თურქეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმისკენ მომავალი 4 ადამიანი იმსხვერპლა

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 9 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ ართვინის არჰავის რაიონში, მეწყერში ჩამარხული ავტომანქანიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიღეს. მეწყერმა, რომელიც ხეობაში 8 დეკემბერს ჩამოწვა, მიწის და კლდის მასები ფერდობზე ჩამოშალა და გზატკეცილი გადაკეტა. მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა დრონის სკანირების შედეგად აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან და ისინი ბათუმში მოდიოდნენ. _______________ ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი – ისინი აქციებში მონაწილეობდნენ

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და …

კაცი, რომელიც მანქანით დაეჯახა აქციის მონაწილეებს, წელს 26-ჯერ დააჯარიმეს, მაგრამ არც ერთი ჯარიმა არ გადაუხდია

ავტომანქანა, რომელიც წუხელ ბათუმში, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს განზრახ დაეჯახა, 2024 წელს 26-ჯერ არის დაჯარიმებული. ჯარიმების რაოდენობა 3560 ლარია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანის მფლობელს არც ერთი ჯარიმა გადახდილი არ აქვს. წუხელ აქციის მინაწილეთაგან მინივენის შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. გუშინ, 8 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და ავტომანქანების მოძრაობა …

„არა დიქტატურას! არა გაყალბებულ არჩევნებს!“ – უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების განცხადება

უცხოეთში მცხოვრები ექიმები განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ ძალადობის შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს. „ჩვენ, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ექიმები, ერთპიროვნულად ვემიჯნებით იმ სასტიკ ძალადობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საზიანო ქმედებებს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა თავისი სამართალდამცავების მეშვეობით საკუთარი ხალხის თავისუფალი ნების ჩასახშობად ახორციელებს. ასევე, ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებასა და ჩვენი ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა …

„გაიფიცეთ“ – ბათუმში იუსტიციის სახლის საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

დღეს, 9 დეკემბერს, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ბათუმის იუსტიციის სახლში, სადაც საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს, თუმცა აქციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლიდან პოლიციამ იძულებით გამოიყვანა. „პოლიცია იცავს რეჟიმს და არა ხალხს“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი და მოწოდება გაფიცვისკენ ლეგიტიმურია, არ არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციამ, რომელთა უმრავლესობაც ნიღბით იყო, მათ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 – …

საია „ტიტუშკებზე“ – არაფორმალური დაჯგუფებები თანამდებობის პირების თანხმობით მოქმედებენ

საქართველოს იურისტთა ასოციაცია [საია] მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება. საიას შეფასებით, არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები განსხვავებული აზრის მიმართ ტერორის სახელმწიფო მექანიზმის ერთ-ერთი იარაღია: „ეს არის ტაქტიკა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო ოფიციალური ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიერ წახალისებული არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები, რომელთა მიზანიც არის ძალადობა, დაშინება საპროტესტო მოძრაობების მხარდამჭერებისა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 754 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220] ტანკი – 9 519 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 19 589 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 21 061 ერთეული [+3] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 1 პირი დააკავეს

დღეს, 9 დეკემბრის ღამეს [00:14 საათი], აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ერთი პირი დააკავეს. აქცია პრაქტიკულად იშლებოდა, როდესაც დაიძაბა სიტუაცია. ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტებით, დაკავებულმა პირმა პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „დაკავებულია 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფისთვის. მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ“, – უთხრა ირაკლი დგებუაძემ „ბათუმელებს“. ბათუმში უკვე მე-12 ღამეა იმართება საპროტესტო აქცია. ბათუმის აქციაზე ადმინისტრაციული წესით …

„სიღრმისეული განხილვა პრეზიდენტ ტრამპთან“ – გასული კვირის დაიჯესტი

მოამზდა ნათია კაპანაძემ ____ გასულ კვირას საქართველოს ევროპული კურსის დაცვა უკვე უფრო სტრატეგიულად და ინსტიტუციურად გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, ექიმების, მუსიკოსების, თეატრალების განცხადებები სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხალხის სამსახურში დაბრუნების წინაპირობად იქცა. 28 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში პროტესტი არ წყდება. საქართველოს მოქალაქეები მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. დემონსტრაციების დაწყებიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა …

ხულოელი ახალგაზრდები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ

დღეს, 8 დეკემბერს, ხულოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა განცხადება გაავრცელეს და სოლიდარობა გამოუცხადეს საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ჟურნალისტებს . ახალგაზრდები მიმართავენ პასუხისმგებელ ინსტიტუტებს, გაიაზრონ თითოეული ქმედების შედეგები და პატივი სცენ ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. „ჩვენ, ხულოელი ახალგაზრდები, გულისტკივილით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, გამოვხატოთ ჩვენი პრინციპული პოზიცია და დავიცვათ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები. საქართველოსთვის ევროპულ …

“შეწყვიტეთ ძალადობის წახალისება” – ჟურნალისტების პროტესტი ბათუმში

„შეწყვიტეთ ძალადობის წახალისება“, „მედია მტერი არ არის, მტერი რუსეთია“, „ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობა დაუშვებელია“, „ნუ გეშინიათ კამერის და მიკროფონის, არ კლავს“, „შეწყვიტეთ დეზინფორმაცია“, – ეს იყო ის გზავნილები, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს დღეს ბათუმში საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა. ჟურნალისტებთან ერთად მედიაზე ძალადობა გააპროტესტეს პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. მოგვიანებით ევროპის მოედანზე …

„მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს“, – „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს. ნიღბებით აქციაზე მისვლის აკრძალვის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 დეკემბერს გააკეთა. კობახიძის თქმით, …

„ვეღარ ვითანამშრომლებ კომპანიასთან, რომელმაც მოქალაქეებს გადაუმალა სათვალეები და ნიღბები” – გორგიას თანამშრომელი

„გთხოვთ, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან და შპს „გორგიას“ მიერ გამოჩენილი მორჩილების გამო რეჟიმისადმი, რაც გამოიხატება ათასობით ცალი პირბადისა და სათვალის გადამალვაში, რის გამოც მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ კომპანიას, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ. საქართველოს გზა ევროპაშია და ამ გზას ვერცერთი რეჟიმი ვერ შეარყევს,“ – „გორგიას“ თანამშრომელმა მერაბ (გიორგი) რომელაშვილმა ამ შინაარსის განცხადებით დატოვა სამსახური. გიორგი …

„გავიფიცე! მაქვს განცდა, რომ ჩემი ქვეყანა ვიღაც ნიღბიანმა სადისტებმა მიიტაცეს“- პედაგოგი

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ზეინაბ შავაძე გაიფიცა. ზეინაბი, როგორც ის „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, აპროტესტებს იმ გაუგონარ ძალადობას, სისასტიკეს, რასაც ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მიერ მართული შავნიღბიანები ახორციელებენ საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტების მიმართ. „მაქვს განცდა, რომ ჩემი ქვეყანა ვიღაც ნიღბიანმა სადისტებმა მიიტაცეს“-ამბობს პედაგოგი. „მეც მყავს კლასში რთული ქცევის მოსწავლეები, მაგრამ მათ ჩვენ წიხლებით არ ვუსწორდებით. თუ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 753 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460] ტანკი – 9 519 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 19 571 ერთეული [+36] საარტილერიო სისტემა – 21 058 ერთეული [+3] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

მედია ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ – 8 დეკემბერს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

8 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები საპროტესტო აქციას გამართავენ. “მედია გამოდის ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ!” – ნათქვამია საპროტესტო აქციის ანონსის ტექსტში. “მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა და  ძალადობის წახალისება. დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებზე თავდასხმის ფაქტები! მისცეს მედიის ყველა წარმომადგენელს უსაფრთხო გარემოში მუშაობის …

“დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება” – სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს

სახალხო დამცველი ეხმიანება ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე შავებში ჩაცმული პირების თავდასხმის ფაქტს. ლევან იოსელიანი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა. „ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს. სახალხო დამცველი …

“დემონსტრანტებზე ძალადობამ სისტემური წამების, არაადამიანური მოპყრობის და დასჯის ფორმა მიიღო” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით ფართომასშტაბიანი საპოლიციო ძალადობა, რომლითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თვითორგანიზებულ პროტესტს პასუხობს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება. „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ღიად მხარდაჭერილი სისტემური ძალადობის ეს პრაქტიკა ძალოვანი სისტემის მაღალჩინოსნებისა და მმართველი პარტიის ლიდერების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს ქმნის და დროულ და ქმედით სამართლებრივ და საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს. გარდა იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში, …

“დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია ჩამორთმეულ ტელეფონებს აღარ უბრუნებს” – იოსელიანი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 7 დეკემბერს ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებული  34 პირი მოინახულა, რომლებიც თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან განთავსებული. „დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა …

“დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია” – მთავარი არხი

ჟურნალისტ ბექა ყორშიას დაკავებას „მთავარი არხი“ საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი. „დღეს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე გაიტაცეს და დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. “მთავარი არხის” გუნდი დიდი ხანია არის “ქართული ოცნების” ანგარიშსწორების სამიზნე. მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებულად გაზრდილია აგრესია მედიის მიმართ და ღიად, დემონსტრაციული მეთოდებით ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა. ეგრეთწოდებული …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 751 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300] ტანკი – 9 514 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 19 535 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 21 055 ერთეული [+12] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

“ლეგიტიმური პროტესტის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა” – საია

„ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ,“ – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 6-7 დეკემბრის ღამის მოვლენებს აფასებს. საია-ს დეტალურად აქვს …

„მოსახლეობასთან ასეთი მასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე ფეისბუქში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ამირან გამყრელიძის შეფასებით, ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამირან გამყრელიძის ტექსტ უცვლელად გთავაზობთ: მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს! როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და …

ქუთაისში აქციაზე დაკავებული მოზარდი ზესტაფონის იზოლატორში დატოვეს – PHR

გუშინ, 5 დეკემბერს, ქუთაისში დაკავებული არასრულწლოვანი ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არასრულწლოვანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს, ამის მიუხედავად ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა, რომ სამართალწარმოების პროცესში იყოს თავისუფლებაში“, – ამბობს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR, რომელიც იცავს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მოზარდს. გუშინ, ქუთაისში, პოლიციამ 17 წლის არასრულწლოვანი დააკავა. ლ.ჯ-მ დაკავების მომენტში გონება …

„აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავები და „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ“ – საია ჟურნალისტზე თავდასხმაზე

„სამართალდამცავთა უმოქმედობა არა მარტო პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობაა, არამედ აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ძალადობრივად ჩაახშონ ლეგიტიმური პროტესტი,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს, 6 დეკემბერს, თბილისში გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს ნიღბიანი პირი თავს დაესხა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმის ადგილთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, …

„ვკარგავთ ქართული დიპლომების აღიარებას, ევროპასთან ერთობლივ პროგრამებს“ – ლიკა ღლონტი

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს. წევრობის შეჩერებას ადასტურებს განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც, რომელიც წერს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე“. რა საფრთხეებს უქმნის ქართულ განათლების სისტემას …

438 ათასი ლარი დახარჯა შსს-მ სპეცრაზმელებისა და სხვა პოლიციელების გამოსაკვებად 7 დღეში

თბილისში 28 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, პარალელურად სპეცრაზმი მომიტინგეებს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით და განსაკუთრებული სისასტიკით არბევს და აკავებს. 4 დეკემბერს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფისებისა და ბინების ჩხრეკის პარალელურად, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაც დაიწყო. შსს არ აკონკრეტებს, რამდენი სპეცრაზმელი გამოჰყავს აქციის დროს, ასევე არ აკონკრეტებს, თუ რა სპეციალურ საშუალებებს იყენებს …

„რუსი ოლიგარქის ელჩი“ – ტალინში მცხოვრები ქართველები ბოიკოტს უცხადებენ ელჩს

ესტონეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კვლავ მოითხოვენ, ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს ზურაბ ხამაშურიძემ თავისი პოზიცია, ეთანხმება თუ ემიჯნება ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2028 წლამდე „ქართული ოცნება“ აჩერებს ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ესტონეთში მცხოვრები ემიგრანტები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ გუშინ, 5 დეკემბერს, ისინი კვლავ მივიდნენ ტალინში საქართველოს საელჩოსთან, თუმცა შენობაში არ შეუშვეს. „გამოგვაგდეს შენობიდან. მოგვიგზავნეს დაცვა, რომელმაც …

კაცმა პოლიციელს ქუჩაში მზესუმზირას დაყრისთვის შენიშვნა მისცა, ის დააკავეს და 2500 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 500 ლარით დააჯარიმა იოსებ ხინკილაძე. მან, როგორც თავად ამბობს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, პოლიციელს მზესუმზირის ნარჩენის ქუჩაში დაყრის გამო შენიშვნა მისცა. აქციის მონაწილე ბათუმში 3 დეკემბერს დააკავეს. მისი თქმით, მას პოლიციის მანქანაში პოლიციელებმა აგინეს და სცემეს. იოსებ ხინკილაძე მოსამართლემ დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე დააჯარიმა. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 750 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 660] ტანკი – 9 514 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 19 518 ერთეული [+46] საარტილერიო სისტემა – 21 043 ერთეული [+20] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

საჯარო მოხელეებმა მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია – აქცია აჭარის განათლების სამინისტროსთან

დღეს, 6 დეკემბერს, აჭარის განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლა და სამუშაო დღის დაწყება  აქციის ფონზე მოუწიათ. აქციის მონაწილეები სამინისტროს თანამშრომლებისგან ითხოვდნენ გამოეხატათ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია და მკაფიოდ ეთქვათ, გმობდნენ თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას. ასევე ეთქვათ, ემიჯნებოდნენ თუ არა „ოცნების“ განცხადებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. „ყველა საჯარო …

„ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ“ – ევროპარლამენტარი EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი თიის როიტენი ევროკავშირს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს. „პერსონალური სანქციები პოლიტიკური ლიდერებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ; პროტესტებზე ძალადობისა და რეპრესიების შეჩერება; ახალი, სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ“, – წერს ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე. ევროპარლამენტში ნიდერლანდების წარმომადგენელი როიტენი ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც ამბობს: „ყოველ საღამოს, ყოველ ღამე, ასობით ათასი ქართველი გამოდის ქუჩებში თავიანთი დემოკრატიის დასაცავად, თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად. „ქართული …

არასრულწლოვანი დააკავეს ქუთაისში აქციაზე, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი

ქუთაისში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ არასრულწლოვანი ბიჭი დააკავა. პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ ბიჭი უგონოდ წევს ქვაფენილზე, თუმცა პოლიციელები მაინც ცდილობდნენ მის დაკავებას. როგორც აქციაზე მყოფმა თვითმხილველმა „ბათუმელებს“ უთხრა, არასრულწლოვანი ბიჭი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. „დედა მივიდა დაკავების ადგილას, სოციალური მუშაკიც მივა. ადმინისტრაციულით არის გადაყვანილი. გაწევ-გამოწევის დროს ეს ბავშვი ცუდად გახდა, ორჯერ წაუვიდა გული. ამ ჭყლეტაში მოყვა …

„ჩემნაირი ქალები რუსეთში 3 ადგილას არიან: ციხეში, კუბოში ან ემიგრაციაში“- ლილი ფულარიანი

ლილი ფულარიანი ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალია. ასევე პრემია „კატო მიქელაძის“ ფინალისტი და ილიაუნისა და ჯიპას ყოფილი ლექტორი. ის სამი წლის წინ თბილისიდან საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ დიმში გადავიდა, სადაც დასთან ერთად აღადგინა 120 წლის ხის ძველი, მშობლიური ოდა – „ნინოსეული“. ლილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და რეპრესიებს ეხმაურება. „ჩემი სტუდენტობის მეგობარი, ლექსო, რომელიც გამოქვეყნებულ სიაშია, მელაპარაკა …

Exit mobile version