ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი სოფელ აჭყვისთავში, ასევე ბიაძეების ოჯახს დაატოვებინეს საკუთარი სახლი. ბიაძეების ოჯახმა თავი ნათესავებს შეაფარეს.
კითხვაზე, სად შეაფარეს თავი დოლოგნიდან გამოსახლებულმა ოჯახებმა, ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე ამბობს, რომ დოლოგანში მოქალაქეებს სახლები არც დაუტოვებიათ: “არც ერთი ოჯახი არ გახიზნულა, სანამ წყლის დონემ დაიწია ხალხი მანამდე იყო ქუჩაში გამოსული, როგორც ასეთი ევაკუაცია არ მომხდარა. მდინარის კალაპოტი რომ გაიხსნა, წყლის დონემ დაიწია და ხალხი დაბრუნდა საკუთარ სახლებში, არც აპირებენ იქედან გასვლას. ვთხოვეთ, რომ სხვაგან გადასულიყვნენ, მაგრამ უარზე არიან”.
კითხვაზე, ვინ იღებს ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, რადგან მდინარის კალაპოტი გახსნილია: “თუ ისევ ადიდდა მდინარე, საფრთხე იქნება. თუ მეწყრული მოვლენები განვითარდა, იქედან ვერავინ გაასწრებს. იქ ახლა მორიგეობს როგორც პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, წვიმამ იკლო”.
გურამ ბერიძე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგ მდინარის კალაპოტი გაიხსნა და სტიქიის ზონაში მცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანა არც იყო საჭირო.
მისივე ინფორმაციით, დაიხოცა რამდენიმე ქათამი, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე.
დოლოგანში მცხოვრები ზაზა ჯინჭარაძე კი ამბობს, რომ ამ დროისთვის ის და მისი მეზობლები, – 5 ოჯახი ქუჩაში დგას. მისი თქმით, სახლებში დაბრუნება წარმოუდგენელია, რადგან სახლებიდან რამდენიმე მეტრში მეწყერული პროცესები ვითარდება, ხოლო მდინარე ძალიან ადიდებულია. ზაზა ჯინჭარაძე ამბობს, რომ გამგეობის წარმომადგენლებს არათუ არ შეუთავზებიათ სახლებიდან გახიზვნა, არამედ არც კი მისულან მათი მდგომარეობის გასაცნობად.
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი სოფელ აჭყვისთავში, ასევე ბიაძეების ოჯახს დაატოვებინეს საკუთარი სახლი. ბიაძეების ოჯახმა თავი ნათესავებს შეაფარეს.
კითხვაზე, სად შეაფარეს თავი დოლოგნიდან გამოსახლებულმა ოჯახებმა, ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე ამბობს, რომ დოლოგანში მოქალაქეებს სახლები არც დაუტოვებიათ: “არც ერთი ოჯახი არ გახიზნულა, სანამ წყლის დონემ დაიწია ხალხი მანამდე იყო ქუჩაში გამოსული, როგორც ასეთი ევაკუაცია არ მომხდარა. მდინარის კალაპოტი რომ გაიხსნა, წყლის დონემ დაიწია და ხალხი დაბრუნდა საკუთარ სახლებში, არც აპირებენ იქედან გასვლას. ვთხოვეთ, რომ სხვაგან გადასულიყვნენ, მაგრამ უარზე არიან”.
კითხვაზე, ვინ იღებს ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, რადგან მდინარის კალაპოტი გახსნილია: “თუ ისევ ადიდდა მდინარე, საფრთხე იქნება. თუ მეწყრული მოვლენები განვითარდა, იქედან ვერავინ გაასწრებს. იქ ახლა მორიგეობს როგორც პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, წვიმამ იკლო”.
გურამ ბერიძე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგ მდინარის კალაპოტი გაიხსნა და სტიქიის ზონაში მცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანა არც იყო საჭირო.
მისივე ინფორმაციით, დაიხოცა რამდენიმე ქათამი, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე.
დოლოგანში მცხოვრები ზაზა ჯინჭარაძე კი ამბობს, რომ ამ დროისთვის ის და მისი მეზობლები, – 5 ოჯახი ქუჩაში დგას. მისი თქმით, სახლებში დაბრუნება წარმოუდგენელია, რადგან სახლებიდან რამდენიმე მეტრში მეწყერული პროცესები ვითარდება, ხოლო მდინარე ძალიან ადიდებულია. ზაზა ჯინჭარაძე ამბობს, რომ გამგეობის წარმომადგენლებს არათუ არ შეუთავზებიათ სახლებიდან გახიზვნა, არამედ არც კი მისულან მათი მდგომარეობის გასაცნობად.
სუს-მა გია გოგიტიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეომასალა დღეს, 8 ოქტომბერს, გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მუხაესტატეში გია გოგიტიძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გოგიტიძემ თურქეთის მოქალაქისაგან თხილის გადასამუშავებელი საამქროსათვის ფართის გამოყოფაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 20 000 ლარი მოითხოვა. გამგებლის წარმომადგენელმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 4000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის [11.32 საათი] ელექტროენერგია 14 ათას აბონენტს არ მიეწოდება. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დაუდასტურეს.
ქობულეთის გამგეობაში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო და სპეციალური მობილური ჯგუფები, ასევე შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება.
მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებზე: 0426 26 72 09; 595 70 44 00; 599 85 63 74:
ქედის გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და შემთხვევის განმეორებისას მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება.
„ვითარება დასტაბილურდა, როგორც ჩანს, მდინარე ბზანა დაგუბდა, შემდეგ გასკდა და ხიდთან შეგუბებულმა წყალმა დატბორვა გამოიწვია. ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევიდა წყალი, დაზიანდა ხიდიც. მართალია, ამ წუთებში საფრთხე მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ, შესაბამისად შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ და სტიქიის გამეორების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება,“ – განაცხადა გამგებლის მოადგილემ.
იქ, სადაც მდინარე ბზანა გუბდება, მეწყერი 3 ოქტომბერს განვითარდა. აღნიშნულ მონაკვეთზე შპს „რასე“ ინერტიულ მასალას მოიპოვებს.
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე: „წუხელ 3-4 საათზე უხვი ნალექის გამო წამოვიდა ნიაღვარი, მდინარე აჭყვა გადმოვიდა კალაპოტიდან. მთელი გელაური, სადგური, ჯავახიშვილის უბანი, ახალისოფელი, ბაზრის ტერიტორია და კოსტავას ქუჩაც, ფაქტობრივად დატბორილია. მსხვერპლი არ არის. დიდი ზარალია სოფლებშიც ჩამოწვა მეწყერი, ცეცხლაურში არის გზა გადაკეტილი“.
მობილიზება
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები გურიიდან, ბათუმიდან, ქობულეთის დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურიც.
სულხან ევგენიძე: „ეზოში დიდი წყალია. მოსახლეობას დილით ვაღვიძებდით, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები მეორე სართულზე აეტანათ, ვინც გვიკავშირდება, უსაფრთხო ადგილას გადაგვყავს, მაგრამ სანამ წყალი არ დაშრება ვერაფერს ვერ გავაკეთებთ“.
გზები
დატბორილ უბნებში აკრძალულია მოძრაობა ავტომობილებით.
თუმცა გადაადგილება შეუზღუდავია აღმაშენებლის ქუჩაზე (ცენტრალური ქუჩა), სადაც წვიმას კრიტიკული სიტუაცია არ შეუქმნია.
სკოლები და ბაღები
სკოლებსა და ბაღებში რომელიც აქ მდებარეობდა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
ამჟამად სოფლებში ძლიერი წვიმაა, ქობულეთში შედარებით მცირე. გამგებლის თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია, თუ სად რა მოხდა, საღამოსკენ იქნება ცნობილი.
პატრულს გადაკეტილი აქვს სამების ტაძართან მისასვლელი საავტომობილო გზა |ბარცხანა, ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია
სამებისკენ გზას მთელი დღის განმავლობაში საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. სამების ტაძარზე ასვლის მსურველებს იქვე მდგარი 6 ერთეული მიკროავტობუსი უფასოდ ემსახურებოდა.
გზის სივიწროვის გამო საპატრულო პოლიცია ერთდროულად მხოლოდ ოთხი მიკროავტობუსის გასვლის ნებართვას იძლეოდა. ავტომობილებით კი მხოლოდ იმ პირებს უშვებდნენ, ვისაც სპეციალური საშვი ჰქონდა.
„7 ოქტომბერს ბათუმში, სამების სახელობის ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით, 14:00 საათიდან 02:00 საათამდე, ბარცხანის დასახლებიდან სოფელ სამების მიმართულებით, ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველთათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ავტომანქანებით გადაადგილება იკრძალება. ავტომანქანებით გადაადგილება სოფელ სამების მოსახლეობისთვის ნებდართული იქნება 19:30-დან 22:00 საათამდე.
ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველები ავტომანქანებს ბარცხანის დასახლებაში მდებარე ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალურ ავტოსადგომზე გააჩერებენ“, – წერია საქართველოს საპატრულო პოლიციის დღეს, 7 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა ამავე განცხადებაში არაფერია ნათქვამი სპეციალური საშვების შესახებ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ბათუმელებს” უთხრეს, საშვები ორგანიზატორმა მხარემ, ანუ საქართველოს საპატრიარქომ გასცა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სპეციალური საშვები მოწვეულ სტუმრებს – ეკლესიისა და ხელისუფლების წარმომადნლებს გადასცეს.
„რამდენიც სჭირდებოდა სამღვდელოებას, იმდენი [საშვი] დამზადდა, რაოდენობა არ ვიცი. იმის გამო, რომ ხალხი არ შეზღუდულიყო და კითხვა არ გაჩენილიყო, რომ ვინმეს სამღვდელოებიდან პრივილეგია ჰქონდა, მღვდელმთავრები იყვნენ ავტობუსებით. ამ ავტობუსებს კი ჰქონდათ საშვი. გზა კი სივიწროვის გამო გადაიკეტა, რადგან ორ მანქანას უჭირდა ერთმანეთის გვერდით შევლა“.
ვინ გაიღო მიკროავტობუსებით უფასოდ მომსახურების ხარჯი? – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გვითხრეს, რომ მანქანები მერიას ეკუთვნოდა, ხარჯების შესახებ კი ინფორმაცია არ აქვთ. ბათუმის მერიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და განმარტავენ, რომ არც ხარჯები და არც ავტომობილები მერიას არ გამოუყვია.
რაც შეეხება სტუმრებს ხელისუფლებიდან, ისინი ოფიციალურად დღეს არ ყოფილან სამების ტაძარში. „სტუმრები ხვალ კურთხევაზე არიან დაპატიჟებული“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურში.
ხვალ ბათუმის სამების ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სტუმრობაც იგეგმება.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა ორი ქალი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს “ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“
„საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანები დისკრიმინირებული ჯგუფია, ისინი მარგინალიზებული არიან საზოგადოებაში. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მათი დახმარებით, ვახორციელებთ პროექტს – „დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს“. პროექტის მიზანი საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებაა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის პოლიტიკა, რომელიც ნარკოდამოკიდებული ადამიანებს კი არ დასჯის, არამედ მკურნალობის საშუალებას მისცემს,“ – განაცხადა პროექტის წარმომადგენელმა გიორგი მარჯანიშვილმა პრეზენტაციაზე.
კამპანია ხორციელდება საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია AIDS Foundation East West (AFEW – Ukraine) -ის მხარდაჭერით, პროექტის “Bridging The Gaps: Health and rights for key populations”-ის ფარგლებში, ასევე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან – “თანადგომასთან” და “ბემონთან” თანამაშრომლობით.
შეხვედრაზე დღეს კამპანიის ფარგლებში მომზადებული კლიპიც აჩვენეს.
„როდესაც ჩვენ ვკითხეთ ადამიანებს ფოკუსჯგუფში, თუ რას შეიძლება ეძღვნებოდეს ეს კამპანია, უმრავლეობამ თქვა, რომ სიტყვა „დამოკიდებულება“ მათში იწვევს ნარკოტიკების ასოციაციას. ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მესიჯია ის, რომ დამოკიდებულება არის სხვადასხვაგვარი, დამოკიდებულება შეიძლება იყოს ყავაზე, ნიკოტინზე, ადამიანზე, წამალზე… ბევრი დამოკიდებულება, იგივე ნიკოტინი, ვნებს თვითონ ადამიანს და ასევე გარშემომყოფებსაც, თუმცა, საკუთარი დამოკიდებულების გამო ისჯებიან მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანები.
საზოგადოებაში არსებობს სტერიოტიპები ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ, ნარკოდამოკიდებული ადამიანი მიიჩნევა კრიმინალად, რომელიც გაყიდის ყველაფერს, მოიპარავს და ა.შ. როცა არსებობს ასეთი სტერეოტიპები, ხელისუფლება რადიკალურ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს არსებული სიტუაციის შესაცვლელად არ გადადგამს. ჩვენი მიზანია მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველა ის ორგანიზაცია და ყველა ის პირი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე, გაერთიანდეს და ეს იქნება ერთიანი ხმა, რომელიც შეიძლება მივიდეს ხელისუფლებამდე,“ – განაცხადა სანდრო გვინდაძემ.
საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის ნათია ხარატის თქმით, ნარკომანიასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითები უკვე არსებობს მსოფლიოში და „ველოსიპედის თავიდან გამოგონება“ საჭირო არ არის:
„ნარკომანიასთან ბრძოლაში ჩვენ დავმარცხდით, ძალიან დიდი ფულია და ყოველთვის გამოჩნდება ერთი-ორი ადამიანი, რომელიც ამის გამო ყველაფერს გააკეთებს.
მსოფლიოში არის ხუთი ქვეყანა, რომელთაც, ასე თუ ისე, მოაგვარეს ეს პრობლემა და არ გვჭირდება ველოსიპედის მოგონება. უბრალოდ, შევადაროთ ერთმანეთს, მაგალითად, აშშ-ს და შვეიცარიის მდგომარეობა, სადაც 1980-იანი წლებიდან, როგორც კი შიდსის პრობლემა დადგა, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩაერთვნენ ნარკომომხმარებლები. შვეიცარიაში ნარკოტიკების მოხმარება არის ევროპის მთელ ქვეყნებთან შედარებით 50 პროცენტით ნაკლები.
ავიღოთ ურუგვაი, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ნარკოტიკები ლეგალიზებულია და დაბალი მოხმარებაა ამ ქვეყანაშიც. პორტუგალიაში, სადაც იყო ჰეროინის ეპიდემია, დეკრიმინალიზებულია 2001 წლიდან და ახლა მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი მოიხმარს ნარკოტიკებს, როცა იყო საუბარი ძალიან დიდ ციფრზე. ჰოლანდიაში ასევე… ჩეხეთში ამოქმედებულია ზიანის შემცირების ქსელი, შპრიცების გაცვლის პროგრამა მიდის და შესაბამისად, აივინფექცია ევროპის ყველა ქვეყანასთან შედარებით ნაკლებად ვითარდება. გვაქვს საშუალება ავირჩოთ უკვე გამოგონებული, მოსიარულე ველოსიპედი. ეს საზოგადოებისა და პოლიტიკის გადასაწყვეტია და თუ ნარკოლოგები იმას აღიარებენ, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები უფრო მათი პაციენტები არიან, ვიდრე ციხის კლიენტები, მგონი სიტუაცია უკეთესისკენ შეიცვლება,“ – განაცხადა ნათია ხარატმა.
„მაგ მონაკვეთზე პროექტირება ხდება პარალელურ რეჟიმში და საბოლოო სურათი არ გვაქვს ჯერ გამოკვეთილი. ცოტა რთულია იმის თქმა, თუ როდის უნდა დავასრულოთ სამუშაოები. შესაძლოა პროექტმა რაღაც ცვლილება განიცადოს, შესაბამისად, დასრულების ვადაც გაიწელება, ან პირიქით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ წარმომადგენელმა მიხეილ გიორგაძემ.
კვარიათსა და სარფში ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელიც სახელმწიფოა. კომპანიას მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისისთვის უკვე გახარჯული ჰქონდა 29 მილიონ 441 ათას 335 ლარი. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება. სამუშაოებისთვის დამატებით 10 მილიონი ლარის გამოყოფა [კომპანიის საწესდებო კაპიტალში გადატანა] რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მთავრობამ ერთი თვის წინ დაავალა.
კვარიათი-სარფის გზა 3.10.2015 [თედო ჯორბენაძის ფოტო]
„ბათუმელებმა“ დამატებით თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის კანცელარიიდან გამოითხოვა. მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ: სარფი-კვარიათის სანაპირო ზოლის [კალენდერეს კონცხის მონაკვეთი] ნაპირსამაგრი ნაგებობების პროექტი, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით შეადგენს 44 021 060 ლარს;
აქ არსებული ესტაკადის ზღვის ზემოქმედების შედეგად გამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებების, გზის სავალი ნაწილისა და მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა – 2 273 180 ლარს; მთის ფერდების გამაგრებისა და ქვის ცვენის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟი – 4 241 630 ლარს; ხოლო სარფის მონაკვეთზე ნაპირდამცავი ნაგებობის რეკონსტრუქციისა და ნაპირის [პლაჟის] აღდგენითი სამუშაოების ღირებულება – 8 223 050 ლარს.
მთლიანობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოებისთვის, ამ ეტაპზე, პროექტით 58 758 920 ლარია გათვალისწინებული.
კვარიათი-სარფის გზა 3.10.2015
კომპანიის კაპიტალში, მთავრობის 2013 წლის გადაწყვეტილებით, თავიდან შეიტანეს 30 მილიონი ლარი. სამუშაოები კი 2014 წელს დაიწყო.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, „პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა დამატებითი სამუშაოები ბადეების მონტაჟისას“ და პროექტი 100 ათასი ლარით გაძვირდა.
„საპროექტო მუშაობს გზის გაფართოებაზეც და რაღაც მონაკვეთზე ფართოვდება გზა. რაც შეეხება ლითონის ბადეს, ის იმუშავებს იმ მხრივ, რომ დაიცავს პირველადი ცვენისგან გზას – ანელებს ქვების ცვენას/ვარდნას და გზა გაცილებით უსაფრთხო ხდება. ზოგადად, ქვისა და ლოდის ზომასაც გააჩნია – თუ, დავუშვათ, დიდი ლოდი მოსკდა, ბადეც დაზიანდება,“ – ამბობს მიხეილ გიორგაძე.
2015 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, სარფში ნაპირდამცავი ნაგებობის რეკონსტრუქციისა და პლაჟის აღდგენითი სამუშაოები არ განხორციელებულა და ეს სამუშაოები, როგორც კომპანიაში გვითხრეს, ახლა დაიწყება.
კვარიათის სანაპირო, 3.10.2015
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 მანქანა მოძრაობს, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად კი, გზის ქვედა ფერდი ირეცხება, რაც საფრთხეს უქმნის მის მდგრადობას, შესაბამისად – მასზე მოძრავ ტრანსპორტსა და მგზავრებსაც.
სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ასევე, გზის 932-მეტრიანი კლდოვანი ნაწილი, საიდანაც ინტენსიურად ცვივა ქვა. ციცაბო ფერდობებიდან ლოდები წელიწადის ყველა დროს ერთნაირი ინტენსივობით იყრება და ხშირია მგზავრების, მანქანებისა და ტვირთის დაზიანების შემთხვევები“.
სამინისტროს ინფორმაციით, „ამ ნაწილში გზის უსაფრთხოება არა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითაც რეგულირდება. პროექტის მიხედვით, სანაპიროს მთელ სიგრძეზე შენდება 7,9 მეტრი სიმაღლისა და 3,3, მეტრი სისქის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10-ტონიანი 8500 ტეტრაპოდი“.
კომპანიის მონაცემებით, ადგილზე მიწოდებული და დასაწყობებულია 4 მ/კუბ მოცულობის – 1080, ხოლო 2 მ/კუბ მოცულობის – 175 ცალი ტეტრაპოდი. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულება 2015 წელს იგეგმებოდა.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ: 2015 წლის 5 სექტემბერს ქ.ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაზიანდა 2 ავტომანქანა, რომელთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში იყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განახორციელეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა შსს-ს კუთვნილი ავტომანქანის მძღოლი ი. ანანიძე (როგორც შემთხვევის მონაწილეებმა განაცხადეს, საჭეს სწორედ აღნიშნული პირი მართავდა).
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთის რეგიონული განყოფილების უფროსი გამომძიებლის – ზ.ქედელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად (რაც გულისხმობს მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს), 2015 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით, ზ.ქედელიძე დათხოვნილ იქნა პოლიციის რიგებიდან. საყვედურის სახით დისციპლინური სახდელი დაეკისრათ პოლიციის თანამშრომლებს: შსს-ს კრიმინალური პოლიციის დასავლეთის რეგიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ი.ანანიძეს და პატრულ-ინსპექტორ ბ.გოგიბერიძეს.
შსს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის რეაგირება იყო მყისიერი და ადეკვატური.შსს მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს, სხვადასხვა მედიასაშუალებით ინფორმაციის გავრცელებამდე, გადაამოწმონ ფაქტები შესაბამის უწყებაში, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დეზინფორმაციის გავრცელების გზით”.
გივი თარგამაძემ დღეს, 7 ოქტომბერს, ბრიფინგზე შემდეგი განაცხადა: “აჭარის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის განყოფილების უფროსი ზვიად ქედელიძე რესტორნიდან სამსახურებრივი მანქანით ბრუნდებოდა. საჭესთან თვითონ იჯდა, თანაც არაფხიზელ მდგომარეობაში. მთვრალს საჭე გაექცა და დაეჯახა შემხვედრ მანქანას. სანამ პატრული მოვიდოდა, ბატონმა ზვიადმა თავისი თანამშრომელი ირაკლი ანანიძე გამოიძახა და საჭესთან დასვა, ხოლო დაზარალებულებს ავტომანქანის გაკეთებაზე შეუთანხმდა და ანანიძის ტელეფონი მისცა. ყველაფერმა თითქოს კარგად ჩაიარა – პატრული მოვიდა, აიღო ჩვენებები და წავიდა. თუმცა აქ ახალი პრობლემა წარმოიშვა – აღმოჩნდა, რომ დაზარალებულები ლავასოღლის „ბიჭები“ იყვნენ. რამდენიმე დღეში ანანიძესთან სატელეფონო ზარი გაისმა და აღმოჩნდა, რომ მეორე მხარეს მინდია გორაძე იყო, რომელმაც „ბავშვებისთვის“ ახალი მანქანა მოითხოვა.
შედეგად მივიღეთ 90-იანი წლების პოლიციურ-კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი, რომელმაც უკვე გამოიღო ტრაგიკული შედეგი და კიდევ მოგვიტანს იმავე შედეგს, თუ არ მოხდება მკვეთრი რეაგირება და კრიმინალების თარეშის აღკვეთა“.
“მსგავსი გამოკითხვა ორგანიზაციამ 2013 წელსაც ჩაატარა და წელს ეს შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო, პრაქტიკულად ყველა ნაწილში შემცირებულია ის მაჩვენებელები, რომლებიც 2013 წელს იყო. ყველაზე საგანგაშოდ რაც მიგვაჩნია, გახლავთ ის, რომ 2013 წლის გამოკითხულების 4-მა პროცენტმა განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომას ესწრებოდა, წელს კი მაჩვენებელი შემცირდა 2 პროცენტამდე” – განაცხადა მალხაზ ჭკადუამ.
წინა კვლევის შედეგებისგან განსხვავებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ადგილობრივი მთავრობის მუშაობის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია – 2013 წელს ეს მაჩვენებელი გამოკითხულთა 20% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა. შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვიც, ვისაც მიაჩნია, რომ გამგებელი/მერი სრულად გამოხატავს მათ ინტერესებს, თუმცა ამავდროულად შემცირებულია მათი რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მერი/გამგებელი ამომრჩევლის ინტერესებს საერთოდ არ გამოხატავს: 2013 წელს გამოკითხულთაგან 14%, წელს კი 12% ფიქრობს ასე.
კვლევის შედეგად გაუარესებულია საკრებულოებისადმი დამოკიდებულებაც. თუ 2013 წელს გამოკითხულთა 11% ფიქრობდა, რომ საკრებულო ამომრჩევლის ინტერესს სრულად გამოხატავდა, წელს ეს მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა.
მოსახლეობის მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის სპეციფიკას ძალიან კარგად იცნობს, რაც, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საზოგადოებასთან ურთიერთობას არასაკმარის დროს უთმობენ.
ინფოგრაფიკა: transparency.ge
“ეს გამოკითხვა გვაძლევს სურათს, რომ წლიდან წლამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლების მიმართ იკლებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოწვეულია ისეთი პრობლემებით, როგორიცაა: ნაკლები კომუნინაცია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა და მისდამი ანგარიშვალდებულების კლება წლიდან წლამდე,” – ამბობს მალხაზ ჭკადუა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც სტაბილურია 2013 წლიდან დღემდე, ეს არის თვითმმართველობისადმი მოსახლეობის ნეიტრალური დამოკიდებულება.
„- რა არის იმის მიზეზი, რომ ნარკოდამოკიდებულება საზოგადოების ლამის ყველა სფეროს ეხება, თუმცა დიდი ნაწილის მიერ აღიქმება კრიმინალად? რამდენად ეფექტური და შედეგების მომცემია ნარკოდამოკიდებულ პირთა დასჯა? რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა რიცხვის შესამცირებლად?“ – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხების ძიება მთელი კამპანიის პერიოდში გაგრძელდება.
დღევანდელ პრეზენტაციის დამსწრე საზოგადოებას აჩვენებენ კამპანიის ფარგლებში დამზადებული ვიდეორგოლს, რომელშიც მონაწილეობენ დუტა სხირტლაძე,რუსუდან გოცირიძე, მერსი სულხანიშვილი და სხვა ცნობილი სახეები… – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ორგანიზატორებისთვის ბევრი საკამათო თემის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: “დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს“.
“ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ იმის გამო, რომ არიან ავად, ნარკოდამოკიდებულება კი ისეთივე დაავადებაა, როგორც ნებისმიერი სხვა”, – მიაჩნია AFEW Ukraine-ს წარმომადგენელს, ანასტასია შებარდინას.
კამპანია ხორციელდება საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია AIDS Foundation East West (AFEW – Ukraine) -ის მხარდაჭერით, პროექტის “Bridging The Gaps: Health and rights for key populations” ფარგლებში, ასევე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან – “თანადგომასთან” და “ბემონთან” თანამაშრომლობით.
დღეს დაგეგმილ ცერემონიალთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
„მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შეასრულებს სამების დედათა მონასტრის ტაძრის კურთხევას, რის შემდეგაც აღასრულებს ღამისთევით საღმრთო ლიტურღიას. ხოლო ხუთშაბათს 8 ოქტომბერს 2 საათზე მობრძანდება უწმინდესი და უნეტარესი…“
შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამების ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით, 14:00 საათიდან 02:00 საათამდე, ბარცხანის დასახლებიდან სოფელ სამების მიმართულებით, ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველთათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ავტომანქანებით გადაადგილება იკრძალება.
სამების ტაძრის მშენებლობა რვა წლის წინ დაიწყო. მშენებლობის ფინანსური მხარდამჭერი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი შალვა ბრეუსი იყო.
ავტომანქანებით გადაადგილება სოფელ სამების მოსახლეობისთვის ნებადართული იქნება 19:30-დან 22:00 საათამდე. ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველები ავტომანქანებს ბარცხანას დასახლებაში მდებარე ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალურ ავტოსადგომზე გააჩერებენ.
აგროსერვისცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ორი წლის გაშენებულ სანერგეში 1,5 ტონა ყურძნის მოსავალი დაიკრიფა, რომელიც დაიწურება და ღვინო ახალაშენებულ ღვინის სახლის ქვევრში მოთავსდება. აგროსერვისცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიში. ამ ეტაპზე სანერგეში 32-მდე ვაზის ჯიში ხარობს.
რთველის მონაწილეებმა მშენებარე ღვინის სახლიც დაათვალიერეს, რომელიც რეგიონში აგრობიზნესისა და აგროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შენდება. ღვინის სახლის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ამ ეტაპზე გარე ფასადისა და შიდა ინტერიერის მოპირკეთება მიმდინარეობს. შენობის გახსნა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.
„საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი -„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას“ ;
2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“ – კითხულობთ ბრძანებაში, რომელსაც ხელს სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე აწერს.
ავთო ქვარაია ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის #5-ში მდებარე სახლში ცხოვრობს. სახლის გვერდით, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს, რომლის მხოლოდ ფასადია შენარჩუნებული, ეზოში კი და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „სლავა 2015“ აქ შვიდსართულიან სახლს აშენებს.
ავთო ქვარაია ამბობს, რომ სახლის მშენებლობისას ჯერ მისი ბელეტაჟის სახურავი დაზიანდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საძირკვლის გათხრა დაიწყეს, მისი სახლის სარდაფის კედელი ჩამონგრა, სახლში კი ბზარები გაჩნდა.
ჩამონგრეული სარდაფი
„სახლს აქვს ორ მეტრამდე საძირკველი. ამის ქვემოთ კიდევ სამი მეტრი ამოთხარეს. ქვიშაა ქვემოთ. დაინგრევა სახლი, აბა რას იზამს. ბზარები გაჩნდა კედლებზე, ჭერზე და ყოველ დღე ემატება ბზარები ბელეტაჟს. პატრულიც გამოვიძახეთ, მითხრეს, საშიშია ამ სახლში გაჩერებაო. ახლა ველოდები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, 600 ლარი გადავიხადე, რომ 5 დღეში იყოს მზად. ისე სამი თვე უნდა დავლოდებოდით და სამ თვეში ეს სახლი დაინგრევა,“ – ამბობს ავთო ქვარაია.
ბზარები ჭერზე
შპს „სლავა 2015“ -ის წარმომადგენელი მურმან ჯინჭარაძე ამბობს, რომ კლდიაშვილის #5-ში ბელეტაჟის დაზიანების შესახებ ინფორმირებულია და დროებით სამშენებლო სამუშაები შეაჩერა: „ჩამოსხმებს ვაკეთებთ, არმატურები ჩავაწყვეთ და ვამაგრებთ საძირკველს. მანა, სანამ ეს არ დამთავრდება, ყველა სამუშაო შეჩერებულია.“
ავთო ქვარაია ამბობს, რომ კომპანიამ მას სახლის დათმობის სანაცვლოდ კორპუსში საცხოვრებელი ფართობი შესთავაზა, თუმცა იგი ამაზე თანახმა არ არის: „ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ჩემი წინაპრები ბათუმის მშენებლობა რომ დაიწყო, მაშინ ჩამოვიდნენ აქ. არ მინდა მე კორპუსი. 30 წელია ზღვაში ვარ და კიდე კორპუსში ვიყო?! მე მინდა ჩემს პატარა ეზოში ყვავილებს მოვუარო სიბერეში. ბათუმი ასეთი ბელეტაჟი სახლების ქალაქია. მეზღვაური, 30 წელია კაპიტანი ვარ, სურვილი რომ მქონდეს, შემეძლო დაშენება, მაგრამ არ მინდა.“
ვაჟა-ფშაველას #13-ში არსებული სახლიდან, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 2 ივლისს მიენიჭა, ამჟამად მხოლოდ ფასადია დარჩენილი. აივანზე მოხსნილია რკინის მოაჯირიც. „სლავა 2015“-ის წარმომადგენელი მურმან ჯინჭარაძე ამბობს, რომ მოაჯირი გაწმენდისა და რესტავრაციის შემდეგ ისევ დამაგრდება.
„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეუთანხმებლად ჩვენ არ ვმუშაობთ, ისე ვერ მოვხსნიდით. სახლის ფასადი იქნება შენარჩუნებული.“
ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი მას შემდეგ მიანიჭეს, როცა სახლის დემონტაჟი ფაქტობრივად უკვე დაწყებული იყო. დემონტაჟისგან XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლი, ვერც ძეგლის სტატუსმა დაიცვა.
სიახლეა ის, რომ ქუთაისის ქუჩის შვიდ ნომერში არსებული ორგანიზაცია “იდენტობა” უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ყველა იმ ადამიანს ბათუმში, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. იურისტები თბილისში, ქუთაისსა და ახლა უკვე ბათუმშიც მსხვერპლ ქალებს უფასოდ დაეხმარებიან პოლიციასთან ურთიერთობაში, სარჩელის დაწერასა და სასამართლოში წარდგენაში, ასევე ალიმენტის დაკისრების თაობაზე სასამართლო პროცესებზე იქნებიან მსხვერპლის წარმომადგენლები. ორგანიზაციამ ბათუმში მუშაობა მესამე თვეა რაც დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ათამდე კონსულტაცია გაუწია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
მსხვერპლებთან მუშაობის გამოცდილების შემდეგ ორგანიზაციის იურისტი გვანცა ლომაია “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ოჯახში ძალადობა მიიჩნევა ტაბუდადებულ თემად, ამიტომაც მისი შეფასებით, ოჯახში ძალადობის ფაქტების თითქმის 80% საზოგადოებისთვის უცნობია: “ხალხი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის პრობლემაა და მათი მოსაგვარებელია. ოჯახში ძალადობის დროს არ გვყავს ერთი დაზარალებული, როცა მამა ურტყამს დედას, იქვე მყოფი არასრულწლოვანი ბავშვები ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ოჯახში ძალადობა არის სახელმწიფოს პრობლემა, თუ სახელმწიფოს უნდა, რომ ჰყავდეს ჯანსაღი საზოგადოება, უნდა იზრუნოს ჯანსაღი გარემოს შექმნაზე”.
გვანცა ამბობს, რომ არსებობს კვლევა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე. კვლევის მიხედვით, ყველა მე-11 დაოჯახებული ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა დაახლოებით 31% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო რესპონდენტთა 35%-ის თქმით, მეუღლეები აკონტროლებენ მათ საქმიანობას. ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 78%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის პრობლემაა და ოჯახშივე უნდა მოგვარდეს. კიდევ ერთი პრობლემა კი არის სამართლებრივი ბერკეტების არ ცოდნა. მსხვერპლმა არ იცის, თუ რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს ძალადობის თავიდან ასაცილებლად: “მათ არ იციან, რომ აქვთ თავშესაფარში განთავსების, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოთხოვნის უფლება. არის კიდევ ეკონომიკური პრობლემები, როგორც წესი, ძალადობის მსხვერპლი ქალები ეკონომიკურად ოჯახში კაცებზე არიან დამოკიდებულები. მათ მარტო დარჩენა იმის გამო ეშინიათ, რომ ბავშვები შიმშილით დაეღუპებათ. ამიტომაც თავს არიდებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას”.
გვანცა ამბობს, რომ მსხვერპლ ქალებს ძირითადად აინტერესებთ, რა სავარაუდო შედეგი შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივ დავას, აინტერესებთ, როგორი იქნება შვილის მემკვიდრეობითი უფლებები განქორწინების შემთხვევაში: `ერთი ქალი იყო მოსული, რომელსაც ოთხი წლის წინ შვილი წაართვა მეუღლემ. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შვილი მიკუთვნებული ჰყავს დედას, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ სრულდება. მამამ წაიყვანა შვილი და შეაზიზღა დედა. იმდენად აქვს დედის მიმართ აგრესია გამჯდარი მოზარდს, რომ მან დედის დანახვაზე ყვირილი დაიწყო, ბავშვი ახლა ცხრა წლისაა და მამასთან ცხოვრობს”.
მეორე მსხვერპლს, რომელმაც ორგანიზაცია “იდენტობას” ბათუმში მიაკითხა, პირობით ელენა ჰქვია. ელენას ქმარი ალკოჰოლზეა დამოკიდებული. ელენა ბათუმში ორ მცირეწლოვან შვილთან და ქმართან ერთად ცხოვრობს. ის “იდენტობის” იურისტს მოუყვა, რომ მისი ქმარი ალკოჰოლის გარეშე უფრო აგრესიული იყო, მას ბავშვების თანდასწრებით სცემდა, ამტვრევდა საყოფაცხოვრებო ნივთებს, ცოლი იძულებული იყო კრედიტებით აღებული ფულით ქმრისთვის ალკოჰოლი ეყიდა. ერთხელაც ძალადობის დროს, 15 წლის შვილი ჩაერია. მამამ ამჯერად მოზარდიც სასტიკად სცემა, სახეში შეაფურთხა და შეურაცხყო. ელენა ბავშვებთან ერთად მშობლების სახლში წავიდა, დახმარებისთვის კი “იდენტობას” მიაკითხა. როგორც ელენა “იდენტობის” იურისტს მოუყვა, მისი ქმარი, შინ მარტო დარჩენის შემდეგ, ყიდის საყოფაცხოვრებო ნივთებს, მაგალითად, მაცივარი გაყიდა 50 ლარად:
“ელენას დავუწერე განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გულისხმობს ყადაღის დადებას ნივთებზე. ქმარს აღარ ექნება ბინიდან ნივთების გაყიდვის შესაძლებლობა. კანონით დადგენილია, რომ ამ განცხადებიდან 10 დღის შემდეგ სარჩელი უნდა შეიტანოს ცოლმა განქორწინებაზე. მაშინ, როცა განცხადება უნდა წარგვედგინა სასამართლოში, დამირეკა და მითხრა, რომ სხვა, არასამართლებრივი გზით აპირებდა პრობლემის მოგვარებას. მას არ სურდა შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოყენება, ვინაიდან ეს იყო დროებითი ღონისძიება. როცა მისი ქმარი ადრე 30 დღით წაიყვანეს ციხეში, შინ დაბრუნებულმა კიდევ უფრო მეტად იძალადა ცოლზე. მას ამიტომაც აღარ უნდოდა სასამართლოს გზით წასვლა”.
გვანცა ლომაია ამბობს, რომ მზადდება კანონპროექტი, რომელიც ძალაში მომავალ წელს შევა – ციხიდან მოძალადის გათავისუფლების შემდეგ უბნის ინსპექტორს დაევალება, გააკონტროლოს ადამიანის ქცევა, რომელიც სასჯელს ძალადობის გამო იხდიდა. გვანცას შეფასებით, ეს იქნება ეფექტური ღონისძიება სახელმწიფოს მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 16 სექტემბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს ოჯახში ძალადობის 634 ფაქტი დაფიქსირდა, დევნა დაიწყო 564 პირის მიმართ.
„ქალაქ ბათუმის მერიას აქვს ვალდებულება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდოს საარჩევნო უბნების ჩამონათვალი და მანვე უნდა უზრუნველყოს გარკვეული რაოდენობის საარჩევნო უბნების ადაპტირება, დაახლოებით 20 პროცენტის. ერთი წელია დარჩენილი არჩევნებამდე, მაგრამ თუნდაც 20 საარჩევნო უბნის ადაპტირება არ არის ადვილი და გვინდა აქედანვე დავიჭიროთ თადარიგი. ჩვენი სიმბოლური აქციით მოვუწოდებთ მერიას დაიწყოს მოქმედება დღესვე, ამ საქმეს სჭირდება დიდი ძალისხმევა და ერთი და ორი თვე არ ქნება საკმარისი. ჩვენ წინააღმდეგი ვართ დროებითი პანდუსების, ათჯერ გაკეთებას სჯობს ერთხელ და სტანდარტების დაცვით, რომ არ იყოს ტრამპლინები და მთამსვლელები რომ გვჭირდება, იმ ტიპის პანდუსები. ამიტომ საჭიროა დიდი შრომა და გვინდა აქედან დაიწყონ მუშაობა ამისათვის,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ირაკლი ყურუამ, აქციის კოორდინატორმა.
აქტივობა ხორციელდება პროექტის – „ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ამაღლება“ – ფარგლებში. პროექტს ახორციელებს მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, ხოლო მისი ფინანსური მხარდამჭერია ცენტრალური საარჩევნო კომისიის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრი“.
სასამართლოზე პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ხარაზს დაკავების დროს არ გაუწევია წინააღმდეგობა, ამიტომ მათი სურვილია სასამართლომ ის დააჯარიმოს და არ დააპატიმროს.
დაცვის მხარის განცხადებით, რეზო ხარაზის დაკავება მოხდა უკანონოდ, არაუფლებამოსილი პირების მიერ. ადვოკატის, მირდატ ქამადაძის თქმით, გაურკვეველია, ხარაზის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს ვისი წესრიგი დაირღვა: „სიტყვა სირი ლექსიკონში არაა განმარტებული, როგორც შეურაცხმყოფელი.” ადვოკატოს თქმით, ეს სიტყვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.
სასამართლოში ასევე გაირკვა, რომ არ არსებობს ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ რეზო ხარაზმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.
მოსამართლის, ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, რეზო ხარაზი მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად და მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.
111 წლის ემინე ანთაძე იაპონელ ჟურნალისტებთან/ფოტო. ასოციაცია „ღორსეული სიბერე“
„ჟურნალისტი რიე სუბუკი და ოპერატორი ტოშიფუნ ნაგანუმა გადაღებების მსვლელობისას აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ დღეგრძელი ადამიანების სიცოცხლისუნარიანობის, საღი აზროვნებისა და მხედველობის გამო,“ – ამბობს ასოციაციაციის ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე.
მისი თქმით, იაპონელი ჟურნალისტები მეორედ იმყოფებიან აჭარაში. „იაპონიაში ხანდაზმულებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ ას წელს გადაცილებული ადამიანები, ქობულეთის მუნიციპალიტეტში კი ასეთი ადამიანები ყველაზე მეტია“.
ნანა კალანდაძის თქმით, იაპონელი ჟურნალისტები საქართველოში სააგენტო „საკურას“ ხელშეწყობით იმყოფებიან. „იაპონელი ჟურნალისტები აჭარაში ერთი კვირა დარჩებიან. როგორც გვითხრეს, დოკუმენტურ ფილმს ერთ თვეში გააკეთებენ და ელექტრონულად მოგვაწვდიან“.
ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინსპექტირების შედეგად დარღვევები გამოვლინდა, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, თეიმურაზ ფუტკარაძის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ სამინისტროდან არასწორად მოთხოვნილმა თანხამ 172.29 ლარი შეადგინა, რომლის უმეტესი ნაწილი (129.19 ლარი), დღეის მდგომარეობით, უკვე დაბრუნებულია, დარჩენილი თანხის დაბრუნების პროცესი კი მიმდინარეობს. პაციენტებისთვის ზედმეტად მოთხოვნილი თანხა 32.1 ლარია, რომელიც საავადმყოფომ ასევე უნდა დააბრუნოს.
მონიტორინგის სამსახურის უფროსის განმარტებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1 505,55 ლარის ოდენობით. დაწესებულებამ უკვე გადაიხადა ბიუჯეტში 704.99 ლარი, დანარჩენი კი დაბრუნების პროცესშია.
ინსპექტირების შედეგად ასევე დადგინდა, რომ შპს „უნიმედ აჭარას“ (ბათუმის რეფერალური საავადმყოფო) ჯანდაცვის სამინისტროსგან ზედმეტად ჰქონდა მოთხოვნილი 2 333.60 ლარი, რომელთაგან დღეის მდგომარეობით, ბიუჯეტში დაბრუნებულია 2 198.60 ლარი. დაწესებულებას პაციენტებზე (ჯამში 10 პაციენტზე), ასევე ზედმეტად ჰქონდა მოთხოვნილი 552.40 ლარი, რომელთაგან დაბრუნებულია მხოლოდ 54 ლარი, 498.40 ლარი კი დაბრუნების პროცესშია.
თეიმურაზ ფუტკარაძის განმარტებით, ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო, შპს „უნიმედ აჭარას“ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2 238.14 ლარის გადახდა, რომელთაგან ბიუჯეტში გადახდილია 1061,61 ლარი, დანარჩენი კი დაბრუნების პროცესშია. კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინსპექტირებისას დარღვევები გამოვლინდა, ქობულეთის სამედიცინო ცენტრია.
დაწესებულებას სამინისტროდან არასწორად ჰქონდა მოთხოვნილი 150 ლარი, რომელიც სრულად დააბრუნა ბიუჯეტში. ასევე გადაიხადა პირგასამტეხლო – 143.52 ლარის ოდენობით, რომელიც დაწესებულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა. სამედიცინო ცენტრს პაციენტთან მიმართებაში ანგარიშსწორებაში დარღვევა არ ჰქონია.
თეიმურაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების ინსპექტირება 2-4 კვირის წინ დასრულდა და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ სამინისტროსთვის არასწორად მოთხოვნილი თანხის ნაწილი, ჯერ კიდევ დაბრუნების პროცესშია.
გასულ წელს პაციენტებზე დასაბრუნებელი თანხა – 19.90 ლარი აქვს დარჩენილი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს. თეიმურაზ ფუტკარაძე: „ეს თანხა გასაცემია სამ პაციენტზე. როგორც დაწესებულებაში გაგვიმარტეს, პაციენტები არიან ინფორმირებული ამის შესახებ, მაგრამ ისინი რეგიონებიდან არიან და ამ თანხის გამო ჩამოსვლა არ უღირთ, რადგან ტრანსპორტირება უფრო ძვირი უჯდებათ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ თუ ეს პაციენტები მომავალში აღმოჩნდებიან ამ სამედიცინო დაწესებულებაში, აუცილებლად გამოუქვითონ ეს მათ თანხა, ან გაუსწორონ ანგარიში“.
“ამჟამად ვიმყოფებით გრიბოედოვის ქუჩაზე, სამმართველოსთან. დაახლოებით ორი საათის წინ დააკავეს რეზო ხარაზი,” – უთხრა “ბათუმელებს” უმაღლესი საბჭოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ასმათ დიასამიძემ. მისი თქმით, რეზო ხარაზის დაკავების მიზეზი პოლიციელებთან შელაპარაკება გახდა.
„გუშინ ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი გამოსულა ბარათაშვილის ქუჩიდან, უკან არჩილ ხაბაძის კორტეჟი მოჰყვებოდა, ზებრაზე გზა დაუთმია ქვეითისთვის და დღეს ეს ადამიანი მთავრობის სახლთან გააჩერეს და მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვეს. რეზოც ახლდა, მოითხოვა ახსნა-განმარტება და მოხდა შელაპარაკება,” – აღნიშნა ასმათ დიასამიძემ.
“შენ ბევრს ლაპარაკობო, ასე უთხრეს. ეს ყველაფერი მოხდა არჩილ ხაბაძის სამსახურის წინ, “საჩუქარი” გაუკეთეს, როგორც ჩანს. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ იმას, რაც მოხდა ქუთაისში. ვნახოთ რამდენს დაგვიჭერენ,” – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ “ბათუმელებთან”.
სემინარები თბილისში 17-18 სექტემბერს მსოფლიო კარატის ფედერაციის ინსტრუქტორმა დევიდ ბენატელომ ჩაატარა. აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა სურმანიძემ სპორტსმენებს დიპლომები გადასცა.
შვიდმა კარატისტმა ბათუმიდან საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა
გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი: გაქვავებული ტყე
სამცხე-ჯავახეთი მთიანი ხეობებით, სწრაფი მდინარეებითა და ტბებით გამორჩეული რეგიონია. საქართველოში ყველაზე მეტი – 80-მდე ტბა სწორედ ამ მხარეშია. ყველაზე დიდი ტბა ფარავანია. აქ ცივიდა სუსხიანი ზამთარია. ამიტომ ზამთრობით ტბებზე რამდენიმესანტიმეტრიანი ყინულია. ეს რეგიონი განსაკუთრებულად მიმზიდველია თევზაობის მოყვარულებისთვის, რადგან ტბები მდიდარია სხვადასხვა სახის თევზით. სამცხე-ჯავახეთში მთავარ პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურა და სასტუმროები. ამ ადგილების მონახულების დროს ღამის გათევა სოფლებში, საოჯახო ტიპის სასტუმროებშია შესაძლებელი, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 20-ია.
„ზოგს თოვლიანი პერიოდი აინტერესებს, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი ეკოტური მაინც ზაფხულშია“, – ამბობს მთვარისა თარხნიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ტურისტული ტურების მოწყობითაა დაკავებული და რამდენიმე ადგილს გვთავაზობს ეკოტურის მოსაწყობად:
ფარავანის ტბა
ზღვის დონიდან 2073 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ყველაზე დიდი ტბაა საქართველოში. მისი სიგრძე 9,5 კმ-მდე აღწევს, სიგანე – 6 კმ-ს, სიღრმე კი – 3,8 მეტრია. ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აბულ სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორისაა მოქცეული. ტბა ზამთრობით იყინება და ყინულის სისქე 47-73 სანტიმეტრამდე აღწევს. ზაფხულობით კი ლამაზი პეიზაჟის ნახვის გარდა ფარავნის ტბა მიმზიდველია თევზაობის მოყვარულებისთვისაც. ტბაში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი: ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვა. ფარავნის ტბასთან ახლოს მდებარეობს სოფელი ფოკა, სადაც ეთნიკურად სომეხი ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს. ნინოწმინდაში მისულებს შეგიძლიათ მოინახულოთ საღამოს ტბაც, რომელიც ნინოწმინდიდან 13 კილომეტრის დაშორებით, სოფელ საღამოსთან მდებარეობს.
ფარავნის ტბა | ფიტო:moe.gov.ge
საღამოს ტბა | ფოტო: samtskhe-javakheti.gov.ge
„სოფელ საღამოში კარგი ამინდის დროს შუა დღის მერე ბინდბუნდია, თითქოს მოღამდაო, ამ მახასიათებლიდან გამომდინარე, ამ ტერიტორიას სოფელსაც და ტბასაც – საღამო დაერქვა“, – ამბობს ისტორიკოსი, მკვლევარი და ახალციხის მუნიციპალიტეტში განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი რევაზ ანდღულაძე.
ტაბაწყური
ბორჯომისა და ახალქალაქის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის საშუალო სიღრმე 15 მეტრი, მაქსიმალური კი 40 მეტრზე მეტია. დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე ტბა გაყინულია. ირგვლივ სოფლები – მოლითი და ტაბაწყური მდებარეობს.
ტაბაწყურის ტბა
წუნდის ტბა
6 მეტრი სიღრმის ტბა ასპინძის სოფელ ნოქალაქევში მდებარეობს. მის გვერდით მდინარე მტკვარი მიედინება. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც თამარ მეფე თითქოს ამ ტბის ანარეკლით ისწორებდა თმას. ამიტომ ეს ტბა „თამარის სარკის“ სახელითაც არის ცნობილი.
წუნდის ტბა | ფოტო: samtskhe-javakheti.gov.ge
კარწახისტბა
იგივე ხოზაფინის ტბა, ერთადერთი ტბაა საქართველოში, რომელიც საზღვარს წარმოადგენს და საქართველოსა და თურქეთს აერთიანებს. ტბის ნახევარი – ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილი საქართველოში ხოლო სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი თურქეთში მდებარეობს. კარწახის ტბა ახალციხის მუნიციპალიტეტშია და ზღვის დონიდან 1799 მეტრზე მდებარეობს. კარწახის აუზის ფართობი 158 კვადრატული მეტრია. სიღრმე მხოლოდ ერთ მეტრს აღწევს.
კარწახის იგივე ხოზაფინის ტბა ერთადერთი ტბაა საქართველოში რომელიც საზღვარზე დებარეობს, ტბის ნახევარი საქართველოში ნახევარი კი თურქეთში მდებარეობს
გაქვავებული ტყე
დაცული ტერიტორიების სააგენტომ „გაქვავებულ ტყედ“ წოდებული 365 ჰექტრამდე ტყე უნიკალურად გამოაცხადა და ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „გაქვავებული ტყე“ ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს წარმოადგენს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ასეული წლის წინ ტყის მასივი მიწაში დაიმარხა და უჰაერო სივრცეში გაქვავდა. „გაქვავებული ტყე“ ზღვის დონიდან 1600-2100 მეტრ სიმაღლეზე, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, უტყისუბანში მდებარეობს.
გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი: გაქვავებული ტყე | ფოტო: apa.gov.ge
რაფტინგი მდინარეებზე
მთვარისა თარხნიშვილის თქმით რაფტინგისთვის, იგივე ჯომარდობისთვის, სამცხე-ჯავახეთი მაღალი მთებითა და სწრაფი მდინარეებით საუკეთესო ადგილია საქართველოში. „სამწუხაროდ, ახლა გახდა ჯავახეთში ეკოტურიზმი მიმზიდველი, აქამდე ამ მიმართულებით ერთადერთი, რაფტინგი ტარდებოდა, ძირითადი ინტერესი კულტურულ ძეგლებზე იყო სამცხეში“, – ამბობს მთვარისა თარხნიშვილი და დასძენს, რომ ჯავახეთს დიდი პოტენციალი გააჩნია ეკოტურიზმის განვითარებისთვის. ის სამცხე-ჯავახეთში, უცნობ და ეკოტურისტულ და ზოგადად, ტურისტულის მქონე და ჯერ კიდევ შეუსწავლელ მხარეებად მიიჩნევს ურაველის ხეობას სამცხეში და ნინოწმინდას – ჯავახეთში.
დიახ, ხელფასი გაეზრდა საჯარო სკოლაში დასაქმებულ ყველა მასწავლებელს. პირველ რიგში გაიზარდა საბაზისო ხელფასი, მაგრამ მასწავლებლის ხელფასი გარკვეულ კოეფიციენტზე მრავლდება და 50 ლარით კი არა, უფრო გაზრდილი გამოდის. მასწავლებლის ხელფასი განსხვავებულია სტაჟის მიხედვით, ასევე იმის მიხედვით: მაგისტრია, ბაკალავრია თუ დოქტორის ხარისხი აქვს. არის შესაბამისი ცხრილი, რომლის მიხედვითაც დგინდება ეს.
რაც შეეხება სერტიფიცირებულ მასწავლებლებს…
ყველა მოქმედი მასწავლებელი არის პრაქტიკოსი მასწავლებელი. ვინც გასულ წელს იყო სერტიფიცირებული ან წელს ჩააბარა გამოცდები, ესენი არიან უფროსი მასწავლებლები. არის პრაქტიკოსი მასწავლებელი, შემდეგ არის უფროსი მასწავლებელი და ასევე, გვყავს რამდენიმე წამყვანი მასწავლებელი, ესენი არიან სერტიფიცირებული მასწავლებლები დოქტორის ხარისხით. უფროსი მასწავლებლის დანამატი 160 ლარია, წამყვანი მასწავლებლის – 250 ლარი, მენტორის – 300 ლარი.
იზრდება თუ რა იმ პედაგოგების ხელფასი, ვინც აქამდე ათას ლარს იღებდა?
ათას ლარს ვინც იღებდა, მათი ხელფასი იგივე რჩება. თუ ამ სქემის მიხედვით ეს პედაგოგები ავლენ ზედა საფეხურზე და მათი ხელფასი გადააჭარბებს ათას ლარს, მაშინ აიღებენ მეტს, მანამდე იგივე რჩება. სამომავლოდ დაგეგმილია, რომ მასწავლებელი როცა გახდება წამყვანი მასწავლებელი, ახლანდელი გათვლებით მას უნდა ჰქონდეს ხელფასი 1250 ლარი. ამ ნამატების მიხედვით, აპრილში დაგეგმილია მასწავლებლის ხელფასის მატება. წამყვანი მასწავლებელი მიიღებს 1000 ლარზე მეტს.
ასევე, გვყავს მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ დანამატი – 200 ლარი. ეს ის მასწავლებლები არიან, რომლებმაც ჩააბარეს ინგლისურის, კომპიუტერისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამოცდა, დანამატი ასევე შენარჩუნებულია და ისინი იღებენ არა 160 ლარს, არამედ 200 ლარს.
დირექტორებს თუ გაეზრდებათ ხელფასი?
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასწავლის და საათები აქვს. დირექტორის ხელფასი შტატითაა განსაზღვრული და ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ შესულა.
ხელფასი ემატებათ მხოლოდ საჯარო სკოლის პედაგოგებს. თქვენი აზრით, იქონიებს თუ არა ეს მატება გარკვეულ გავლენას კერძო სკოლებზეც?
სავარაუდოდ, კერძო სკოლებიც იძულებულნი იქნებიან ხელფასი გაზარდონ, რადგან საჯარო სკოლებში მოიმატა ხელფასმა. ბათუმში 1600-ზე მეტი პედაგოგია საჯარო სკოლაში და დაახლოებით 500 პედაგოგი – კერძო სკოლაში.
სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება ანსამბლის შენობის ინტერიერის შეცვლა და დამატებითი ოთახების მოწყობა. მოეწყობა 4 საგრიმიორო ოთახი, დაემატება 2 ახალი გასახდელი და გაფართოვდება სარეპეტიციო დარბაზი.
სარეაბილიტაციო პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ამაგი“ ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ღირებულება 105 615 ლარს შეადგენს. სამუშაოები 30 ნოემბერს დასრულდება.