გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით:
დღეს, 29 მარტს აჭარის ტერიტორიაზე შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10- 15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა
- სანაპირო რაიონებში ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო;
- მთიან რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 17-22 გრადუსი სითბო;
- მაღალმთიან ზონაში ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო.


