შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. კერძოდ, შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე – 7, ხოლო …
Category Archives: მთავარი
უკრაინის ძალებმა რიაზანში ნავთობის ქარხანას და ლუგანსკში ნავთობის საწყობს შეუტიეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, რომელიც რუსეთის ოთხი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთია. უკრაინის მიერ განხორციელებული დრონების შეტევის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადასტურებს რუსული მედიაც. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ რეგიონში რვა დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზიანი არ მიადგა, თუმცა ნამსხვრევები სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა …
Continue reading “უკრაინის ძალებმა რიაზანში ნავთობის ქარხანას და ლუგანსკში ნავთობის საწყობს შეუტიეს”
„ნაკრებებზე ბევრად მეტი ვინერვიულე, ვიდრე როცა მომისაჯეს“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან
სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე მორიგ წერილს აქვეყნებს საპატიმროდან და 4 სექტემბერს გამართულ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშსა და „ლელოს“ ლიდერების ყაველაშვილის მიერ შეწყალებას ეხმიანება. „არაირონიულად, გუშინ საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებზე ბევრად უფრო მეტი ვინერვიულე, ვიდრე გუშინწინ, როცა მომისაჯეს. ქომაგებს ისევ საერთოდ არ ჰქონიათ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილები, ჰო? ისევ კობახიძის ეშინიათ და გამიჯნეს? კაკაბაძეს და ლოჩოშვილს …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 6 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25– 30 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 086 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810] ტანკი – 11 159 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 243 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 435 ერთეული [+50] MLRS – 1 480 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 სექტემბერი”
როგორ ცდილობს „ოცნება“ სამართლიანი სასამართლოს ილუზიის შექმნას – ინტერვიუ
„ბოლო ეტაპზე როცა ხდება კვალიფიკაციის შეცვლა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ დაცვის მხარეს ისე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ მას არც ჰქონია შესაძლებლობა, მტკიცებულებები შესაბამისი დოზით წარედგინა – სასამართლოს წინაშე გაეჟღერებინა თავისი კონტრარგუმენტაცია. ამიტომაც, კვალიფიკაციის ამ ტენდენციით ცვლილება არის სამართლებრივი პრობლემა,“ – მიიჩნევს იურისტი გურამ იმნაძე. მას კვალიფიკაციის შეცვლის ტენდენციაზე ვესაუბრეთ სინდისის პატიმრების საქმეში. რა პოლიტიკური გათვლებით მოქმედებს …
Continue reading “როგორ ცდილობს „ოცნება“ სამართლიანი სასამართლოს ილუზიის შექმნას – ინტერვიუ”
სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა შიმშილობს – „ოცნებამ“ დააპატიმრა საჯარო მოხელეც
სინდისის პატიმარი – თორნიკე თოშხუა უკვე 20 დღეა შიმშილობს. თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობს აუდიტორად. მას პროკურატურა ძალადობის ჩადენას [სსკ-ის 126-ე მუხლი] ედავება ჯგუფურად, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება. „როცა საჯარო მოხელეც ციხეშია, ეს აჩვენებს იმას, რამდენად საყოველთაოა ეს პროტესტი,“ – მიიჩნევს ნატო ბოლქვაძე, რომელიც მას შემდეგ გაუშვეს საჯარო სამსახურიდან, როცა ის …
Continue reading “სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა შიმშილობს – „ოცნებამ“ დააპატიმრა საჯარო მოხელეც”
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს
დღეს, 4 სექტემბერს, მზია ამაღლობელის სახელით მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართეს. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, …
Continue reading “მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს”
ბათუმში ყოფილი აბანოს მუზეუმად გადაკეთება დასრულდა – ახალი კონკურსი 211 ათასი ლარით
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის მორიგი „რეაბილიტაცია“ დასრულდა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინო-მუზეუმი ოფიციალურად, შესაძლოა, 4 ოქტომბრამდე გახსნან [ანუ, „ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებამდე], თუმცა, ინტერიერის მოწყობასა და მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება. „აჭარის მუზეუმმა“ 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება …
როგორ იმოქმედებს უვიზო რეჟიმის გაუქმება შრომით მიგრანტებზე – ინტერვიუ
„უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, დაბრუნდება ვიზის მოსაკრებელი, უამრავი საბუთი იქნება შესაგროვებელი, მერე თბილისში ჩასვლა მოუწევს ყველას ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს, რიგში დგომა, ლოდინი და საბოლოოდ მიიღებენ თუ არა ვიზას არ ეცოდინებათ,“ – პოლონეთში მცხოვრები ემიგრანტი ვალერიან ქარჩავა დეტალურად ხსნის, თუ რა დაბრუნდება საქართველოს რიგითი მოქალაქის ცხოვრებაში, თუკი უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ. დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნდა CRRC-საქართველოს …
Continue reading “როგორ იმოქმედებს უვიზო რეჟიმის გაუქმება შრომით მიგრანტებზე – ინტერვიუ”
„კორპუსის მშენებლობა 10 წლის წინ მიატოვეს, გვაწვიმს, ყურადღებას ვითხოვთ“ – მოქალაქე
ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა #57-ში მშენებარე კორპუსის მესაკუთრეებმა დღეს, 4 სექტემბერს აქცია გამართეს. აქციის მიზეზი კორპუსია, რომლის მშენებლობის დასრულება უკვე 10 წელი შეჩერებულია. „აშენებულია 13 სართული, 19 უნდა იყოს… კორპუსს სახურავიც კი არ აქვს, გვაწვიმს. ვინც შემოვედით საცხოვრებლად წლების წინ, შემოვედით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გაგვიფუჭდა რემონტი. წყალი ხშირად არ გვაქვს, რადგან კორპუსი ჩაბარებული …
ბათუმის თეატრის მსახიობები დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვენ
„ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ფიცი დავდეთ სცენაზე, რომ ეს კაცი ამ თეატრში ვეღარ იქნება,“ – თქვა დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის დასის შეკრების შემდეგ მსახიობმა მაია ცეცხლაძემ. ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვს. მსახიობთა თქმით, ამის მიზეზი ის უპატივცემულობაა, რაც თეატრის დირექტორმა მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიჩინა. დღეს, 4 …
Continue reading “ბათუმის თეატრის მსახიობები დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვენ”
ლონდონმა კიევს მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარება გადასცა რუსეთის გაყინული აქტივებიდან
კიევში ვიზიტისას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით შეძენილი 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების იარაღი და სხვა სამხედრო დახმარება გადაეცა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ თანხით უკრაინას მიეწოდა ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი, ასობით საზენიტო რაკეტა და იარაღის სათადარიგო ნაწილები. ასევე, უკრაინას საშუალება მისცა დაედო ახალი კონტრაქტები …
ქარტია გმობს „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ოცნების“ მხარდამჭერის მიერ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეთა საპროტესტო შეძახილების ფონზე საზეიმოდ გახსნეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი. ერთ ეპიზოდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქტივისტებს უცენზურო სიტყვებით მიმართეს და შეაფურთხეს. „ქართული ოცნების“ …
თორნიკე ფაღავა „ოცნების“ პარლამენტში მდინარაძის ადგილმონაცვლედ შევიდა
„ოცნების“ პარლამენტში მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლედ თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას დაუჭირეს მხარი. თორნიკე ფაღავა „ოცნების“ საპარლამენტო სიის 103-ე ნომერი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 2024 წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში საპარლამენტო სიის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა თორნიკე ფაღავას შესახებ და შემდეგნაირად დაახასიათა ის: „თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა …
Continue reading “თორნიკე ფაღავა „ოცნების“ პარლამენტში მდინარაძის ადგილმონაცვლედ შევიდა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 085 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840] ტანკი – 11 157 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 241 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 385 ერთეული [+43] MLRS – 1 479 ერთეული [+2] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 სექტემბერი”
მოძალადე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე ბათუმიდან გადაიყვანეს
ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით, არაადამიანურად მოექცა, ბათუმის პოლიციის უფროსი აღარ არის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და იგი პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა. ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას ამ დროისთვის გოჩა ვანაძე ასრულებს. ის ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო და ცრუ მოწმე „მზია ამაღლობელის საქმეში“. „ბათუმელებს“ საკადრო ცვლილების შესახებ …
Continue reading “მოძალადე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე ბათუმიდან გადაიყვანეს”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ყველგან, დღისით კი ზოგან იწვიმებს. ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო ღამით: 15 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
სინდისის 11 პატიმარს მოსამართლემ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სინდისის 11 პატიმარს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დღეს, 3 სექტემბერს მიიღო. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. …
Continue reading “სინდისის 11 პატიმარს მოსამართლემ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”
„თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, ისტორიულ მომენტში ჩვენ სწორ მხარეს ვართ“ – ონისე ცხადაძის დასკვნითი სიტყვა
პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა დღეს, 3 სექტემბერს დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თავიანთი დასკვნითი სიტყვები თქვეს ბრალდებულებმა. „ბათუმელები“ გთავაზობთ სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის დასკვნით სიტყვას, რომელიც მისმა ძმამ, სანდრო ცხადაძემ გამოაქვეყნა. ონისე ცხადაძე: „მე არ ვაღიარებ აღნიშნულ ბრალდებას, ვინაიდან ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩემსა და სხვა ბრალდებულებს შორის. ვერ …
„არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს“ – ონისე ცხადაძე
სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ თავის დასკვნით სიტყვაში დღეს, 3 სექტემბერს, ისაუბრა მზია ამაღლობელზეც. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე 8 თვე უკანონო პატიმრობაშია. „არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს, რადგან მისი განაჩენი არ არის მხოლოდ იმ მოსამართლის გამოტანილი. ეს განაჩენი გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და გეხებათ მათ შორის თქვენც. ამიტომ …
Continue reading “„არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს“ – ონისე ცხადაძე”
ტიტე კომახიძე ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ დასის შეკრებაზე – „არავის მივცემთ უფლებას, თეატრი თავზე დაგვაქციოს“
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე ფეისბუქზე წერს, რომ ხვალ, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში დასი შეიკრიბება და თეატრის მსახიობები მოუთმენლად ელიან ამ შეკრებას. ტიტე კომახიძე წერს, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობის, ოთარ [ოთო] ქათამაძის გარდაცვალება თეატრის ხელმძღვანელობას „გულთან არ მიუტანია“ და ამას მათი საქციელი აჩვენებს. „ერთი დღე დარჩა თეატრის დასის შეკრებამდე. ერთი კვირაც არ …
„ჩემი სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რა საფრთხის წინაშეა საქართველო“ – საბა სხვიტარიძე
დღეს, 3 სექტემბერს პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენამდე საბა სხვიტარიძემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და პირველ რიგში ყველა პოლიტპატიმარი მოიკითხა. „პირველ რიგში მინდა მოვიკითხო სინდისის პატიმრები და რეჟიმის ტყვე პოლიტიკური ლიდერები. გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ მათ. დღეს ასევე სინდისის 11 პატიმრის და ნიკა კაციას დასკვნითი პროცესებია. ვიმედოვნებ, მე თუ არა …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 084 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780] ტანკი – 11 157 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 237 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 342 ერთეული [+41] MLRS – 1 477 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 სექტემბერი”
საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წელი მიუსაჯა
პროევროპული აქციებზე დაკავებულ პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წელი მიუსაჯა. საბა სხვიტარიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს დააკავეს. დაკავებისას და შემდეგ, საბა სხვიტარიძე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ის დაკითხეს ადვოკატის გარეშე. საათების განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. ამასთან დაკავშირებით კი, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება …
Continue reading “საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წელი მიუსაჯა”
„რომ არა უვიზო მიმოსვლა, წარმოდგენაც არ მინდა როგორ იქნებოდა“ – დემეტრეს ამბავი ემიგრაციიდან
„ჩვენ აქ წამოვედით დემეტრეს გამო. ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს – უმართავი ეპილეფსია და ძლიერი დაჭიმულობა. სჭირდება ოპერაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ კეთდება“ – გვიყვება 35 წლის თეკლე მეტრეველი, რომელიც შვილის გადასარჩენად ოჯახთან ერთად გერმანიაში ლტოლვილად წავიდა. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც თეკლე ამბობს, სხვა გზა არ დარჩენიათ – საქართველოში მისმა შვილმა საჭირო მკურნალობა …
წულუკიანის კომისიის დასკვნით, ომი საქართველომ დაიწყო, რა გათვლით მოქმედებს ივანიშვილი? – ინტერვიუ
„ზეციდან ნიშანს არ უნდა ველოდეთ, ეს არის პიკი“, – მიიჩნევს პოლიტიკის ფსიქოლოგი და კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით ჯინჭარაძე, რომელსაც სინდისის პატიმრების მიმართ დღეს, 2 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე ვესაუბრეთ. რა გათვლა აქვს ივანიშვილს – პოლიტპატირებს როდესაც სასამართლო სინდისის პატიმრებს მოსალოდნელთან შედარებით ნაკლები ვადით უშვებს ციხეში? „თუ იყო მოლოდინი 8-9 წელი, მიუსაჯეს 2 წელი, რომ შექმნილიყო ილუზია, …
„ოცნება“ არ აქვეყნებს პატიმრების სავარაუდო წამებაზე ევროსაბჭოს ანგარიშს – ინტერვიუ
„ოცნება“ ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშს მალავს, პოლიტპატიმრების საქმეებისთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტირებული წამების ფაქტები,“ – აცხადებს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე. საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც სინდისის პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის შემთხვევებზეა საუბარი. ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის [CPT] წარმომადგენლებმა პოლიტიკური პატიმრები 2025 წლის იანვარში მოინახულეს და შესაბამისი მონაცემებიც შეაგროვეს. კომიტეტმა ანგარიში საქართველოს იუსტიციის …
„ამნესტი“ ანტონ ჩეჩინის განაჩენს ეხმიანება – „ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას“
საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენალი“ [Amnesty International] განცხადებას ავრცელებს აქტივისტ ანტონ ჩეჩინის განაჩენთან დაკავშირებით. დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. „მოვითხოვთ სამართლიანობას — ობიექტურ გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს, მათ შორის, საქმის ფაბრიკაციის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით“, — წერია „ამნესტის“ განცხადებაში. …
Continue reading “„ამნესტი“ ანტონ ჩეჩინის განაჩენს ეხმიანება – „ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას“”
აჭარიდან ასლან აბაშიძის გაქცევას „წულუკიანის კომისია“ ნაცმოძრაობის დიქტატის დამყარებად აფასებს
დღეს, 2 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო, ე.წ. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნა განიხილეს. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნაში 2004 წელს აჭარიდან აბაშიძის მოსკოვში გაქცევა შეფასებულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის დიქტატის დამყარება“. „2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს – „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ …
თბილისში, რუსთაველზე, 20 აქტივისტი დააკავეს
დღეს, 2 სექტემბერს, შსს-ს ცნობით რუსთაველის გამზირზე 16 პირი დააკავეს, თუმცა ,,ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დაკავებულია არა 16, არამედ მინიმუმ 20 ადამიანი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. ადგილზე პოლიციელები …
Continue reading “თბილისში, რუსთაველზე, 20 აქტივისტი დააკავეს”
ზვიად ცეცხლაძის მამა – „ეს პარტიული სასამართლოა, ხისტი ბრძოლაა საჭირო“
„ბრძოლის მეთოდებს უნდა გადავხედოთ, აუცილებელია გაფიცვების და ბოიკოტის მკაცრი, ხისტი ფორმები, რაც სრულად ჯდება, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაში,“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე, ბათუმელი სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა. დღეს, 2 სექტემბერს, სინდისის 8 პატიმარს, მათ შორის, ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. მოსამართლემ პოლიტპატიმრებს ბრალი გადაუკვალიფიცირა. „ორგანიზებაც დაუტოვა, ჯგუფურობაც, უბრალოდ წლების …
Continue reading “ზვიად ცეცხლაძის მამა – „ეს პარტიული სასამართლოა, ხისტი ბრძოლაა საჭირო“”
„კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი“ – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სინდისის 8 პატიმრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. „კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი დღეს: 8 პროევროპული მომიტინგე დღეს დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის გაჩუმების აშკარა მცდელობაა. ეს არის სახელმწიფოს მიერ მართული რეპრესიები, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 2 …
Continue reading “„კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი“ – სალომე ზურაბიშვილი”
რა მიუსაჯეს სინდისის 8 პატიმარს – მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა
სინდისის 8 პატიმარს დღეს, 2 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი გამოუცხადა. ბათუმელ სტუდეტს, ზვიად ცეხლაძეს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ასევე ვასილ კაძელაშვილს და ვეფხია კასრაძეს. 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს: ინსაფ ალიევს, გიორგი გიორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და თორნიკე გოშაძეს. მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 …
Continue reading “რა მიუსაჯეს სინდისის 8 პატიმარს – მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა”
სინდისის პატიმარს, ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა
დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში არ არსებობს …
Continue reading “სინდისის პატიმარს, ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 083 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800] ტანკი – 11 156 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 233 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 301 ერთეული [+53] MLRS – 1 477 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 სექტემბერი”