მთავარი,სიახლეები

“სისხლიანი 9+7 წელი” – სტენსილები ბათუმის ქუჩებში

29.06.2019
“სისხლიანი 9+7 წელი” – სტენსილები ბათუმის ქუჩებში

“სისხლიანი 9+7 წელი”, “გახარია წადი”,  “აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია,” “აჯანყდი, რადგან შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს,” – ბათუმის ქუჩებში წუხელ ამ შინაარსის სტენსილები გამოჩნდა.

სტენსილის ავტორები ამ ფორმით 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურებიან.

სტენსილი ბათუმის ქუჩებში

სტენსილი ბათუმის ქუჩებში

დღეს, 29 ივნისს ბათუმში, 19 საათზე, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები უერთდებიან თბილისში, 20 ივნისის ღამის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარე აქციების მოთხოვნას, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: