მთავარი,რეკლამა,სიახლეები

მაგნიტის 170-ე სუპერმარკეტი ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა

28.06.2019 • 7217
მაგნიტის 170-ე სუპერმარკეტი ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა

ბათუმში, მაიაკოვსკის #15-ში, სასტუმრო „ბათუმის“ პირველ სართულზე „მაგნიტის“ 170-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ცერემონიას კომპანიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დღის განმავლობაში ტარდებოდა გასართობი აქტივობები და მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, სპეციალური აქციით ესარგებლათ, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ აჭარის მოსახლეობისთვის  დაიგეგმა.

„ყოველთვის მაგნიტური ფასებით“, რომელიც ბრენდის მთავარი დაპირებაა, „მაგნიტის“ ახალ სუპერმარკეტში წარმოდგენილია ქართული და უცხოური პროდუქციის მრავალფეროვანი  ასორტიმენტი, ასევე, ექსკლუზიური პროდუქტები.

კომპანიას კიდევ ერთი სიახლე აქვს, „მაგნიტი“, რომელიც მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს ფასდაკლებებით, კიდევ ერთ აქციას იწყებს. ახალი ფასდაკლების სერია – „დღის ფასი“ მომხმარებელს ყოველდღე, მხოლოდ 1 დღით, ყველაზე მოთხოვნად 10 პროდუქტზე საუკეთესო ფასს შესთავაზებს.

სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პირველია,  რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებზე გააკეთა და დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით, 170 ფილიალს და 2000-ზე მეტ დასაქმებულ ადამიანს აერთიანებს. ჩვენი მისია „რეგიონში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მეტი აქტიურობის შეტანაა“ – აცხადებენ კომპანიაში.

„მაგნიტი“ აჭარაში 15 ფილიალით არის წარმოდგენილი, უახლოეს მომავალში კი, კიდევ ხუთი ობიექტის გახსნას გეგმავს, უშუალოდ ბათუმში კი 12 სუპერმარკეტი ფუნქციონირებს. კომპანიას აჭარაში ჯამში 200 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „მაგნიტის“ უპირატესობა რეგიონში ფილიალების სიმრავლე და ფასდაკლებებია. სწრაფად განვითარებადი სუპერმარკეტების ქსელი, საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა დიდ ქალაქში და სოფელშია წარმოდგენილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: