ერას მოედანზე დამწვარი ნაძვის ხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სახანძრო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენების მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

საახალწლო ნაძვის ხე გუშინ საღამოს, საზეიმოდ გაიხსნა.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს ავტომანქანები გადაეცემათ


პირველ ეტაპზე 12 ავტომანქანა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების პირველად ჯანდაცვის ცენტრებმა მიიღეს. ჯამში მაღალმთიანი აჭარის პჯდ ცენტრები 21 ავტომანქანით აღიჭურვება. ღონისძიებას დაესწრება აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.


პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინასებით ხორციელდება, ავტომანქანების შესაძენად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 190 400 ლარი, თითოეული ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 11 500 ამერიკულ დოლარს.


პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველი ორგანოების ჩართულობა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები დაფარავენ ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებს და მძღოლის ხელფასს.
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს მთის რეგიონის სოფლის ექიმების მობილობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.


სოფლის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ 2014 წელს აამოქმედა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალსწინებს სოფლის ექიმების მატერიალურ სტიმულირებას ხელფასის დანამატის დანიშვნით, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 300 ლარით, ხელვაჩაურის და ქობულეთის სოფლის ექიმებისათვის 150 ლარით.


მიმდინარე წელს სოფლის ექიმებს ანაზღარება 30 %-ით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც გაუზარდა. ისინი ასევე მარაგდებიან ფარმაცევტული პროდუქტებით, სამედიცინო დანიშნულების საგნებით, სააღრიცხვო ბარათებით და საკანცელარიო ნივთებით.

ბათუმში ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

 

ხვიჩა მამულაძის ფოტო

 

სახანძრო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. 

“სახანძრო სამსახურში შეტყობინება დაახლოებით 00:50 საათზე შემოვიდა. ადგილზე გავიდა ორი ეკიპაჟი. 00:55 საათზე მოხდა ცეცლის ლიკვიდირება. დამწვარია 10-15 კვადრატამდე ფრაგმენტი. მოკვლევას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამმართველო” – ამბობს ხუსეინ სირაბიძე.

მისივე თმით ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენების მოკლე ჩართვამ გამოიწვია.  

საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს საღამოს საზეიმოდ გაიხსნა.

 

 

თამარ მჟავანაძის ფოტო.

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე აანთეს

საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, ევროპის მოედანზე ბავშვებისთვის ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის წარმოდგენები გაიმართა.

ნაძვის ხის ანთებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვიც დაესწრნენ.

გიორგი კეკელიძე და ჯონ გრინი – პოპულარული წიგნები და ავტორები ბათუმში

მაღაზია “წიგნები ბათუმში”-ს მენეჯერის, მარი კორინთელის თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა საბავშვო წიგნებზეა: “ძირითადად სასაჩუქრე გამოცემებია პოპულარული. მოთხოვნადია ძმები გრიმები, ქართული ხალხური ზღაპრები, გურამ პეტრიაშვილის “პატარა ქალაქის ზღაპრები”, ასტრიდ ლინდგრენის კალსონი და პეპი. მოთხოვნადი ქართველი ავტორები არიან: აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე. უცხოელი ავტორებიდან ფამუქი და დოსტოევსკი. წლის განმავლობაში პოპულარული წიგნები იყო მილან კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”,   დენიელ კიზის  “ყვავილები ელჯერნონისთვის“, ელიფ შაფაქის “სიყვარულის ორმოცი წესი”. ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია”, დაახლოებით ასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მარტო ჩვენთან.“ – ამბობს მარი კორინთელი.    

წიგნის მაღაზია “ლამპარში” ყველაზე მოთხოვნადი “ჯინსების თაობა” და გიორგი კეკელიძის “გურული დღიურებია”. როგორც მაღაზიათა ქსელის დირექტორი  დავით ბარამიძე ამბობს, ერთი დღის მანძილზე მაღაზიაში “გურული დღიურების” 30 ეგზემპლარი გაიყიდა: “ხალხი მოდის პირდაპირ მაგ წიგნისთვის მაღაზიაში. “დედა ენა” იყიდება კიდევ კარგად და მართვის მოწმობის თეორიული წიგნი. რემარკზე მუდმივად არის მოთხოვნა. მოთხოვნადია სერიული წიგნები, ადამიანები აგროვებენ და მუდმივი კლიენტები გვყავს შესაბამისად. ამაზე მახსენდება 70-იანი წლები, როცა წიგნების თაროებს ლამაზ-ლამაზი ყდების მქონე წიგნებით ავსებდნენ, მთლად ასე არ არის, მაგრამ ტომეულებს ხშირად ამ მიზნით ყიდულობენ.”  

 ბათუმში  ბიბლუსის სამი მაღაზიაა, მათი მონაცემებით ყველაზე მოთხოვნადი წიგნები წლის განმავლობაში იყო: მარგარიტ ეტვუდის “ბრმა მკვლელი”, მიშელ უელბეკის „ელემენტარული ნაწილაკები“ გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები“, დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა”, ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია“, ჯეინ ოსტინის “სიამაყე და მცდარი აზრი”. პოპულარული ავტორებია: სტივენ კინგი, დოსტოევსკი, რემარკი, მარკესი და გალაკტიონ ტაბიძე.  ყველაზე პოპულარულ საბავშვო ლიტერატურად კი „ბიბლუსში“ 3D ვეფხისტყაოსანსა და საბავშვო ბიბლიას ასახელებენ.

წიგნების მაღაზია „ინტელექტში“ ყველაზე მოთხოვნადი ავტორები არიან ორჰან ფამუქი, დათო ტურაშვილი, მარკესი, გიორგი კეკელიძე, გურამ დოჩანაშვილი, გოდერძი ჩოხელი და პაულო კოელიო: “ყველაზე გაყიდვადი სერიული წიგნებია, რადგან ამას მუდმივი მყიდველი ჰყავს. კარგად იყიდება კოდექსებიც და საბავშვო ლიტერატურა” – ამბობს მთვარისა ჯაყელი.

 

არღვევს თუ არა მერია ბათუმის საკრებულოს წევრების უფლებებს

 

საკრებულოს სხდომა ბათუმში
საკრებულოს სხდომა ბათუმში

ამ საკითხის განსახილველად ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და საფინანსო საბიუჯეტი კომისიის ერთობლივი, გაფართოებული სხდომა მოიწვიეს.

 

„ჩვენ არ მოგვეცა საშუალება განგვეხილა და შენიშვნები დაგვეწერა დამატებულ 17 მილიონზე, ან ამ 17 მილიონის ჩათვლით ერთიანად განგვეხილა ბიუჯეტი. მე მაქვს კითხვა, ხომ არ ირღვევა ჩემი, როგორც საკრებულოს წევრის და ჩემი ფრაქციის უფლება?! მაქვს ვალდებულება მონაწილეობა მივიღო ბიუჯეტის დაგეგმავში და ვაკონტროლო მისი შესრულება. ასევე, ხომ არ ირღვევა საზოგადოების უფლება, ჩაერთოს ბიუჯეტის დაგეგმავაში?!“ –  განაცხადა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა კობა ჩხეიძემ სხდომაზე. მან იურიდული კომისიის თავმჯდომარისგან ლევან კინწურაშვილისგან მიიღო პასუხი, რომ მერიას იურიდიულად პროცედურა არ დაურღვევია და მერს ჰქონდა უფლება წარმოედგინა გაზრდილი ბიუჯეტი: „თუმცა მორალურად და ლოგიკურადაც გეთანხმებით და ამ მიმართულებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ“ – განაცხადა ლევან კინწურაშვილმა. 

 

მსჯელობა დიდხანს გაგრძელდა.

 

მოსაზრება, რომ საკრებულოს წევრის უფლებები შეილახა, კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ცინცქილაძემ დაადასტურა. იგივე პოზიცია დააფიქსირეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც.

 

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით:

 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა ქალაქის მერი წარუდგენს  საკრებულოს. საკრებულო ვალდებულია ბიუჯეტის პროექტი მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში გაასაჯაროოს.

 

კანონმდებლობის მიხედვით საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.

 

შენიშვნების არსებობის შემთხვევაში  საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

 

ბათუმის საკრებულომ ამ ჩანაწერით გათვალისწინებული ვადა სრულიად გამოიყენა და  საკრებულოს კორეტირებული ბიუჯეტი 10 დეკემბერს გადაუგზავნა, თუმცა ახალმა ვარიანტმა საკრებულოში არა ახალი ბიუჯეტის შენიშვნებთან შესაბამისობის, არამედ სულ სხვა საკითხი დააყენა დღის წესრიგში.

 

კობა ჩხეიძის განმარტებით „ეს ბიუჯეტი არის აბსოლუტურად განსხვავებული იმ ვერსიისგან“, რომელზეც იმსჯელეს: „ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე ჩვენ გვქონდა დაძლევადი შენიშვნები, ახლა რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენი შენიშვნების გათვალისწინება ვერ მოხდება “ -ამბობს კობა ჩხეიძემ.

 

 „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენს შენიშვნებზე დაყრდნობით შესწორებული ბიუჯეტი? –  მე მგონია, რომ ჩვენ საერთოდ ახალი ბიუჯეტი შემოგვივიდა“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ კომისიის სხდომაზე.

 

იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე ამ საკითხის განხილვა სხდომაზე გადაწყვიტეს: „სხდომაზე დააყენეთ ეს საკითხი დღის წესრიგში და ვნახოთ“ – მიმართა ლევან კინწურაშვილმა კოლეგებს.

 

დღეს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს 29 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი დამტკიცდება.

 

რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში და შეილახა თუ არა საკრებულოს წევრის უფლება მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში და განახორციელოს კონტროლი? – ამ კითხვით ექსპერთს თვითმმართველობის საკითხებში და თვითმმართველობის კოდექსის ერთ-ერთ ავტორს დავით ლოსაბერიძეს მივმართეთ:

 

„ამ შემთხვევაში მესმის საკრებულოს იმ წევრებისაც, რომლებსაც პრეტენზია აქვთ და იურიდიული კომისიის თავმჯდომარისაც, რომელიც ამბობს, რომ პროცედურა არ დარღვეულა. ეს არის საქართველოს საფინანსო კანონმდებლობის პრობლემა. არც ის ვადაა საკმარისი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს უკან დაბრუნებული ბიუჯეტის კორექტირებისათვის. მსგავსი პრობლემა დგება წლის ბოლოს ცენტრიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპეციალური ტრანსფერის გადაცემის შემთხვევაშიც. ვერც საზოგადოება და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები იტყვიან ალბათ, რომ არიან  კმაყოფილი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობით ისევ და ისევ მოკლე ვადების გამო. ეს საკანონმდებლო კაზუსია, თუმცა საკრებულოები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ამ შემთავეაშიც თუ ბათუმის საკრებულო ბიუჯეტს დაამტკიცებს, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება“ – განაცხადა დავით ლოსაბერიძემ „ბათუმელებთან.“

 

ახალი წლის ღამის ფასი ბათუმის სასტუმროებსა და რესტორნებში


სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ახალ წელს საბანკეტო დარბაზში შეგიძლიაღ შეხვდეთ. სასტუმრო სტუმრებს ქართულ სუფრას, ცოცხალი მუსიკას, ქართული ცეკვების წარმოდგენას, დიჯეისა და სიურპრიზებს ჰპირდება. ბილეთის ფასი ერთი ადამიანისთვის 85 ლარი. საღამო  22:00 საათზე დაიწყება.

 

სასტუმრო რადისონში ახალი წლის ღამეს ორი ღონისძიებაა დაგეგმილი: სასტუმროს შენობის მე-19 და პირველ სართულზე. ღონისძიება ორივე დარბაზში ერთდროულად, საღამოს 9 საათზე დაიწყება და ღამის 3 საათამდე გაგრძელდება.  იქნება ცოცხალი მუსიკა, გათამაშებები და კონკურსები. ღონისძიებაზე დასასწრებად ადგილების წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია. ბილეთის ფასი მე-19 სართულზე, ბარში 265 ლარია  ერთი პერსონისთვის. ფასში შედის სხვადასხვა კერძი, სასმელი და გართობა.  

 

სასტუმრო დივან ითი“ 31 დეკემბრის ღამეს სტუმრებს ქართული და ევროპული კერძების გაერთიანებულ მენიუს და ულიმიტო ადგილობრივ სასმელს სთავაზობს. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი The Pickupers-ი, იქნება ასევე დიჯეი, აქ მისული სტუმრები ნახავენ  ჯგუფ „პლატინას“ ცეცხლოვან სანახაობებს. გათამაშდება საჩუქრები: ნომერი ორი ადამიანისთვის, ორი დღით, სასტუმრო „დივანში“და სხვა პრიზები. სასტუმრო დივანში“ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების ფასი 190 ლარია.

 

სასტუმრო პრეზიდენტ პლაზა სტუმრებს 31 დეკემბერს სთავაზობს შოუპროგრამას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინული ჯგუფი, ასევე იქნება დიჯეი. აქ, დაახლოებით 200 კაცზე გათვლილ დარბაზში, ღონისძიებაზე ერთი პერსონის დასწრების ფასი 150 ლარია.  საღამო დაიწყება 22 საათზე. ადგილების დაჯავშნა ჯერ კიდევ შესაძლებელია.  

 

ორ რესტორანში – „თბილისსა“ და „ბაკურიანში“ აქვს საახალწლო ღონისძიება დაგეგმილი სასტუმრო ინტურისტს.  რესტორან „ბაკურიანში“ იქნება დისკოს ტიპის საღამო და დიჯეი, რესტორან „თბილისში“ კი დაუკრავს ბენდი. აქ მისულ სტუმრებს ჰპირდებიან სიურპრიზსა და საჩუქრებს. რესტორან თბილისში საახალწლო ღონისძიებაზე დასწრება 120 ლარი ღირს, ხოლო  ბაკურიანში 50 ლარი. ღონისძიება ორივე რესტორანში დაიწყება 23 საათზე. ადგილების დაჯავშნა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, ადგილები შეზღუდულია.  

 

გარდა სასტუმროებისა, 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია რესტორნებსა და კაფე-ბარებშიც.  

 

სანრემო 120 ლარად გთავაზობთ ახალი წლის ღამის გატარებას. იქნება ქართული მენიუ, იმღერებს ბენდი. გათვალისწინებულია საჩუქრები.  ღონისძიება დაიწყება 22 საათზე და დილამდე გაგრძელდება.

 

 პიერბათუმში ახალი წლის ღამის გატარება 100 ლარი ღირს. არის როგორც ქართული კერძები, ასევე თევზის ასორტი. მენიუს მიხედვით ფასი განსხვავებულია.  იქნება ცოცხალი მუსიკა. „პიერ-ბათუმში“  ღონისძიება 22 საათზე დაიწყება.

 

 რესტორან კოშკში ახალი წლის ღამეს, 23:00 საათზე, ცოცხალი ბენდი დაუკრავს ქართულ და უცხოურ ჰიტებს. საფასური: 60 ლარი ერთ ადამიანზე.

 

 რესტორან მიუნჰენში ახალი წლის ღამეს იმღერებენ ახალგაზრდა ქართველი მომღერლები –  ანი ღონღაძე და ნიკო ბერიძე. იქნებიან მსახიობებიც. აქ სტუმრებს სთავაზობენ როგორ ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს. იქნება გათამაშება. „მიუნჰენში“  საახალწლო ღონისძიებას 130 ლარად შეგიძლიათ დაესწროთ.  აქ ღონისძიება ღამის 23.30-საათზე დაიწყება.

 

ახალ წელს “Old Boulevard”-ში ვაჟა ტუღუშთან, არჩილ ჩიქოვანთან და ირაკლი ჯანაშიასთან ერთად შეგიძლიათ შეხვდეთ. შოუს წამყვანი იქნება ზაალ გოგუაძე. დასაწყისი 23:00 საათზე. ერთი პერსონის ფასი 100 ლარია.

 

რესტორან „ბავარეში“ 31 დეკემბერს საახალწლო შოუ–პროგრამა 22 საათზე დაიწყება. DJ, ფეირვერკები, თოვლის ბაბუა, მომღერლები: ზაალ  და მამუკა დევაძეები, აკრობატები, ქართული და ლათინო ამერიკული ცეკვები, გათამაშებები და სიურპრიზები – აი რას გპირდებათ რესტორანი. მენიუს ფასი 60 ლარია ერთ ადამიანზე.  

 

კაფე “La Brioche“-ში 31 დეკემბერს საახალწლო წვეულება 22:00 საათზე დაიწყება.   DJ Goldman და მსოფლიო ჰიტები, გართობა, სიურპრიზებისა და დაუვიწყარი განწყობის ღამე. მენიუს ფასი:  ერთი პერსონა – 40 ლარი.

 

Caffe Monet-ში  31 დეკემბერს  ნიჭიერის ფინალისტი ბათუმელი ნინიკო კახაძე იმღერებს. სუფრა გაშლილი იქნება საახალწლო ტკბილეულით (არაყი და შამპანური), ასევე იქნება ამერიკული სტილით შემწვარი ინდაური, ქართული გოჭი და გემრიელი კერძები, ნამცხვრები, ხილი, თხილის, ჩირის, ყველისა და ძეხვის ასორტი, სალათების მრავალფეროვნება, ლობიანი, ხაჭაპური. ფასი: 1 პერსონა – 80 ლარი.

 

რესტორან „ყირამალაში“, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი მოწვეული სტუმრებით და სახალისო კონკურსებით გაიმართება.  ფასი: 100 ლარი. საღამო 22 საათზე დაიწყება.

 

31 დეკემბერს საახალწლო შოუ–პროგრამა იქნება რესტორან „გრანდ გრილში“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული ნაციონალური ცეკვები, პოპულარული ჯგუფი თურქეთიდან, მრავალფეროვანი მენიუ ხორცეულითა და თევზეულით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები. საღამო 20 საათზე დაიწყება. ფასი: 140 ლარი.

 

31 დეკემბერს საახალწლო პროგრამაა რესტორან „მეგრულ–ლაზურში“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული ნაციონალური ცეკვები, ცეცხლოვანი შოუ და ფეიერვერკები. საღამო წარიმართება მეგრულ-ლაზურის სიმღერების ფონზე. ღირებულება: ერთი ადამიანი – 130 ლარი (დიდი ჯგუფის შემთხვევაში შესაძლებელია ფასდაკლებაც).

 

31 დეკემბერს რესტორან „Vox“-ში ბიძინა მახარაძე და ვახტანგ ტატიშვილი იქნებიან „იუმორინადან“. დასაწყისი: 22:00 ბილეთის ფასი: 130 ლარი (სრული მენიუ).

 

31 დეკემბერს რესტორან „ალექსანდრიაში“ საახალწლო შოუ-პროგრამას წარუძღვება იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე მეგობრებთან ერთად. დასაწყისი: 23:30. ბილეთის ღირებულება: 50-100 ლარი.  

47 ვაკანსია და 100 კონკურსანტი ხულოში

 

კონკურსანტების ცოდნას ხულოში კომისიის ცხრა წევრი აფასებს. კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძეა. კომისიის შემადგენლობაში შედის გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე, გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ნადიმ ვასაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი და ღორჯომის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ედუარდ მიქელაძე, ხულოს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე  და მოწვეული წევრები: ირაკლი ქუთათელაძე, ოთარ დიასამიძე, გიორგი აბუსელიძე და გელა მამულაძე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმართველ ორგანოში სულ 47 ვაკანტური ადგილია, აქედან 45 მუნიცპალიტეტის  გამგეობაში და 2 საკრებულოში. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის პირველ ეტაპზე 800-მდე განაცხადი შევიდა, საიდანაც მეორე ეტაპზე მხოლოდ 285 კონკურსანტი გადავიდა, ტესტირება მხოლოდ 100 კონკურსანტმა გადალახა.

 

გასაუბრება ხულოს მუნიციპალიტეტში გუშინ დაიწყო და კვირას დასრულდება. გასაუბრებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი თეონა კაკაციძე ესწრება.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში გაზიფიკაციის სამუშაოები მოინახულა

 

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, მიმდინარე ეტაპზე შესრულებულია სამუშაოთა 50 პროცენტი. აშენებულია 17კმ-ს სიგრძის გაზსადენი, მათ შორის 12 კმ – სოფელი საჩინოში, 5 კმ – სოფელ ბუკნარში. სულ  ასაშენებელია 34,290 გრძივი კმ გაზსადენი.

 

აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მოხდება ინდივიდუალური გაზიფიცირება, რომელიც შესაძლებელი იქნება შეღავათიანი 400 ლარიანი პროგრამით.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თქმით  სამი წლის განმავლობაში მოხდება აჭარის სამი მუნიციპალიტეტის – ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის გაზიფიკაცია. კომპანია  „სოკარ-ჯორჯიას“ 20-დან 40 მილიონამდე ინვესტიციას ჩადებს აღნიშნულ პროექტში.

 

 

ფსიქიატრიული დაწესებულებიდან პატიმარი საპყრობილეში დააბრუნეს სად-ი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

 

გუშინ, 24 დეკემბერს  პროკურორმა სასამართლოს მიმართა, საპყრობილეში აკრძალული ნივთის შენახვის გამო პატიმარისთვის ბრალის წარდგენის შუამდგომლობით. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, პატიმარმა თავი ბათუმის მესამე საპყრობილეში ყოფნის დროს დაიზიანა. მისი ადვოკატი, მარინა კაკაურიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ოთხმოცზე მეტი ნაკერი ადევს. ჭრილობები ახლა მოშუშების ეტაპზე აქვს.

 

თვითდაზიანების შემდეგ პატიმარი ბათუმის მესამე საპყრობილიდან თბილისის მეშვიდე დაწესებულებაში  გადაიყვანეს. აკრძალული ნივთის, სამართებლის  ნატეხის შენახვის გამო კი პროკურორმა მისთვის ბრალის წარდგენის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, 25 წლის პატიმარს ხელებზე დიდი ფრჩხილები აქვს,  მარცხენა ხელის გულის მტევანი სავარაუდოდ სწორედ ამ ფრჩხილით დაიზიანა[მეშვიდე დაწესებულებაში ყოფნისას].

 

ამის პარალელურად სასჯელაღსრულების  დეპარტამენტმა  პატიმრის ფსიქიატრიულ დეპარტამენტში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ექსპერტიზის დასკვნა ბ-ს ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს იქნება, მანამდე კი არსებობს ფსიქიატრის შუალედური რეკომენდაცია [დასკვნა] იმის შესახებ,  რომ პატიმარი საჭიროებს  ფსიქიატრის მუდმივ მეთვალყურეობას.

 

ადვოკატი მარინა კაკაურიძე ამბობს, რომ გუშინ, 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა  პროკურორის შუამდგომლობა, ადვოკატის არგუმენტების მოსმენის შემდეგ დაცვის მხარეს პროკურორიც დაეთანხმა: „იმის გამო, რომ ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება, მას არ აქვს შესაძლებლობა ხელი შეუშალოს გამოძიებას, ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე ან მიემალოს გამოძიებას. მისთვის  აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის გადადება ვითხოვე, რადგან ჯერ არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა. დამეთანხმა პროკურორი და მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა“.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს განმარტებით, უწყება დღესვე  გამოითხოვს ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ   და დეპარტამენტი გაითვალისწინებს სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტების რეკომენდაციას. 

სკოლების საუკეთესო შედეგები აჭარაში 2014 წელს

 

 

მოსწავლეების დაჯილდოება სასტუმრო რედისონში
მოსწავლეების დაჯილდოება სასტუმრო რედისონში

საგნობრივ ოლიმპიადებში, ლიტერატურულ მარათონსა და ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსში კარგი შედეგები აქვს ბათუმის #1 საჯარო სკოლასაც. ამ სკოლის სამმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება ოლიმპიადაში, ოთხმა მოსწავლემ მოახერხა მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, სკოლის სამ მასწავლებელს კი განათლების სამინისტროს სიგელი გადაეცა.

ბათუმის  #10 საჯარო სკოლაში  სამმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება ოლიმპიადაში, ერთმა მოსწავლემ მოახერხა მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, სკოლის ერთ მასწავლებელს კი გადაეცა სიგელი.  #10 სკოლის ერთი მოსწავლე გახდა ლიტერატურული კონკურსის პირველი საპრიზო ადგილის გამარჯვებული.

 

 ბათუმის #2 საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება ოლიმპიადაში, ექვსმა მოსწავლემ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა შეძლო, სკოლის სამ მასწავლებელს კი გადაეცა სიგელი. 

 

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე კარგი შედეგი აქვს შუახევს. შუახევის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის ერთმა მოსწავლემ საგნობრივ ოლიმპიადაში მესამე ადგილი მოიპოვა, ამავე სკოლის ერთმა მოსწავლემ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

 

ოლიმპიადის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა სოფელ შუბნის სამმა მოსწავლემ და ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლის ერთმა მოსწავლემ. ლიტერატურულ მარათონში კი ნიგაზეულის სკოლის მოსწავლემ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლემ _ მეორე.  შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის მასწავლებელს გადაეცა სიგელი აჭარის განათლების სამინისტროს მიერ. 

 

აჭარის განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადაში VII-XII კლასის 9161-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადა ჩატარდა ორ ტურად. საგნობრივ ოლიმპიადაში I, II და III ადგილი აჭარის სკოლების 28 მოსწავლემ დაიკავა, მათ დიპლომები და ლეპტოპები გადასცეს. იმ მოსწავლეებმა კი, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მიიღეს სიგელები და წიგნები.

 

ლიტერატურულ მარათონში ყველაზე მეტი, ხუთი გამარჯვებული ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდა. ლიტერატურული მარათონის მეორე ტურში გადავიდა 52 მოსწავლე, ხოლო ფინალში გამარჯვება მოიპოვა 11-მა მოსწავლემ. გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომებთან ერთად გადაეცათ ვაუჩერები მხატვრული ლიტერატურის შესაძენად.

 

საგნობრივი ოლიმპიადა და ლიტერატურული მარათონი ჩატარდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „განათლების ხარისხის გაუმჯობესების“ პროგრამის „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში.

პრესკაფემ წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზე განაახლა

„ვინაიდან პრესკაფემ მისამართი შეიცვალა, დროებით ერთ-ერთი სერვისი, წიგნების გამოფენა-გაყიდვა  გადმოვიტანეთ აქ. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ გაზეთ „ბათუმელების“ აქციაში  და  მიიღონ საშობაო საჩუქარი. ყველას, ვინც იყიდის წიგნს – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, გამოფენაზე გამოტანილი წიგნებიდან შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი წიგნი 10 ლარის ფარგლებში,“ – ამბობს პრესკაფეს მენეჯერი თედო ჯორბენაძე.

27 დეკემბრიდან  გასაყიდად გამოვა წიგნის „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ ინგლისური ვერსია. მისი შეძენა მსურველებს ასევე კლინიკა „ინდიგოს“ პირველ სართულზე შეეძლებათ, სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

????????????????????????????????????

სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ ხელმძღვანელმა პრესკაფეს ფართი უსასყიდლოდ დაუთმო. თათია ანდღულაძე ამის მიზეზს ასე განმარტავს:

„ჩემი აზრით, პრესკაფე არის ის სოციალური სივრცე, რომელიც ძალიან სჭირდება ქალაქს. პრესკაფე ჩემთვის არის ადგილი, სადაც ადამიანებს ეძლევათ ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის, თანამოაზრეების თუ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების გაცნობის და მათთან საუბრის საშუალება.  ასეთი სივრცე არის ქალაქის გული და მინდა მის შენარჩუნებაში ჩემი წვლილი შევიტანო. თუ რამე წვლილს შევიტან, ეს იქნება ჩემთვის საამაყო,“ – ამბობს თათია ანდღულაძე.

ცნობისათვის, წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია „ელფის“, „სულაკაურის“, ,„დიოგენეს“, „პალიტრა L-ის“, „ლოგოს პრესის“, „საბავშვო ენციკლოპედიის“, „საქართველოს მაცნეს“,  „ლაბრინტის“, „პეგასის“, „სიესტას“ და „ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობების მიერ გამოცმეული წიგნები.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე იმუშავებს.

 

 

 

 

 

 

 

 

ხოფის ბაზრობაზე ხანძრით დაზარალებულებს მთავრობა არ დაეხმარება

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

„არ ვაპირებთ ბიზნესმენებისთვის კომპენსაციების გაცემას. თავის დროზე დაეზღვიათ ბიზნესი. ბრალდებული ვინც იქნება, აგებს პასუხს, დირექტორი იქნება თუ შემდუღებელი.  არ ვამბობ, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, ავიღებთ აღდგენის ხარჯებს. კომპენსაციაზე საუბარი არ იქნება“ – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 

„სავაჭრო ცენტრ 2009“-ის (იგივე „ხოფის ბაზრობა“) დირექტორის, არჩილ კახიძის თქმით, „სავაჭრო ცენტრის ზარალი დაახლოებით ასი ათასი ლარია, ხოლო მოიჯარეების ზარალი ჩვენთვის უცნობია, რადგან მათი საქონელი იყო და ჯერ ინფორმაცია არ მოუწოდებიათ“. სპეციალური კომისია არც სავაჭრო ცენტრშია შექმნილი.

 

როგორც ბაზრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჯიხურების და სავალი ნაწილის ჩათვლით, ხანძრის შედეგად 850 კვ.მ ფართობია დამწვარი, რაც 64 სავაჭრო ობიექტს მოიცავს. შესაბამისად, ამდენივე მოიჯარეა დაზარალებული.

 

ხანძრის შედეგად დაზარალებული პირების დასახმარებლად ინიციატივა მხოლოდ ჯგუფ „ბათომის“ წევრებს ეკუთვნის.  საქველმოქმედო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა დეკემბრის ბოლომდე   გაგრძელდება. დაზარალებულთა დასახმარებლად ანგარიში გახსნილია „თიბისი“ ბანკში: GE87TB7915336080100002  


ხანძარი ხოფის ბაზრობაზე
ხანძარი ხოფის ბაზრობაზე

კარტოფილი, სიმინდი და ვაშლი – შუახევი ციფრებში

 

მრავალწლოვან კულტურებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით ვაშლის მოსავალი მიუღიათ – სულ 121 ტონა ვაშლი დაუკრეფიათ შუახევში. მეორე ადგილზეა მსხლის მოსავალი – 92,7 ტონა. 

 

ციფრები გამოსახულია ტონობაში
ციფრები გამოსახულია ტონობაში

ციფრები  გამოსახულია ტონობაში
ციფრები გამოსახულია ტონობაში

შსს:ბათუმში ამოღებულია მარიხუანა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და კუსტარულად დამზადებული რევოლვერი

 

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
1961 წელს დაბადებული ხ. მ. ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის რაიონში, ხოლო 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ფ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით და 1940 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა. ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის რაიონში, ხ. მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 578 გრ ტროტილი, ასევე, 4 კგ და 344 გრამი ტროტილისა და გვარჯილის ნარევი, რომელიც ვარგისია გამოყენებისთვის. სამართალდამცველებმა ა.ფ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ბინის და პირადი ჩხრეკისას კუსტარულად დამზადებული რევოლვერი 7 საბრძოლო ვაზნით, საბჭოთა წარმოების, „ტოზ 8 ემ“-ის მოდელის კუსტარულად გადაჭრილი შაშხანა და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 10,083 გრ გამომშრალი მარიხუანაა. ნ. ფ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 23, 167 გრ გამომშრალი მარიხუანაა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გამოძიება ხ.მ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ა. ფ-ს მიმართ – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ნუგზარ ფ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

შობა ბათუმში [ფოტო]

„ქრისტეს შობა ქრისტიანებისთვის დიდი დღესასწაულია. მგონია რომ არის ისეთი დღესასწაული, რომელიც ამტკიცებს  ჩვენში რწმენას, რომელიც გვეუბნება რომ ღმერთი მოდის ჩვენთან. ჩვენთან არის, ჩვენს გვერდზე და ჩვენ ღვთის გარეშე არ შეგვიძლია რომ არ ვიცხოვროთ.  ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩემს მრევლთან ერთად ეს დღესასწაული ყოველთვის იყო როგორც რწმენის დამტკიცების, ურთიერთობის დამტკიცების. ვინაიდან რწმენა ეკლესიის გარეშე ხშირად რჩება როგორც იდეოლოგია, ეკლესიასთან ერთად რწმენა ხდება როგორც ხორცი, როგორც სისხლი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დასავლეთ საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ვიკარმა პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა.

დავით ბაციკაძის კომენტარი თამაზ ბაკურიძის ბრიფინგთან დაკავშირებით

 

თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია თვითნებურად შესახლებული ოჯახების შესასწავლად შექმნილი კომისიის მუშაობის ფორმატი, ამიტომაც ამბობს უარს კომისიის წევრობაზე. მისი თქმით, კომისიის წევრობაზე შეთავაზება უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძისგან მიიღო.

„კომისიის მუშაობაში მე მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ, რომ მათი მუშაობის ფორმა ჩემთვის არის მიუღებელი.  მე ვიქნები მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით. ამ ფორმით მათი მუშაობა [კომისიის] ხალხთან დაპირისპირებას მოიტანს და მეტს ვერაფერს,“- ამბობს თამაზ ბაკურიძე.

 

თამაზ ბაკურიძემ მთავრობას და კომისიის წევრებს ციფრებით მანიპულირებაშიც დასდო ბრალი:

„მე მოვითხოვ სათითაოდ მოხდეს თითოეული ოჯახის აღწერა და მათი პრობლემების შესწავლა. იქ არის ისეთი ოჯახები, ვისაც დახმარება არ სჭირდება და სხვისი გაჭირვებით სარგებლობენ, ამიტომ ციფრებით თამაშს ჯობია სათითაოდ შეისწავლონ ყველა ოჯახის პრობლემა და შესაბამისად დაეხმარონ მათ,“ – თქვა მან.

 

დავით ბაციკაძე ამბობს, რომ მას თამაზ ბაკურიძისთვის კომისიის წევრობა არ შეუთავაზებია: „არავითარი კომისიის წევრობა არ შემითავაზებია. უბრალოდ ხვალ უნდა შევხვედროდით და უნდა დავლაპარაკებოდით. მე მას შევთავაზე იმ კომისიის მონიტორინგი, რომელმაც ვერა და ვერ დაამთავრა ამ ხალხის აღრიცხვა და მათი საქმეების შესწავლა. როგორც ვხვდები თამაზ ბაკურიძეს არ აწყობს ამ პრობლემის მოგვარება.“ 

 

სამთავრობო კომისიამ ოჯახების ინდივიდუალურად შესწავლა გუშინ, 23 დეკემბერს დაიწყო. 

ბათუმის ლოგო ისევ ვერ აირჩიეს

კომისიის სხდომა

„ჩვენ ვიმუშავეთ და ოციდან ხუთი ლოგო შევარჩიეთ, ახლა შეგვიძლია ამ ხუთიდან გავაკეთოთ არჩევანი, არ ვიცი რატომ ვუბრუნდებით იგივეს თავიდან, არ მინდა დავიჯერო, რომ ასე უცებ ვცვლით გადაწყვეტილებებს“ – განაცხადა შოთა გუჯაბიძემ სხდომაზე.

კომისიის კიდევ ერთი წევრი მირანდა ჩარკვიანი კენჭისყრაზე იმ ლოგოს (“ყირამალა”) დაყენებას ითხოვდა, რომელმაც 23 დეკემბერს გამარჯვებულად გამოცხადებული ლოგოს შემდეგ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა,  თუმცა კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დამდგარა.

სხდომის დაწყებისთანავე ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ ამ დრომდე ის ნაკლებად აქტიურობდა და ყველაზე ცოტას ლაპარაკობდა, რადგან ლოგოების საკითხში არაკომპეტენტურია: „… მაგრამ  გუშინ ნახევარმა ბათუმმა და თბილისმა მომწერა ეს რა აირჩიეთო.“

ამ განცხადების შემდეგ ირაკლი ჭეიშვილმა კომისიის წევრებს უთხრა, რომ მას ერთ-ერთმა კონკურსანტმა „ფეისბუქის“ საშუალებით მიწერა, რომ ლოგოს პრეზენტაციის გაკეთების და კონცეფციის ახსნის საშუალება არ მიეცა: „ეს არის ირაკლი თოფურია, მან პრეზენტაცია გადმომიგზავნა“. ეს ლოგო კომისიის მიერ გუშინ 23 დეკემბერს შერჩეულ ხუთეულში არ ყოფილა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადება ნათია აფხაზავამ გააპროტესტა, მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს პრეზენტაციის გაკეთების საშუალება მიეცემა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კომისიამ კონკურსანტები არათანაბარ პირობებში ჩააყენა.

კომისიამ გენო გელაძის წინადადაებით კენჭი უყარა კონკურსის ჩაშლის საკითხსაც თუმცა ამ წინადადედებას ინიციატორის გარდა მცხოლოდ ერთმა ნათია აფხაზავამ დაუჭირა მხარი.

გენო გელაძე ახალი კონკურსის გამოცხადებას საპრიზო თანხის გაზრდისა და კომისიაში სპეციალისტების ჩართვით ითხოვდა.

საბოლოოდ კომისიამ გადაწყვიტა არჩევანი ისევ შერჩეულ ოც ლოგოს შორის გააკეთოს, ოღონდ მას შემდეგ რაც ავტორები ან მათი წარმომადგენლები კომისიასთან პრეზენტაციით წარსდგებიან.

არაოფიციალური ინფორმაციით კომისიის წევრებიდან ზოგიერთს და მათ შორის თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს „ყირამალას“ გამარჯვება მხოლოდ იმიტომ არ უნდა, რომ სიმბოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა და ბათუმის სიმბოლოებს შორისაც სწორედ წინა მთავრობის დროს დამკვიდრდა.

აჭარული ქორწილი ქედაში


„აჭარული ქორწილის“ სანახავად მოსულმა მაყურებელმებმა ნახეს, თუ როგორ ირჩევდენ პატარძალს, როგორი იყო  ქორწილი  ძველად აჭარაში, რა სიმღერებს მღეროდნენ და როგორ ერთობოდნენ ქორწილში სტუმრები და როგორ ხდებოდა პატარძლის გამოლოცვა ავი თვალისაგან დასაცავად.  

 

„აჭარული ქორწილი“ ქედის კულტურის ცენტრთან არსებული სასოფლო კლუბების, კულტურის სახლების, ფოლკლორული ანსამბლების: ,,ელესა“, „იაგუნდი“, „მოყვარეს“ წარმომადგენლებთან ერთად  ხალხურმა  მთქმელებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს.

 

ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი ლია მახარაძე ამბობს, რომ ძველი „აჭარული ქორწილის“ სცენარზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, საქორწილო ტრადიციებთან, წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია კი ქედის სოფლებში მცხოვრები უხუცესებისგან ჩაიწერეს.

 

„ქედის კულტურის ცენტრი დაარსების დღიდან ფოლკლორის კუთხით მუშაობს. სასოფლო კლუბებისა და კულტურის სახლების დახმარებით მუნიციპალიტეტის სოფლებში დავძებნეთ ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და ჩავწერეთ. 2012 წლიდან გადავწყვიტეთ მასალის დაარქივება. როდესაც ვნახეთ, რომ უამრავი მასალა გვქონდა და ხელთ არსებულ მასალაში ჭარბად იყო საქორწილო ტრადიციები, გადავწყვიტეთ სასცენო სახე მიგვეცა და საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, მართალია მთლიანად მუნიციპალიტეტის სოფლებში შეგროვილი ადათ-წესები ვაჩვენეთ „აჭარული ქორწილით“ მაყურებელს, თუმცა მათაგნ  უმეტესი წეს-ჩვეულება მერისულია, [მერისი – სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში], რადგან მკაცრი საქორწილო წესები  მერისიდან წამოვიდა.

 

რთული იყო მაყურებლისთვის იმ სახით მიგვეწოდებინა აჭარული ქორწილი, რაც მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული არსებობადა, მაგრამ მთავარია გამოვიდა.

ჩვენ პატარძალს საუკუნის წინანდელი კაბა ეცვა და თავსახურავი ეხურა, რაც შეეხება დანარჩენ სამოსს, მოძიებულ ეთნოგრაფიულ ფოტომასალას მივამსგავსეთ“ -ამბობს ლია მახარაძე.

 

ქედის კულტურის ცენტრი უძველესი საქორწილო წეს-ჩვეულებების მოძიებას, დამუშავებას და წიგნად გამოცემას აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მაშტაბით გეგმავს.

 

 „სურვილი გვაქვს აჭარული საქორწინო წესები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში შევისწავლოთ და შესაძლებელი თუ იქნება, გამოვცეთ ბროშურა „აჭარული საქორწილო წეს-ჩვეულებები“ – აცხადებს ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი.

 

ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე და ანსამბ „ელესას“ ხელმძღვანელი ირაკლი სირაბიძე ამბობს, რომ ქედის კულტურის ცენტრი სამომავლოდ ქედაში აჭარული სიმღერების ფესტივალის ჩატარებას გეგმავს და დასძენს, რომ დღევანდელი ღონისძიება დაგეგმილი ფესტივალის ერთგვარი  რეპეტიცია და არსებული ფოლკლორის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

„აჭარული ქორწილი“ ჩვენს მიერ გაცოცხლებული ისტორიაა, რაც შემდგომში გამოადგებათ როგორც ფოლკლორისტებს, ასევე  ეთნოგრაფიის კუთხით მოღვაწე ადამიანებს“ – აცხადებს ირაკლი სირაბიძე.

 

„საინტერესო ღონისძიება იყო,  სოფლის მოსახლეობა განებივრებულები არ ვართ ამგვარი ჩვენებებით. მართალია, ვიცოდი, როგორი იყო ძველად ქორწილი, თუმცა დღეს რაც ვნახე, მოლოდინზე მეტი იყო. ვფიქრობ ხშირად უნდა გაიმართოს მსგავსი ჩვენებები“ – ამბობს მზიური ბერიძე, მაყურებელი.

 

გენო გელაძე ბათუმის ლოგოზე: სჯობს შევწყვიტოთ პროცესი და მოვიწვიოთ სპეციალისტები

 

„ამ დრომდე ხმას არ ვიღებდი და ყველაზე ცოტას ვსაუბრობდი, რადგან არაკომპეტენტური ვარ, მაგრამ მთელმა თბილისმა და ბათუმმა მომწერა, ეს რა აგირჩევიათო“ – განაცხადა სხდომაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა, რომელიც ლოგოს შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეა. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, კომისიის წევრის, გენო გელაძის თქმით კენჭისყრაზე კომისია აღარ უნდა შევიდეს. „უკვე სამართლებრივ ჩიხში ვართ, თუკი გასაჩივრდება პროცესი, წინა გამარჯვებულები იმსახურებენ ჰონორარს. ამიტომ სჯობს შევწყვიტოთ პროცესი და მოვიწვიოთ სპეციალისტები“ – განაცხადა გენო გელაძემ. იგი კონკურსის ხელახლა გამოცხადების კენჭისყრას ითხოვს. მისი თქმით, იმის გამო, რომ მერიამ ფული არ დაკარგოს, ლოგოს არჩევა არ ღირს. 

 

დღეს კომისიამ ბათუმის ახალ ლოგოს ხელმეორედ უნდა უყაროს კენჭი. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული ლოგოს ავტორმა დღეს ლოგო კონკურსიდან მოხსნა. 

საზღვაო აკადემიის რექტორი აკადემიის ფოთში გადატანას უარყოფს

 

 

ირაკლი შარაბიძე ასმათ დიასამიძე

 

„სამწუხაროა რომ აჭარის მთავრობამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ისეთი სტრატეგიული ობიექტის მიშვნელობა ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნისათვის როგორც საზღვაო აკადემიაა. გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტო, რომლის ბალანსზეც ირიცხება ბათუმის საზღვაო აკადემია, წელს არ მიეცა დაფინანსება.

 

მათი ასეთი ქმედებები ჩვენ გვაფიქრებინებს რომ ის მოარული ხმები საზღვაო აკადემიის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამება“ – განაცხადა ასმათ დიასამიემ.

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე ბათუმის საზღვა აკადემიის ადგილმონაცვლეობას უარყოფს.

„ეს არის ცრუ ინფორმაცია. ვიღაცას მოუნდა თამაში და ითამაშა. არანაირი მაგის საფუძველი არ არსებობს, აკადემია ვითარდება  ინფრასტრუქტურას ვარემონტებთ, მას სახელმწიფო აფინანსებს და ეს ყველაფერი არის არასწორი“ – უთხრა „ბათუმელებს“ აკადემიის რექტორმა.

აჭარაში გარემოზე მიყენებული ზიანის გამო ქვეყნის ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი შევიდა

 

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისთვის  2014 წელს 39 პირი დაჯარიმდა, სამართალდარღვევა ადმინისტრაციული კანონით ისჯება  და 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მათგან აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ზოგიერთი დააჯარიმა, ზოგს კი გაფრთხილება მისცა.

 

ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის 76 პირი დაჯარიმდა, ამ შემთხვევაში კოდექსი 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.  დაჯარიმებული პირი თუ ტექნიკური რეგლამელამენტის მოთხოვნებს ისევ დაარღვევს, ჯარიმა გაუორმაგდება. გასულ წელს მსგავსი შემთხვევა, ანუ განმეორებითი დარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინპექტორებმა ცხრაჯერ დააფიქსირეს.

 

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრის, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა სხვადასხვა შემთხვევაში 200 დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს, გასულ წელს  ამ მიზეზის გამო  ჯარიმა თერთმეტჯერ გამოწერეს.

 

სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოპოვების ფაქტი მიმდინარე წელს 204 – ჯერ დაფიქსირდა, დარღვევა 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმებას ითვალისწინებს. ხოლო ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის მიმდინარე წელს ჯარიმა ოცდასამჯერ გამოწერეს. ამ შემთხვევაში დამრღვევი 500 ლარით ჯარიმდება.

 

სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში ან წყალსაცავში ორმოცდაათ ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ამ წესის დარღვევისთვის გასულ წელს თორმეტი პირი დაჯარიმდა.

 

როგორ ეხმარებიან სტუდენტები და მოხალისეები მიუსაფარ ადამიანებს

სტუდენტი ედო მჟავანაძე უკვე სამი წელია საქველმოქმედო აქციებს აწყობს. მის ამ წამოწყებას მალევე სხვებიც შეუერთდნენ, ედოს ორგანიზაციაში სულ შვიდი მუდმივი წევრია, თუმცა საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას ათობით მოხალისე იღებს:

 

ლელა ცინარიძე და ედო მჟავანაძე
ლელა ცინარიძე და ედო მჟავანაძე

“ქობულეთში მოხუც ქალს ვერ დავეხმარე, ის გაიყინა ცივ ზამთარში. მაშინ ვთქვი, რომ ჩემს ქვეყანაში ადამიანები არ უნდა იყინებოდნენ. გაზეთი “ბათუმელებმა” მომცა შესაძლებლობა მოსაზრება გამომექვეყნებინა, რის შემდეგაც დავგეგმეთ აქცია. პირველ აქციას ისეთი გამოხმაურება მოყვა, გადავწყვიტეთ ყოველ წელს მოგვეწყო ეს აქციები.” – ამბობს ედო მჟავანაძე.

 ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ უფრო მეტი მეტი მოხალისე სჭირდებათ, რადგან საქმე ძალიან ბევრია: “წელს ყველაზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ისეთ წვიმიან ამინდს დაემთხვა ტანსაცმლის შეგროვების დღე, რომ ვფიქრობდით არავინ არ მოვიდოდა, მაგრამ იმ დღეს ყველაზე მეტი ნივთი მივიღეთ, კიდევ ველოდებით ნივთებს. ტანსაცმელს ახლა დავახარისხებთ, მერიაში განცხადება დავწერეთ, ველოდებით, რომ მანქანას გამოგვიყოფენ, რათა ბენეფიციარებს თავად მივუტანოთ ნივთები სახლში.” – ამბობს ედო მჟავანაძე.

აქციის მონაწილეები ტანსაცმელს სამი დღის განმავლობაში ერას მოედანზე აგროვებდნენ, აქვე  აკითხავდნენ მონაწილეებს ბენეფიციარები: “როცა ვინმე შორიახლო იდგა დამორცხვებით, ვხვდებოდი, რომ საჭიროებდა დახმარებას. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მოდიოდნენ და პირდაპირ ნივთების წაღებას ცდილობნენ. ჩვენ ყველა მათგანის საკონტაქტო მონაცემი ჩავიწერეთ, სპეციალურად ყველა მათგანისთვის შევქმნით ფუთას, იმის მიხედვით თუ რა სჭირდება ამა თუ იმ ბენეფიციარს. მოქალაქეებს აქ მოჰქონდათ სათამაშოები, ჩანთები, ბავშვის საწოვარა, მივიღეთ წერილებიც, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ აქციაში ვღებულობ მონაწილეობას, გასულ წელს მხოლოდ ტანსაცმელი მივიტანე, წელს მოხალისე ვარ” – ამბობს ლელა ცინარიძე.

აქციის ორგანიზატორები ბათუმის უნივერსიტეტის სპორტდარბაზში 28 დეკემბრამდე შეაგროვებენ ნივთებს, 28-29 დეკემბრიდან კი ბენეფიციარებს დაურიგებენ.

ბათუმში 31 დეკემბრის ღამეს სილამაზის სალონების ნაწილი უკვე დაკავებულია

სილამაზის სალონი შვარცკოფი

სილამაზის სალონ „შვარცკოფში“ 31 დეკემბერს ბოლო კლიენტი საღამოს 9 საათზეა ჩაწერილი. „31 დეკემბერს საღამოს საათები მთლიანად დაკავებულია, თავისუფალია მხოლოდ დღის საათები. ჩაწერა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ახალი წლიდან 2 იანვარს ვიწყებთ მუშაობას“ – ამბობს რუსუდან ნიკოლეიშვილი, სალონ „შვარცკოფის“ ადმინისტრატორი.

მსურველებს სასურველი ვარცხნილობის გასაკეთებლად 31 დეკემბრამდე შეუძლიათ ჩაეწერონ სალონ „იმიჯში“. „სალონი ბოლო კლიენტის მომსახურებამდე მუშაობს. წინა საახალწლოდ ჩვენს სალონში ფასები არ იცვლება. ამ დღეებში უფრო სადღესასწაულო ვარცხნილობის გაკეთება სურთ“  –  ამბობს ლანა კურცხალიძე, „იმიჯის“ ადმინისტრატორი.

სილამაზის სალონი ალექსი

სალონი „ალექსი“ 31 დეკემბერს ღამის  10 საათამდე მუშაობს. როგორც აქ თქვეს,  31 დეკემბერს საღამოს საათებში მსურველები აქაც უკვე ჩაწერილნი არიან, „უფრო თმის დასავარცხნად მოგვმართავენ, იშვიათად იკეთებენ სადღესასწაულო ვარცხნილობას“ – ამბობს ზინა ოგანეზოვა, ადმინისტრატორი.

სილამაზის სალონებში ამბობენ, რომ 31 დეკემბრის საღამო ბოლო წლებში ტრადიციულად   დატვირთულია. შესაბამისად, იმატებს სილამაზის სალონების შემოსავალიც.

ბათუმის ლოგოს თავიდან შეარჩევენ

 

„მეგობრებო, მინდა კომენტარი გავაკეთო ბათუმის ახალ ლოგოსთან დაკავშირებით. ყველა ვხვდებით, რომ გარემოებები საკმაოდ კომიკურად განვითარდა (ჩემი კოლეგებიც, არაკოლეგებიც და ა.შ.). უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ: ჩემი ლოგოს გამარჯვების ფაქტი არ დამიშვია – გავაკეთე არა პირველობის მიზნით, არამედ საკუთარი დიზაინერული „ვალი“ მოვიხადე ქალაქ ბათუმის წინაშე და კონკურსში გელა გელაშვილის სახელით მივიღე მონაწილეობა. რა თქმა უნდა, არც მიაქტიურია საკუთარი ლოგოს გა-PR-ების მიზნით და არც არავისთვის მითქვამს, რომ ლოგოს ავტორი მე ვარ. გავაკეთე – ავტვირთე – შევეშვი. ჩემს და გასაოცრად და თურმე სავალალოდაც, ლოგომ გაიმარჯვა და მეტიც – პლაგიატიც აღმოჩნდა. არ დაგიმალავთ, მსგავსი იდენტურობისას, ნებისმიერს რომ ეთქვა დამთხვევააო, რთულად დასაჯერებელი იქნებოდა. თუმცა არაერთი ჩვენგანი (დიზაინერებს ვგულისხმობ) აღმოჩენილა მსგავს უხერხულ ვითარებაში. იმასაც დავძენ, რომ ლოგოს „დაპლაგიატების“ ფაქტი ჩემთვის პირველია და ყოველთვის, მხოლოდ მივესალმები სიახლეებს – კარგია რომ განვიცადე ეს ზეციური ნეტარება.  როგორც წესი, აქამდე თქვენთვის კარგად ნაცნობ ჩემს ნამუშევრებს აპლაგიატებდნენ, რასაც ვებრძვი მთელი ჩემი შეგნებული პროფესიონალური მოღვაწეობის მანძილზე. ალბათ მართლაც რთულად დასაჯერებელია, მაგრამ იმედია ვაცნობიერებთ, რომ ჩემს კარიერას სასწორზე არ დავდებდი არცერთი კონკურსის და არა კონკურსის გამო. ძირითადი სათქმელი ვთქვი და აქვე დავძენ, რადგან მოხდა მსგავსი დამთხვევა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ბათუმის ლოგოა თუ რომელიმე ახლადშობილი პატარა კომპანიის – ვხსნი ჩემს კანდიდატურას კონკურსიდან და წარმატებებს ვუსურვებ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს! გემშვიდობებით და გთხოვთ, ასე ძალიანაც ნუ მლანძღავთ,“ – წერს ანუკა მაღალაშვილი ფეისბუქზე.

 

 

სპეციალური კომისია ბათუმის ახალი ლოგოს შესარჩევად ბათუმის მერიაში დღეს საღამოს 7 საათზე შეიკრიბება.  

 

კომისიის ერთ-ერთი წევრი, ნათია აფხაზავა დღეს საღამოს გასამართ სხდომაზე კომპანია „ეისითისთან“ კონტრაქტის გაწყვეტის საკითხის დაყენებას აპირებს.

 

„არასერიოზული პროცესები მიმდინარეობს ბათუმის ლოგოს ირგვლივ. მე ვფიქრობ, რომ უნდა დასრულდეს ეს პროცესი. კომპანია „ეისითი“  ვერ ახერხებს ამ პროცესების მართვას და ეფექტურად წარმართვას.  თავიდანვე ჩემი მოთხოვნაც იყო, რომ კონტრაქტი შეჩერებულიყო და ამ საკითხის დასმას ვაპირებ კომისიაზე და არა ისე, რომ მეორე ადგილას გასული ლოგო გახდეს ბათუმის ლოგო.

 

უკვე ვფიქრობ, რომ  მუნიციპალიტეტის იმიჯისთვის და ზოგადად ამ პროცესებში საზოგადოების  მონაწილეობის კომპონენტის გათვალისწინებითაც  არამიზნობრივია იმ ლოგოს მიღება, რომელიც მეორე ადგილას გავიდა,“- ამბობს ნათია აფხაზავა.

 

ბათუმის ახალი ლოგოს შესარჩევად სხდომა დღეს, 24 დეკემბერს საღამოს 7 საათზე გაიმართება. მეორე ადგილზე გასული ლოგო გელა წულაძის „ყირამალაა.“

 

მეორე ადგილას გასული ლოგო

გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში პირს გასაჩივრების უფლება ექნება[ვიდეო]

 

საკონსტიტუციო სასამართლო

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს, რომელსაც სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოუტანს, შეეძლება მისი საქმე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს. სისხლის სამართლის კოდექსი აქამდე პირს ამის უფლებას უზღუდავდა.

 

 

2014 წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეაჩერა ბ. ი-ს საკასაციო საჩივრის განხილვა. საქმის მიხედვით, ბ. ი. გამართლებულია მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა იგი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ნაწილში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) შესაბამისი ნორმები გამორიცხავენ გამართლებული პირის მიერ საკასაციო (ისევე როგორც სააპელაციო) საჩივრის შეტანის უფლებას, კერძოდ, ამავე კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან  518-ე მუხლში მითითებული პირები, ხოლო სსსკ-ის 518-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს.

 

 

 

აჭარის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

 

იოსებ კევლიშვილი
იოსებ კევლიშვილი

იოსებ კევლიშვილი აჭარის გარემოს დაცვითი ზედამხემხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კახეთის რეგიონის ორგანიზაციას ხელმძღვანელიბდა, მანამდე კი  საქართველოს სოფლის მეურნეობის მელიორაციის სამსახურში მუშაობდა. იგი პროფესიით ინჟინერ-მშენებელია.

 

იოსებ კევლიშვილის განმარტებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური მომავალ წელს მუშაობას ხე-ტყის მასალის უკანონო მოპოვებისა და ლიცენზიების მოპოვების კანონიერების კონტროლის მიმართულებით გააგრძელებს, ხოლო რეაგირება ქუჩაში ნარჩენების დატოვების ფაქტებზე გამკაცრდება.    

რამდენს ხარჯავთ ყოველ თვეში? [ინფოგრაფიკა]

ხარჯები გამოთვლილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, შინამეურნეობების მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით.

* შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა შესაბამისობაშია ხარჯების ინდივიდუალურ კლასიფიკატორთან (COICOP). “სხვა სამომხმარებლო ხარჯები” მოიცავს შინამეურნეობების ხარჯებს კავშირგაბმულობაზე (08 კატეგორია COICOP–ის მიხედვით), სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე (11 კატეგორია COICOP–ის მიხედვით) და სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე (12 კატეგორია COICOP–ის მიხედვით).

ჯარიმა 500 ლარი ნაძვის მოჭრისთვის – გარემოს დაცვის სამმართველო მოსახლეობას აფრთხილებს

 

ნაძვის მოჭრა კანონით დასჯადია და პირს, რომელიც ნაძვს უკანონოდ მოჭრის,  ჯარიმა დაეკისრება. კერძოდ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. თუ ნაძვს დაცულ ტერიტორიებზე მოჭრით, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იქნება, ასევე კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ნაძვის ხეების რეალიზაცია ერთადერთ შემთხვევაშია დასაშვები – თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში – ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში – სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე განახორციელებენ.

 სამმართველომ სპაციალურად წინასაახალწლო დღეებში საზოგადოებაში  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ვიდეო რგოლი მოამზადა. 

 

 

 

სასამართლო პროცესი დაიწყო-სტუდენტი პარლამენტის წინააღმდეგ

 

საკონსტიტუციო სასამართლო

ბათუმელი გიორგი თბილისში სწავლობს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტია. გიორგიმ  დღეს მოსამართლეებს უთხრა, რომ კაცებს, ქალებისგან განსხვავებით, კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლებაც ერღვევათ. მისი შეფასებით, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულება დისკრიმინაციულია. 

 

მოსარჩელე გიორგი კეკენაძე

 

გიორგი კეკენაძე სადავო ნორმის დისკრიმინაციულ ხასიათზე საუბრისას აღნიშნავს, რომ არის სტუდენტი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამიტომაც განსხვავებით ქალებისაგან, როგორც მოსარჩელე, ისე, ზოგადად, ამავე კატეგორიის მამაკაცები, ერთი წლის განმავლობაში მოკლებულნი იქნებიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. 

 

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს

სასამართლო პროცესზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ისევე როგორც იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროები არ იზიარებენ მოსარჩელის პოზიციას. ამიტომაც მისი შეფასებით სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად სასამართლომ არ უნდა ცნოს.

პარლამენტის წარმომადგენელმა სასამართლოში დღეს შუამდგომლობაც დააყენა. ის ითხოვს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის [ექსპერტის] დაკითხვას სადავო ნორმებზე.ხოლო იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილობითი პოზიცია მოსამართლეებს დღეს გააცნო. 

ხმა თბილისიდან – ადერკინ კოპლატაძის დაბადების დღისადმი

 

ადერკინ კოპლატაძემ აჭარის ცის ქვეშ განვლო თავისი ცხოვრების ღრმაშინაარსიანი გრძელი გზა, სამშობლოს მტკიცე სიყვარულით, თავისი ხალხისადმი უბადლო მზრუნველობითა და ერთგულებით. 16 წელი ედგა სათავეში ბათუმის საქალაქო კომიტეტს. ხალხის უანგარო მსახურმა დიდი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა აჭარაში. აკი, ამიტომაც მიუძღვნეს წიგნი, სათაურით – „წუთისოფელს კაცად შერჩა ბოლომდე“, რომლის იდეის ავტორი გახლავთ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიისა და პედაგოგიური მეცნიერების დოქტორი, პუბლიცისტი, იური ბიბილეიშვილი. რედაქტორი კი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ოთარ სტაჟაძე.

ადერკინ კოპლატაძე
ადერკინ კოპლატაძე

 

საკმაოდ მრავალგვერდიან კრებულში მეგობრებისა და შემფასებელთა აზრებია გაშუქებული, რომლის შესახებაც მინდა უფროს თაობასთან ერთად, ახალგაზრდა თაობამაც იცოდეს ადერკინ კოპლატაძის როლი აჭარის ცხოვრებაში. გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს, რამოდენიმე ავტორის ჩანაწერებიდან:

 

„მისი მცდელობითა და თაოსნობით ბევრი რამ გაკეთდა ბათუმის განვითარების, კეთილმოწყობისა და გამშვენიერებისათვის, მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ბათუმი რომ დღეს ჩვენი ქვეყვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, ამაში საგულისხმო წვლილი მიუძღვის ბ-ნ ა. კოპლატაძის შემოქმედებით ძიებასა და გაქანებას“  (ოთარ სტაჟაძე).

 

„ბ-ნი ადერკინისთანა ახალგაზრდების აღზრდაზე ოცნებობდნენ ჩვენი დიდი პედაგოგები: იაკობ გოგებაშვილი, საბა – სულხან ორბელიანი. ჩვენი მწერლები: ილია, აკაკი, ვაჟა, გალაქტიონი. (პავლე გამყრელიძე).

 

„ბათუმში ყოფნისას თქვენთან გატარებული დღეები ჩემთვის დაუვიწყარია“  (ლადო გუდიაშვილი ).

 

„ბათუმში მოღვაწეობისას ადერკინი იყო  ჩემი მამობილი, უფროსი ძმა, ძმაკაცი, მისი ყურადღება დღევანდელ დღემდე არ მომკლებია“  (გოგი ქავთარაძე).

 

„მე გავიცანი ადერკინ კოპლატაძე, ადამიანი „სკაზკა“ (შალვა კვინტრაძე).

ადერკინ კოპლატაძე! კაცი ცოდნით გამოჩენილი, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული, უამბიციო, უპრეტენზიო, ბუნებით ინტელიგენტი, სიკეთითა და მშვენიერებით სავსე, სამაგალითო მეოჯახე, მეგობრებისათვის თავდადებული და სხვათა დამხმარე“ (რამაზ ფანცხავა).

 

„იგი ქართული ტრადიციების გამტარებელი, ქართული ოჯახის მახვშია, რომელიც ნამდვილ ბურჯად უდგას მეუღლეს, საამაყო შვილებსა და შვილიშვილებს“ (თბილისი, ნელი არღვლიანი).

 

პირადად მე დავსძენდი, რომ ოჯახური განწყობა დიდ როლს თამაშობს სამსახურეობრივ საქმიანობაში და ვფიქრობ, რომ ბ–ნი ადერკინის ულამაზეს მეუღლეს, ქალ;ბატონ ნაზის, რომელმაც სასიქადულო შვილები აღუზარდა, როგორც იტყვიან: „ლომის წილი უდევს ბ–ნი ადერკინის სახელმწიფო მოღვაწედ, ერის კაცად ჩამოყალიბებაში.

 

„ბ–ნი ადერკინის მოღვაწეობა, მისი ცხოვრების წესი სამაგალითოა მომავალი თაობისათვის“. (ანზორ ბალუაშვილი).

 

„ბ–ნი ადერკინი მაშინდელ პარტიულ ზემდგომი ტიპებისაგან, რაღაცნაირი თავმდაბლური სისადავითა და შინაურულობის მყუდრო აურით გამოირჩეოდა“  (ფრიდონ ხალვაში).

 

„წუთისოფელს კაცად შერჩა ბოლომდე! ჩემი რწმენით მარადიულია ბ–ნი ადერკინის ცხოვრება, რომელსაც თავიდან ბოლომდე წითელ ზოლად გასდევს სიკეთის ქმნა“ (სულიკო ინაიშვილი).

 

„ყოველი კეთილი საქმე იმითაა გამორჩეული, რომ მას ღმერთის მადლი ამკობს“  (ადერკინ კოპლატაძე).

 

სწორედ ასეთი მადლით შემკობილმა, სასიკეთო აზრებით გამშჭვალულმა, გამოიჩინა ინიციატივა და 2000 წელს დააფუძნა არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, პენსიონერთა კავშირი, რომლის თავმჯდომარედ კავშირის გამგეობის წევრებმა, თავად ბ–ნი ადერკინი აირჩიეს. პენსიონერთა კავშირი დღემდე არ აკლებს მზრუნველობას სოც. დაუზღვეველ და გაჭირვებულ პენსიონერებს. საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელშეწყობით, პენსიონერთა კავშირის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები ქალაქის რაიონული და რეგიონალური პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარეები. მზრუნველობა გამოიხატება საქველმოქმედო სამედიცინო დახმარებით, წამლებით, პროდუქტებით, ტანსაცმლით, კინოთეატრებში უფასო დასწრებით, საკურორტო მომსახურეობით, მატერიალურად თუ  სხვადასხვა…

 

აი, რა მედგრად აგრძელებს აჭარაში გაკვალულ გზას აღმოსავლეთში, წლებით დახუნძლული ხალასი კაცი, თავის ერთგულ, მუხლჩაუხრელ, გონიერ თანამშრომლებთან ერთად, რომელმაც ისეთივე სიყვარული მოიპოვა აქ თბილისელებში, როგორც მანდ აჭარაში.

 

„ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ხნიერ ასაკში ისეთ ორგანიზაციაში მოვხვდი, რომელსაც ბ–ნი ადერკინი ხელმძღვანელობს“ (თბილისი, ჯემალ ფაშალიშვილი).

 

„ჯერ ერთი იმას ქება არ უყვარს, არც ვაქებ, უბრალოდ, რაც მასში დავინახე, რაც მისგან შევიგრძენი, ყველა ადამიანს რომ ჰქონდეს, ჩვენი ცხოვრება ბევრად ბედნიერი და საინტერესო იქნებოდა“ (თბილისი, ამირან გაფრინდაშვილი).

 

„ვამაყობ ბ-ნ ადერკინთან ურთიერთობით“ (თბილისი, ნიკოლოზ ნეფედოვი).

 

„ბ-ნი ადერკინისთანა ხალხის მსახური, ნეტავი ბევრი გვყავდეს საქართველოში“ (თბილისი, სერგო ხერგიანი).

 

„მათ შორის, ვისთანაც კი მქონია სამსახურეობრივი ურთიერთობა, გამოვარჩევდი ბატონ ადერკინს“ (თბილისი, სერგო მანჯგალაძე).

 

„ასეთ ხელმძღვანელს, როგორიც ბ-ნი ადერკინია, პატიოსნად, უერთგულესად უნდა ედგე გვერდში“ (თბილისი, თინა გოგინავა).

 

„ბ-ნი ადერკინი ჩემთვის ღვიძლ მამასავით მზრუნველი და მოამაგეა“ (თბილისი, ეკა ნასყიდაშვილი).

 

„კაცი ლეგენდა“ (თბილისი, ნანა დარჩიაშვილი).

 

ბატონმა ადერკინმა მწერლობაშიც კი თავისი სიტყვა თქვა. გამოსცა  ბიოგრაფიული კრებული „ჩემი წუთისოფელი“, რომელიც ავტოგრაფით ამშვენებს ჩემი წიგნების თაროს. წაკითხვისას ვფიქრობდი, ნეტავ ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს ამ საუკეთესო კრებულის წაკითხვა, რომ ფურცლებზე გასხივოსნებული სამაგალითო აზრები გაითავისოს და ცოდნა გაიმდიდროს. პირადად მე საკმაოდ ხანდაზმულმა, ცხოვრების მორევში ღრმადჩახედულმა ბევრი რამ ყურად ვიღე, კითხვისას წარმოვიდგინე მოგონებებში ჩაფლული, დღეს მემუარებს ბევრი სწერს, ყველა როდია ზღაპრული.

 

„არ ვიცი რამდენად დამაჯერებლად  ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება მკითხველისათვის, მაგრამ მინდა, რომ ყველამ ირწმუნოს თავისი ძალა, სიძლიერე საკუთარ თავში, დაიჯეროს, რომ მის გარეშე საზოგადოება სრულყოფილი ვერასოდეს ვერ იქნება“ – წერს ბ–ნი ადერკინი. ამ სიტყვებმა სიცოცხლისადმი ინტერესი გამიათკეცა. „ის ვერაიქმს კახაბრობას, ვინც არ არის კახაბერი“  (ეთერ ცივაძე).

 

ამრიგად, დიდ ქართველზე დიდად სათქმელი მოკლედ გიამბეთ, რამეთუ თქვენი გაზეთი პატარა მარგალიტია, რომელშიაც ყველაფერს ვერ  ჩატევ.

 

ბატონო ადერკინ! გილოცავთ 94 წლის იუბილეს, 29 დეკემბერს, გილოცავთ ახალ წელს, ვულოცავ თქვენს ოჯახს.

გმირობა არის ასეთ ასაკში დააბიჯებდე წელგამართული,

იყო უფლის და ერის მსახური, ქუდად გეხუროს ზეცა ქართული.

 

თქვენთან ერთად ვულოცავ სრულიად აჭარას ახალი წლის მობრძანებას, ბათუმელებს, რომლებიც თქვენი მემუარებით უფრო მეტად შემაყვარეთ. 

“ეისითი“: ბათუმის ახალი ლოგო პლაგიატი არ არის

ბათუმის ახალი ლოგო
ბათუმის ახალი ლოგო

„ეს არ არის პლაგიატი“ – ამბობს კომპანია „ეისითის“ კონსალტინგის დირექტორი ირინა დუმბაძე. ეს კომპანია უზრუნველყოფდა ბათუმის ლოგოს შესარჩევი კონკურსის ჩატარებას.

„რაც დაიდო სოციალურ ქსელებში, ეს არის „shutterstock“-ზე, საიტზე, საიდანაც დიზაინერები ყიდულობენ სიმბოლოებს, რომ ინტეგრირება მოახდინონ თავიანთ ნამუშევრებში, ზოგი რაღაც დეტალს იყენებს და ასე შემდეგ. „shutterstock“-ზე დადებული სიმბოლო ნიშნავს იმას, რომ თქვენც შეგიძლიათ იყიდოთ და გამოიყენოთ და ეს არ არის პლაგიატი. პლაგიატი სხვა რამეა, ესაა როცა კომპანიას აქვს თავისი ლოგო და შენ გადმოიღებ პირდაპირ“ – ამბობს ირინა დუმბაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ლოგოტიპი თავისი ვიზუალით შეესაბამება ბათუმს. 

„ბათუმელებმა“ ლოგოს ავტორთან დაკავშირება სცადა, თუმცა მისი ტელეფონი ამ დროისთვის გამორთულია.  

ბათუმის დაწუნებული ლოგო
ბათუმის დაწუნებული ლოგო

გამარჯვებული ლოგოტიპის საპრიზო პრემიაა 1200 ლარი. „ეისითი“ ბათუმის მერიის მიერ 2014 წლის შვიდ მაისს, ბათუმის ბრენდკონცეფციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც სამუშაო 32 ათას ლარად შეასრულა. ბათუმის ლოგო ინტერნეტში ხმის მიცემის საშუალებით კომპანიამ 8 ივნისს გამოავლინა, თუმცა საზოგადოებამ ლოგო ბათუმისთვის შეუფერებლად მიიჩნია და პეტიციაც კი შედგა ლოგოს შეცვლის მოთხოვნით, ამიტომ კომპანიამ ბათუმის ლოგოს კონკურსი ხელახლა გამოაცხადა, ლოგოს შესარჩევად კომისიამ იმუშავა და შედეგები 23 დეკემბერს გახდა ცნობილი.   

ეყოლება თუ არა ბათუმს ჰოკეის გუნდი

 

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიმპიური სტანდარტის მოედანი, რომელიც შეესაბამება საერთაშოსო სტანდარტებს, არის ბათუმში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული ყინულის მოედნის შესაძლებლობები. ანუ სპორტის ის სახეობები, რომელიც თამაშდება  ყინულზე, მაქსიმალურად გვქონდეს ათვისებული. ამავდროულად ძირითადი მიზეზი, რატომაც დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჰოკეის გუნდი შეიქმნას, არის ის, რომ კლუბი გათავისუფლებული იქნება ადმინისტრაციის ხარჯებისგან, განსხვავებით სხვა კლუბებისგან, რომლებიც საჭიროებენ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ისეთს, როგორიცაა, მაგალითად კლუბის დირექტორის დანიშვნა, ბუღალტერიის წარმოებისათვის სხვა ახალი რესურსების მოზიდვა და ა.შ. ეს კლუბი იქნება სპორტულ ახალგაზრდული კლუბის ბაზაზე და ამ კლუბის ბიუჯეტი მოხმარდება მხოლოდ კლუბის სპორტულ განვითარებას და არაფერს სხვას,“- აცხადებს ირაკლი ბერიძე, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი. 

 

მისივე თქმით ბათუმში ჰოკეის გუნდის ჩამოყალიბების იდეას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ჰოკეის ფედერაციის მიერ, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.  

 

„საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციისგან გვაქვს მიღებული დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ინვენტარის გარკვეულ ნაწილს საჩუქრად გადმოსცემენ ბათუმის კლუბს, თუ ეს კლუბი შეიქმნება. ამავდროულად ისინი  გვპირდებიან და ეს დოკუმენტურადაც არის დადასტურებული,  ბათუმელ ახალგაზრდებს, მათ ვინც იქნებიან ასისტენტები ჰოკეის მთავარი მწვრთნელის, ზაფხულში, 2015 წლიდან გაუშვებენ ფინეთში გადამზადებაზე და მოამზადებენ თავიანთი ხარჯებით,“ – ამბობს ირაკლი ბერიძე.  

 

ირაკლი ბერიძის თქმით ამ დროისათვის ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში მხოლოდ ფიგურულ ციგურაობაზე 500 აღსაზრდელი ჰყავთ.  

 

„ყინულის ჰოკეი იქნება კიდევ ერთი დამატებითი სპორტის სახეობა, რომელიც ყინულის მოედანზე ბავშვს მოიყვანს. ვთვლით, რომ ეს იქნება ბათუმელი მშობლებისათვის და  ბავშვებისათვის სტიმული, რომ ყინულზე სასრიალოდ მოვიდნენ. ძალიან კარგად გვაქვს გათავისებული ის პასუხისმგებლობა, რაც უკავშირდება არაპროფესიული სპორტის სახეობისთვის ბათუმში ადგილის დათმობას, მაგრამ ვთვლით, რომ საპილოტე ვერსია ამ კლუბის მუშაობისა 2015 წელს უნდა დაიწყოს და ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ მიღება ჰოკეის კლუბში. ეს იქნება კარგი საშუალება, რომ ბავშვი სპორტით დაკავდეს და თან ჯანსაღი სპორტით, ისეთით, როგორიც არის ჰოკეი,“- აცხადებს ირაკლი ბერიძე.

 

საქართველოში ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია 2004 წლის ოქტომბერში შეიქმნა.  საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი 2008 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა გუნდმა მიიღო. დღეისათვის ყინულის ჰოკეის მოთამაშეთა ოდენობა ქვეყნის მასშტაბით 270 მოთამაშეს აჭარბებს, აქედან 170-ზე მეტი მოზარდია. დღეისათვის საქართველოში ორი სტანდარტული და ორი მომცრო ზომის მოედანი ფუნქციონირებს. ირაკლი ბერიძის თქმით, ბაკურიანის და ბათუმის ყინულის მოედნებზე საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაა შესაძლებელი. 

 

სტუდენტები: უნივერსიტეტი სწავლას გვაძალებს

 

 

სასწავლო წლის დასაწყისში, სტუდენტები თვითმმართველობის წევრებსა და დამოუკიდებელ სტუდენტურ მოძრაობა “ალტერნატივას” წევრებთან ერთად უნივერსიტეტის რექტორთან ბარიერის დაწევის მოთხოვნით შევიდნენ. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც გამოავლენდა გაიზარდა თუ არა სწავლის ხარისხი ბოლო ორი წლის განმავლობაში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ სწავლის ხარისხი გაიზარდა, რასაც სტუდენტები არ ეთანხმებიან.

 

გიორგი ქებულაძე, მესამე კურსის სტუდენტი ფიქრობს, რომ 21-ქულიანი საგამოცდო ბარიერი არ შეესაბამება სასწავლო ხარისხს, სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ამ ცვლილებას: “ჩატარდება კვლევა, მერე კი გავიგებთ არის თუ არა შესაბამისობაში ბარიერი ხარისხთან. მაღალი სასწავლო ბარიერი არ ნიშნავს იმას, რომ სწავლის ხარისხი გახდება უკეთესი. ჩემი აზრით, ორი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში არ შეცვლილა არაფერი, სასწავლო გარემო, ლექტორების პროფესიონალიზმი, თუნდაც სილაბუსებს არანაირი ცვლილება არ დატყობია, როცა გაიზრდება ხარისხი, მერე უნდა გაიზარდოს საგამოცდო ბარიერიც”.

 

უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძე სამწუხარო ფაქტს უწოდებს იმას, რომ სტუდენტებს მსგავსი მოთხოვნა გაუჩნდათ. “უნივერსიტეტის პრეროგატივაა დააწესოს საგამოცდო ბარიერი, სტუდენტს აქვს უფლება მოითხოვოს ხარისხი, რომ უფრო მეტი ვასწავლოთ. სწავლების ხარისხი რომ გაიზარდოს, ამისათვის საჭიროა როგორც მოსწავლემ, ასევე მასწავლებელმა გამოიჩინოს მზაობა. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ჩვენ უნდა მოვამზადოთ სპეციალისტი, რომელიც დასაქმდება, ძალიან დიდი კონკურენციაა, თუ არ შევცვალეთ რამე, ამ კონკურენციას ვერ გაუძლებს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.

 

უნივერსიტეტმა 21-ქულიანი საგამოცდო ბარიერის დაწესების გადაწყვეტილება ორი წლის წინ მიიღო, თუმცა მაშინაც ამ გადაწყვეტილებას სტუდენტების პროტესტი მოჰყვა და ბარიერი 11 ქულამდე დაწიეს იმ პირობით, რომ მომდევნო წელს ისევ გაიზრდებოდა 21 ქულამდე. მომდევნო წელს კი უნივერსიტეტმა ბარიერი მხოლოდ ხუთი ქულით გაზარდა, წელს კი ბარიერი იმ ქულას გაუთანაბრდა, რაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც საგამოცდო მინიმუმია.

 

“ორი წლის წინ სტუდენტებთან გვქონდა შეთანხმება, რომ ბარიერი საბოლოოდ მაინც გაიზრდებოდა 21 ქულამდე, თუმცა ჩვენ პროცესი გადავდეთ იმის გამო, რომ ჩატარდა კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე, ყველა პირი ვალდებული იყო წარმოედგინა კომისიისათვის სალექციო მასალა. ამის შედეგად მოიხსნა დღის წესრიგიდან ლიტერატურის პრობლემა. თავად სტუდენტები ვამუშავეთ ხელშეკრულებით წიგნების დასასკანერებლად, რომ მოხსნილიყო ბიბლიოთეკაში პრობლემა. მთელს უნივერსიტეტში მუშაობს უკვე Wi-Fi, იცვლება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ყოველ დღე ტარდება კონფერენციები, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ვიწვევთ პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტში. ეს მოწმობს, რომ ვმუშაობთ ხარისხის გასაუმჯობესებლად”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.

 

რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის გაზრდის მაჩვენებლად მიაჩნიათ ისიც, რომ უნივერსიტეტმა საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების – Tempus და Erasmus mundus – მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. ასევე, ექსპერიმენტული დარგების განვითარებისთვის გრანტის ფარგლებში უნივერსიტეტში შემოდის ლაბორატორია, რომელიც ნახევარ მილიონადაა შეფასებული. ამ ლაბორატორიის შედეგად, უნივერსიტეტის ბაზაზე იქმნება დასავლეთ საქართველოს ქრომატოგრაფიული ცენტრი.

 

“მე არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საკმარისია უნივერსიტეტისთვის, ბევრი პრობლემა რჩება, რომლის მოგვარებასაც სტუდენტები სამართლიანად მოითხოვენ. დღეს რაც ვისწავლეთ, ის საკმარისი არ არის, კვალიფიკაციის ამაღლება მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ხუთი ქულის შესაბამისი ღონისძიებები უნივერსიტეტში გატარებულია. მთავარია, სტუდენტებმა დამოუკიდებელი საათები სწორად გამოიყენონ”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე და მოსაზრების გასამყარებლად სტატისტიკას იშველიებს.

 

“როცა არ იყო ბარიერი, უნივერსიტეტში გამოცდებზე ჩაჭრილ სტუდენტთა რაოდენობა იყო 40 პროცენტი, 11- ქულიანი ბარიერისას ეს რიცხვი შემცირდა 20 პროცენტით, 16 ქულის დროს კი დავალიანება ჩამოვიდა 15 პროცენტამდე. თუ სტუდენტებს ექნებათ სწავლის მზაობა, პრობლემები ნამდვილად არ შეექმნებათ. სტუდენტები ამბობენ, რომ ამ უნივერსიტეტში მაღალი მომზადების აბიტურიენტი არ შემოდის, აქ ასე არ ხდება, სტუდენტი შემოდის რაღაც დონით და ის აქედან უნდა გავუშვათ უფრო მაღალი დონით”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.

 

21-ქულიანი ბარიერი არ მოსწონს ილია ბერიძესაც. ის მესამე კურსის სტუდენტია და მიიჩნევს, რომ სწავლას არ უნდა აძალებდეს სტუდენტს უნივერსიტეტი: “ჩემი გასული წლების შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, ამ ბარიერის გამო პრობლემები არ შემექმნება, მაგრამ სტუდენტებს ვეთანხმები ხარისხის თემაზე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ბარიერის არსებობას, უნივერსიტეტში არის როგორც სწავლის ხარისხის, ასევე სტუდენტების მოტივაციის პრობლემა, ბევრი სტუდენტი ზარმაცობს. მე არ ვთვლი, რომ სტუდენტს სწავლა უნდა დააძალო, სისტემური პრობლემაა, სტუდენტს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ის უნივერსიტეტში სასწავლებლად მიდის, ამისთვის დაძალება არ უნდა სჭირდებოდეს”, – ამბობს ილია.

 

თუმცა უნივერსიტეტში ისეთი სტუდენტებიც არიან, ვისაც საგამოცდო ბარიერის არსებობა მიზანშეწონილად მიაჩნიათ. ევროპის მცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი თეა ხოხიშვილი ფიქრობს, რომ სწავლის ხარისხს საგამოცდო ბარიერი გააუმჯობესებს. “მოტივაციას გიმაღლებს ბარიერი, როცა ბარიერი 11-დან 16 ქულამდე გაიზარდა, მე უფრო კარგად მოვემზადე გამოცდისთვის. შესაბამისად, უფრო მაღალი ქულები მივიღე, ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ვფიქრობ, ჩემი და არა მარტო ჩემი შედეგები გაიზრდება”, – ამბობს თეა.

 

თვითმმართველობის თავმჯდომარე ზურაბ მესხიძე ფიქრობს, რომ აუცილებელია ბარიერის 21-ქულამდე გაზრდა, რადგან ეს არის მინიმუმი, რაც უნდა დააკმაყოფილოს სტუდენტმა: “საგამოცდო ბარიერი მიმაჩნია ერთ-ერთ საშუალებად სწავლის ხარისხის გასაზრდელად. სტუდენტმა ნახევრად მაინც უნდა ისწავლოს საგანი. ვფიქრობ სულ სხვა თემაა ხარისხი, ამ შემთხვევაში გააჩნია, თუ რა ფაკულტეტზე სწავლობ და ვინ გასწავლის. ბევრი სტუდენტი შემოდის ჩვენთან ლექტორებზე საჩივრით. კვლევის ჩატარების შემდეგ ანალიზი იქნება საკმაოდ რთული”, – ამბობს ზურაბ მესხიძე, რომლისთვისაც მისაღებია ბარიერის გაზრდა, თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი პრაქტიკა თითქმის ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს აქვს: “მე არ ვეთანხმები სტუდენტების მოსაზრებას, თითქოს ეს იყოს ადმინისტრაციის მიერ მოფიქრებული იმის გამო, რომ სტუდენტს საგნების გავლა თავიდან მოუხდეს. თავად რექტორისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ სტუდენტს, რომელიც მიიღებს 16 ქულაზე მეტს, მაგრამ ვერ გადალახავს საგამოცდო ბარიერს, შეეძლება ეს საგანი უფასოდ გაიაროს ხელმეორედ”.

 

ზურაბ მესხიძე აქვე აღნიშნავს, რომ საკუთარი პოზიციის მიუხედავად, მხარს სტუდენტების უმრავლეობას დაუჭერს, როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარე.

 

უნივერსიტეტის რექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ არის ლიმიტირებული სტიპენდიანტების ოდენობა: ამის მიუხედავად უნივერსიტეტის ზოგიერთი მიმართულებით სახელობითი სტიპენდიანტი ვერ გამოვლინდა. “მე პირადად დავაწესე ცხრა სტიპენდია, ვერ მეტყვით სტუდენტს, რომელიც სწავლობდეს და ეკონომიკურად მას უნივერსიტეტი ხელს არ უმართავდეს. სტიპენდიების გარდა უნივერსიტეტში მოქმედებს სოციალური პროგრამები. მთავარია, ისწავლონ”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.

 

 

Exit mobile version