კახა კალაძის ქონება უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 5 დეკემბერს, განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და „ოცნების“ კიდევ 17 პირს, მათ შორის ანტიკონსტიტუციური პარლამენტის წევრებს. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, რასაც თანამდებობის პირები თავად ავსებენ და არც თუ იშვიათად ამ დეკლარაციებში თავიანთი ქონების ჩამონათვალი სრულად არ შეაქვთ, უკრაინაში ქონება მხოლოდ თბილისის მერს, კახა კალაძეს აქვს. 2024 წლის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 748 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 580] ტანკი – 9 506 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 19 472 ერთეული [+22] საარტილერიო სისტემა – 21 023 ერთეული [+21] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

აშშ ემზადება გამოიყენოს დამატებითი სანქციები – ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების …

ამერიკის 17 ყოფილი დიპლომატი თბილისში ძალადობას გმობს – „ამერიკის ხმა“

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით [www.amerikiskhma.com]  შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტები და საქართველოს საკითხთა ამერიკელი ექსპერტები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან. მიმართვას სათაურით „ღია წერილი საქართველოზე ყოფილი ამერიკელი დიპლომატებისგან“, ხელს 17 ყოფილი დიპლომატი აწერს. „წერილი ასახავს ჩვენს შეშფოთებას და წარადგენს პოლიტიკურ ზომებს, რომელთა მიღება შეუძლია შეერთებული შტატების მთავრობას, რათა მოახდინოს რეაგირება ქართველი ხალხის უფლებებისადმი ამ გადაუდებელ …

ბათუმში ანტირუსული მოძრაობის წევრები დახმარებას ითხოვენ – არ გვაქვს ტექნიკური რესურსი

„დაეხმარეთ ბათუმის აქციას, ვანახლებთ გუშაგების ფონდს, რადგან ბათუმში არ გვაქვს ტექნიკური რესურსი [მეგაფონი, რაცია, დინამიკი]. გიზიარებთ ანგარიშებს თბს: #GE69TB7620645061100136 საქ: #GE47BG0000000525726481 მიმღები – ლინდა ცინცაძე“, – წერენ აქციის მონაწილეები. ამ წუთებში, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხალხმრავალი აქცია იმართება. რა ხდება საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – …

“გამოფხიზლდით, გამოდით გარეთ“ – საპროტესტო აქცია ბაღდათში

„ვუერთდებით საპროტესტო ტალღას ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, ვაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, იმას, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო დაშორდა თავის მიზანს – გაერთიანდეს ევროკავშირში,“ – ეს იყო დღეს, 4 დეკემბერს, ბაღდათში გამართული საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილი. აქციის ორგანიზატორი ემიგრანტი ქალი, თათია თავხელიძე იყო, რომელიც მშობლიურ ქალაქში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. თათიამ აქციის ორგანიზება ფეისბუქზე დაწერილი ერთი პოსტით …

მეტროსადგურებთან პოლიცია მოქალაქეებს უკანონოდ ართმევს აირწინაღებს, ნიღბებს, სხვა ნივთებს – საია

საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით, მეტროსადგურებთან პოლიციელები ხვდებიან მოქალაქეებს და ართმევენ აირწინაღებს, ნიღბებს და სხვა ნივთებს. როგორც მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან პოლიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს უთხრეს, ისინი „ზედაპირულ დათვალიერებას ახორციელებენ“. საია განმარტავს, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება …

ამ დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს – კაცი, რომელსაც აქციაზე სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს

აქტივისტი და უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი მათ შორისაა, ვინც დაკავების და ცემის შემდეგ იზოლატორში არ შეუყვანიათ – ის იმდენად მძიმედ იყო, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა: „აქტივისტი ვარ და ხშირად ვარ აქციებზე, მაგრამ არასოდეს დავუკავებივარ. იციან, რომ არ ვაშავებ, სხვა დროს არც კი მოსულან ჩემთან. პირველი დეკემბრის ღამეს დიდი რაოდენობით გაზი გამოიყენეს, გაიფანტა ხალხის ნაწილი. …

„თუ სახლში მოგადგნენ“ – იურისტ საბა ბრაჭველის რეკომენდაციები

იურისტი, საბა ბრაჭველმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოიქცნენ აქტივისტები, თუ მათ კარზე საგამოძიებო სამსახურიდან მიადგებიან. თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 577 070563. სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში [გაქვთ ამის უფლება]. ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან. არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის …

ზურაბიშვილის მოწოდება საქართველოს მეგობრებს

საქართველოს პრეზიდენმა, სალომე ზურაბიშვილმა, X-ზე დაწერა, რომ ჰეშთეგი პროტესტი საქართველოში (#GeorgiaProtests) უნდა შეიცვალოს ჰეშთეგით რეპრესიები საქართველოში (#RepressioninGeorgia) სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს: „რეპრესიები საქართველოში: სასწრაფო მოწოდება ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურს თავიდან ავირიდოთ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი წნეხი განხორციელდეს მმართველ პარტიაზე, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს. არ დაიგვიანოთ…“ დღეს, 4 დეკემბერს, დილიდან სამოქალაქო აქტივისტების …

საბა ბუაძე: დააკავეს „ლელოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დაკავებულები არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, „ლელოს“ წევრები. საბა ბუაძე წერს ასევე, რომ ისინი ტელეკომპანია „იმედზე“  გასული კადრების გამო დააკავეს: „იმედზე გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი.“ დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია …

„დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს

„დაფიონის“ ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ზვიადის მამამ დაუდასტურა: „მეგობრები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ქუჩაში  აიყვანეს“.  ზვიად ცეცხლაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია „დაფიონის“ ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. მანამდე კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ოფისთან დააკავეს ნიკა გვარამია, რომელიც პოლიციამ ოფისში არ შეუშვა. „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციელებს სთხოვდა, შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, …

პოლიციამ ნიკა გვარამია დააკავა

ოპოზიციური პარტიების ოფისებში დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩხრეკა დაიწყო. პოლიციამ დაახლოებით 4:48 საათზე დააკავა პარტია „ახლის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ძალადობას. „საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ხელის შეშლის შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – ეუბნებოდა პოლიცია ნიკა გვარამიას, რომელიც „დროას“ ოფისთან მივიდა ჩხრეკის დროს. „ჩემი ოფისია, მე ვარ წარმომადგენელი და უნდა შევიდე და დავესწრო საგამოძიებო …

„ყოველგვარი საბუთის გარეშე შეიჭრნენ“ – პოლიცია ოპოზიციის ოფისებს ჩხრეკს

პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებს ჩხრეკს. პოლიცია 14:15 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც შევიდა. „ბავშვები აიყვანეს მძევლად. საბუთი გვაქვსო გვეუბნებიან, სად არის საბუთი, ეს კაცია საბუთი? კეპკა რომ აქვს დაფარებული და ფორმა არ აცვია. საიდან უნდა გავიგო ვინ არის. ცდილობენ ვიღაც შეაშინონ? არავის ეშინია“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი „ფორმულას“ ეთერში. გარეთ მყოფი პოლიციელი თინა ბოკუჩავას ეუბნება, რომ ჩხრეკა …

თეთრხალათიანების აქციას ბათუმშიც შეურთდებიან

დღეს, 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, სამედიცინო დაწესებულებების წინ, საქართველოს ყველა რეგიონში, თეთრხალათიანთა აქციები ჩატარდება გზავნილებით: ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.  შეწყდეს დემონსტრანტების ჯანმრთელობის დაზიანება. ვგმობთ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას. ექიმების მოთხოვნაა ასევე „გასაჯაროვდეს რა გაზით ხდება დემონსტრანტების დაშლა“, ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს . ბათუმში აქციას უერთდებიან „საზღვაო ჰოსპიტალის“,  „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის“ [ ბაუ] ექიმები. აქციაზე …

ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება

დღეს, 4 დეკემბერს, ბათუმში რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება. ბათუმის ქუჩებში დილიდან მსვლელობა მოაწყვეს სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ქალაქის პირველ საჯარო სკოლასთან შეუერთდნენ მშობლების მარშს. მშობლების მარში კი, ბათუმში, დღის 2 საათზე დაიწყო. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მშობლები პირველი საჯარო სკოლის შენობიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მივიდნენ. პარალელურად ბათუმში ქალების აქცია …

ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს. „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებას და 2024 წლის 28 ნოემბერს ,,ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების ღიად გაცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. …

სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა

3 დეკემბერს თბილისში სპეცრაზმმა ორ შშმ პირს – დათო აბულაძესა და რომან გოგოლაძეს სასტიკად სცემა. როგორც შშმ პირთა უფლებადამცველმა დეა ერემაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, სპეცრაზმის მიერ ნაცემ რომან გოგოლაძეს საყოველთაო დაზღვევამ მკურნალობის თანხა არ აუნაზღაურა. რომან გოგოლაძე სმენისარმქონე პირია, ამიტომ კლინიკის მენეჯერმა, როგორც დეა გვეუბნება, ფურცელზე დაუწერა, რომ აჯანყებულ პირებს სადაზღვევო მკურნალობას არ უნაზღაურებს. „თქვენმა დაზღვევამ …

ქალები პოლიციის სამმართველოებთან საპროტესტო აქციას გამართავენ

დღეს, 4 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით, ქალები პოლიციის სამმართველოებთან საპროტესტო აქციას გამართავენ. „ჩვენ, საქართველოს ქალები და დედები, პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის. ჩვენ პასუხს ვთხოვთ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყვნენ, რომლებსაც პირადად ვიცნობთ, რომელთა ოჯახებსაც ისევე სჭირდებათ ევროპული მომავალი, როგორც აქციებზე მებრძოლებს. ჩვენ არაფერს ველით იმ ნიღბიანი, …

ბათუმში დღეს მშობლების მარში გაიმართება

დღეს, 4 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბათუმში მშობლების მარში გაიმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მშობლების მარში ბათუმში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მთელ ქალაქს მოიცავს. საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 747 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670] ტანკი – 9 493 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 19 450 ერთეული [+31] საარტილერიო სისტემა – 21 002 ერთეული [+26] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

2600 ლარით დააჯარიმეს გოგო, რომელმაც სპეცრაზმის კედელი გაარღვია

3 დეკემბრის საღამოს სასამართლოში გადაიყვანეს წუხელ დაკავებული ქალი, რომელმაც სპეცრაზმის კედელი გაარღვია. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ილონა დიასამიძემ დაუდასტურდა, რომელიც ამ ქალის ინტერესებს იცავდა სასამართლოში. ადვოკატის თქმით, სასამართლომ ახალგაზრდა ქალი ცნო სამართალდამრღვევად – შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმა 2600 ლარით. „თქვე ნაგავო ხალხო, მე დავიღალე, რა გინდათ?! ჩემი გეშინიათ?!“ – ამ სიტყვებით მიმართა ქალმა …

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს: „პოლიციელს მიმართა მზესუმზირის ნარჩენი ქუჩაში არ დაეყარა“

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ჩანდა, რომ აქციის მონაწილე არავითარ წინააღმდეგობას პოლიციას არ უწევდა. „სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს… დეტალებში ვერკვევი,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ირაკლი დგებუაძემ, რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია და ახლაც საპროტესტო აქციაზეა. შემთხვევის თვითმხილველი ხათუნა ბერიძე კი, ამბობს, რომ მოქალაქე პოლიციელებმა მას შემდეგ დააკავეს, როცა მან აქციაზე მყოფ …

რატომ თქვა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი – ინტერვიუ

„პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს?“ – კითხულობს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი სარჩელზე, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. დღეს, 3 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის, ასევე წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის განხილვაზე სასამართლომ უარი თქვა. ამ განჩინებას ხელს აწერს მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც. პოლიტიკურია ის, რომ ადამიანებს არჩევნები …

მივმართე მინისტრს პატაკით, რომ გამათავისუფლოს თანამდებობიდან – პოლიციელი

„30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს დან“, – წერს გიორგი გოგინაშვილი ფეისბუქში. შეგახსენებთ, რომ მეხუთე დღეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. საქართველოს …

„წუხელ სმენისარმქონე პირს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უმოწყალოდ სცემა“ – შშმ პირები

დღეს 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ბათუმში მცხოვრებმა შშმ თემის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც მთელი ხუთი დღის განმავლობაში ეწევა „ქართული ოცნება“ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის რუსიფიკაციას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. „დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, თუმცა „საჩუქარი“ გაგვიკეთა არალეგიტიმურმა რეჟიმმა და გვიან …

მასწავლებლების საპროტესტო პერფორმანსი ბათუმში

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების, ასევე სასწავლო ცენტრ Wissen-ის მასწავლებლებმა დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან საპროტესტო პერფორმანსი – „ბათუმელი მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის“ გამართეს მასწავლებლების თქმით, პერფორმანსით „კიდევ ერთხელ მკაფიო პროტესტი გამოხატეს ქვეყნის ევროპული კურსის სახიფათო ცვლილებისა და ახალგაზრდობის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის წინააღმდეგ“. პერფორმანსის მონაწილეებმა გამოფინეს პლაკატები, რომლებზეც ეწერა აფორიზმები „ვეფხისტყაოსნიდან“: „ამით კიდევ …

ყველა მათგანს თვალის ბუდე აქვს ჩამტვრეული და სახე დალეწილი, ვინც საავადმყოფოშია – ნიკა სიმონიშვილი

პოლიციამ ნაცემი და დაკავებული აქციის მონაწილეების – ყველას იზოლატორში გადაყვანა ვერ შეძლო. ზოგიერთის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ისინი ხელწერილის საფუძველზე პირდაპირ კლინიკებში გადაიყვანეს. დაზარალებულები იურისტმა, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა მოინახულა. იურისტის შეფასებით ყველა დაკავებულს სახე აქვს დალეწილი. ბატონო ნიკა, რამდენად მძიმე შემთხვევებთან გვაქვს საქმე – რა ინფორმაციის მიღება შეძელით დაზარალებულებისგან? პოლიციამ დაკავებულები იზოლატორში …

საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტების ნაწილს კარი ჩაუკეტა და აკადემიაში არ შეუშვა

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ აკადემიის სტუდენტთა ნაწილს დღეს, 3 დეკემბერს, სასწავლებლის კარი ჩაუკეტა და აკადემიის ეზოში არ შეუშვა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ, მიეცათ მათთვის იმ სასწავლებლის ეზოში შესვლის უფლება, რომელშიც სწავლობდნენ, თუმცა საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტებისთვის კარი არ გააღო. საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ერთი ნაწილი აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის …

„ოცნება“ აქციას არაფორმალური დანაყოფებით არბევს, ისინი მაროდიორობენ კიდეც“ – გახარია

დღეს, 3 დეკემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ განაცხაა, რომ „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეციალურად შექმნილი არაფორმალური დაჯგუფებების მეშვეობით არბევს. „ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან, სპეციალური, სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შს სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს. ეს არაფორმალური დაჯგუფებები დიდი ალბათობით წარმოადგენენ კერძო დაცვის კომპანიებს. ჩვენ …

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის და წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელს არ განიხილავს. სარჩელის მოთხოვნა იყო არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი ბათილად ცნობა. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება მიუღია 29 ნოემბერს. ეს განჩინება დღეს, 3 დეკემებრს გამოქვეყნდა. „არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის …

10 სპეცრაზმელი მირტყამდა. წამართვეს ქურთუკი – რას ჰყვებიან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები პოლიციის ძალადობაზე

ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი ჰყვება, რომ მას სპეცრაზმმა ჯერ სასტიკად სცემა, ტვინის გახვრეტით ემუქრებოდა, შემდგე კი გაძარცვეს – ქურთუკი და ფეხსაცმელი გახადეს და მოჰპარეს. პოლიციის მიერ დაკავებული და სასტიკად ნაცემი ანტიევროპული აქციის მონაწილეების ვიდეოინტერვიუებს „მთავარი არხი“ ავრცელებს. „მინიმუმ 10 პოლიციელი მირტყამდა, პოლიციას ვერ დავარქმევ მაგათ. ათი სპეცრაზმელი მირტყამდა ყველგან. უნდოდათ ჩემი ტელეფონი, ითხოვდნენ …

აქტივისტი დოდი ხარხელი შვილის საბავშვო ბაღთან დააკავეს, ჩხრეკენ მის ბინას

დღეს, 3 დეკემბერს, თბილისში, ჩხრეკა მიმდინარეობს ბლოგერის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში. ბინასთან ამ წუთებში [13:30] პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დოდი ხარხელის სახლთან პოლიცია იყო, თავდაპირველად მისმა ქმარმა გაავრცელა, მოკლე ხანში კი გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქტივისტი დაახლოებით ათმა პოლიციელმა შეაჩერა საბავშვო ბაღთან, მას შემდეგ, რაც მან შვილი ბაღში …

„გაფიცული ვართ, სკოლაში პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან“ – ბათუმის მე-11 სკოლა

დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12-კლასელები გაიფიცნენ. როგორც მოსწავლეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობენ, გაფიცული მოსწავლეები სკოლის ეზოში არიან და არ ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს. ისინი საპროტესტო აქციაზე წასვლას აპირებენ, რომელიც ბათუმში, ევროპის მოედანზე 12:00 საათზე არის დაგეგმილი. „აქ პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები“ – ამბობენ მოსწავლეები. საპროტესტო აქციები ქვეყნის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 745 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 780] ტანკი – 9 486 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 19 419 ერთეული [+22] საარტილერიო სისტემა – 20 976 ერთეული [+23] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …

“პროგრესის” მოსწავლეები გაიფიცნენ და სკოლის ეზოში აქციას მართავენ

ბათუმში ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სასწავლო პროცესი ჩაიშალა. უფროსკლასელების ნაწილი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად საერთოდ არ მივიდა სკოლაში, ნაწილმა კი სკოლის ეზოში მოაწყო საპროტესტო აქცია. დღეს, 12:00 საათზე, ევროპის მოედანზე დაგეგმილია ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია. სკოლის მოსწავლეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი …

Exit mobile version