როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის 21 საათიდან 22 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 8- 13 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 132 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 278 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 23 436 ერთეული [+37] საარტილერიო სისტემა – 33 902 …

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა

20 ოქტომბერს, ღამით, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა. „მე ცოტა ხნის წინ ვიყავი სავალ ნაწილზე [რუსთაველის გამზირზე] და გადავკეტე გზა ჩემს სხვა თანამებრძოლებთან ერთად. ამას აქვს მოტივი, მე მგონია, რომ თუ გვინდა გადავრჩეთ და ამ ყველაფერს ვუწოდოთ ბრძოლა, ეს ყველაფერი უნდა იყოს წინააღმდეგობა. დღეს წინააღმდეგობა მხოლოდ სავალ ნაწილზეა. …

„ეს ცვლილება არის ბოროტება“ – რას ამბობენ მშობლები „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

„ქართული ოცნება“ დაანონსებული ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებას აპირებს, მთელი რიგი ცვლილებები შეეხება უმაღლესი განათლების სისტემასაც. რა საფრთხეს ხედავენ სკოლის მოსწავლეების მშობლები „ოცნების“ განათლების რეფორმაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამ მშობელს ესაუბრა. მეგი კავთუაშვილი მე-11 კლასის მოსწავლის მშობელია. მან გვითხრა, რომ დაანონსებული ცვლილება მოულოდნელიცაა და სახიფათოც. მისი თქმით, ამ ცვლილებას რეფორმასაც ვერ …

მარტოხელა დედა: 15 ათასი დოლარი მქონდა, მომატყუეს თაღლითურად და ქუჩაში დავრჩი

ბათუმში მცხოვრები მარტოხელა დედა ამბობს, რომ მოატყუეს და უსახლკაროდ დატოვეს. ქალს მიუმართავს პოლიციისთვისაც. „15 ათასი დოლარი მქონდა, ბინა მინდოდა ამეღო იპოთეკით, 2023 წელს ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ მომატყუეს, ქირის თანხასაც აღარ მიხდიან… ქუჩაში დავრჩი სამ შვილთან და მოხუც ბებიასთან ერთად,“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა. ვიქტორია პოპოვას ორი შვილი მცირეწლოვანია, სრულწლოვანი შვილი კი, ჯერ არ მუშაობს. ვიქტორია …

ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. დაჭრილები არიან მამა და შვილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრის შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა, ქუჩაში, გუშინ, 19 ოქტომბერს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„ვფიქრობ, მზიას სასამართლოზე გამოსვლა იყო სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი“ – ექიმი

ექიმი ნევროლოგი ნათია ხარატი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაუშვეს, ამბობს, რომ შესაძლოა მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არამხოლოდ პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს. „რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ჩემთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როცა ვცადე გარკვევა, ჩემს ფეისბუქ პოსტებზე მიმითითეს. ამ ამბის შესახებ ვისაუბრე. ჩემს ინტერვიუს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, ამბობდა: იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბევრი ექიმია განსხვავებულ აზრზე და მათთან …

„გახარიას სურს აკრძალული პარტიების სიას გამოაკლდეს“ – ინტერვიუ

„ამით გახარიას სურს, რომ აკრძალვის სიას გამოაკლდეს,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელსაც გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ახალ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ – დღეს, 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბოიკოტის შემდეგ გახარიას პარტია პარლამენტში შედის. „გახარიას პარლამენტში შესვლით ფორმალურად „ოცნებას“ შეუძლია თქვას: აი, შეხედეთ, პოლიტიკური ოპოზიციის ძალა შემოსულია პარლამენტში. სინამდვილეში კი, ყველას ესმის, რით იყო განპირობებული …

როგორ გეგმავს „დელტა“ გონიოს პოლიგონის განაღმვას

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის გასანაღმად საჭირო ტექნიკის ნაწილს ცენტრი „დელტა“ შეჯავშნის, რაც სამუშაოების მიმდინარეობისას „ტექნიკის და პერსონალის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ერთი მუხლუხა ექსკავატორის და ორი დამტვირთველის მსუბუქად შეჯავშნას, ამასთან ექსკავატორის დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვას გეგმავს. „მაღალი დონით შეჯავშნა გამოიწვევს ტექნიკის გადატვირთვას, დამძიმებას და ამავდროულად ფუნქციური დანიშნულების შესრულებას შეუძლებელს გახდის, …

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა „პატრიოტის“ 25 სისტემის შესაძენად კონტრაქტს ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტისას განიხილა კიევისთვის „პატრიოტის“ 25 საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების ხელშეკრულების შესაძლებლობა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „პატრიოტის“ 25 სისტემა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მოთხოვნაა, თუმცა, უკრაინა ამდენი სისტემის ერთდროულად მიღებას ვერ შეძლებს. საუბარია ყოველწლიურ მიწოდებაზე და თუ პოლიტიკური ნება იქნება, თეთრმა …

კობახიძე თანახმაა აშშ-მ საქართველოს თავდაცვას გრანტის სახით 4 მანქანა გადასცეს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაეთანხმა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან გრანტის სახით 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება [Renault Trafic] მიიღოს. „მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის სახით 4 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების [Renault Trafic] გადმოცემის შესახებ.“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 10 ოქტომბერს მოაწერა. ანალოგიურ …

“წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან” – ლექტორების განცხადება „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

დღეს, 20 ოქტომბერს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. ლექტორ-მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან მათი თანამონაწილეობის გარეშე, ნაჩქარევად შემუშავებული განათლების კონცეფციის განხორცილებას, რომელიც მათი ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. „ვეხმიანებით უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას და მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არც ერთ ეტაპზე არ უნდა იქნას მიღებული უნივერსიტეტების გარეშე, რადგან საუნივერსიტეტო …

“ოცნების” მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა” – ფორმულა ქეთა ციცქიშვილის დაკავებაზე

ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის დამოუკიდებელ მედიას. „დღეს, 20 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ დააკავა „ფორმულას“ კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. მიზეზი, სავარაუდოდ, აქციაში მონაწილეობაა. გუშინ რეჟიმის სასამართლომ ანალოგიური საბაბით 6 დღით საპატიმროში ჩასვა „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია. „ფორმულა“ ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად …

ვინ არის 12 დეპუტატი, რომლებიც გახარიას პარტიიდან პარლამენტში შედიან

დღეს, 20 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი, სოფო ხორგუანი – ეს იმ დეპუტატთა ჩამონათვალია, რომლებიც გახარიას პარტიის სახელით, პარლამენტში შევლენ. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება „საქართველოსთვის“ წევრმა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 131 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 270 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 399 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 33 879 ერთეული …

“დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ვახო სანაია” – ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს. ვახო სანაია დღეს, 19 ოქტომბერს დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, პოლიცია მას, სავარაუდოდ, 18 ოქტომბერს, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავება. „ბოლო თვეებში შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის …

“დავდგეთ ერთად რუსთაველზე” – „თავისუფლების მოედანი“ მოქალაქეებს მიმართავს მივიდნენ რუსთაველზე

19 ოქტომბერს, 20:00 საათზე, „დავდგეთ რუსთაველზე ერთად“, – პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედანი“ მოქალაქეებს მიმართავს მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და ასე გააპროტესტონ რეპრესიული კანონი. „ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონი, რომელი კანონიც პროტესტში მონაწილე ადამიანებს მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული საკანონმდებლო ცვლილებები „ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 16 ოქტომბერს მიიღო. …

ვახო სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა – კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ვახო სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახო სანაიას დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება იმ ახალ რეპრესიულ კანონს, რომლის საფუძველზეც მშვიდობიანი მოქალაქეები და აქციის მონაწილეები იდევნებიან. ტელეკომპანია “ფორმულა” განცხადებით, ვახო სანაიას დაკავება მიზნად ისახავს ჟურნალისტის …

„ფორმულას“ განცხადება ვახო სანაიას დაკავებაზე

ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან. „ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან. ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს …

მივიღეთ გადაწყვეტილება, ელჩი კონსულტაციისთვის გავიწვიოთ – გერმანიის საგარეო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის შესახებ. „რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ ეწევა აგიტაციას. სწორედ ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.   პეტერ ფიშერი ბოლო რამდენიმე …

„ფერი არ იყოს წითელი ან ყვითელი“ – 4 ჯიპს ყიდულობს აჭარის უმაღლესი საბჭო, გამოყოფილია 289 ათასი ლარი

აჭარის უმაღლესი საბჭო 4 ავტომობილს იყიდის. II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების შესაძენად კი ბიუჯეტიდან 289 ათას 760 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი ავტომობილისთვის 72 440 ლარი. ავტომობილების შესყიდვაზე უმაღლეს საბჭოს ტენდერი აქვს გამოცხადებული. „შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვება, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ოქტომბრის 21 საათიდან 20 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 8 – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 130 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 268 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 399 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 33 834 …

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი: ჯადოქრები არ ვართ, არარსებულ ინფორმაციას გვთხოვს კუპრაშვილის ბიურო

„რეჟიმი რის რეჟიმია და რეჟიმის მოსამართლე რის მოსამართლეა, თუ არ დააკმაყოფილებს ბიუროს შუამდგომლობას? რა თქმა უნდა, მოსამართლემ უპირობოდ გაიზიარა ყველაფერი და დაგვავალა წარგვედგინა ინფორმაცია, რომელიც უბრალოდ არ გვაქვს და რაც არ გვაქვს, იმას ვერ მოვიგონებთ, ვერ შევქმნით, ჯადოქრები არ ვართ,“ – ამბობს ჟურნალისტი და გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი. გელა მთივლიშვილს რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული …

“ტერორი,შიშის დანერგვა საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა” – რას ცდილობს ივანიშვილი და რატომ

„რასაც ივანიშვილი სჩადის ეს ნაცადი ხერხია, თუ ავტორიტარული რეჟიმების  ფორმირების ისტორიას გადავავლებთ თვალს. ასე ხდებოდა ყველგან, როცა ერთპიროვნულ  რეჟიმს აშენებ. ტერორი, საკადრო წმენდა, შიშის დანერგვა პირველად საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა ამ სისტემის დამახასიათებელი ნაწილია. „ხალხის მტრების“ და „უცხოელი აგენტების“ თემა ტერორის აუცილებელი ატრიბუტია. ეს კარგად მუშაობს მასებში, რაც  რეპრესიებისადმი  თანაგრძნობას აჩენს. პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება …

“სიჩუმე საფრთხეა, ხოლო სოლიდარობა ძალა” – “ქართული განათლება საფრთხეშია“ აქციას აანონსებს

საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები 20 ოქტომბერს დღის 12 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ილიასა და აკაკის ძეგლის მიმდებარედ ბრიფინგს გამართავენ. „ჩვენ, აკადემიური საზოგადოება, ვიკრიბებით საგანგებო ბრიფინგზე, რათა ერთხმად დავგმოთ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმა, რომელიც აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას, ზღუდავს უნივერსიტეტების აკადემიურ თავისუფლებას და განათლებას უქვემდებარებს პარტიულ ინტერესებს,“ – ნათქვამია პლატფორმა „ქართული განათლება საფრთხეშიას“ განცხადებაში. …

სუს-მა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი ოდენობის ფული და ძვირფასეულობა ამოიღო

დღეს, 18 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი ოდენობის ფული და ძვირფასეულობაა ამოღებული. სუს-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან …

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ მამაცი ჟურნალისტი, არამედ ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლოა“ – ევროპარლამენტარი

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ მამაცი ჟურნალისტი, არამედ დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლოა. ამ ტურბულენტურ დროში ის გვიზგავნის მესიჯს ყველა ჩვენთაგანს: „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის”, – წერს ევროპის სახალხო პარტიის [EPP]-ის წარმომადგენელი დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე. ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია. 16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული …

“როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით,” – ნეირომეცნიერი განათლების რეფორმაზე

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერი ზაალ კოკაია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას ეხმაურება და წერს, დაანონსებული რეფორმა წინააღმდეგობაში მოდის  ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან. ზაალ კოკაიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: „უკვე 35 წელია, რაც შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ვსაქმიანობ. დავიწყე როგორც დოქტორანტმა და დღეს ვარ ამავე უნივერსიტეტში კლინიკური კვლევების კათედრის პროფესორი. ამას იმის …

პროკურატურამ “4 ოქტომბრის საქმეზე” ბრალი კიდევ 16 პირს წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ „4 ოქტომბრის საქმეზე“ ბრალი კიდევ 16 პირს წარუდგინა. აქედან 15 მიმართ პატიმრობას მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით, ხოლო ერთის, მარიამ მეყანწიშვილის მიმართ კი გირაოს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელიხაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, …

“რუსებს სჭირდებათ, მაგრამ არ ჰყავთ ინტელექტუალური ელიტა საქართველოში, ამის გამოსწორება სურთ” – ისტორიკოსი განათლების რეფორმაზე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა დააანონსა. რეფორმის მიხედვით, უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ პრინციპზე „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“, რის შედეგადაც ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი იქნება. ხოლო სკოლები 11-წლიან სწავლებაზე უნდა დაბრუნდნენ. განათლების დაანონსებულ რეფორმას განათლების სფეროს სპეციალისტთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. რეფორმას ვრცელი ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „განათლების რეფორმაზე ბევრი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 129 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 267 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 396 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 33 789 …

64-66 წლის კაცები მძიმე დიაგნოზით – ვინ დააკავეს „4 ოქტომბრის საქმეზე”

„4 ოქტომბრის საქმეზე“ 17 ოქტომბრის მდგომარეობით 62 ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა ნაწილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ. „ბათუმელები“ სამი დაკავებულის შესახებ გიამბობთ. 64 წლის კონსტანტინე კოკაიას, 64 წლის ალექსანდრე გოგოლაძეს და 66 წლის ზაქრო ალბუთაშვილის შესახებ. სამივე შემთხვევაში ადვოკატებმა სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, თუმცა სასამართლომ სამივე დაკავებულის მიმართ წინასწარი პატიმრობა გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით. სამივე საქმე სააპელაციოშია …

ვხედავთ, როგორ გუდავენ უნივერსიტეტებს – მანანა რატიანი „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

„ოცნების“ მთავრობამ უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა დააანონსა, რომლის მიხედვით, სკოლები 11-წლიან სწავლებაზე უნდა გადავიდეს, უნივერსიტეტებში კი უნდა შემცირდეს ფაკულტეტები. რა საფრთხეს უქმნის ეგრეთ წოდებული რეფორმა სკოლებსა და უნივერსიტეტებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მანანა რატიანს ესაუბრა. ქალბატონო მანანა, როგორც აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ კობახიძის განცხადებებმა. თქვენი აზრით, რას …

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა მოსამართლემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ირინე იმერლიშვილმა უფლებამოსილება შეიწყვიტა. “ირინე იმერლიშვილს საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებით N2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება,” – ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ რელიზში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა სარჩელი რითაც “ქართული ოცნება” იმ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ …

„პროტესტის უფლება გვერთმევა, მე ვეღარ ავიღებ აქციებზე პასუხისმგებლობას“ – თამაზ ბაკურიძე

„ესე იგი, პროტესტის უფლება გვერთმევა… რა ვუთხრა ამ ხალხს, არ ილაპარაკოთ, დაჯექით სახლში და კარები დახურეთ, ფანჯარაც მიიხურეთ, რადგან კანონი ისეთია გამოსული, შეიძლება, გარეთ რომ გამოიხედო, ამაზეც პასუხი მოგთხოვონ,“ – ამბობს უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თქვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. მას „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო შეიზღუდა პროტესტის გამოხატვა, …

Exit mobile version