვოკატები განმარტავენ, აღიარება ფაქტობრივად მონანიებაა დანაშაულის. ასეთ დროს დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკი მაღალი ვერ იქნება. გარდა ამისა, აქციების კონტექსტში, სასამართლოს შეუძლია დანიელს და გურამს გარკვეული დროით, ვთქვათ, საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე, სახლიდან გასვლის უფლებაც შეუზღუდოს.

ამ საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ბრალდებულებმა არა მხოლოდ დანაშაული, მტკიცებულებებიც აღიარეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც პროკურატურა ამბობს და გადმოსცემს მტკიცებულებად, ყველაფერს ეთანხმებიან. შესაბამისად, ამ მტკიცებულებებზე ზემოქმედებასაც ვეღარავინ მოახდენს.

„მე თუ ამ ადამიანს შეღავათი არ გავუკეთე, ხვალ და სხვა დროს, როგორ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ინტერესი, დანაშაული აღიაროს? გამოდის, რომ სახელმწიფო საკუთარ თავს აზიანებს, პირველ რიგში“, – ამბობს ომარ ფურცელაძე.

გურამ ხუტაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ,,რადიო თავისუფლებასთან” 30 იანვარს მიცემულ ინტერვიუში ხსნის: „ეს არის იმის წახალისება, რომ ადამიანებმა არ აღიარონ, არ მოინანიონ. ასეთი ხისტი მიდგომებით ბრალდების მხარე არ უწყობს ხელს სიტუაციის განმუხტვას, პირიქით, ამწვავებს”.

უკვე ორი თვეა გურამი და დანიელი ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში არიან. დანიელს თურმე ძალიან ეუხერხულება მის სახელს „უკანონო პატიმრებთან“ ერთად რომ მოიხსენიებენ. არ უნდა, ამით პროცესი დააზიანოს.

„არ მინდა ვინმემ უკანონო პატიმარი მეძახოს. მერე შეიძლება ჩემს მაგალითზე ვინმემ თქვას: არც ისინი არიან უკანონო პატიმრებიო. მე ვარ ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ვინანიებ ამ დანაშაულს და მერიდება  მართლა უკანონოდ დაკავებული ადამიანების იმიტომ, რომ მე და ისინი ერთნაირ მდგომარეობაში არ ვართ. მე ვაღიარებ“, – ამას გვითვლის ციხიდან ადვოკატის პირით.

ადვოკატები საპროცესო შეთანხმებას ელოდებიან, თუმცა სასამართლომ არც ერთი გარემოება არ გაითვალისწინა და პატიმრობა მაინც ძალაში დატოვა.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

___________________

სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალურ გამოცემაში – „სინდისის პატიმრები“. გაზეთში დაბეჭდილ სტატიებზე მუშაობდნენ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები.

ბათუმში 28 მარტს აქციაზე „ბათუმელების“ სპეცგამოცემის მეორე ნომერი დარიგდება

28 მარტს, 20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე შედგება „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალური გამოცემის, „სინდისის პატიმრების“ მეორე ნომრის პრეზენტაცია.

აქციაზე უფასოდ დარიგდება გაზეთის მეორე ნომერი. 

„სინდისის პატიმრების“ მეორე ნომერში გაეცნობით იმ ადამიანებს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ამ დროისთვის სისხლის სამართლის მუხლით არიან ციხეში, წინასწარ პატიმრობაში.

2024 წლის ბოლოდან დღემდე საქართველოში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 60-მდე ადამიანი. ყველა მათგანის საქმე უკავშირდება საპროტესტო აქციებსა და საპროტესტო მოძრაობას, რომელიც სამი თვეა უწყვეტად გრძელდება საქართველოს ქალაქებში.

დაკავებულები სინდისის პატიმრები არიან.

სინდისის პატიმარია ყველა, ვინც სასჯელს იხდის პოლიტიკური, რელიგიური და სხვა, კეთილსინდისიერად გამოხატული შეხედულებების გამო.

ეს „ბათუმელების“ გაზეთის სახით დაბრუნებაა წლების შემდეგ პირველად. გაზეთ „ბათუმელების“ ბოლო ნომერი 2016 წლის ბოლოს გამოვიდა, 2017 წელს „ბათუმელების“ ბეჭდური ვერსია ჟურნალის სახით გამოდიოდა ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ კი „ბათუმელები“ მუშაობს როგორც ვებგამოცემა.

„სინდისის პატიმრების“ პირველ ნომერში ერთ-ერთი სტატია შეეხებოდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელს, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სწორედ მზია ამაღლობელის იდეა იყო „ბათუმელების“ ბეჭდური სახით დროებით აღდგენა, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს საქართველოს რეგიონებში დაენახა მოვლენები, რაც სამთავრობო ტელეარხებზე არ ჩანს.

„ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალური გამოცემა გამოვა იმ დრომდე, სანამ სინდისის ყველა პატიმრის შესახებ არ უამბობს მკითხველს. გაზეთზე მუშაობენ ჟურნალისტები სხვადასხვა გამოცემიდან.

გაზეთი უფასოდ რიგდება.

_______________

ფოტოზე: აქციის მონაწილე თბილისში ხელში „ბათუმელებით“, გამოცემა „სინდისის პატიმრების“ პირველი ნომრით. ფოტო: „პუბლიკა“

„ოზურგეთში ქუჩები გადათხარეს და ორმოებსაც არ ავსებენ“- 48-მილიონიანი ტენდერი

ქალაქ ოზურგეთში იმ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა, სადაც წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამბობს, რომ სამუშაოები წესების დაცვით არ სრულდება – გადათხრილია ქუჩები, არ ავსებენ ორმოებს, არის მტვერი.

ოზურგეთში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზა“ აწარმოებს. კონტრაქტი 48 მილიონ 548 ათას 995 ლარზეა გაფორმებული. 50 მილიონი ლარით გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ „გზა“ მონაწილეობდა. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„გადათხარეს ქუჩები და დატოვეს ზოგან ხრეში, ზოგან ორმოები გზაზე… მტვერს ვსუნთქავთ. ქუჩის გადარეცხვის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს კომპანიას? ორმოებიც შერჩევით, ნაცნობობით ამოავსო კომპანიამ ზოგიერთი მოსახლის ეზოსთან, დანარჩენი დატოვებულია. რამდენჯერმე მივმართეთ კომპანიას, თუმცა, იგივე გრძელდება; არც მორწყვა-გადარეცხვა ხდება და არც იმ ამოყრილი მიწის გატანა, რომელიც მტვრად იქცევა მერე. არაერთი ქუჩაა ასე გადათხრილი“ – უთხრა „ბათუმელებს“ ოზურგეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო გადათხრილი ნიკო ნიკოლაძის ქუჩა ოზურგეთში. ფოტოები, რომლებიც გადაღებულია დღეს [27.03.2025] მოქალაქემ მოგვაწოდა
„4-5 თვეა ოზურგეთში უკვე ვმუშაობთ და არავის მოუმართია პრეტენზიით, პირველად გვესმის თქვენგან. კონკრეტულად რომელ ლოკაციაზეა საუბარი არ ვიცი, შეიძლება სხვა სამუშაოები მიმდინარეობდეს და შეიძლება ჩვენი კომპანია არც მუშაობდეს… კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ, თუმცა, სისტემატურად გავდივართ და ვამოწმებთ. ზოგადად წყალგაყვანილობისთვის ტრანშეას რომ ვჭრით, დისკომფორტი ექნება მოსახლეობას, რა თქმა უნდა.

პროექტში ასფალტის აღდგენაც არის, მაგრამ კონკრეტული სამუშაო ვიდრე არ დასრულდება ასფალტის აღდგენა ვერ მოხდება. მაგალითად, ყველა 5 კვადრატულზე ასფალტს ვერ აღადგენ, რაღაც მოსამზადებელი სამუშაოა ამისთვის საჭირო და შემდეგ ერთიანად აღდგენა. ტერიტორიიდან რაც გასატანია ნარჩენები, ესეც გაგვაქვს.

მთელი მობილიზაციით და სწრაფი ტემპით ვმუშაობთ და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოები დასრულდება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „გზაში“.

გოგებაშვილის ქუჩა ოზურგეთში / ფოტო: 27.03.2025

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების პარალელურად, ქუჩიდან გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, ასევე, უზრუნველყოს „ჰაერის დამტვერიანებით მიმდებარე გარემოს, მათ შორის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაბინძურების თვიდან აცილება“.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამუშაოების შედეგად წარმოიქმნება სამშენებლო ნარჩენები [ზედმეტი გრუნტი, ასფალტის ან ბეტონის ნანგრევები] აღნიშნული საჭიროებს სამშენებლო ტერიტორიიდან გატანას. პროექტანტმა უნდა უზრუნველყოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმება და ამ ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე.“

მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მიხედვით კი, „სამშენებლო მოედანზე განხორციელებული ღონისძიებები უნდა უზრუნველყოფდეს სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებს, მათ შორის:

  • მის სისუფთავეს და არ დაუშვებენ მიმდებარე მიწის ნაკვეთების და ქუჩების დაბინძურებას, აგრეთვე ამ ქუჩების გზის საფარის დაზიანებას;
  • საწარმოო ნარჩენებით, ჩამდინარე წყლებითა და ჰაერის დამტვერიანებით მიმდებარე გარემოს, მათ შორის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაბინძურების თვიდან აცილებას“ და სხვა.
გოგებაშვილის ქუჩა ოზურგეთში / ფოტო: 27.03.2025

„ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი წითელი სხივისა და ნარუჯის უბნების წყალმომარაგების სისტემის, ასევე, დაბა ურეკისათვის 2 ჭაბურღილის მოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე“ ტენდერი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ჰქონდა გამოცხადებული 50 073 300 ლარით, 2022 წლის ნოემბერში.

ტენდერი სახელმწიფო პროგრამის, „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში იყო გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულ „გზასთან“ კი, ხელშეკრულება 2023 წლის იანვარში გაფორმდა.

ნიკო ნიკოლაძის ქუჩა ოზურგეთში / ფოტო: 27.03.2025

„მშენებლობა განვადებით“ გამოცხადებული ტენდერი ჩვეულებრივი ტენდერისგან დიდად არ განსხვავდება. სხვაობა ბიუჯეტიდან თანხის გადახდაშია – თუ ჩვეულებრივი ტენდერის პირობებში კომპანიებს ავანსად მსხვილ თანხას ურიცხავენ, ამ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.

„გზასთან“ დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „დაფინანსების წყაროა 2023-2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი“.

წყალმომარაგების კომპანიამ თანხის [როგორც საკუთარი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან] გადარიცხვა 2024 წელს დაიწყო. შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2025 წლის 27 მარტის მდგომარეობით, „გზაზე“ უკვე გადარიცხულია ჯამში 7,74 მილიონი ლარი [სახელშეკრულებო თანხის 16%].

ნიკო ნიკოლაძის ქუჩა ოზურგეთში / ფოტო: 27.03.2025

„გზამ“ ოზურგეთში სამუშაოები 2025 წლის 26 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

შპს „გზა“ სახელმწიფო უწყებების მაღალბიუჯეტიან ტენდერებს ხშირად იგებს. კომპანიის 100 პროცენტი წილი კი, გიორგი ჭყონიას „ბანკი ქართუში“ აქვს დაგირავებული.

ამ თემაზე ვრცლად: დეპუტატის დაგირავებული კომპანიები „ქართუში“ – მას მთავრობამ 1.3 ჰექტარი მიწა პირდაპირი წესით მიჰყიდა

„მოითხოვეთ სამართალი თემურ ქათამაძისთვის“ – პეტიცია

დაკავებული ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ხელმომწერები თემურ ქათამაძის ქვეყნიდან დეპორტაციის შეჩერებას და მისთვის საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ.

პეტიცია დღეს, 27 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა.

„მოვუწოდებთ დემოკრატიულ მთავრობებს, ევროკავშირს, გაერთიანებულ ერებსა და ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფოდ ჩაერიონ და შეაჩერონ პოლიტიკური აქტივისტის, გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) დევნა და დეპორტაცია, რომელიც მის სიცოცხლესა და თავისუფლებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

გაფფარი ცნობილი მოღვაწეა, რომელიც 40 წლის მანძილზე თურქეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა. ის თურქეთის ქართველია, ისევე როგორც სხვა მრავალი, ვინც თურქულ სახელებსა და გვარებს ატარებს.

თურქეთში ქართული ენა და კულტურა სწრაფი ტემპით ქრება, ხოლო არსებული დიასპორული აქტივობები მინიმალურადაც კი არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, თემური თავდაპირველად თურქეთში, შემდეგ კი საქართველოში ეწეოდა ამ საქმიანობას – ქართულ ენას, კულტურასა და იდენტობას უჭერდა მხარს. ეს საქმე უნდა გაგრძელდეს.

საქართველოში ის იბრძვის უკანონო „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ აქციებში. წლების განმავლობაში ცდილობდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, თუმცა მის განცხადებებს უსამართლოდ უარყოფდნენ, მიუხედავად მისი ღრმა კავშირებისა ქვეყანასთან. ახლა კი, წმინდად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მისი თურქეთში დეპორტაციის ბრძანება გასცა, სადაც მას დაუყოვნებელი დაკავება, პატიმრობა და სასტიკი მოპყრობა ელის“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

თემურ ქათამაძემ დაკავების შემდეგ 48 დღე იშიმშილა პროტესტის ნიშნად. ის ახლა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია.

პეტიციის ავტორები მოთხოვნებს ტექსტის ბოლოსაც აზუსტებენ და ევროკავშირსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

პეტიციის ავტორებისა და ხელმომწერების მოთხოვნებია:

„ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს: მიანიჭეთ გაფფარ ილმაზს (თემურ ქათამაძეს) თავშესაფარი და შეაჩერეთ მისი დეპორტაცია.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR): მიიღეთ სასწრაფო ზომები მისი უკანონო დეპორტაციის შესაჩერებლად.

გაერთიანებული ერების დევნილთა კომისიას (UNHCR): აღიარეთ მისი საქმე პოლიტიკური დევნის შემთხვევად და მიიღეთ შესაბამისი ზომები.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებს: დაგმეთ პოლიტიკური დევნის ეს ფაქტი, მოითხოვეთ გაფფარის წამების გამოძიება და მოითხოვეთ მისი დაცვა.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმრის დეპორტაციით გაჩუმება და მოშორება. გაფფარმა უკვე გადაიტანა წამება და არაადამიანური მოპყრობა, ახლა კი მისი სიცოცხლე და თავისუფლება საფრთხეშია.

ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას და მოითხოვეთ სამართალი გაფფარ ილმაზისთვის (თემურ ქათამაძისთვის)!“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა.

შემთხვევა დღეს, 27 მარტს მოხდა – ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივრის განხილვა დაიწყო – საია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო.

ამის თაობაზე დღეს, 27 მარტს, განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

„სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა.

ჩვენ ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს, რუსული კანონის წინააღმდეგ და ვდავობდით კონვენციით გარანტირებული არაერთი მუხლის დარღვევაზე. მათ შორის, საჩივარი შეეხება ისეთი მუხლის დარღვევებს, როგორიცაა: გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი, ასევე, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება და უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები.

აი, ამ ყველა მუხლთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და საქართველოს გამოუგზავნა კითხვები, რომლის პასუხები უნდა იყოს შესაბამის დროს გაგზავნილი“ – ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

მისი თქმით, სასამართლომ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს.

„ამაზეა საუბარია კორესპონდენციაში, რომელიც მივიღეთ და ასეთ სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საქმეებს ეხება“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა კანონის მიღებამდეც და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ეგრეთ წოდებული „ფარას“ ხელახალი ინიციირება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ არ არის მიმართული ან ასეთ საქმიანობას არ უპირისპირდება, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ამ კანონის ხელახალი ინიციირება არის რუსული კანონის შენიღბვა, რომ თითქოს ეს კანონი სხვა შინაარსის მატარებელია“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქმე გაგზავნილი არ იყო და ამ პროპაგანდას დღემდე აგრძელებს.

„რუსული კანონი არა მარტო მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს, არამედ მოქალაქეთა ერთმანეთისგან გათიშვას და კრიტიკული ხმების ჩახშობას ემსახურება. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება ამ საქმის განხილვა და ეს პოზიტიურ როლს შეასრულებს პროცესში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ჩვენ მოველით, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას ყველა იმ მუხლთან დაკავშირებით რომელიც წარდგენილი გვაქვს“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

რუსული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს, საზოგადოების მკაფიო წინააღმდეგობის ფონზე მიიღო, წელს კი „ოცნების“ პარლამენტი აპირებს მიიღოს მედიის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი რუსული კანონი, რომელსაც „ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ უწოდებს.

მოსამართლემ ციალა ქათამიძე 2 000 ლარით დააჯარიმა – დაკავება გაყალბებული ოქმით

დღეს, 27 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

„ციალა ქათამიძის საქმეშიც“ მოსამართლე სალიხ შაინიძე, „მზია ამაღლობელის საქმის მსგავსად, გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

ამ საქმეზეც მოსამართლემ უარი თქვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე. ირაკლი დგებუაძე, „მზია ამაღლობელის საქმის“ მსგავსად, ამ საქმეშიც ფიგურირებს.

ციალა ქათამიძის საქმის განხილვის დროს, 12 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ უარი თქვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე, თუმცა პატაკის და სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელების დაკითხვის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ციალა ქათამიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტი. ფოტო: „ბათუმელები“

დღეს, 27 მარტს, ვიდრე მოწმე პოლიციელები შემოვიდოდნენ სხდომათა დარბაზში, შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ციალა ქათამიძე თავდაცვის ძალების რეზერვისტია და მას აქციებში მონაწილეობის უფლება ეზღუდებოდა.

„მე ვარ რეზერვისტი წელიწადში 45 დღე და ეს შეზღუდვა მხოლოდ 45 დღეზე ვრცელდება,“- მიმართა შსს-ს წარმომადგენელს ციალა ქათამიძემ.

მოსამართლე სალიხ შაინიძის თქმით კი, ეს საკითხი თავდაცვის უწყებამ უნდა გამოიკვლიოს.

შსს-ს წარმომადგენლები – ციალა ქათამიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტი. ფოტო: „ბათუმელები“

მოწმე პოლიციელის, კახაბერ მალაყმაძის თქმით, მას პოლიციელმა ირაკლი სურმანიძემ უთხრა, ციალა ქათამიძე შეურაცხყოფას გვაყენებდაო.

2025 წლის 11 იანვრის აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მისულ ციალა ქათამიძეს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე აკავებს მას შემდეგ, როცა ციალა ქათამიძემ ასფალტის საფარზე გააკრა სტიკერი – „იფიცება საქართველო“.

შსს-ს ვერსიით კი, ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრის გამო არ დაუკავებიათ.

„მონებო“, „ძაღლებო“, „რუსეთის მსახურებო“- ცრუ მოწმე პოლიციელმა კახაბერ მალაყმაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ამ სიტყვებით მიმართავდა ციალა ქათამიძე პოლიციელებს.

იგივე ფრაზების თქმა დააბრალეს პოლიციელებმა მზია ამაღლობელს და აქციის სხვა მონაწილეებს.

იგივე კახაბერ მალაყმაძემ „მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზეც“ მისცა ჩვენება სასამართლოს.

11 იანვრის აქციაზე დაკავებულ ციალა ქათამიძეს კახაბერ მალაყმაძემ 14 თებერვალს შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს ციალა ქათამიძის ადვოკატებმა „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ვიდეო აჩვენეს, სადაც უწყვეტად არის ნაჩვენები ის, რაც აქციაზე ხდებოდა. ამ ვიდეო მიხედვით ციალა ქათამიძე სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციელებს არ აყენებს.

კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა ირაკლი ელიაძემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ თავად დაინახა, როგორ დააკავეს ციალა ქათამიძე პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან.

ამ პოლიციელის თქმით, არ ახსოვს, ვინ შემოიყვანა დეპარტამენტის შენობაში ციალა ქათამიძე.

პოლიციელის ჩვენება – ციალა ქათამიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტი. ფოტო: „ბათუმელები“

ირაკლი ელიაძემ „ციალა ქათამიძის საქმე“ პატაკი დაწერა. მისი ჩვენება არსებითად წინააღმდეგობრივია პოლიციელების: ირაკლი მესხიძის და ირაკლი სურმანიძის წინა პროცესზე მიცემული ჩვენებებისგან. მათ თქვეს, რომ ციალა ქათამიძე დეპარტამენტის შესასვლელთან არ დაუკავებიათ, როგორც ეს რეალურად მოხდა და რასაც ვიდეო მტკიცებულებაც ადასტურებს.

ამ საქმეში გაყალბებული ოქმის გარდა, მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებიც არ შეიმჩნია მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

„მოკიდა ხელი (დგებუაძემ) და შეიყვანა, ეს არის დადგენილი,“- აღნიშნა მოსამართლე სალიხ შაინიძემ, როცა საუბარი იმ ვიდეოს შეეხო, სადაც ჩანს, ირაკლი დგებუაძე როგორ აკავებს ციალა ქათამიძეს.

„თქვენ რას მიიჩნევთ დადგენილად – დაკავებას?“- მოსამართლეს ჰკითხა მარიამ კერესელიძემ, შსს-ს წარმომადგენელმა.

„ეს უკვე შეფასების საკითხია“- ამ შემთხვევაშიც შსს-თვის ხელსაყრელი პოზიციის დაფიქსირება ამჯობინა მოსამართლემ.

საქმე ისაა, რომ როგორც „მზია ამაღლობელის საქმეზე“, ისე „ციალა ქათამიძის საქმეზე“ მოსამართლემ დადასტურებულად მიიჩნია ის, რაც ვიდეო კადრებში ჩანს: მზია ამაღლობელს გრიგოლ ბესელია აკავებს, ციალა ქათამიძეს – ირაკლი დგებუაძე.

თუმცა ოქმებში სხვა რამ წერია. ამიტომაც, შსს ამბობს, რომ ეს დაკავება არ იყო.

მოსამართლემ კი, შსს-ს ფაქტების გაყალბებაში ზურგი გაუმაგრა და არ თქვა, რომ, მაგალითად, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ციალა ქათამიძე.

საიას იურისტმა ირმა აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თუ ირაკლი დგებუაძემ განარიდა ციალა ქათამიძე, როგორც ამას შსს განმარტავს, ეს არ შეიძლება მოიცავდეს პირისთვის თავისუფლების აღკვეთას.

გარდა ამისა, მოწმე კახაბერ მალაყმაძის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, ის თავად შეესწრო ციალა ქათამიძის სამართალდარღვევას, სხდომაზე კი, ამ პოლიციელმა თქვა, რომ არაფერსაც არ შესწრებია და სხვა პოლიციელი – ირაკლი სურმანიძე მოუყვა ამის შესახებ.

პოლიციელის ჩვენება – ციალა ქათამიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტი. ფოტო: „ბათუმელები“

საიას იურისტმა ყურადღება გაამახვილა ირაკლი ელიაძის ჩვენებაზე:

„კარგი იყო, რომ მოწმეების წინასწარ გაფრთხილება დაავიწყდათ“, – თქვა ირმა აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ მოწმე პოლიციელის თქმით, ციალა ქათამიძე დეპარტამენტის შესასვლელთან, შლაგბაუმთან დააკავეს.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ პოლიციელის, ირაკლი ელიაძის ჩვენების კიდევ ერთ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც ციალა ქათამიძის დაკავება სტიკერის გაკვრას უკავშირდებოდა.

თამარ წულუკიძემ ისაუბრა მოწმე პოლიციელზე – კახაბერ მალაყმაძეზეც, რომელიც ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში რეალურად ფაქტობრივი გარემოებების გარკვევით კი არ დაკავდა, რასაც მას კანონი პირდაპირ ავალებს, არამედ მხოლოდ დამკავებელი პოლიციელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო.

„არამხოლოდ ჩემგან, ვინმესგან გაიგონეთ ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა ლაივში? თქვენ შეგიძლიათ ეს ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ნახოთ,“- მიმართა გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლეს ციალა ქათამიძემ, – „ერთხელაც არ ვარ აქამდე ამ დრომდე დაჯარიმებული… ჩემთვის ეს საქმე სისხლის სამართლის საქმის ტოლფასია,“- თქვა მან.

ციალა ქათამიძემ მოსამართლეს ისიც უთხრა, რომ თითქოს განრიდებულ აქტივისტს მობილური ტელეფონი და ხელჩანთა ჩამოართვეს, ასევე უთხრეს, რომ იგი დაკავებულია.

„ვნახე დგებუაძე შეშლილი სახით, ის აგინებდა მალხაზ ირემაძეს…“- ციალა ქათამიძემ გადაწყვიტა დეტალურად მოეთხრო მოსამართლისთვის პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შესახებ, რასაც ციალა ქათამიძე შეესწრო.

„გასაგებია“- აქტივისტის შეჩერება სცადა მოსამართლემ, „5 წუთში დაასრულეთ“ – დასძინა მან.

  • რა ხდება?

ციალა ქათამიძე 2025 წლის 11 იანვარს, ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის პოლიციის უფროსმა დააკავა. აქტივისტის დაკავების ოქმი, მზია ამაღლობელის ოქმის მსგავსად, პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს. კერძოდ, ციალა ქათამიძის დაკავების ოქმში, წერია, რომ თითქოს აქტივისტი ირაკლი დგებუაძეს არ დაუკავებია. ეს მაშინ, როცა ვიდეო მტკიცებულებაში ჩანს, როგორ აკავებს ციალა ქათამიძეს ირაკლი დგებუაძე.

ციალა ქათამიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელია. იგი იანვარს დააკავეს საჯარო სივრცეში, ასფალტზე სტიკერის გაკვრისთვის – „იფიცება საქართველო“. თუმცა, გაყალბებული ადმინისტრაციული ოქმის მიხედვით, ციალა ქათამიძე 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, ის თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, მაშინ, როცა ციალა ქათამიძის დაკავების ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ქათამიძე შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს და არც წინააღმდეგობას უწევს დაკავებისას.

ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ ციალა ქათამიძეს ირაკლი დგებუაძე სახელით მიმართავს, ეუბნება, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა და აკავებს. ცნობისთვის – 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციელს არ აქვს.

მთავარი მოწმეები ამ საქმეში პოლიციელები არიან.

პოლიციელების მტკიცებით, ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძემ კი არ დააკავა, არამედ განარიდა, თუმცა არ იციან, განრიდებაზე შესაბამისი დოკუმენტი არსებობს თუ არა.

დაცვის მხარე ამ საქმეში შსს-გან ითხოვდა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერების წარმოდგენას, თუმცა ეს ჩანაწერი, ან ვიდეომტკიცებულება, რაც ციალა ქათამიძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა, შსს-ს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

ამ თემაზე:

ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე მოსამართლემ უარი თქვა – ციალა ქათამიძის საქმე სასამართლოში

პუტინი ამ გაზაფხულზე ემზადება ხარკოვისა და სუმის რეგიონებზე თავდასხმისთვის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი კვლავ გეგმავს სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმას.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების ფონზე, პუტინი „ცდილობს მოიგოს დრო“ სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმისთვის მოსამზადებლად.

„ჩვენ ვხედავთ მზადებას მომავალი ოპერაციისთვის. გავუზიარეთ დაზვერვის ინფორმაცია ჩვენს მოკავშირეებს“ –  თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს შეტევა რვა თვის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ უკრაინამ მისი ჩაშლა შეძლო კურსკის ოპერაციის გამო.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ჩამოაყალიბა ჯარების ახალი შემადგენლობა სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე დასარტყმელად.

თურქეთში სასტუმროში ხანძარი გაჩნდა – არიან დაღუპულები

27 მარტს თურქეთში ორი ადამიანი დაიღუპა სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

თურქული მედიის ცნობით, ხანძარი ზამთრის კურორტ ულუდაგში, ტურისტულ ცენტრში მდებარე სასტუმროში გაჩნდა. მედიის ცნობით, სასტუმრო 2025 წლის იანვარში ტურისტული ბიზნესსერტიფიკატის უქონლობის გამო დაიხურა, თუმცა შენობაში ხანძრის მომენტში 12 ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში დაღუპულთა შორისაა მოთხილამურე, რომელიც წარმოადგენდა თურქეთს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

მედიის ცნობით, სასტუმროს 12 თანამშრომელს შორის, რომლებიც იმ დროს იმყოფებოდნენ შენობაში, ცხრამ გაქცევა მოახერხა, სამი კი კვამლის ჩასუნთქვის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ზელენსკი: „პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში, პუტინის შიშებზე საუბრისას განაცხადა, რომ პუტინს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, მაგრამ ეს მის ასაკზეცაა დამოკიდებული:

„მისი საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც მას ეშინია. მაგრამ ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს. ის თავად მოახდენს მასზე გავლენას. მისი ეკონომიკა და სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას“ – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიდევ ერთი რამ, რისიც პუტინს ეშინია, ძალაუფლების დაკარგვაა:

„…ეს ასევე დამოკიდებულია მის ასაკზე. ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დასრულდება. ანუ, მისი საკითხი შეიძლება დასრულდეს მანამდე, სანამ დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. სწორედ ამის ეშინია“ – თქვა ზელენსკიმ.

პუტინი 72 წლისაა. ის უკვე 25 წელია რუსეთს მართავს. პუტინი პრეზიდენტად რუსეთში პირველად 2000 წლის 26 მარტის არჩევნებზე აირჩიეს.

მზია ამაღლობელის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 31 მარტს გაიმართება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 31 მარტს, 13:00 საათზე განახლდება.

ამ სხდომაზე ადვოკატები შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურამ მოწმეები უნდა წარმოადგინოს.

ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ შემდეგ სხდომაზე.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

ამ თემაზე:

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 908 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670]
  • ტანკი – 10 438 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 21 701 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 25 265 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 343 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 118 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 30 926 ერთეული [+108]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 42 070 ერთეული [+169]
  • სპეცტექნიკა – 3 787 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 659 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 48 462 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 499 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 532 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 987 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 368 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ზელენსკი: „პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება”

პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ „რუსული სამყაროს“ საზღვრები არ აქვს – ISW

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ კეთდება ფული სახელმწიფო მიწით ქობულეთის სანაპიროზე

კომპანიას, რომელსაც ზღვის პირველ ზოლში, ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე პარკზე დიდი ტერიტორია, 7 ჰექტარზე მეტი ფართობი მიჰყიდეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სამაგიეროდ, მოახერხა და აჭარის მთავრობისგან 2017-2018 წლებში იაფად ნაყიდი არაერთი ქონება სარფიანად გადაყიდა.

შპს „კრისტალ ბილდინგს“ სახელმწიფოს ქონება, 3 ჰექტარზე მეტი ფართობი ქობულეთის სანაპიროზე, ფიჭვებით გამწვანებულ ზოლში აჭარის მთავრობამ 1 მილიონ 648 000 ლარად და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიჰყიდა. კომპანიამ ვერც ხელშეკრულების თავდაპირველი ვერსიით და ვერც შემდგომ განახლებულ ვადებში აღებული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო. მათ შორის, თავდაპირველი ვერსიით გათვალისწინებულ ვადებში ვერც ქონების ღირებულება გადაიხადა. კომპანია წლების განმავლობაში იღებდა ყველანაირ შეღავათს, რაც კი შეიძლებოდა მიეღო მეორე მხარისგან,  აჭარის მთავრობისგან, რომელმაც ქონება პირობებით, თუმცა იაფად გაასხვისა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქონების შესყიდვიდან მეცხრე წელს „კრისტალ ბილდინგმა“ წილების 50 პროცენტი სარფიანად გაყიდა. თუმცა კომპანიას გადახდილი ფასის გასაჯაროება არ სურს. საჯარო რეესტრში ატვირთული ნასყიდობის ხელშეკრულება ეყრდნობა პარტნიორთა შეთანხმებას, სადაც 50 პროცენტის გასხვისების ფასი დაფიქსირებულია, თუმცა ხელშეკრულებაში პირდაპირ წერენ, რომ ამ დოკუმენტს რეესტრს არ წარუდგენენ „მისი კონფიდენციალურობის პირობიდან გამომდინარე.“

 

ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე, ფიჭვნარში ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ ძველი შენობებით და მისი მიმდებარე ტერიტორია „კრისტალ ბილდინგმა“ 2017-2018 წლებში იყიდა და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. თუმცა აღებული ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას ბევრად მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ეს თავდაპირველი შეთანხმებით იყო განსაზღვრული.

2017 წელს გასხვისებული ქონება

აჭარის მთავრობამ შპს „კრისტალ ბილდგინგს“ აღებული ვალდებულებების შესრულების ვადა არაერთხელ გადაუვადა, თუმცა კომპანია ჯერ ისევ მშენებლობის პროცესშია და ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვალდებულების საბოლოოდ შესრულებას შესაძლოა კიდევ დიდი დრო დასჭირდეს.

აუქციონის პირობების მიხედვით, შემსყიდველ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა 200-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაშიც უნდა გაეშვა ის. კომპანიამ აიღო ასევე შენობისთვის პროფილის შენარჩუნების 20 -წლიანი ვალდებულება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქეები იქნებოდნენ.

„კრისტალ ბილდინგის“ 90 პროცენტს აზერბაიჯანის მოქალაქე ელბრუს ნაბიევი ფლობს. 10 პროცენტი კი კომპანიის დირექტორის ვანო ლომიძის საკუთრებაა. ეს კომპანია 2015 წელს საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეებმა – ელბრუს ნაბიევმა და პარვიზ ვალიევმა დააფუძნეს. მალევე პარვიზმა თავისი წილი ნაბიევს უსასყიდლოდ დაუთმო.

29 322 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გამწვანებული მიწის ნაკვეთი ზღვასთან ახლოს  „კრისტალ ბილდინგმა“ ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 148 000 ლარად შეისყიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ 1კვ.მეტრში 50 ლარი გადაიხადა. ქობულეთის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს 1.კვ მეტრ ფართობს ასეთი დაბალი ფასი 8 წლის წინაც არ უნდა ჰქონოდა. ამ ფაქტმა კითხვები სახელმწიფო უწყებებშიც გააჩინა.

2019 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „კრისტალ ბილდინგს“ შორის დადებული ხელშეკრულება სამინისტროდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო. როგორც მაშინ თავად დაგვიდასტურეს, გამოჰკითხეს სამინისტროს თანამშრომლებიც. არაოფიციალურად გავიგეთ ისიც, რომ საგამოძიებო სამსახურის ინტერესი სწორედ ქონების გასხვისების ფასმა გამოიწვია. სამინისტროში ხელშეკრულების შესაძლო გაუქმებაზე ადმინისტრაციული წარმოებაც დაიწყეს. 

ქონების გასხვისებიდან მერვე წელს კი, შეძენილი ქონება ინვესტორმა თავისი ვალდებულებით ახალ კომპანიას გადასცა, რომლის 50 პროცენტიც სხვა კომპანიაზე გაასხვისა. ხელშეკრულებაში ჩაწერეს, რომ 50-პროცენტიანი წილის გასხვისების ფასი კომერციული საიდუმლოა.

საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, 2024 წლის ივლისში „კრისტალ ბილდინგმა“ შპს „კბქ“ დააფუძნა. შემდეგ კი ამ კომპანიას გადასცა ქობულეთში აღმაშენებლის # 277 – ში არსებული ქონება და ვალდებულებები. ამის პარალელურად  შპს „კბქ“-ის 50 პროცენტი შპს „ემინენტ ინვესტ“-ს მიჰყიდა. ამ კომპანიას ბიზნესმენი დიმიტრი ოქროპილაშვილი ფლობს.

„ეს იყო შიდა მოლაპარაკება პარტნიორებს შორის. რა მნიშვნელობა აქვს პირველად რამდენად გაიყიდა. იქ შენობაც არის აშენებული, ალბათ გექნებათ ნანახი. რაც არის რეესტრში წარმოდგენილი ეს არის საჯარო და შეგიძლიათ ნახოთ. დანარჩენი რაც რეგისტრირებული არ არის,  ეს უკვე პარტნიორებს შორის შეთანხმებაა და არ არის საჯარო ინფორმაცია. წილები გასხვისდა, პროექტი მიმდინარეობს და უნდა შესრულდეს ყველაფერი, რაც არის მოთხოვნილი… იმიტომ არ წარედგინათ ეს, რომ დაფარული იყო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის პარტნიორთა შორის შეთანხმება და ჯერჯერობით მაგ ინფორმაციას ვერ მოგცემთ“, – გვითხრა შემსყიდველი კომპანიის მფლობელმა, დიმიტრი ოქროპილაშვილმა სატელეფონო საუბარში.

მიმდინარე მშენებლობა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შპს „კრისტალ ბილდინგმა“ იმ არგუმენტით, რომ აქ მთავარი შენობის კარკასი უკვე აშენებულია და კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლადაც გაიღო ხარჯი, შპს „ქბქ“-ს კომპანიის 50 პროცენტი სარფიანად მიჰყიდა.

2018 წელს შპს „კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთში, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, ზღვის პირველ ზოლში, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, 4 ჰექტრამდე ფართობი ძველი შენობებით [37 707 კვ.მეტრი] პირობიანი აუქციონით იყიდა. ამ ნაკვეთში კომპანიამ 2 მილიონ 550 000 ლარი გადაიხადა და 30 -მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. რეესტრის ახალი ამონაწერის მიხედვით, „კრისტალ ბილდინგმა“ ინვესტორი აქაც შემოიყვანა. ნაკვეთი 3 საკადასტრო ერთეულად დაყო და ერთი ნაწილი, 13 117 კვ. მეტრი კომპანიას „ჰაუსარტ რეზორტს“ 2021 წელს აღებული ვალდებულების პირობით მიჰყიდა. რეესტრის ამონაწერით, „ჰაუსართ რეზორტმა“ ნაკვეთი ზღვასთან ახლოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა. 

აუქციონის პირობის მიხედვით, სანაპიროზე, აღმაშენებლის #313-ში კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში არსებული შენობების რეკონსტრუქცია და ახალ შენობაში მრავალფუნქციური გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა უნდა დაესრულებინა.  ამ პროექტში კომპანიამ ჯამში 30 -მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, ბევრი ცვლილების და ხელშეწყობის მიუხედავად „კრისტალ ბილდინგმა“ ვალდებულება ამ ნაწილშიც ვერ შეასრულა.

„ჰაუსარტ რესორტი“  2021 წელს დავით გოგიჩაიშვილმა და გიორგი ლოლუამ დააფუძნეს. მალევე კომპანიის მეწილეები გახდნენ დიმიტრი ვაჩნაძე, ალექსანდრე ანთელავა და დავით ბაინდურაშვილი.

ამ ნაკვეთზე, აღმაშენებლის #313-ში, ზღვის პირველ ზოლში, კომპანია სამი მრავალსართულიანი შენობისა და ოთხი შედარებით მცირე ზომის დამხმარე ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. შპს „კრისტალ ბილდინგმა“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმა [გრგ] 2020 წელს წარუდგინა ქობულეთის მერიას და შემდეგ საკრებულოს.

ესკიზი „კრისტალ ბილდინგის“ გრგ – დან
  • სახელმწიფო ქონების გადაყიდვისას ფასის გასაიდუმლოების შემთხვევაში, როგორ ვაზღვევთ კორუფციის რისკებს?
  • როგორ უნდა აკონტროლონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქონების განკარგვის ეფექტურობა?
  • როგორ გავიგებთ, თუ უწყება ქონებას საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად და პირობით გაყიდის და შემდეგ შემძენი ამ ქონებით უფრო „დიდ ფულს გააკეთებს?

ამ კითხვებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი იურისტი თეონა ზაქარაძე განმარტავს:

„ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ გვაქვს ღია მონაცემთა ბაზები. შესაბამისად, ასეთი ტრანზაქციების დროს მთავარი პრინციპი არის ის, რომ ტრანზაქციები, მათ შორის ღირებულება უნდა იყოს საჯარო. საგამონაკლისო შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გასხვისების საფასურის, ქონების ღირებულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის რაიმე დოკუმენტი, რომელიც ცალკე არეგულირებს საჯარო რეესტრისთვის ფასის საიდუმლოდ მიჩნევას. ჩვენ გვაქვს ორი შემთხვევა, ერთ შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, საუბარია ქონების გასხვისებაზე და მეორე შემთხვევაში წილის გასხვისებაზე.

პრინციპი არის ის, რომ ღია და საჯარო იყოს ეს მონაცემები. როდესაც საუბარია სახელმწიფოსთან პირობადადებულ, გარკვეული ვალდებულების მქონე ქონებაზე, კიდევ უფრო მეტი ინტერესია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ გადაწონა საჯარო ინტერესი კონკრეტული პირის კომერციულმა საიდუმლოებამ.

ასევე უნდა იყოს დასაბუთებული საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ რატომ მიიჩნია კომერციულ საიდუმლოებად ამა თუ იმ ქონების ღირებულება. განსაკუთრებით, როდესაც ეს ქონება სახელმწიფოსგან გარკვეული პირობებით გადადის კონკრეტული ბიზნესმენის, ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში.

გასულ წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც წერდა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონებას არაეფექტურად განკარგავს, ზოგ შემთხვევაში უარგუმენტოდ ამცირებს ქონების საპრივატიზებო საფასურს, ზოგ შემთხვევაში კი ზრდის მას. ფიქსირდება არაერთგვაროვანი მიდგომის მაგალითებიც.  გარდა ამისა, სამინისტრო სრულყოფილად ვერ ახერხებს კომპანიებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს, ასევე შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოების აღრიცხვას.

4-ჯერ დამაჯარიმეს, 15 000 ლარი მაქვს ჯარიმა – სტუდენტი ბათუმის აქციებიდან

21 წლის ნიკოლოზ მირცხულავა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეა ბათუმში. ნიკოლოზი იმ სტუდენტებს შორის იყო, რომლებიც ღამეს ათევდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად, იგი აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში.

სტუდენტს ამ დრომდე 4 ჯარიმა გამოუწერეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისას სხვადასხვა მიზეზით, ჯამში – 15 500 ლარი. ნიკოლოზ მირცხულავა 29 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

  • ნიკოლოზ, როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ღამეს ათევდით, რაც წინ უსწრებდა ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებას, შედარებით ბევრნი იყავით. ახლა იმ რაოდენობის სტუდენტები აღარ დგახართ აქციებზე. თქვენი აზრით, რატომ?

შეუძლებელია ადამიანი რაღაც გარკვეულ ბრძოლაში ჩაერთოს, ამდენი რამ გაიღოს და ასე ერთიანად დათმოს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და ის ადამიანები, ვისთანაც მაქვს კონტაქტი, ყველა მზად არის, რომ ისევ, ერთიანი ძალით და იმავე მიზნით იდგეს გარეთ და დაასრულოს ის საქმე, რაც დაიწყო.

ბევრნაირად შეიძლება შევხედოთ. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს რაიმეს შეეშინდა. უბრალოდ გრძელვადიანი პროცესია, ვიღაცებმა პაუზა აიღეს, ვიღაცები კი, შესაძლოა, რაღაც გარკვეულ პერიოდში დაიღალნენ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფიზიკურ დაღლაზე, აქ არის ნერვული ომი, სტრესი იყო.

ჩვენ ვუყურებდით არამარტო აქ, ადგილზე [ბათუმში] როგორ გვარბევდნენ, გვიჭერდნენ და სხვა საშუალებებით ცდილობდნენ ჩვენ დაშლას. დარბევები იყო თბილისში და თუ ფიზიკურად არ ვიყავით, ვუყურებდით ტელეეკრანებიდან ჩვენს მეგობრებს როგორ არბევდნენ, შლიდნენ, როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად და ნერვულმა ომმა მაინც, ჩემი აზრით, გარკვეულ ადამიანებზე ითამაშა ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ ადამიანები გამოიფიტნენ, რაც ჩვეულებრივი ამბავია. ადამიანები ვართ და ჩვენც ვიღლებით, თუმცა ისინი მზად არიან ისევ დაუბრუნდნენ ბრძოლის წინა ხაზს.

  • არის ასეთი აზრი, რომ „პროტესტი გაქრა“. რას ფიქრობთ ამაზე?

პროტესტი გაქრა-მეთქი რომ ვთქვა, საკუთარ თავთანაც არასწორი ვიქნები, იმიტომ, რომ, როცა ვიცი, თუნდაც ერთი ადამიანი გამოდის და აპროტესტებს, სადაც ვდგავართ ყოველდღიურად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მთავრობის სახლთან, ესე იგი ვიღაცას მაინც აქვს პროტესტის გრძნობა.

სოციალურ ქსელში ვიღაც ერთი ადამიანი მაინც თუ დაწერს საპროტესტო სახის პოსტს, ესეც პროტესტია და მასთან ვიქნები.

ჩვენ ვხედავთ, როგორ იკეტება ყოველდღე რუსთაველის ქუჩა თბილისში. ბათუმშიც გამოდიან მოქალაქეები, სისტემურად დგას ხალხი აქციებზე აქაც. კი, რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში შენელდა, ფაქტია, ჩანს, შემცირდა ხალხის რაოდენობა, თუმცა, „გაქრა“ – ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ზამთრის პერიოდი განსაკუთრებულად რთული იქნებოდა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჯარიმების შეეშინდა ხალხს და ამიტომ აღარ გამოვლენ, ან დაჭერების შეგვეშინდა… აქამდეც იყო ჯარიმები, აქამდეც იყო დაჭერები. ამ აქციებზე დგას ხალხი, ვისაც 10 ათასი, 15 ათასი და მეტი ლარი აქვთ ჯარიმა, თუმცა მაინც გამოდიან და დგანან.

არ გვეშინია. გარკვეულ პერიოდი ძალების აღსადგენად დაგვჭირდა. ნელ-ნელა იწყება მასშტაბური აქციების რეაბილიტაცია.

  • ჯარიმები ახსენეთ. ბათუმის აქციების მონაწილე სტუდენტებიც დაგაჯარიმეს. რა რეაქცია გაქვთ ამაზე?

მხოლოდ და მხოლოდ ბრაზი. მართლა არარეალური მგონია ვინმე ამ პროცესში თავიდანვე ჩართულიყო და იმის მოლოდინი არ ჰქონოდა, რომ ვინმე ან არ დააჯარიმებდა, ან არ დაიჭერდა. ჩვენ ხომ ეტაპობრივად გამოვიარეთ ეს ყველაფერი. ვიცოდით, რომ ეს კანონები არ შერბილდებოდა და მოიგონებდნენ ახალ ბარიერებს, რეპრესიული ხასიათის, ჩვენი პროტესტის შესაფერხებლად.

რეპრესიულიც ხმადაბალი ნათქვამია, იმიტომ, რომ, აი, მარტივად რომ დავფიქრდეთ, სტუდენტი, რომელიც 2500-3000 ლარს იხდის სწავლის გადასახადს, პლუს ბინის ქირის ფული, ძირითადად ბათუმიც და თბილისიც რეგიონებიდან ივსება. რა გამოდის, 5 000-ლარიან ჯარიმას უწერ სტუდენტს, რომელსაც 24-საათიანი სამუშაოს შემდეგ 600-700 ლარი აქვს შემოსავალი… გავმეორდები, რომ ეს ადამიანები დგანან გარეთ და იდგებიან.

მე პირადად 15 000 ლარი მაქვს ჯარიმა. მინიმუმ ერთი ჯარიმა აქვს ყველა ჩემს მეგობარს. აქაც, თბილისშიც, ვიღაცებს 15 000 ლარზე მეტიც აქვთ, მაგრამ მაინც გამოდიან [აქციებზე], იმიტომ, რომ უფრო იზრდება ჩვენში ბრაზი. გარეთ დგომის გამო გაჯარიმებენ? რატომ, რა მიზეზით… უბრალოდ დგახარ და გაჯარიმებენ.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმში რამდენი სასამართლოც ჩატარდა, ერთ დღეში მაგალითად 19 ადამიანს დაუწერეს 5 ათას-ლარიანი ჯარიმა. ამ 19 საქმიდან, არც ერთზე არ იყო ისეთი ფაქტები, სადაც კონკრეტულად ერთი პირი ჩანდა უშუალოდ, რომ ჩადიოდა ქმედებას, რასაც მას ედავებოდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქალაქში ადამიანები დააჯარიმეს ზებრაზე გადასვლის გამო. ზებრაზე ადამიანი გადავიდა და დაბრუნდა…

ნამდვილად არ ვიცი რას ელის სასამართლო, როგორ გადავიხდით ამ ჯარიმებს, იმიტომ, რომ რეპრესიები იმდენად მძიმეა, დამსაქმებლებსაც ეშინიათ პროტესტში ჩართული სტუდენტების დასაქმება…

ჩემი შემთხვევაც მსგავსია, ბევრი სამსახური გამოვიცვალე აბსურდული მიზეზებით. გამოვდიოდი აქციებზე და მაჯარიმებდნენ თუ არა, ან მიჭერდნენ, ეგრევე ახალ მიზეზს მეუბნებოდნენ სამსახურში და მათავისუფლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელი ვარ ჩემს სფეროში, მაგრამ ახლა მიჭირს სამსახურის პოვნა. ერიდება კომპანია, დამსაქმებელი, რომ დაგასაქმოს, იმიტომ, რომ, მას რაიმე პრობლემა არ შეუქმნას შენმა დასაქმებამ.

ახლა უმუშევარი ვარ. ბოლო სამსახური წელიწადის და სამი თვის უკან იყო.

სტუდენტებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროტესტში, ბოლომდე გადადეს საკუთარი თავი. უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ, მქონდა საკმაოდ მაღალი ჯიპიაი, საკმაოდ მაღალი შეფასებები და სამწუხაროდ, მომიწია, რომ მთელი სემესტრი ჩამეგდო, როგორც სხვა სტუდენტებს. როცა სტუდენტები გავიფიცეთ, არ მივედით არც შუალედურებზე, არც ფინალურებზე. ლექციებზე დასწრებაზე ზედმეტია საუბარი. არ დავდიოდით და ერთი სემესტრი გამიცდა.

ვერ გავამტყუნებ სტუდენტებს, ვინც დადიოდნენ. მე შეიძლება ეს ერთი სემესტრი ჩავაგდო, მომავალ წელს გავიარო და ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდეს. ვიღაცისთვის ეს ერთი სემესტრი სხვა მნიშვნელობისაა, მაგალითად სახელმწიფო დაფინანსება აქვს და ვერ გაამტყუნებ.

ბევრი ისეთი სტუდენტი გვყავს, რომელთაც ნამდვილად არ აქვთ შემოსავალი და ვერ ეხმარება ოჯახიც. მე მაინც განსხვავებული სიტუაცია მაქვს, რაღაც მომენტში შეიძლება ოჯახიც დამეხმაროს. ქირის ფულს არ ვიხდი და არც კომუნალურები არ მაწევს. მე მაქვს სწავლის ხარჯი და ყოველდღიური მოხმარების. იმ სტუდენტებს, რომლებსაც ბინის, კომუნალურების ფული გადასახდელი აქვთ, საჭმელზეც უნდა იზრუნონ, სწავლის თანხაზეც თვითონ ფიქრობენ – მართლა ვერ გაამტყუნებ – „აი, რატომ არ გადადე თავი“.

ეს ადამიანი ხომ თავის დროზე გედგა გვერდით. შუალედურ გამოცდებამდე შენთან ერთად იდგა, შუალედურიდან ფინალურამდე შენთან ერთად იდგა. ასეთი მოქალაქე უფრო დაგიდგება გვერდით და ყველა კრიტიკულ მომენტში იქნება შენს გვერდით. ამ ადამიანებმა სწორედ ასეთ დროს დაგვიდგნენ გვერდით. იგივე დარბევების პერიოდი ავიღოთ. როცა მართლა სასიკვდილოდ გვცემდნენ, არ შეშინებულან და ჩვენთან ერთად იყვნენ…

  • თქვენ რამდენჯერმე დაგაჯარიმეს და დაგაკავეს, თუმცა მაინც გარეთ ხართ და უერთდებით ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს. რა გამხნევებთ და გაძლევთ პროტესტის გაგრძელების მუხტს?

სიმართლე გითხრათ, ეს პირველ რიგში, მე თვითონ მიკვირს.

მე თვითონ მიკვირს, იმიტომ, რომ ჯერ ჩემი და შემდეგ სხვების დაკავებაც შოკი იყო და ამის შემდეგ თუ საერთოდ ნაბიჯს გადავდგამდი, არ მეგონა. დაკავების შემდეგ ამხელა ფინანსური წნეხი მოჰყვა ამ ყველაფერს. ჯერ იყო 500-ლარიანი, მერე სამჯერ, ბათუმსა და თბილისში – 5 000-5 000-ლარიანი. მაქსიმალურად ვიბრძოლებ და გავასაჩივრებ ყველა ჯარიმას, მაგრამ საბოლოოდ თუ მაინც მომიწევს არჩევანი, ყადაღას ვამჯობინებ, რომ გადავიხადო, რადგან ყველა დამსაქმებელი ითხოვს შენს საბანკო ბარათს, რათა ხელფასი შენამდე მოიტანონ. მე უხელფასოდ ვერ გავჩერდები.

თუ ასე იქნება, საბოლოოდ მომიწევს სწავლაზე უარის თქმა.

  • ახლა როგორ ირჩენთ თავს?

ფიზიკური სამუშაოებია ქალაქში. ტრაილერის დაცლა იქნება, ავეჯის გადაადგილება და ა.შ. მეგობრები მირეკავენ, თუ გამოჩნდება რამე. გავდივართ, ვმუშაობთ და არ გვეთაკილება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მუშაობის გარეშე ჰაერიდან ფული არ ჩამოცვივდება, არავინ არაფერს არ მოგცემს და საკუთარი თავი ჩვენვე უნდა ვარჩინოთ.

  • როგორი გახდა ახალგაზრდების ცხოვრება საქართველოში, როცა ავტობუსის გაჩერებები სავსეა სტიკერებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, როცა თქვენი ასაკის სტუდენტები მეტროში ტრანსპარანტებით ჩადიან – „თავისუფლება ბათუმელ მედროშეს“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“… როგორ ფიქრობთ, რისი ნაწილი ხართ თქვენ ახლა და როგორია თქვენი ცხოვრება?

გასართობად ან ფილმის სანახავად წასვლა მართლა აღარ მახსოვს როგორი შეგრძნებაა. მსგავს სიტუაციაში დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. ერთი და მთავარი შეგრძნება გვაქვს ყველას – ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ ოჯახის თითოეული წვერი ვართ თავად ჩვენ. ამ ერთობის გარეშე უბრალოდ ვერ გავძლებთ.

მათ იციან, რომ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით, რადგან გული გვტკივა იმ ყველაფერზე, რასაც ახლა ვუყურებთ. ვიღაცები მართლა წავლენ, დაიხურავენ ქუდს, დატოვებენ ქვეყანას, ასაკის ამბავიცაა.

ეს ქვეყანა ვის რჩება? ახალგაზრდებს. ეს ბრძოლა ჩვენია და ის მოსაგებია.

ჩვენ ბებიების და ბაბუების თაობა გვიყვებოდა საბჭოთა კავშირზე, მშობლების თაობა იმაზე, თუ დამოუკიდებელ საქართველომდე რამდენად რთული გზა გაიარეს, რათა ჩვენამდე მოეტანათ და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მშობლების ბრძოლას კი არ შევუერთდით, ბებია-ბაბუების გზის გავლა გვიწევს, ისევ თავიდან. იქნებ ჩვენს შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ, ერთიანი, დამოუკიდებელი და მარწუხებისგან გათავისუფლებული გახდეს ეს ქვეყანა.

ჩემმა პატარა ძმამ, რომელიც ახლა 11 წლისაა, მაინც უნდა იცხოვროს მისი სტუდენტობის და ახალგაზრდობის პერიოდში ისე, როგორც მე ჯერ არ მიცხოვრია.

  • დგება „ხალხის გაზაფხული“?

რეალობას უნდა გავუსწორო თვალი, ილუზიებში ვერ ვიფრენ. გაზაფხული ჯერ არ მოდის. ჩვენ თვითონ უნდა მოვიყვანოთ და ამ გაზაფხულთან ერთად ახალი იდეები, კვირტები გვჭირდება. მე მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვიმკით დამსახურებულ ნაყოფს. სხვანაირად არ გამოვა.

როგორ მოვიქცეთ, თუ აქციაზე დაგვაჯარიმეს – იურისტის განმარტება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს გზის „ხელოვნურად გადაკეტვისას“ შს სამინისტროს მიეცა უფლება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმოს მოქალაქე 5000 ლარით. რა გავლენა იქონია ჯარიმებმა პროტესტზე და რა უნდა გააკეთონ დაჯარიმებულებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ნიკა, მას შემდეგ რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ ფონდების დაყადაღება დაიწყო, სოციალურ ქსელებში ყოველდღე ჩნდება პოსტები დაჯარიმებულების 1 ლარით დახმარებაზე. როგორ შეიძლება დავეხმაროთ პროტესტის მონაწილეებს ჯარიმების გადახდაში? ან აქვს კი აზრი ჯარიმის გადახდას, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ შეიძლება ისევ დააჯარიმონ კონკრეტული ადამიანი? რა შეიძლება იყოს გამოსავალი ასეთ დროს?

აქ ორად უნდა გავყოთ ეს საკითხი.

7 თებერვლამდე ჩვენ გვქონდა მოცემულობა, როდესაც სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებას, სასამართლო აჯარიმებდა. როცა დადგენილებას ჩააბარებენ პირს, აქედან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რადგან გასაჩივრება ამ დადგენილების მოქმედებას არ აჩერებს.

მაგრამ აქ გვაქვს სხვა შემთხვევებიც, როცა 7 თებერვლის შემდგომ გზის გადაკეტვაზე შს სამინისტრო აჯარიმებს პირდაპირ. ანუ 7 თებერვლის შემდგომ შემთხვევებზე ბევრად მარტივად არის აქ საქმე, რადგან ასაჩივრებ სამართალდარღვევის ოქმს და ეს გასაჩივრება ძალიან ბევრ თვეს წაიღებს, რადგან შსს-ს გადაწყვეტილების შემდეგ შეგიძლია დავა გააგრძელო სასამართლოში და სააპელაციოშიც შეიძლება გასაჩივრება. სააპელაციომ შეიძლება არ მიიღოს საქმე არსებით განხილვაში და გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღეში უნდა გადაიხადო ჯარიმა, მაგრამ თუ ამდენ საქმეს სასამართლოში წაიღებენ, წარმოიდგინეთ იქ რა კოშმარი იქნება.

დიდი ხნის განმავლობაში ჩერდება ამ ჯარიმის მოქმედება, ამიტომ სწრაფი ეფექტი ამას არ აქვს. მაგრამ სასამართლოს დაჯარიმებულებზე ეფექტი არის შედარებით სწრაფი.

მართალია, სასამართლოც გადატვირთულია ასეთი საქმეებით, მაგრამ აქ განხილვა ბევრად უფრო სწრაფად მიდის და დადგენილების ჩაბარებიდან 6 დღის განმავლობაში ვალდებული ხარ გადაიხადო ჯარიმა. დადგენილების გასაჩივრება კი ჯარიმის გადახდის ვალდებულებას არ აჩერებს.

ამიტომ, 7 თებერვლამდე გზის გადაკეტვის საქმეებთან დაკავშირებით უფრო იქმნება ეს ფინანსური კრიზისი, რადგან მოქმედება უფრო სწრაფია ამ საქმეებთან მიმართებით. შსს-ს ჯარიმებს სწრაფი ეფექტი არ მოუტანია, მაგრამ სასამართლოს მიერ დაჯარიმებულებზე ეს ეფექტი არსებობს.

  • ელექტრონული პორტალი რომ აამოქმედეს, მუშაობს? თუ მაინც აქვთ ვალდებულება პირდაპირ ჩააბარონ მოქალაქეს დაჯარიმების ოქმი?

უნდა ჩაგაბარონ. ჩაბარების გარეშე ვერსად ვერაფერს ვერ გამოაქვეყნებენ. იყო რაღაც შემთხვევები, როცა ელექტრონული საჯარიმო ქვითრები აღმოჩნდა ამ პორტალზე, მაგრამ ამას უფრო ტექნიკურ შეცდომას ვაბრალებ, ვიდრე იმას, რომ რაღაც განზრახ გაკეთებული იყო. ეს ამბავი რომ გავავრცელეთ, ამის შემდეგ გაასწორეს ეს ყველაფერი.

ზოგადად, ამ ქვეყანაში სიფრთხილის და სიფხიზლის წარმოუდგენელი მასშტაბები უნდა გამოვიჩინოთ, რადგან რეპრესიული რეჟიმია ქვეყანაში, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე შემთხვევა. მაგრამ ორი ჩაბარების მცდელობის გარეშე ვერსად ვერაფერს ვერ გამოაქვეყნებენ.

თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მოიტყუონ, თქვან, რომ ჰქონდათ ორი ჩაბარების მცდელობა და უარი განაცხადაო, რადგან ამას აკეთებს თბილისის მერია. ბევრი შემთხვევა იყო ამის. ამ ქვეყანაში ჯუნგლის კანონი მოქმედებს უკვე და რადგან სამართალს და წესებს მნიშვნელობა აღარ აქვს, უფრო მეტად უნდა ვიფრთხილოთ.

თუ ამ წესის გვერდის ავლასაც შეეცდებიან, არც ეს უნდა გაგვიკვირდეს, რადგან სასამართლო ყველაფერზე ბეჭედს ურტყამს.

  • თუ ვერ გადაიხდიან მოქალაქეები ჯარიმებს, რა მოხდება, რა შეიცვლება დაჯარიმებული მოქალაქისთვის? თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა აღსრულებასთან დაკავშირებით?

რამდენ პირზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, ამ სტატისტიკის თქმა რთულია, რადგან ეს მონაცემები უნდა ჰქონდეს შს სამინისტროს. სააღსრულებო ფურცელს ყველა შემთხვევაში სასამართლო გამოწერს, ამიტომ სასამართლოსაც უნდა ჰქონდეს ამის სტატისტიკა.

მეეჭვება, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყოს, რადგან, როგორც ვიცი, საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს ოქმები უნდა გაასაჩივრონ.

პრობლემა არის იმაში, რომ არც კანონმდებლობა და არც პრაქტიკა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება და ეს პირდაპირ გვითხრა ეუთო-ოდირმა. და ის, რომ აღსრულების კომპონენტში ან თუნდაც პირის ხელმეორედ დაჯარიმების კომპონენტში არ არის კანონმდებლობა, ეს არის ამ ყველაფრის გვერდითი ეფექტი.

ამ კანონმდებლობის მიზანი არის ის, რომ პროტესტში მყოფ ადამიანებს მაქსიმალურად ფინანსურად გაუსწორდნენ. აქ ადამიანის უფლებების კონსტიტუციური, კონვენციური სტანდარტი არავის ადარდებს.

  •  არსებობს იმის საშიშროება, რომ დაყადაღებული სახლი ან ავტომანქანა გაუყიდონ ადამიანებს?

იძულებით აღსრულებაზე თუ წავიდა საქმე, შესაძლებელია, რომ პირის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება გაიყიდოს ამ ჯარიმის აღსასრულებლად. ეს შეიძლება იყოს საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება, შეიძლება იყოს მოძრავი და უძრავი ნივთები.

თუ დაჯარიმებულ პირს არ აქვს არანაირი ქონება, მაშინ უბრალოდ აღსრულება ვერ მოხდება. ამაზე ხანდაზმულობის ვადა არის 5 წელი, ამის შემდეგ კი სააღსრულებო წარმოება შეწყდება. თუ რა თქმა უნდა, არ გააგრძელეს ხანდაზმულობის ვადა.

  • მაგალითად, სტუდენტების დიდი ნაწილი სწავლის პარალელურად მუშაობს და ამით იხდის ბინის ქირას და სწავლის საფასურსაც. დაჯარიმების შემთხვევაში, ვეღარ აიღებენ ხელფასს, ავტომატურად ჩამოეჭრება?

ერთადერთი, რასაც ვერ შეეხება სახელმწიფო, ეს არის საარსებო მინიმუმი. ანუ, 250 ლარს ზემოთ რა თანხაც ექნება მოქალაქეს, შეიძლება შეეხონ.

მაგალითად, სოციალურ გასაცემებს, პენსიას, სახელმწიფო ვერ ეხება. ამაზე ყადაღის გავრცელება არ შეიძლება. პენსიონერს პენსიას ვერ დაუყადაღებენ, მაგრამ თუ მას აქვს რაიმე უძრავ-მოძრავი ქონება, მასზე ყადაღას გაავრცელებენ.

  • არსებობს იმის საშიშროება, რომ ამ ჯარიმებმა საერთოდ ჩააქროს პროტესტი?

ფაქტია, რომ ჯარიმების შიშმა უკვე იქონია გავლენა საზოგადოების ნაწილზე და ბევრი ადამიანი ნამდვილად შეაშინა, რადგან შეიძლება უმიზეზოდ დაჯარიმებული აღმოჩნდე დასაბუთების გარეშე, სრულიად ბუნდოვან გარემოებაში. და არა მარტო ის, რომ 5 000 ლარია ჯარიმა, ასეთი ბუნდოვანება კანონმდებლობაში თუ პრაქტიკაში, რა თქმა უნდა ადამიანს შიშს უჩენს.

ამიტომ ეს შიშს იწვევს და ამას ემატება ისიც, რომ ის ფონდები დააყადაღეს, რომლებიც ეხმარებოდნენ პროტესტის მონაწილეებს ამ ჯარიმების გახდაში. რა თქმა უნდა ადამიანები ცდილობენ თავად იპოვონ გამოსავალი და იქნება ეს 1 ლარი თუ სხვა თანხა, პირდაპირ დაჯარიმებულს ჩაურიცხონ ანგარიშზე, მაგრამ საბოლოდ, ამას მაინც აქვს თავისი უარყოფითი ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს.

  • რამე გამოსავალი დარჩა?

სამართლებრივი ბრძოლისკენ მე თვითონაც მოვუწოდებ ადამიანებს, რომ გაასაჩივრონ სამართალდარღვევის ოქმები და ჩემი ჯარიმაც გასაჩივრებული მაქვს. იმიტომ კი არა, რომ სამართლიან განხილვას მოველი, არამედ ესეც არის დიდი ბრძოლის ნაწილი და დიდი ბრძოლა კი საბოლოო ჯამში გადის პოლიტიკურ ბრძოლაზე. ამიტომ, მე ამ ეტაპზე, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

ამავე თემაზე: გზამკვლევი იურისტისგან: რა უნდა ვქნა, თუ პოლიციამ 5000-ლარით დამაჯარიმა გზის გადაკეტვის მუხლით

მზია ამაღლობელი წინასწარი პატიმრობიდან სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ – ადამიანის უფლებათა კომისარი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ დღეს, 26 მარტს, გამოაქვეყნა მემორანდუმი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა კომისარი წერს, რომ საქართველოში ყოფნისას ციხეში მოინახულა ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი.

„მისი გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობა გაუმართლებელია“, – აცხადებს მაიკლ ო’ფლაჰერტი.

რეკომენდაციებში ადამიანის უფლებათა კომისარი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად და უზრუნველყოს მისი ყველა უფლება სამართალწარმოებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.

მემორანდუმს წინ უძღოდა კომისრის ვიზიტი საქართველოში 2025 წლის 21-23 იანვარს.

კომისარი აღნიშნავს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

კომისარი ხაზს უსვამს ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაციის გამოწვევას, როგორც ანგარიშვალდებულების დაბრკოლებას. მისი რეკომენდაციაა, ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად ყველა სამართალდამცველმა ატაროს განმასხვავებელი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. კომისარი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ზომა მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების გზით.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს კანონებში შეკრების თავისუფლების მარეგულირებელი ბოლო ცვლილებების გამო, რომლებიც აწესებს არასათანადო შეზღუდვებს მომიტინგეებისთვის, აფართოებს სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებებს და აწესებს უფრო მკაცრ ჯარიმებს პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

„საკანონმდებლო ცვლილებებიდან უმეტესობა შეუთავსებელია კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან“, — აცხადებს კომისარი და რეკომენდაციას უწევს აღნიშნული კანონების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

კომისარი შეშფოთებულია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის გამო, რაც გამოიხატა საპროტესტო აქციების დროს შევიწროებაში, ძალადობასა და დაშინებაში.

კომისარი ასევე გამოხატავს შეშფოთებას სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შემცირების გამო, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ გაჩაღებული რიტორიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის ნაკლებობის გამო. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

კომისარი გამოთქვამს შეშფოთებას ლგბტი ადამიანების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის დონეზე.

„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ლგბტი ადამიანების ყოველგვარი სტიგმატიზაცია და უზრუნველყოს შევიწროებისა და ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტიანად გამოძიება. ხელისუფლებამ ასევე უნდა გააუქმოს კანონი ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და განახორციელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ლგბტი ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით“, — აცხადებს კომისარი.

პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება.

ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება.

ამის შემდეგ, ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად მუშაობას შეუდგება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე – https://filmfreeway.com/ElisoAwards

წლევანდელ დაჯილდოებაზე, ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა და გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან:

  • ელისო საუკეთესო ფილმისთვის
  • ელისო საუკეთესო მსახიობისთვის
  • ელისო საუკეთესო რეჟისორისთვის
  • ელისო საუკეთესო ოპერატორისთვის
  • ელისო საუკეთესო მონტაჟისთვის
  • ელისო საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის

კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.

ჟიურის ვინაობა და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კინოდაჯილდოება პირველად 2024 წელს გაიმართა და გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ:

საუკეთესო ოპერატორი – ლომერო ახვლედიანი (ღიმილიანი საქართველო)

საუკეთესო რეჟისორი – ელენე ნავერიანი (შაშვი შაშვი მაყვალი)

საუკეთესო მსახიობი – ეკა ჩავლეიშვილი (შაშვი შაშვი მაყვალი)

ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო ვაჩნაძის პრემია გადაეცა ქალბატონ მზექალა შანიძეს.

ნატალია ჯუღელი, ნატო ვაჩნაძის ფონდის დამაარსებელი:კინემატოგრაფისტებისთვის ჯილდოს დაწესება თავიდანვე სოლიდარობის აქტი იყო და პრემიისთვის სახელწოდების – ელისოს დარქმევის მიზეზიც კი გახდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ელისოს კინემატოგრაფში მომუშავე ადამიანების ხმა გაეძლიერებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, წელსაც ჩავატაროთ ელისო და ზუსტად იმ სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელოთ პროცესი, რომელსაც ელისო წარმოადგენს როგორც ფილმის გმირი, თუ პრემია.“

Exit mobile version