ბათუმში აქციების მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ ზებრაზე გადასვლისთვის

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილეებს გზის გადაკეტვას ედავებიან და 17 თებერვალს სასამართლოში იბარებენ. აქციების ერთ-ერთი მონაწილის, ლინდა ცინცაძის თქმით, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ედავებიან ადმინისტრაციული წესით გზის გადაკეტვის გამო, 31 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. სინამდვილეში აქციის მონაწილეები ზებრაზე გადაადგილდებოდნენ. „მხოლოდ ორჯერ გადავედი ზებრაზე და ამის გამო მიბარებენ“ – ამბობს ლინდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის …

„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

„მოგესალმებით გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების პირველი E კორპუსის 101-ე საკნიდან. აქ მყოფი უკანონო პატიმრები აქტიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გვსურს განზე გადგომა“, – ეს სარედაქციო სვეტია გაზეთის, რომელიც 19 წლის უკანონო პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხეში გამოუშვა. „საკანი 101“ – ასე ჰქვია გაზეთს და მისი პირველი ნომერი 2025 წლის 10 იანვარს გამოვიდა. ძველ ბათუმში, …

ბაკურიანში კოტეჯიდან რუსული დროშა ჩამოხსნეს – „რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“

ბაკურიანში, სადაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კოტეჯზე რუსეთის დროშა გადმოფინეს. ვიდეოკადრები დღეს, 14 თებერვალს მოქალაქემ გადაიღო ბაკურიანში და ფეისბუქით გაავრცელა. მოქალაქეების თქმით, აღნიშნული კომპლექსი სასტუმრო crystal hotel and spa-ს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სასტუმროს ადმინისტრაციას და ჰკითხა, თუ რატომ არის გადმოფენილი რუსული დროშა და რა ზომები მიიღეს იმისთვის, რომ ოკუპანტი …

„მზია ყოველ ჯერზე გვთხოვს, წინა პლანზე არ იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – ადვოკატი

„იქიდან გამომდინარე, რომ 34 დღეა შიმშილობს, ქალბატონი მზია არის დასუსტებული, არის შენელებული, თუმცა ახლაც, როგორც წინა შემთხვევებში, ყოველ ჯერზე გვთხოვს, რომ არ ვისაუბროთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და წინა პლანზე არ იყოს წამოწეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას ამ თავისი შიმშილობის გამო არ სჭირდება არანაირი ბენეფიტები და ვინმეს მხრიდან შებრალება,“ – თქვა მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯუბა …

„ევროპას შეუძლია სათადარიგო სკამიდან უმაღლესი ლიგის თამაშში შემოვიდეს“ – ინტერვიუ გენერალთან

ტრამპის პუტინთან და ზელენსკისთან საუბრის შემდეგ არსებითად ჯერ უკრაინის ფრონტზე არაფერი იცვლებაო – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, აშშ-ს მთავარი ფოკუსი ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი ხდება, ევროპამ კი, ევროპას უნდა მიხედოს. „ევროპას შესწევს ძალა – რესურსები და ტექნოლოგიური მხარე – რუსეთს მოუგოს შეიარაღებაში ბრძოლა. რუსეთი აღარ არის საბჭოთა კავშირი, ის საკმაოდ დასუსტებული …

რატომ არის უსაფუძვლო პროკურატურის და სასამართლოს არგუმენტები ამაღლობელის პატიმრობაზე

მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის პატიმრობის გაუქმების შესახებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არის მზია ამაღლობელის პატიმრობა უსაფუძვლო. იურისტი ყურადღებას ამახვილებს ორ გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, სასამართლომ კი დააკმაყოფილა. ნონა ქურდოვანიძე ორივე არგუმენტის კონტრარგუმენტს ასახელებს. „მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული …

მარიამ სიჭინავა ისევ დააჯარიმეს, ამჯერად ზვიგენის ფორმის ქუდის გამო

ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა, დღეს, 14 თებერვალს მორიგი დაჯარიმების ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ერთ საათში ორჯერ დააჯარიმეს. „გუშინდელია კი, ზვიანგის თემაა“-ეუბნება მას პოლიციელი, რომელმაც საჯარიმო ოქმი მარიამს მანქანაში გადასცა. ამჯერად მარიამი ზვიგენის ფორმის ქუდის [ბალაკლავის] ტარებისთვის დააჯარიმეს 5 ათასი ლარით. ხელის მოწერის ნაცვლად მარიამ სიჭინავამ ოქმზე დააწერა: „ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს“, „სილა დგებუაძეს“. მარიამ სიჭინავა …

„მოვითხოვთ სტიკერების დაუყოვნებლივ შეცვლას და ბოდიშს“- დისკრიმინაციული სტიკერი ბათუმის ავტობუსში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე გაკრულია სტიკერები, სადაც გამოყენებულია დისკრიმინაციული ტერმინი „ინვალიდი“. „შშმ პირებისადმი უპატივცემულობა კიდევ ერთხელ გვაჩვენა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ – ასე გამოეხმაურნენ აღნიშნულ ფაქტს ბათუმში მცხოვრები შშმ პირები. თათო მახარაძე ეტლით მოსარგებლე პირია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დისკრიმინაციული სტიკერები გაკრულია N16 ავტობუსში, რომელიც მოქალაქე ნანუკა დიასამიძემ გადაიღო და გაავრცელა. თათო მახარაძემ დღეს, …

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

დღეს, 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებაზე დაუშვებლად ცნო. ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებინა, მათ შორის, იყო ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რაც გაყალბებულია. პროკურორებმა – ვლადიმერ თურმანიძემ და თორნიკე გოგეშვილმა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს სწორედ გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის საფუძველზე მოითხოვეს მზია …

თბილისში, ოზურგეთსა და ურეკში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულნი არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ე.ბ. მეტსახელად „ედო“. ასევე, შსს აცხადებს, რომ …

„ბათუმში მერია რომ ქალაქის იერსახის დამახინჯებას დაგაბრალებს“ – რას წერენ საჯარიმო ოქმებში

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს – მათ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება. მოქალაქეებს ამის შესახებ დღეს, 13 თებერვალს შეატყობინეს. მათ შორის ერთ-ერთია ბათუმელი სტუდენტი, მათე ცენტერაძე. მისი თქმით, უკვე მიიღო უწყება, სადაც ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ თქვენს მიმართ ა[ა]იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 2025 წლის 31 იანვარს …

პაატა ბურჭულაძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს – „ასე მომილოცეს მავნებლებმა“

დღეს, 13 თებერვალს, ოპერის ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის თაობაზე მას პოლიციელებმა აცნობეს, რომლებმაც პაატა ბურჭულაძეს სახლში მიაკითხეს. „გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით! პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული …

„სახლში მომიტანეს და ჩამაბარეს მეორე ჯარიმა“ – ნინო ქათამაძე

მუსიკოსი, მომღერალი ნინო ქათამაძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 13 თებერვალს, კიდევ ერთი დაჯარიმების შესახებ აცნობეს. „დღეს საღამოს სახლში მომიტანეს და ჩამაბარეს მე-2-ე ჯარიმა. გუშინდელ პროტესტზე დაარღვიე კანონიო. პირველი ჯარიმა 10 თებერვალს დამიწერეს. 2 დღეში 2 ჯარიმა. თხოვნა მაქვს, საღამოს 22.48 სთ და 23.50-მდე თუ რამე ლაივები ან ფოტოები გაქვს, გთხოვთ, გამიზიაროთ. ბრძოლა ბოლომდე! #თავისუფლებამზიაამაღლობელს #თავისუფლებაივანიშვილისრეჟიმისპატიმრებს …

4 პოლიციელი ზუსტად ერთნაირად აღწერს, როგორ გაუწითლდა დგებუაძეს ლოყა და ყური

ოთხი პოლიციელი – ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილი – სიტყვა-სიტყვით, ერთნაირად აღწერს, როგორ გააწნა სილა მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროსს და როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს. ისინი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა, გურამ დიასამიძემ 23 იანვარს გამოჰკითხა. თითოეული მათგანის გამოკითხვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე …

ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე სახანძროს შენობას ბზარები გაუჩნდა – რას ამბობენ სააგენტოში

ბათუმში, 26 მაისისა და სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩების კუთხეში არსებულ შენობას, სადაც სახანძრო სამსახურია განთავსებული, ბზარები აქვს. შენობის ფასადზე ბზარი შენობის სახურავიდან იწყება და შენობის პირველ სართულამდე აღწევს, შენობის თაღში კი რკინის კონსტრუქციებია მოწყობილი შენობის გასამაგრებლად. XIX საუკუნის ბოლოს აგებულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახანძროს გვერდით, მაღლივი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა საძირკველიც ძეგლი სტატუსის …

15 თებერვალს სარფსა და ბათუმში საპროტესტო აქცია და მარში გაიმართება

15 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება საპროტესტო მარში – „ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!“. „დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსული სცენარით ახორციელებს რეპრესიებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამკაცრებს კანონმდებლობას და ცდილობს, ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ მოაქციოს! თუ არ გავაპროტესტებთ, საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის ანალოგიურ დიქტატურად, სადაც: დაპატიმრებები და რეპრესიები გახდება ყოველდღიურობა! სიტყვის …

„17 კილოგრამი აქვს დაკლებული“ – რას ამბობს ადვოკატი თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე

ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], რომელიც საიმიგრაციო იზოლატორში 28-ე დღეა შიმშილობს, პროტესტის ნიშნად სამედიცინო გამოკვლევებზე უარს ამბობს. ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძეს შიმშილობის გამო 17 კილოგრამი აქვს დაკლებული. „ისევ აგრძელებს ბატონი თემური  შიმშილობას და გამოკვლევების ჩატარების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს, მისი პროტესტიდან გამომდინარე. თანაც, მისი საქმე გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება.  იცით, …

რა სიყალბე დასტურდება ვიდეო ჩანაწერით, სადაც ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის – მზია ამაღლობელის საქმე

ერთ-ერთი ახალი გარემოება, რომლის გამოც ადვოკატები სასამართლოს შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ, პოლიციის მიერ მომზადებული დაკავების ოქმის სიყალბეა. პოლიციის ხელმძღვანელი პირების მიერ ჩადენილ სიყალბეს „ბათუმელების“ ვიდეო ჩანაწერი ადასტურებს. საუბარია 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე: აქციის მონაწილეებს პოლიციელები აკავებენ სტიკერების „იფიცება საქართველოს“ გაკვრისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე …

აჭარის მთავრობა კულტურის სამინისტროს ქმნის – ოთხის ნაცვლად ხუთი სამინისტრო აჭარაში

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და ახალი, კულტურის სამინისტრო დაემატება. ინფორმაცია აჭარის მთავრობის აპარატში დაგვიდასტურეს. აქ მიიჩნევენ, რომ „ახალი სამინისტროს ფორმატში შესაძლებელი იქნება დარგობრივი პოლიტიკის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება.“ – ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარაში ოთხის ნაცვლად ხუთი სამინისტრო და მინისტრის მოადგილის ხუთი ახალი თანამდებობა იქნება ვაკანტური. სამინისტროს დაჭირდება შესაბამისი დეპარტამენტები, სამსახურები და …

„ციხეში რომ შევხვდით, მითხრა, რომ იყო ამაყი“ – რას ჰყვებიან თემურ ქათამაძეზე მეგობრები

ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 27-ე დღეა რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს ციხეში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც მის ინტერესებს იცავს სასამართლოში, ბოლო განცხადება მედროშის შესახებ გუშინ, 11 თებერვალს გაავრცელა. „მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან“ – წერს საია. შეძახილი – „თავისუფლება მედროშეს!” ყოველ დღე …

მანთაშევზე მოძრაობა გადაიკეტა – შეიცვალა ავტობუსების მარშრუტები

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „შავშეთის ქუჩაზე [ე.წ. მანთაშევის] სარკინიგზო გადასასვლელის სარემონტო სამუშაოების გამო“, ცვლილებები შევიდა შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: N1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: შ. ხიმშიაშვილის – გრიბოედოვის – გორგილაძის – ბარათაშვილის – ჭავჭავაძის – ბაქოს – ნონეშვილის – მაიაკოვსკის – სევერიან აჭარელის – წერეთლის – თავდადებულის ქუჩებზე. N 1ა სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: თავდადებულის – წერეთლის – სევერიან …

რა ელის ტურიზმს პოლიტიკური კრიზისის ფონზე? – ინტერვიუ

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა 6 თებერვალს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან შეხვედრისას მკაცრად გააკრიტიკეს „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა და მოითხოვეს დასაბუთებული ახსნა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა ტურიზმის ორიენტირი აზიისკენ, როცა 25 წელია ტურიზმის სფერო დასავლური ბაზრების ათვისებაზე მუშაობდა. რა ელის ტურიზმს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტურიზმის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა. …

რა ვადაში განიხილავს სასამართლო შუამდგომლობას მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმებაზე

მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით ხვალ, 13 თებერვალს მიმართავენ. სასამართლო ვალდებულია შუამდგომლობის დარეგისტრირებიდან 24 საათში განიხილოს მისი დასაშვებობის საკითხი და შესაბამისი განჩინება გამოსცეს. თუ სასამართლო მზია ამაღლობელის შუამდგომლობას დასაშვებად მიიჩნევს, მან პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გაუქმების საკითხი შემდეგ 24 საათში არსებითად უნდა განიხილოს. ზეპირი მოსმენის სხდომას ბრალდებულიც უნდა …

ყოველი მომდევნო დღე ორგანოების ფუნქციების მოშლის დიდი რისკია — ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის შიმშილობაზე

„ხანგრძლივი შიმშილობა ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და ყოველი დღე, გაგრძელებული შიმშილობით, დაკავშირებულია შესაბამის რეალურ გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების, ცილების წვა, შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს, პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლას და ა.შ.,” – “ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის მდგომარეობას აფასებს. მისი თქმით, ყოველი მომდევნო დღე ორგანოების …

ადვოკატები სასამართლოს მზია ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავენ

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები ხვალ, 13 თებერვალს, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ. ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატებმა, მაია მწარიაშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ, დღეს, 12 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. გარდა ამისა, მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ: სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალ …

“მზია ამაღლობელმა გააკრა სტიკერი პოლიციელს ზურგზე” – სოზარ სუბარი

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი მზია ამაღლობელის შესახებ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “იმედი Live” მზია ამაღლობელის შესახებ ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, სოზარ სუბარმა თქვა, თითქოს მზია ამაღლობელმა სტიკერი, რის გამოც ის 11 იანვარს პირველად დააკავეს, პოლიციელს გააკრა ზურგზე. სინამდვილეში, მზია ამაღლობელმა სტიკერი დამხმარე ნაგებობაზე გააკრა. “ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა სტიკერი პოლიციელს ზურგზე, …

„სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ“ – აფგან სადიგოვის მიმართვა მზია ამაღლობელს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი, რომელიც 145 დღეა ციხეში შიმშილობს, მზია ამაღლობელს წერილით მიმართავს. აფგან სადიგოვის წერილს გამოცემა „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. გამოცემამ სადიგოვთან ინტერვიუ ციხეში წერილობით, ადვოკატების დახმარებით, ჩაწერა. “დღეს საქართველოში ორი დაკავებული ჟურნალისტი, თქვენ – აფგან სადიგოვი და მზია ამაღლობელი შიმშილობთ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?” – ჰკითხა “მედიაჩეკერმა” აფგან სადიგოვს. “ქალბატონი ჟურნალისტის დაკავება სხვებისთვის …

„ბათუმელები“ ბათუმის მერიაში გამართულ ღია შეხვედრაზე არ დაუშვეს

„ბათუმელები“ ბათუმის მერიაში უსახლკაროების საკითხზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე დღეს, 12 თებერვალს, არ დაუშვეს. ბათუმის მერიაში დღეს უსახლკაროების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ღია შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა. „ბათუმელებს“ ამ შეხვედრის შესახებ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა ბათუმის მერიის შესასვლელთან მისულ „ბათუმელების“ ჟურნალისტს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ …

„არ გადასცეთ სადიგოვი აზერბაიჯანს“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი ანრი ოხანაშვილს მიმართავს

145 დღეა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი ციხეში შიმშილობს. როგორც ჟურნალისტის უფლებადამცველები ამბობენ, სადიგოვის შიმშილობა არის პასუხი მის მიმართ ორი ავტორიტარული ხელისუფლების [აზებაიჯანის და საქართველოს] მხრიდან უსამართლო მოპყრობაზე. ჟურნალისტი 3 აგვისტოს დააკავეს თბილისში. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, კი …

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერს უფლებამოსილება შეუწყვიტა

აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება“ ვადამდე შეუწყვიტა უსკოს  2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეულ წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან: ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტს, ლია ჯაყელს [მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“] გენადი თებიძეს [„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“] მირდატ ქამადაძეს [მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“] აჭარის უმაღლესმა საბჭომ …

ავარია ბათუმში – დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთი ავტომობილი ამოყირავდა. დაშავდა ორი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

„საოცრება ხდება ჩემ თავს, უკვე 5 800-ზე მეტმა პედაგოგმა ჩამირიცხა ლარნახევარი“- ლადო აფხაზავა

სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას მასწავლებლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული 5000-ლარიანი ჯარიმის თანხა შეუგროვეს. „საოცრება ხდება ჩემ თავს. არ ვიცი, საიდან ამხელა სოლიდარობა, ძლივს შევძელი და მარტო დავითვალე რამდენი ლარნახევარი იყო ჩარიცხული, რადგან ვიცოდი, რომ ვინც ლარნახევარს ჩარიცხავდა, ყველა პედაგოგი იქნებოდა. 5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა. …

“რასაც კეთილდღეობად გვტენიან: ის კორუფცია, ოლიგარქია და ნეპოტიზმია” – ნინო ხარატიშვილი

მწერალი ნინო ხარატიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს უკანასკნელი 30 წლის არცერთი დღე არ ყოფილა „ნორმალური“. და რომ ის, რასაც მმართველი პოლიტიკური ძალა მოსახლეობას მშვიდობად ასაღებს, „ან ანარქია, ან სამოქალაქო, ან რუსეთთან ომი, ან კრიმინალების მმართველობა, ან მავთულხლართები და ოკუპაციაა“. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ ნინო ხარატიშვილის მოსაზრებას. „ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მარწუხები უფრო …

არ გვაწვდიან ინფორმაციას თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე – საიას განცხადება

„თემურ ქათამაძე უკვე 26 დღეა შიმშილობს. მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან“ – განაცხადა დღეს, 11 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა. …

დგებუაძეზე გაკეთებული სტენსილის გამო პოლიცია აქტივისტის დაჯარიმებას ითხოვს

სამოქალაქო აქტივისტს თამარ კურატიშვილს, ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე გაკეთებული სტენსილის გამო ედავებიან. თამარ კურატიშვილმა ამის შესახებ შეტყობინება დღეს, 11 თებერვალს მიიღო. ბათუმის პოლიციის დეპარტამენტმა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის 2025 წლის 24 იანვარს გაუგზავნა წერილი, სადაც დეპარტამენტი მერიას სწერს, რომ ეგზავნებათ საქმის მასალები და ითხოვენ, ბათუმის მერიამ თამარ კურატიშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება …

სტუდენტ, პიანისტ ანრი კაკაბაძის საქმეზე დღეს ბათუმში სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ანრი კაკაბაძის საქმის“ არსებითი განხილვა იწყება. ანრი კაკაბაძის გათავისუფლების მოთხოვნით ამ დრომდე პროტესტის ნიშნად სტუდენტების ნაწილი ღამეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში ათევს. სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. საუბარია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში 2024 წლის 3 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – მას შემდეგ, რაც პროევროპულო კურსის დასაცავად სტუდენტებმა ევროპული …

Exit mobile version