არ გვაწვდიან ინფორმაციას თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე – საიას განცხადება

„თემურ ქათამაძე უკვე 26 დღეა შიმშილობს. მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან“ – განაცხადა დღეს, 11 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა. …

დგებუაძეზე გაკეთებული სტენსილის გამო პოლიცია აქტივისტის დაჯარიმებას ითხოვს

სამოქალაქო აქტივისტს თამარ კურატიშვილს, ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე გაკეთებული სტენსილის გამო ედავებიან. თამარ კურატიშვილმა ამის შესახებ შეტყობინება დღეს, 11 თებერვალს მიიღო. ბათუმის პოლიციის დეპარტამენტმა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის 2025 წლის 24 იანვარს გაუგზავნა წერილი, სადაც დეპარტამენტი მერიას სწერს, რომ ეგზავნებათ საქმის მასალები და ითხოვენ, ბათუმის მერიამ თამარ კურატიშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება …

სტუდენტ, პიანისტ ანრი კაკაბაძის საქმეზე დღეს ბათუმში სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ანრი კაკაბაძის საქმის“ არსებითი განხილვა იწყება. ანრი კაკაბაძის გათავისუფლების მოთხოვნით ამ დრომდე პროტესტის ნიშნად სტუდენტების ნაწილი ღამეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში ათევს. სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. საუბარია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში 2024 წლის 3 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – მას შემდეგ, რაც პროევროპულო კურსის დასაცავად სტუდენტებმა ევროპული …

თურქეთში 38 ადამიანი დაიღუპა ფალსიფიცირებული ალკოჰოლით – მედია

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, გამოძიების ფარგლებში ბრალი 32 პირს აქვს წარდგენილი, მათგან 13 დაკავებულია და გამოძიება გრძელდება. ამავე დროს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით მოწამლული ადამიანები კლინიკებში მკურნალობენ. მედიის ცნობით, ფალსიფიცირებულ ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევები ასევე გაიზარდა სტამბოლში, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 71 …

„ქალის სახე გაქვს დაკარგული“ – უსახო კაცები ქალების პირისპირ

„100-ლარიანებო“ „ნაბო*რებო“ „დედას მოგი***ავ“ „შენი დედა შე*…“ „გადაიღე ყ** არ მომაჭამო“ „პასპორტი გადამიღე, მოდი, გაჩვენებ როგორ უნდა გადამიღო“ ეს არის მცირე ჩამონათვალი გინების იმ ნიაღვრიდან, რაც თბილისში, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისმოდა 2 თებერვალს ქალების მისამართით. ამ დღეს შავნიღბიანმა სპეცრაზმელებმა განსაკუთრებული სიტყვიერი აგრესია გამოიჩინეს ქალების მიმართ. ეს იყო გინება, ლანძღვა, შეურაცხმყოფელი ფრაზები.  „ქალის სახე …

26 დღეა თემურ ქათამაძე იზოლატორში შიმშილობს

26 დღეა თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შიმშილობს. თემურ ქათამაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. როგორც საიას ადვოკატი მარიამ გაბროშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, ბათუმის მედროშეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ინფორმირებულია და შესაძლოს ის დღეს კლინიკაში გადაიყვანონ. „გუშინ, 10 თებერვალს, სახალხო დამცველს მიაწოდეს ბატონი თემურის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. მისი …

„დილით სეირნობისას თავს 3 ნიღბიანი დამესხა და ფიზიკურად გამისწორდნენ“ – მოქალაქე

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დღეს, 11 თებერვალს, ქუჩაში სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მან თავდასხმის შესახებ ვიდეო დილით, 10:00 საათზე გაავრცელა. გაბიტაშვილი ამბობს, რომ თბილისში სახლთან იმ დროს დახვდნენ, როცა ძაღლს ასეირნებდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები აღენიშნება შუბლზე. „სამი კაცი მომვარდა ნიღბებით, დამესხნენ თავს, ქურთუკი შემომახიეს. ვერავის ვერ შეაშინებთ, დროა ახალი არჩევნები …

შეიქმნა პეტიცია მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მედიამენეჯერისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.  „ორ ათწლეულზე მეტი მზია ამაღლობელი იბრძოდა პრესის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ახლა ის წინასწარ პატიმრობაშია და სიცოცხლეს რისკავს ღირებულებებისთვის, რომელსაც ყოველთვის იცავდა. ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა – ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს …

„რეჟიმს ეშინია ქალების“ – „ბათუმელების“ ოფისთან ქალები სოლიდარობის აქციას გამართავენ

ხვალ, 11 თებერვალს 18:00 საათზე, „ბათუმელების“ ოფისთან ქალები სოლიდარობის აქციას გამართავენ. მოქალაქეების განცხადებით, ბათუმელი ქალები ერთიანდებიან მზია ამაღლობელისთვის, რომელიც რეჟიმის პატიმარია და 30-ე დღეა, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად შიმშილობს. „ავტორიტარულ რეჟიმს ეშინია ქალების, რომლებიც იბრძვიან, ხმამაღლა საუბრობენ და ერთმანეთის გაძლიერებით ქმნიან ცვლილებებს. ამიტომ, ბათუმელი ქალები ვერთიანდებით მზიასთვის! გელოდებით ხვალ. ხმაურისთვის თან იქონიეთ ქვაბების თავსახურები, დოლები, ნებისმიერი …

ქვაფენილის აყრა დაწყებულია, რუსთაველი გადაკეტილია – ბათუმის ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში დღეს, 10 თებერვალს, რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაიკეტა და ქვაფენილის აყრაც დაიწყო. ინფორმაცია ქუჩის გადაკეტვაზე მერიამ ერთი დღით ადრე, 9 თებერვალს დააანონსა. ქვაფენილს მთლიანად აყრიან და ასფალტს დააგებენ რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც, რაშიც ჯამში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან. რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. …

„მქონდა განწყობა, რომ დამაპატიმრებდნენ, დამაჯარიმეს 5 ათასი ლარით“ – პედაგოგი ლადო აფხაზავა

„წინასწარი განწყობა მქონდა, რომ დაგვაპატიმრებდნენ და 15 დღით მაინც ჩაგვსვამდნენ, რადგან [ეს მუხლი, რაც გვქონდა წაყენებული] არ ითვალისწინებდა ჯარიმას, მაგრამ გაგვასამართლეს ახალი მიღებული წესით. 5-5 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს. უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ქართველები, ვინც ახლა ვაპროტესტებთ, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამას ვერ იგებს დღევანდელი სასამართლო, რადგან თავად სასამართლო არ არის სამართლიანი და თავისუფალი. …

რა გადაწყვიტა მოსამართლემ “ნინო ქათამაძის, ცირამუას, მთივლიშვილის და სხვების საქმეზე”

დღეს, 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია 9 ადამიანი – მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვისთვის და კიდევ ბანერის გაშლისთვის: „თავისუფლება მზიას“. მოსამართლემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. ხმაურიანი პროცესი რომ იქნებოდა, ეს სხდომის დაწყებამდე ეტყობოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ფოიეს. „უსამართლო სასამართლო – ხალხის ძალის გეშინოდეთ“, „ცეცხლი …

5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს 9 პირი, რომლებმაც მოსამართლე ოქროპირაშვილის სახლთან აქცია გამართეს

მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე – მოსამართლე ციცინო მოსიძემ სამართალდამრღვევად ცნო და  5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. მოქალაქეებმა 2025 წლის 24 იანვარს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია გამართეს. მოსამართლემ შიმშილობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია …

209 ათასი ლარი დაიხარჯა ღონისძიებისთვის, რომელსაც კობახიძე დაესწრო ბათუმში

„ოცნების“ მთავრობის განცხადებით ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. „მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ კი 8 თებერვალს გამართეს, რომელსაც ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. ამ ღონისძიებაში აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დახარჯეს. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ აჭარაში დაგეგმილი არ ჰქონდათ, ამიტომ …

ბათუმში პოლიციის განყოფილების წინ კაცი დაჭრეს – შსს-ს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი

9 თებერვალს, ღამით, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს კაცი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა, დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში. შს სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის, 19 – 108-ე და 236-ე მუხლებით – განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო …

„ხვალ სასამართლო პროცესი გვაქვს, შეიძლება დაგვაპატიმრონ“ – ლადო აფხაზავა

მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ დღეს, 9 თებერვალს, ოზურგეთში გამართულ ახალი თეატრის მანიფესტზე განაცხადა, რომ ის და კიდევ 8 ადამიანი: ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, სამოქალაქო აქტივისტები, ხვალ, 10 თებერვალს ქუთაისის სასამართლოში არიან დაბარებული: „მე ვარ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სოფელ ჩიბათიდან და ხვალ ქუთაისში მაქვს ჩანიშნული სასამართლო. 25 წელია მასწავლებელი ვარ და ამ 25 წლის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობ, ყველაზე მაგარი …

ორმხრივი გახდება ჭავჭავაძის, ნინოშვილის და გრიბოედოვის ქუჩები ბათუმში – ჩაიკეტება რუსთაველი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ამავე პერიოდში კი, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რუსთაველის ქუჩის ჩაკეტვა [გრიბოედოვისა და თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში] ორშაბათიდან, 10 თებერვლიდან იგეგმება. შესაბამისად, სავარაუდოდ, ასევე …

2 თებერვლის აქციის დროს პოლიციელებისთვის შსს-მ 56 925 ლარის საკვები იყიდა

თბილისში 2 თებერვალს გამართული პროევროპული საპროტესტო აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უტენდეროდ, გამარტივებული წესით, 56 925 ლარის საკვები შეისყიდა – „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შსს-ს მოსამსახურეებისთვის“. 2 თებერვალს, დღისით და გვიან ღამით, პოლიციამ თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავა. მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აგინებენ და სცემენ პოლიციელები, განსაკუთრებულ დავალებათა …

„ერთის მხრივ გვყავს პოლიციის მიერ ნაცემი ადამიანები, მეორეს მხრივ არსებობს მზია ამაღლობელის საქმე”

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე, რეიჩელ დენბერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს „ბათუმელებისა და ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ის 28 დღეა უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, შიმშილობს. „ამერიკის ხმამ“ რეიჩელ დენბერის ჰკითხა, რისი თქმა შეეძლო იმ ფონზე, როცა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს, „ქართული …

„მაცნობეს, რომ სამსახურიდან გამიშვეს“ – რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერი

ნინო ელიაური ფეისბუქზე წერს, რომ გაათავისუფლეს რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციიდან. მას ხელშეკრულება არ გაუგრძელეს. „გუშინ მაცნობეს, რომ გუშინწინ სამსახურიდან გამიშვეს… ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იუსტიციის სახლთან ჩემი გამოსამშვიდობებელი ტექსტი იქნებოდა ასეთი! ვინც მიცნობს ყველამ იცის რას ნიშნავს ჩემთვის იუსტიციის სახლი! ბედნიერი ვარ რომ ამ ორგანიზაციას მისი დაბადებიდან უკავშირდება ჩემი სახელი და გვარი! ახლა მთავარი… საჯარო …

ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმის იუსტიციის სახლი მენეჯერი ერეკლე თურმანიძე ფეისბუქზე წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ წერილზე ხელმოწერის გამო, რომელიც იუსტიციის სახლი თანამშრომლებმა გაავრცელეს 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს: „განაჩენი“ გამოტანილია. გუშინ, სამუშაო საათების შემდეგ, მეცნობა, რომ გუშინწინ ჩემი ბოლო სამუშაო დღე ყოფილა. ძალიან ბევრია სათქმელი. ძალიან ბევრი …

სოფელ შარაბიძეებში 10 თებერვალს გაზის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ორშაბათს, 10 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებს გაზის მიწოდება შეუწყდება. გაზმომარაგება შეწყდება 10 თებერვლის  10:00 საათიდან იმავე დღის 16:00 საათამდე. გაზი გაეთიშება სოფელში მცხოვრებ 690 აბონენტს. კომპანიის ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ სახლებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

მზია ამაღლობელის მშობლიურ სოფელში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

დღეს, 8 თებერვალს, ბათუმის წინააღმდეგობის მოძრაობა, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები შუახევში, სოფელ ჭვანაში ჩავიდნენ მოსახლეობასთან შესახვედრად. სწორედ შუახევიდან, სოფელ ჭვანადანაა მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მედიამენეჯერი და ჟურნალისტი, რომელიც უკვე 28-ე დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად. ბათუმის წინააღმდეგობის  მოძრაობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გაშლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ. პირველი ადგილი, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები …

ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში გაიმართება

ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით: სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილია: 2025 წლის 20 მარტი, 15:00 საათი, ქალაქ ბათუმის მერიის შენობა [მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა 25] „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს …

კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრისთვის მზაობა გადათქვა

ირაკლი კობახიძემ გადათქვა მზაობა, რომ მზია ამაღლობელის შესახებ სასაუბროდ ყველას შეხვდებოდა. „რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა. თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, იქნებოდა …

“საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პარტიული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პირველი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას ეხმიანება და  მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საჯარო სამსახურში პოლიტიკური კონტროლის გამყარებას ისახავს მიზნად. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ბიუროს გაუქმების გადაწყვეტილება საჯარო სამსახურის სისტემაში პარტიული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება და აგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიისა და განსხვავებული აზრის დევნის პროცესს. …

რა ხდება უკრაინაში დაანონსებული მოლაპარაკებების წინ – ინტერვიუ გენერალთან

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უახლოეს პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ომის ახალი ეტაპის დაწყებას ელოდება. სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლა უკვე ბევრი პირობა აქვს გაძლიერებისთვის, რუსეთმა კი, ომის დაწყებიდან 3 წლისთავზეც კი, ვერაფერი მოიგო: „საქმე იქამდეც მიდის, რომ რუსები თავიანთ ჯავშანტექნიკას ვეღარ იყენებენ ბრძოლის ველზე. ისინი იყენებენ ჯავშანტექნიკას მხოლოდ დახურული პოზიციებიდან საცეცხლე მხარდაჭერისთვის, …

„მზად ვარ შეგხვდეთ მზიას საკითხზე“ – ეთერ თურაძე ირაკლი კობახიძეს

„მინდა მივმართო ამ შენობაში მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შეგხვდეთ. თქვენ თქვით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერ ადამიანს მზიას საკითხზე. მე ვარ მზად შეგხვდეთ თქვენ მზიას საკითხზე, თუ იქნებით თანახმა,“ – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე დღეს, 7 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე მივიდა და ირაკლი კობახიძეს …

თემურ ქათამაძე პატიმრობაში დატოვეს – პროტესტის ნიშნად მან დღეს სასამართლო დატოვა

ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], რომელიც 22 დღეა შიმშილობს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ოთარ სიჭინავამ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა, არ მიიღო მოშიმშილე პატიმრის არცერთი მტკიცებულება და არ დაკითხა მოწმეები. თემურ ქათამაძემ, რომელიც 22 დღიანი შიმშილობის შემდეგ თავს სუსტად გრძნობდა, სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და მისი პატიმრობაში დატოვების …

„მზია ამაღლობელი წევს. მისი ამოცანაა პროცესამდე გაძლოს“ – ადვოკატი

ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელი კვლავ ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას და აგრძელებს შიმშილობას. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მისმა ადვოკატმა დღეს, 7 თებერვალს, კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. „მზია წევს, უტარდება იმ ტიპის გადასხმები, რომ სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას. ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე თავად იყოს. პროცესი დანიშნულია …

უსახლკაროებს ბათუმის მერიაში ისევ არავინ ხვდება

მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმის მერიაში ისევ არავინ ხვდება. ეს მოქალაქეები 4 თვის წინ თევზის ბაზრობის მიმდებარედ მიტოვებულ შენობაში შევიდნენ.  მოქალაქეების თქმით, ამ დრომდე სამზარეულო და ტუალეტი არ ჰქონდათ, მათი ხარჯებით მოაწყვეს, მაგრამ ახალი შენობა მათ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაუშალა. მოქალაქეები ითხოვენ, ინსპექციამ მათ სველი წერტილების სამშენებლო მასალები დაუბრუნოს და მისცენ სამზარეულოს და …

ახლა არის დრო, როცა ვამაყობ, რომ ფორმა აღარ მაცვია და სწორ მხარეს ვდგავარ – ყოფილი პოლიციელი

„მრცხვენოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი სამსახურის დატოვებას, რაც მეტხანს მუშაობ, უფრო და უფრო რთულია, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როცა ყველაფერი სცდება ადამიანობას და მორალს და რაც მთვარია ირღევა ყველა ის კანონი, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი, მანდ უკვე ბევრი ფიქრი აღარ არის საჭირო, რომელ მხარეს უნდა იდგეს ადამიანი“-წერს ნინი გოგინაშვილი, ყოფილი პოლიციელი, რომელმაც სამსახური ქვეყანაში არსებული უსამართლოს …

თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯამებს

თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ლოკალურ და საერთაშორისო კონფერენციებს დაესწრო, საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდა და ლიდერშიპის პროგრამაში ჩაერთო თიბისის 400-მდე მენეჯერი; ტრენინგებით კვალიფიკაცია აიმაღლა 2100-ზე მეტმა თიბისელმა; თიბისი აკადემიაში შიდა სასწავლო კურსები გაიარა 1270-მდე თიბისელმა; თიბისელების მენტალური …

„ეს იყო ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე“ – ნენსი ვოლანდი ჩხრეკის დეტალებზე წერს

სამოქალაქო აქტივისტი, ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, ნენსი ვოლანდი [ქრისტინა ბოტკოველი] იხსენებს მისი პირადი და სახლის ჩხრეკის დეტალებს. მან ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა 6 თებერვალს. „ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს ამ თემაზე, მაგრამ ამ პოსტს დავწერ და მერე ვაპირებ, რომ ცოტა ხანი მოვწყდე პროცესებს და დავისვენო. ეს იმისთვის, რომ გონზე მოვიდე ისევ. არავითარ შემთხვევაში არ …

„მივდივარ პოლიტიკიდან. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ“ – თამარ კორძაია

პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის. „მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ – მივდივარ პოლიტიკიდან. 2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია …

„გთხოვთ, იცოცხლეთ საქართველოსთვის“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელს

დღეს, 6 თებერვალს, სტუდენტურმა მოძრაობა „დაფიონმა“ გაავრცელა დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელისადმი, რომელშიც სტუდენტი მზიას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს: „მოგესალმებით, ქალბატონო მზია. გამძლეობას, მხნეობას და თავისუფლებას გისურვებთ პირველ რიგში! მე მესმის თქვენი ბრძოლის და თავგანწირვის, მესმის და ვაფასებ! თუმცა არ ესმით ქოცებს. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, არც იდეისთვის თუ სამშობლოსთვის თავგანწირვას. ქალბატონო …

Exit mobile version