ბათუმში სტუმრობის ხუთი მიზეზი

 

მე ჩემი აზრი მაქვს იმის თაობაზე, თუ რით შეიძლება ბათუმმა მოიწონოს თავი. შევეცდები, რამდენიმე მიზეზი მაინც დაგისახელოთ იმისათვის, რომ აქ ჩამოსვლის სურვილი აღგიძრათ. დარწმუნებული ვარ, ზღვასთან გაშენებული ბევრი ქალაქი გინახავთ, მაგრამ ბათუმი სულ სხვაა. ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში მაშინვე დარწმუნდებით, თუ ქალაქს აღმოსავლეთის მხრიდან ეწვევით. ბათუმი ზღვაში შეჭრილი, თავმომწონე, კეკლუცი ქალაქია.

ეს არის ქალაქი, სადაც უნდა ისეირნო. მართალია, ბათუმის არქიტექტურა ვერ დაიკვეხნის ხუთასწლოვანი ციხე-კოშკებითა და უძველესი ნაგებობებით, მაგრამ მის პატარა და ლამაზად მოკირწყლულ ქუჩებში თავისუფლად შეგიძლიათ გაადევნოთ თვალი ქალაქის ისტორიას. სანაპიროდან შეიძლება ძველი ბათუმის უბნებისკენ გამოეშუროთ. ძველი ბათუმის არქიტექტურაში ისტორიული ეკლექტიკა ჭარბობს. თანამედროვე, გამომწვევი არქიტექტურული ქმნილებების ჩრდილში პოლონელების, ბრიტანელების, ბერძნების, რუსი და აზერბაიჯანელი ვაჭრების ორასწლოვანი სახლების გვერდით ლაღად გრძნობენ თავს სტალინის, ხრუშჩოვის და ბრეჟნევის დროინდელი, საბჭოთა, სოცრეალისტურ-ფუტურისტული შენობები, რომლებშიც ხალხი დღესაც ცხოვრობს. ვიწრო, ლამაზი და კოხტა შენობების წყალობით ძველი ბათუმი არაერთხელ ქცეულა სხვადასხვა ქვეყნის კინომატოგრაფისტთა სასურველ პავილიონად. არა-ერთ კინოგმირს უცხოვრია აქ და არაერთი ისტორია გაცოცხლებულა ძველი ბათუმის პატარა ქუჩებში. თუმცა, კინოგმირების გარდა აქ რეალური ადამიანებიც ცხოვრობენ.

 

თუ თქვენს მოგზაურობას წვიმა ხელს არ შეუშლის, თამამად შეგიძლიათ იხილოთ მხოლოდ მზიანი ქალაქისთვის დამახასიათებელი უჩვეულო ფლეშმობი, რასაც ჩვენთან ეზოში გასაშრობად გაფენილი სარეცხი ჰქვია. ბათუმისთვის ჩვეული „იტალიური“ ეზოების გვერდით კეკლუცობს ძველი ბათუმის მარგალიტი „პიაცა“. ეს ერთ-ერთი საკვანძო ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველაზე ლამაზი მოედნების ხუთეულშიც კი შედის. აქ არა მხოლოდ არქიტექტურა, კულტურები ერწყმიან ერთმანეთს. ბათუმის მულტიკულტურულ და მრავალეროვან ქუჩებში ერთმანეთის გვერდით იხილავთ მოქმედ მეჩეთს, მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, გრიგორიანულ ეკლესიებსა და სინაგოგას. როცა ძველი ბათუმის ქუჩებში იხეტიალებთ, გახსოვდეთ – აქ ძალიან ბევრ პოეტს, მუსიკოსსა და მწერალს სწვევია უეცარი მუზა. ასე რომ, მზად იყავით. რა იცით, რა ხდება?!

ქუჩებში სეირნობის შემდეგ უთუოდ დადგება მომენტი, როცა თქვენი ორგანიზმი ემოციების გარდა სხვა საზრდოსაც მოგთხოვთ. და სწორედ ეს გახლავთ კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ბათუმს. აქ შეგძლიათ დააგემოვნოთ მსოფლიოს ათ ყველაზე კალორიულ კერძში შესული აჭარული ხაჭაპური. ეს მშვენიერი მიზეზია იმისათვის, რომ მიაკითხოთ ბათუმში ცნობილ და სახელმოხვეჭილ სახაჭაპურეებს – „რეტროს“, „ლაგუნას“ და „ოქროს გასაღებს“. მართალია, მისი მირთმევა ნებისმიერი ქალაქის სახაჭაპურეშია შესაძლებელი, მაგრამ, შეცდომას ნუ დაუშვებთ – სხვაგან ვერსად ვერ ამზადებენ აჭარულ ხაჭაპურს ისე, როგორც ბათუმში.

ლაზური და აჭარული სამზარეულოს უჩვეულო, ზეკალორიული სინთეზი რამდენიმე წუთით დაგავიწყებს ყველაფერს, რაც კი განგიცდია, რაც კი აქამდე გაგიკეთებია. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ, გონზე რომ მოხვალთ, შეძლებთ იმის გააზრებას, თუ რა იყო თქვენი არსებობა აჭარულ ხაჭაპურამდე და რა იქნება მის შემდეგ.

სხვათა შორის, შეგიძლიათ, ერთგვარი სანაძლეოც დადოთ მეგობრებთან და, თუკი საკუთარი თავის იმედი გაქვთ, მოითხოვოთ აჭარული ხაჭაპურის დიდი პორცია. ვინც ამ კერძის ბოლომდე შეჭმას ვერ მოახერხებს, ის იხდის საფასურს. ასეა, სწორედ აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებით იწყება თქვენი მოგზაურობა დასავლეთ საქართველოს კერძების კალორიულ სამყაროში.

ნოყიერი სამზარეულოს შემდეგ აუცილებელია გასეირნება. გადატვირთული მოძრაობა და საცობები დღეს თითქმის ყველა ქალაქის პრობლემაა. მართალია, ბათუმიც უჩივის საავტომობილო გზებზე გადატვირთულ მოძრაობას, მაგრამ, საბედნიეროდ, ბათუმს ერთი ძალზე სასიამოვნო ალტერნატივაც აქვს. ეს ველოსიპედები და ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი სავალი ბილიკებია. თანაც არა მგონია, ბათუმის ავტომობილის სარკმლიდან დათვალიერებით ისეთივე სიამოვნება მიიღოთ, როგორც ველოთი სეირნობისას. აქ თავისუფლად შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და ლაღად იმოძრაოთ სპეციალურ წითელ ბილიკებზე ყოველგვარი საცობების გარეშე. ველოსიპედები შეგიძლიათ იქირაოთ, როგორც კერძო გამქირავებლისგან, რომლებიც ბულვარის ტერიტორიაზე თითქმის ყოველ ოც მეტრში შეგხვდებიან, ასევე სპეციალურად დამონტაჟებულ მუნიციპალურ ტერმინალებში. საამისოდ ველობარათის შეძენა დაგჭირდებათ, რომელიც ტურისტულ ინფოცენტრებში იყიდება.

 

მშვენიერი რამაა ველოსიპედი, მით უმეტეს, რომ ბათუმი სწორედ ის ქალაქია, სადაც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გიჩნდება სურვილი, შეჩერდე და რაიმე ახალ, საინტერესო სანახაობას შეავლო თვალი. ველოსიპედი, მზე, ზღვის სიახლოვე, მუსიკა ყურსასმენებში და სუბტროპიკულ მწვანეში ჩაფლული ლამაზი ქალაქი – განა ეს ის არ არის, რაც გჭირდება?! თქვენს განკარგულებაში ბათუმის ლამის 40-კილომეტრიანი ველობილიკია.

 

კიდევ ერთი რამ, რასაც ბათუმი… უფრო სწორად ბათუმში სულ სხვაგვარად შემოგთავაზებენ – ეს ყავაა, არც ხსნადი და არც ბარისტას მიერ აპარატით მოდუღებული, არამედ ნამდვილი, ცეცხლზე მოხალული, დაფქული და შემდეგ მოდუღებული ყავა, სწორედ ის „არაბული ღვინო“, რომელიც ფინიკიელმა მწყემსმა თავისი თხების დახმარებით აღმოჩენილი მარცვლების მოხალვის შემდეგ მოამზადა და სწორედ ისე, როგორც საჭიროა.

 

 

ასე რომ, შეგიძლიათ, თამამად ეწვიოთ ბათუმურ ღია ბარებს, მაგალითად, კაფე „ძველ ბულვარს“ სასტუმრო „შერატონის“ წინ, ან კიდევ რესტორან „სანაპიროს“. სხვათა შორის, რესტორანი „სანაპირო“ ქვიშაზე მოდუღებული ყავის მისართმევად ერთ-ერთი უძველესი და უსაყვარლესი ადგილია. წარმოიდგინეთ, ზედ ზღვაზე ჩამწკრივებულ ერთ-ერთ მაგიდას მიუჯდებით თუ არა ხედავთ სხვადასხვა ზომის გემს, თვალს უფრო შორს თუ გააპარებთ, მთა იკვეთება, ამ დროს კი თქვენთვის განკუთვნილ ყავას ამზადებენ, რომლის სურნელიც პირდაპირ თქვენსკენ მოაქვს ზღვის ქარს, რომელიც სხვა სუნებთან ერთან სასიამოვნოდ გაბრუებს. აი, ამ დროს თავი ნამდვილ ზღაპარში გგონიათ. ეს თავისუფლების ზღაპარია.

 

სწორედ “სანაპიროზე” თითქმის 60 წლის მანძილზე ქვიშაზე უგემრიელეს ყავას ადუღებდა ქალბატონი აიკუში. მისი ყავა ისეთი სახელგანთქმული იყო, რომ სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ დასაგემოვნებლად. აიკუშის გარდაცვალების შემდეგ კი მთელი ქალაქი გამოვიდა მასთან გამსამშვიდობებლად. ასე რომ, მოითხოვეთ ქვიშაზე მოდუღებული ყავა ბათუმურად და თან დატკბით, როგორც ამ საოცარი სითხის არომატით, ასევე ბათუმის ზღვაში ჩამავალი მზის მშვენიერებით. სხვათა შორის, ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ ვიღაცამ თქვენ მიერ მირთმეული ყავის ცარიელ ფინჯანში დატოვებულ ნალექში თქვენივე წარსული და ამწყო ამოიკითხოს. ბათუმში ყველაფერი ხდება.

 

და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აუცილებლად ღირს ამ ქალაქში არა მხოლოდ ჩამოსვლა, არამედ დარჩენაც – ეს ბათუმური ღამეა, რომელიც დაისით იწყება. ძნელად თუ მოიძებნება ქვეყნად ქალაქი, რომელიც ასეთი ლამაზი დაისით იწონებდეს თავს. ამ მოვლენის სანახავად, მზის ჩასვლის დროს, ყოველთვის სავსეა ბათუმის პლაჟი. სწორედ ამ დროს გეჩვენება, რომ მზე მარტო თქვენს მოსასმენად ჩამოვიდა მიწაზე. ამით წაქეზებული წყვილებიც ათეულობით წრფელ და გულითად სასიყვარულო სიტყვებს ეუბნებიან ერთმანეთს. ვინ მზით გამთბარი ზღვის ტალღებში ჩურჩულებს ამას, ვინ პლაჟზე ფეხმორთხმით მჯდომარე. მაგრამ ყველაზე მეტად ბათუმური დაისი მაინც თავგადასავლების, ახალი სასიყვარულო ისტორიებისა თუ, უბრალოდ, ცვლილებების მაძიებლებლებისთვის არის სტიმული… ამისათვის სულ ცოტა უნდა მოინდომოთ…

 

ასეა, ყველა თავისებურად ემშვიდობება ცხელ, საინტერესო, ხალისიან დღეს და ეგებება ბათუმურ ხმაურიან, მომაჯადოებელ ღამეს.
ქალაქი, რომელიც თქვენ დღის მანძილზე იხილეთ, ახლა სულ სხვანაირი, სხვა ფერის, სხვა რიტმისაა და თუ კიდევ დაგრჩებათ ენერგია და ემოცია, ღამის ბათუმი გელით. ეს უკვე სულ სხვა თემაა. თქვენს განკარგულებაში ბარების, კლუბების და კაფეებისა მრავალფეროვანი ჩამონათვალია. მათი პოვნა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ უმეტესობა ზღვის სანაპიროზე, ბულვარის გასწვრივაა განლაგებული. ცხელი დღის შემდეგ სწორედ აქ პოვებთ სასურველ ადგილს ემოციებისგან დასაცლელად. მერწმუნეთ, ღამით ბათუმი ხშირად არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე დღისით.

ეს ის პირველი ხუთი მიზეზი. ხუთი, საკმაოდ მოზრდილი ქიშმიში იმ უგემრიელეს ფუნთუშაში, რომელიც ასე ძალიან მინდა, რომ თქვენც გასინჯოთ და თუკი ეს მიზეზები მოგწონთ, მერწმუნეთ, კიდევ ათასი სხვა მიზეზი შემიძლია დაგისახელოთ იმისათვის, რომ ბათუმს ეწვიოთ. თუმცა, ჯობია, ეს მიზეზები, ისევე როგორც ქიშმიში, თავადვე აღმოაჩინოთ.

 

 

 

”ჩართულობა არის ბავშვებზე ძალადობის პრევენციის გასაღები”

მირიამ ბლააკმა, რომელიც ნიდერლანდებში, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის პროგრამის (Defence for Children) მენეჯერია, კონფერენციაზე ამ საკითხებში ევროპული გამოცდილების შესახებ ისაუბრა. ბლააკმა აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად, ევროპაშიც კი, ბავშვებზე ძალადობის ძალიან ბევრი შემთხვევა რჩება შეუმჩნეველი: “ამდენად, ევროპაში ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა იყოს ინფორმირებული იმ მეთოდების შესახებ, რითაც შესაძლებელია ბავშვზე ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება, როგორც სოციალური მუშაკები, ისე პოლიციის თანამშრომლები და სხვები. გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იდენტიფიცირება ამ შემთხვევების არის გადამწყვეტი პრევენციისთვის და ამაში ჩვენ – სპეციალისტებს ძალიან დიდი როლი გვაკისრია” – ამბობს ის.

მარიამ ბლააკმა ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში ნიდერლანდების გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მათი გამართული სისტემისა, ისინი ყოველწლიურად სწავლობენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომ გააუმჯობესონ ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმები – “ნიდერლანდები მიიჩნევა ევროკავშირსა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანად და ჩვენთან ბავშვთა უფლებების დაცვა, სულ უფრო მეტად პრიორიტეტული ხდება, როგორც საზოგადოებრივ ისე სახლმწიფო დონეზე. მასწავლებლები, სოც-მუშაკები და სხვა სპეციალისტები, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ბავშვებზე ზალადობის ფაქტების იდენტიფიცირების საკითხს. ბავშვთა დაცვის სისტემაში გვაქვს საპეციალური დეპარტამენტები, რომლებიც ბავშვებზე ძალადობასა და ძალადობის ამსახველი ანგარიშების გაკეთებაზე მუშაობენ. ცენტრს შეუძლია დაუკავშირდეს ნებისმიერი, ვინც ძალადობის ფაქტს შეესწრება და მიიღოს რჩევა თუ, როგორ იმოქმედოს ასეთ სიტუაციაში. ამის შემდეგ ცენტრი ატარებს კვლევას თუ რა შემთხვევა იყო ეს, რა ედო ამ ყველაფერა საფუძვლად. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ბავშვზე ძალადობის ფაქტი, უკვე ცენტრის პრეროგატივაა თუ როგორ გადაჭრის იგი ამ საკითხს” – ამბობს ბლააკი.

მირიამ ბლააკის თქმით ნიდერლანდებში პირველი ასეთი ცენტრის დაარსების იდეა იმ ექიმებისგან წამოვიდა, რომელთაც ჰქონდათ პრაქტიკაში ასეთი ფაქტები და სურდათ უკეთ სცოდნოდათ, როგორ დაეცვათ ბავშვთა უფლებები. “მათ (ექიმებმა) შექმნეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სხვა ექიმებს უზიარებდნენ რჩევებს, თუ როგორ უნდა ამოეცნოთ ბავშვზე ძალადობის ნიშნები.  ბავშვზე ძალადობის ფაქტზე ეჭვის გაჩენისას ექიმს უნდა ეხელმძღვანელა 5 საფეხურიანი ანგარიშის კოდექსით, ამ ანგარიშის წარდგენა თავიდან არ იყო სავალდებულო ყველასთვის, მისი შევსება მხოლოდ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იყო სავალდებულო. პირველი საფეხურია იდენტიფიცირება, შემდეგ კონსულტაცია კოლეგებთან, ამის შემდეგ გასაუბრება კლიენტთან და იმის შეფასება, თუ რა ტიპის შემთხვევასთან ჰქონდა საქმე, რამდენად მძაფრი იყო პრობლემა, ბოლო საფეხური კი გადაწყვეტილების მიღების საფეხურია – თუ რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს ის პრობლემის მოსაგვარებლად. შემდეგ, ეს კოდექსი დაინერგა ყველა სისტემაში და ამ ანგარიშის შევსება ახლა ყველა სპეციალისტისთვის არის სავალდებულო, ვინც ჰოლანდიაში მუშაობს. ბოლო დროინდელ მოქმედებებში ჩვენ ჩავრთეთ ბავშვის შემოწმება იმ სპეციალისტებისთვისაც, ვინც ზრდასრულ პაციენტებთან მუშაობს, რადგან შევნიშნეთ საგანგაშო ტენდენცია –  ჩვენ არც თუ ისე ბევრ ანგარიშს ვიღებდით ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა სფეროს იმ სპეციალისტებისგან, რომლებიც ზრდასრულ პაციენტებტან მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი მხედველობაში არ იღებდნენ ბავშვების პრობლემებს. ეს მიმართულება შემოიღო იმ ექიმმა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბავშვთა დეპარტამენტში მუშაობდა. ამის შემდეგ მთავრობამ ეს კოდექსი დანერგა კანონმდებლობაში” – განაცხადა მირიამ ბლააკმა. 

 

აც შეეხება, ევროპის სკოლებში ბავშვებზე ძალადობის პრევენციის გამოცდილებას, მირიამ ბლააკმა ერთ-ერთი აქტიური მასწავლებლის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით შექმნა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავაშვები სწავლობენ თუ როგორ იურთიერთობონ და როგორ გადაჭრან პრობლემები ძალადობის გარეშე.

პროგრამა საბავშვო ბაღიდან იწყება და სკოლაში გრძელდება. კვლევამ, რომელიც ამ პროგრამის ეფექტურობის დასადგენად ჩატარდა, აჩვენა, რომ ჰოლანდიის იმ 550 სკოლაში, სადაც ეს პროგრამა მუშაობს, საგრძნობლად იკლო კონფლიქტების რაოდენობამ. “ამ სკოლების დირექტორები და მასწავლებლები თავიანთ მოხსენებებში აღნიშნავენ, რომ პროგრამის მოქმედების სამი წლის განმავლობაში, სკოლებში იკლო კონფლიქტებმა და ზოგადად გაუმჯობესდა დამოკიდებულება მოსწავლეებს შორის”.

მირიამ ბლააკმა ასევე მაგალითის სახით მოიყვანა სპეციალიზირებული სკოლების გამოცდილება, სადაც მხოლოდ ის ბავშვები სწავლობენ, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.  “ეს გამოცდილება ჰოლანდიამ გაერთიანებული სამეფოდან გაიზიარა. იმისთვის რომ მოხდეს მოსწავლეების რეაბილიტაცია, ამ სკოლებში სპეციალური გარემოა შექმნილი. აქ მომუშავე ყველა მასწავლებელი და სპეციალისტი იზიარებს და იაზრებს იმ ტრავმებს, რაც მოსწავლეებმა გადაიტანეს და იმასაც, თუ რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მდგომარეობას მათ სწავლის და შრომის უნარიანობაზე”.

მან თავის მოხსენებაში ასევე აღნიშნა იმ ენთუზიასტი პირების მნიშვნელოვნების შესახებ, რომლებმაც წამოიწყეს ეს პროექტები და საკუთარ თავზე აიღეს მათი განხორციელება.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლია სარალიძემ თავისი მოხსენებისას აღნიშნა, რომ გაეროს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით 90 ქვეყანაში გაუმჯობესდა კანონმდებლობა და ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც – “ბევრ ქვეყანას აქვს სამოქმედო გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს მულტისექტორულ მიდგომებს ბავშვების მიმართ ძალადობის დასაძლევად. ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ატარებენ კვლევებს ბავშვზე ძალადობის მიზეზების დასადგენად ასევე იზრდება და ამ ქვეყნების რიცხვში არის საქართველოც. 15 წლის წინ ეს არ ყოფილა, რადგან როცა ამ თემაზე დავიწყეთ ჩვენ და რამდენიმე ორგანიზაციამ მუშაობა, ეს პრობლემა განყენებულ და უცხოეთიდან ჩამოტანილ საკითხად ითვლებოდა, თითქოს ჩვენ არ გვეკადრებოდა და ჩვენთან არ იყო ეს თემა” – განაცხადა მან. 

როგორც ლია სარალიძემ აღნიშნა, წლების განმავლობაში აღიქმებოდა, რომ ძალადობის ფაქტები, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შემთხვევები, ძირითადად გოგონებზე ვრცელდებოდა, თუმცა ბოლო დროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გოგონებთან ერთად ძალიან მაღალია იმ ბიჭების რიცხვიც, რომლებიც არიან ძალადობის ნებისმიერი ფორმის (სექსუალური ძალადობის შემთხვევების ჩათვლით) ობიექტები. “იმის გამო, რომ საქართველოში დაიწყო სისტემების გაუმჯობესება, უკვე ვხედავთ, რომ იდენტიფიცირებული შემთხვევების რაოდენობა ზოგადად იზრდება და ამ შემთხვევათა რიგში ბიჭებიც გამოჩნდნენ”. 

კონფერენციაზე ისაუბრეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ბავშვის მიმართ არაღირსეული მოპყრობის პრევენციის 2015-2020 სამოქმედო გეგმის შესახებაც, რომლის მიხედვით ერთ-ერთი პირველი ამოცანაა ინფორმაციული სისტემების განვითარება, რომელიც ხილულს გახდის ბავშვის მიმართ არაღირსეული მოპყრობის შემთხვევებს; ასევე, კიდევ ერთი ამოცანაა ნაციონალური სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომელიც გააძლიერებს მულტისექტორულ თანამშრომლობას ძალადობის პრევენციისთვის; ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სექტორის ჩართულობის გაძლიერებას, განსაკუთრებით ძალადობის რისკების შემცირების მიმართულებით.

25 სექტემბერს საქართველომ ხელი მოაწერა მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომელთა განხორციელებაც მომავალი წლიდან იწყება და 2030 წლამდე უნდა დასრულდეს. იგი 17 გლობალურ მიზანსა და 169 ამოცანას მოიცავს, მათ შორის ქალისა და ბავშვზე ძალადობის ყველა ფორმის დასრულება/ შემცირება, ტრეფიკინგის, სექსუალური და სხვა ტიპის ექსპლოატაციის ჩათვლით. ასევე, სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარება, რომელიც შეამცირებს შრომით ექსპლუატაციას, მონობის თანამედროვე ფორმებს, განსაკუთრებით ბავშვებთ ან მიმართებაში (მაგალითად, ჯარისკაცი ბავშვების შემთხვევები) და სხვა.

მირიამ ბლააკმა ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის პრევენციაში,  ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა ძალადობის პრევენციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია: “თუ ისტორიას გადავხედავთ, საუკუნეების განმავლობაში ბავშვები იყვნენ ძალადის მსხვერპლები. დღეს ძალადობის ფორმები გახდა უფრო ფიზიკური. ბავშვები ექვემდებარებიან ყველა ფორმის ძალადობას, მაგრამ მათ შორის ყველაზე ხშირად ფიზიკურ ძალადობას. ამიტომ, აღარ შეიძლება ბავშვები დაელოდონ თუ როდის შემოვიღებთ უფრო ეფექტურ მეთოდებს მათზე ძალადობის აღსაკვეთად. მინდა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლზე გავამახვილო ყურადღება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საგანმანათლებლო თუ სოციალური სერვისების სისტემების ჩართულობა, ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირების საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩართულობა არის ბავშებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის გასაღები”. 

კონფერენცია თემაზე – “ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციაში” 16 ოქტომბერს დასრულდება. კონფერენციაში მონაწილეობენ ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ანონსი – სემინარი ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებზე

 

 სემინარის მიზანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება, ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა. სემინარი ორგანიზებულია „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის“ დაფინანსებული პროექტის -„რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ – ფარგლებში.

სემინარის პირველ დღეს ახალგაზრდა ამომრჩევლები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

•           საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი (როგორ ნაწილდება ხელისუფლება სამ ინსტიტუციას შორის – პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა);

•           ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზები (უშუალო დემოკრატია – არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი);

•           როგორ ხდება არჩევითი ორგანოების ფორმირება (საარჩევნო სისტემა საქართველოში);

•           მოქალაქეებს და არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები (ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული მოქალაქე).


სემინარის მეორე დღე დაეთმობა იმიტირებული საარჩევნო პროცესის (არჩევნების დღის) მოწყობას. იმიტირებულ პროცესში მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

 სემინარის მონაწილეებს სამახსოვროდ დაურიგდებათ საინფორმაციო  მასალები  და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. სემინარი გაიმართება ბათუმში 27-28 ოქტომბერს  შემდეგ მისამართზე: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი, , ბათუმი , ლუკა ასათიანის ქ. №37.  სემინარი დაიწყება 11:00 საათზე და  დასრულდება 17:00  საათზე.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ფოტოკონკურსს აცხადებს

კონკურსის პირობების თანახმად ფოტოზე აღბეჭდილი უნდა იყოს აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. კონკურსში მონაწილემ ელფოსტაზე: info@ajaraheritage.ge უნდა გაგზავნოს არანაკლებ 15 ორიგინალი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია, ან შესაბამისი ლინკი.


მონაწილემ უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და ფოტოზე ასახული ძეგლის დასახელება.

 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 20 ნოემბერი.

 

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

კონკურსის პირობების თანახმად კომისიის მიერ შეირჩევა 25 საუკეთესო ფოტო და პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით: 

პირველი ადგილი – ფოტოაპარატი canon eos 700D

მეორე ადგილი – Apple iPad mini 3

მესამე ადგილი – sumsung A500F Galaxy A5


კონკურსისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 3 600 ლარი დაიხარჯება. 




 

 

 

 

 

 

„საქართველო ორ-ორ სურათად“ – იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა ბათუმში

 

 

 

იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა პირველად  2015 წლის მაისში თბილისში,  გალერეა Black@White მოეწყო.  

 

16 ოქტომბერს კი  გამოფენა „საქართველო ორ-ორ სურათად“  თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 18:00 საათზე  გაიხსნება.  

 

ამავე დღეს, 12:00 საათზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში  გაიმართება იური მეჩითოვის შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედერის ორგანიზატორი ამ შემთხვევაშიც „თანამედროვე ხელოვნების სივრცეა“.

2 000 ლარი გირაო ოთხი თევზის დაჭერისთვის

ხელვაჩურის რაიონული სასამართლო

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. შ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა იმაში, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს ის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოს მონაკვეთში, გამავალ მდინარე ჭოროხის კალაპოტში, ეგრეთ წოდებული „ეკრან ბადით“ თევზაობდა. მან დაიჭირა ოთხი ერთეული კავკასიური ქაშაყის სახეობის თევზი, რომლის წონამაც შეადგინა 2.300 კგ. ხოლო სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა – 47.15 ლარი. უკანონო თევზჭერის ფაქტი აჭარის გარემოსდაცვითი და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც რეაგირებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსს მამუკა კბილცეცხლაშვილს წერილობით მიმართეს და რეაგირება სთხოვეს. პოლიციამ ბრალდებული დააკავა და ძიება დაიწყო.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა თქვა, რომ ბრალდებული მოიქცა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამიტომაც მისგან გირაოს – 2 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, ერთი თვის ვადაში. ბრალდებულმა მოსამართლეს ვადის გაზრდა სთხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხისთვის 50 დღე მიეცა, თუმცა ამ თანხის გადახდას რ. შ. მაინც ვერ ახერხებს, რადგან ის არ მუშაობს, ხოლო სახლი, რომლის დაგირავებაც სცადა და რომელშიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მეზობელმა ან ნათესავმა თავისი უძრავი ქონება იპოთეკით არ დატვირთა, რათა რ. შ. – ს ფული ასესხოს, რომელსაც ის სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანს, ბრალდებულს დააპატიმრებენ.
დაკითხვის ოქმში ბრალდებული წერს, რომ თევზის დაჭერა მას ბავშვმა სთხოვა და მან არ იცოდა, იმ ადგილას თევზაობა აკრძალული რომ იყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის პაატა დიასამიძის განმარტებით, “უფლებამოსილების განხორციელებისას პროკურორი ხელმძღვანელობს კანონითა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით. ამას გარდა გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს პროკურორის შინაგან რწმენასა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მსვლელობისას შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: 1. დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა; 2. უარი თქვას დევნის დაწყებაზე და გამოიყენოს სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი; 3. უარი თქვას დევნის დაწყებაზე ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების გარეშე.“

პაატა დიასამიძეს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებიდან გამომდინარე, რ. შ.-ს მიმართ, რომელმაც ბავშვისთვის დაიჭირა ოთხი თევზი, სისხლის სამართლის დევნის დაწყება მიზანშეუწონელი იყო. საიას იურისტის შეფასებით, მოსამართლეს ასევე ჰქონდა უფლება, ბრალდებულისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობის გადახდა დაეკისრებინა.

ბრალდებული აქამდე სამართალთან კონფლიქტში არ ყოფილა.

”ხიხანის” წაუგებელი სერია და 1000-მდე გულშემატკივარი ხულოს სტადიონზე

 

 

 

“ხიხანის” დირექტორი თემურ ბოლქვაძე ყვება იმაზე, თუ როგორ ცდილობდნენ წლების განმავლობაში ხულოში საფეხბურთო კლუბის შექმნას, მაგრამ 2015 წლამდე ეს ოცნება განუხორციელებელი რჩებოდა, რადგან კლუბის დაფინანსებით ვერავინ დააინტერესეს: „წელს კი, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გუნდის შექმნის იდეა გაუზიარა აჭარის მთაში ჰესის მშენებარე ენერგოკომპანიის –  „აჭარისწყალი ჯორჯიას” ხელმძღვანელებს, რომლებიც დათანხმდნენ საფეხბურთო გუნდის შექმნის იდეას და მის დაფინანსებას – წელს კომპანიამ გუნდისთვის 80 ათასი ლარი გამოყო”.


„ხიხანის“ კაპიტნის ირაკლი ბოლქვაძის თქმით, მათ გუნდს უკვე აქვს სტადიონი, რომელსაც ამ დროისთვის არემონტებენ –  სტადიონის რემონტისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა 67 ათასი ლარი დახარჯა, შესაბამისად, გუნდს ჩემპიონატის შემდეგი წრისთვის ექნება მეორე ლიგისთვის დაწესებული სტანდარტების შესაბამისი სტადიონი.


„ვიდრე ჩვენი სტადიონი გაკეთდება, ბათუმში, ურეხის სტადიონზე ვვარჯიშობთ. ბათუმში ნაქირავები გვაქვს სახლი, სადაც მოწვეული ფეხბურთელები ჩერდებიან. ხულოშიც გვაქვს სახლი ნაქირავები ფეხბურთელებისთვის. გუნდში, ძირითადად, მაინც ადგილობრივები ვთამაშობთ – ბათუმში ვარჯიშების დროს ნათესავებთან ვჩერდებით, ზოგიერთს ბათუმში აქვს სახლი. ასე რომ, ვარჯიშს, ჯერჯერობით, შეუფერხებლად ვახერხებთ”, – ამბობს ირაკლი ბოლქვაძე.

 

გუნდის კაპიტანი, ისე როგორც კლუბის დირექტორი, ამბობს, რომ შედეგი –  წაუგებელი სერია, რაც რამდენიმე თვის წინ შექმნილმა გუნდმა ექვსი თამაშის შემდეგ აჩვენა, მათ მოლოდინსაც კი აჭარბებს. „როდესაც გუნდი იქმნება, შეუძლებელია გათვლა გქონდეს იმაზე, რომ ეს გუნდი ლიდერი გახდება ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. თუ პოზიციებს შევინარჩუნებთ, „ხიხანი“ გადავა პირველ ლიგაში, რაც არამხოლოდ ხულოსთვის იქნება უპრეცედენტო მოვლენა”, – ამბობს კლუბის დირექტორი.


„ხიხანის” ფეხბურთელებში განსაკუთრებული მოტივაცია გააჩინა იმან, რომ ჩვენ დაგვენიშნა ხელფასები, გვაქვს საპრემიო ფონდი, თანხა გადაადგილებისთვის და ეკიპირების შესაძენად. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა “აჭარისწყალი ჯორჯიას” მხარდაჭერა”, – იზიარებს კლუბის დირექტორის პათოსს ირაკლი ბოლქვაძეც.


კლუბის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის “ხიხანში” ექვსი მოწვეული ფეხბურთელი ჰყავთ – მათ შორის თბილისიდან, რუსთავიდან,ზუგდიდიდან და ბათუმიდან. გუნდის მთავარი მწვრთნელი ელდარ კუპრაძეა. ამ დროსითვის “ხიხანს” ერთი გამოკვეთილიბომბარდირი ჰყავს – თავდამსხმელ გულადი ქოქოლაძის ანგარიშზე 4 გოლი მოდის.


„მოწვეული ფეხბურთელების ხელფასი 400 ლარია. სხვები, ზოგიერთი 300 ლარს ვიღებთ, ზოგი – 150-ს. ასევე გვაქვს პრემიები – გას-ვლითი მატჩის მოგების შემთხვევაში საპრემიო თანხა 150 ლარია, სახლში გამარჯვებაზე – 100 ლარი. ეს, ჯერჯერობით, სრულიად საკმარისია მოტივაციის შესანარჩუნებლად. მაგრამ, ასევე იმედი გვაქვს, რომ დაფინანსება გაგვეზრდება – როგორც ვიცი, მუნიციპალიტეტი აპირებს კლუბის დაფინანსების მომატებას. ასევე “აჭარისწყალი ჯორჯიაც” გააგრძელებს მომავალში ჩვენს მხარდაჭერას”, – ამბობს ირაკლი ბოლქვაძე.


6 ოქტომბერს “ხიხანი” –  “ეგრისის” მატჩს დაახლოებით 1000 გულშემატკივარი ესწრებოდა, მაშინ როდესაც სტადიონზე 400-მდე სკამი აქვთ.


„მინდა გითხრათ, რომ მთელი ხულო დღეს ამ გამარჯვებით ცხოვრობს, 6 ოქტომბერს მატჩის სანახავად ბავშვები სპეციალურად ჩამოვიდნენ სოფლებიდან. ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. მას შემდეგ, რაც ხულოში ჩამოყალიბდა კლუბი, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, ბევრმა მოზარდმა დაიწყო ვარჯიში ფეხბურთში“, – გვეუბნება თემურ ბოლქვაძე.


6 ოქტომბერს მატჩს ხულოში კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლები – კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი და მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძეც ესწრებოდნენ. როგორც თემურ ბოლქვაძე ამბობს, კომპანიის წარმომადგენლებს ძალიან მოეწონათ მათი თამაში, რასაც ასევე კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიაშიც” ადასტურებენ.


ზვიად დიასამიძის თქმით, საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტსჩაეყარა საფუძველი: კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” მომავალშიც მაქსიმალურად შეეცდება მხარი დაუჭიროს “ხიხანის” წარმატებას. სენაკის “ეგრისთან” გამარჯვების შემდგომ ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი შეხვდა ფეხბურთელებს და გუნდის მწვრთნელებს – ბიჭებს წარმატებული სტარტისთვის მადლობა გადავუხადეთ და სრული მხარდაჭერა აღვუთქვით. მომავალ კვირას შეხვედრა დაგეგმილი გვაქვს გუნდის მენეჯმენტთან, სადაც კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებთ”.



ზვიად დიასამიძის ინფორმაციით, ხულოს “ხიხანის” ფეხბურთელთა უმეტესობა დაბა ხულოდან და გარშემო სოფლებიდან არიან. “ხიხანი” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დღეს მაღალმთიანეთში და ეს ბიჭები ძალიან მოტივირებული არიან, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ. ამ გუნდის საშინაო თამაშებზე 1000-მდე გულშემატკივარი იკრიბება, მათი უმრავლესობა ადგილობრივი ახალგაზრდაა. მე, თვითონ, ფეხბურთის ქომაგი ვარ და ვიცი, თუ რამდენად შეუძლია ამ სპორტს პოზიტიური ენერგიის მოცემა. უზომოდ სასიხარულოა, როცა ვხედავ, რომ გუნდის წარმატება დიდი სტიმულია მომავალი თაობისთვის”.


მეორე ლიგაში პირველი წრის თამაშები 25 ნოემბერს მთავრდება. შემდეგ კი, მარტის შუა რიცხვებამდე ჩემპიონატში შესვენება ცხადდება.


ამ წრეში “ხიხანს” კიდევ ექვსი მატჩი აქვს ჩასატარებელი, შემდეგ წრეში – 13 მატჩი. თუ “ხიხანი” ტურნირის დასრულების შემდეგ პირველ ადგილზე იქნება, გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

 

P.S : მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, თავისი მორიგი მატჩი მოიგო ხულოს ხიხანმა ხობის კოლხეთთან გასვლით თამაშში და ცხრილში საირმესთან ერთად მე-2 მე-3 ადგილს ინაწილებს.

ბათუმის სასპორტო სკოლა კალათბურთის ელექტროტაბლოს შეისყიდის

ბათუმის სასპორტო სკოლის კალათბურთის დარბაზი

შპს „ბაჩიმ“ სასპორტო სკოლას ელექტრონული ტაბლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს. კომპანია ელექტროტაბლოს 39 888 ლარად შეიძენს.

ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილის ლევან ჯიოშვილის თქმით, იმ ელექტროტაბლოს, რომელიც დამონტაჟებულია კალათბურთის ცენტრალურ დარბაზში და ამჟამად იყენებენ, ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. „ტაბლოს, რომელსაც ახლა ვიყენებთ, შევინახავთ და მაშინ გამოვიყენებთ, როცა ბავშვებისთვის გვექნება დარბაზი“, – თქვა ლევან ჯიოშვილმა.

ტენდერის პირობების მიხედვით, კალათბურთის ტაბლოს კომპლექტში შედის ერთი ძირითადი ტაბლო თავისი კლავიატურით და ორი 24/14-წამიანი ტაბლო, ასევე თავისი კლავიატურით. ძირითადი ტაბლო უნდა იყოს FIBA-ს (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია) შესაბამისი სტანდარტის – მე-2 დონის. მასზე უნდა აისახებოდეს: დრო, შედეგები, გუნდების დასახელება, გუნდური ჯარიმების მაჩვენებელი, მოთამაშის ნომერი, მოთამაშის პერსონალური ჯარიმები, ჩაგდებული ქულები თითოეულ მოთამაშეზე.

სატენდერტო დოკუმენტაციის მიხედვით, ტაბლოს ზომა უნდა იყოს: სიგრძე – 428 სმ, სიმაღლე – 200 სმ და სიფართე – 8 სანტიმეტრი. უნდა ჰქონდეს ფოლადის კორპუსი. ოპტიმალური ხედვის მანძილი უნდა აღემატებოდეს 120 მეტრს. ტაბლოზე წარწერები უნდა აისახოს როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე.

 

 

 

დავით ზირაქაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

 

დავით ზირაქაშვილი

 

დავით ზირაქაშვილი 2004 წლიდან საფრანგეთის რაგბის კლუბის „კლერმონის“ (ASM Clermont Auvergne) მოთამაშეა. ამ კლუბის სახელით მას 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2007 წელს 5 მატჩის ძირითად შემადგენლობაში იყო, მათ შორის არგენტინასთან 33-3 წაგებით და ნამიბიასთან 30-0 მოგებით. გამოტოვა 2011 წლის არგენტინის წინააღმდეგ გამართული მატჩი;

 

2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე მან საქართველოს პირველი ლელო მოუტანა რუსეთის წინააღმდეგ 36-8 მოგებით. რუსეთის წინააღმდეგ ლელო 2015 წლის მსოფლიო შესარჩევ ეტაპზეც დადო; 2010 წელს „კლერმონის“ სახელით საფრანგეთის სარაგბო ლიგის ტოპ 14-ის ჩემპიონი გახდა. ძირითად შემადგენლობაში შერკინების ბურჯი იყო ორივე ევროპის თასის _ 2013 და 2015 წლის ფინალებში.

 

მას 2015 წელს, ასევე 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, ტოპ 14-ის ყველა ფინალში აქვს მიღებული მონაწილეობა. დავით ზირაქაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, ვინც ტოპ 14-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. ის თავდაპირველად მოჭიდავე იყო, რაგბიში კი 17-წლიდან ჩაერთო. 2010 წელს დავით ზირაქაშვილი საქართველოს წლის სპორტსმენად დასახელდა.

 

ვის იწყალებს პრეზიდენტი

 

ზვიად ქორიძე

 

  ბატონო ზვიად, ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტი იწყალებს, ძირითადად, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით არიან გასამართლებულები?

 თუ მსჯავრდებული იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, იცავს რეჟიმს და გამოირჩევა იმით, რომ მისი რესოციალიზაციისა და გამოსწორების პროცესი მიდის შეუქცევადად, მას ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობა აქვს ე.წ. უდოს კომისიით. აი ამის მიღმა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, რადგან სახელმწიფო არ არის მხოლოდ რეპრესიული მანქანა, სახელმწიფო არის ჰუმანური მანქანაც და პრეზიდენტი, რომელიც არის სახელმწიფოს პირველი პირი, თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს შეიწყალოს, მაგალითად, იმ მსჯავრდებულთაგან ვინმე, ვინც მას მიმართავს შეწყალების თხოვნით. ეს არის ჰუმანური ჟესტი, რომელსაც გაიღებს სახელმწიფოს პირველი პირი. მას არაფერი აქვს საერთო არც სამართლიანობის და არც კანონიერების დაცვასთან.

 

საქართველოს კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს უფლებას, თავისი შინაგანი რწმენით გააკეთოს არჩევანი, პრეზიდენტი ქმნის შეწყალების კომისიას, რომელიც უმსუბუქებს მას შრომას, ეხმარება სათათბირო ორგანო, რომელიც არჩევს წარმოდგენილი განცხადებებიდან იმ განცხადებებს, რომელზეც დადებით რეკომენდაციებს აწვდის პრეზიდენტს და პრეზიდენტი კიდევ უფრო ცხრილავს ამ სიას და იღებს გადაწყვეტილებას, ვისზე განახორციელოს წყალობა.
ამ სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი მუხლით გასამართლებული ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს.


მათ შორის უვადო თავისუფლება აღკვეთილებიც?
 დიახ, რა თქმა უნდა, უვადო მსჯავრდებულები დღეს მოქმედმა საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. 6 მარტს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქტი განახორციელა, როდესაც შეიწყალა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფილი სამი უვადო თავისუფლებააღკვეთილი ქალი – პრეზიდენტმა მათ დაუდგინა გათავისუფლების ვადა. ამ გადაწყვეტილებით საქართველოში აღარ არის უვადო მსჯავრდებული ქალი.
ის 76 უვადო მსჯავრდებული, რომლებიც რჩებიან საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში, კომისიის წევრების სერიოზული ტკივილი და საფიქრალია, პრეზიდენტი მათზე სულ ფიქრობს. უვადო მსჯავრდებულების მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და ჰუმანური.


ვინც შეწყალების თხოვნით მიმართავდა პრეზიდენტს, აუცილებელი პირობა იყო, რომ ბრალი უნდა ეღიარებინა და მოენანიებია, ეს პირობა ახლაც აუცილებელია?
  დღეს შეწყალების კომისიის დებულებაში ეს ნორმა არ წერია. ნებისმიერ მსჯავრდებულს – ის აღიარებს თუ არა ბრალს, შეუძლია შეწყალებაზე დაწეროს განცხადება. შეწყალების აქტი არ ნიშნავს ბრალისგან გათავისუფლებას და ადამიანის უდანაშაულოდ გამოცხადებას.
სხვათა შორის, ეს აღიარება-არაღიარება სერიოზული თემაა ჩვენი სისხლის სამართლის პრაქტიკისთვის. აღიარება არ არის პირველი ნაბიჯი საქმის გამოძიებისთვის, პირიქით, აღიარება არის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი. მთავარია, გამოძიება იყოს შეუვალი, ნივთმკიცებებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული, ამ მტკიცებულებათა უტყუარობაზე და არა იმაზე, რომ ადამიანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ეს დანაშაული არ იყოს რეალურად ამ ადამიანის მიერ ჩადენილი.

 

აღირება განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, როცა საქართველოში ამოქმედდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. იმის გამო, რომ უიოლებენ მუშაობას გამოძიებას, შემდეგ სასამართლოს და მართლმსაჯულების გამარტივების საუკეთესო ფორმაა, ბრალდებულები მიდიან საპროცესო შეთანხმებაზე და აღიარებენ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ანუ ამ გადაწყვეტილებით ისინი უფრო მსუბუქ სასჯელს იღებენ. არ შეიძლება მხოლოდ აღიარებაზე იდგეს განაჩენი – ეს არ არის ჯანსაღი პრაქტიკა…
როგორ გეკონტაქტებიან ადამიანები რეგიონებიდან, რა ფორმით უნდა მიმართონ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით?
ყველა მსჯავრდებულმა იცის, რომ აქვს შეწყალების მოთხოვნის უფლება და შეუძლია პირადად დაწეროს განცხადება პრეზიდენტის სახელზე. ერთადერთი დათქმა არის ის, რომ თუ პრეზიდენტისგან ვერ მიიღებს შეწყალებას, ამის შემდეგ ოთხ თვე-ნახევარი უნდა იყოს გასული, რომ მსჯავრდებულმა ხელმეორედ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

 

  დოკუმენტებს, რომელსაც შეწყალების კომისია განიხილავს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვადასხვა უწყებიდან ითხოვს?
 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული სპეციალური დეპარტამენტი დოკუმენტებს აგროვებს, აწესრიგებს და აწვდის შეწყალების კომისიას. პრეზიდენტის სასახლეში შეიძლება ჩააბარონ განცხადება ან ელექტრონულად შეავსონ პრეზიდენტის ვებგვერდზე.


როგორც ვიცი, თქვენ როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ხვდებით პატიმრებს, ძირითადად რა პრეტენზიები აქვთ მათ, იგივე არასრულწოვნებს ხომ არ შეხვედრიხართ, მსმენია, რომ არასრულწლოვნები შეწყალებაზე უარს ხშირად ამბობენ. რა არგუმენტი აქვთ მსჯავრდებულებს, როცა ისინი უარს ამბობენ შეწყალებაზე?
 არის შემთხვევა, როცა არასრულწლოვნები წერენ განცხადებებს, არის შემთხვევა, როცა ოჯახის წევრები ითხოვენ შეწყალებას, მაგრამ თავად მსჯავრდებულები იკავებენ თავს, სურვილი არ აქვთ, რომ დაწერონ შეწყალების მოთხოვნა. პრეზიდენტს დებულებით აქვს განსაზღვრული, რომ არასრულწლოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიწყალებს თუ არა მათ პრეზიდენტი, მეორე დღესვე აქვთ შეწყალების მოთხოვნის უფლება. არასრულწლოვნების შემთხვევაში დათქმა  ოთხ თვე-ნახევარი არ მოქმედებს. გასულ კვირას პრეზიდენტმა რვა არასრულწლოვანი შეიწყალა.

თუ ტარდება მონიტორინგი შეწყალებული ადამიანების რესოციალიზაციის კუთხით – შეწყალებული ადამიანები აღმოჩნდნენ თუ არა ისევ საბრალდებო სკამზე?

ბოლო შეწყალების აქტის მონაცემებით არ მაქვს ინფორმაცია, რამდენი შეწყალებული ადამიანი აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე, თუმცა ერთი შუალედური მოთხოვნა გვქონდა და მივიღეთ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროსგან – წლის დასაწყისში სულ შეწყალებული იყო 700-ზე მეტი მსჯავრდებული და 8 მსჯავრდებული იყო შებრუნებული საპატიმრო დაწესებულებაში. ამ რვიდან, თუ სწორად მახსოვს, 5 თუ 6 მსჯავრდებული იყო ნარკოტიკულ დანაშაულზე დაკავებული, მოხმარება-შეძენა-შენახვაზე. სარეაბილიტაციო ცენტრები რომ არსებობდეს სახელმწიფოში, მაშინ ეს ადამიანები საბრალდებო სკამზე აღარ უნდა ხვდებოდნენ.

 

 მსჯავრდებულების ოჯახის წევრებისა თუ მათი ახლობლებისგან მსმენია, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეიძლება შეწყალების მოპოვება. ამაზე თქვენ რა იცით?
  მე არ ვიცი ამაზე ვინ და სად მსჯელობს, რადგან ეს მსჯელობა კომიკურია. დარწმუნებული ვარ, კომისიაში გადაწყვეტილებები არ მიიღება ანგარების ნიადაგზე. ეს არის საკმაოდ წარმომადგენლობითი და ავტორიტეტული ადამიანებით დაკომპლექტებული კომისია, არც ერთი მათგანი თავისი ბუნებით არ დაუშვებს იმას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს და სახელმწიფოს მიაყენოს დარტყმა, მეორე  


 კომისია კომისიურ გადაწყვეტილებას იღებს და ვინმეს ასეთი ანგარებითი ინტერესი რომც ჰქონდეს, მარტო ვერ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას.

 

პრეზიდენტი, რომელიც იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ახორციელებს თავის ექსკლუზიურ საკონსტიტუციო უფლებას, გამორიცხულია, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდეს რაიმე ანგარებით.
დღეს საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება რამდენიმე ადამიანი, რომლებიც შეწყალების კომისიასთან საქმის მოგვარების სანაცვლოდ და ე.წ. ჩაწყობის მოტივით სძალავდნენ ფულს ადამიანებს, ზოგიერთი მათგანი ადვოკატია. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, როდესაც მათ მძიმე მდგომარეობას იყენებ იმისთვის, რომ პირადი გამორჩენა გქონდეს. უქმნი მათ ცრუ მოლოდინს. მეტსაც გეტყვით, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იმ კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც კონკრეტულმა ადამიანმა, მათ შორის ადვოკატმა მოატყუა და გამოსძალა ფული, შეწყალების დაპირებით შეიძლება ობიექტურად იყოს შეწყალებული და შეწყალებულ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს რწმენა, რომ მან ფული მისცა ვიღაცას და ამიტომ შეიწყალეს. ეს სერიოზული თემაა და მინდა ყველა მსჯავრდებულს, მათი ოჯახის წევრებს მოვუწოდო, ყველა დაპირება, რომელიც მიიღეს [შეწყალება თანხის სანაცვლოდ], თავადვე აღკვეთონ.

იაფი სახლი კრიტერიუმების გარეშე

 

ბათუმის საკრებულოს სხდომა
ბათუმის საკრებულოს სხდომა

ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემისთვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დადგენისთვის კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებას ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა 6 ივლისს მოაწერა ხელი. ამავე ბრძანებით კომისიას საკრებულოში ფრაქცია  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე ხელმძღვანელობს. კომისიის მდივანი კი ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელი ლაშა ნაკაშიძეა, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მერიაში აღარ მუშაობს და კომისიის მდივანი ვერ იქნება. კომისიაში შედიან მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

კომისიის წევრია შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი თამარ წივწივაძეც. კომისია 25 წევრისგან შედგება.

 

კომისიის რამდენიმე წევრმა „ბათუმელებს“  „იაფი სახლის“ კრიტერიუმებთან დაკავშირებული მუშაობის შესახებ კომენტარზე უარი ერთი მიზეზით უთხრა: კომისია არ შეკრებილა, არ უმსჯელია და, შესაბამისად, სათქმელიც არაფერია.

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე: „გადმომიგზავნეს მერის ბრძანება, სადაც წერია, რომ ვარ კომისიის წევრი. ამის შემდეგ არავინ დამკავშირებია. ვერ გეტყვით შეიცვალა რაიმე თუ არა. რა თქმა უნდა, უპირველესად კრიტერიუმები უნდა დადგინდეს: რა სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის შენდება იაფი სახლი, როგორ უნდა მოხდეს თანხის გადახდა და ასე შემდეგ. მაქვს გარკვეული მოსაზრებები – ვფიქრობდი, რომ უნდა ყოფილიყო ბათუმის 15 წლის მცხოვრებელი მაინც, სოციალურად დაუცველიც, მაგრამ ესეც გასაწერია. როგორც ვიცი, რაღაც კრიტერიუმები აქვთ მერიაში, მაგრამ ეს არის დასახვეწი, რასაც მუშაობა სჭირდება.“

 

რატომ არ იწყებს კომისია მუშაობას? – კითხვაზე კომისიის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე პასუხობს: „კომისიის წევრები დამოუკიდებლად ვმუშაობთ და ველოდებით კომისიის შემადგენლობის შეცვლას. ეს საკითხი ერთი ან ორი შეხვედრით მაინც ვერ გადაწყდება. ტენდერის დასრულებას ველოდებით, როცა ტენდერში გამარჯვებული დაიწყებს მუშაობას, ჩვენც პარალელურ რეჟიმში გავწერთ კრიტერიუმებს. კომისია დაახლოებით 20 ოქტომბერს შეიკრიბება.“  

 

მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ კრიტერიუმებზე მუშაობის დაწყება ვერ შეძლო, მერიამ ტენდერი ე.წ.  „იაფი სახლის“  მშენებლობის შესყიდვის მიზნით მაინც გამოაცხადა.

 

კრიტერიუმების შემუშავებამდე ტენდერის გამოცხადებისა და მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილებას რისკის შემცველ ნაბიჯად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებმაც ამ მიმართულებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება შეისწავლეს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი ნათია ზოიძე: „პროგრამაში ჩასართავი ოჯახების შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, გაუგებარია, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ბენეფიციარების შერჩევის პროცესი; ბათუმში, ისევე, როგორც დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, არ არსებობს უსახლკარო მოქალაქეთა ერთიანი რეესტრი. დღემდე მოქმედი პრაქტიკით, უბინაოები საცხოვრისებით კმაყოფილდებიან თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებული პირადი განცხადებების საფუძველზე; არ არის გათვალისწინებული კორუფციის პრევენციული მექანიზმები; არასრულყოფილად ჩამოყალიბებული პროგრამის გამო მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია „იაფი სახლის“ პროგრამის შესახებ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებმა კი შესაძლოა, უსახლკარო, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს გადაჭარბებული მოლოდინი შეუქმნას ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა არ არსებობს კანონი, რომელიც ქვეყანაში სოციალური საცხოვრისის შესახებ საკითხებს დაარეგულირებდა. “

 

კრიტერიუმების გაწერის გარეშე სახლის მშენებლობის დაწყების იდეა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებსაც არ მოსწონთ.  „უნდა შექნილიყო ბინათმშენებლობის ფონდი, ამ ფონდს უნდა დაეწყო მოქალაქეების რეგისტრაცია და მათი გადამოწმება: ხომ არა აქვთ მათ სადმე მამის ან ნათესავის დატოვებული დაურეგისტრირებელი ქონება, რომ ფონდს არ დაეკარგა სამართლიანი მიდგომის პრინციპი. ეს ფონდი ააშენებდა ბინებს და პარალელურად დაიწყებდა მათ განკარგვას. განკარგვის პრინციპი იქნებოდა ის, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანს მიეცემოდა მოტივაცია მოქმედებისთვის, რადგან მას უკვე ბინა გაუჩნდებოდა. ამ პროექტში ფონდების მონაწილეობაც იქნებოდა შესაძლებელი, რაც იქნებოდა ჰუმანიტარული კომპონენტი. აჭარის მთავრობის დაკვეთით შვეიცარიის განვითარების სააგენტომ კვლევაც კი ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ცუდ დღეში მყოფი ადამიანები ყველაზე დიდ მზაობას გამოთქვამენ, რომ გამოისყიდონ საცხოვრისი. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ არ შეუძლიათ თანხის გადახდა. შეიძლება ამ ტიპის ადამიანებისთვის სამანევრო კომპონენტიც კი იყოს გათვალისწინებული. თუ  გვინდა ერთი კინკილა სახლის აშენება, რა თქმა უნდა, დიდი თავსატეხი გვექნება. პროგრამა თავისი არსით უნდა გულისხმობდეს –  „ვაშენებ ბევრს და, შესაბამისად, ყველაზე დაუცველი კატეგორიებიდან ვიწყებ…“ – ამბობს კობა ჩხეიძე, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე.

 

ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამის შესაძლო განხორციელების შესახებ ბათუმის მერიამ ინფორმაცია 2013 წელს გაავრცელა. მაშინ ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე იყო. მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ტიტე აროშიძე მაშინ  „ბათუმელებს“ პროგრამის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მერის მოსაზრებებზე ესაუბრა და თქვა, რომ კრიტერიუმების დახვეწაზე შესაბამისი კომისია იმუშავებდა.

 

დოკუმენტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროგრამის მიზანი ბათუმის მოქალაქეთა ხელმისაწვდომი და სათანადო ხარისხის საცხოვრისით უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა, ამ მიზნის მიღწევა-განხორციელება კი ბათუმის მოქალაქეებისათვის „ახალი საცხოვრისის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი გრძელვადიანი გამოსყიდვის უფლების მექანიზმების შექმნით“ იგეგმება.

 

პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით ხარვეზებზე საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს: „პროგრამის განხორციელებამდე ბათუმის თვითმმართველობას არ ჩაუტარებია კვლევა პროგრამის შესაძლო ბენეფიციარებისა და მისი განხორციელების პროცესში გამოკვეთილი სავარაუდო საჭიროებების გამოსავლენად“.

 

ამჟამად ბათუმის მერიაში თავშესაფრის მაძიებელთა 2000-მდე  განაცხადია, თუმცა არც ეს პირები გამოკითხულან, თუ რამდენად შეძლებენ თანამონაწილეობის პრინციპით საკუთარი კონტრიბუციის შეტანას საცხოვრისის მისაღებად; პროგრამით ასევე არ არის განსაზღვრული საცხოვრისის მთლიანი ღირებულების რამდენ პროცენტს უნდა შეადგენდეს მოქალაქის თანადაფინანსება. დაუდგენელია პროცედურები, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი ვეღარ შეძლებს ყოველთვიური კონტრიბუციის შეტანას;

 

გასული კვირის ბოლოს გაირკვა, რომ „იაფი სახლის“ მშენებლობის შესყიდვასთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და ტენდერი ჩაიშალა. იმავე დღეს, 9 სექტემბერს, მერიამ სატენდერო დოკუმენტაციაში მცირე ტექნიკური ცვლილებით ახალი ტენდერი გამოაცხადა.  

 

 

ბათუმის მერიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაამარცხა

ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ფინალურ შეხვედრაზე | მატჩის დარულების შემდეგ ისინი ერთმანეთს ესალმებიან| ანგარიში ფრედ დასრულდა

ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ფინალურ შეხვედრაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების გუნდი პენალტების სერიის ჯამში, ანგარიშით 9:8 დაამარცა.

ფინალური მატჩი ფრედ 3:3 დამთავრდა, რის შემდეგაც 7 მეტრიანი პენალტების სერია დაინიშნა.

ტურნირის მესამე ადგილი ბათუმის იუსტიციის სახლმა მოიპოვა, რომელმაც 5:3 მოუგო აჭარის გარემოს დაცვის მთავარ სამმართველოს.

„ტურნირი მინი-ფეხბურთში სამინისტროებსა და უწყებებს შორის“  ბათუმის მერიის  სპორტის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

დაწესებული იყო ნომინაციებიც.

ნომინაციები:

საუკეთესო მეკარე – რამაზ ბოლქვაძე – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

საუკეთესო მცველი – ზაურ კეკელიძე – ბათუმის მერიის თანამშრომელი

საუკეთესო ნახევარმცველი – ლაშა ხოზრევანიძე –  ბათუმის იუსტიციის სახლის თამამშრომელი

საუკეთესო თავდამსხმელი – გიგი კვაჭაძე – მათუმის მერიის თანამშრომელი

ბომბარდირი – ნუკრი თურმანიძე გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი

საუკეთესო ტექნიკურ ფეხბურთელად, ბათუმის მერიის გუნდიდან სპორტულ ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე დასახელდა

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სერტიფიცირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ბექა ზოსიძე გახდა.

გუნდებს საჩუქრად შორტები და მაისურები, ასევე თასები, დიპლომები და მედლები გადაეცათ.

გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში” ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

 

 გამომცემლობის მენეჯერის მარი კორინთელის თქმით, წიგნების ბაზრობაზე გამომცემლობამ ქართველი ავტორების ნაწარმოებები წაიღო, „მათ უცხო ენებზე გამოცემაზე გვაქვს მოლაპარაკებები. სალომე ბენიძის, დავით ჭოჭუას, ნატო დავითაშვილის ნაწარმოებები და „ინსომნიას“ კრებული გვაქვს წამოღებული. ასევე რამდენიმე ნათარგმნი წიგნი, ბესტსელერები. 

 

სხვადასხვა გამომცემლობასთან გვაქვს შეხვედრები, ახალი ავტორების აღმოსაჩენად და ახალი საავტორო უფლებების შესაძენად,“ – ამბობს მარი კორინთელი.

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი, წიგნით მოვაჭრე და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს.


საქართველო 2007 წლიდან ეროვნული სტენდით არის წარმოდგენილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მსოფლიოს უდიდეს წიგნების ბაზრობაზე საქართველოს 2018 წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი ექნება. 

 

 

 

არჩილ ხაბაძე: უმაღლეს საბჭოში ჩემს გუნდთან შეთანხმებით არ მივდიოდი

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 „არ მაქვს ვალდებულება ნაციონალურ მოძრაობას ჩავაბარო ანაგარიში, რადგან მათი არჩეული არ ვარ ნამდვილად, მაგრამ ვინც არის იქ დარჩენილი, ქალბატონ მედეას ვცემ ძალიან დიდ პატივს, მისი არჩეული ვარ და მივალ და ანგარიშს ჩავაბარებ, ასევე მივალ და თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის წევრებსაც გავცემ პასუხს. შევეცდები, სპექტაკლად არ გადავაქციო… მე განვაცხადე და ვასრულებ ამას, კოალიციასთან შეთანხმებით, ჩემს გუნდთან შეთანხმებით, მივდივარ, მანამდეც გუნდთან შეთანხმებით არ მივდიოდი,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 


აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს უმაღლეს საბჭოში 2015 წლის მაისის ბოლოდან ელიან. დეპუტატებმა ამის შესახებ 21 მაისს განაცხადეს. საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა სურთ და შეკითხვები აქვთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ინვესტიციების, ნეპოტიზმის, იპოთეკარებისა და ეკომიგრანტების თემებზე. 



გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებისა და არჩილ ხაბაძის შეხვედრა

 

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) პროექტების „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია“ ამჟამინდელი სტატუსი და სამომავლო გეგმები და “ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის ” მიმდინარე მდგომარეობა.

 

გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლობით აჭარაში ბევრი პროექტი ხორციელდება. მათ შორის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის“ პროექტი. პროექტის ფარგლებში 550 000 ევროა გამოყოფილი.

 

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ბათუმის ცენტრალური ნაწილის წყლით უზრუნველყოფა, აშენდა კანალიზაციის თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა. მიმდინარეობს ბათუმის მთელ ტერიტორიაზე და მიმდებარე სოფლებში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია / მშენებლობა. იწყება ბათუმის ცენტრში სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება.

 

2014 წლის თებერვალში დაიწყო ბათუმის მრავალსართულიანი სახლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტისთვის 6 მილიონ 800 ათასი ევროა გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში, ყველა აბონენტის საცხოვრებელ ბინაში ინდივიდუალური წყლის მრიცხველები დამონტაჟდება. საერთო მოხმარების ძველი, ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლდება, რაც უპირველესად წყლის არამიზნობრივ დანახარჯს შეამცირებს და აღმოფხვრის ტექნიკურ პრობლემებს. აბონენტებთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები და აღირიცხება წყალმზომის ID ნომრები.

თბილისელი ოსტატის ნახელავი და ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმი ანკარაში

 

თურქული კულტურა, ზოგადად, საქველმოქმედო ფონდების კულტურად იწოდება. ჯერ სელჯუკთა და შემდეგ ოსმალთა სასულიერო დაწესებულებების ფარგლებში ტრადიციულად იქმნებოდა ფონდები, სადაც ხდებოდა გარკვეული ქონების აკუმულირება, რაც საშუალებას იძლეოდა დახმარებოდნენ გაჭირებულ მოსახლეობას, გამოეკვებათ ისინი, ემკურნალათ, მიეცათ განათლება. ფონდების მუშაობა სპეციალური კანონებით იყო დარეგულირებული. რელიგიურ ცენტრებისთვის შეწირული სხვადასხვა დანიშნულების ნივთები საუკუნეების განმავლობაში სწორედ ამ ფონდებში გროვდებოდა.

 


ყველა სიძველე, ხალიჩები, ფარდაგები, კერამიკული ჭურჭელი, ხის ავეჯი, თითბრის შანდლები, ხელნაწერი დოკუმენტები, საათები თუ სხვა ათასი წვრილმანი – დროთა განმავლობაში დრომოჭმულ და უსარგებლო ნივთებად იქცა. ცვეთისა და სიძველის გამო მათი დიდი ნაწილი საცავებში იყრიდა თავს. პრემიერის სამსახურთან არსებული საფონდო გაერთიანების დირექტორატის ინიციატივით, ეს საცავები გაიხსნა, ნივთები აღირიცხა, შეისწავლეს, რესტავრაცია ჩაუტარეს და რეალურად გადაარჩინეს. დაახლოებით იგივე პროცესი, რასაც თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილი ეწეოდა, როდესაც დასაკარგად განწირულ საეკლესიო ნივთებს სამუზეუმო ექსპონატებად აგროვებდა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კი ამ ბნელი საცავებიდან წარსულის უნიკალურმა ნივთებმა თანამედროვედ აღჭურვილ საგამოფენო დარბაზებში გადაინაცვლეს.

 

ასე შეიქმნა საქველმოქმედო ფონდების ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში: სტამბოლში, ანკარაში, გაზიანტეპში, კონიაში, თოკატში, ედირნეში, კასტამონუსა და სხვა პატარა ქალაქებში.

 

ამგვარი მუზეუმების შექმნით, სადაც გამორჩეული ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, მემკვიდრეობა წარსული თაობიდან ახალ თაობას გადაეცემა. იმ ფასეულობების სწორად აღქმა და შეფასება, რომელიც საზოგადოებისთვის საბაზრო ეკონომიკით მინიჭებულ ფასზე უფრო ღირებული უნდა იყოს.

 

ანკარის მუზეუმი 2008 წელს გაიხსნა და მდებარეობს ანკარის გულში, სიჰიეს უბანში, ათათურქის ბულვარზე. გადაღმა ოპერის და ბალეტის შენობაა, გვერდით კი – ეთნოგრაფიული და ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმები. მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაშია განთავსებული, შენობა ადრე რესპუბლიკურ ხანას ეკუთვნის.

 

როდესაც ათათურქმა თურქეთის რესპუბლიკა დააფუძნა და 1923 წელს დედაქალაქად ანკარა გამოაცხადა, მაშინ ანკარა პატარა და პროვინციული ქალაქი იყო. შესაბამისად, არ არსებობდა აქ ინსტიტუციები და არც მათთვის შესაფერისი შენობები. სწორედ ადრე რესპუბლიკურ პერიოდს ეკუთვნის ანკარის ყველაზე გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობები, მათ შორისაა ამ მუზეუმის შენობაც. 1927-1928 წლებში ის აშენდა როგორც სამართლის სკოლა. შენობას ათიოდე წლის უკან რესტავრაცია ჩაუტარდა ავთენტური ელემენტების შენარჩუნებით და იმავდროულად მოხდა სივრცის სამუზეუმოდ ადაპტირება.

 

ანკარის მუზეუმს უფრო ხალიჩების მუზეუმის სახელით იცნობენ, თუმცა აქ გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ხალიჩების კოლექცია.
XVIII საუკუნის ქააბას საბურველის ფრაგმენტი აბრეშუმის მსუყე ნაქარგობით ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია მდიდრულად ნაქარგ ქსოვილთა შორის. წარწერა იტყობინება, რომ ის აქ ნევშეჰირის ქებირ ქურშუნლუს მეჩეთიდან მოხვდა. აქვეა წარმოდგენილი ჰაჯის პილგრიმობისას მომლოცველთა მიერ მექადან ჩამოტანილი სხვადასხვა სამახსოვრო ნივთი და სუვენირი.

 

მუზეუმში ხელნაწერთა მცირე, მაგრამ გამორჩეული ხარისხის კოლექციაა დაცული. წიგნების უმეტესობა ბაროკოს სტილშია გაფორმებული, რომელიც ოსმალეთის ისლამურ ხელოვნებას XVIII საუკუნიდან ახასიათებდა. აქ არის როგორც ყურანები, ასევე სხვადასხვა საკანცელარიო დოკუმენტები, რვეულები, ხოლო საქველმოქმედო ფონდების რეგულაციების წიგნების შემკულობის ხარისხი მოწმობს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ოსმალეთში საქველმოქმედო საქმიანობასა და ფონდებს.

 

მუზეუმს ხალიჩებისა და ფარდაგების მრავალფეროვანი კოლექცია გააჩნია, რომელთა უმეტესობა ანატოლიის სხვადასხვა რეგიონიდანაა თავმოყრილი: კონია, კულა, გორდეზი, კირშეჰირი, ბერგამა, უშაკი და სხვა, ასევე წარმოდგენილია ნიმუშები ანტალიის რეგიონიდან და კავკასიიდან. ყველა ეს ნამუშევარი თურქეთის ხალხთა ქსოვის კულტურის ამსახველია.

 

მნახველს პირველივე დარბაზში ანატოლიელი ოჯახის იმიტირებული სახლი ეგებება, კუთხეში ქალი ხალიჩას ქსოვს, დაზგა კი ორიგინალია. ხალიჩები და ფარდაგები სპეციალურ მოძრავ სტენდებზეა დამაგრებული, რომელთა გადაადგილებით ახალ-ახალი ფერად-ფერადი დიდი ხალიჩები იხსნება, პატარა ხალიჩები კი წიგნებივით აკინძულ სტენდებზეა გაწყობილი და მათი დათვალიერება სტენდების „გადაფურცვლითაა“ შესაძლებელი. ყველაზე დიდი ხალიჩები კი მინის იატაკის ქვეშაა მოქცეული და მნახველს ზედ გავლაც კი შეუძლია. ამგვარი თანამედროვე მექანიზმების გამოყენებით ბევრად მეტი ექსპონატი ხდება ხელმისაწვდომი. მნახველს კი შესაძლებლობას აძლევს, პასიური მაყურებლიდან აქტიურ დამთვალიერებლად იქცეს.

 

როგორც მოგახსენეთ, ყველა ნივთი მეჩეთებთან არსებული საფონდო საცავებიდან მომდინარეობს. შესაბამისად, აქ წარმოდგენილი ხალიჩებისა და ფარდაგების კოლექცია ერთ დროს მეჩეთების ინტერიერებს ამშვენებდა. ასეთი წესი არსებობს, მიცვალებულის სახელზე მეჩეთს ხალიჩას ან ფარდაგს სწირავდნენ, ამ ხალიჩების აბსოლუტური უმრავლესობა ანატოლიელი ქალების ნახელავია, რომლებიც არა კომერციული მიზნებით, არამედ საოჯახო მოხმარებისთვის იქმნებოდა. ამდენად, ყველა ფარდაგი თუ ხალიჩა არის ერთადერთი, განუმეორებელი და უნიკალური. თუმცა ამ ერთადერთობის ფონზე ისინი იმ კულტურის, თემის ან საზოგადოების ნიშან-თვისებებსა და სულიერ განწყობებს ატარებენ, რომელსაც მქსოველი ქალი ეკუთვნოდა.

 

მუზეუმში სტუმრობისას გიდი გვიხსნიდა, რომ ხალიჩები და ფარდაგები ანატოლიელი ქალების ისტორიას ყვებიან, მათ ცხოვრებას, მათ განცდებს, მათ ფანტაზიებს. რას ჩააქსოვდა ახალგაზრდა გოგონა თავის ხალიჩაში, ამით ხვდებოდნენ ოჯახის წევრები მზად იყო თუ არა ქალი ოჯახის შესაქმნელად, რა იყო მის გულში – ბედნიერება თუ სევდა.

 

ორნამენტები, რომელიც ქსოვისას გამოიყენებოდა, ცხადია, სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებს, რომლითაც ხალიჩის ექსპერტები არა მხოლოდ მის რეგიონალურ კუთვნილებას, არამედ ასაკსაც იოლად ადგენენ.

 

ჩემს კითხვაზე, თუ რომელია ყველაზე ძველი ხალიჩა, მასპინძლებმა XVI საუკუნის ხალიჩის ფრაგმენტი მიჩვენეს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქალაქ კასტამონუს ნასრულაჰის მეჩეთში ინახებოდა.

 

– სელჯუკური სალოცავი ნოხი არაა დაცული? – იყო ჩემი შემდგომი კითხვა.
– ნოხი არა, მაგრამ ხეზე კვეთის ფრაგმენტები არის.

 

ამ ეპოქის წარმოსაჩენად მათ ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუშებთან მიმიყვანეს და დასძინეს, რომ რეალურად აქ დაცულ ნივთებს შორის ყველაზე ძველი ნიმუშები სწორედ ესაა: ხის კარი და ხუთი პანელი დივრიღიდან.

 

დივრიღი სელჯუკური ხელოვნების გამორჩეული და უნიკალური არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც ცენტრალურ თურქეთში, ქალაქ სივასთან ახლოს მდებარეობს. იუნესკოს ძეგლთა სიაში არსებული კომპლექსი XIII საუკუნით თარიღდება და მოიცავს მეჩეთსა და ჰოსპიტალს, რომელთა ქვის პორტალები უნიკალურია ისლამური არქიტექტურისათვის და განსაკუთრებით მაღალი რელიეფის გეომეტრიული ორნამენტითა და ფიგურული გამოსახულებებით გამოირჩევა. დივრიღი სელჯუკთა ერთ-ერთი წარმატებული შტოს, მენგუჯუკთა დინასტიის წარმომადგენლების – აჰმადშახისა და თურან მალიქის მიერ იყო აშენებული 1228-1229 წლებში.

 

დივრიღის წარწერებში მშენებელ ოსტატთა შორის ნახსენებია ვინმე აჰმად, პირველად აღმოსავლეთის პორტალის მშენებლად, დაზიანებულ წარწერაში, სადაც სახელის შემდეგ წარწერა აღარ იკითხება, მეორედ კი ხის მინბარის ოსტატად, Aḥmad ibn Ibrāhīm al-Tiflīsī, სადაც უკვე გარკვევით ჩანს მისი წარმომავლობა – თბილისი.

 

სწორედ ამ მინბარის ფრაგმენტებია დაცული ანკარის მუზეუმში, ჩემი შორეული თანამოქალაქის, ეტყობა მუსლიმი ქართველის ნამუშევარი, რომელიც, როგორც ჩანს, სამუშაოს საძიებლად მონღოლობადატეხილ თბილისს გამოექცა და შემოქმედებითი ასპარეზი აქ, ანატოლიის პლატოზე ჰპოვა.

 

13 წლის მოზარდს ფერიის სკოლა-პანსიონი იძულებით დაატოვებინეს

 

გიორგი
გიორგი

 

 გიორგი და მისი ოთხი წლით უმცროსი ძმა ფერიის პანსიონში შვიდი წელი ცხოვრობდნენ. მოზარდის ნათესავები გვეუბნებიან, რომ ბავშვებთან დაკავშირებით დღემდე არანაირ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია. “ერთი თვის წინ ბავშვთა სახლის თანამშრომელი მოვიდა და ბავშვები მომიყვანა. ვუთხარი, რომ ვერ დავიტოვებდი, რადგან მე სახლში მწოლიარე ავადმყოფი მყავს და მეც ავად ვარ,” – ამბობს გიორგის ნათესავი ქალი, ნაზი. 


გიორგის ცხრა წლის ძმა ბავშვთა სახლში დააბრუნეს. კერძო სახლი, სადაც გიორგის ამჟამად ცხოვრება უწევს, სამი ძმის საკუთრებაა, გიორგი მამასთან ერთად სახლის ერთ ოთახში ცხოვრობს, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა.

 

ოთახი გასარემონტებელი და მოუწესრიგებელია, ერთი ძველი საწოლი, დანგრეული კარადა და დაობებული სკამი დგას. გიორგის არც ტანსაცმელი აქვს და არც წიგნები. მოზარდის მამა უმუშევარი და ალკოჰოლდამოკიდებულია. დედას, როგორც გიორგის ნათესავები გვეუბნებიან, ბავშვებთან ურთიერთობა არ აქვს, ის იმერეთში ცხოვრობს და სხვა ოჯახი ჰყავს. როგორც მისი ნათესავი ნაზი ამბობს, მამა სამუშაოს იშვიათად შოულობს. “ბავშვი ნახევარჯერ მშიერია, არ ვიცი რა ეშველება, თუ უკან არ დააბრუნეს. ერთი-ორი წელი მაინც გააჩერონ, იქნებ რაიმე ხელობა ისწავლოს, თავი რომ ირჩინოს.”


სახლი, სადაც გიორგი ცხოვრობს
სახლი, სადაც გიორგი ცხოვრობს

 

ლევანი გიორგის ბიძაა. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მოზარდის და ბავშვთა სახლის ადმინისტრაციის კონფლიქტის ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია. „როგორც მითხრეს, უჩხუბია. დაბრუნებაზე აღარ დაგველაპარაკოო, ასე მითხრეს“.

 

საუბარში ოჯახის ნათესავი ქალი ერთვება: „იმ ქალმა, ვინც ბავშვები მომიყვანა, მითხრა, ერთი შანსი აქვს, დედაოს ბოდიში უნდა მოუხადოსო. მოიხადა ბავშვმა ბოდიში, მაგრამ მაინც არ დააბრუნეს.“

 

გიორგის ბიძა ამბობს, რომ გიმნაზია-პანსიონიდან მან ვერც ბავშვის ცნობა წამოიღო, რის გამოც გიორგის სხვა სკოლაში გადაყვანა მოხერხდა.

 

სკოლის გარეშე დარჩენილი 13 წლის მოზარდი სახლის გვერდით, ავტომანქანების სამრეცხაოში მუშაობს. „დღეში 5 ლარს უხდიან და ამით გააქვს თავი,“ – ამბობს ნაზი.

 

გიორგი კონფლიქტის მიზეზებზე ნაკლებად საუბრობს, თუმცა აღიარებს, რომ შეკამათება მოუვიდა. „მინდა, რომ დავბრუნდე,“ – ამბობს ის.

 

მოზარდის პრობლემას სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე სწავლობს. მისი თქმით, გიმნაზია-პანსიონის ხელმძღვანელობას მისთვის მოზარდის თაობაზე ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. „მინიმუმ, საქმის კურსში უნდა ჩავეყენებინე, უნდა ეცნობებინა, სად გაუშვეს ბავშვი და რატომ. მათ კი მამას გამოატანეს ბავშვი და უთხრეს, არ დავიტოვებთო,“ – ამბობს ნინო ცეცხლაძე. მისივე თქმით, მან მოზარდს ოზურგეთში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. „ბავშვი ამბობს, რომ ოჯახში ყოფნა უნდა, მაგრამ მე მას იქ ვერ დავტოვებ. მამას კი უყვარს ბავშვი, მაგრამ ალკოჰოლდამოკიდებულია და არც ბავშვისთვის შესაფერისი გარემოა სახლში. საოჯახო ტიპის სახლში კი ძალიან კარგი პირობებია. იმედი მაქვს, გიორგისთან მივაღწევთ შეთანხმებას. ამ ეტაპზე ის თანამშრომლობაზე არ მოდის“.

 

ქვეყანაში მოქმედი ნორმების მიხედვით, ერთი ოჯახის წევრების დაშორება დაუშვებელია. შესაბამისად, გიორგის საოჯახო ტიპის სახლში გადაყვანის შემთხვევაში, ფერიის გიმნაზია-პანსიონის დატოვება გიორგის უმცროს ძმასაც მოუწევს.

 

„ოზურგეთში ორი საოჯახო ტიპის სახლია და ორივეში კარგი მდგომარეობაა. ორივე ბავშვისთვის არის ადგილი. მთავარია შეთანხმებას მივაღწიოთ, რადგან იძულებით ვერ წავიყვანთ, გამოვიქცევიო მამას ეუბნება. მოზარდთან ფსიქოლოგის მუშაობაც აუცილებელია,“ – ამბობს ნინო ცეცხლაძე.

 

სოცმუშაკი ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად, ფერიის გიმნაზია-პანსიონის ხელმძღვანელობისგან მოზარდთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მიიღო. „ვერ მივაღწიე იმას, მითხრან რაშია პრობლემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვი ფსიქოლოგთან მივიყვანოთ“.

 

ფერიის გიმნაზია-პანსიონიდან ბოლო პერიოდში ხუთი მოზარდი გამოუშვეს, რომლებმაც, სოცმუშაკის თქმით, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი თბილისში გაიარეს.

 

„მე არ ვიცი ბავშვთა სახლში ფსიქოლოგი ჰყავთ თუ არა, მე არ ვიცნობ მას. ის ბავშვები, რომლებიც იქედან „რთული ქცევის“ მიზეზით გამოვიდნენ, 21 დღე მკურნალობდნენ ფსიქოლოგთან. `ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ~ გვეუბნებიან ხოლმე, მაგრამ არ ვიცი ამ „ყველაფერში“ რა შედის“, – ამბობს სოცმუშაკი.

 

გიმნაზია-პანსიონის დირექტორმა „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. „არ არის საჭირო დეტალებზე საუბარი,“-  ასე ახსნა უარის მიზეზი სკოლა-პანსიონის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა ეკატერინე ჭელიძემ. დირექტორთან დაკავშირება სწორედ მისი მეშვეობით ვცადეთ. ეკატერინე ჭელიძის თქმით, სკოლა-პანსიონი თანამშრომლობს სოციალურ სამსახურთან და შესაბამის ინფორმაციასაც აწვდის. „ბათუმელების“ კითხვაზე, განიხილავს თუ არა სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელობა მოზარდის დაბრუნების საკითხს, ეკატერინე ჭელიძემ უპასუხა: „ვნახოთ“.

 

13 წლის მოზარდი, როგორც სოციალური მუშაკი გვეუბნება, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადავიდეს მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ნინო ცეცხლაძე სოფლიდან ბავშვის ახლო ნათესავების ჩამოსვლას ელოდება და იმედი აქვს, რომ მოზარდთან შეთანხმების მიღწევაში დაეხმარებიან.

 

ფერიის გიმნაზია-პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, სადაც ასზე მეტი მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს. გიმნაზია-პანსიონიდან მოზარდების გამოძევების თუ გაქცევის ფაქტები წინა წლებშიც დაფიქსირდა. გასულ წელს გიმნაზია-პანსიონიდან 15 წლის გოგონა გამოიქცა.

 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში კანონგარეშედ გამოცხადდა ისეთი ტიპის ბავშვთა დაწესებულებების არსებობა, სადაც ათზე მეტი მოზარდი ან ბავშვი 24-საათის განმავლობაში ცხოვრობს. კანონის მიხედვით, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ან მინდობით აღზრდაში უნდა გადავიდნენ, ან – მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლებში დღემდე 300-ზე მეტი აღსაზრდელი რჩება.


ვინ გააშენებს თხილის ბაღებს აჭარაში

 

იმისთვის, რომ ფერმერი თუ აგრომეწარმე სამინისტროს მიზნობრივ პროგრამაში ჩაერთოს და 2016 წლის გაზაფხულზე სახელმწიფოსგან 80%-იანი თანადაფინანსებით თხილის ბაღი გააშენოს, მან განცხადებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან შესაბამის მუნიციპალიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებებს უნდა მიმართოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების უფროსი მამუკა თურმანიძე განმარტავს, რომ მრავალწლოვანი კულტურების, მათ შორის თხილის, ნერგებს, პროგრამის ფარგლებში, სამინისტრო მიმდინარე წელსაც გადასცემს ფერმერებს, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც ეს 2016 წლისთვის არის დაგეგმილი. 

 

მამუკა თურმანიძე: „სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, მაქსიმალურად რომ დახვეწოს მრავალწლოვანი ხეხილოვანი ბაღების გაშენების მიმართულება რეგიონში. სამინისტროს მიზნობრივი პროგრამა – „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ წელსაც ხორციელდება, რომლის ფარგლებში, კომისიის მიერ შერჩეულ, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას 32 000 თხილის ნერგი სახელმწიფოს 70% თანადაფინანსებით გადაეცემა. წელს პროგრამით მოსარგებლე ფერმერსა და აგრომეწარმეს თხილის ერთი ნერგის შეძენა 21 თეთრი დაუჯდება. სამომავლოდ კი პროგრამის მასშტაბი გაიზრდება, 100 ჰექტარზე გაშენდება თხილის ბაღი, ფერმერი თუ მეწარმე ნერგის თვითღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის, 80%-ს კი სახელმწიფო“.

 

მამუკა თურმანიძის თქმით, თხილის ბაღების გასაშენებლად ფერმერებს სპეციალურ სანერგე მეურნეობაში გამოყვანილ და ადგილობრივ გარემო პირობებთან შეგუებულ „ანაკლიური“ ჯიშის ნერგს გადასცემენ, რომელიც ნაყოფს მეორე წლიდან იძლევა, სრულ მსხმოიარობაში კი ექვს წელიწადში შედის.

 

თხილი
თხილი

„ეს იქნება სპეციალურად სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ანაკლიური ჯიშის ნერგი, რომელსაც კარგად დამუშავებული ფესვთა სისტემა აქვს, მაღალი ხარისხის ნაყოფითა და უხვი მოსავლით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სახეობის თხილზე ქვეყანაში მაღალი საექსპორტო მოთხოვნაა. თხილის ეს ჯიში ნაყოფს მეორე-მესამე წელს იძლევა, მაგრამ იმისათვის, რომ თხილის პლანტაცია აქტიურად მსხმოიარე გახდეს, ექვსი-შვიდი წელია საჭირო. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ნერგი მივაწოდოთ ფერმერს, რათა სამომავლოდ მოხდეს სამრეწველო ბაღის გაშენება და მოვიყვანოთ როგორც მაღალხარისხიანი, ასევე უხვი მოსავალი და რეალურად ფერმერს კარგი შემოსავალი გაუჩნდეს მცირე დროში. რაც შეეხება იმ ნერგის თვითღირებულებას, რომელსაც მოსახლეობას მომავალ წელს მივაწვდით – 1,50 ლარად არის შეფასებული, თუმცა ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა და დაზუსტებით ღირებულებაზე ვერ ვისაუბრებ,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების უფროსი.

 

პროგრამით მოსარგებლე ფერმერი თხილის ნერგთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ბიოსასუქს, მინერალურ და კომბინირებულ სასუქს მიიღებს. სასუქის ფასის 80 პროცენტს – სახელმწიფო, ფერმერი კი მხოლოდ 20 პროცენტს გადაიხდის.
„კარგი ხარისხის მოსავალი რომ მივიღოთ, მხოლოდ ნერგის დარგვა არ კმარა, საჭიროა როგორც ნიადაგის შესაბამისი მომზადება-დამუშავება, ასევე ორგანული თუ ბიოსასუქი – ეს კომპონენტიც გავითვალისწინეთ 2016 წლის პროგრამაში. ნერგთან ერთად ფერმერი თანადაფინანსებით თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ბიო, მინერალურ და კომბინირებულ სასუქს მიიღებს“.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ მიზნობრივ პროგრამით მხოლოდ ის ბენეფიციარი ისარგებლებს, ვისაც მიწა, რომელზეც თხილის ბაღი უნდა გაშენდეს, საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერს მიწის საკუთრების შესაბამისი ცნობა არ მოეპოვება, მას შეუძლია წარადგინოს საკომლო ჩანაწერი. მას ასევე უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1500-2000 მეტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელზეც მხოლოდ თხილის ბაღი გაშენდება. რაც შეეხება კოოპერატივს, სახელმწიფო თხილის ბაღის გაშენებას მხოლოდ ნახევარ ჰექტარზე დაუფინანსებს.
მამუკა თურმანიძე: „რადგან მიწის საკუთრების საკითხი აჭარაში პრობლემურია, აქედან გამომდინარე სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ იმ ფერმერების განაცხადიც დააკმაყოფილოს, ვინც საკომლო ჩანაწერს წარმოადგენს. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით ფერმერებს საშუალება ექნებათ პროგრამით ისარგებლონ და კონკრეტულ მომენტში მიწის დასარეგისტრირებლად დამატებითი თანხის გაღება არ დასჭირდეთ. ამასთან, პროგრამაში ჩართულმა ბენეფიციარმა ჩვენი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს, ნაკვეთი შემოღობოს, გაწმინდოს და შესაბამისად მოამზადოს. ჩვენი გათვლებით 1000 მეტრზე ბაღის გაშენება ფერმერს მთლიანობაში 70 ლარი დაუჯდება, ეს არის მიახლოებითი ციფრი, რადგან ჯერ ტენდერი არ გამოგვიცხადებია და ზუსტი ციფრების თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

 

ჰექტარზე 500 ძირი ნერგი დაირგვება. ამ გათვლებით, 100 ჰექტარზე თხილის გასაშენებლად საჭიროა 50 000 ნერგი, ასევე გათვლილია ერთ ჰექტარზე 300 კილოგრამამდე კომბინირებული სასუქი, 250 _ აზოტოვანი სასუქი და სამ ტონამდე –ბიოსასუქი. 

 

იმაზე, თუ ვინ ისარგებლებს პროგრამით და გააშენებს თხილის ბაღს, კომისია ერთობლივად იმსჯელებს, თუმცა წინმსწრებად მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ სამინისტრო ისეთ ფერმერებთან ითანამშრომლებს, ვისაც გააჩნია შესაბამის უნარი, ნაკვეთი სათანადოდ აქვს მომზადებული და ჩვენ მიერ მიწოდებულ რეკომენდაციას ზუსტად, ეფექტურად განახორციელებს. სამინისტრო და ჩვენი წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში მუდმივ რეჟიმში იმუშავებენ, მონიტორინგს გავუწევთ დარგვის შემდგომ პერიოდს, თხილის გარდა მომავალ წელს კაკლის, მოცვისა და საადრეო მანდარინის ნერგს დავარიგებთ. სამინისტროს მიერ შერჩეული ოთხივე კულტურა მაღალრენტაბელურია და კარგი საბაზრო ღირებულებით ხასიათდება.“

 

თხილი საქართველოს საექსპორტო საქონელს შორის მეოთხე ადგილზეა. 2014 წელს ექსპორტზე 183 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, 2015 წელს კი [იანვარ-ივნისში] საქართველოდან 74 მილიონი აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული. 

რატომ სჭირდება კერძო სკოლის მოსწავლეს რეპეტიტორი?

 

„სკოლაში აბიტურის საათები იმიტომ გვაქვს, რომ აბიტურიენტები რეპეტიტორთან აღარ წავიდნენ. თუმცა არის შემთხვევები, როცა მოსწავლეები დამატებით მაინც ემზადებიან. შარშან 25 აბიტურიენტიდან რვა რეპეტიტორთან დადიოდა“, – ამბობს კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის დირექტორი მარინე ცივაძე. 

 

დირექტორის აზრით, რადგან ეროვნულ გამოცდებზე გრანტის საკითხს ზოგადი უნარების შედეგები წყვეტს, ბევრი ბავშვი მაინც ფიქრობს, რომ დამატებითი მომზადებით უკეთეს შედეგს მიიღებს: „არიან ბავშვები, რომლებსაც ეს უნარები კარგად აქვთ განვითარებული და სკოლის მომზადებაც საკმარისია, ზოგიერთს კი უფრო მეტი სჭირდება“.

 

დირექტორის თქმით, მოსწავლეები რეპეტიტორებს იმ შემთხვევაშიც მიმართავენ, თუ ისინი სხვა სკოლებიდან გადმოდიან: „ჩვენთან არის გაძლიერებული გერმანულის და, ზოგადად, უცხო ენების სწავლება. ბავშვი, რომელიც სხვა სკოლიდან გადმოდის, ბუნებრივია, ვერ აკმაყოფილებს ჩვენი სკოლის დონეს და მშობელს მიჰყავს რეპეტიტორთან, რომ ჩვენს დონეს დაეწიოს. სკოლა ახალ მოსწავლეს დამატებით მომზადებასაც სთავაზობს, თუმცა მშობლები, დროის სიმცირის გამო, მაინც რეპეტიტორის დახმარებას არჩევენ. ჩვენ გვაქვს A, B და C ჯგუფები, ამიტომ ყველა მშობელი ცდილობს ბავშვი B ჯგუფში მაინც მოხვდეს და ამიტომ მიდის რეპეტიტორთან“.

 

მარინე ცივაძის თქმით, მისი სკოლის მოსწავლეები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში სკოლის გარეთ არ ემზადებიან.

 

„16 საათი ქართული და 10 საათი უცხო ენა ტარდება. აბიტურის საათებზე ბავშვები იმ საგნებში ემზადებიან, რის ჩაბარებასაც აპირებენ ეროვნულ გამოცდებზე. მეცადინეობა მიმდინარეობს შაბათ დღესაც. თუმცა, ცალკეული შემთხვევები მაინც არის. მე-11 კლასში როცა იყო ჩემი შვილი, კერძო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ რეპეტიტორთან მაინც დამყავდა, არა იმიტომ, რომ მეცადინეობა აკლდა, უბრალოდ მინდოდა, რომ თავისუფალი დრო სწორად გამოეყენებინა.“

 

სკოლა „თაობა 21“-ს დირექტორის ომარ მიქელაძის აზრით, რეპეტიტორებს „ამპარტავანი მშობლები“ მიმართავენ: „რაც უფრო მეტ ფულს იხდიან, უფრო კარგი ჰგონიათ. როცა ბავშვი კერძო სკოლაში მიგყავს, წესით, უნდა ენდო, მაგრამ ნდობის საკითხი ჯერჯერობით არ არის, რატომ, არ ვიცი~.
ომარ მიქელაძე ამბობს, რომ მშობლებს ყველაზე მეტად ზოგადი უნარების გამოცდების ეშინიათ: „შიშობენ, რომ შეიძლება სათანადო ქულები ვერ აიღონ ბავშვებმა“.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ ვერ ახერხებს კერძო სკოლა მიაწოდოს მოსწავლეს სერვისი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, დირექტორი პასუხობს: „როგორც საგანი, ზოგადი უნარები არ არსებობს, იბეჭდება სხვადასხვა არაგრიფირებული წიგნები და ასე ასწავლიან. თუმცა სკოლას განათლების სამინისტრო არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამისთვის ცალკე საათები გამოყოს“.

 

სკოლა „ახალგაზრდობას“ დირექტორის ტარიელ ქობულაძის აზრით კი, თუ სკოლას კარგი აბიტურის საათები აქვს, მისი მოსწავლე რეპეტიტორს არ მიმართავს.

 

„ჩვენ გვაქვს გახანგრძლივებული საათები, მაგრამ თუ მოსწავლე აცდენს და არ სწავლობს, შემდეგ რეპეტიტორთან უწევს მომზადება. ამიტომ მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება და გადაამოწმოს, მისი შვილი ესწრება თუ არა გაკვეთილებს“.

 

კერძო სკოლა „გორდას“ დირექტორი ნინო მურვანიძე დარწმუნებულია რომ მისი სკოლის მოსწავლეები რეპეტიტორს არ საჭიროებენ.

 

დირექტორის თქმით, სკოლას საკმარისი აბიტურის საათები აქვს გამოყოფილი, რაც მოსწავლის სრულყოფილი მომზადებისთვის საკმარისია. „ჩვენ ბოლო გამოცდამდე ვმუშაობთ მოსწავლესთან.“


ბათუმის მერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ

 

მესამე და მეოთხე ადგილს აჭარის გარემოს დაცვის მთავარი სამართველო და ბათუმის იუსტიციის სახლი გადაინაწილებენ.

„ტურნირი მინი-ფეხბურთში სამინისტროებსა და უწყებებს შორის“ ბათუმის მერიის  სპორტის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ტურნირი 1 ოქტომბერს დაიწყო.  მასში სულ 10 გუნდი მონაწილეობდა.

ფინალური შეხვედრა, 13 ოქტომბერს, 8 საათზე ბათუმის სპორტულ-ახალგაზრულ ცენტრში დაიწყება.

 

გუნდების შემადგენლობები:

აჭარის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროს გუნდი

1. რამაზ ბოლქვაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

2. ლაშა ფირცხალავა –  ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მ.შ – ლაშა ფირცხალავა

3.თარაშ მგელაძე – სახაზინო სამსახურის საანგარიშსწორებო ცენტრის უფროსი

4.ბექა ზოსიძე – სერტიფიცირების განყოფილების მთ. სპეციალისტი – ბექა ზოსიძე

5.ვახო ჭეიშვილი- საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – ვახტანგ ჭეიშვილი

6. არჩილ მართალიშვილი – საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი – არჩილ მართალიშვილი

7. მინდია თედორაძე –  სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების შტატგარეშე თანამშრომელი

8. ბესო ქათამაძე – სსიპ “სამშენებლო და ტექნიკური ლაბორატორია” მთავარი სპეციალისტი

9. ზურა ჭურკვეიძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი

10. ავთანდილ გორაძე – ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების უფროსი.

11. პაატა ცეცხლაძე – სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი

 

ბათუმის მერიის გუნდი

1. გელა ბერიძე

2. ზაურ კეკელიძე

3. მამუკა არძენაძე

4. დათო ბახტაძე

5. ჯაბა ჭანტურია

6. მამუკა მუჯირი

7. თემო ხასია

8. ირაკლი ბერიძე

9. გიორგი ტუღუში

10. გიგი კვაჭაძე

11. დათო ქარცივაძე

12. შოთა დავითაძე

 

მერიის გუნდი დაკომპლექტებულია მერიის ორგანიზაციებიდან და სამსახურებიდან.

 

82 500 ლარი ბიუჯეტიდან თეთრეულისა და სხვა ნივთების შესაძენად

 

კოტეჯის მაკეტი
კოტეჯის მაკეტი

ტენდერის პირობის თანახმად, შპს „Goderdzi resorts“-ი კუთვნილი ექვსი ერთეული კოტეჯისა და საცხოვრებელი სახლისთვის იყიდის თეთრეულს, ფარდებსა და ჟალუზებს. 

 

დღესვე, შპს „Goderdzi resorts“-მა კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა კუთვნილი ექვსი ერთეული კოტეჯისა და საცხოვრებელი სახლისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის შესასყიდად. ამ შემთხვევაში სახელმწიფო 30 500 ლარს დახარჯავს.

 

კომპანია, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, Goderdzi resorts-ს აღნიშნული ნივთები 15 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს. კომპანია Goderdzi resorts-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

 

გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის კურორტის მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აფინანსებს. სამთო-სათხილამურო კომპლექსის პროექტირებისა და მშენებლობისთვის მთლიანობაში 22 მილიონ 918 800 ლარი იყო გათვალისწინებული.

 

ახალი კურორტის გახსნა გოდერძის უღელტეხილზე 5 დეკემბრისთვის იგეგმება.

 

ტენდერი მესამეჯერ ყინულის ჰოკეის აღჭურვილობაზე

 

 სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს უნდა მიაწოდოს:

35 წყვილი ყინულის ჰოკეის ციგურები, 35 ცალი ყინულის ჰოკეის ჩაფხუტი დამცავი რკინის ბადეთი, 20 კომპლექტი – ყინულის ჰოკეის ტანის, წვივის  და საიდაყვეების დამცავი, 15 წყვილი ყინულის ჰოკეის წვივის დამცავი; 20 ცალი ყინულის ჰოკეის შორტი, 35 ცალი ყინულის ჰოკეის ხელთათმანი; 20 ცალი ყინულის ჰოკეის ჯოხი; 20 ცალი ყინულის ჰოკეის კისრის დამცავი.


მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, ერთ წლიანი გარანტიით.


წინადადების მიღება 13 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დამთავრდება.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრმა 9 ოქტომბერს, სავარაუდო ღირებულებით 30 000 -ზე გამოაცხადა.


ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ბერიძის თქმით, ცენტრი უკვე მესამეჯერ აცხადებს ამ ტენდერს, იმის გამო, რომ ყინულის ჰოკეის სპეციფიკური აღჭურვილობა აქვს და მიმწოდებლებს არ გამოუთქვამთ ტენდერის შესყიდვის სურვილი.




აჭარის ტელევიზიისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ

 

საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ძირითადი ავტორი დეპუტატი პეტერ ზამბახიძეა, დამტკიცების შემთხვევაში „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის ორ მუხლს შეეხება. ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების კანონით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლების გაზრდას ითვალისწინებს.

 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთო ბიუჯეტიდან არანაკლებ 15%-ს იღებს. აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი წელს 6 მილიონზე მეტი ლარია. ახალი ინიციატივა აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტის 16%-მდე გაზრდას ითვალისწინებს. პეტრე ზამბახიძის თქმით, ეს დაახლოებით 380 ათასი ლარია.

 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, მაშინ, როგორც პეტრე ზამბახიძე ამბობს, 5-წევრიანი სამეურვეო საბჭოს დღემდე არსებული სახელფასო განაკვეთი 1%-დან 2%-მდე გაიზრდება. დეპუტატის თქმით, ეს ცვლილება აისახება ჟურნალისტების ზეგანაკვეთურ შრომაზე და ასევე ტელევიზიის ციფრულ გადაიარაღებას მოხმარდება.

 

მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონით, აჭარის ტელევიზიას უფლება აქვს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ადმინისტრაციას დაუსაბუთოს თავისი ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობა და შესაბამისად გაზრდილი თანხაც მოითხოვოს, კანონში ყოველგვარი ცვლილების შეტანის გარეშე. პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია მიმართა თუ არა ანალოგიური წინადადებით აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს. „ამ კანონის მიღების შემდეგ სამი წელი გავიდა და არც ერთხელ არ გაუზრდია საზოგადოებრივ მაუწყებელს აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი“, – თქვა პეტრე ზამბახიძემ, ცვლილების აუცილებლობის არგუმენტად.

 

პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაიარეს როგორც აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ისე ტელევიზიის ადმინისტრაციამ.

 

თუ უმაღლესი საბჭო გაიზიარებს ამ ინიციატივას, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.

 

დღეს საკითხი უმაღლეს საბჭოში ვერ განიხილეს. პეტრე ზამბახიძის თქმით, რადგან მომხსენებელი გიორგი მასალკინი ბიუროს სხდომას არ ესწრება, ამიტომ საკითხის განხილვა შემდეგი სესიისთვის გადაიდება.

უშვილობის მკურნალობა თანამედროვე ინ ვიტრო კლინიკაში

 

პირველი ვიზიტი – რა უნდა ვიცოდეთ

პაციენტის პირველი ვიზიტი კლინიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ დროს პაციენტს მიეწოდება ინფორმაცია მკურნალობის მეთოდების შესახებ. პაციენტი ეცნობა, თუ რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება, რა მეთოდებით ხდება ქალისა და მამაკაცის უშვილობის პრობლემის დაძლევა, რა გამოკვლევებია საჭირო, მკურნალობის ხანგრძლივობისა და პროტოკოლებიდან გამომდინარე რა ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ინ ვიტრო პროცედურა. კლინიკაში პირველი გასაუბრება უფასოა. გასაუბრება ხდება სპეციალურად მომზადებულ სამედიცინო პერსონალთან, რის შემდეგაც ინიშნება კონსულტაცია ექიმთან.

პაციენტის მოთხოვნის მიხედვით შესაძლებელია პირველადი კონსულტაცია ჩატარდეს როგორც თურქ, ასევე ქართველ სპეციალისტთან – ექიმ რეპროდუქტოლოგთან.

კონსულტაციაზე ხდება იმ ინფორმაციის ანალიზი, რომელიც წყვილის უშვილობის პრობლემასთან არის დაკავშირებული. ხშირად პაციენტებს სხვადასხვა კლინიკაში უკვე გავლილი აქვთ უშედეგო მრავალჯერადი გამოკვლევები და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის – ოპერაციული ჩარევაც. ჩვენი თხოვნაა, რომ წყვილს არ დაავიწყდეს და თან იქონიოს ამ კვლევის შედეგები ჩვენთან ვიზიტისას. ამ ინფორმაციის ანალიზის შემდეგ ექიმი რეპროდუქტოლოგი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ესაჭიროება თუ არა დამატებითი კვლევა წყვილს, ან ანალიზებში ცვლილებების გამო ხომ არ არის რომელიმე გამოკვლევის განმეორება საჭირო.

ბათუმის “აივიეფცენტრი” ცდილობს უკვე პირველი კონსულტაცია იყოს მაქსიმალურად ინფორმაციული და მოსახერხებელი პაციენტისათვის. იქმნება ინდივიდუალური კვლევისა და მკურნალობის სქემა. ყველა წყვილს, რომლებიც გეგმავენ შვილს, მოეთხოვება მკაცრად დაიცვან ჯანმრთელი ცხოვრების წესი, შესაძლებლობის მიხედვით გამორიცხონ მავნე ჩვევები: ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს წევა; მთელი სერიოზულობით მოეკიდონ ინ ვიტრო წინა მოსამზადებელი ეტაპის კვლევებსა და მკურნალობას. სამწუხაროდ, პაციენტების უმრავლესობა გვიან მიმართავს უშვილობის სპეციალიზებულ კლინიკას, ბევრი დრო იხარჯება სპონტანური ორსულობის მიღების მცდელობისათვის, არადა, დრო ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის მიღებისათვის.

 

 

კლინიკა “აივიეფცენტრის” ექიმები – ენდეთ ჩვენს პროფესიონალიზმს

კლინიკის ხელმძღვანელია თურქი ექიმი-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი დოღანბეი ბირბენი. მისი დამსახურებაა პროფესიონალთა ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება და ბათუმის `აივიეფცენტრის~ მრავალრიცხოვანი მადლიერი პაციენტების არსებობა.

ბათუმის “აივიეფცენტრში” ქართველი ექიმი რეპროდუქტოლოგი მაია ბუცხრიკიძე კლინიკის გახსნის დღიდან მუშაობს. ის 2000 წლიდან დამოუკიდებლად მუშაობდა უშვილობის პრობლემებზე, მიღებული აქვს კვალიფიკაცია რუსეთსა და საქართველოში, ასევე თურქეთის წამყვან “აივიეფცენტრში”, აქვს მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება და გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით.

კლინიკა ცნობილია მაღალი ავტორიტეტით არა მარტო საქართველოში, არამედ თურქეთის რესპუბლიკაშიც. პაციენტების დაახლოებით 30% უცხოელია, რაც, პირველ რიგში, ექიმი დოღანბეი ბირბენის პირადი დამსახურებაა.

კლინიკაში თქვენ იგრძნობთ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას თითოეული თანამშრომლისგან. ჩვენი წარმატება მთელი გუნდის წარმატებაა, სადაც ექიმების მხარდამხარ, სამედიცინო და დამხმარე პერსონალი მაღალკვალიფიციურად ასრულებს თავის მოვალეობას.

 

 

კრიობანკი და ლაბორატორია

კლინიკაში ფუნქციონირებს კრიობანკი, სადაც შეიძლება როგორც სპერმის, ასევე კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შენახვა. აქვე მოქმედებს სუროგაციისა და დონაციის პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ამ პროგრამაში ჩართული ადამიანების შესახებ, სრულიად კონფიდენციალურია.

კლინიკის საფუძველია ემბრიოლოგიური ლაბორატორია – ყველაზე მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული მასალისა და მკაცრად დაცული მოთხოვნათა ნორმებით. აქ ტარდება ურთულესი მანიპულაციები კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე, ე.წ. ICSI – ერთადერთი სპერმატოზოიდის შეყვანა სპეციალური ინექტორით კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში, ასევე “ხეტჩინგი”. გარდა ამისა, აზოსპერმიის დროს სპერმატოზოიდი შესაძლებელია მიღებული იყოს სათესლე ჯირკვლის ბიოფსიით. ემბრიონების ზრდა და განვითარება ხდება სპეციალურ ინკუბატორში, სადაც შესაძლებელია მათი კულტივირება ბლასტოცისტის სტადიამდე. ემბრიოლოგის გაბედული გათვლებისა და პროფესიონალიზმის შედეგია ოცნებებისა და მოლოდინების თანხვედრა – პაციენტის ორსულობა! კლინიკას ჰყავს პროფესიონალი თურქი ემბრიოლოგი და გენეტიკოსი მურათ სელექერი. კლინიკაში შესაძლებელია ჩატარდეს მიღებული ემბრიონების გენეტიკური ანალიზი, ე.წ. პრედინპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა სხვადასხვა გენეტიკური დაავადების გამოსარიცხად.

 

 

საქართველოში არსებული რთული დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმის “აივიეფცეტრის” ხელმძღვანელმა ექიმმა დოღანბეი ბირბენმა მიიღო გადაწყვეტილება, ყოველწლიურად გამოაცხადოს უფასო ინ ვიტრო მკურნალობის კონკურსი. პროფილური პაციენტების ამორჩევა მოხდება წინასწარი ანკეტირების საფუძველზე. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უშვილო წყვილებს, ასევე მარტოხელა დედებს ეძლევათ შესაძლებლობა, იყოლიონ შვილი. მათ შეუძლიათ სპეციალური
ანკეტის შევსება და კონკურსში მონაწილეობა.

 

დახურული ტერასა სახურავზე – თქვენი კაფე ძველ ბათუმში

Roof Terrace-ს დახურული სივრცეც აქვს. ბათუმისთვის დამახასიათებელ, ლურჯ, ცისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერაა შექმნილი. ბევრი სტუმარი სწორედ აქ არჩევს მოკალათებას. ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც წვიმა უყვარს – მინის კედლის მიღმა ბათუმური წვიმის ცქერა ბევრ სტუმარს მოსწონს. შემოდგომასა და ზამთარში დახურული ტერასა საუკეთესო ადგილია გასართობად და დასასვენებლად.

 

Roof Terrace მრავალფეროვან სამზარეულოს გთავაზობთ, თუმცა მთავარი აქცენტი აქ მაინც იტალიურ და ქართულ სამზარეულოზეა. პიცა, სხვადასხვაგვარად მომზადებული პასტა, სალათები, გერმანული, ჩამოსასხმელი და ბოთლის ლუდი, კოქტეილებისა და ალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანი, 15 სახეობის ყავა –  Roof Terrace-ს სამზარეულო ყველა სტუმრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

Roof Terrace დილიდან ღამის ორ საათამდე მუშაობს, შაბათობით კი აქ ცოცხალი მუსიკა შეგიძლიათ მოისმინოთ ჯგუფ Seaside-ის შესრულებით.

 

ადგილმდებარეობის გარდა Roof Terrace-ს ისიც გამოარჩევს, რომ ეს ადგილი არ არის გათვლილი მხოლოდ ტურისტულ სეზონზე, Roof Terrace-ს წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ.

Roof Terrace-ს მფლობელი ხატია არძენაძეა, მისი თქმით  სასტუმროს ვერანდაზე ლაუნჯის ტიპის კაფეს გახსნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა: „გვინდოდა გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება დაისვენოს ნებისმიერ სეზონზე. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა.

 

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ხედი – აქედან ზღვაც ჩანს და ქალაქის ხედიც, რადგან ძველ ბათუმში ეს ყველაზე მაღალი ადგილია. და ასევე, სამზარეულო, გვყავს უკრაინელი, გამოცდილი მზარეული, რომელიც უგემრიელეს კერძებს ამზადებს.

 ჩვენთან ხშირად იხდიან დაბადების დღეებს, თუ დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება ცოცხალ მუსიკას არ დაემთხვა, გვაქვს კარაოკეც და მხოლოდ ფონური მუსიკა კი არ არის ჩართული, ადამიანები აქ კარგად ერთობიან ” – ამბობს ხატია.  

 

დაუმეგობრდით Roof Terrace-ს ფეისბუქზე და გაიგეთ სიახლეების შესახებ.  

 

თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ! 

 

მის: გორგასლის #1. ტელეფონი: 577 45 84 71; 04 22 22 49 59

 

 

სტაჟირება მასწავლებლებისთვის ავსტრიაში

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კანდიდატებს შეარჩევს შემდეგი პრინციპით:

 

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საჯარო სკოლების გერმანული ენის მოქმედ (უფროს და წამყვან) მასწავლებლებს;

2. კონკურსანტებს არ უნდა ჰქონდეთ გავლილი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ წინა წლებში ორგანიზებული პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გერმანიაში.

 

საკონკურსო განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი. დაინტერესებულმა მასწავლებლებმა პორტფოლიო უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tpdc.ge

Asea Sool ახალი ეტაპისთვის ემზადება

ათინა/ფოტო: ლელა დუმბაძე

ათინა, რა იყო უკრაინაში წასვლის მიზეზი და სად უფრო რთულია წარმატების მოპოვება უცხოეთში თუ საკუთარ ქვეყანაში?

უკრაინაში წასვლამდე ბექა ბათუმშიც უკრავდა და თბილისშიც, მაგრამ მაინც გადაწყვიტა წასულიყო. ეს ისე ძალიან უნდოდა, თითქოს სამყაროც მის დასახმარებლად განეწყო. უკრაინაში არავის იცნობდა, „ინსაითის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი ჩვენი ნათესავია, მან გაიხსენა, რომ ლვოვში ერთი მეგობარი მუსიკოსი ჰყავდა და მას სთხოვა ბექას დახმარებოდა. საშა იმ დროს ინდოეთში იყო, შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და აქედან აპირებდა უკრაინაში წასვლას. ბექას უთხრა, იმავე დღეს აეღო მასაც ბილეთი და ერთად გაფრინდებოდნენ. აფრენამდე ბექა მწერდა, არავინ ჩანს, ნეტა სად მივდივარო. მოგვიანებით რამდენიმე პირი შემოვიდა თვითმფრინავში და ერთი ბექას გვერდით დაჯდა, ისიც იმაზე ფიქრობდა თურმე, ბექა როგორ ვიპოვო, რა დავიძახო, ბექა, საქართველო თუ, „ინსაითი“. ბოლოს დაუძახია „ბექა“ და ასე აღმოუჩენიათ, რომ გვერდიგვერდ მსხდარან.

როცა ჩაფრინდნენ, აღმოჩნდა, რომ საშას და მის მეგობრებს ლვოვის ბილეთები ჰქონდათ, ბექას – არა. ყველა ბილეთი გაყიდული იყო. მაგრამ გასვლამდე რამდენიმე წუთის წინ ერთმა ქალმა დააბრუნა ბილეთი და ასე შეძლო ბექამ მათთან ერთად წასვლა, თანაც ამ ბიჭების კუპეში მოხვდა.

რა გზა გაიარა წარმატებამდე და როდის მიიღო უკრაინელმა მსმენელმა?

ბექას არასდროს აკმაყოფილებს ის, რასაც აკეთებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დღეს რაღაცას მივაღწიეთ. მაშინ მე თბილისში ვსწავლობდი, ასე აქტიურად არ ვიყავი ჩართული და ბექას ამიტომ მოუხდა მარტო წასვლა. იქ საკმაოდ ცნობილ ჯგუფში უკრავდა და ასე, ნელ-ნელა გაიცნო მსმენელმა. მე მითხრეს, რომ სწავლა კონსერვატორიაში გამეგრძელებინა, მაგრამ სწავლას პრაქტიკა ვარჩიე. პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და კონსერვატორია ალბათ ჩარჩოში ჩამსვამდა. მთელი ცხოვრება ვცდილობ გავთავისუფლდე ჩარჩოებისგან, ყოველთვის მაქვს შინაგანი ბრძოლები. სიმღერაშიც ასეა, არ უნდა შეზღუდო თავი. არც ახლა ვფიქრობ, რომ უკვე შემდგარი მომღერალი ვარ, ყოველი გამოსვლა, ყოველი ახალი ნაბიჯი ჩემთვის სწავლაა.

 რატომ ფიქრობ, რომ კონსერვატორია შეგზღუდავდა?

მგონია, რომ კონსერვატორია ხელს არ უწყობს იმპროვიზაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკაში. იმ სტუდიაში, სადაც ვსწავლობდი, ჯაზური მიმართულებები იყო, იქ სწავლობდა ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე და ბევრი სხვა მომღერალი, მაგრამ ეგ სტუდიაც შემდეგ კონსერვატორიას შეუერთდა. მე გადავწყვიტე, რომ ჯგუფში მემღერა და ასე მეზრუნა განვითარებაზე.

 


 

როდის დაიბადა Asea Sool -ი და რომელ ეტაპზე შეძლო მან წარმატების მოპოვება?

უკრაინაში ბექას მეგობართან, გიორგი სამსონიასთან ერთად წავედი. ისიც მუსიკოსია და კარგ კომპოზიციებს ქმნიდა. იმ პერიოდში კარგად იცნობდნენ ბექასაც, Bეკ ბეკსონ-ის სახელით გამოდიოდა, ამიტომ ჯერ ამ სახელით გამოვდიოდით. ჩვენი ჩასვლის შემდეგ ბექამ, მე და გიორგიმ ტრიო გავაკეთეთ, რადგან ბექა თვითონ ქმნის კომპოზიციებს, გვქონდა პოტენცია ცალკე მუშაობის. ცოტა ხნის შემდეგ ლევან თხილაიშვილი შემოგვიერთდა და სწორედ მაშინ დავარქვით ჯგუფს ახალი სახელი – Asea Sool. ლევანს ამერიკელი გიტარისტი ჰყავდა ნიუ-იორკიდან და ესეც ერთგვარ ეგზოტიკას მატებდა ჯგუფს. ქართულ-ამერიკული პროექტი – ასე გამოვდიოდით ხოლმე და ეს კარგად ხვდებოდა ყურს. დავდიოდით ქალაქიდან ქალაქში ბოშებივით და ნელ-ნელა, ნერვების, შრომისა და ძალისხმების შემდეგ, პირველი წარმატებაც მოვიდა.

 

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია პროდიუსერის გარეშე. თქვენთან მუშაობდა ვინმე?

უკრაინაში ჩვენი ბოლო გაჩერება ოდესა იყო. იქ ერთ კლუბში ვუკრავდით. მის მფლობელს ძალიან მოეწონა ჩვენი London Live და კლიპის გადაღება შემოგვთავაზა. ჩაგვაწერინა ალბომი და მანვე გაგვაცნო რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, რომელმაც ამ კლიპზე იმუშავა. ამ სიმღერაზე კლიპი ბათუმში გვქონდა გაკეთებული, მაგრამ ახალი ვერსია შეიქმნა. შემდეგ ბექამ დაწერა კომპოზიცია ნანა ჯორჯაძის ფილმისთვის, ამას მოჰყვა ის, რომ მიგვიწვიეს ოდესის კინოფესტივალზე და ასე გაიხსნა ჩვენთვის გზა წითელ ხალიჩაზე.

სეთ წარმატებას ახალი შემოთავაზებები მოჰყვება ხოლმე, თუ იყო ახალი წინადადებები და ვისგან?

ბათუმის კინოფესტივალზე გამოსვლის შემდეგ ჩვენი ჯგუფით ბერლინის კინოფესტივალის ორგანიზატორები დაინტერესდნენ და 2011 წელს გერმანიაშიც დავუკარით კინოფესტივალზე. ვილნიუსში, ლიტვაში ტარდება მაგარი ფესტივალი, სადაც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჯგუფად გვაღიარეს. ჩვენ პირველი ქართველები ვართ, ვინც ურგანტის შოუში დაუკრა. რუსეთში რომ ჩავედით, აეროპორტიდან პირდაპირ „ოსტანკინოში“ მიგვიწვიეს. ასე რომ, ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და ახალ წარმატებებს ნელ-ნელა ვიმკით.

ათინა და ბექა

 

ათინა, Asea Sool-ი რამდენიმე თვეა ბათუმშია და თქვენ და ბექა ორ ღამის კლუბში უკრავთ. უკვე მოვისმინე აზრი იმის შესახებ, რომ ეს ჯგუფის იმიჯზე ცუდად აისახება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, რატომ გადაწყვიტეთ აქ დარჩენა?

კი, არიან ადამიანები, ვინც ასე ფიქრობენ. რადგან ბათუმში დავბრუნდით, ესე იგი ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. პირიქით, ახლა შემიძლია მოვდუნდე, ვიყო სახლში და დაველოდო წინადადებებს. აქამდე ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ჩვენ გავაკეთეთ იმდენი, რომ ამის უფლება გვაქვს.

 

 როგორ ფიქრობთ, წარმატებული მუსიკოსისთვის კლუბში დაკვრა ცუდი ტონია?

არ ვფიქრობ ასე. ვერ ვხედავ იმაში პრობლემას, თუ ფესტივალზე დაკვრის შემდეგ სახლში დავბრუნდები და კლუბში დავუკრავ. მე იმას ვუკრავ, რაც მომწონს და რასაც ვქმნი. მთავარია, ეს ყოველდღიურობაში არ გადაიზარდოს და დაგრჩეს დრო განვითარებისთვის. ჩვენ კვირაში მხოლოდ ორი დღე ვუკრავთ კლუბში Lizarran და Munich  საღამოს 9-იდან 12-საათამდე, ასე, რომ საკუთარ თავთან მუშაობის დრო გვრჩება. ჩვენ, ფაქტობრივად, იმ ნაბიჯების გავლა გვიწევს საქართველოში, რაც უკრაინაში გავიარეთ. საქართველოში ჩვენ  ხელმეორედ  უნდა მიგვიღოს მსმენელმა.

 

ბათუმში თუ შემოგთავაზეს პროექტ „ჰიტ ბათუმში“ მონაწილეობა?

იყო ამაზე საუბარი მერიისგან, მაგრამ შემდეგ გაჩუმდნენ. ვფიქრობ, მერიაში თვითონაც არ იციან, რა უნდათ. არის ისეთი მომენტიც, როცა ყველა ამბობს, რომ მოსწონს შენი მუსიკა, ყველა ბედნიერია, მაგრამ სიტუაცია მაინც გაჭედილია, რაღაც არ მიდის წინ. თუმცა მე არ ვწუწუნებ და ვიცი, რომ ჩვენი დრო აუცილებლად დადგება.

 

არის ვინმე, ვინც თქვენი ჯგუფის მარკეტინგზე მუშაობს, ან ალბომების გაყიდვას თუ ახერხებთ?

ევროპაში არის ერთი ქალი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი შემოთავაზებები. რაც შეეხება ალბომებს, ბევრი არ გვაქვს, მეგობარს აქვს შარდენზე სუვერინების მაღაზია და იქ გაიყიდა რამდენიმე ალბომი, უცხოელები დაინტერესდნენ.

 

 

უახლოესი გეგმები რა გაქვთ საქართველოში?

ოქტომბერში ვაპირებთ თბილისში წავლას და ერთ-ერთი კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსები არ მიყვარს და არც არასდროს მიმართლებდა.

რატომ ბათუმი?

მეჩვენება, რომ ქუჩებსა და სახლებსაც ისევე ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს ისინი და ამიტომაც მგონია, რომ მხოლოდ აქ, ბათუმში, მაქვს ორმხრივი სიყვარული. ადამიანებზე არაფერს ვამბობ, რადგან კარგი ადამიანები სხვა ქალაქებშიც ცხოვრობენ და ადამიანებისაგან სიყვარული სხვაგანაც მიგრძნია, მაგრამ არსად არ განმიცდია ისეთი თავისუფლება, როგორიც ჩემთვის მხოლოდ ბათუმში არსებობს. ბევრი მიფიქრია ზემოთქმულის მიზეზებზე და, ჩემი სუბიექტური აზრით, მთავარი მიზეზი მაინც ზღვაა, რომელსაც თავისუფლება მოაქვს და ამიტომაც ქართული ლიბერალიზმის დედაქალაქი მაინც ბათუმია და სულ არ ვფიქრობ, რომ „ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა“.

მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგი ლექსია და ამ ლექსის ავტორიც კარგი პოეტია, ჩემთვის მაინც პირიქითაა და ბათუმი ჩემთვის ყველაფერია, წვიმის გარდა. შეიძლება ამიტომაც, არაერთხელ, ბათუმში ყოფნისას ისეც კი მომხდარა, რომ წვიმა არც კი შემიმჩნევია და თანაც ისეთი წვიმა, რომელიც სხვაგან, რომელიმე სხვა ქალაქში, აუცილებლად შემაწუხებდა. მე არ მაწუხებს არც რომელიმე ცათამბჯენი ბათუმში და არც რომელიმე ახალი მშენებლობა, რომელსაც ბათუმელები ენერგიულად აპროტესტებენ ხოლმე იმ მოტივით, რომ ძველი ბათუმი ასეთი არ იყო. მე არ ვიცი, როგორი იყო ძველი ბათუმი – როგორიც დამხვდა, ისეთი შევიყვარე.

პირველად რომ ბათუმში მოვხვდი, ზამთარი იყო და როცა ახალგაზრდა ხარ (და ზამთრის სესიაც ჩავლილია, თავის ჩათვლებიან-გამოცდებიანად), ზამთარი როგორ შეგაშინებს, მით უმეტეს, ბათუმში. ისე თბილოდა, რომ ერთხელ ზღვაშიც კი ჩავედით, ტანსაცმლიანად. მახსოვს, რომ იმ დღეს ერთი ყუთი შამპანური გვაჩუქა ერთმა კეთილმა ბათუმელმა კაცმა და ყოვლად უხარისხო არაყსა და ღვინოს მიჩვეული სტუდენტები ისე დავეწაფეთ საბჭოურ, მაგრამ არომატულ შამპანურს, რომ საღამოს ღიღინით  მივადექით შავ ზღვას.

ისიც მახსოვს, რომ სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ერთი ზამთარი მაინც გამეტარებინა ბათუმში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. რამდენიმე წლის მერე მართლა დავრჩი ბათუმში გაზაფხულის დადგომამდე. შეიძლება მაშინ, იმ ზამთარს შემიყვარდა კიდეც სამუდამოდ ბათუმი, რადგან მხოლოდ იმ გრძელი ზამთრის დღეებში ზღვაზე გასვლისას, ძველი ბათუმის ხმებიც მოჰქონდა ტალღებს და ისიც კი მესმოდა, თუ რაზე ლაპარაკობდნენ აქ ძველი რომაელები, ოსმალები თუ ინგლისელები.

მაშინ წავიკითხე კიდეც ის წერილი, რომელიც რომაელმა ჯარისკაცმა გაუგზავნა გონიოდან დედას პირველი საუკუნის ბოლოს ან მეორე საუკუნის დასაწყისში და ყელგამოწეული სთხოვდა, საჭირო ნაცნობები ხომ გყავს, სხვა ადგილას გადამიყვანე, რადგან აქ, აფსაროსში, გამუდმებით წვიმს და ვეღარ ვუძლებო. ალბათ ასეთივე ზამთარი იყო მაშინაც, ოცი საუკუნის წინ. და ახლაც გადაუღებლად წვიმდა ბათუმში, მაგრამ მე არ მაწუხებდა წვიმა და მხოლოდ იმის დარდი მქონდა, რომ ჩემი შეყვარებული შორს იყო და ბათუმი კი ახლოს და მეც ბათუმი შემიყვარდა.

როცა აღარ წვიმდა, ბულვარში გავდიოდი ხოლმე და ზღვას ვუყურებდი, რომელიც ზოგჯერ მართლა შავი იყო და ზოგჯერ კი იმის წარმოდგენას ვცდილობდი, თუ როგორი იქნებოდა ეს ბულვარი მაშინ, როცა აქ, ქართული ღვინით და სიყვარულით მთვრალი სერგეი ესენინი დადიოდა. ესენინს ორი ქალი შეუყვარდა ბათუმში და როცა ისე  დათვრებოდა, რომ სიარული უჭირდა, იჯდა ბულვარში და მოსეირნე ბათუმელებს ფეხსაცმელების გაწმენდას სთავაზობდა. მისგან განსხვავებით, ნიკოს კაზანძაკისს მხოლოდ ერთი ბათუმელი ქალი შეუყვარდა, მაგრამ სამუდამოდ და სიცოცხლის ბოლომდე. ჩეხოვს, ჰამსუნსა და ბულგაკოვს [და კიდევ ბევრს] წერა უფრო შეუყვარდათ ბათუმში, ვიდრე რომელიმე ბათუმელი ქალი [და მაქსიმ გორკიმ კი, საერთოდ, მგონი, აქ დაიწყო წერა], მაგრამ ჩემთვის ლიტერატურული ბათუმის მთავარი პერსონაჟი მაინც ოთარ ჭილაძეა. მაინც ყველაზე ხშირად ბათუმში ყოფნისას მწერლებიდან ოთარ ჭილაძე მახსენდება ხოლმე და მით უმეტეს იმ ადგილას გავლისას, სადაც ადრე რკინის თეატრი იდგა. იმედია, მომავალშიც იქნება ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ზამთრის ბათუმი, როცა კიდევ ერთ წიგნს დავწერ.

მაშინ, ახლაგაზრდობაში, ის ზამთარი ეგრეთ წოდებულ „არქიტექტორების სახლში“ გავატარე, რომელიც საოჯახო სასტუმროსავით იყო და მოთხრობებს კი მაშინაც ვწერდი, მაგრამ კარგი რომანის დასაწერად მაინც პატარა ვიყავი და ბევრი რამ მაკლდა. ახლა კი პირიქითაა – ახალგაზრდა უკვე აღარა ვარ, გამოცდილებაც საკმარისად დამიგროვდა, ბევრი იდეაც და კარგი წიგნის დასაწერად მხოლოდ ზამთრის ბათუმი მაკლია.

თუმცა ბათუმი ისედაც ყოველთვის მაკლია…

მასალა მომზადებულია ჟურნალისთვის „ბათუმის გზამკვლევი“

ანიმაციური ფესტივალის „თოფუზის“ გამარჯვებული ფილმები

 

 

 

წარმოგიდგენთ სპეციალურ კატეგროებში გამარჯვებულ სხვა ფილმებს:

 

საუკეთესო რეჟისურაში გაიმარჯვა ფრანგულმა ფილმმა „ერთ უღელში“.  ფილმის ავტორია  ბენუა შო.

 

ნომინაცია, საუკეთესო რეჟისურა გამარჯვებული  ფილმი გახდა – Tigers tied up in one rope, ავტორი ბენიოტ ჩეუქსი. ქვეყანა საფრანგეთი.

 

საუკეთესო სცენარი  ნომინაცია  ერგო  ესტონურ ფილმს „პიანინო“. ავტორი,  კასპარ იანკი.

 

ნომინაცია საუკეთესო მუსიკა, ჩინურმა ფილმმა „ეჰ ჰენგი“-მ აიღო. ავტორი,   ვონგ იუ-ცი.

 

საუკეთესო  ტექნიკა – ნომინაცია ისევ ფრანგულმა ფილმმა   შვიდი წითელქუდა“-მ აიღო.  ფილმის ავტორია  ლაკო ვერიე.   

 

 ნომინაციაში საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის, დაჯილდოვდა  ესტონური ფილმი „პიანინო“.    

 

საუკეთესო  საბავშვო ფილმების ნომინაცია მოლდოვურმა ფილმმა „სიკვდილი ზღვაში“- გაიმარჯვა. ავტორი, დიმიტრი ვოლოშინი.

 

 ნომინაციაში, ბავშვების მიერ გაკეთებული საუკეთესო ფილმი,  გამარჯვებული გახდა ბელგიური ფილმი „თეთრი ფიფქი და შვიდი ჯუჯა ქალი“.   

ნომინაცია –  საუკეთესო დებიუტი, გამარჯვებული  რუსული ფილმი  – „დედა“ გახდა.  ავტორი, დინა ველიტკოვა.

 

საუკეთესო სტუდენტური ფილმის ნომინაცია ისევ  ფრანგულმა ფილმმა  აიღო. სახელწოდებით „ორი მეგობარი“. ავტორი, ნატალია ჩერნიშევაა.

 

ნომინაციაში –  საუკეთესო ტელესერიალი, გამარჯვებული გახდა უნგრული ფილმი   კოიოტი და კლდე“. ავტორი,  არონ გოდერი.

 

საუკეთესო ექსპერიმენტალური ფილმის ჯილდო ბრიტალურ ფილმს  „Mind the Gap  გადაეცა.

 

გრან-პრი  რუსი ავტორის ფილმს  – რატომ ფუჭდება ბანანი“ გადაეცა.   

უსახლკარო მოქალაქეების აქცია მერიის წინ

რამაზ შენგელია მერიას საცხოვრებელი ფართის გამოყოფას სთხოვს

„მრავალშვილიანი ოჯახი მყავს, ნაქირავებში ვცხოვრობ, მაგრამ ბინის ქირა ვერ გადავიხადე და მეტაპრონემ გამოგვაგდო. ღია ცის ქვეშ ვართ დარჩენილი. როგორც ვიცი, ბენზეში არის სოციალურად დაუცველი პირებისთვის სახლები აშენებული და მერიას ვთხოვთ, რომ იქ გამოგვიყონ საცხოვრებელი,“- ამბობს რამაზ შენგელია.

რამაზ შენგელია ამბობს, რომ მან ბინის გამოყოფის თხოვნით არა მარტო მერიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც მიმართა.  „ქალაქის სოციალურ სამსახურშიც ვიყავი და ჩემს განცხადებასაც მოაწერეს ხელი, მაგრამ შედეგი არ არის. ჩვენ ისევ უსახლკაროდ ვართ,“- ამბობს ის.

ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს  მოქალაქე  ჟუჟუნა ბერიძეც: „მე დავით უსუფაშვილისგანაც მომივიდა წერილზე პასუხი, რომ დამეხმარებოდნენ და საცხოვრებელს გამომიყოფდნენ, მაგრამ უკვე ორი წელია ამ მდგომარეობაში ვარ“.

უსახლკარო მოქალაქეები ამბობენ, რომ თუ ქალაქის ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი მერიის წინ შიმშილობას დაიწყებენ.

„რამდენიმე საათია წვიმაში ქუჩაში ვდგავართ, მაგრამ არც მერიიდან და არც საკრებულოდან ჩვენთან შესახვედრად არც ერთი ადამიანი არ გამოსულა,“- ამბობენ მოქალაქეები.

ბათუმის ელექტრონული რუკის პრეზენტაცია მერიაში

ბათუმის ელექტრონული რუკის პრეზენტაცია

როგორც ბათუმის საკრებულოში აცხადებენ, აქტივების რუკის შედგენა შესაძლებლობას იძლევა მოხდეს აღრიცხვა და სისტემატიზაცია ქალაქის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური აქტივების, შემდგომში კი შეიქმნას მათი მართვის ეფექტური სისტემა. „ეს იქნება მუდმივად განახლებადი სისტემა, რომელიც აღარ მოითხოვს დამატებით დანახარჯებს და მოგვცემს შესაძლებლობას, ეფექტურად ვმართოთ ქალაქის მმართველობაში არსებული ყველა აქტივი,“- განაცხადა საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის ხელმძღვანელმა თენგიზ აფხაზავამ.

პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს, ტექნიკურ დავალებაში კი, როგორც საკრებულოში ამბობენ, თანმიმდევრულად არის ჩამოწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი განხორციელება.

„პროექტის პირველი ნაწილი მოიცავს ორ-სამწლიან პერიოდს, დასრულებული ნაწილი კი – სამიდან  ხუთწლამდე პერიოდს. შემდგომში მოხდება აქტივების სისტემის მიერთება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და  ბიუჯეტის ეფექტური განკარგვა.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენ ვქმნით ქალაქის ელექტრონული მმართველობის უნიკალურ სისტემას, რომელიც პირველი იქნება საქართველოს მუნიციპალიტეტებში,“- ამბობს თენგიზ აფხაზავა.

მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე შეიქმნება ერთიანი მართვის სისტემის პლატფორმა, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის მოქმედების მექანიზმები და შემდეგ დაიწყება ყველა აქტივის აღწერა. „პარალელურად დაიწყება მუშაობა მართვის სისტემის შექმნაზე“.

ქალაქის ყველა აქტივის აღწერის შემდეგ დაიწყება მუშაობა ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარების გეგმის შემუშავებაზეც.

ქალაქის ელექტრონული რუკის შექმნა მერიის ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარით არის დაფინანსებული. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კორპორაცია GEC  DEVELOPMENT-მა შეასრულა.

პროექტის პრეზენტაციას ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ქალაქის მერი ელექტრონული რუკის პრეზენტაციაზე

2015-10-12 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

 

 

 

 

 

 

პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები, გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.

 

 

 

აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

 

სოფიკო გუჯაბიძე

 სოფიკო გუჯაბიძეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი პარიზის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, საფრანგეთშივე აქვს გავლილი საზოგადოებათმცოდნეობის კურსი და სხვადასხვა პროფესიული სტაჟირება. არის ასევე ბათუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი და ამავე ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში. ფლობს სამ ენას.


სოფიკო გუჯაბიძე 2011 წლიდან  უძღვებოდა საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობას რეგიონისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგში – ტურიზმში. აქტიურად იყო ჩართული აჭარის რეგიონის პოპულარიზაციისა და რეკლამირების საკითხებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. 2014 წლის მაისიდან დღემდე იკავებდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწის ადგილს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

კვლევა: გამოკითხულთა 17 % ბათუმის მერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 29 %-ს კი არასოდეს სმენია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შესახებ

 

ათ თვითმმართველ ქალაქში, ყველაზე უკმაყოფილო მერის მუშაობით თბილისში არიან – გამოკითხულთა 36 პროცენტით დავით ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილოა.  

 

კითხვარი შეეხებოდა საკრებულოს მუშაობასაც. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლის ჭეიშვილის მუშაობას 10 პროცენტი – დადებითად, 11 პროცენტი – უარყოფითად, 21 პროცენტი – საშუალოდ აფასებს, გამოკითხულთა 29 პროცენტს კი არასდროს სმენია მის შესახებ.

 

გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida).


ბათუმის მერია
ბათუმის მერია

საბავშვო ბაღების გაერთიანება ხელფასების გაზრდას ითხოვს

ნაზი ფუტკარაძე

„საბავშვო ბაღში აღმზრდელის ანაზღაურება 330 ლარია, რაც ძალიან დაბალია.  აღმზრდელს დიდი დატვირთვა აქვს და ეს ანაზღაურება არ არის შესაბამისი. გარდა ამისა, ვიცით რომ ლარის გაუფასურების შემდეგ, ბაზარზე ფასებმა იმატა. საბავშვო ბაღებში ძირითადად  ქალები არიან დასაქმებული და მიგვაჩნია რომ ქალის შრომა უნდა დაფასდეს. მე მოვუწოდებ ბათუმის მერს, რომ მომავალი 2016 წლის ბიუჯეტში საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა ბიუჯეტში გაითვალისწინოს“- განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.

2016 წლის ბიუჯეტის განხილვისას,  ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით საკითხის დაყენებას „ბათუმის ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელიც აპირებს.

„ჩვენ  მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს ხელფასების 30 პროცენტიანი ზრდა. ვაპირებთ ახალი ბიუჯეტი  თვითმმართველობას წარვუდგინოთ და იმედი გვაქვს რომ დაგვიმტკიცებენ, რადგან ბაღებში ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოებია შესასრულებელი, ანაზღაურება კი შესაბამისი არ არის“- აცხადებს „ბათუმის ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი.

ბათუმის საბავშვო ბაღებში 1200 ადამიანია დასაქმებული, „ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციაში კი 35 თანამშრომელი.

კვლევა: გამოკითხულთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბათუმში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

 

ორგანიზაციამ გამოკითხვა საქართველოს ათ თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა.  გამოკითხვის შედეგების თანახმად ამ ქალაქებს შორის საცხოვრებელი პირობები ყველაზე მეტად გაუმჯობესდა ოზურგეთში – ასე ფიქრობს გამოკითხულთა 19 პროცენტი. ასევე, გამოკითხულთა 13 პროცენტი ზუგდიდში მიიჩნევს, რომ ცხოვრების პირობები მათ ქალაქში გაუმჯობესდა.


საცხოვრებელი პირობების გაუარესების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა თბილისი – გამოკითხულთა 53 პროცენტი; თელავი და გურჯაანი – გამოკითხულთა 53-53 პროცენტით და ქუთაისი – აქ გამოკითხულთა 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი პირობები გაუარესდა.


კითხვაზე, იძლევა თუ არა თქვენი ქალაქი სათანადო დასაქმების შესაძლებლობას? – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბათუმს – გამოკითხულთა 29 პროცენტმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა. 

 

გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida).


 
ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

 

 

 

Exit mobile version