გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ოქტომბრის 21 საათიდან 20 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
- დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა ღამით 2-3, დღისით 4 ბალი იქნება; ზღვის წყლის ტემპერატურა კი +19 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 21 ოქტომბერს ღამით და დილით უმეტეს რაიონში წვიმა, დღისით და 22 ოქტომბერს კი, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.






