უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 926 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290]
- ტანკი – 10 572 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 22 011 ერთეული [+14]
- საარტილერიო სისტემა – 25 860 ერთეული [+43]
- MLRS – 1 359 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 126 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 917 ერთეული [+43]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 43 227 ერთეული [+107]
- სპეცტექნიკა – 3 792 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 660 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 50 279 უპილოტო საფრენი აპარატი
- 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 22 721 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 23 353 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 33 790 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად ოფიციალურად დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ყოფნა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში: ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ბელგოროდში ყოფნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში არსებული ვითარების გამო, კერძოდ, უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შესახებ:
ზელენსკი: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს
„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა






