ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 266 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 709 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 108 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 721 ერთეული …

რა ხდება ირანში – მოკლედ

28 თებერვალს, ირანის დროით დაახლოებით 10 საათისათვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში მდებარე სხვადასხვა ობიექტები დაბომბა. შეტევა განხორციელდა როგორც თეირანში, ისე ირანის სხვა ქალაქებში მდებარე შენობებზე. დაზუსტებული ინფორმაციით, დაიბომბა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია. უცნობია, დაბომბვის მომენტში ხამენეი რეზიდენციაში იმყოფებოდა თუ არა. ბოლო ცნობები, ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასეთია: ისრაელის სამხედრო ძალები …

ბათუმში ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ  ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორმა ლ.ფ.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხა თაღლითურად მიითვისა. ბრალდებული მოქალაქეებს საზღვარგარეთ ტურების დაგეგმვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 218 427 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა …

“პირადი ნივთები ტრაქტორის ქვეშ ვეძებოთ – ეს სამართალი არ არის” – მუნიციპალური გოგებაშვილზე კაფეებს ანგრევს

დღეს, 28 თებერვალს, გამთენიისას, ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთი კაფე დაანგრიეს, სხვა კაფეების მეპატრონეებს კი დრო მისცეს მათ დასანგრევად. კაფეებს მუნიციპალური ინსპექცია ანგრევს. „მეზობელმა დაგვირეკა, ობიექტი ინგრევაო. პიჟამოებით გამოვიქეცით, ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ – ინვენტარი, კომპიუტერი, დოკუმენტაცია, აბსოლუტურად ყველაფერი არის განადგურებული. ფიზიკურად საშუალება არ მოგვცეს, რომ ჩვენი პირადი ნივთები მაინც აგვეღო. ასე არ შეიძლება, ჩვენ ვცხოვრობთ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 265 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 707 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 102 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 37 663 ერთეული …

58-სართულიანი შენობები ჩაქვის სანაპიროზე – „ინვესტორი პლაჟს გვიკეტავს“

„დრიმლენდ ოზაისის“ ახალი პროექტი, „დრომლენდ ბოტანიკო“, ჩაქვის ზღვის სანაპიროზე 5 ჰექტრამდე ფართობის ათვისებას გეგმავს. მრავალფუნქციური ობიექტის პროექტი სანაპიროზე, ბათუმის ქუჩის #50-52-ში და მის გაგრძელებაზე, მეზღვაურთა ქუჩის 38-ში 58-სართულიანი შენობების მშენებლობას ითვალისწინებს. „ამ მშენებლობის შემდეგ ჩვენთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება, ფაქტობრივად პლაჟით ვეღარ ვისარგებლებთ. ნახეთ ამ კომპანიის მეორე პროექტი, როგორ აქვს ჩაკეტილი პლაჟი და დარწმუნდებით“ – გვითხრა …

„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“- ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში

„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“ – ნაფიცი მსაჯულის ფურცელზე დაწერილი ერთ-ერთი შეკითხვა ამოიკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. „არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით,“ – მხრები აიჩეჩა ბალისტიკური საკითხების ექსპერტმა რომან ბერიძემ, რომელმაც დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა. მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. …

რა რისკს შეიცავს მეზღვაურისთვის ჩრდილოვან ფლოტში დასაქმება – ინტერვიუ

მეზღვაური რომ გემზე სამუშაოდ წავიდეს, ორი გზა აქვს, მიმართოს საკრუინგო კომპანიას, რომელიც მოუძებნის მისთვის შესაფერის ვაკანსიას, ან თავად, დამოუკიდებლად იპოვოს სამუშაო გემზე. პირველ შემთხვევაში, მეზღვაურთან ერთად რისკებს საკრუინგო კომპანიაც ინაწილებს, მეორე შემთხვევაში, კი მთელი რისკი და პასუხისმგებლობა მეზღვაურზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარში ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეული ორი ნავთობტანკერი დააკავეს, რომლის ეკიპაჟშიც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. ნავთობტანკერის …

„საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს“ – რას წერს დასანქცირებული თამაზაშვილი დეკლარაციაში

„საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს 2024 წლის დეკემბრის თვიდან“ – წერს აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში. 2024 წლის 19 დეკემბერს სულხან თამაზაშვილი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. 2024 წელს სულხან თამაზაშვილის თბილისის პოლიციის უფროსი იყო. ამ პერიოდში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელები ადამიანებს სცემდნენ, ძალადობდნენ, არაადამიანურად ექცეოდნენ. სულხან თამაზაშვილის მიერ 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში …

სარფში ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. რუსეთის მოქალაქეს იარაღი „სარფის“ სასაზღვრო გამშვები-პუნქტიდან შემოჰქონდა. „ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სპეციალური სკანერის საშუალებით დეტალური დათვალიერებისას, სხვადასხვა მოდელის 13 ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო პოლიციამ. ბრალდებულს იარაღი სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და …

ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე

დღეს, 27 თებერვალს, ამ წუთებში [15:50 სთ] ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარეობს მაღლივი კორპუსის მე-18-ე სართულზე. საჯარო რეესტრის თანახმად, კერძო ბინების გარდა, ამ შენობაში არაერთი კომპანიაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიას ფართობი იჯარითაც აქვს აღებული. პირველადი ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, თუმცა სუს-ში „ბათუმელების“ ზარებს არ პასუხობენ. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. …

შსს 400 მსუბუქ ავტომობილს იყიდის – კობახიძის განკარგულება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსოლიდირებული ტენდერის გზით 400 მსუბუქ ავტომობილს შეისყიდის. „2026-2027 წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის ოპერატიული ავტოსატრანსპორტო საშუალებების [400 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება] სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერ[ებ]ი“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 23 თებერვალს მოაწერა. ამ ეტაპზე …

ქუთაისის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ასტროარქეოლოგია პროგრამიდან ამოიღო

ქუთაისის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგიის პროგრამა მისაღები პროგრამების სიიდან ამოიღო. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება უკვე შევიდა – აღნიშნული პროგრამები სიაში აღარ იძებნება. თავდაპირველ ვერსიაში, ქუთაისის უნივერსიტეტს ამ ორ პროგრამაზე 20 სტუდენტი უნდა მიეღო. ცვლილებების შემდეგ, აღნიშნული პროგრამები, რომელსაც საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი მოჰყვა, მისაღები გამოცდების სიაში აღარ ჩანს. „ქართული ოცნების“ მთავრობამ უმაღლესი განათლების შესახებ …

200-მდე თანამშრომელმა ხელვაჩაურის სამკერვალო ქარხანაში მუშაობა განაახლა – ერთი პირობით

ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრექ ტექსტილე“-ში დღეს, 27 თებერვალს, თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდნენ. ისინი დღის ბოლომდე ელოდებიან გენერალური დირექტორის პასუხს, რომელიც მათ ამ დილით შეხვდა. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელფასი შეუმცირდათ და სამუშაო პირობები გაუარესდა. ისინი განმარტავენ, რომ სამუშაოს მოცულობა გაიზარდა, ანაზღაურება კი, შემცირდა. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა გუშინ, 26 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა – ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 5 – 10 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 265 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 706 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 097 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 631 …

რა ელით რესტორნებს ბათუმის თევზის ბაზართან – „აქაურობა ჩვენ ვაქციეთ ცნობილ ადგილად“

„ეს ადგილი ჩვენი იყო კომუნისტების დროიდან, მეთევზეთა კავშირს ეკუთვნოდა. გვაქვს ძველი დოკუმენტები, ამიტომაც, მერიას ვერ ექნება იგივე მიდგომა ჩვენთან მიმართებაში, რაც გვერდით მშენებარე რესტორნის მიმართ“, – ამბობს ბათუმის სანაპიროზე მდებარე რესტორნის, „ლურჯი ტალღის“ მესაკუთრე, იორდან ბიკოვი. ბათუმში მისი რესტორანი ე.წ. თევზის ბაზრობის უკან, სანაპიროზე, გამჭვირვალე შუშის შენობაში სტუმრებს უკვე მასპინძლობს. მართალია ჯერ, „საკურორტო სეზონის დაწყებამდე“, …

4 გმირის ამბავი 1921 წლიდან – „უთხარი დედას, რომ დავეცი ბრძოლის ველზე“

„ქართველებმა რამდენჯერმე მოიგერიეს შეტევა სანგარ ნომერ ოთხზე, თუმცა ნაშუადღევს ჩამოწვა ნისლი. ნისლით ისარგებლა მოწინააღმდეგემ…“ – ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით 1921 წლის იმ დღეს იხსენებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე, როცა თბილისში ჯერ არ ფრიალებდა წითელი დროშა. ამ დროს ქართველები საკუთარი სიცოცხლის ფასად ტაბახმელასთან ცდილობდნენ რუსი ოკუპანტების შეჩერებას. იმ დღეს ტყვიამფრქვევს სხეულით გადაეფარა შალვა ერისთავი. მისი ბოლო სიტყვები ასეთი …

რატომ არის საშიში „ოცნებისთვის“ ბრიტანეთის სანქციები – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

„ივანიშვილია დასანქცირებული, რადგან ეს ტელევიზიები წარმოადგენენ ივანიშვილის საბრძოლო დანაყოფებს“, – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას „ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზიების დასანქცირებაზე ვესაუბრეთ – რა პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით გამოირჩევა დიდი ბრიტანეთის სანქციები? „ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა არ ჩანს, რომ ივანიშვილი აპირებს ამ სანქციების შედეგად რაღაცნაირად თავისი ქცევის შეცვლას. ივანიშვილის გადაწყვეტილებები ეფუძნება, მათ შორის, ერთგვარ პარანოიდულ ეჭვიანობას, რომელიც …

რატომ არ აწყობს პუტინს ომის დასრულება?

4 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, თუმცა ვერ აღწევს ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება? – ამ საკითხზე საქართველოს ყოფილ ელჩს შეერთებულ შტატებში, დავით სიხარულიძეს და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ. რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება? „აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დამთავრება. მას რომ …

აჭარის მთავრობა რემონტს საიდუმლოდ ატარებს – სამუშაოებისთვის 109 ათასი ლარია გათვლილი

აჭარის „ოცნების“ მთავრობა 109 ათასი ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რას და რომელ შენობაში, ამას ასაიდუმლოებს. შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის მთავრობის აპარატმა საიდუმლო წესით სახელმწიფო შესყიდვაზე განცხადება გამოაქვეყნა. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს …

ბათუმის მერია გეგმავს სამსახურიდან გაუშვას EU-ს პეტიციის ხელმომწერები – განცხადება

„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ეხმაურება ბათუმის მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს. ბათუმის მერია გეგმავს რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გაუშვას საჯარო მოხელეები. უმეტესობა, ვისაც რეორგანიზაცია ეხება, ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერია. „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უწევს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პროფკავშირის წევრები არიან. „რეორგანიზაციის პროცესი იწვევს სერიოზულ კითხვებს მის მიზნებთან და …

სახალხო დამცველმა ქალთა ციხეში პატიმრები მოინახულა, მათ შორის მზია ამაღლობელიც

საქართველოს სახალხო დამცველმა, დღეს, 26 თებერვალს,ქალი ბრალდებულები და მსჯავრდებულები მოინახულა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში მყოფი ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. „სახალხო დამცველი დაწესებულებაში ასევე შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების …

„ჰიგიენის უხეში დარღვევით აწარმოებდნენ ე.წ. ყველს“ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. „ფიზიკური პირი პ. გ. და ინდმეწარმე დ. კ. (მის: ქ. ხაშური სოფ. ოსიაური) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უხეში დარღვევით აწარმოებდნენ, ეგრეთ წოდებულ ყველს. გამოვლენილი დარღვევებისთვის მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სურსათის ეროვნული …

„800 ლარზე ვერ ვიმუშავებთ“ – პროტესტი ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის – „ფასთ თრექ ტექსტილეს“ თანამშრომლებმა დღეს, 26 თებერვალს, სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს, ფაბრიკის ეზოში აქცია გამართეს და მუშაობა ერთი დღით შეაჩერეს. ფაბრიკის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. „ახალმა ადმინისტრაციამ სამუშაო პირობები შეგვიცვალა, ხელფასი გამოგვდის 800-900 ლარი… იძულებულს გვხდიან, რომ წავიდეთ, ამ ფორმით გვაიძულებენ, რომ დავტოვოთ სამსახური, კომპენსაციის გადახდა არ უნდათ,“ – უთხრეს …

ქობულეთში ავარიას 2 სამხედრო ემსხვერპლა

დღეს, 26 თებერვალს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოავარიას 2 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებს თავდაცვის სამინისტრო და გარდაცვლილების ვინაობას აქვეყნებს. “ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და …

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ავარია დღეს, 26 თებერვალს მოხდა. შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტობუსს. დაღუპულები ახალგაზრდა კაცები არიან. ამ ეტაპზე შეზღუდულია შემოვლით გზაზე გადაადგილება. შსს-ს ინფორმაციით, შემოვლით გზაზე მოძრაობა სრულად მალე აღდგება. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ს მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 263 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 704 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 091 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 37 614 …

ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის მოწმე: „ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები მირტყა პოლიციაში“

„ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები ჩამარტყა, სხვა პოლიციელებმაც მცემეს,“ – უთხრა ნაფიც მსაჯულებს და მოსამართლე ნინო სახელაშვილს მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმემ ჯემალ ზანდარაძემ. დღეს, 25 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმის“ განხილვა გაგრძელდა. ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე …

„ოცნების“ გამო ყველა პროექტი დამეხურა“ – შშმ ქალთა ალიანსის ხელმძღვანელი აჭარაში

„ქართული ოცნების“ რუსული კანონების გამო, ყველა პროექტი დამეხურა. დონორმა კონტრაქტები შეგვიწყვიტა“, – ამბობს „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი დეა ერემაშვილი, რომლის ორგანიზაციაც წლების განმავლობაში აქტიურად იცავდა რეგიონში შშმ პირთა უფლებებს და ზრუნავდა მათ საჭიროებებზე. „ბათუმელებთან“ დეა ერემაშვილი ამბობს, რომ შვედურ ფონდთან „კვინა ტილ კვინა“ (Kvinna till Kvinna), ორწლიანი კონტრაქტი 2025 წლის 25 იანვარს გააფორმა, თუმცა …

ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა სახელმწიფომ ხელახლა გადააფასოს – გაერო

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გადაწყვეტილებაზე აღსრულების მონიტორინგი გააგრძელა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტი ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ „პროგრესის შესახებ ანგარიშში“ საუბრობს. „გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულად შეშფოთებულია ფაქტით, რომ პანსიონში დღემდე ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც თავდაპირველად ჰქონდათ რეპარაციის (კომპენსაცია, რეაბილიტაცია, რესტიტუცია) სურვილი, მაგრამ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გააუქმეს და უარი …

„შოკოლადზე ქეშბექი 50%-ზეც ადის“ – რას განიხილავენ ფასების კომისიაზე

დღეს, 25 თებერვალს, სადავო პარლამენტში ფასების კომისიის მეხუთე სხდომა მიმდინარეობს, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა სადისტრიბუციო კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი ლევან პაპიაშვილი, რომელმაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ე.წ. ქეშბექის თემა დააყენა. „პირველი საკითხი არის ქეშბექი. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ გაყიდულ პროდუქციაზე ქეშბექი დავუბრუნოთ რითეილს. ეს ქეშბექი ყველაზე კარგ შემთხვევაში იწყება 20%-დან და აღწევს …

„საბჭომ დარღვევა არ დაადგინა, დირექტორმა კი მაინც გამათავისუფლა სკოლიდან“ – მასწავლებელი

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ნატალია თურქაძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, სკოლის დირექტორი მას ეთიკური ნორმების დარღვევას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია. საქმე ეხება ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღებას. კერძოდ, ნატალია თურქაძის თქმით, გასულ წელს, როცა გასულ წელს მე-12 კლასელებმა 20 მაისს სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის …

კვების ობიექტს სამეგრელოში საქმიანობა შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს. კერძოდ, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N 4). შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ზედაპირების და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები. …

შშმ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, ტაქსის მძღოლმა შშმ პირზე სექსუალურად იძალადა. „გორის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში, ტაქსის მძღოლმა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე  სექსუალურად იძალადა. არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირია დაკავებული“ – წერს შსს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო …

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 თებერვლის 21 საათიდან 26 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრულიანი ამინდი, წვიმა, მაღალმთაში თოვა, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც ზოგან გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 …

Exit mobile version