უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 929 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420]
- ტანკი – 10 579 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 22 033 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 25 982 ერთეული [+70]
- MLRS – 1 359 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 127 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 078 ერთეული [+105]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 43 514 ერთეული [+169]
- სპეცტექნიკა – 3 796 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 660 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 50 612 უპილოტო საფრენი აპარატი
- 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 22 739 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 23 395 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 33 827 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთში გიორგი გოგლიძეს, “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” გამო 9 წელი მიუსაჯეს
რუსეთმა ფაქტობრივად დაიწყო შეტევა სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე – სირსკი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში არსებული ვითარების გამო, კერძოდ, უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შესახებ:
„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა






