„რადიკალური ლიბერალები“ ევროპელებად დავიბადეთ – ბათუმელი პედაგოგი

„ჰოდა, მე იცით რა მგონია? ჩვენ, „რადიკალური ლიბერალები“, ევროპელებად დავიბადეთ – აი, დაბადებიდანვე ასეთები ვიყავით… ვიზრდებოდით და ღრმავდებოდა ჩვენი უფლებების დაცვის და თავისუფლების ფასის სიყვარული…. ჩვენ, მილენიალები, სამწუხაროდ, ცოტანი ვართ „ლიბერალისტები“, აი, თაობა -Z კი უმრავლესობითაა წარმოდგენილი საბედნიეროდ. მათში ასე ადვილად ვერ ჩაკლავთ აზროვნების თავისუფლებას, შეუძლებელია!“ – წერს ბათუმელი პედაგოგი მაია ფაღავა. მაიას ყოველ საღამოს …

„აშშ გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 პირს, რომლებიც „საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან“, დღეს, 13 დეკემბერს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. „სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიიის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი ქმედება მიემართება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 760 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390] ტანკი – 9 537 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 19 675 ერთეული [+31] საარტილერიო სისტემა – 21 078 ერთეული [+6] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

„რუსებს არ ჰყავთ ანწუხელიძე, ჩვენებს არავინ მოუკლავთ ცემაში“ – ინტერვიუ გენერალთან

„პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში…“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ბრაზს არ მალავს: …

წყლის ჭავლში გაზავებული ფხვნილით ახალი იარაღი შეიქმნა, რომლის შედეგი არავინ იცის რა იქნება – ექიმი

„აქციის დასაშლელად ორ საშუალებას იყენებენ – ესაა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. გაზი არასწორი სახელია, ეს არის ფხვნილი, რომელიც შეიძლება გაიფრქვეს ან წყალში გაიხსნას. მცირე რაოდენობის წყალში და არა იმ ავზებში, რომლებშიც ხსნიან და შემდეგ წნევით შლიან დემონსტრანტებს. ფაქტობრივად, შექმნეს ახალი იარაღი, რომლის პროგნოზირება, თუ რა შედეგებს გამოიწვევს, ნამდვილად არავინ არ იცის,“ – ამბობს გია …

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის 8.5 მილიონ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 მილიონ 576 967 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს აცნობა და ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო მომსახურებების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობა ითხოვა. შესაბამის განკარგულებას კობახიძემ 5 დეკემბერს მოაწერა ხელი. განკარგულების მიხედვით, დაფინანსება 2024-2025 წლების ბიუჯეტების ასიგნებებიდან გაიცემა. მომსახურებების შესყიდვა უკვე დაწყებულია, ზოგ შემთხვევაში გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებებიც. თბილისის …

13 დეკემბერს მეზღვაურები ბათუმში მარშს აანონსებენ

ხვალ, 13 დეკემბერს, ბათუმელი მეზღვაურები საპროტესტო მარშს აანონსებენ. მარში 19:00 საათზე, ევროპის მოედნიდან დაიწყება. „დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლები აკეთებენ ამას და ავირჩიოთ ნათელი და ევროპული მომავალი! ბათუმი საზღვაო ქალაქია, სადაც 18 000 მეზღვაური ცხოვრობს, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, ხვალ, საღამოს 19:00 საათზე გამოვიდეთ ყველა მეზღვაური, მეზღვაურთა ოჯახის წევრები, საზღვაო სფეროში და დაწესებულებებში დასაქმებულები …

ბათუმში თოვაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 დეკემბრის 21 საათიდან 13 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა, დღისით – ზოგან ძლიერი. აჭარის მაღალ მთებში მოსალოდნელია ქარბუქი და ნისლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-25 მეტრი წამში. ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა – 5-6 ბალი. ჰაერის ტემპერატურა …

სარფში, თურქეთის მხარეს, მეწყერი ჩამოწვა

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, სარფის საბაჟოსთან, გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის შედეგად ჩამოშლილი ქვის ლოდები სატვირთო ავტომანქანას დაეცა. მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია ტრაილერი. თურქული მხარე მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სარფის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია და არის საცობი.

„ოცნების“ პარლამენტს კანონებში შეაქვს ცვლილებები, რაც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება

დღეს, 12 დეკემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლები მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები რეპრესიულია და მიმართულია ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ. „თვითგამოცხადებულმა და არალეგიტიმურმა პარლამენტმა და მასში შემავალმა „ქართულმა ოცნებამ“, ერთდროულად რამდენიმე კანონში დააინიციირა არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის ცვლილება, მათი განხილვა ავტორებმა გამარტივებული და დაჩქარებული წესით მოითხოვეს და პირველი მოსმენით უკვე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 758 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390] ტანკი – 9 532 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 19 644 ერთეული [+28] საარტილერიო სისტემა – 21 072 ერთეული [+5] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

სად და რომელ საათამდე შეწყდა წყალი ბათუმში

დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმში წყალი შეწყდა არაერთ უბანსა და შემოგარენში მდებარე სოფელში. კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ: ბარცხანაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, ჩაისუბანში, ბენზესა და გოროდოკის დასახლებებში, ადლიაში, ჰელიმიშის, ბაქოს, მაქაცარიას, რ. ნიჟარაძის, ი. ფაღავას, ზღვისპირისა და კაჩინსკების ქუჩებზე. ასევე წყალი შეწყდა  აეროპორტის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და …

„თავს დამესხა უცხო პირი, ჭრილობა მომაყენა სახეზე“ – სკოლის თანამშრომელი

ფიქრია ეპიტაშვილი, რომელსაც გუშინ, 11 დეკემბერს, სკოლასთან ახლოს თავს დაესხა უცნობი პირი, პოლიციამ გამოჰკითხა. „სამსახურში მივდიოდი, როცა უცნობი პირი უკანა მხრიდან მომიახლოვდა და სახეზე დაზიანება მომაყენა. მეუბნებოდა,  „გაა**ი შენს საყვარელ ევროპაში, შენნაირ აგენტებთან და პიდარასტებთან“.  ვცდილობდი ის საგანი წამერთვა, რითაც ჭრილობა მომაყენა. ამ დროს კი დამიზიანდა ხელი რამდენიმე ადგილას“, – ამბობს ფიქრია „ბათუმელებთან“. როგორც ფიქრია …

„სახე დამეწვა, საშინლად მეწვოდა ტუჩები, ნესტოები“ – რას ჰყვება წიწაკის სპრეით მოწამლული სტუდენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ქეთო ხომერიკი 4 დეკემბერს წიწაკის სპრეით მოიწამლა თბილისში, საპროტესტო აქციაზე. მას წიწაკის სპრეი რობოკოპმა სახეში შეასხა. „იმის წინა ღამით, როცა ოპოზიციური პარტიების ოფისების ჩხრეკა დაიწყო პოლიციამ, ერთ-ერთ ოფისში ვიყავით და დარბევის დროს რამდენიმე ადამიანი შევიფარეთ. აივანზე ვიდექით მე და ჩემი მეგობრები, ოფისში რომ შემოსულიყვნენ და ვინმე გაეყვანათ, ზემოდან რომ …

„შემაძრწუნებელია, რომ დემონსტრანტები ექვემდებარებიან ძალადობასა და წამებას“ – კოალიცია

„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მშვიდობიანი დემონსტრანტების, განსაკუთრებით, ბავშვების, ახალგაზრდების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობრივი, რეპრესიული ზომების საპასუხოდ“ –  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. კოალიცია აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც გმობს ადამიანის უფლებების დარღვევის საგანგაშო ფაქტებს, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. კოალიციის შეფასებით, საქართველოს …

პროფესორსა და 4 სტუდენტს ბათუმში მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 11 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი „პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეზე“ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა და ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე …

ირაკლი ღარიბაშვილმა მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა – „ოცნების“ პრესსამსახური

„ქართულ ოცნებაში“ ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გუშინ, 10 დეკემბერს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ ყოფილმა პრემიერმა მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა. „გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეგრეთ წოდებული მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 757 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400] ტანკი – 9 526 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 19 616 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 21 067 ერთეული [+3] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

რამდენიმე დღეა ქართველებს ტალინში არ ხვდება საქართველოს ელჩი, ამიტომ მისი ფოტოები ქუჩებში გააკრეს

ესტონეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს ისევ ეძებენ. „დაკარგულია“- ამ შინაარსის პოსტერები დღეს, 10 დეკემბერს, ტალინის ქუჩებში გააკრეს მოქალაქეებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა ესტონეთში საქართველოს ელჩთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ელჩი არ ჩანს. „საქართველოს ხელისუფლება სცემს, აპატიმრებს და სასტიკად არბევს პროდემოკრატიულ მომიტინგეებს. ამის მიუხედავად, საქართველოს ელჩმა დუმილი არჩია. ჩვენ, ქართველებმა, არაერთხელ მივმართეთ ელჩს, ვითხოვეთ დიალოგი, ვეძებთ …

„სტუდენტები ვემიჯნებით რუსულ განათლებას და ვირჩევთ ევროპულს“- განცხადება

დღეს, 10 დეკემბერს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა განცხადება გაავრცელეს. სტუდენტები აცხადებენ, რომ ემიჯნებიან იზოლაციაში მოქცეულ რუსულ განათლებას და ირჩევენ ევროპულ მომავალს. „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის პირობებში უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხი საგრძნობლად ჩამორჩა ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხს. მმართველობის მე-12 წლისთავზე მთლიანად განათლების სექტორს აქვს დაკარგული პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მოქცეულია პარტიული გავლენების ქვეშ. ამ ყველაფერმა კი …

მოსამართლემ მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე გადაიტანა – საია სისხლის სამართლით დაკავებულებზე

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს, არ მიცემულა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი საიას არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, გამოუძიებელი რჩება პოლიციის ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპრილ-მაისში, საპროტესტო აქციების …

ხელოვნების უნივერსიტეტი დაკავებული 4 სტუდენტისა და დეკანის გათავისუფლებას ითხოვს

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები დაკავებული 4 სტუდენტისა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის გათავისუფლებას ითხოვენ. სტუდენტებმა დღეს, 10 დეკემბერს, უნივერსიტეტში  დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია მოაწყვეს. გუშინ, 9 დეკემბერს, დააკავეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის …

ადამიანის უფლებების დღის აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის – მედიაომბუდსმენი

„10 დეკემბერს, როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ქართული მედიის მიმართ და შევახსენოთ ყველას კრიტიკული ჟურნალისტიკის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამ დღეს, აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის, – შეწყდეს დევნა და ძალადობა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიაომბუდსმენი ავრცელებს. მედიაომბუდსმენი წერს, რომ დემოკრატიის …

რა თქვა საკონსტიტუციოს მოსამართლემ პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც არ განიხილეს – განხვავებული აზრი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს სარჩელზე, რომლის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სარჩელები წარმოებაში სასამართლომ არ მიიღო. ეს გადაწყვეტილება შემდეგმა მოსამართლეებმა მიიღეს: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 755 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350] ტანკი – 9 524 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 19 596 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 21 064 ერთეული [+3] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

„სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონო პატიმრობაში მყოფ მამუკა ჯორბენაძეს“ – სტუდენტები

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ფეისბუქზე განცხადებით ეხმიანებიან უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მამუკა ჯორბენაძისა და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტის დაკავებას. „3 დეკემბერს უნივერსიტეტში მისულებს დაგვხვდა ჩვენი ფურცელი ახეული, რომელიც გამოხატავდა პროტესტს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დავაპირეთ ხელახლა გაგვეკრა ჩვენი პლაკატი, რა დროსაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი, თეა ცაგურია აგრესიულად განეწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით …

ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე მოკლეს – შსს

შინაგან საქმე სამინისტროს ცნობით, 7 დეკემბერს, ბათუმში, შურისძიების მოტივით, დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ., -ს, 1997 წელს დაბადებული ვ.დ. -ს , 2004 წელს დაბადებული ჩ.ჩ -ს და 2005 წელს დაბადებულ ა.ს. – ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული ჭრილობების შედეგად, …

კობახიძემ ეკლესიას 1 ლარად ჰექტრობით მიწის ნაკვეთები გადასცა ნოემბერ-დეკემბერში 

2 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ეკლესიისთვის, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებს. კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად  გადაეცემა დაბა მანგლისში მდებარე 3194 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 3 შენობა. 2 დეკემბერს გამოცემული კიდევ ერთი განკარგულების მიხედვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, …

რას აქვეყნებს საკონსტიტუციოს მოსამართლე პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც არ განიხილეს – განსხვავებული აზრი

„რისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იგი უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე?!“ – კითხულობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობას ეხება და რომლის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სარჩელები წარმოებაში სასამართლომ არ მიიღო. ეს გადაწყვეტილება …

თურქეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმისკენ მომავალი 4 ადამიანი იმსხვერპლა

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 9 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ ართვინის არჰავის რაიონში, მეწყერში ჩამარხული ავტომანქანიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიღეს. მეწყერმა, რომელიც ხეობაში 8 დეკემბერს ჩამოწვა, მიწის და კლდის მასები ფერდობზე ჩამოშალა და გზატკეცილი გადაკეტა. მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა დრონის სკანირების შედეგად აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან და ისინი ბათუმში მოდიოდნენ. _______________ ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი – ისინი აქციებში მონაწილეობდნენ

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და …

კაცი, რომელიც მანქანით დაეჯახა აქციის მონაწილეებს, წელს 26-ჯერ დააჯარიმეს, მაგრამ არც ერთი ჯარიმა არ გადაუხდია

ავტომანქანა, რომელიც წუხელ ბათუმში, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს განზრახ დაეჯახა, 2024 წელს 26-ჯერ არის დაჯარიმებული. ჯარიმების რაოდენობა 3560 ლარია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანის მფლობელს არც ერთი ჯარიმა გადახდილი არ აქვს. წუხელ აქციის მინაწილეთაგან მინივენის შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. გუშინ, 8 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და ავტომანქანების მოძრაობა …

„არა დიქტატურას! არა გაყალბებულ არჩევნებს!“ – უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების განცხადება

უცხოეთში მცხოვრები ექიმები განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ ძალადობის შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს. „ჩვენ, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ექიმები, ერთპიროვნულად ვემიჯნებით იმ სასტიკ ძალადობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საზიანო ქმედებებს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა თავისი სამართალდამცავების მეშვეობით საკუთარი ხალხის თავისუფალი ნების ჩასახშობად ახორციელებს. ასევე, ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებასა და ჩვენი ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა …

„გაიფიცეთ“ – ბათუმში იუსტიციის სახლის საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

დღეს, 9 დეკემბერს, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ბათუმის იუსტიციის სახლში, სადაც საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს, თუმცა აქციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლიდან პოლიციამ იძულებით გამოიყვანა. „პოლიცია იცავს რეჟიმს და არა ხალხს“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი და მოწოდება გაფიცვისკენ ლეგიტიმურია, არ არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციამ, რომელთა უმრავლესობაც ნიღბით იყო, მათ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 – …

საია „ტიტუშკებზე“ – არაფორმალური დაჯგუფებები თანამდებობის პირების თანხმობით მოქმედებენ

საქართველოს იურისტთა ასოციაცია [საია] მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება. საიას შეფასებით, არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები განსხვავებული აზრის მიმართ ტერორის სახელმწიფო მექანიზმის ერთ-ერთი იარაღია: „ეს არის ტაქტიკა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო ოფიციალური ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიერ წახალისებული არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები, რომელთა მიზანიც არის ძალადობა, დაშინება საპროტესტო მოძრაობების მხარდამჭერებისა …

Exit mobile version