„სამწუხაროა რომ აჭარის მთავრობამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ისეთი სტრატეგიული ობიექტის მიშვნელობა ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნისათვის როგორც საზღვაო აკადემიაა. გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტო, რომლის ბალანსზეც ირიცხება ბათუმის საზღვაო აკადემია, წელს არ მიეცა დაფინანსება.
მათი ასეთი ქმედებები ჩვენ გვაფიქრებინებს რომ ის მოარული ხმები საზღვაო აკადემიის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამება“ – განაცხადა ასმათ დიასამიემ.
ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე ბათუმის საზღვა აკადემიის ადგილმონაცვლეობას უარყოფს.
„ეს არის ცრუ ინფორმაცია. ვიღაცას მოუნდა თამაში და ითამაშა. არანაირი მაგის საფუძველი არ არსებობს, აკადემია ვითარდება ინფრასტრუქტურას ვარემონტებთ, მას სახელმწიფო აფინანსებს და ეს ყველაფერი არის არასწორი“ – უთხრა „ბათუმელებს“ აკადემიის რექტორმა.