Batumelebi | პრესკაფემ წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზე განაახლა პრესკაფემ წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზე განაახლა – Batumelebi
RU | GE  

პრესკაფემ წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზე განაახლა

 

25 დეკემბრიდან პრესკაფეს ერთ-ერთი სერვისი, წიგნების გამოფენა-გაყიდვა  ახალ მისამართზეა წარმოდგენილი. სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ პირველ სართულზე, გორგილაძის ქუჩაზე, 29 ნომერში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და წიგნები შეიძინოთ. მსურველებს საშობაო ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ და  შეიძინონ როგორც საბავშვო, ისე მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა. 

„ვინაიდან პრესკაფემ მისამართი შეიცვალა, დროებით ერთ-ერთი სერვისი, წიგნების გამოფენა-გაყიდვა  გადმოვიტანეთ აქ. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ გაზეთ „ბათუმელების“ აქციაში  და  მიიღონ საშობაო საჩუქარი. ყველას, ვინც იყიდის წიგნს – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, გამოფენაზე გამოტანილი წიგნებიდან შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი წიგნი 10 ლარის ფარგლებში,“ – ამბობს პრესკაფეს მენეჯერი თედო ჯორბენაძე.

27 დეკემბრიდან  გასაყიდად გამოვა წიგნის „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ ინგლისური ვერსია. მისი შეძენა მსურველებს ასევე კლინიკა „ინდიგოს“ პირველ სართულზე შეეძლებათ, სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

????????????????????????????????????

სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ ხელმძღვანელმა პრესკაფეს ფართი უსასყიდლოდ დაუთმო. თათია ანდღულაძე ამის მიზეზს ასე განმარტავს:

„ჩემი აზრით, პრესკაფე არის ის სოციალური სივრცე, რომელიც ძალიან სჭირდება ქალაქს. პრესკაფე ჩემთვის არის ადგილი, სადაც ადამიანებს ეძლევათ ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის, თანამოაზრეების თუ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების გაცნობის და მათთან საუბრის საშუალება.  ასეთი სივრცე არის ქალაქის გული და მინდა მის შენარჩუნებაში ჩემი წვლილი შევიტანო. თუ რამე წვლილს შევიტან, ეს იქნება ჩემთვის საამაყო,“ – ამბობს თათია ანდღულაძე.

ცნობისათვის, წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია „ელფის“, „სულაკაურის“, ,„დიოგენეს“, „პალიტრა L-ის“, „ლოგოს პრესის“, „საბავშვო ენციკლოპედიის“, „საქართველოს მაცნეს“,  „ლაბრინტის“, „პეგასის“, „სიესტას“ და „ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობების მიერ გამოცმეული წიგნები.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე იმუშავებს.

 

 

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"