დღეს, 3 დეკემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ განაცხაა, რომ „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეციალურად შექმნილი არაფორმალური დაჯგუფებების მეშვეობით არბევს. „ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან, სპეციალური, სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შს სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს. ეს არაფორმალური დაჯგუფებები დიდი ალბათობით წარმოადგენენ კერძო დაცვის კომპანიებს. ჩვენ …
Category Archives: მთავარი
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის და წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელს არ განიხილავს. სარჩელის მოთხოვნა იყო არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი ბათილად ცნობა. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება მიუღია 29 ნოემბერს. ეს განჩინება დღეს, 3 დეკემებრს გამოქვეყნდა. „არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა”
10 სპეცრაზმელი მირტყამდა. წამართვეს ქურთუკი – რას ჰყვებიან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები პოლიციის ძალადობაზე
ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი ჰყვება, რომ მას სპეცრაზმმა ჯერ სასტიკად სცემა, ტვინის გახვრეტით ემუქრებოდა, შემდგე კი გაძარცვეს – ქურთუკი და ფეხსაცმელი გახადეს და მოჰპარეს. პოლიციის მიერ დაკავებული და სასტიკად ნაცემი ანტიევროპული აქციის მონაწილეების ვიდეოინტერვიუებს „მთავარი არხი“ ავრცელებს. „მინიმუმ 10 პოლიციელი მირტყამდა, პოლიციას ვერ დავარქმევ მაგათ. ათი სპეცრაზმელი მირტყამდა ყველგან. უნდოდათ ჩემი ტელეფონი, ითხოვდნენ …
აქტივისტი დოდი ხარხელი შვილის საბავშვო ბაღთან დააკავეს, ჩხრეკენ მის ბინას
დღეს, 3 დეკემბერს, თბილისში, ჩხრეკა მიმდინარეობს ბლოგერის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში. ბინასთან ამ წუთებში [13:30] პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დოდი ხარხელის სახლთან პოლიცია იყო, თავდაპირველად მისმა ქმარმა გაავრცელა, მოკლე ხანში კი გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქტივისტი დაახლოებით ათმა პოლიციელმა შეაჩერა საბავშვო ბაღთან, მას შემდეგ, რაც მან შვილი ბაღში …
Continue reading “აქტივისტი დოდი ხარხელი შვილის საბავშვო ბაღთან დააკავეს, ჩხრეკენ მის ბინას”
„გაფიცული ვართ, სკოლაში პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან“ – ბათუმის მე-11 სკოლა
დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12-კლასელები გაიფიცნენ. როგორც მოსწავლეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობენ, გაფიცული მოსწავლეები სკოლის ეზოში არიან და არ ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს. ისინი საპროტესტო აქციაზე წასვლას აპირებენ, რომელიც ბათუმში, ევროპის მოედანზე 12:00 საათზე არის დაგეგმილი. „აქ პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები“ – ამბობენ მოსწავლეები. საპროტესტო აქციები ქვეყნის …
Continue reading “„გაფიცული ვართ, სკოლაში პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან“ – ბათუმის მე-11 სკოლა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 745 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 780] ტანკი – 9 486 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 19 419 ერთეული [+22] საარტილერიო სისტემა – 20 976 ერთეული [+23] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 დეკემბერი”
“პროგრესის” მოსწავლეები გაიფიცნენ და სკოლის ეზოში აქციას მართავენ
ბათუმში ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სასწავლო პროცესი ჩაიშალა. უფროსკლასელების ნაწილი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად საერთოდ არ მივიდა სკოლაში, ნაწილმა კი სკოლის ეზოში მოაწყო საპროტესტო აქცია. დღეს, 12:00 საათზე, ევროპის მოედანზე დაგეგმილია ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია. სკოლის მოსწავლეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი …
Continue reading ““პროგრესის” მოსწავლეები გაიფიცნენ და სკოლის ეზოში აქციას მართავენ”
ყველა ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით – PHR
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლეთა პროტესტს ეხმიანება ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR“. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ბავშვებს მშვიდობიანი შეკრებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლება აქვთ. „საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-17 მუხლი ანიჭებს ყველა ბავშვს უფლებას ისარგებლონ გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით. აგრეთვე, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-15 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს აღიაროს და დაიცვას ყველა ბავშვის …
Continue reading “ყველა ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით – PHR”
დღეს გვაქვს არჩევანი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი თაობისთვის ასე ცხადი
ავტორი: გოგა გუგავა ___________________________________ მასწავლებლებო, პროფესორებო და არა მხოლოდ! სასკოლო სასწავლო პროგრამაში შეტანილი ცვლილებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორების მიერ შერჩეული სასწავლო მასალების გაცხრილვა, ცხადია, ტრაგედიის ტოლფასია. თუმცა, პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ გახდნენ გმირები, რომლებიც თუ ფიზიკური ძალით ვერა, გონებით და პიროვნული სიმტკიცით დაუპირისპირდებიან რეჟიმს. მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათავისება, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში მასწავლებლები და პროფესორები მნიშვნელოვან გამოწვევებს …
Continue reading “დღეს გვაქვს არჩევანი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი თაობისთვის ასე ცხადი”
„დავიცვათ ჩვენი მომავალი და კონსტიტუცია“ – ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგების პეტიცია
ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგები პეტიციას ავრცელებენ. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ პეტიციის ტექსტს. „ჩვენ, ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგები, სიღრმისეულად ვაცნობიერებთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის. ჩვენი სკოლა, რომელიც დაარსდა 1904 წელს, იყო პირველი არა მარტო ბათუმში, არამედ მთელს აჭარაში, ის ყოველთვის ეწეოდა განათლების პროგრესს და …
ბათუმში მოსწავლეები აქციას აანონსებენ – 3 დეკემბერი, 12 საათი, ევროპის მოედანი
„მოსწავლეთა ევროპული გაერთიანება“ აცხადებს, რომ 3 დეკემბერს, 12 საათზე ევროპის მოედანზე იკრიბებიან ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. ჩვენთვის მიუღებელია ის რეალობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვითარდება და ეწინააღმდეგება ქართველი ერის ნებას, სურვილსა და ნათელ მომავალს! ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ აღსრულდება ქართველი ენის ნება, არ აღდგება დემოკრატია და აღარაფერი დაემუქრება საქართველოს ევროპულ მომავალს! არ დავნებდებით, არ გავჩერდებით …
Continue reading “ბათუმში მოსწავლეები აქციას აანონსებენ – 3 დეკემბერი, 12 საათი, ევროპის მოედანი”
„მარტო დედები არა, ბებიები, ბაბუები, ყველა დადგება ბავშვების გვერდით“ – დედები საპროტესტო აქციიდან
ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე აჭარის სამთავრობო უწყებებს რობოკოპების მწკრივი იცავს. დღეს, 2 დეკემბერს, როცა საპროტესტო აქციებზე სტუდენტებთან ერთად მოსწავლეებიც გავიდნენ, დედებმა ხმა აიმაღლეს და ხელისუფლებას აფრთხილებენ, ხელი არ წაუცდეს მათ შვილებზე. „ჩვენ, მშობლები, ფხიზლად ვაკონტროლებთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და არავის მივცემთ უფლებას მათზე იძალადონ. არ დაავიწყდეს ხელისუფლებას, დღეს ყველანი ხერხეულიძეების მშობლები ვართ, …
უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა – სამართლებრივი დახმარების ქსელი პოლიციის ძალადობაზე
სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2024 წლის 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი. დაკავებულთა ნაწილი ამ დროისთვის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში. ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულებს აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი. „დაკავებულების …
საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს რუსული სპეცოპერაცია – ემიგრანტების განცხადება
უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები განცხადებას ავრცელებენ. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს. „საქართველოს არ ახსოვს უახლესი ისტორიის განმავლობაში მსგავსი კატასტროფული პოლიტიკური ვითარება. რუსეთის მხრიდან, ივანიშვილსა და პარტია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს სპეცოპერაცია ახალი, ჰიბრიდული მეთოდით, რომლის მიზანია საქართველოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტის მომავლის განადგურება და მისი იზოლაცია დემოკრატიული სამყაროსგან. საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა, ძალაუფლების …
Continue reading “საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს რუსული სპეცოპერაცია – ემიგრანტების განცხადება”
აჭარის ტელევიზიამ შეაჩერა გადაცემები პირდაპირ ეთერში – დირექტორის განმარტება
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეაჩერა ყველა გადაცემა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ლადო ტატიშვილმა დაუდასტურა. მაუწყებლის დირექტორის თქმით, გადაწყვეტილება „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“ მიიღო, რომ გააშუქონ ყველა მნიშვნელოვანი ამბავი, თუმცა იგი ვერ აზუსტებს, რატომ არ შეიძლებოდა ტოქშოუებისა და პირდაპირ ეთერში მიმდინარე გადაცემების ფონზე ყველა მნიშვნელოვანი ამბის გაშუქება და ამავე დროს, იგი ვერ …
Continue reading “აჭარის ტელევიზიამ შეაჩერა გადაცემები პირდაპირ ეთერში – დირექტორის განმარტება”
გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ ის პროტესტის ნიშნად გაიფიცა და არ მუშაობს. სალომე აბაშიძე სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტია. „საქართველო რუსეთის გუბერნია არ გახდება“, – აცხადებს სალომე აბაშიძე და თავის პროტესტს ასე ასაბუთებს: „შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს, …
Continue reading “გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი”
საზღვაო აკადემიის თანამშრომლები: ვგმობთ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციული პერსონალისა და კურსდამთავრებულების სახელით ვრცელდება განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და კურსდამთავრებულთა წარმომადგენლები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ის უშუალოდ მოახდენს …
Continue reading “საზღვაო აკადემიის თანამშრომლები: ვგმობთ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ”
ბათუმში გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილების უფროსი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი ლელა მიქალაძე გაიფიცა. მან გვითხრა, რომ დილით იმყოფებოდა სამსახურში და დახვდა ვითარება, რაც ბოლო წვეთი იყო მისთვის, ამიტომაც სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ გაფიცულია: „ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება. მე ყოველთვის მქონდა ჩემი აზრი და ვაფიქსირებდი, მაგრამ ის, რომ თითქოს არაფერი ხდება… ახალი მოადგილეების წარდგენისთვის …
Continue reading “ბათუმში გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილების უფროსი”
„ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს“ – გურამ პეტრიაშვილის მიმართვა
ვახტანგ ლომთაძე ფეისბუქზე მწერალ გურამ პეტრიაშვილის მიმართვას ავრცელებს. გურამ პეტრიაშვილი ამ მიმართვით საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „ბათუმელები“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. „ზვიადმა და მერაბმა ეროვნული მოძრაობა რომ წამოიწყეს, მეც უყოყმანოდ, მათ გვერდით დავდექი: რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია და მეც, როგორც ყველა ნორმალური ქართველი, სამშობლოს რუსული იმპერიისაგან განთავისუფლებისთვის ვიბრძოდი! ჩვენ მივაღწიეთ საუკუნოვან საწადელს – 1990 წლის …
Continue reading “„ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს“ – გურამ პეტრიაშვილის მიმართვა”
ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს დახურულ სივრცეში – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] განცხადებით, 2024 წლის 1-2 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის. „ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს ასევე დახურულ სივრცეში მყოფების წინააღმდეგ ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამაღიზიანებელი, რაც იწვევდა …
Continue reading “ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს დახურულ სივრცეში – საია”
ბსუ-ს სტუდენტები გაიფიცნენ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა
დღეს, 2 დეკემბერს, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტთა უმეტესობა ლექციებზე დასასწრებად არ მივიდა. მანამდე სტუდენტებმა გაავრცელეს განცხადება, რომ არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და პროტესტის ნიშნად არ შევლენ ლექციებზე. „სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. რაც შეეხება სწრებადობას, სტუდენტთა გამოცხადების ხარისხი დაბალია. ქართულენოვან სექტორზე სწრებადობა არის მცირე, …
Continue reading “ბსუ-ს სტუდენტები გაიფიცნენ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა”
ბათუმში აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს
დღეს, 2 დეკემბერს, ღამის პირველ საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა ჯევაიში დააკავეს. როგორც ენმ-ს წარმომადგენელმა მიშა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის დაკავებული ჯევაიში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება და მამუკა ჯევაიშის გარდა, ხომ არ არიან დაკავებულნი აქციის …
Continue reading “ბათუმში აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 743 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 790] ტანკი – 9 478 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 19 397 ერთეული [+28] საარტილერიო სისტემა – 20 953 ერთეული [+30] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 დეკემბერი”
„მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება“ – კვირიკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა. „მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – ხელისუფლება ჩაჭიდებულია იდეაფიქსს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ივსება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებით, რომელთაც ან არასწორად ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონონ მათი ნათქვამი. სიმართლე კი იმდენად …
Continue reading “„მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება“ – კვირიკაშვილი”
„ქუჩის გარდა – სასამართლო, პარლამენტი, პოლიცია, ყველაფერი ივანიშვილისაა“ – ლევან ღამბაშიძე
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ფეისბუქზე წერს, რომ ერთადერთი სივრცე, რომელიც თავისუფალი დარჩა ივანიშვილის გავლენისგან, ქუჩაა და რადგან „ოცნება“ არ უსმენს საზოგადოებას, ამიტომ ხალხის ხმა სულ უფრო ხმამაღლა ისმის. „მანიფესტაცია არის რაღაცის ჩვენება. ეს რაღაცა არის მოქალაქეთა ნება. წელს ჩვენ, რუსული კანონისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის გაპროტესტებისას, ივანიშვილის უკვე არალეგიტიმურ რეჟიმს ვაჩვენეთ ჩვენი ნება, რომ ჩვენ …
200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა შეტყობინება – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. „დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი უკვე მოინახულეს ჩვენმა ადვოკატებმა იზოლატორებში“- ამბობს აცხადებს საია. ორგანიზაციის …
Continue reading “200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა შეტყობინება – საია”
ბათუმის სასამართლომ აქციის მონაწილეებს პატიმრობა და 2000- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა – პროტესტი გრძელდება
ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს – ალბერტ არაქელოვს, ლაშა ფალავანდიშვილს, ვლადიმერ თოდაძეს და ნოდარ მამულაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ბოლქვაძემ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, სიმონ ბაჯელიძეს კი 7 დღე. ნათია ნონოიანი კი 2000 ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესი მასშტაბური პროტესტის ფონზე გრძელდება. ყველა მათგანი გადაწვეტილებას გაასაჩივრებს. დაკავებულებს ედავებიან ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის …
ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია – EPAG
აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. „აღნიშნული მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანოს აკისრია მკაფიო ვალდებულება – უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელყოფს როგორც …
Continue reading “ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია – EPAG”
„ჩვენი ახალგაზრდების ჯალათად იქეცით“ – ნაირა გელაშვილის წერილი ივანიშვილს
მწერალი ნაირა გელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ნაირა გელაშვილის წერილს. „საქართველოს ხელისუფლებას ბატონ ბიძინა ივანიშვილს აღარც კი მახსოვს უკვე მერამდენე მოწოდებით, თხოვნით თუ საპროტესტო განცხადებით მოგმართავთ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამაოდ. სულ პირველად ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი ფეხბურთელის – კახი კალაძის დანიშვნა გავაპროტესტე. რადგან თქვენმა ამ ნაბიჯმა უკვე მაშინ ერთადერთი რამ …
Continue reading “„ჩვენი ახალგაზრდების ჯალათად იქეცით“ – ნაირა გელაშვილის წერილი ივანიშვილს”
ბათუმელი ადვოკატები: ვგმობთ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება
დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, საქალაქო სასამართლოსთან ბათუმელი ადვოკატები შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. „კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით იმ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება და მისი საპოლიციო დანაყოფები, საქართველოს მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. საქართველოს მომავალი ევროპაშია, ეს ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია და ამას ვერავინ წაართმევს ქართველ ერს. ვგმობთ საქართველოს …
Continue reading “ბათუმელი ადვოკატები: ვგმობთ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება”
„ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს“ – ბსუ-ს ლექტორებისა და თანამშრომლების ნაწილის განცხადება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დააფიქსირონ პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავის მისიაში დეკლარირებული აქვს სახელმწიფოებრივი ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულება, ამიტომ ჩვენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები …
გუშინ დაკავებული 44 პირიდან 26-ს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2024 წლის 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 125 პირი მოინახულეს. „81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა. გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირი, რომელთაგან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა …
2600 მასწავლებლის პეტიცია: თუ ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ
ქართველი მასწავლებელი ავრცელებენ პეტიციას, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დუმილი დანაშაულია. „რეჟიმი ასუსტებს და საკუთარი ინტერესების გასამყარებლად იყენებს მასწავლებლებს. დღეს დუმილი დანაშაულია“- აცხადებენ მასწავლებლებია. პეტიციას ამ დროისთვის 2 600-ზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს. ხელმომწერთა სია ახლდება. „ჩვენ, საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების და არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები ვგმობთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეების …
„ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“ – Fulbright-ის სტიპენდიატები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) მონაწილეები განცხადებას ავრცელებენ. ისინი გმობენ პროტესტის მონაწილეთა მიმართ სასტიკი და არალეგიტიმური ძალის გამოყენებას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. განცხადებაში ნათქვამია: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის, „ფულბრაიტის უცხოელ სტუდენტთა პროგრამის“, მონაწილეები ვიზიარებთ საქართველოში დაწყებულ საპროტესტო ტალღას და ხაზგასმით ვგმობთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა …
დიპლომატებო, არ გაუშვათ ისტორიული შანსი – აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების მიმართვა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ქართველი ემიგრანტები ამერიკაში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს პეტიციით მიმართავენ გააკეთონ სწორი არჩევანი და იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რაც მათ ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის „დიპლომატია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც თქვენ, დიპლომატებს, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში დასახული მიზნებისა მშვიდობიანი გზით მოგვარების საშუალებას …
Continue reading “დიპლომატებო, არ გაუშვათ ისტორიული შანსი – აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების მიმართვა”
გადასახადებს აღარ გადავიხდით – „რეზიდენტ ჰილ სოპრა“
სასტუმრო „რეზიდენტ ჰილ სოპრა“ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პროტესტის ნიშნად გადასახადებს აღარ გადაიხდის. „რეზიდენტ ჰილ სოპრა, სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში და აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის, ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების საკითხზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ კურსს და გვჯერა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია არის ჩვენი ეროვნული და დემოკრატიული სტაბილურობის გარანტი.“ …
Continue reading “გადასახადებს აღარ გადავიხდით – „რეზიდენტ ჰილ სოპრა“”