მთავარი,სიახლეები

9 აპრილი საქართველოში – რუსთაველის გამზირი, ზუგდიდი, ბათუმი

09.04.2025
9 აპრილი საქართველოში – რუსთაველის გამზირი, ზუგდიდი, ბათუმი

9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა ხეებზე ლექსები გააკრეს. ასეთივე აქტით მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას მოქალაქეებმა და პოეტებმა 1989 წელს, როცა სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი ლექსები, გააკრეს ჭადრის ხეებზე.

ამჯერად რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა გააკრეს ლექსები ძველი და ახალი თაობის პოეტების სიტყვებით, ასევე ქუჩაში გაჟღერებული ლოზუნგებით. „ეს აქტი ნიშნავს, რომ მოქალაქეებს გვახსოვს და არ გვინდა განმეორდეს “, – ამბობენ ისინი.

8 აპრილს, თბილისში 9 აპრილის მემორიალთან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა ღამე გაათენეს და კვლავ ადგილზე რჩებიან. დილიდან იქ სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა მას შემდეგ, რაც იქ მივიდნენ ირაკლი კობახიძის სიძე, აფხაზეთის მთავრობის მინისტრი დავით ფაცაცია და გლდანის მაჟორიტარი კოსტა ზარნაძე. მათ გამოჩენამდე მემორიალთან “ოცნების” მხარდამჭერებიც მივიდნენ.

სოლიდარობის ნიშნად 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს მოქალაქეებმა ზუგდიდშიც. რამდენიმე საათის წინ მათ საპოლიციო ძალები დაუპირისპირდნენ და ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია. სწორედ ამ დროს მემორიალთან მივიდნენ ადგილობრივი ჩინოვნიკები. ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სავარაუდოდ ტვინის შერყევით გადაყვანილია ჰოსპიტალში.

დღეს, 9 აპრილის მემორიალთან დილის 8 საათიდან  შეიკრიბნენ პროევროპული აქციების მონაწილეებიც. „არ ვაპირებთ, ფარისევლებს და რუსული მთავრობის წარმომადგენლებს დავუთმოთ ეს ისტორიული დღე“ – აცხადებენ აქტივისტები. დღეს აქ „ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები არ გამოჩენილან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: