„ეს მიუთითებს ადამიანის უფლებების მზარდ კრიზისზე, სადაც საკანონმდებლო კლიმატი კიდევ უფრო მკაცრი ხდება… როდესაც ვსაუბრობთ აღქმების საკითხზე, ეს უფრო მეტად აჩენს რისკს იმისა, რომ ამის მიზანი არის რეალურად გამოხატვის თავისუფლების სისხლისსამართლებრივი რეგულირება, რომ აი, განსხვავებულ აზრს ეშინოდეს იმისა, რომ ამ აზრის გამოხატვის შემდეგ მასზე შეიძლება სისხლის სამართლის რეპრესია განხორციელდეს,“ – მიიჩნევს თამარ ონიანი, „ახალგაზრდა იურისტთა …
Category Archives: მთავარი
ფარცხალაძის მეგობარია მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმე განსახილველად არ მიიღო
მამუკა ვასაძე, ანუ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეგობარია. მამუკა ვასაძემ ამის შესახებ 2019 წელს თავად განაცხადა პარლამენტში, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წელს დაასანქცირა და ღიად აღნიშნა, რომ ფარცხალაძე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ოთარ …
რატომ უნდა გამოჰკითხოს გამოძიებამ სულხან თამაზაშვილი – ინტერვიუ ადვოკატთან
„გამოძიება ახლა ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს: გასაგებია მკვლელების მოტივი, მაგრამ ვინც ამათ ხელი დააფარა, მას რა მოტივი ჰქონდა?“ – ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. იგი წყნეთის ყოფილი პოლიციის უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ინტერესებს იცავს. პატიმრობაში მყოფმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა თქვა, რომ თბილისის პოლიციის ყოფილ უფროსს, სულხან თამაზაშვილს ინფორმაცია ჰქონდა, თუ ვინ იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთი. ნიკო კვარაცხელიას …
Continue reading “რატომ უნდა გამოჰკითხოს გამოძიებამ სულხან თამაზაშვილი – ინტერვიუ ადვოკატთან”
უგზო, უტრანსპორტო და დატბორილი ქუჩა ბათუმში – რას ამბობენ მერიაში
ბათუმში, ივანე მესხის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრებ ადამიანებს დატბორილ ქუჩაზე უწევთ ცხოვრება. ტბორის გამო ქუჩაზე ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია. მოქალაქეების თქმით, ივანე მესხის ჩიხს არ აქვს საკანალიზაციო და სანიაღვრე არხები, უბანში არ დგას სანაგვე ურნები, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. „აქ ბავშვი როგორ გაივლის, როცა ჩვენც ვერ დავდივართ“- ამბობენ „ბათუმელებთან“ საუბარში ამ ქუჩაზე მცხოვრებები. „მე პირადად, სამსახური …
Continue reading “უგზო, უტრანსპორტო და დატბორილი ქუჩა ბათუმში – რას ამბობენ მერიაში”
„ვკარგავთ ეროვნული მნიშვნელობის უნიკალურ, ხარისხიან პროგრამებს“- ილიაუნის კანცლერი
„ენა-მეტყველების მიმართულებით ქვეყანას 1600 სპეციალისტის საჭიროება აქვს. ილიაუნი უშვებს ამ სპეციალისტებს, ამ დროისთვის 65 სპეციალისტია ბაზარზე და ყველა დასაქმებულია. აი, ასეთ მოთხოვნად მიმართულებაზეც კი განგვისაზღვრეს ხუთი ადგილი“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან დარახველიძე. ქეთევან დარახველიძეს „ბათუმელები“ „ოცნების“ განათლების მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე და უნივერსიტეტის მომავალ სტრატეგიაზე ესაუბრა. ქალბატონო ქეთევან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახლახან …
უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
უზენაესმა სასამართლომ ,,ბათუმელები/ნეტგაზეთის” თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს, არ შეაფასებს მტყუან-მართალს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ დავა დასრულებულია. მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლოების მიერ …
Continue reading “უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო”
„დღესაც იმავეს გავაკეთებდი“ – ბათუმის მერიის თანამშრომელი პროევროპული განცხადების გამო გათავისუფლებაზე
„ვინც რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, ერთ წელზე მეტია ველოდით, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. ჯერ კიდევ იანვრამდე იყო დაანონსებული ერთგვარი „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“ — ყველამ იცოდა, რომ რეორგანიზაციისას პირველი სამიზნე ე.წ. „პეტიციაზე ხელმომწერები“ და პოლიტიკურად „არასაიმედოები“ იქნებოდნენ“ – წერს ბათუმის მერიის უკვე ყოფილი თამაშრომელი, ნანა ანთაძე ფეისბუქზე. მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად მას სამსახურის დატოვება მოუწია. ნანა ანთაძე …
რომელ ქუჩებზე შეიზღუდება ბათუმში მოძრაობა 10 დღით
ბათუმის მერია ქვაფენილიანი ქუჩებიდან ქვაფენილის აყრას და მის ასფალტით ჩანაცვლებას აგრძელებს. მერიის განცხადებით, დღეს, 4 მარტის 18 საათიდან 14 მარტის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე, 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პეტრე მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ბათუმის მერია 15 ქუჩაზე ყრის …
Continue reading “რომელ ქუჩებზე შეიზღუდება ბათუმში მოძრაობა 10 დღით”
ისრაელმა თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს. მედიის ცნობით, თეირანში აფეთქებებია და, ასევე, დარტყმების სამიზნეა ირანში არსებული რაკეტების გამშვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ლოჯისტიკური ცენტრები. ამავე დროს, დღეს, 4 მარტს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანის თავზე ირანის საჰაერო ძალების კუთვნილი, რუსული გამანადგურებელი, Як-130 ჩამოაგდეს. „როიტერსი“ წერს, რომ ომის …
Continue reading “ისრაელმა თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო”
სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა – საქსტატის ახალი მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, წლიურად, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი 9.5 %-ით გაიზარდა. ჯგუფში – „სურსათი და უალკოჰოლო სასმელები“ ფასები გაიზარდა 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა. „ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული [23.1 %], პური და პურპროდუქტები [13.8 %], ხილი და ყურძენი [13.3 %], ბოსტნეული და ბაღჩეული [10.2 %], ხორცი …
Continue reading “სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა – საქსტატის ახალი მონაცემები”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 269 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 723 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 135 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 37 874 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 მარტი”
„ხამენეის დატირება იგივეა, კობახიძე ამჯერადაც ჩასულიყო ირანში, მაგრამ ფრენები არ არის“ – ინტერვიუ
„თუ ვინმე „ოცნებას“ ჰკითხავს, რატომ ასეთი განცხადება და იტყვიან, რომ აი, მეზობლები არიან და ნეიტრალური პოზიცია უნდა დავიკავოთო – ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია. ეს არის მხარის არჩევა. მათთვის სულიერი ლიდერია ეტყობა ხამენეი. ეს არის წუხილი იმაზე, რომ ხამენეი აღარ არის დღეს ცოცხალი. არაფერი საქართველოს საწუხარი ამის გამო არ აქვს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, საქართველოს …
ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები
ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დასასრულს უფრო ცხადი ხდება, რომ მთავარი მიზანი იმ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რომლებიც გაემიჯნნენ 2024 წელს „ოცნების“ პრემიერის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. 2024 წლის დეკემბერში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან: „ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც …
Continue reading “ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები”
რატომ იწვევს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების შეფერხება ნავთობის ფასის ზრდას
„ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, ნავთობის ფასი გაიზარდა ორშაბათს, 2 მარტს, მას შემდეგ რაც ირანში მიმდინარე მოვლენებმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილება შეაფერხა. ამ შეფერხებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ნავთობის მომარაგებისთვის. ჰორმუზის სრუტე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო „ენერგეტიკული კარიბჭე“, სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის მდებარე სტრატეგიული საზღვაო გასასვლელი. ამ სრუტის გავლით …
Continue reading “რატომ იწვევს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების შეფერხება ნავთობის ფასის ზრდას”
„სხვა ფეხსაცმელი ეცვა იმ ღამით ბრალდებულს“ – ხელვაჩაურში მკვლელობის საქმე სასამართლოში
„სხვა ფეხსაცმელი ეცვა იმ ღამით ბრალდებულს… მომზადებული დანაშაული იყო და ტანსაცმელზე დენთის კვალი არ ამოვიდა. გარკვეული დრო იყო გასული და ტანსაცმელი შეიძლება გაერეცხათ. ვცდილობდით, მოგვეპოვებინა ფეხსაცმელი, რაც ვიდეოკადრში ჩანს, მაგრამ ოჯახმა ეს ფეხსაცმელი გადამალა,“- ნაფიც მსაჯულებს მიმართა უფროსმა გამომძიებელმა, ჯემალ ცეცხლაძემ. მან 3 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა. გამომძიებელს …
რას ჰყვება დედა, რომელიც სახელმწიფოს შვილის გადასარჩენად წამლის დაფინანსებას სთხოვს
„თუკი პოლიციის მანქანაზე ძვირფასი არ გახდა ჩვენი შვილების სიცოცხლე, კი, პოლიტიკაშიც ჩავერთვებით, რადგან დედის მთავარი მიზანია შვილი გადარჩეს“- ამბობს თამარ იარაჯული, რომელიც რამდენიმე წელია ორი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. თამარ იარაჯული სახელმწიფოს შვილის სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტის დაფინანსებას სთხოვს. რა გზას გადიან დედები შვილების გადასარჩენად საქართველოში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა თამარ იარაჯულს. ქალბატონო თამარ, დიდი ხანია …
რატომ ვერ ხსნიან ბათუმში კინოს მუზეუმს? – აბანოს ყოფილ შენობაზე 2 მილიონი უკვე დაიხარჯა
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში კინოს მუზეუმის გახსნაზე წლებია საუბრობენ. შენობის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, თუმცა მუზეუმი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი აბანოს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში მუზეუმის გახსნას გარკვეული დრო და ფინანსები კიდევ დასჭირდება. პროცესის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სსიპ „აჭარის მუზეუმის“ მიერ შენობის …
11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც საგზაო ნიშნებს ახალი საგზაო ნიშანი ემატება. ასევე, იზრდება ჯარიმა ტროტუარზე დგომის გამო. საკანონმდებლო ცვლილებები სადავო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ახალციხეში, ოზურგეთში, თბილისში, ქუთაისში, …
კვლავ მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ქალმა საპირფარეშოში გააჩინა
ახალშობილს, რომელიც სანიტარმა ქალმა ბათუმში, საავადმყოფოს საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა როგორც კლინიკა „მედინაში“ გვეუბნებიან, ახალშობილის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება. კლინიკის დირექტორის, ექიმ ჯუმბერ უნგიაძის თქმით, შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება პროცესი. „იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა პრობლემაც გამოჩნდება“- უთხრა მან „ბათუმელებს“. პროკურატურის ინფორმაციით, ახალშობილის დედა დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის …
Continue reading “კვლავ მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ქალმა საპირფარეშოში გააჩინა”
რა ხდება ირანში – ფოტორეპორტაჟი თეირანიდან
უკვე მეოთხე დღეა ისრაელი და აშშ განაგრძობენ საჰაერო დარტყმებს ირანზე. ასე გამოიყურება ირანის დედაქალაქი, თეირანი დღეს, 3 მარტს – ფოტოებს ევროპის პრესფოტო სააგენტო, „ეპა“ ავრცელებს. 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებული შტატებმა დაბომბეს თეირანი – მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. მისი სიკვდილი ირანმა 1 მარტს დაადასტურა. ისრაელის ცნობით, ირანის საპასუხო ბალისტიკური დარტმის შედეგად, დაიბომბა …
Continue reading “რა ხდება ირანში – ფოტორეპორტაჟი თეირანიდან”
ავტოავარიით 469 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის 164 ქვეითი იყო
2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 8 191 პირი დაშავდა, 469 ადამიანი კი დაიღუპა. 2025 წელს ავტოავარიაში 105 ქალი (აქედან 54 ქვეითი) და 364 კაცი (110 ქვეითი) დაიღუპა. დაღუპულებს შორის 27 ბავშვია, აქედან 7 ბავშვი ექვს წლამდე ასაკის იყო. რაც შეეხება დაშავებულებს, ავარიის შედეგად დაშავდა 2 901 ქალი და 5 290 კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს …
Continue reading “ავტოავარიით 469 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის 164 ქვეითი იყო”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა. მაღალ მთაში ზოგან მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
პირველკლასელთა რეგისტრაციაში სამინისტრომ ცვლილება შეიტანა
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში, პირველ კლასში რეგისტრაციას 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი“ – ამბობს გივი მიქანაძე. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით …
Continue reading “პირველკლასელთა რეგისტრაციაში სამინისტრომ ცვლილება შეიტანა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 268 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 718 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 131 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 37 842 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მარტი”
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 7 მარტს დაიწყება
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 7 მარტს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლეები სკოლაში 16 მარტს უნდა გამოცხადდნენ. რაც შეეხება სააღდგომო უქმე დღეებს, წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს, აღდგომის წინა და შემდეგი დღე, ოფიციალურად, დასვენების დღეებია, შესაბამისად სკოლაში არდადეგები 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილამდე გასტანს.
„ვაპროტესტებთ ბავშვებთან ერთად“ – მშობლები საჩუქრის გამო მასწავლებლის გათავისუფლებაზე
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში თითქმის ერთი კვირაა მოსწავლეები მათი დამრიგებლის, ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან. ნატალია თურქაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია, რომელიც 24 თებერვალს, სკოლის დირექტორმა „ეთიკური ნორმების“ დარღვევის მოტივით გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს ამ ნორმების დარღვევა არ დაუდგენია. „ბათუმელები“ მთელი კვირაა ცდილობს სკოლის დირექტორთან, ეკატერინე დოლიძესთან …
თსუ-ს პროფესორების განცხადება – „ახალ სემესტრს ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება“
დღეს, 2 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფმა განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება, თუმცა ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება ამ პროცესს „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმის გამო. „უნივერსიტეტი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, რაც გამოწვეულია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით. უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება წლიური ბიუჯეტი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს. …
ხელისუფლების ლეგიტიმურობა ვერ დამყარდება სისხლის სამართლის მექანიზმებით – საიას შეფასება
„ქართული ოცნების“ მცდელობა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის დაცვის მიზნით გამოიყენოს სისხლის სამართლის მექანიზმები, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების კრიზისზე… აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ქმნის რისკს, რომ სისხლის სამართალი გამოყენებული იქნება არა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, არამედ ოპოზიციური აზრის დევნისა და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებს,“- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ექსტრემიზმთან“ …
„ქართული ოცნების“ მთავრობამ ირანსა და ისრაელს მიუსამძიმრა
„ქართული ოცნების“ მთავრობა ირანელ ხალხს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ებრაელ ხალხს და ისრაელს სამძიმარს, ხოლო ყურის არაბულ ქვეყნებს სოლიდარობას უცხადებს. სამძიმრის წერილი მთავრობის ფეისბუქზე დღეს, 2 მარტს გამოქვეყნდა. „საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, …
Continue reading “„ქართული ოცნების“ მთავრობამ ირანსა და ისრაელს მიუსამძიმრა”
„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხანას „ბენზეში“ აშენებს
ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბეტონის ქარხანას აწყობს. ეს ქარხანა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ კომპანიამ გეგმები შეცვალა. როგორც „ამბასადორი“ განმარტავს, კომპანიას იჯარით აღებული აქვს დაახლოებით 34 ჰექტარი მიწა, საიდანაც „საწარმოო დანიშნულებით მხოლოდ ნაწილი იქნება გამოყენებული“. ბეტონის ქარხანა კი სწორედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის არის საჭირო. „საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა …
Continue reading “„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხანას „ბენზეში“ აშენებს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 267 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 713 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 111 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 37 795 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მარტი”
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო გზამკვლევს აქვეყნებს
საქართველოს საელჩო ისრაელში, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, საინფორმაციო გზამკვლევს აქვეყნებს. 1-ელი მარტის მონაცემებით, ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია, ამიტომ ისრაელის დატოვება მსურველებს მხოლოდ სახმელეთო გზით შეუძლიათ. საქართველოს საელჩოს რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეებისადმი ასეთია: „ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით. ეგვიპტის შემთხვევაში: მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Menachem …
Continue reading “ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო გზამკვლევს აქვეყნებს”
ბათუმის აეროპორტიდან ისრაელის მიმართულებით 1-2 მარტს ფრენები გაუქმდა
ბათუმიდან ისრაელის მიმართულებით 2 მარტის ჩათვლით, ყველა ფრენა გაუქმებულია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაუქმებულია ბათუმი – თელ-ავივის რეისები პირველ და ორ მარტს, ასევე გაუქმებულია თელ-ავივი – ბათუმის რეისები 2 მარტს. ფრენების გადადება გუშინ, 28 თებერვალს ირანში დაწყებულ ოპერაციას უკავშირდება, რა დროსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შეტევა მიიტანეს ირანის სხვადასხვა ობიექტებზე. დაბომბვის …
Continue reading “ბათუმის აეროპორტიდან ისრაელის მიმართულებით 1-2 მარტს ფრენები გაუქმდა”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 1 …
“თაღლითური გეგმის მიხედვით, 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ” – შსს-მ ორი პირი დააკავა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 123 800 …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 266 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 709 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 108 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 721 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მარტი”