იხდით მხოლოდ იმ დღეების საკომისიოს, როცა თანხით სარგებლობთ! მაგალითად, თუ გაქვთ სესხი 20 დღით, მაგრამ 10 დღეში დაფარავთ, მხოლოდ 10 დღის პროცენტს გადაიხდით.
ყველა მომხმარებელი ავტომატურად აგროვებს ბონუს ქულებს, რომელთა დახარჯვა ორი გზითაა შესაძლებელი:
1. ბონუს ქულებით შეგიძლიათ დაფაროთ პროცენტი და ძირი თანხა, შედეგად კი, თანხით სრულიად უფასოდ ისარგებლოთ. მაგალითად, თუ თქვენი მეგობარი, რომელსაც მანიმენს ურჩევთ, სესხს აიღებს, თქვენ 25 ლარის ქულა დაგერიცხებათ.
2. დაგროვილი ქულებით შეგიძლიათ შემდეგ დონეზე გადახვიდეთ და უკეთესი პირობებით ისარგებლოთ. ყოველ შემდგომ დონეზე თანხა და ვადა იზრდება, პროცენტი კი მცირდება.
მანიმენი, როგორც ერთგულ ასევე, ახალ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებსა და გათამაშებებს. მაგალითად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოტოკონკურსი, რომლის გამარჯვებული მწვანე iPhone-ით დაჯილდოვდება. გაიგეთ მეტი გათამაშების შესახებ: https://bit.ly/greeniPhone
პირველ სესხზე მაქსიმალური თანხა 500 ლარია 31 დღის ვადით, განმეორებით მომხმარებლებს კი მანიმენში შეუძლიათ 1000 ლარამდე თანხის აღება, ონლაინ სესხებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ვადით, 16 კვირით.
ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე! აისრულეთ სურვილები დღესვე!
შესყიდვის მასალების ჩამონათვალის მიხედვით, ბაღების გაერთიანება 233 აბელიას, 49 ბიოტას, 50 ცალ მაგნოლია სულანჟას, 120 ცალ მარადმწვანე მუხას, 136 ცალი იაპონური ნანდინა და კიდევ 33 სახეობის მცენარეებს შეისყიდის.
ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებულია, მცენარეები ბაღების გაერთიანებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს. კონკრეტული საბავშვო ბაღისთვის ყვავილების მიწოდება მათი შეკვეთების საფუძველზე განხორციელდება.
სანკტ-პეტერბურგის როკ-ოპერიდან ვლადიმერ დიადენისტოვი, ვიაჩესლავ ნოგინი და ალექსანდრე კავინი იმღერებენ. როკ-ოპერაში მონაწილეობენ ქართველი შემსრულებლებიც, ახალგაზრდული მუსიკალური ცენტრის სოლისტები თეა გელოვანი, გივი გიგინეიშვილი, პაატა აბესლამიძე და ა.შ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძეა.
მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი – მანანა ჩაუშბაა, დამდგმელი რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე.
„ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ მუზეუმებთან ურთიერთობას, რომელიც ჯერ კიდევ 2000 წლიდან დაიწყო. 2005 წელს ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე პირველი ერთობლივი, ქართულ-გერმანული კოლექცია გავაკეთეთ და ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება. 2008 წელს ბათუმშიც განვახორციელეთ პროგრამა რომელშიც სტუდენტების მობილობაც იყო გათვალისწინებული და ეს წინგადადგმული ნაბიჯებია ამ ორ ქვეყანას შორის სამუზეუმო სფეროში ურთიერთობის თვალსაზრისით“ – ამბობს ოტმარ ბიომერი.
გერმანელი მენეჯერის თქმით, დღევანდელი სემინარი მუზეუმების მენეჯმენტს და მართვის სტრუქტურას დაეთმობა. „დეტალურად გავაცნობ მათ თუ როგორ მუშაობს მუზეუმები ჩვენს ქვეყანაში და ამის შემდეგ მე მინდა მოვისმინო თითოეული ამ სემინარში მონაწილე პირის მოსაზრება თუ რა სირთულეების წინაშე დგანან ისინი და რა პრობლემების წინაშეა სამუზეუმო კულტურა აჭარაში. მე იმედი მაქვს რომ სამი დღის განმავლობაში მე მოვაგროვებ იმდენ ინფორმაციას რომ რეალურად წარვმარტოთ ამ პრობლემებზე ჩვენი დისკუსია და ვისჯელოთ ალტერნატიულ სტრატეგიებზე“.
ოტმარ ბიომერის თქმით, სემინარზე საუბარი იქნება არა მარტო გერმანულ არამედ, ზოგადად საერთაშორისო გამოცდილებაზეც.
სემინარს სამუზეუმო სფეროს 25-მდე წარმომადგენელი დაესწრება
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გერმანელ ექსპერტთან ერთად განიხილავენ რეგიონში არსებული მუზეუმების პრობლემატიკას, გაკეთდება SWOT ანალიზი.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ტიპის პროექტების მეშვეობით მუზეუმები გააუმჯობესებენ სერვისს, რაც გაზრდის მათ მიმზიდველობას და პოზიტიურად აისახება დამთვალირებელთა რაოდენობაზე.
სამუზეუმო მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით ვორკშოპს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ესწრება.
სემინარები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ – ფარგლებში დაფინანსდა.
– შემთხვევით. მეგობარმა წამიყვანა. რუსთავის ავტოდრომზე შეჯიბრი ტარდებოდა და საყურებლად წავედით. რომ შევხედე ამ შეჯიბრებებს, გამიჩნდა სურვილი მეც მიმეღო მონაწილეობა. ჩემი მეგობრების დახმარებით შესაბამისი ავტომობილი ავაწყვე და სამოყვარულო შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა 2004 წელს. კარგად გამომივიდა სამოყვარულო ავტოშეჯიბრი. 2007 წლიდან გადავედი პროფესიონალებში. ამჟამად Mia Force-ს სახელით გამოვდივარ. Mia Force არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი. 2011 წლიდან მათი სახელით ვასპარეზობ, როგორც საქართველოს, ისე ევროპის მასშტაბით. მაგალითად, 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით სამჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი ლეგენდის კლასში. ახლა ვასპარეზობ ცოტა განსხვავებულ კლასში – ეს არის ძარიანი ავტომობილების უმაღლესი ევროპის ჩემპიონატი, რაც კი არსებობს – European Touring Car Cup და ტარდება მსოფლიოს საატომობილო ფედერაციის FIA-ს (Federation International de L’Automobile) ეგიდით.
– „ლეგენდი“ არის ავტომობილი, რომელიც მზადდება ამერიკაში. არ ჰგავს არც ერთ ავტომობილს, სპეციალურადაა შექმნილი – მხოლოდ ერთი ადამიანი ჯდება შიგ და აქვს მოტოციკლის ძრავა. ავტომობილი არის მსუბუქი – 500 კგ-ს იწონის. არ სჭირდება მანქანის ძრავა და მოტოციკლეტის ძრავითაც საკმაოდ სწრაფად მოძრაობს. ხოლო ძარიანი ავტომობილები ჩვეულებრივი მოდელების ავტომობილებია, მაგალითად, როგორიცაა: BMW, Citroen, Fiat.
ნებისმიერი კლასი, სადაც ვმონაწილეობ, რთულია, რადგან ყველას თავისი კარგი მრბოლელები ჰყავს და ყველა იბრძვის პირველობისთვის, მიუხედავად იმისა, პოპულარულია თუ არა ეს ჩემპიონატი. ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით პირველ ადგილზე ვარ ქულებით, ეს არის ჩემი დებიუტი ამ სახის ჩემპიონატში. რთულია ცოტა ჩემთვის, რადგან ბევრ რამეზე მიჩვევა მომიწია. უცხოა ავტომობილი, ავტოდრომებიც, რომელზეც უნდა გამოვიდეთ. ბევრი მონაწილესთვის ეს ავტოდრომები უცხო არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდები და ქულათა რაოდენობით, ხუთი ტურის ჯამში, პირველ ადგილზე ვარ.
– ტრავმები არა, მაგრამ ფიზიკური მომზადება ძალიან მაღალი სჭირდება ამ სპორტს, იმიტომ, რომ ავტომობილში ტემპერატურა 70 გრადუსამდე აღწევს, ადამიანის პულსი კი წუთში 200 დარტყმას უახლოვდება, ანუ მრბოლელი ფიზიკურად ძალიან მომზადებული თუ არ არის, შეიძლება გონებაც კი დაკარგოს მართვის დროს. მეც ვემზადები შესაბამისად. ყოველდღე ვვარჯიშობ დარბაზში, ტრენაჟორზე.
– როგორც გითხარით, შს სამინისტროს სახელით ვიღებ მონაწილეობას. ამჯერად ევროპელი პარტნიორები გვყავს „ლიქვიმოლის“ (Liquimoly) სახით, რომელიც ასევე გვეხმარება ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.
– ისე აეწყო ყველაფერი… პირველი რვა შეჯიბრიდან რვავე გამარჯვებით დავასრულე და ამიტომაც მიწოდეს დაუმარცხებელი. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, შეიძლება ისეთი გამოჩნდეს ვინმე, რომ მეც დამამარცხოს. ვცდილობ, ვიყო ლიდერი მანამ, სანამ შემიძლია და პირველმა გადავკვეთო ფინიშის ხაზი.
– ჩვენთანაც საკმაოდ განვითარებულია, ძლიერი სპორტსმენები გვყავს. უბრალოდ, ჩვენთან ისეთი პოპულარული არ არის სპორტის ეს სახეობა, როგორც ევროპაში, სპონსორები არ ინტერესდებიან ამ მხრივ, დაინტერესება რომ იყოს და სხვა სპორტსმენებსაც რომ ჰქონდეთ ევროპაში გამგზავრების შესაძლებლობა, უფრო ბევრ ტიტულს ჩამოვიტანდით ჩვენს ქვეყანაში.
–რაარისთქვენიმიზანი?
– ჩემი ოცნებაა მონაწილეობა მივიღო მსოფლიო ჩემპიონატში, იგივე – ძარიანი ვტომობილების კლასში.
–მიმდინარეწელშითუგიწევთშეჯიბრებაკიდევ?
– საქართველოში შიდა ჩემპიონატზე მომიწევს – 18 ოქტომბერს გაიმართება რუსთავის ავტოდრომზე რბოლა. ორი რბოლა გვაქვს დარჩენილი და იქ მივიღებ
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა საუბრისას განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს გოგონათა დისკრიმინაციას და ნაადრევი ქორწინების დადებითსა თუ უარყოფით მხარეებს. „2012 წლიდან აღინიშნება გოგონათა დღე საქართველოში, აღსანიშნავია ის, რომ ეს დღე ქედის მუნიციპალიტეტში პირველად აღინიშნა, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის 29 სკოლიდან მოვიწვიეთ მოსწავლეები, ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული დისკრიმინაცია, ნაადრევი ქორწინება, გოგონათა ნოვატორული ხედვა განათლებაში, ტრადიცია და სტერეოტიპები, გოგონათა ყოველდღიური როლი ცხოვრებაში, შეხვედრამდე გოგონათა დღესთან დაკავშირებით ესეს „რადგან მე ვარ გოგო მე მაქვს ჩემი დღე“ და „გოგონების ნოვატორული ხედვა განათლებაში“ კონკურსი გამოვაცხადეთ, აღნიშნულ კონკურსში ექვსი სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწლეობა,“ – ამბობს თეა შარაშიძე.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრ საკითხებზე ვისაუბრეთ, იყო აზრთა გაცვლა, ვფიქრობ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად უნდა ტარდებოდეს,“ – ამბობს თამთა ჯაბნიძე, მე- 9 კლასის მოსწავლე.
შეხვედრა ქედაში, გოგონათა დღის აღნიშვნასთან ერთად, გოგონათა უფლებების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყო. გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით პირველად 2012 წელს აღინიშნა და მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურ პრობლემას – ბავშვთა ქორწინებას მიეძღვნა.
ზოგადად, ტრადიციები მულტიკულტურული იერითაა შეფერადებული. მაგალითად, თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, ეზოში სეფას გაშლიდნენ და ამ სეფას აუცილებლად მულტიკულტურული აქცენტი უნდა ჰქონოდა, რადგან ეზოში ქართველების გარდა სხვებიც ცხოვრობდნენ და ისინიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, ფლავი აზერბაიჯანელს უნდა გაეკეთებინა და არა ქართველს. ის ამით იყო ამაყი.
ჩემთვის ამის გაგება ძნელი არ არის, რადგან ასეთ გარემოში გავიზარდე. მაგრამ არის ხალხი, რომელიც მონოკულტურულ გარემოში იზრდება და როდესაც ასეთი კაცი ჩავა მულტიკულტურულ ქალაქში, ის შეიძლება აუტსაიდერი აღმოჩნდეს, რადგან არ ეცოდინება სხვა ენა (არცოდნა კი შეცდომებს იწვევს), რომლითაც ურთიერთობას შეძლებს სხვა ეთნოსის ადამიანებთან. მას ქართველი რომ უყვარს, გასაგებია, მაგრამ სომეხი რატომ უნდა უყვარდეს, ეს ვინმემ უნდა აუხსნას. მან უნდა იცოდეს, რომ კულტურა ტაქტიანობას გულისხმობს და სხვისი კულტურის პატივისცემა სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტისა. უბრალოდ, ფორმებია მოსაძებნი.
კულტურათა თანაცხოვრებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ენების ცოდნა. ჩემს ეზოში სალაპარაკო ენა ძირითადად ქართული და რუსული იყო, მაგრამ ხშირად ვიცოდით სხვა ენებიც: სომხური, თურქული, ბერძნული…
მაგალითად, ჩემი ცოლის ბებია ბევრ ენაზე ლაპარაკობდა. ქართულისა და მეგრულის გარდა, იცოდა თურქული, თავისი ვარიანტებითურთ, ბერძნული, და სხვ. მეცნიერი კი არ იყო, ბუნებრივად ჰქონდა ამის საჭიროება.
კულტურის ბოლო ზღვარია კულინარია. თუ ადამიანს ხაჭაპური უყვარს, ის ჯერ კიდევ ქართველია. თუ ადამიანს უყვარს სუჯუკი და ესმის მისი გემო, ესე იგი მისი სომხობა ჯერ დამთავრებული არ არის. თუ ადამიანს არც ენა აქვს, არც „ვეფხისტყაოსანი“, არც ხაჭაპურის სიყვარული და არც კულტურული ერთობის შეგრძნება – ის უკვე გადაგვარებულია. ყველა კულტურა შეიძლება დეგრადირდეს და ბოლოს მოკვდეს კიდეც.
ერთხელ, როცა არასამათავრობო სექტორში ვმუშაობდი, სტუმრად გვყავდა აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები. აჭარული ხაჭაპურით გავუმასპინძლდით. ერთმა აზერბაიჯანელმა სტუმარმა ამ ხაჭაპურს წითელი წიწაკა მოაყარა. ქართველმა კოლეგამ აუხსნა, ასე არ შეიძლებაო. მაგრამ მან ვერ გაიგო, რატომ.
შემდეგ ჩვენ ვიყავით სტუმრად ბაქოში. მათაც დაგვპატიჟეს და სადილზე შემწვარი ზუთხი მოგვიტანეს, თან აგვიხსნეს, როგორ უნდა მიგვერთმია. ზუთხს უნდა მოესხას ნარშარაფი, ანუ ბროწეულის დადუღებული ტკბილი წვენი, ქართველმა კი აიღო და ტყემალი მოასხა. ბაქოელმა ხელი გულზე მოიკიდა. მე ვუთხარი, კარგი იყო, ბათუმში ხაჭაპურს წიწაკას რომ აყრიდი-მეთქი?! კულტურა იმდენად ფაქიზი რამაა, რომ ადამიანები ხაჭაპურზე წიწაკის მოყრის გამოც კი ღელავენ. ჩვენ შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, რადგან არ გვინდა, ჩვენი კულტურა არასწორად გაიგონ. საქმე ლამის სიწმინდეს ეხება.
მე ვცხოვრობ ჩემს მეგობართან ერთად ქუთაისში (რაც ქუთაისში პარლამენტი გადავიდა, ქირა ისე გაძვირდა, ერთი კაცი მარტო ვერ იქირავებს). ჩემი მეგობარი მორწმუნეა და მარხულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მარხვის დღეებში არ უნდა შევაწუხო და სახსნილო არაფერი შევიწვა. სწორედ ეს იგულისხმება ყველგან. კულტურა მდგომარეობს დათმობაში, კომპრომისში. ქალაქი არის ადგილი, სადაც გვიწევს დათმობა. ბათუმში არასდროს ყოფილა სერიოზული ეთნიკური კონფლიქტები და სწორედ იმიტომ, რომ ის არც არასდროს ყოფილა მარტო ჩვენი ქალაქი. ბათუმს აქვს მსუბუქი ბმები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი და სწორედ ეს სიმსუბუქე გამოარჩევს მას საქართველოს სხვა ქალაქებისგან.
ჩემი ცხოვრების 45 წელი თბილისში გავატარე. იქ არის ჩემი სახლი და, ფაქტობრივად, ამ ქალაქში ვცხოვრობ, მანამდე კი ბათუმში 16 წელი ვიცხოვრე. ბათუმს ის განასხვავებს თბილისისგან, რომ აქ ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ სახლში ვარ. ეს იმიტომ, რომ ბათუმი ნამდვილი ქალაქია. ბათუმელი კი სხვა ქალაქების მცხოვრებლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შეგნების მოქალაქეა, რომელმაც სხვისი კულტურის პატივისცემა იცის. ამ ქალაქის სიმდიდრე სწორედ ეს არის და არა მოკირწყლული ქუჩები.
ეს ქალაქი არის რეტრო – ჩემთვის ეს ქალაქი ახლისა და ძველის ერთმანეთთან ბმაა. ის ადგილი, სადაც ახლა კაფე „პრივეტ იზ ბატუმაა“, ჩემთვის დღესაც ფოტოატელიეა, სადაც პირველი ფოტოები გადავიღე. მის პირდაპირ კიდევ ერთი კაფეა, სადაც ადრე პურის მაღაზია იყო, კიდევ ბანკის შენობა, სადაც ადრე რედაქცია იყო, უფრო იქით – ჩემი კლასელის, მზია ართმელაძის სახლი. ცოტათი შეცვლილია ქალაქის სუნიც. ადრე, ჩემს ბავშვობაში, ქალაქში პლანის სუნი იდგა. ბულვარში სიგარეტის ნამწვების საძებნელად რომ დავდიოდით ბიჭები, ის დრო მახსენდება; პოპულარული სახაჭაპურეები… იმ დროს ძალიან მოდური იყო რესტორანი „აჭარა“ – მესამე სართული ყავით იყო განთქმული, პირველი კი აჭარული ხაჭაპურით. „აჭარას“ რესტორანი „ბათუმი“ უწევდა კონკურენციას, შემდეგ შემოვიდა „გემო“, „ბლაგოევგრადი“ და ვაგზლის ხაჭაპური, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ბიჭების ლაპარაკი მახსენდება: „აბა, დაიადე კარაქი“ და ამგვარები. აი, ეს არის ჩემთვის ბათუმი და სანამ ჩემი თაობა ცოცხალია, მანამდე ასე დარჩება.
ერთადერთი, რასაც აქ ჩამოსვლის დროს არ ვაკეთებ – ჩემს ძველ ეზოში არ შევდივარ.
ბათუმი, როგორც ქალაქი, მულტიკულტურულ საფუძველზე წარმოიშვა. ეს ქალაქი XIX საუკუნეში შექმნა ნავთობის ინდუსტრიამ, რომელმაც მაშინვე მოიზიდა ის ხალხი, რომელიც სჭირდებოდა. იმ დროს ბათუმი ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, ვიდრე დღესაა. ეს იყო დიდი ნავთობგადამამუშავებელი წერტილი, რომლის არსებობაც მთელმა მსოფლიომ იცოდა. ბათუმში ჰქონდათ ოფისები და აქ ცხოვრობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ სიმენსი, ნობელი, როტშილდი… სწორედ ამ საქმიანი გარემოს შედეგად გაუგეს ადამიანებმა ერთმანეთს.
ქალაქს ბევრი განსაზღვრება აქვს, მაგრამ ყველაზე სერიოზულია ის განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც ქალაქი არის ადგილი, სადაც კულტურები ერთმანეთს კი არ აქრობს და ანადგურებს, არამედ ავსებს. თუკი ერთი კულტურა იმარჯვებს და ყველა სხვა კვდება, ის სოფელია და არა ქალაქი. არის კიდევ ერთი განმარტება: ქალაქი არის დასახლებული ადგილი, რომელსაც აქვს პორტი. ყველა ამ თვალსაზრისით ბათუმი საქართველოში ყველაზე გამორჩეული ქალაქია.
________________________
ინტერვიუ ჩაიწერა ლელა დუმბაძემ. გამოქვეყნდა ჟურნალში „ბათუმის გზამკვლევი“
ღარიბაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების დროული აღმოფხვრის მიზნით დავალებები მისცა, თუმცა კონკრეტულად რა დავალებებზეა საუბარი, ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერი წერია.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა პრემიერს განხორციელებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხზე ზარალის დათვლის დასრულებისთანავე იმსჯელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონს ხშირად სტუმრობს და დეტალურად არის ინფორმირებული ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელთა მოგვარება მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, ასევე – იცნობს მიმდინარე პროექტებს, რომლებიც ავტონომიური რეგიონის ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით ხორციელდება. სამუშაო შეხვედრაზე პრემიერმა ასევე მოისმინა ანგარიში რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ.
როგორც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია ამბობს, „სასწრაფოდ გასასახლებელია ოთხი ოჯახი. სახლებთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს ფერდსამაგრი სამუშაოები დაახლოებით 60 ადგილზე. ასევე აუცილებლად უნდა მოხდეს ზედაპირული წყლების უსაფრთხო მიმართულებით გადაგდება, რომ ამინდის გაუარესებისას სამომავლოდ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. გეოლოგიის სამსახური შეისწავლის ყველა მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც პერიოდულად შემოდის მოსახლეობიდან გამგეობის ცხელ ხაზზე. ახალი განცხადებების შესწავლას კიდევ 2-3 დღე დასჭირდება.”
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისათვის შუახევსა და ხულოში ნორმალური მდგომარეობაა. ყველაზე რთული ვითარება უხვმა ნალექმა ქობულეთში შექმნა. დამეწყრილი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი დაფიქსირებულია ალამბარში, აჭყვისთავსა და ლეღვაში, ნაწილობრივ ქაქუთში.
როგორც გზებისა და სამელიორაციო სამსახურის ქობულეთის წარმომადგენელმა განაცხადა, გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში ყველა საჭირო ლოკაციაზე 12 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტექნიკა მუშაობდა, დღეისათვის კი მათი რაოდენობა სამუშაოების პარალელურად 6-მდე შემცირდა. უკვე გაწმენდილია შიდა სასოფლო გზების 90% .
ამ მომენტისთვის ტექნიკა და საგზაო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ წყავროკა-მემარნეების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის გაწმენდაზე. ასევე იწმინდება გადასასვლელი ხიდი ჯინჯური -ხინიკაძეების მიმართულებით. რეგიონში გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები არ ფიქსირდება. ყველა სოფელს აქვს შემოვლითი გზა, რომლითაც თავისუფლად გადაადგილდება მოსახლეობა. ძირითადი გზების გაწმენდის შემდეგ გაიწმინდება კერძო სახლებთან მისასვლელი გზები. გამოდარების და ნიადაგის გამოშრობის შემდეგ შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის გადაადგილება, რის შემდეგადაც სამუშაოების გაგრძელება დაგეგმილია ალამბარში.
ქობულეთში დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ზარალის დათვლა დაწყებულია. ზარალის დადგენაზე განცხადებების მიღება ორშაბათამდე გაგრძელდება. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულია 339 განაცხადი, რომელთა განხილვაც მომავალი კვირიდან დაიწყება.
დავით ბედინაძის ვარსკვლავი ბათუმის სასპორტო სკოლის წინ
დავით ბედინაძე, მსოფლიო ჩემპიონის, სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, მსოფლიო თასის მფლობელის მუხრან ვახტანგაძის შემდეგ (2014 წელს) მეორე სპორტსმენია, ვისაც ბათუმში ვარსკვლავი გაუხსნეს.
დავით ბდინაძე ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეა. ის 2007 წელს ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში. არის ასევე ვერცხლის მედლის პრიზიორი 2006 წლის მსოფლიო ჩემოინატზე და ევროპის ორგზის პრიზიორი (2005 წელს – ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, 2006 წელს ვერცხლის).
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ განათლების, კულტურისა და სპორტის, ამავე უწყების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები და სპორტული საზოგადოების წევრები.
ვარსკვლავის გახსნის აღსანიშნავად წითელი ლენტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მუხრან ვახტანგაძემ გაჭრეს.
ნათია სირაბიძე და მუხრან ვახტანგაძე | დავით ბედინაძის ვარსკვლავის გახსნა 10 ოქტომბერი 2015
მუხრნ ვახტანგაძე და დავით ბედინაძე | დავით ბედინაძის ვარსკვლავის გახსნა 10 ოქტომბერი 2015
ბრალდებული ემზარ ხალვაში პატიმრობიდან გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული, მის უფლებებს ადვოკატი ჯემალ კიკნაძე იცავს. სასამართლო პროცესზე ადვოკატმა განაცხადა, რომ ყველა მტკიცებულებას, რომელიც საქმეს ერთვის და გამოძიების მოპოვებულია, სადაოდ ხდის.
“დინამოს” ფინანსური მენეჯერი 20 აგვისტოს დააკავეს. როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ განმარტა _ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით. პროკურორის თქმით, ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. მოსამართლის განმარტებით, ეს ბრალდება 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებული სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით სარგებლობს. ემზარ ხალვაში დაახლოებით 2 თვეა “ბათუმის” დინამოს ფინანსური მენეჯერი აღარ არის. მომდევნო სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს, საქმის პროკურორი კი ლევან მურვანიძეა.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე დაახლოებით 7 სანტიმეტრს აღწევს თოვლის საფარი. მისივე ინფორმაციით, ავტომანქანების გადაადგილებაზე პრობლემები არ შექმნილა.
მოთოვა ასევე ბეშუმში, თუმცა გამგებელი ამბობს, რომ მოსახლეობა იქ არ იმყოფება.
გასულ კვირას სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით პროკურორი თურმანიძე უნდა დაეკითხათ, რადგან მისი ჩვენება თავდაპირველად სადაოდ მიაჩნდათ ბრალდებულებს. თუმცა, მოსამართლემ როცა მათ ჰკითხა, ცნობდნენ თუ არა ვლადიმერ თურმანიძის ჩვენებას სადაოდ, ბრალდებულებმა უპასუხეს: “არა, ყველაფერს ვხდით უდაოდ, ჩვენ ვართ დამნაშავეები… აღარ შეგვიძლია ამხელა გზაზე მგზავრობა და სასამართლო პროცესებზე სიარული, გთხოვთ მოგვისაჯოთ“. ისინი სასჯელს ქუთაისში იხდიან.
სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა საქმის პროკურორი შოთა ხორავა. ხორავას შემცვლელს პროკურორ დავით კირჩხელს, წესით, ამ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა მან მოსამართლეს უთხრა, რომ მზად არ არის დასკვნითი სიტყვისთვის: `შოთა ხორავა ქუთაისშია მივლინებაში. მე საქმის გადადებას ვითხოვ, რადგან საქმის გაცნობა ვერ მოვახერხე”.
პროკურორის ამ განმარტებას ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა. მათ მიაჩნიათ, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს. ბრალდებულებს განსაკუთრებით ერთი რამ აწუხებთ _ უკვე ორი წელია სხვა საქმის გამო პატიმრობაში მყოფები, პაემნისა და ტელეფონის გამოყენების უფლებით იმიტომ ვერ სარგებლობენ, რომ მათ წინააღმდეგ ახალ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულებს განუმარტა, რომ ამჟამად წარმოებაში არსებულ საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული არ აქვთ, წინა ბრალდებაზე კი მათ სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. შესაბამისად, გასამართლებულ პირებს აქვთ როგორც პაემნის, ისე ტელეფონით სარგებლობის უფლება. “დაწერეთ განცხადება, მოითხოვეთ თქვენი უფლებებით სარგებლობა”, – ურჩია მოსამართლემ ბრალდებულებს. ბრალდებულმა გიორგი გაბისონიამ მოსამართლეს უთხრა, რომ განცხადებით ციხის ადმინისტრაციას უკვე რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
გიორგი გაბისონიას, ჯონი ცინცაძესა და მათთან ერთად დაკავებულ კიდევ რამდენიმე პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით პატიმრობა ცოტა ხნის წინ მიუსაჯა. სწორედ მაშინ, როცა მოსამართლე განაჩენს აცხადებდა, ბრალდებულებმა უშვერი სიტყვებით მიმართეს პროკურორ თურმანიძეს, რომელმაც ამის გამო პატიმრების წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიების დაყების მოთხოვნით მიმართა.
ბრალდებულების ადვოკატმა დავით კეკენაძემ მოსამართლეს მისი ვარაუდი გაუზიარა: “პროკურატურა ცდილობს ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა არ უთხრან სასამართლოს, ამიტომ აჭიანურებენ საქმის დასრულებას“. თავისი მოსაზრება გამოთქვა მოსამართლემაც, თამარ ბეჟანიშვილის აზრით, საქმის ზედამხედველი პროკურორი შოთა ხორავა არ მოიქცა სწორად, როცა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. თუმცა, მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურორს კანონით აქვს უფლება, დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო ითხოვოს. “პროკურორები კანონით კი არ მოქმედებენ, მაგათ პირადი ინტერესი ამოძრავებთ, ჩვენ ჯანმრთელობა გვაქვს ცუდად და არ შეგვიძლია ამხელა გზაზე სიარული“, – უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც სხვა საქმეზე აქვს ბრალდებულის სტატუსი და განსახილველ საქმეში აღკვეთი ღონისძიების სახედ არ არის გამოყენებული პატიმრობა, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაზე (პაემანი, სატელეფონო საუბარი და სხვა) სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ უარის თქმა დაუშვებელია – აღნიშნული ამძიმებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. საიას იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ანალოგიური პრობლემები აქვს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, რომელიც ბათუმის მე-3 დაწესებულებაშია მოთავსებული. ამ პატიმარს ბათუმის ციხის დირექტორმა უარი უთხრა ტელეფონით სარგებლობისა და პაემნის უფლებაზე. საიამ მე-3 დაწესებულების ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივლა.
საია ითხოვს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ #3 დაწესებულებას დაავალოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება მიენიჭება. საიას იურისტის შეფასებით, დაწესებულების დირექტორის მხრიდან ხანგრძლივ პაემანზე იმ მოტივით უარის თქმა, რომ მსჯავრდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული, უსაფუძვლოა.
რატომ ვერ სარგებლობენ მსჯავრდებულები პაემნითა და სატელეფონო ზარების უფლებით? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე სასჯელაღსრულების სამინისტროში განუმარტეს: „ეს ადამიანები არიან ბრალდებულები და შეიძლება მიეცეთ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლება გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, ასევეა სატელეფონო ზარებზეც. მათ არ აქვთ ეს ნებართვა და ამიტომ ვერ სარგებლობენ. ერთ საქმეზე უკვე არსებობს განაჩენი, მაგრამ, რადგან მეორე საქმეზეც არიან ბრალდებულები, მათზე ეს წესი მოქმედებს”.
ზვიად ქორიძე, მედიამკვლევარი, მომხსენებელი: თემა გააქტიურდა ზაფხულის მიწურულს და შეიძინა უკვე ნაცადი და აპრობირებული კონტექსტი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული ხშირად გვესმის. როცა ვითარდებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება და იზრდებოდა ტელევიზიების რიცხვი საქართველოში, სადმე თუ დაიხურებოდა გადაცემა ან გაუშვებდნენ ჟურნალისტს, პირველი ვექტორი – ეს იყო მთავრობა და ამ ვექტორსაც ჰქონდა თავისი გამართლება. მე ვეცდები ამ შეხვედრაზე ყველა არსებული მოტივი ჩამოვთვალო.
დიკსუსია ხელოვნების უნივერსიტეტში
მთავრობა პირველ რანგში გამოვყავი, თუმცა ვერც იმ შემთხვევაში, როდესაც ვესაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ბოლო დროს სატელევიზიო არხებიდან გაუშვეს და ვერც საჯარო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, პირდაპირ ასე, რომ მთავრობის მითითებით ან მთავრობის განკარგულებით მოხდა ეს და ტელევიზიებზე ზეწოლა ხორციელდებოდა მთავრობისგან – არ ითქვა, თუმცა იყო მინიშნება, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იყო პოლიტიკური ფრთიდან რაღაც ფორმის ზეწოლა მედიამენეჯერებზე.
ამ კონფერენციის მსვლელობისას უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა: „აბა, რა ეგონა ინგა გრიგოლიას? ტელეკომპანია “იმედი” გახდა მთავრობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი და ეს როდემდე უნდა გაგძელებულიყო”. მთავრობა ცდილობს ისე “დაალაგოს” მედიასაშუალებებში სურათი, როგორც მას სჭირდება, თუმცა არ ფიგურირებს როგორც მთავარი ფაქტორი, მაგრამ ყველაფერი კეთდება ისე, როგორც მთავრობას სურს. კითხვა შემდეგშია: რატომ შეიძლება იყოს არხის სურვილი მთავრობის სურვილის იდენტური? მესაკუთრეები რა პრინციპით ხელმძღანელობენ? 2014 წლის ბოლოს “მაესტროდან” გაუშვეს 20-მდე ჟურნალისტი. ამ შემთხვევაშიც იყო საუბარი, რომ არსებობდა პოლიტიკური ზეწოლა არხის მეპატრონის მიმართ, მაგრამ 2014 დეკემბრიდან დღემდე პერიოდს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ არხის მესაკუთრე სერიოზულ პროცესებშია ჩართული და “მაესტროს” მეპატრონეს სურდა “საქართველოს რკინიგზის” 25 პროცენტის მოპოვება, რაც ჩაიშალა. შემდგომ მას ჰქონდა ინტერესი ფოთის პორტთთან დაკავშირებით, რაც ასევე წარუმატებელი მცდელობა აღმოჩნდა. ბოლოს ჩვენ დავინახეთ ვითარება, რომ ჯერ უნდოდა რუსეთის ერთ-ერთ ბანკში ჩაედო ტელევიზია და ბოლოს დაიწყო გაკოტრების პროცესი. 2015 წლის 31 ივნისს მან ჩააბარა შესაბამისობის დეკლარაცია კომუნიკაციების კომისიას და ითხოვა დეკლარაციის კომერციულ საიდუმლოებად დატოვება, თუმცა კომიისისგან ეს მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, ამიტომ “მაესტროს” მეპატრონე უჩივის კომისიას.
მეორე პრობლემა არის ფული, რომელიც იდება მედიაში. ის ინტერესები, რომელიც აქვთ მესაკუთრეებს, ყოველთვის არ არის მედიის განვითარებაზე ორიენტირებული. მესამე წახნაგი მედიის დღევანდელი მდგომარეობის თვალსაჩინოებისთვის ეს არის კერძო შემთხვევა, რომელიც იმსახურებს განზოგადებას: ეს არის მედია, რომელზეც არ აქვს პირდაპირი წვდომის ბერკეტი მთავრობას არც ფინანსური, არც პოლიტიკური მხრით, ეს არის ტელეკომპანია “რუსთავი 2” .
აქტიური ფრონტი, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ბოლო 2-3 თვის მანძილზე განხორციელდა, მოვიდა უნისონში იმ პროცესებთან, რაც აღვნიშნეთ: იგივე მთავრობის სურვილებთან, იგივე “იმედის” და “მაესტროს” სინამდვილესთან, ოღონდ სხვა ფორმით. აქ ვერ გააკეთებენ პირდაპირ ინტერვენციას საინფორმაციო პოლიტიკაში, მაგრამ რაც ორი თვის მაძილზე ხდება, ეს არის ირიბი ზემოქმედება მედიის დამოუკიდებლობის ხარისხზე.
რაც შეეხება დავას, რომელიც წამოიწყო ერთ-ერთმა მესაკუთრემ [ქიბარ ხალვაშმა], ის გამოთქვამს პროტესტს მხოლოდ სამ პროგრამასთან დაკავშირებით. სამივე პროგრამა შესყიდულია უცხოური სატელევიზიო არხების მიერ, ასევე ედავება ლოგოს საავტორო უფლებას – ეს არის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ქონება, რაც ადვოკატებმა დაიანგარიშეს, მოსამართლემ კი დააყადაღა 20 მილიონის ღირებულების ქონება. ეს საკმაოდ არადეკვატური და არაპროპორციული რეაქცია იყო მოსამართლის მხრიდან და ფაქტია, რომ ტელეკომპანიამ საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო.
2013-2014 წლებში, როცა გაჩნდა პირველი ხიფათი, ჩვენ, ჟურნალისტებმა ვერ ჩავრთეთ პრევენციული სიგნალი. ეს უნდა ჩართულიყო, მაშინ, როდესაც ახალი ტიპის მესაკუთრეობითი პოლიტიკა ყალიბდებოდა არხებზე. მეორე იყო ის, რომ პრაქტიკულად ჟურნალისტები ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას არხის მფლობელებს და კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ვერ ახერხებდნენ ურთიერთობის მოგვარებას, მერე იწყებდნენ საუბარს, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო და მესაკუთრე მარტივად აგვარებდა ამ პრობლემას: “ვუშვებ, მაგრამ კომპესაციას ვაძლევ” და ხურავდა გადაცემას. ჩვენ ეს შანსიც იმიტომ გავუშვით ხელიდან, რომ იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების განვითარებისთვის, მნიშვნელოვან თემებს შევხებოდით, მედიაში, ხშირ შემთხვევაში, კოჭს ვუგორებდით ისეთ თემებს, რომლებიც ვიღაცების მიერ იყო მოწოდებული.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ კორპორაციულ სადაზღვევო სქემებს თანამშრომელთა მოტივაციისა და ლოიალობის ასამაღლებად. სხვადასხვა სადაზღვევო მექანიზმით თანამშრომლებისთვის სოციალური გარანტიების შექმნა წამყვანი კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კორპორაციული დაზღვევა საქართველოშიც პოპულარულია, თუმცა გვინდა, განსაკუთრებით მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, უფრო სიღრმისეული, კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ სწორედ ამ საკითხებზე. სადაზღვევო თემატიკის გარდა, დამსწრე საზოგადოებას გავუზიარებთ ასევე ჩვენი, როგორც ევროპის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ექსპერტიზას ადამიანური რესურსების მართვაში.“
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია „დელოიტიდან“ და „ვენის სადაზღევო ჯგუფი“-დან. ხოლო საქართველოს მხრიდან – სპიკერები არიან ალექსანდრე ჯეჯელავა და კომპანია „HR ექსპერტის“ მმართველი პარტნიორი, ნინო ოხანაშვილი.
ნინო ხაჭაპურიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ HR დეპარტამენტის უფროსი: „სწორი ადამიანების მოზიდვა, მათი განვითარება და შენარჩუნება – ეს გამოწვევაა მთელს მსოფლიოში ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის – როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მოხარულები ვართ, რომ სადაზღვევო თემატიკის გარდა, გვაქვს საშუალება, HR-ის სფეროში ევროპული გამოცდილება გავუზიაროთ აქ მოღვაწე პროფესიონალებს და მათგანაც მივიღოთ ღირებული რჩევები.“
მარტინა ჰოლცმანი, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წარმომადგენელი: „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ხალხი, რომელიც ჯგუფის კომპანიებში მუშაობს – წარმატებაზე, მუდმივ გაუმჯობესებაზე და განვითირებაზე ორიენტირებული ადამიანები. სწორედ ეს ქმნის იმ ძირითად გასნხვავებას, რითაც ჩვენი კომპანია გამოირჩევა ბაზარზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი კომპანიები ავსტრიასა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში ყველაზე სასურველ დამსაქმებლად ითვლება, არამედ იმასაც, რომ მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ სიახლეები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლების განვითარებას და ლოიალობის ამაღლებას. სულ ახლახან მსოფლიოს წამყვან საკონსულტაციო კომპანია „დელოიტ“-თან ერთად შევიმუშავეთ კომპეტენციების მოდელი, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომელთა განვითარებაა. სწორედ ამ მოდელზე გვექნება საუბარი მე და „დელოიტ“-ის წარმოამდგენელს დღევანდელ კონფერენციაზე.“
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ინციციატივით იქმნება სივრცე, სადაც წამყვანი ქართული ორგანიზაციების ლიდერები, ადამიანები შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ სიახლეები, იდეები სხვადასხვა სფეროზე. ახალი პროექტის – „ჯიპიაი ნეთვორკი“ ძირითადად მიზანი სწორედ ის არის, რომ წამყვანი ქართული კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად ერთმანეთს შეხვდნენ და იმსჯელონ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.
„ავტომობილებზე ფასები, ძირითადად, უცვლელია. უბრალოდ, მყიდველი როგორც ყოველთვის, ცდილობს გაცილებით იაფად და თან უფრო ეკონომიური მანქანები შეიძინოს – „ტოიოტა პრიუსები”, ზოგადად, “ჰიბრიდები”. „მერსედესს”, „პასატს”, „აუდს” – აღარ ყიდულობენ. „აუდიზე“ დიდი მოთხოვნა იყო ადრე, მაგრამ ახლა არავის უნდა საწვავის გამო,” – ამბობენ ბათუმელი ავტომოვაჭრეები, მათ ავტომობილები, ძირითადად, ამერიკიდან და იაპონიიდან შემოაქვთ. „ამერიკა და იაპონია მუშაობს დღეს კარგად, გერმანიაში კი საერთოდ ძვირია მანქანები. მე ამერიკულ აუქციონზე ვყიდულობ 2007-2008 წელში გამოშვებულ მანქანებს. რაც შეეხება გერმანიას უნდა ჩახვიდე, ვიღაც ნახო და ა.შ. თან ძვირია იქ. ძველი მანქანის შემოყვანას კი უკვე აზრი არ აქვს, ძველს აქაც ნახულობს მყიდველი,” – ამბობს ერთ-ერთი ავტომოვაჭრე. შპს „ჯორჯიან იმპორტის” დირექტორი აკაკი ბერძენიშვილი ამბობს, რომ 20 წელია ამ ბიზნესშია. მისი თქმით, ავტომანქანების იმპორტი ძირითადად შემცირებული იყო მარტი-მაისის თვეებში, ხოლო ბოლო პერიოდში იმპორტმა იმატა: „თუმცა, იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი, დაბალფასიანი, ძველი და უხარისხო ავტომობილების ხარჯზე, რომელიც აზერბაიჯანში აღარ გაყავთ. დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული აქედან ნაკადი ბაქოში”.
„განბაჟების წესიც თავის დროზე არასწორად არის შემუშავებული. ამიტომ ვმუშაობ პროექტზე, რომ მოხდეს ძველი, მარჯვენასაჭიანი მანქანების განბაჟების ფასის გასამმაგება, სანაცვლოდ კი ახალი ავტომობილების, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების, ზოგადად, ეკოლოგიურად სუფთა მანქანების განბაჟების ფასი იმის მესამედი გახდეს, რაც დღეს არის. ელექტრომობილების განბაჟება ისედაც უფასოა, მაგრამ გარკვეულ მოსაკრებელს მაინც იღებს საბაჟო და ის რომ გაუქმდეს. სადღაც ახალი წლისთვის წარვადგენთ, ალბათ, ამ ინიციატივას შესაბამისი პროცედურების დაცვით”, – ამბობს აკაკი ბერძენიშვილი.
ავტოდილერები ამბობენ, რომ ფასს, ზოგადად, გაზრდის მარჯვენასაჭიანისა და 2001-2002 წლებში გამოშვებული ავტომობილების შემოტანის შეზღუდვა, თუმცა გაიაფდება 2011 წელში გამოშვებული ავტომობილები. აკაკი ბერძენიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესება გაზრდის ახალი ავტომანქანების იმპორტს, რომლებიც „მეტად გაიწოვება საქართველოდან და ეს საცობებიც არ იქნება, არც თბილისში და არც ბათუმში. დღეს რა ხდება – ახლები მიჰყავთ ბაქოში, ვინაიდან იქ „ევრო-4″ სტანდარტი აქვთ [ჩვენთან „ევრო-2-იც არ არსებობს] და ძველი ავტომობილები, რომლებიც ამავდროულად რადიაციულია, რჩება ჩვენთან, ეს ქმნის ამ წუთში პრობლემას”.
“ეკოლოგიური თვალსაზრისით, დღეს გამონაბოლქვი ქუჩებში დაშვებულ ნორმებს აღემატება როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც. ეს იმის ბრალია, რომ ტენდენციად იქცა – ბოლო ოთხი თვეა ბევრი ავტომობილი შემოდის პროცენტულად იაპონიიდან. თან შემოდის 2002-2003 წლის მანქანები, რომლებიც ადგილზე 2-5 და 10 დოლარი ღირს [ესაა იქ ჩარჩენილი და რადიაციული მანქანები]. ამას ემატება იაპონიაში დილერის, კონტეინერის ხარჯი და 1000 დოლარი უჯდებათ აქ ჩამოყვანა. შემდეგ 1600-1900-2000 დოლარად ყიდიან, მაგრამ ვერც ყიდიან, იმიტომ, რომ აქაც ჩარჩენილია, ისედაც ბევრია უკვე საქართველოში შემოტანილი. 200 კონტეინერი მარტო სამეგობრო წრეში ვიცი, რომ შემოდის. ზოგში 6 მანქანა დევს და ზოგში – 5.” – ამბობს აკაკი ბერძენიშვილი.
აკაკი ბერძენიშვილის თქმითვე, „გაზრდილი გამონაბოლქვი უნდა შემცირდეს და ამისი ერთი პირობა არის სწორედ ავტოპარკის გაახალგაზრდავება. ამასთან, იაპონიიდან ბოლო დროს შემოტანილი მანქანები რადიაციულია, თუმცა მაჩვენებელი არ აჭარბებს დაშვებულ ნორმას. ეს ერთი მანქანის შემთხვევაში დარღვევა არ არის, თუმცა, ასეთი 100 მანქანა რომ დგას მაგალითად რუსთავში, იქ, იკრიბება ეს რადიაცია და ადამიანს მინიმუმ თავის ტკივილი ეწყება. ჩემი აზრით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 65-85% უნდა იყოს ამერიკიდან და გერმანიიდან, როგორც ადრე იყო. ამით გაიზრდება ექსპორტი აზერბაიჯანში და სხვაგანაც”. ავტომოვაჭრეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აკრძალვა-შეზღუდვებს, ამ ეტაპზე მაინც, იმიტომ არ ელოდებიან, რომ „გაისად არჩევნებია და ეს დიდ ბუმს გამოიწვევს”.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მსუბუქი ავტომობილების ბიზნესს უკავშირდება, შემოსავლების სამსახურში არ იგეგმება: „რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომანქანებს, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ამ საკითხზე და, ზოგადად, კომპლექსურად _ უსაფრთხო გადაადგილების მოწესრიგებაზე, მუშაობს შსს და საკმაოდ დიდ პროექტს ამზადებს”. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილებით მოვაჭრეებისთვის მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი შეღავათი იყო ის, რომ პირველი მარტიდან პირველ სექტემბრამდე ავტომობილების გაყიდვის ან განბაჟების შემთხვევაში ავტომობილის მფლობელებზე საჯარიმო სანქციები არ გავრცელებულა. პარალელურად განბაჟების უფასო ვადა 45 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა: „ქართველი ავტომოვაჭრეები ცუდ სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც აზერბაიჯანმა 2014 წლის აპრილიდან „ევრო 4″-ის სტანდარტი აამოქმედა – ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირების გზით გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით. 2015 წელს კი აზერბაიჯანმა ავტომობილზე აქციზის გადასახადიც გაზარდა.
ჩვენ ვადები შევათანხმეთ ბიზნესთან და ამით ამოსუნთქვის საშუალება მივეცით. პირველ მაისამდე შემოტანილ ავტომანქანებზე ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში, ვისაც დარღვეული ჰქონდა ან შემდეგში დაარღვევდა კანონს, იმ მიზეზით, რომ ვერ გაყიდა ავტომობილი, პირველ სექტემბრამდე გავათავისუფლეთ ყველა სანქციისგან. ეს კანონის ნორმა იყო და ჩაიკეტა პირველი სექტემბრიდან და დღეს ჩვეულებრივ რეჟიმში გადავიდა განბაჟება, თუმცა დარჩა ის, რომ განბაჟების 45-დღიანი ვადა გაიზარდა 60 დღემდე, ამასთან, გადავადებისთვის შემოსავლების სამსახურში მოსვლას სავალდებულოდ არ ვთვლით”,- აცხადებს ვახტანგ ლაშქარაძე.
შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირებულია 20-25 %-ით. ამაზე თავისთავად იმოქმედა იმან, რომ აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სომხეთში საქართველოდან ძველი ავტომობილები აღარ გადის. ამასთან, აზერბაიჯანმა და განსაკუთრებით სომხეთმა, თავად დაიწყეს ავტომობილების გადატანა თავიანთი გადამზიდავი საშუალებებით ფოთიდან [საქართველოს იყენებენ ტრანზიტად] და ქართულ ბაზარს ესეც დააკლდა. „ბოლო პერიოდში გაიზარდა იაპონურის რიცხვი, რაც შეეხება გერმანულ პროდუქტს, მას შეეხო კლება, თუმცა თავისი ნიშა ეკავა და უკავია დღესაც. უფრო ამერიკული ჩაანაცვლა იაპონურმა… ახლა ჩვენთვის მთავარია ეს ბიზნესი უფრო მყარად დადგეს ფეხზე და შემოსავალი მიიღოს, და თუ რამე უჭირთ, არ ერიდებათ და გვეუბნებიან… მაგრამ სხვა საკითხია რეალიზაცია, მე ვერ გავუყიდი მანქანას,” – ამბობს ვახტანგ ლაშქარაძე.
ავტომობილი, რომელიც ვერ გაყიდა ავტომოვაჭრემ, არ არის სავალდებულო მან აუცილებლად განაბაჟოს, მთავარია, სასაქონლო ოპერაცია. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ეს გულისხმობს ავტომობილის საბაჟო საწყობის რეჟიმში მოთავსებასაც. „ჩვენ საკმაოდ გავამარტივეთ საწყობის რეჟიმი მსუბუქი ავტომობილებისთვის. გარკვეული პერიოდით ასეთი სახის მანქანების ამ რეჟიმში მოთავსება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სპეციალურ საბაჟო საწყობში, არამედ სხვა ადგილებშიც. ნებისმიერს, ვისაც პირობები აქვს [შემოღობილი უნდა იყოს ტერიტორია და სხვა], შეუძლია მოვიდეს, განაცხადოს ავტოსაწყობის მოწყობაზე და მივცემთ ნებართვას დააყენოს ასეთი ავტომობილები [ეს უკვე ცალკე, კერძო ბიზნესია]. ამიტომ, თუ თანხა არ აქვს განსაბაჟებელი ავტომოვაჭრეს, მოვიდეს, განაცხადოს საბაჟოზე, რომ ვადის დაცვით ამ მანქანას ვერ ანბაჟებს და საწყობში ინახავს და რამდენ ხანსაც უნდა, იმდენ ხანს ჰყავდეს, შეზღუდული არ არის”, – ამბობს ვახტანგ ლაშქარაძე და დასძენს, `რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახა ლარის კურსის ცვალებადობა მსუბუქი ავტომობილების ბიზნესზე, ამის ანალიზი არ არის მარტივი გასაკეთებელი. ეს ბიზნესთან ერთად უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვუყურებთ ფასებს და სტატისტიკით რაც ჩანს, ჩემი აზრით, ბიზნესზე კურსის ცვლილებას მაინცადამაინც არ უმოქმედია”.
მსუბუქი ავტომობილების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესია სასაქონლო პოზიციების მიხედვით, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მხრივ. ბოლო ხუთი წლის სტატისტიკურ მონაცემებს თუ ავიღებთ, ქვეყანაში ნავთობის/ნავთობპროდუქტებისა და სამკურნალო საშუალებების შემდეგ ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილია შემოტანილი, ხოლო საქართველოდან სპილენძის მადნებისა და ფეროშენადნობების შემდეგ ყველაზე მეტი სწორედ მსუბუქი ავტომობილია გატანილი. 2013 წელს საქართველოში შემოტანილი იყო 710 მილიონი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი, შარშან – 715 მილიონის, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში მხოლოდ 317 მილიონი აშშ დოლარის.
რაც შეეხება ექსპორტს ქვეყნიდან 2013 წელს ექსპორტირებული იყო 704 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი, შარშან – 518 მილიონის, ხოლო მიმდინარე წლის 8 თვეში მხოლოდ 125 მილიონი დოლარის ავტომობილია გატანილი.
ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მოიტანა _ ასე აქვს ბრალდება შეფასებული პროკურორს. ეს მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულმა თქვა, რომ დაკავების დროს არ უცემიათ და არც უწამებიათ. ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაზე მას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაუსვა კითხვა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებულის ქმარი დავით სეფერთელაძე, რომელმაც თქვა, რომ მისი სახლიდან კომპიუტერი 25 ივლისს მოიპარეს, მაშინ როცა მას ეძინა, ცოლი კი ტელევიზორს უყურებდა საძინებელში. მისივე თქმით, ცოლმა საძინებელი ოთახიდან როცა გაიხედა, კიბეზე ჩადიოდა შავგრემანი ახალგაზრდა მამაკაცი სპორტული აღნაგობის. ბრალდებულის ადვოკატმა დავით სეფერთელაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა: მაგალითად, როცა ეძინა კარები ღია ჰქონდა თუ დაკეტილი, სად არის განთავსებული ის ოთახი, საიდანაც კომპიუტერი მოიპარეს, სად დაინახა ცოლი… მოწმემ თქვა, რომ მისი ცოლი ქურდს ქუჩაში ხალათით გაეკიდა. ადვოკატის შეფასებით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ბრალდებულის დანაშაულს, გარდა დაზარალებულის ამოცნობისა. ბრალდებული სოციალურად დაუცველია, ჰყავს ცოლ-შვილი და აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს პროკურორი ადილარ წირღვავა. მომდევნო სასამართლო პროცესზე ნოუთბუქის მეპატრონე დაიკითხება.
სტიქიის შედეგების შესწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში ვითარებას აჭარის გეოლოგიური სამსახურის ოთხი ჯგუფი, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სწავლობს.
ამ წუთებში გზებისა და დამეწყრილი ადგილების გაწმენდაზე 12 სხვადასხვა ტიპის ტექნიკა მუშაობს. ტრაქტორები, თვითმცლელები და ექსკავატორი გამოყვანილია როგორც ქობულეთის, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქაქუთი-ლეღვას ტერიტორიაზე 15 მეწყრული მოვლენა ფიქსირდება, რომელთაგან 13 უკვე შესწავლილია.
როგორც გეოლოგიის სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია ამბობს, არც ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ შეინიშნება, თუმცა სპეციალისტების შეფასების საფუძველზე ორმა ოჯახმა დროებით უნდა დატოვოს საცხოვრებელი სახლები, რადგან შენობებს გვერდით არსებული ფერდობებიდან მეწყრული მოვლენების განვითარების საშიშროება ექმნებათ. მთავრობის ცნობით, ამ ფერდობების რკინა-ბეტონის კედლით გამაგრება უახლოეს დღეებში მოხდება, რის შემდეგაც ოჯახები დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში.
უკვე შესწავლილია სოფელ წყავროკის 6 და ჭახათის 5 ოჯახი. ყველა ლოკაციის შესწავლა კვირის ბოლომდე დასრულდება.
“ძირითადად დაფიქსირებულია ნაპრალები და ნახეთქები საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე რამდენიმე მეტრის სიგანეზე მიწის 1 მეტრომდე სიმაღლეზე დაწევა. რამდენიმე ადგილას მეწყრულმა მოვლენებმა გამოიწვია შიდა სასოფლო გზების ჩაკეტვა, თუმცა, გზებისა და სამელიორაციო სამსახურის მიერ შუადღისას გადაადგილება ყველა სოფლის მიმართულებით უკვე აღდგენილი იყო. ძირათადი პრობლემები აჭყვისთავსა და ალამბრის ტერიტორიაზე აღინიშნება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი. დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ჰქონდა 20 აბონენტს სოფელ ლეღვაში. დაზიანებული ტრანსფორმატორის აღდგენას დღის ბოლომდე ვარაუდობენ”.
შესაბამისი ტექნიკით გადაირეცხა სტიქიის შედეგად დატბორილი სკოლები და საბავშვო ბაღები. სასწავლო პროცესი ორშაბათიდან სრულად აღდგება.
ჰოდა ეს ზღვა მქცეოდა რაღაცნაირ, შიშნარევ აკვიატებად. თან მაშინ ქვეყანა კარგა გვარიანად იყო არეული და აჭარაში შეუმჩნევლად ჩასვლა ძალიან რთული გამხდარიყო, რადგან აჭარას მაშინ ზომიერად შეშინებული კაცი მართავდა და, ამავდროულად, ეს ის დროც იყო, როცა ბანდიტსა და ყაჩაღზე მეტად პოლიციისა ეშინოდა კაცს, რადგან ბანდიტსა და ყაჩაღს კიდევ მოელაპარაკებოდი, მით უფრო, თუ წასართმევი ბევრი არაფერი გებადა, პოლიციელი კი თან გაგძარცვავდა და თან ერთი გემოზეც დაგარბილებდა.
ახლა ეს ყველაფერი შორეული წარსული და უკან მოტოვებული ამბებია, მაგრამ მაშინ შეშინებულმა და მოსალოდნელი თავგადასავლებით ზომაზე მეტად აღგზნებულმა, პირველად გავბედე სახლიდან ასე შორს გაპარვა. სახლში რა მოვიტყუე, კარგად არ მახსოვს, თუმცა ფანტაზიას არც მაშინ ვუჩიოდი და ის კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ამბავი ჩემთან, ოჯახში დღემდე კაციშვილს არ გაუგია. ჰოდა, ასე ავდექი და გავიპარე. ვთქვი, სულ სხვაგან და სხვასთან მივდივარ-მეთქი და ბათუმში კი წავედი. ალბათ ის ამბავიც დამეხმარა, რომ მაშინ მობილური ტელეფონი ჯერაც არ არსებობდა და საქალაქთაშორისო ტელეფონით დარეკვა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. შესაძლოა, იმანაც მიშველა, რომ წიგნების კითხვა მიყვარდა. ზოგადად კი მიჩნეულია, რომ წიგნების მკითხველი ბავშვები არამკითხველებზე თვინიერები არიან, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს სულაც არ შეეფერება და, იმედია, ამ სტრიქონებს ის უფროსები არ წაიკითხავენ, ვინც ასე ფიქრობს და ზედმეტი, უნაყოფო და არაფრის მომტანი ეჭვიანობით ბავშვებს თავს არ მოაბეზრებენ.
ასე იყო თუ ისე, ჩემმა მშობლებმა, როგორც ჩანს, ვერ დაუშვეს, რომ ჩემი ცელქობით ასე შორს წასვლა შემეძლო და ეს ამბავიც ამ დრომდე საიდუმლოდ დარჩა. ბათუმისკენ კი ორი დაუძლეველი ძალა მეწეოდა: ზღვა და გოგო, რომელიც თელავში გავიცანი და რომელმაც თავისი ბათუმური ნომერი ქაღალდის ნაგლეჯზე დამიწერა, ალბათ, იმ იმედით, რომ იქ ვერასოდეს მოვხვდებოდი, მით უმეტეს, მარტო და, მით უმეტეს, ასე მალე.
და აი, უამრავი საჭირო თუ არასაჭირო ნივთით გამოვსებული სარდაფიდან, სადაც ცხრა თაობის მანძილზე გროვდებოდა ჩემი ოჯახის მოძველებული და ზოგჯერ უბრალოდ მობეზრებული ნივთები, გადავარჩიე ყველაფერი, რასაც რაიმე ფერადი ლითონი ერია, ამას დავუმატე რამდენიმე თვის მანძილზე რუდუნებით ნაგროვები ლიმონათისა და ლუდის ბოთლები, ზედ მივაყოლე ცარიელი ქილები, რომლებიც, წესით, თავის დროზე მურაბებით, კომპოტებითა და კონსერვებით უნდა გავსებულიყო, ეს ყველაფერი სხვადასხვა პუნქტში გავყიდე და თავდაჯერებული სახითა და გულში შეპარული შიშით გეზი ბათუმისკენ ავიღე. მატარებელში ტევა არ იყო, ტაატითა და რწევა-რწევით მივდიოდით თორმეტი საათის განმავლობაში, ხალხი კი ემატებოდა და ემატებოდა და ხალხთან ერთად აუტანელი სუნიც მატულობდა. ეს იყო ჩემი პირველი მგზავრობა სრულიად დამოუკიდებლად და, შესაბამისად, დაუვიწყარიც, განმტკიცებული ალბათ იმ საშინელი სუნით. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როცა ვჯდები ჩქარი მატარებლის კომფორტულ სავარძელში და ვიცი, თბილისიდან გასული სულ რაღაც ექვს საათში ბათუმში ვიქნები, საოცარი კმაყოფილების გრძნობა მიჩნდება.
ასე იყო თუ ისე, მშობლიური აღმართ-დაღმართიანი თელავიდან, რომელსაც თავისი, სულ სხვა ხიბლი აქვს, აღმოვჩნდი ქალაქში, სადაც ქუჩები სწორად მიუყვება ლამაზი სახლების მწკრივს და ყოველთვის ლოგიკურად კვეთს ერთმანეთს. მახსოვს, როგორ დამეუფლა ერთდროულად სიმშვიდისა და აღტაცებისმაგვარი გრძნობა. მართალია, მას შემდეგ ბათუმი ძალიან გამდიდრდა და გალამაზდა, მაგრამ ეს არ შეცვლილა.
პირველად ჩასულსაც გიჩნდება განცდა, თითქოს ამ ქალაქს კარგად იცნობ და რაღაცნაირად გემშობლიურება და, რა თქმა უნდა, მის ნაპირებს უცვლელად, ხან ეალერსება, ხანაც გაბრაზებული მოასკდება ხოლმე შავი ზღვა, ოდესღაც პონტოს ზღვად რომ იცნობდა მსოფლიო და ჯერ კიდევ უხსოვარ დროს რომ აღიზიანებდა ბერძნების ფანტაზიას
ისე აღიზიანებდა, რომ, ერთი მხრივ, თუ საქართველოს ელამუნებოდა, მეორე მხრივ, ბერძნულ მითებში, ხან სად ამოყოფდა თავს და ხან სად. და თუ ჯერი მითებსა და პონტოს ზღვაზე მიდგება, ერთი რამ, რაც, ალბათ, სულ პატარაობიდან ყველამ იცის, ვისაც კი სკოლაში უვლია, არის მითი კოლხეთის ლეგენდარული სამეფოსა და მედეას შესახებ, რომელიც, ალბათ, დღემდე ყველაზე ცნობილი ქალია ქართული მიწიდან და, შესაძლოა, ამიტომაც დაუდგამთ ბათუმში მისი ქანდაკება. იქნებ ბათუმის ჯადოსნური ელფერიც ამ მითებისა და ლეგენდების გამოძახილია, მაგრამ ერთი რამ კი ცხადზე ცხადია – ეს ქალაქი სულ სხვაა ზაფხულში, როცა ბათუმელები მთებში მიდიან და ბათუმს დამსვენებლები იპყრობენ, ხოლო სულ სხვაა ზამთარსა და გაზაფხულზე, როცა ქალაქი თავისი მშვიდი და აუმღვრეველი ცხოვრებით ცხოვრობს.
თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი არ ვიცოდი და, აბა, საიდან მეცოდინებოდა. მატარებლიდან ბაქანზე ფეხი კოკისპირულ წვიმაში გადმოვდგი, ნაპირებს მედგრად ერკინებოდა პონტოს ევქსინოს რა არის და – აწ უკვე შავი ზღვა. ხუთ წუთში გაწუწული ლეკვივით შესაბრალისმა, მაგრამ საკუთარი გამბედაობით შთაგონებულმა, ბინის ძებნა დავიწყე. რაც მართალია, მართალია, ბათუმში ბინის პოვნა რთული არ არის, არც ზაფხულში, როცა ქალაქი დამსვენებლებითაა სავსე და, მით უმეტეს, წელიწადის სხვა დროს. შეგიძლია, ღამე გაათიო ძალიან იაფად, მაგრამ ყველა საბაზისო პირობით უზრუნველყოფილ ბინაში, სადაც კეთილგანწყობილი მასპინძელი აუცილებლად დაგალევინებს ცხელ, სურნელოვან ბათუმურ ყავას.
ბათუმელები სრულიად სამართლიანად ამაყობენ ყავის მოხარშვის განსხვავებული და გამორჩეული მეთოდით, რომლის საიდუმლო ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი რჩება. ყავა ცალკე ამბავია და, მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან საქართველოში მას „თურქულ ყავად“ იცნობენ, რაც ყავის წარმომავლობაზე კი არა, მოხარშვის წესზე მიუთითებს, ბათუმში ეს წესი ბათუმურია და წინააღმდეგობის გაწევის სურვილს მაშინვე კარგავ, როგორც კი პირველად დააგემოვნებ.
და მაინც, თუ სასტუმრო გირჩევნია, იოლად იპოვი საკუთარი ჯიბისთვის შესაფერის სასტუმროს, ხოლო თუ ჯიბე საკმაოდ მძიმეა, არც ხუთვარსკვლავიანი მომსახურების ძებნით გადაიღლები. რაც მთავარია, ბათუმს იმდენი შრე აქვს, იმდენ ამბავს და საიდუმლოს ინახავს, რომ, შეიძლება, ორი დღით ჩასული ორი თვით დარჩე და ან სულაც დასახლდე და მასთან განშორების გაგონებაც არ მოგინდეს. მაშინ ხომ არც ეს ვიცოდი, პატარა სულელი და გამოუცდელი ბიჭი ვიყავი, არც ქალების გამეგებოდა რამე და არც საკუთარი თავის, თუმცა, რა თქმა უნდა, ასე სულაც არ ვფიქრობდი. თავგადასავლების წყურვილი, ახლის შეცნობის სურვილი, წიგნებში ამოკითხული ზღვაური ამბები და გოგო, რომლის სახე და აბრეშუმივით რბილი, კრიალა, ზღვის ტალღებივით მბზინავი თმა მიზიდავდა და მიკარგავდა მოსვენებას. და აი, ვიჯექი ტელეფონის ნომრით ხელში და უშედეგოდ ვცდილობდი დარეკვას, რადგან ტელეფონის ნომერი სულაც არ აღმოჩნდა ტელეფონის ნომერი და, აბა, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ბათუმში რვაციფრიანი კომბინაციით არ რეკავდნენ და გოგომ, რომლის სახე, მკერდის სისავსე და ტუჩები მოსვენებას მიკარგავდა, ნომერი არასწორად დამიწერა, რათა გამევლო ასობით კილომეტრი და ვერაფრით შევხვედროდი. მაშინ პირველად მივხვდი, რას ნიშნავს გახელება, რისხვა და უმიზნო, უნიადაგო გაჭრა უცხო ქალაქში, დაუნდობელ თქეშში, სადაც ჩემი აბობოქრებული სული ზღვის ბორგვასა და ღმუილს ეხმატკბილებოდა. მისი ხელით დაწერილი ნომერი ახლაც თვლემს ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში გულის გატეხის მოსაგონარ სხვა ნივთებთან ერთად. მე კი არაფერი ვიცოდი მასზე, გარდა იმისა, რომ იყო ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგო და ახლაც არაფერი ვიცი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ, სრულიად საბედისწეროდ, მედეა ერქვა.
ყველა ლოგიკით, მეორე დღესვე უნდა დავბრუნებულიყავი უკან და, შესაძლოა, ასეც მომხდარიყო ნებისმიერ სხვა ქალაქში, მაგრამ, ხომ ვთქვი, ბათუმი ჯადოსნური ქალაქია, სადაც სევდაც სხვანაირია, გახელებაც, გაჭრაც, სიხარულიც, სიყვარულიც, ზღვაც, ყავაც, ხაჭაპურიც და – ყველაფერი ერთად ბათუმურია, ანუ ასეთი მხოლოდ ამ ქალაქშია და მორჩა და გათავდა. დანარჩენის მოყოლა შეუძლებელი ხდება ყოველთვის, რადგან, უბრალოდ, საკუთარ თავზე გამოსაცდელი ამბებია, თორემ ამის მოყოლა რომ შეიძლებოდეს, ჯადოსნურიც ხომ აღარ იქნებოდა. მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს მივდივარ ბათუმში და, მართალია, უკვე დიდი ხანია, პატარა ბიჭი აღარ მეთქმის, პოლიციაც ცივილიზებულია და დანაშაულთან ბრძოლასა და ადამიანების დახმარებაზეა მომართული, აღარც მატარებელია არაკომფორტული და აჭარასაც აღარ მართავენ შეშინებული ადამიანები, მაგრამ მაინც ყოველთვის მღელვარება მიპყრობს ხოლმე, სულ სხვა მღელვარება, რადგან ზუსტად ვიცი, რომ მარტო ვარ თუ მეგობრებთან ერთად, ორი დღით მივდივარ თუ ორი თვით, მნიშვნელობა არა აქვს, ბათუმში ჩემს წილ თავგადასავალს გადავიხდენ, საჩემო ამბავს გადავაწყდები და ეს იქნება ზუსტად ის, რაც მოცემულ მომენტში ჩემთვის ყველაზე საჭირო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონდეს, რომ სწორედ ეს მჭირდებოდა. და მეც ყოველთვის, როცა ბათუმიდან უკან ვბრუნდები, განშორებისგან გულდაწყვეტილი, ვფიქრობ: „ჯანდაბას ჩემი თავი, ეს ხომ ჯადოსნური ქალაქია!“
„მთავრობას აქვს მყარი პოლიტიკური ნება, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაორმაგდეს. ჩვენ გვინდა, პოლიცია უფრო მეტად გაძლიერდეს და შემაკავებელი ორდერი არ საჭიროებდეს მოსამართლის ჩარევას, რადგან მოსამართლის ლოდინში დრო გადის, რაც უნდა პროფესიონალი და მოწადინებული იყოს სასამართლო. ამიტომ პოლიციას რეალური ბერკეტი უნდა შევძინოთ იმისათვის, რომ მსხვერპლი, ქალია იგი თუ კაცი, დაცული იყოს“− განაცხადა შეხვედრაზე თეა წულუკიანმა.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, რომლებიც 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენცია 2011 წლიდან მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2014 წელს შეუერთდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები. ამის შემდეგ გადაისინჯა შესაბამისი კანონპროექტები და 2015 წლის 4 აგვისტოს ხელახლა წარედგინა – სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, კერძო სამართლის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ მაშინ დაიგეგმა, რომ საკანონმდებლო პაკეტის განსახილველად რეგიონებში საჯარო დისკუსიები და კონსულტაციები ჩატარებულიყო.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსში შევა ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ის მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის (განურჩევლად სქესისა) ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისათვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.
გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია პარტნიორის, მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
ასევე, თუ მოქმედი კანონმდებლობით პოლიციის ოფიცრის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლოს მიერ დამტკიცებას მოითხოვს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასამართლო ჩართულობა ამ საკითხში საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტამბულის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს.
„ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო თანმდევი პაკეტის შესახებ, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და კერძო სამართლის საბჭოს წევრების, ასევე, ყველა სხვა დაინტერესებული მხარის კომენტარების დიდი ნაწილი ასახულ იქნება კანონპროექტების საბოლოო ვარიანტებში, რომლებიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში სარატიფიკაციო დოკუმენტთან ერთად ჯერ მთავრობას, ხოლო შემდეგ პარლამენტს წარედგინება.
“იაფი სახლის” სტანდარტული საცხოვრისის მიზნობრივი პროგრამის განმარტებითი ბარათი არასრულად არის შემუშავებული. განმარტებით ბარათში მოცემული არ არის “იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისის” დეტალური განსაზღვრება, ასევე არ არის მითითებული, თუ როგორი იქნება საცხოვრისის „გრძელვადიანი გამოსყიდვის მექანიზმი“.
არ არის დადგენილი ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის სავარაუდო ბენეფიციარების შერჩევის პრინციპები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროგრამაში ჩართვას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები შეძლებენ. თუკი ასეთი ოჯახების რიცხვი აღემატება იმ რაოდენობას, რომლის დაკმაყოფილების საშუალება მერიას აქვს, გაუგებარია, თუ რა კონკრეტული პრინციპით მოხდება მათი შერჩევა.
პროგრამის განხორციელებამდე ბათუმის თვითმმართველობას არ ჩაუტარებია კვლევა პროგრამის შესაძლო ბენეფიციარებისა და მისი განხორციელების პროცესში გამოკვეთილი სავარაუდო საჭიროებების გამოვლენის მიზნით. ამჟამად ბათუმის მერიაში თავშესაფრის მაძიებელთა 2000-მდე განაცხადია, თუმცა არც ეს პირები გამოკითხულან, თუ რამდენად შეძლებენ თანამონაწილეობის პრინციპით საკუთარი კონტრიბუციის შეტანას საცხოვრისის მისაღებად; პროგრამით ასევე არ არის განსაზღვრული საცხოვრისის მთლიანი ღირებულების რამდენ პროცენტს უნდა შეადგენდეს მოქალაქის თანადაფინანსება. დაუდგენელია პროცედურები, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი ვეღარ შეძლებს ყოველთვიური კონტრიბუციის შეტანას;
ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის მიერ 2015 წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადების თანახმად, იგეგმებოდა სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც „იაფი სახლის“ ბენეფიციართა კრიტერიუმების განსაზღვრაზე იმუშავებდა. თუმცა, ამ დრომდე კომისია არ შეკრებილა.
პროცესში სათანადოდ არ არიან ჩართული არასამათავრობო ორგანიზაციის, სოციალური სფეროს წარმომადგენლები, ურბანისტები, სოციოლოგები. დარგის სპეციალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების პროცესში ჩართულობა კი პროექტის მიმდინარეობის მეტ გამჭვირვალობას და მიუკერძოებელ მიდგომას უზრუნველყოფს.“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებული სახით პროგრამის განხორციელება შემდეგ რისკებს შეიცავს:
„პროგრამაში ჩასართავი ოჯახების შერჩევის კრიტერიუმები და ასევე რაოდენობა არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, გაუგებარია, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ბენეფიციარი პირების განსაზღვრის პროცესი; ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში ისევე, როგორც დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, არ არსებობს უსახლკარო მოქალაქეთა ერთიანი რეესტრი. დღემდე მოქმედი პრაქტიკით, უბინაოები საცხოვრისებით კმაყოფილდებიან თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებული პირადი განცხადებების საფუძველზე;
არ არის გათვალისწინებული კორუფციის პრევენციული მექანიზმები;
არასრულყოფილად ჩამოყალიბებული პროგრამის გამო, მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია “იაფი სახლის” პროგრამის შესახებ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებმა კი შესაძლოა, უსახლკარო/დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს გადაჭარბებული მოლოდინი შეუქმნას ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით;
მომდევნო წლებში იაფი სახლის პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მილიონობით ლარს დახარჯავს მშენებლობაზე ახალი იაფი სახლების პროექტების ფარგლებში და შესაძლოა საფრთხე შეექმნას იმ სამშენებლო კომპანიების საქმიანობას, რომელთა სამიზნე სეგმენტი საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები არიან.
გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის მერიის “იაფი სახლის” პროგრამა საქართველოსთვის პრეცენდენტულია და მსგავსი პროგრამის განხორციელების პროცედურები, კრიტერიუმები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პირობები არ არის გაწერილი ნორმატიული აქტის სახით (არ არსებობს სახელმწიფო საბინაო პოლიტიკა და ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა), მიგვაჩნია, რომ ბათუმის მერიამ ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა შეისწავლოს სამშენებლო ბაზარზე არსებული მდგომარეობა, გათვალოს რისკები, რათა საბიუჯეტო სახსრები მაქსიმალურად მიზნობრივად დაიხარჯოს. ამავე დროს, პროგრამის განხორციელებამ არ უნდა შეუშალოს ხელი კერძო ბიზნესისა და ინვესტიციების განხორციელებას.“
„მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები გვყავს, მაგრამ საკმარისი არ არის. სკოლაში დღეის მდგომარეობით მხოლოდ ფიზიკა არ ისწავლება, რაც შეეხება მათემატიკას – VII_VIII კლასებში არ ტარდება, ინგლისური კი – დაწყებითებში. გასულ წელს პროგრამით გვყავდა ფიზიკის პედაგოგი, ახალ სასწავლო წელს სხვა სკოლაში გადავიდა და ადგილი ვაკანტური დარჩა. ასევე პროგრამით გვყავდა მოწვეული ინგლისურის მასწავლებელიც, შემდეგ ადგილზე გამოინახა ინგლისურის პედაგოგი, 21 საათი აქვს, სხვა დარჩენილი საათები კი ვაკანტურია. იქედან გამომდინარე, რომ საატესტატო გამოცდა ფიზიკაში ტარდება, მოსწავლეების მშობლები ითხოვენ პრობლემის დროულად გადაჭრას და პედაგოგის გამონახვას, თუმცა ვერ ხერხდება.
რამდენიმე პედაგოგთან მქონდა თხოვნა, ვისაც ფიზიკა-მათემატიკა აქვს დამთავრებული, მუშაობა რომ დაეწყოთ, არ ისურვეს. სხვა არანაირი საშუალება არ გვაქვს პედაგოგის მოძიების“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
პედაგოგების ნაკლებობა მხოლოდ ამ სკოლის პრობლემა არ არის. მსგავსი პრობლემა შუახევის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლაშია. ამავე მუნიციპალიტეტის მაწყვალთის საჯარო სკოლას მათემატიკისა და ინგლისურის პედაგოგი სჭირდება. სკოლის დირექტორი ჯემალ ზოიძე ამბობს, რომ გასულ წლებში ინგლისურს პროგრამით მოწვეული პედაგოგი ასწავლიდა, წელს კი არავინ დაინტერესდა პროგრამით სკოლაში მოსულიყო, რაც შეეხება მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას, ის აღნიშნავს, რომ სკოლას ორი პედაგოგი ჰყავდა, ერთი წავიდა და ვაკანსიაც გაჩნდა.
იმ შემთხვევაში, თუ მათემატიკის პედაგოგი არ გამოინახა, დირექტორი პრობლემის გადაჭრას ადგილობრივი კადრებით აპირებს, – ამბობს, რომ მათემატიკის მასწავლებელს მაქსიმალურად დატვირთავს, დარჩენილ საათებს სკოლის იმ პედაგოგებს გადაუნაწილებს, ვისაც შეუძლია მათემატიკა ასწავლოს.
„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, თუ ვინმე დაინტერესდება არსებული ვაკანსიით. ვაკანსიის არსებობის დროს საათების გადანაწილება არ შეიძლება, ვფიქრობთ, გამოვნახოთ ალტერნატიული გზა ვაკანსიის შესავსებად. შესაძლოა ფილოლოგიც კი ფლობდეს იმ დონეზე მათემატიკას, რომ V, VI, VII კლასს ჩაუტაროს გაკვეთილები ამ საგანში. მაქსიმალურად დავტვირთავ მათემატიკის პედაგოგს, დარჩენილ საათს კი ადგილობრივ კადრს გადავუნაწილებ, თუმცა ვიდრე საათების გადანაწილება მოხდება, გასაუბრებას გაივლის, აკმაყოფილებს თუ არა პედაგოგი იმ მოთხოვნას და ცოდნას, რაც მათემატიკის გაკვეთილის ჩასატარებლად საჭიროა,“ – ამბობს ჯემალ ზოიძე.
ამ დროისთვის შუახევის მუნიციპალიტეტის 13 სკოლაში მასწავლებლის 17 ვაკანსიაა. პრობლემურ საგნებში პირველ ადგილს აქ ინგლისური იკავებს, ასევე მოთხოვნაა მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლებზე.
პედაგოგების ნაკლებობის პრობლემა დგას ხულოშიც. ხულოს რესურსცენტრის უფროსის ედუარდ მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის 20 სკოლაში არის მასწავლებლის ვაკანსია.
ხულოში საატესტატო გამოცდასა და ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილების 50% უცხო ენაზე, ინგლისურზე მოდის.
„სკოლებში არსებული ვაკანსიების 70% ინგლისური ენის პედაგოგზე მოდის, 30 პროცენტი კი ქიმიის, ფიზიკის და მათემატიკის პედაგოგებზე ნაწილდება, თავდაპირველად 45 სკოლაში იყო ვაკანსია, თუმცა ნაწილი საქართველოსა და აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამებით შეივსო, მაგრამ არა სრულად“, – ამბობს ხულოს რესურსცენტრის უფროსი.
მაღალმთიან აჭარაში პედაგოგების ნაკლებობა ვერც აჭარის განათლების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში შეივსო. ამ პროგრამით პრობლემა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის სკოლებში გადაიჭრა. აღნიშნული პროგრამით ქედის, ხულოსა და შუახევის 24 საჯარო სკოლაში მასწავლებლის 30 ვაკანსია შეივსო; პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში 11 მასწავლებელი, შუახევში – 10, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში – 9 მასწავლებელი ასწავლის.
აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე არსებული პრობლემის გადაჭრის გზას პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდასა და ხელფასის მატებაში ხედავს. ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ აჭარის განათლების სამინისტრო პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ დაფინანსებას ზრდის და 2016 წლიდან პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პედაგოგები 100 ლარით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.
სულიკო თებიძე: „ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამა მხოლოდ უცხო ენებისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას ეხება. აღმოჩნდა, რომ ამ საგნების გარდა არის კიდევ სხვა საგნები, სადაც პრობლემები გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პროგრამის ბიუჯეტი გავზარდეთ, მაინც ვერ შევავსეთ ვაკანსიები. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი პროგრამით მუშაობს საქართველოს განათლების სამინისტრო, თუმცა მაინც რჩება პრობლემები. თუ არ გავხადეთ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული, არ მივუბრუნეთ ძველ ნიშნულს, დაფინანსების ზრდა ვერ იქნება პრობლემის სულყოფილად გადაჭრის გზა. წელს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში იმაზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, ვიდრე წინა წლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამით სოფელში წასულ მასწავლებელს მოემატება ხელფასი 100 ლარით და ახალი წლიდან დანამატი მთლიანობაში 500 ლარი იქნება. რაც შეეხება სკოლებში დღეს არსებულ ვაკანსიებს, ისევ გამოცხადდება კონკურსი. როგორ შეიძლება, მაგალითად, მუსიკის მასწავლებელმა ფიზიკა ასწავლოს, თუ შესაბამისობა არ იქნება საგნებს შორის, ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიყვანს სკოლა სპეციალისტს.“
კლასები 30-30 მოსწავლითაა დაკომპლექტებული. ამდენივე ბავშვი ზის მე-7 კლასშიც, სადაც მათემატიკის გაძლიერებული გაკვეთილი ტარდება. „გაძლიერებული სწავლება“, როგორც პედაგოგი ამბობს, პირველ რიგში, საათების რაოდენობაში გამოიხატება. თუ სხვა სკოლაში მათემატიკას კვირაში ორი საათი ეთმობა, აქ ხუთი საათია დათმობილი. გარდა ამისა, პედაგოგი ამბობს, რომ ისინი გრიფირებული სახელმძღვანელოს გარდა, დამატებით სხვა ავტორებს, მაგალითად, ნურკის სახელმძღვანელოსაც იყენებენ. „გვაქვს პროექტორი პრეზენტაციისთვის, ვაწყობთ ჭიდილებს, ბავშვებს მოაქვთ მოძიებული მასალები“ და ა.შ.
მათემატიკოსობას რამდენი აპირებთ? – ვეკითხებით მოსწავლეებს. ხელს ექვსი ბავშვი წევს. 11 წლის დავით ხარაზი, რომელიც მათემატიკურ სკოლაში ბათუმში ქობულეთიდან დადის, გვეუბნება, რომ მეცნიერება მოსწონს და მომავალში ამ გზით უნდა წავიდეს: „ხალხს მინდა დავეხმარო, ამიტომ მინდა მეცნიერი გამოვიდე. ჩვენ განათლებული თაობა გვჭირდება, რომ გამოგონებები, აღმოჩენები გავაკეთოთ.“ დათოს აზრით, „გამოთვლების გარეშე კი ვერაფერს გააკეთებ“. „დედამ მითხრა, რომ აქ ლექტორები ასწავლიან, თუმცა ნათქვამს ნანახი ჯობია“, – ამბობს ის.
ლუკა წითელაძეც მეშვიდეკლასელია. მათემატიკა მასაც ძალიან უყვარს, უფრო მეტი სიყვარულით კი ფიზიკაზე გვესაუბრება. „ბებია მყავს ფიზიკოსი და ცდების გაკეთებაში მეხმარება ხოლმე. სათამაშო რობოტი მაქვს სახლში გაკეთებული. ძრავისგან კი პატარა მოტოციკლი შევქმენი. სკოლაში არ მომაქვს, რომ არ გამიფუჭდეს“, – ამბობს ლუკა.
მათემატიკის გაკვეთილიდან ფიზიკის გაკვეთილზე გადავინაცვლეთ. მასწავლებლის მაგიდაზე კოლბები და სხვა ხელსაწყოები აწყვია. დაფაზე კი მოსწავლე ფორმულებს ადგენს. თემა ერთ-ერთ ფიზიკურ მოვლენას – დიფუზიას ეხება.
მოსწავლეები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მიიღონ მოლეკულების შერევით თავისუფალი ან იძულებითი დიფუზია. ერთი მოსწავლე ამბობს, რომ ცდა სახლში წყლისა და შაქრის შერევით ჩაატარა, საკლასო ოთახში კი ამ მოვლენის შესასწავლად წყალსა და შაბიამანს იყენებენ. თავისუფალი დიფუზიის მიღებას დაახლოებით 22 საათი სჭირდება, რადგან მოსწავლეებს ამდენი დრო არ აქვთ, იძულებით დიფუზიას მიმართავენ.
კლასში ფიზიკის პედაგოგი თამაზ ბერიძე მუშაობს. გაძლიერებული პროგრამებისა და დამოუკიდებელი ცენტრის არსებობის მიუხედავად, პედაგოგი მიიჩნევს, რომ ფიზიკა-მათემატიკის, განსაკუთრებით კი ფიზიკის მიმართულებით, მაინც რთული ვითარებაა.
პედაგოგის აზრით, საჯარო სკოლებში იმდენად ცოტა დრო ეთმობა ამ საგნების სწავლებას, რომ მისგან რეალურ შედეგებს ნაკლებად უნდა ველოდეთ. პედაგოგი სასწავლო სახელმძღვანელოებში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს, რომელიც კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას იწვევს ამ საგნის.
„ფიზიკის სწავლების მხრივ რთულია ვითარებაა. ერთ მაგალითს მოვიყვან. თბილისში კონფერენციაზე ვიყავით, რომელსაც პროფესორი ესწრებოდა. გამოდის ერთი ბავშვი და წერს, ვთქვთ q მუხტი შეფარდებული რაღაცასთან და ა.შ. მეორე მოსწავლე გამოდის და მუხტს აღნიშნავს Q დიდით, მესამე – ორთქლად ქცევის კუთრი სითბოს აღნიშნავს დიდი L-ით, მეოთხე მოსწავლე იმავე სიდედეს – r პატარათი. გაგიჟდა პროფესორი. ერთ ქვეყანაში, ერთი და იმავე სისტემის სკოლებში ასე განსხვავებულად რატომ ისწავლება ფიზიკაო. ეს იმის ბრალია, რომ სკოლები სხვადასხვა ავტორით გადიან პროგრამას.
ასეთ სახელმძღვანელოებს გრიფი არ უნდა მიენიჭოს. მთელ მსოფლიოში მუხტს m პატარათი აღნიშნავენ, ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, სადაც ასეთი გაუგებრობებითაა სავსე სახელმძღვანელოები”, – ამბობს პედაგოგი.
თამაზ ბერიძე სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ სხვა ხარვეზებზეც საუბრობს: „მე-11 კლასის პროგრამის 90 პროცენტი სააბიტურიენტო მასალებს არ შეიცავს. ჩვენ ბევრჯერ დავსვით განათლების სამინისტროში კითხვები, მაგრამ, ჯერჯერობით, მათ პასუხი არ აქვთ“.
პედაგოგის აზრით, ფიზიკა-მათემატიკით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა ბათუმში ბევრია და თუ სახელმწიფო ამ სფეროების განვითარებაზე მეტ რესურსს ჩადებს, წლების შემდეგ, ამ სფეროებში კვალიფიციური კადრების დეფიციტი აღარ იქნება.
„ბავშვებიც სწორედ უნდა შეირჩეს. ნიჭიერი მოსწავლეები უნდა ავარჩიოთ, ბავშვს უნდა უნდოდეს სწავლა და არა – მშობელს. ლაბორატორიებიც არ არის საკმარისი, გაუმჯობესება აუცილებელია. ცდის გარეშე მოსწავლეს ფიზიკას ვერ ასწავლი. ეს აუცილებლად ზერელე იქნება და ფორმულების გაუაზრებელი დაზეპირება გამოგვივა“.
პედაგოგი ამბობს, რომ არათანმიმდევრული სწავლების გამო მოსწავლეებს მასა და ნივთიერება ერთმანეთში ერევათ. „ალუმინი ჰგონიათ მასა, მაშინ როცა ალუმინი არის ნივთიერება, მასა კი განყენებული სიდიდეა. მოსწავლეს არ უსწავლია ძალა, განვლილი მანძილი და სწავლობს მუშაობას, ასეთი მეთოდით ვერასოდეს ვისწავლით ფიზიკას“.
სამი წლის განმავლობაში გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკის კურსის გავლის შემდეგ ფიზიკის სპეციალობაზე მხოლოდ ერთმა მოსწავლემ გააგრძელა სწავლა. „თავიდან ბევრს უნდა, მაგრამ მე-12 კლასში თითქმის ყველა იცვლის არჩევანს. მათემატიკოსებს საზღვაოზე სწავლა ურჩევნიათ ან ბანკში მიდის ყველა, ფიზიკოსობასაც იშვიათად ირჩევენ. ვერ ხედავენ პერსპექტივას“, – ამბობს პედაგოგი. თუმცა, მისი აზრით, თუ სახელმწიფო არ შეასუსტებს პოლიტიკას და ამ სფეროების განვითარებას გააძლიერებს, რეალობა შეიცვლება.
სამწლიანი სწავლების შედეგებს დირექტორის მოადგილე თამარ ჩაგანავა დადებითადაც აფასებს: „გასულ წელს სამინისტროს კვლევების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით მე-9 კლასელებმა 73-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს მათემატიკაში. ერთმა მოსწავლემ, ბაქარ დუაძემ, რომელმაც ფიზიკის მიმართულებაზე ჩააბარა, ასპროცენტიანი გრანტი აიღო, საერთო შედეგით, ფიზიკაში 40-პროცენტიანი ზრდა გვაქვს“.
ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებულ სკოლაში წელს სტანდარტებიც შეცვალეს. თამარ ჩაგანავას თქმით, ის მოსწავლე, რომელიც 7-ქულიან ბარიერს ვერ გადალახავს, ამ სკოლაში სწავლას ვეღარ გააგრძელებს.
პროექტი წარმოადგენს ფოტოგრაფის ორმოცწლიანი შრომის ნაყოფს. თითოეული კომპოზიცი შესდგება ორი, შავ-თეთრი ფოტოსგან, რომლებიც შინაარსობრივად და კომპოზიციურად არის ერთმანეთთან კავშირში. პროექტი წარმოადგენს მომავალი წიგნის მაკეტს.
გამოფენაზე გამოტანილი დოკუმენტური, სოციალური თემატიკის ფოტოები და პორტრეტები გადაღებულია საქართველოში, ბოლო 40 წლის მანძილზე.
გამოფენა პირველად მაისში, თბილისში გალერეა Black@White-ში მოეწყო.
გილად მარეკი და რივკა ოფენბახი 3 დღის განმავლობაში აჭარიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და გურიიდან ჩამოსულ ფერმერებსა და კოოპერატივების წევრებს სათბურებში მარწყვისა და ტკბილი წიწაკის მოვლა-მოყვანის, ასევე დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ტრენინგის პროგრამის მიხედვით 12 ოქტომბერს, ტრენინგს აგროსერვის ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები დაესწრებიან, 13 ოქტომბერს სამგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან ჩამოსული მონაწილეები, 14 ოქტომბერს კი აჭარაში მესათბურეობით დაკავებული ფერმერები და კოოპერატივების წევრები. ტრენინგი, რომელიც ისრაელის საელჩოს მიერ მაშადის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, მესათბურეობით დაკავებული ფერმერებისა და მეწარმეების განათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ნიკა ჯორბენაძე ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. იგი ინგლისურ ენასა და ფილოლოგიას სწავლობს, საღამოს საათებში კი უკვე ორი თვეა სასტუმრო “რადისონში” მიმტანად მუშაობს.
ნიკა ამბობს, რომ სტუდენტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ სამსახურს, სადაც მისთვის მოხერხებული განრიგი იქნება, რადგან სტუდენტისთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული უნდა იყოს სწვლა და არა – შემოსავალი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულმა სტუდენტმა იცოდეს თავისი უფლებები. “მართალია, სამუშაო გრაფიკი არის რვასაათიანი, მაგრამ სტუდენტების შემთხვევაში ხშირად ხდება სამუშაო საათების გახანგრძლივება. მეც მქონია ისეთი გამოცდილება, რომ 8 საათის ნაცვლად ვრჩებოდი 13-14 საათი, მაგრამ მე მოვითხოვე, რომ ეს საათები აენაზღაურებინათ ჩემთვის. პირველ კვირაში, როცა ვნახე ბონუსის სახით არ იყო დარიცხული თანხა, მივმართე HR-ს და მოგვარდა ეს პრობლემა, რადგან მე ვიცოდი ჩემი უფლებები. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმაც დაიცვან სამსახურში საკუთარი უფლებები,” – ამბობს ნიკა.
ნიკა წულუკიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია და თითქმის ერთი წელია, რაც ქართული ჭიდაობის ფედერაციაში, საორგანიზაციო საკითხებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობს. იქამდე ერთ-ერთი სამედიცინო კომპანიის სადაზღვევო აგენტად მუშაობდა, ზაფხულის პერიოდში კი, სხვადასხვა სასტუმროში “ბელ ბოისა” და ადმინისტრატორის სამსახურსაც ითავსებდა: “როცა ფედერაციაში რაიმე ღონისძიება ტარდება, მე მევალება ინფორმაციის გავრცელება მედიაში, ასევე, ღონისძიებებზე ჩამოსული სტუმრების დახვედრა. ამ დროს ჩემზეა ჩაბარებული კვებისა და სასტუმროს ბლოკები. კარგი ის არის, რომ სავალდებულო არ არის ყოველდღე ჩემი იქ ყოფნა, ასეთი ღონისძიებები თვეში საშუალოდ 2-3-ჯერ ტარდება და თავისუფლად ვახერხებ სამსახურის სწავლასთან შეთავსებას”.
ნიკა ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც სამსახურის შოვნა გადაწყვიტა, დამოუკიდებლობის შეგრძნებაა. “მე ხულოში გავიზარდე, დიდაჭარიდან ვარ, სოფლის ცხოვრებას კარგად ვიცნობ. აქ რომ ჩამოვედი, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე დავრწმუნდი, რომ ადამიანი თუ მოინდომებ – შეუძლებელი არაფერია. არ მინდოდა მშობლებზე დამეკისრებინა ჩემი აქ ცხოვრების ხარჯი და სწორედ ამაში მეხმარება ჩემი შემოსავალი,” – ამბობს ნიკა.
უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მეორე სემესტრში, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, ნიკას სრულად მოეხსნა სწავლის გადასახადი. ნიკა ამბობს, რომ სტუდენტმა სამსახურის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დროის ფაქტორი და გააგებინოს მომავალ დამსაქმებელს, რომ ის სტუდენტია და სამუშაოს განრიგში მას ხელშეწყობა დასჭირდება: “მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ და ვსწავლობ, გაგიკვირდებათ და თავისუფალი დროც საკმაოდ მრჩება, მთავარი დროის სწორად გადანაწილებაა”.
მესამეკურსელი ლინდა შავლიძე ბსუ-ში თარგმანმცოდნეობასა და ინგლისურ ენას სწავლობს. ის უკვე ოთხი თვეა ტოტალიზატორ “კრისტალ ბეთში” მოლარე-ოპერატორად, ყოველ სამ დღეში ერთხელ, საღამოს ათი საათიდან დილის ათ საათამდე მუშაობს, იქამდე კი მაღაზიაშიც მუშაობდა, თუმცა სწავლის დაწყების შემდეგ ამ სამსახურს თავი დაანება, რადგან სწავლას ვეღარ შეძლებდა.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ლინდამ სამსახურის შოვნა გადაწყვიტა, სწავლის მაღალი საფასურია. “სტუდენტობის დროს საკუთარი ფინანსები ძალიან კარგია. როცა მე მაფინანსებდნენ მშობლები, უფრო ზედაპირულად ვუყურებდი ყველაფერს, ახლა კი, როცა ჩემი შრომით ვაფინანსებ ამ ყველაფერს, უფრო სხვაგვარად ვხედავ, მეტად მონდომებული ვარ. მაგრამ არის ერთი მინუსიც, როცა სტუდენტი სწავლობს მესამე კურსზე – მას რაღაც დონე უკვე გააჩნია. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ხელფასიანი პრაქტიკა იმ მიმართულებით, რაც სტუდენტის მომავალ პროფესიას უკავშირდება. სადაც ახლა მე ვმუშაობ, ამას მხოლოდ ფინანსების გამო ვაკეთებ და ის მე პროფესიულად არაფერს მაძლევს. ეს არის სტუდენტობისას სამუშაოს ერთადერთი მინუსი, თორემ ძალიან კარგი იქნება, თუ იარსებებს რაღაც პარალელები სტუდენტის სამსახურსა და მის პროფესიას შორის. მაღაზიაში მუშაობასა და ქალაქის დალაგებაშიც არაფერია ცუდი, ყველა სფეროს უნდა იცნობდეს სტუდენტი, მაგრამ ეს გაუმართავი სისტემის ბრალია, როცა ოთხი წლის შემდეგ ჩვენგან უნდათ კარგი მუშახელის მიღება, მაშინ ამ ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოგვცენ სათანადო განათლება და პრაქტიკა”, – ამბობს ლინდა.
შუტა სურმანიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც თავის სპეციალობასთან ახლო სამსახური იპოვა, თუმცა ამბობს, რომ ასეთი საქმის პოვნა სტუდენტისთვის რთულია. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეოთხე წელია მარკეტინგს, მაინორ სპეციალობად კი აუდიტის საქმეს სწავლობს. პარალელურად უკვე წელიწად-ნახევარია სამშენებლო კომპანია “Private construction”-ში მთავარი ბუღალტრის თანაშემწედ, საფოსტო-სატრანსპორტო მომსახურება “გექსში” კი ბუღალტრად მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურში თავისუფალი გრაფიკი აქვს და ლექციებზე დასწრებაში ხელი არ ეშლება. “დატვირთული ვარ, მაგრამ ექვს საათამდე უნივერსიტეტსაც ვასწრებ და სამსახურში ყოფნასაც. ამის შემდეგ დანარჩენი ექვსი საათი ჩემს განკარგულებაშია, რასაც სწავლასა და მეგობრებთან ერთად ყოფნაზე ვანაწილებ,” – ამბობს ის. შუტა ამბობს, რომ სტუდენტისთვის დიდი პლუსია, როცა სწავლის პარალელურად, თავის სპეციალობასთან ახლო თემატიკის სამსახურში მუშაობს: “სტუდენტებს ხელი ეშლებათ, როცა თავიანთი სპეციალობიდან ძალიან განსხვავებული განხრით მუშაობენ. ზოგიერთი ჩემი კურსელი ისეთი გადატვირთული მოდის ლექციებზე, ძილსაც ვერ ასწრებს სახლში და ეს, რა თქმა უნდა, სწავლაზეც აისახება. ხოლო როცა თავისი სპეციალობის სამსახურს პოულობს სტუდენტი, სწავლასთან ერთად იგი აგროვებს გამოცდილებას, პრაქტიკაში ხედავს იმ თეორიას, რასაც სწავლობს… თუმცა ასეთი სამსახურის პოვნა საკმაოდ რულია, მით უმეტეს ჩვენს ქალაქში. მე, პირადად, ბუღალტერიის სწავლა ცალკე დავიწყე და იქედან გამოჩნდა დასაქმების შანსიც, ამიტომ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ იყვნენ ძალიან აქტიურები.”
29 სექტემბერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ადვოკატმა პაატა შავაძემ, როგორც თავად წერდა, გაავრცელა ახალგაზრდა მამაკაცის, დ.ზ-ს ფოტოსურათები.
ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცს შუბლზე ღია ჭრილობა ჰქონდა, ხოლო სახე – სისხლით მოსვრილი, მეორე ფოტოზე მამაკაცს ზურგის არეში აღენიშნებოდა შეწითლებები. პაატა შავაძის მიერ ფოტოზე გაკეთებული კომენტარის თანახმად, მას დ.ზ.-მ უთხრა, რომ „საპატრულო პოლიციის მუშაკებმა დაკავებისას სცემეს“.
ფოტოს გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში ადვოკატის ფეისბუქგვერდზე არც ფოტო იძებნებოდა და არც კომენტარი.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „დაკავებული მანქანას მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ პირის მიმართ გამოწერა ჯარიმა, მძღოლმა დაიწყო პატრულის მისამართით გინება. ეს ყველაფერი გადაღებულია საპატრულო ეკიპაჟის ვიდეოკამერით“.
რაც შეეხება შუბლზე ჭრილობას, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში განმარტეს, რომ საპატრულო პოლიციის ოფისში, „დ.ზ. გაიქცა, თავით დაეჯახა მეტალოპლასტმასის ფანჯარას და ჩაამსხვრია ფანჯრის შუშა“. შესაბამისად, დაკავებული არამხოლოდ სიმთვრალის გამო, არამედ შუშის ჩამტვრევის გამოც დააჯარიმეს.
მეორე დღეს დაკავებულმა სასამართლოში ჩადენილი დანაშაული აღიარა. ის იმავე დღეს დაუკავშირდა „ბათუმელებს“ და ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოსურათების წაშლა ითხოვა. მართლა თქვენ თვითონ დაეჯახეთ ფანჯარას თავით? – „ბათუმელებმა“ გარდა ამისა კიდევ რამდენიმე კითხვის დასმა მოახერხა ზარის ავტორთან. მან თქვა, რომ ის „მართლაც მთვრალი იყო“, რომ „გაბერეს ცემაში“, რომ „თავი იმდენ ხანს არახუნებინეს შუშაზე, სანამ შუშა არ ჩაიმსხვრა“ და რომ ორი შვილი ჰყავს და სულელი ხომ არ იყო სიმთვრალისთვის განსაზღვრული ჯარიმის გამო თავი მოეკლა~.
ინციდენტის მონაწილე პირმა განაცხადა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ამ ყველაფერზე ღიად ისაუბროს, რადგან თავს დაუცველად გრძნობს.
შემთხვევამეორე
29 სექტემბერს პოლიციამ ერთ-ერთი მცირე სასტუმროს მეპატრონე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავა. ისტორია იდენტურია – სცემეს სასტუმროს მეპატრონეს და შენობაში მყოფ კიდევ ერთ პირს.
ინციდენტის მონაწილის ახლობლის თქმით, სასტუმროს მეპატრონის მიმართ დევნა, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეწყდა, რაც „საქმეში ჩაერია აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი“.
მხარემ ინფორმაციის გასაჯაროება სწორედ ამის შემდეგ აღარ მოინდომა.
“ინციდენტი თითქოს ჩემი ნათესავის გაფრთხილებით ამოიწურა – უთხრეს, რომ სასტუმროს რემონტს როცა დაამთავრებს, შეუძლია გააქირაოს, მაგრამ თვითონ ვერ იმუშავებს. ეს უფრო „ბორდელების კრიშასთან“ დაკავშირებული საქმის გარჩევას ჰგავდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაკავებულის ახლობელმა, რომელიც ამბობს, რომ დანამდვილებით ვერ იტყვის, შეწყდა თუ არა აღნიშნული საქმის ძიება და თუ შეწყდა, რის საფუძველზე. მან დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამ იცის: ვიდრე თანამდებობის პირი დარეკავდა პოლიციის იმ განყოფილების უფროსთან, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, მისი ახლობელი უკვე დაკითხული ჰყავდათ, ანუ გარკვეული დოკუმენტაცია პოლიციაში უნდა არსებობდეს.
შემთხვევამესამე
თავდაპირველად შედგენილი დოკუმენტის შეცვლა პოლიციაში პრობლემას რომ არ წარმოადგენს, ამას 30 სექტემბერს ქობულეთში მომხდარი ინციდენტი ადასტურებს. ამ დღეს აჭარის ტელევიზიაზე მიკუთვნებული ავტომანქანა ქობულეთში გაიტაცეს და დაამტვრიეს, ხოლო დაზარალებულმა პოლიციას მიმართა.
ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაქარია გურჩიანი დაზარალებულ მხარეს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტს, ურჩევს უკვე მიცემული ჩვენება შეცვალოს. ჟურნალისტმა პოლიციის უფროსთან საუბარი ფარულად ჩაწერა და შემდეგ გამოაქვეყნა. ამ ფაქტს თუ განვაზოგადებთ, გამოდის, რომ თუ პოლიციის უფროსი მოინდომებს, ოფიციალურად მიცემული ჩვენების შეცვლა შესაძლებელია, ანუ ამ გზით შეიძლება ნებისმიერი დანაშაული მიიჩქმალოს.
გარდა ამ ფაქტებისა, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა საკუთარი თვალით ნახა კიდევ ერთი პირი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა მძიმე დაზიანება. ის ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულმა თქვა, რომ პოლიციაში აწამეს, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ეხება ოზურგეთის პოლიციას – დაკავების შემდეგ ის სწორედ ოზურგეთში გადაიყვანეს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აჭა¬რაში სამი ფაქტი დაფიქსირდა, რაც პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს. ამ კითხვებზე პასუხები, ჯერჯერობით, არ არსებობს.
თანამდებობაზემყოფიპოლიციელებიაჭარაში
დღეიდან, რეფორმის თანახმად, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს ეწოდება აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო მის ხელმძღვანელს – დეპარტამენტის დირექტორი. ამ უწყებაში დირექტორად კვლავაც 30 წლის ბესიკ ამირანაშვილი რჩება. ბესიკ ამირანაშვილი წინამორბედებისგან იმით გამოირჩევა, რომ მან თავის დაქვემდებარებაში მყოფი თითქმის ყველა უწყების პირველი პირი გამოცვალა. ბესიკ ამირანაშვილი ბათუმამდე კახეთში მუშაობდა – ის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო 2014 წელს.
ბესიკ ამირანაშვილი
ვინ
არიანბესიკამირანაშვილისგუნდისწევრები?
აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციის უფროსად დავით მჭედლიძე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მანამდე ის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქურთას რაიონული სამმართველოს უფროსი იყო.
დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, გიგლა მოსიძე ჯერ კიდევ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსად მუშაობდა, როდესაც ის საია-ს აჭარის ოფისმა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფირის გაქრობაში დაადანაშაულა. საქმე ეხება 2013 წელს აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსის, ვალერი თელიასა და საიას თანამშრომელს შორის მომხდარ ქუჩის ინციდენტს, როცა ვალერი თელიამ საიას თანამშრომლის მიმართ ანთებული სიგარეტი ისროლა და პერანგი შემოახია. ინციდენტის ადგილზე დამონტაჟებული ორი კამერიდან ერთ-ერთზე დაფიქსირებული კადრები წაიშალა. თვითმხილველმა ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ კადრები გიგლა მოსიძემ ამოიღო.
დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილის – მირიან თოფურიას სახელი და გვარი კი მას შემდეგ არის ცნობილი, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ მათ თანაპარტიელ თენგიზ გუნავას (სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი) ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. ეს შემთხვევა 2013 წელს მოხდა. გენერალური ინსპექციის მაშინდელი დადგენილებით, თენგიზ გუნავას დაკავება-ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა, მაგრამ მისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება არ დადასტურდა. იმავე მასალებით, მირიან თოფურია გუნავას დაკავებაში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მან შეადგინა პატაკი, რომლის თანახმადაც გუნავას უნდა ჰქონოდა იარაღი და ნარკოტიკი.
ბათუმში გადმოყვანამდე მირიან თოფურია კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.
მირიან თოფურიასთან ერთად უბნის ინსპექტორების ახალი უფროსი მიხეილ ბარნოვი ამ წლის აგვისტოში ერთ-ერთმა ადვოკატმა იმაში დაადანაშაულა, რომ მათ დაკავებულს იძულებით დაალევინეს წყალი, რომელშიც შერეული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. დაკავებულები მაშინ ამბობდნენ, რომ ისინი არ არიან ნარკოტიკის მომხმარებლები და მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის – ლავასოღლის ახლობლები არიან.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივებს ანუ გამოძიებას გიორგი რევაზიშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ ამ პოლიციელის ქმედების გამოძიების თხოვნით მიმართა სახალხო დამცველმა პროკურატურას 2013 წელს. „საგარეჯოს პოლიციის უფროსის მოადგილემ, გიორგი რევაზიშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულები პოლიციის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყარა. გიორგი რევაზიშვილის საქციელი სცდება დისციპლინური და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებს და შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის პარალელურად, მივმართე მთავარ პროკურორსაც, წინასწარი გამოძიება ჩაეტარებინა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე“, – აცხადებდა მაშინ სახალხო დამცველი.
უცნობია, რა დაადგინა სამინისტრომ ან პროკურატურამ სახალხო დამცველის ამ მიმართვაზე. საყურადღებოა ისიც, რომ არსებობს გიორგი რევაზიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები.
გიორგი რევაზიშვილი 2013 წელს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ – დეტექტივების განყოფილების უფროსად მუშაობდა.
ბათუმის სამმართველოს ახალი უფროსი, ლაშა გოგნიაშვილიც ბესიკ ამირანაშვილის კადრია. ამ პოლიციელთან დაკავშირებით 2012 წელს გაცილებით მძიმე ბრალდება გაჩნდა, ვიდრე გიორგი რევაზიშვილის მიმართ – 2012 წლის 24 სექტემბერს „ქართული ოცნების” ქარელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა გიორგი ბერუაშვილმა განაცხადა, რომ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი, სამ თანმხლებ პირთან ერთად, ქუჩაში დახვდა და მისთვის იარაღის ჩადებას ცდილობდა. გიორგი ბერუაშვილი მაშინ ყვებოდა, რომ ლაშა გოგინაშვილი „დღისით-მზისით გაეკიდა, იარაღი დაუმიზნა და სროლით დაემუქრა“.
უცნობია, გენერალურმა ინსპექციამ რა დაადგინა ლაშა გოგინაშვილთან დაკავშირებით.
გასულ კვირას ქობულეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსის ზაქარია გურჩიანის მიმართაც. ის თანამდებობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. საქმის შესახებ გენინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ რამდენად იქნება ეს საჯაროდ ხელმისაწვდომი, უცნობია.
ბათუმის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე დეტექტივების ხელმძღვანელს, თემურ მახარაძეს გასულ კვირას მაიზერ ხვარეშია ჩაენაცვლა. მანამდე მაიზერ ხვარეშია ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში. თავად თემურ მახარაძე კი მე-6 განყოფილების (ბულვარის პოლიცია) უფროსად დაინიშნა.
გასულ კვირას ცვლილებები შეეხო ქალაქის პოლიციის განყოფილებებსაც, მაგალითად, ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში უფროსად დაინიშნა იაგო დავითაძე, რომელიც აქამდე პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსი იყო. იაგო დავითაძეს ჩაენაცვლა ირაკლი კიკალიშვილი, რომელიც მე-5 განყოფილების ხელმძღვანელად დაწინაურებამდე, სულ რამდენიმე თვის განმავლობაში, აჭარის მთავარ სამმართველოში ოპერ-მუშაკად მუშაობდა.
მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა თორნიკე ონიანი, რომელიც აქამდე, ერთი თვის განმავლობაში, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივი იყო.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს მამუკა კბილცეცხლაშვილი ინარჩუნებს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2014 წელს, ის კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო.
„ჩვენ დავიწყეთ საქართველოს უნივერსიტეტებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ წარდგენა. ჩვენი მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“. ეს კოდექსი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზეა მორგებული და გამორიცხავს ჩვენს ქვეყანაში წარსულის იმ კულტურას, რაც შეეხებოდა 14-15-16 წლის ბავშვების ბევრი წლით ციხეში ჩასმას, როგორც კი მათ ერთხელ რამე შეეშლებოდათ. ეს კოდექსი არის რეალურად ის, რაც ჩვენს ქვეყანას პირველად აქცევს გაერო-ს ბავშვთა კონვენციის შესაბამის ქვეყნად და სადაც ბავშვის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში იქნება დაცული“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
კოდექსზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მისი ამოქმედება 2016 წლის 1 იანვრიდან არის დაგეგმილი. იმ მუხლების ამოქმედება კი, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, 2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.
თეა წულუკიანმა სტუდენტებისთვის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ გაცნობა 2 ოქტომბერს დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 12 ივნისს მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მთავარი მიზანი არასრულწლოვნისთვის ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა.
კოდექსის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით უპირატესობით ისარგებლებენ განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აიკრძალება არასრულწლოვნისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
არასრულწლოვნებთან მიმართებით ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი.
გარდა ამისა, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისა.
ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ, თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული.
კოდექსის ამოქმედების მომენტიდან არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ. სპეციალიზებული კადრები მათთვის საჭირო სწავლებას გაივლიან და განსხვავებულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მისი ცალკეული დებულების გავრცელებას 18-21 წლის პირებზეც.
საგანგებო შტაბის სხდომა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. სხდომაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის შემთხვევა, რომელიც დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბანში და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ქობულეთში. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად დეტალურად განიხილა სოფლებში დაფიქსირებული დაზიანებები. ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.
არსებული მდგომარეობის შესასწავლად გავლენ გეოლოგთა ჯგუფები.
მსხვერპლი და ნგრევა სტიქიას არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უხვმა ნალექმა ქობულეთში უბნები დატბორა, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც ცენტრალური მაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე შეიზღუდა მოძრაობა, სამ საჯარო სკოლაში კი შეჩერდა სასწავლო პროცესი.
სხდომაზე მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის სამოქმედო გეგმა შეადგინეს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობა ევაკუირებულია, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით ისინი ქობულეთის სასტუმროებში გადაანაწილეს, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველსაყოფად სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, რითაც პერიოდულად შეძენილი და დარიგებული იქნება მზა საკვები პროდუქტი. სურსათით დახმარება გაუწია მოსახლეობას ასევე შინაგან საქმეთა სამმართველოს შესაბამისმა სამსახურმა და რიგითმა მოქალაქეებმაც.
ამ დროისათვის ქობულეთში აღარ წვიმს. დატბორილ ადგილებში წყლის დონემ იკლო 30 -40 სმ-ით. დილიდან პარალიზებულ რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება უკვე შესაძლბელია. აქტიურად მიმდინარეობს შენობებიდან წყლის გამოტუმბვითი სამუშაოები.
მიმდინარეობს დაზიანებული ადგილების მონაცემთა ბაზის შექმნა.
Roof Terrace – ლაუნჯი ძველი ბათუმისა და ზღვის ხედით
ძველ ბათუმში, სანაპიროსთან ახლოს, სასტუმრო Old Town სახურავზე მდებარე Roof Terrace-ზე სასტუმროს ლიფტით ახვალთ.
ღია სივრცე, გამწვანებული ტერასა, ზღვისა და ძველი ბათუმის ხედი და მოხერხებული სავარძლები – ეს ღია ტერასაა. აქ ყველაფერია, რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ წელიწადის ნებისმიერ დროს, მზიან ამინდში.
Roof Terrace-ს დახურული სივრცეც აქვს. ბათუმისთვის დამახასიათებელ, ლურჯ, ცისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერაა შექმნილი. ბევრი სტუმარი სწორედ აქ არჩევს მოკალათებას. ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც წვიმა უყვარს – მინის კედლის მიღმა ბათუმური წვიმის ცქერა ბევრ სტუმარს მოსწონს. შემოდგომასა და ზამთარში დახურული ტერასა საუკეთესო ადგილია გასართობად და დასასვენებლად.
Roof Terrace მრავალფეროვან სამზარეულოს გთავაზობთ, თუმცა მთავარი აქცენტი აქ მაინც იტალიურ და ქართულ სამზარეულოზეა. პიცა, სხვადასხვაგვარად მომზადებული პასტა, სალათები, გერმანული, ჩამოსასხმელი და ბოთლის ლუდი, კოქტეილებისა და ალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანი, 15 სახეობის ყავა – Roof Terrace-ს სამზარეულო ყველა სტუმრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
Roof Terrace დილიდან ღამის ორ საათამდე მუშაობს, შაბათობით კი აქ ცოცხალი მუსიკა შეგიძლიათ მოისმინოთ ჯგუფ Seaside-ის შესრულებით.
ROOF ტერასა – დახურული სივრცე
ადგილმდებარეობის გარდა Roof Terrace-ს ისიც გამოარჩევს, რომ ეს ადგილი არ არის გათვლილი მხოლოდ ტურისტულ სეზონზე, Roof Terrace-ს წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ.
Roof Terrace-ს მფლობელი ხატია არძენაძეა, მისი თქმით სასტუმროს ვერანდაზე ლაუნჯის ტიპის კაფეს გახსნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა: „გვინდოდა გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება დაისვენოს ნებისმიერ სეზონზე. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა.
ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ხედი – აქედან ზღვაც ჩანს და ქალაქის ხედიც, რადგან ძველ ბათუმში ეს ყველაზე მაღალი ადგილია. და ასევე, სამზარეულო, გვყავს უკრაინელი, გამოცდილი მზარეული, რომელიც უგემრიელეს კერძებს ამზადებს.
ჩვენთან ხშირად იხდიან დაბადების დღეებს, თუ დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება ცოცხალ მუსიკას არ დაემთხვა, გვაქვს კარაოკეც და მხოლოდ ფონური მუსიკა კი არ არის ჩართული, ადამიანები აქ კარგად ერთობიან ” – ამბობს ხატია.
სასტუმრო Old Town
თუ ბათუმში კარგ, მყუდრო სასტუმროს ეძებთ ქალაქის ლამაზი ხედით, კომფორტული ნომრებით, ნოყიერი საუზმითა და ყურადღებიანი პერსონალით, სასტუმრო „Old Town”-ი თქვენთვის შესაფერისი ადგილია. ძველ ბათუმში, ზღვასთან ახლოს მდებარე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც ზღვაზე დასვენების მსურველთათვის, ისე ბათუმში საქმიანი ვიზიტით ჩამოსულთათვის. სასტუმროსთან ახლოს მდებარე სანაპირო ზოლი თუ ღამით ლამპიონებით განათებული ბათუმური ვიწრო ქუჩები საუკეთესო ადგილია სასეირნოდ, სასტუმროში დაბრუნებულებს კი კომფორტი, მუდამ ყურადღებიანი პერსონალი და დილით კარგი საუზმე გელოდებათ.
სასტუმრო Old Town
მოკლედ, თუ ბათუმში სასტუმრო გჭირდებათ, უკვე იცით, რომ უნდა დაიმახსოვროთ ეს მისამართი: გორგასლის #1. ტელეფონი: 577 45 84 71; 04 22 22 49 59.
გახსოვდეთ, სასტუმრო Old Town-ში თქვენ თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ!