ნაძვის ხე, რომელსაც ცეცხლი გუშინ გვიან ღამით გაუჩნდა, აღდგენილია. აღდგენით სამუშაოებს შპს აჭარგანათება და მერიის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.
სახანძრო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენების მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
საახალწლო ნაძვის ხე გუშინ საღამოს, საზეიმოდ გაიხსნა.