თავიდან დაწყებული ცხოვრება – ყოფილი პატიმრები

Comments Off on თავიდან დაწყებული ცხოვრება – ყოფილი პატიმრები

„დემოკრატიის ინსტიტუტი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“  საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობას... Read More

სიყვარული გაიმარჯვებს – ქემალფაშას და თურქეთის სხვა ქალაქის მერიების მხარდაჭერა ლგბტქ თემს

Comments Off on სიყვარული გაიმარჯვებს – ქემალფაშას და თურქეთის სხვა ქალაქის მერიების მხარდაჭერა ლგბტქ თემს

თურქეთში ლგბტქ თემს სოციალურ მედიაში ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ მუნიციპალიტეტების მერიებმა, სადაც 2019 წლის არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა. „სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს“ – ვკითხულობთ ბოდრუმის მერიის ოფიციალურ გვერდზე ტვიტერზე; „სიყვარული გაიმარჯვებს“ –... Read More

მშენებლობებთან დაბზარული და ჩამოშლილი გზები ბათუმში [ფოტო]

Comments Off on მშენებლობებთან დაბზარული და ჩამოშლილი გზები ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ბარგატიონისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე, გზა ჩავარდა. ამ ადგილას კომპანია „ევროლუქსი“ 21-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, გზის ჩავარდნა საძირკვლის ამოთხრის პროცესს მოჰყვა. კომპანია „ევროლუქსში“ გზის ჩავარდნის მიზეზად უამინდობას ასახელებენ.... Read More

აქცია ბათუმში: „ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა“

Comments Off on აქცია ბათუმში: „ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა“

29 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის... Read More

ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში, გახარია უნდა გადადგეს

Comments Off on ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში, გახარია უნდა გადადგეს

მომღერალი ნინო ქათამაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს. იგი 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ რუსეთში კონცერტის გამართვას აღარ აპირებს: „ჩემო ძვირფასო მსმენელო და უმაგრესო ადამიანებო ვინც 10 დღეა... Read More

„ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟი დაიწყო [ფოტო]

Comments Off on „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟი დაიწყო [ფოტო]

კომპანია „ალიანს სიტიმ“ ბათუმში, ზღვის პირას, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟი დაიწყო. ქალაქის მერიამ შენობის დანგრევაზე ნებართვა იმ დროს გასცა, როცა კომპანიას მასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ ჰქონდა. თუმცა, დამტკიცებული იყო... Read More

„ახალი მეჩეთი იქცა დემოკრატიის განვითარებისათვის ბრძოლად“ – გამოხმაურება ბათუმის მერს

Comments Off on „ახალი მეჩეთი იქცა დემოკრატიის განვითარებისათვის ბრძოლად“ – გამოხმაურება ბათუმის მერს

ავტორი: ტარიელ ნაკაიძე, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე _______________ გუშინ „ბათუმელებში“ გავრცელდა ბათუმის მერის, ბატონ ლაშა კომახიძის ინტერვიუ. ინტერვიუში მოცემული შინაარსი სამწუხაროდ ამოვარდნილია რეალურ... Read More

თაგოდან სხალთაში ახალი საფეხმავლო მარშრუტით – მოგზაურის ჩანაწერები

Comments Off on თაგოდან სხალთაში ახალი საფეხმავლო მარშრუტით – მოგზაურის ჩანაწერები

თაგო სოფელია მაღალმთიან აჭარაში, სადაც ბათუმიდან სულ რაღაც 2 – 2.5 საათში აღმოჩნდებით. თუმცა ჯერ ხულოს ცენტრამდე უნდა ახვიდეთ, რისთვისაც ბათუმის ძველ ავტოსადგურს უნდა მიაკითხოთ, აქედან ხულოს მიმართულებით მიკროავტობუსები ყოველ... Read More

როდის აღუდგება ბათუმში რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება

Comments Off on როდის აღუდგება ბათუმში რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება

ბათუმის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირი, 29 ივნისის ათი საათიდან აღარ მიეწოდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში გაზი არ მიეწოდება მელიქიშვილის, ასათიანის, ბაგრატიონისა და მისი მიმდებარე ქუჩებს. „სოკარ ჯორჯია გაზი ბათუმის“ ცხელ ხაზზე... Read More

ბათუმში სამშაბათამდე წვიმიანი ამინდი იქნება

Comments Off on ბათუმში სამშაბათამდე წვიმიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსის, რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, წვიმიანი ამინდები ბათუმში დღეს და ხვალ, 30 ივნისსა და 1 ივლისს შენარჩუნდება, გამოდარებას კი ბათუმში სამშაბათიდან, 2 ივლისიდან უნდა... Read More

10 მრავალსულიან დევნილ ოჯახს ბათუმში ბინა გადაეცა

Comments Off on 10 მრავალსულიან დევნილ ოჯახს ბათუმში ბინა გადაეცა

10 მრავალსულიანი, დევნილი ოჯახი ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ბინის მფლობელი გახდა. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის... Read More

მშენებლისა და ბათუმის მერიის თამაშრომლის დაპირისპირებას პროკურატურა სწავლობს

Comments Off on მშენებლისა და ბათუმის მერიის თამაშრომლის დაპირისპირებას პროკურატურა სწავლობს

პროკურატურა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეს, ჯემალ დიასამიძესა და შპს „კრისტალის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს,  მუხრან ელიაძეს შორის მომხდარ ინციდენტს სწავლობს. 27 ივნისს, სასამართლოსთან ჩხუბის შემდეგ მუხრან ელიაძემ... Read More

სირცხვილია – აქცია ბათუმში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით [ფოტო]

Comments Off on სირცხვილია – აქცია ბათუმში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით [ფოტო]

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე... Read More

„ოცნების ქალაქში“ დატბორილი ქოხებში მოუწევთ ღამის გათევა [ფოტო]

Comments Off on „ოცნების ქალაქში“ დატბორილი ქოხებში მოუწევთ ღამის გათევა [ფოტო]

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს. ბათუმის ქუჩები უკვე არაერთხელ დაიტბორა. ბათუმში წყლის ნაკადის გატარებას სანიაღვრე სისტემა ახერხებს და, შესაბამისად, მოქალაქეებს პრობლემები ნაკლებად ექმნებათ. თუმცა „ოცნების ქალაქში“ ასე არ... Read More

„სისხლიანი 9+7 წელი“ – ამ გზავნილის გამო სოლიდარობის აქციას ბათუმში ენმ არ დაესწრო

Comments Off on „სისხლიანი 9+7 წელი“ – ამ გზავნილის გამო სოლიდარობის აქციას ბათუმში ენმ არ დაესწრო

მიუხედავად თავსხმა წვიმისა, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოლიდარობის აქცია მაინც გაიმართა. დასაწყისში ამ აქციაზე მცირედი ინციდენტი მოხდა. აქციაზე მისული ენმ-ის წევრებში უკმაყოფილება გამოიწვია პლაკატმა – „სისხლიანი 9+7 წელი“. ენმ-ის წევრებმა თქვეს,... Read More

კომპანია: „ვიზიარებთ საზოგადოების მოსაზრებას ფლაერზე დატანილ რუკის ვიზუალურ გამოხატვაზე“

Comments Off on კომპანია: „ვიზიარებთ საზოგადოების მოსაზრებას ფლაერზე დატანილ რუკის ვიზუალურ გამოხატვაზე“

კომპანია Avis Rent a Car in Georgia საკუთარ FB-გვერდზე ავრცელებს მოკლე შეტყობინებას ფლაიერებთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია – ტერიტორია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, წითელი ფერით არის აღნიშნული, ხოლო ოკუპირებული... Read More

რას პოსტავენ ბათუმის საკრებულოს წევრები ფეისბუქში, როცა ამომრჩეველი საპროტესტო აქციაზეა

Comments Off on რას პოსტავენ ბათუმის საკრებულოს წევრები ფეისბუქში, როცა ამომრჩეველი საპროტესტო აქციაზეა

ქვეყანაში ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული აქციების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს  წევრები სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ ფოტომონტაჟს აქტიურად აზიარებენ. საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ არც იმას მალავენ, რომ ლგბტ თემის მიმართ შემწყნარებლობით არ... Read More

“სისხლიანი 9+7 წელი” – სტენსილები ბათუმის ქუჩებში

Comments Off on “სისხლიანი 9+7 წელი” – სტენსილები ბათუმის ქუჩებში

“სისხლიანი 9+7 წელი”, “გახარია წადი”,  “აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია,” “აჯანყდი, რადგან შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს,” – ბათუმის ქუჩებში წუხელ ამ შინაარსის სტენსილები გამოჩნდა. სტენსილის ავტორები ამ ფორმით 20... Read More

პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება – დისკუსია

Comments Off on პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება – დისკუსია

24 ივნისს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: „პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება“. 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, დისკუსიის მიზანი იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა ძალა აქვს მოქალაქეების პროტესტს და რა... Read More

როგორია იყო გოგო DJ-ი საქართველოში

Comments Off on როგორია იყო გოგო DJ-ი საქართველოში

კარგა ხანია საქართველო „ქლაბინგის“ რუკაზე მნიშვნელოვან ერთეულად მოინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც თბილისის ღამის კლუბების დამსახურებაა, დიჯეინგი და ელექტრონული მუსიკის წარმოება, მთელ საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.... Read More

საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე – ბუკლეტები ბათუმის აეროპორტში

Comments Off on საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე – ბუკლეტები ბათუმის აეროპორტში

ბათუმელი ედო მჟავანაძე ამბობს, რომ დღეს ბათუმის აეროპორტში გადაიღო ბუკლეტები, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული. ამ რუკაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია – ტერიტორია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, წითელი ფერით არის აღნიშნული,... Read More

მშვიდობიანი პროტესტი მყინვარწვერიდან –  #ნუგვაბრმავებთ

Comments Off on მშვიდობიანი პროტესტი მყინვარწვერიდან –  #ნუგვაბრმავებთ

ზურაბ კვესიტაძემ და ალექსანდრე ნადიბაიძემ მყინვარწვერი დალაშქრეს. „მშვიდობიანმა საპროტესტო ტალღამ მყინვარწვერამდეც ამოაღწია, 5054 მ“, – წერს ფეისბუქში ზურაბ კვესიტაძე. ფოტოები, რომელიც 25 ივნისსა გამოქვეყნებული, აქვს რამდენიმე ჰეშთეგი: #რუსეიოკუპანტია; #ნუგვაბრმავებთ; #სირცხვილია; #წადი „ეს არ იყო... Read More

ლაშა კომახიძე: მეჩეთის მშენებლობის მსურველებმა მიწა მუსლიმთა სამმართველოს უნდა გადასცენ

Comments Off on ლაშა კომახიძე: მეჩეთის მშენებლობის მსურველებმა მიწა მუსლიმთა სამმართველოს უნდა გადასცენ

საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებას უკვე სასამართლოს გზით ცდილობს, მერია ისევ სთავაზობს სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის მუსლიმთა სამმართველოსთვის დათმობას. რატომ უნდა გადასცეს ჯგუფმა საკუთრებაში არსებული ნაკვეთი სამმართველოს და... Read More

ბათუმის სტადიონზე ლურჯ სკამებს დაამონტაჟებენ – მშენებლობა შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს

Comments Off on ბათუმის სტადიონზე ლურჯ სკამებს დაამონტაჟებენ – მშენებლობა შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სკამები ლურჯი ფერის იქნება. მშენებარე სტადიონზე, სკამები ყველაზე ბოლოს დამონტაჟდება, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე გაცილებით ადრე დასრულდეს. არსებული გეგმით, მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები,... Read More

“სირცხვილია“ – დღეს ბათუმში გახარიას გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მარში გაიმართება

Comments Off on “სირცხვილია“ – დღეს ბათუმში გახარიას გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მარში გაიმართება

დღეს, 29 ივნისს, 19 საათზე, ევროპის მოედანზე ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებიც უერთდებიან თბილისში, 20 ივნისის ღამის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარე აქციების მოთხოვნას, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ. „მამუკა ბახტაძემ... Read More