მთავარი,სიახლეები

150 000 დოლარის გამოძალვის ბრალდებით აჭარაში 3 პირი დააკავეს – შსს

10.04.2025
150 000 დოლარის გამოძალვის ბრალდებით აჭარაში 3 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1995 წელს დაბადებული ნ.ც., 1993 წელს დაბადებული ლ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.

გ.ლ. – ს და ნ.ც. – ს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და იძულება. ხოლო ლ.ა. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული.

შსს-ს გამოძიების ვერსიით, გ.ლ. – მ ბრალდებულის სახით დაკავებული პირების დახმარებით, ფინანსური დავის საფუძველზე, ნაცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150 000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახა.

„განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულები აღნიშნულ პირს სხვადასხვა დროს, თბილისსა და ბათუმში ძალადობით და ძალადობის გამოყენებით, თანხის გადაცემას აიძულებდნენ.

ამასთან ბრალდებულები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგონას, ფულის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც დაემუქრნენ.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ლ., ნ.ც. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს“ – იუწყება შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე და 150-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: