უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 983 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
- ტანკი – 10 864 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 22 644 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 28 355 ერთეული [+18]
- MLRS – 1 397 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 171 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 37 918 ერთეული [+65]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 265 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 49 959 ერთეული [+52]
- სპეცტექნიკა – 3 902 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 59 856 უპილოტო საფრენი აპარატი
- 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 607 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 565 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 25 314 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 36 044 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
“შეგიძლიათ გააკეთო კარგი საქმეები, თუ პუტინს შეეშვებით” – ლანდსბერგისი ეხმაურება ტრამპის განცხადებას
ტრამპი: პუტინი სრულიად შეიშალა






