პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?

„იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია ერთ-ერთ სისხლის …

„მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებს“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან თსუ-ს

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, 19 წლის სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს, რომელსაც ზვიად ცეცხლაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს სწერს. სწორედ ამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია ზვიად ცეცხლაძე. „მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებსა და სემინარისტებს. თსუ-ს აუდიტორიებში თქვენ მე მასწავლეთ, რომ სამართალი უნდა იყოს გარდაუვალი, მე კი ვხედავ ქუჩაში მოთარეშე …

„მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ – სალომე ზურაბიშვილი

„მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ – ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე. დღეს, 18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს, მზია ამაღლობელმა კვების აღდგენა გადაწყვიტა. მისი წერილი „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო საზოგადოებას. „ბათუში, ოცნების …

“შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა” – მზია ამაღლობელის წერილი

ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობის 38-ე დღეს კვების აღდგენა გადაწყვიტა. მისი წერილი “ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო საზოგადოებას. „ბათუში, “ოცნების ქალაქში” მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. …

საია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ხელახალ მონიტორინგს და ვახტანგ კალოიანის ჩართვას ითხოვს

„იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ამ ვადაზე დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კვლავ მივმართეთ სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. მზია ამაღლობელი 38 დღეა შიმშილობს. იგი კლინიკა „ვივამედშია“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო პერსონალის …

„ოლიგარქიის ასფალტი სკდება, ხალხის გაზაფხული მოდის“ – ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ბანერები გადმოფინეს

18 თებერვალს, საქართველოში სხვადასხვა ხიდებიდან მოქალაქეებმა მასშტაბური საპროტესტო ბანერები გადმოფინეს. ქუთაისში, რუსთავში, თბილისში, თელავში, მცხეთასა და ბალდაში ოცამდე საპროტესტო ბანერი, ერთდროულად, დილის 10 საათზე გადმოიფინა. ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდიდან კი, 15 თებერვალს, ოცნების ქალაქში ორი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით, გლოვის ნიშნად, შავი ქსოვილი გადმოიფინა. „ტრაგედიით, სისასტიკით, სიხარბით, პროპაგანდითა და ოლიგარქიული მისწრაფებებით ნაკვებ პოლიციურ …

ბათუმში ქალს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი. “პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია”, – მოგვწერა პრესსამსახურმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.          

მინდა, მზია ამაღლობელს ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება და ამიტომ სთხოვს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. „დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან. მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე …

ირაკლი დგებუაძის მეგობარი ბათუმში ცათამბჯენს აშენებს

შპს „ალპეკა ბათუმი“ თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე მაღალსართულიანი შენობა ბათუმში. კომპანიის მფლობელი ბექა ხოფერიაა, „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილი. პროექტის უკვე გამოქვეყნებული რენდერებისა და დასახელებული პარამეტრების მიხედვით, შენობა მასშტაბური იქნება. ბიზნესმენის დედამ, ხათუნა ხოფერიამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ირაკლი …

ბათუმში აქციაზე დაკავებულ პირს სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი სიხარულიძეს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად პოლიციელის შეურაცხყოფა ედება. გიორგი სიხარულიძე 15 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე პერფორმანსის გამართვის გამო დააკავეს. მან რეზინის ტყვია ისროლა პოლიციის მიმართულებით, რომელიც ერთ-ერთ პოლიციელს მოხვდა. გიორგი სიხარულიძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი პაატა დიასამიძე იცავს. პაატა დიასამიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის …

„მეგობრებზე პასუხისმგებლობის ტვირთის დაკისრება რეალური დამნაშავეების ბრალის გაუფასურებაა“ – ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს მიმართავს და მოუწოდებს, მზია ამაღლობელს ბოდიში მოუხადოს. „მე კიდევ მივმართავ ირაკლი დგებუაძეს, თუ უნდა კაცად დარჩეს მიუხედავად მომხდარისა, მოუხადოს ბოდიში ქალს, რომელსაც მან დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელი შიმშილობს არა პატიმრობის გამო (მზია თავის სამართალს ადრე თუ გვიან მაინც ნახავს), არამედ იმის გამო, რომ …

ამოყრილი, დამტვრეული ფილები – სახიფათო პირსი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის საბაგიროსთან, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, პირსი დამტვრეული და სახიფათოა. დამტვრეულ ფილებს შორის ხშირად გადაადგილდებიან სათევზაოდ გამოსული ადამიანები და ბავშვებიც. „ბათუმელებმა“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ჰკითხა, თუ აქვს ინფორმაცია პირსზე ინფრასტრუქტურის მოშლასთან დაკავშირებით და თუ არის შესწავლილი, რამდენად სახიფათოა ამ სანაპიროზე გადაადგილება. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ „ეს მათი მიმართულება არ არის“, ანუ არანაირ ზედამხედველობას არ უწევენ. …

კაცი სოხუმიდან ჩამოტანილი დროშის მანტიით – ბათუმის პროტესტის კიდევ ერთი მედროშე

კაცი საქართველოს სამფეროვანი დროშის მანტიით ბათუმის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მედროშეა, რომელსაც აქციის თითქმის ყველა მონაწილე უკვე პირადად იცნობს. „მე ვარ ზურაბ ჭავჭანიძე, სოხუმელი, 58 წლის. ჩემი განუყოფელია სხეულზე ეს დროშა, ეს დროშა სოხუმიდანაა ჩამოტანილი, პირველი ეროვნული მოძრაობის დროინდელი დროშაა“ – ამბობს ის და მანტიად მოცმულ, საქართველოს სამფეროვან დროშას ეხება. „ვნატრობდი, ნეტავ ამ დროშის გამოყენება …

უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

„ჩანს რამე, ღობე არის? ღობე როდის არის იცით? როცა მთავრობის წარმომადგენლები მოდიან, მაშინ აკეთებენ ღობეს,“ – ეს „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა 2025 წლის 15 თებერვალს, როცა ამ დასახლებაში 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. ბავშვები დღეს, 17 თებერვალს დაკრძალეს. რატომ არ იყო მოწყობილი უსაფრთხოების ღობე, როცა „ოცნების ქალაქის“ …

ბათუმში „თანასწორობის კუთხის“ გახსნაზე მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე ქალთა უფლებებზე ისაუბრებს

2025 წლის 20 თებერვალს, ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“ გაიხსნება „თანასწორობის კუთხე“ ინიციატივის – „დაე იკითხოს თავისუფლებამ“ – ფარგლებში.  გახსნის ღონისძიებაზე, „თავისუფალ სივრცეში“, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში, 20 თებერვალს, 15 საათზე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე,  ქალების და გოგოების გაძლიერებასა და უფლებებზე ისაუბრებს მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე. ღონისძიების მოდერატორი გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი და  გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის …

„1937 წელი მაგონდება“ – 95 წლის ლამარა აბჟანდაძე რეჟიმის ტყვეებს მიმართავს

95 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე ფეისბუქზე რეჟიმის ტყვეებს მიმართავს და წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ უკანონოდ მიღებული კანონებით დაჭერილი და დასჯილი მოქალაქეების ყურებისას 1937 წლის რეპრესიები აგონდება: „მე, 95 წლის მოხუცი მოგესალმებით ივანიშვილის რეჟიმის მიერ ციხეებში გამოკეტილ მოქალაქეებს. თქვენ – თავისუფალი მოქალაქეები – ამ რეჟიმმა დაგსაჯათ თავისუფალი სიტყვისათვის, მშვიდობიან აქციაზე დგომისათვის ე. ი. უსაფუძვლოდ დაგსაჯეს. …

ბათუმში დაკრძალეს „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ორი ბავშვი

დღეს, 17 თებერვალს, დაკრძალეს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭები, რომლებიც  წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ. ბავშვები 15 თებერვალს დაიღუპნენ. თხრილიდან ამოყვანის შემდეგ ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, …

ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვს სტიკერის გაკვრის საქმეზე

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილემ, ციალა ქათამიძემ მოწმის სახით ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვა მოითხოვა, რაც შსს-ს წარმომადგენლებმა კატეგორიულად გააპროტესტეს. შსს-ს წარმომადგენლების თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა დაიკითხოს „ვინმე ირაკლი დგებუაძე“, როცა მას ციალა ქათამიძე არ დაუკავებია და ამ საქმის მასალებში საერთოდ არ ჩანს. ციალა ქათამიძე სამოქალაქო …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი სტიკერის გაკვრის საქმეზე გადაიდო

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძეს მზია ამაღლობელის საქმე უნდა განეხილა, კონკრეტულად კი, შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრა. მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის პროცესზე დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა, ადვოკატების თქმით კი, სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მზია ამაღლობელს და მის ადვოკატებს საერთოდ არ მიუღიათ. სხდომის გადადებამდე შსს-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართული მასალებით …

„ოცნება“ ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული – ქარტია

გუშინ, 15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭი, ჩავარდა. ბავშვები რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი დაიღუპა. შემთხვევის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან დაახლოებული „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ერთი ჯგუფი  დაუპირისპირდა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“, „აჭარა თაიმსის“, ტვ პირველის, საქართველოს …

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დირბთან საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. „უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული …

სააპელაციოს კვლავ მიმართეს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, რომ დღეს, 16 თებერვალს, კიდევ ერთხელ მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ ერთხელ უკვე დაუშვებლად ცნო და არ განიხილა დაცვის მხარის საჩივარი მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გამო. „დღეს წარდგენილი საჩივარი შეეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. როგორც საზოგადოებისათვის …

“მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას ადასტურებს” – საია

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 15 თებერვალს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად. მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს. „არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე …

„ოცნების“ გამოხმაურება „ოცნების ქალაქში“ ბავშვების დაღუპვაზე

15 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭი ჩავარდა. ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი დაიღუპა. ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც 8 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე …

ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ისახავს მიზნად – კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. კოალიცია უსამძიმრებს ბავშვების მშობლებს, ნათესავებსა და ახლობლებს. ასევე, მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მიუთითებს, რომ მათი მხრიდან ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონო ხელშეშლის ქმედებები ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი შესაძლო დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაფარვას. „განსაკუთრებით შემაშფოთებელია …

ავარია ბათუმში, დაიღუპა ახალგაზრდა ქალი

ბათუმში, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთასთან წუხელ, გვიან ღამით, ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი. შსს-ს ცნობით დაკავებულია მეორე ავტომობილის მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვაზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე. „ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვი 15 თებერვალს წყლით სავსე თხრილში ჩავარდა. პირველადი ინფორმაციით, ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი …

„ოცნების ქალაქში“ 2 ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 6 წლის ბავშვები. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიაც. „უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით …

„ნიღბიანმა სპეცრაზმელმა წამართვა ტელეფონი და გაიქცა“ – ძარცვა საპროტესტო აქციებზე

„ნიღბიანმა სპეცრაზმელმა წამართვა ტელეფონი და გაიქცა,“ – თითქმის ერთნაირად აღწერენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, როგორ გაძარცვეს ისინი სამართალდამცველებმა: წაართვეს მობილური ტელეფონები, საფულე, პირადი ნივთები… საპროტესტო აქციაზე ნაცემი ადამიანები ჰყვებიან, რომ რამდენიმე მათგანმა მიაგნო საკუთარ „აიფონს“ „ხარებას“, ანუ შსს-ს განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის ოფისში, თუმცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური არც ამ შემთხვევებზე ასრულებს გამოძიებას. მოძალადე სპეცრაზმელები არც აქციის მონაწილეებისთვის …

თემურ ქათამაძე, რომელიც 30 დღეა შიმშილობს, კლინიკიდან იზოლატორში დააბრუნეს

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], რომელიც დღეს, 15 თებერვალს კლინიკაში გადაიყვანეს, უკან, იზოლატორში დააბრუნეს. „გამოკვლევები და გადასხმები ჩაუტარდა. ექიმების გადაწყვეტილებით არ საჭიროებდა დამატებით ჰოსპიტალიზაციას. კონკრეტულად რა გამოკვლევები ჩაუტარდა ან როგორია გამოკვლევების შედეგები, ორშაბათს გახდება ჩვენთვის ცნობილი. დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვფლობთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა. თემურ ქათამაძე …

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად კაცი დაიღუპა

ბათუმში, მახინჯაურის გვირაბთან კაცი დაიღუპა სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს, 15 თებერვალს, საღამოს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით – რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], მისი შიმშილობის 30-ე დღეს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელებს” თემურ ქათამაძის მეგობარი უდასტურებს. „დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე. ახლა ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანეს ,“ – უთხრა …

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კანონის დარღვევით ჩაინიშნა – საია

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს ჩაინიშნა იმ პირთა პროცესი, რომლებიც 11 იანვარს საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. მათ შორის ჩანიშნულია მზია ამაღლობელის  წინააღმდეგ  დაწყებული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. „სასამართლო სხდომა ისე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არ უცნობებიათ არც მზია ამაღლობელისათვის და არც მისი ადვოკატებისათვის, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამ …

„არა რუსულ დიქტატურას!“ – დღეს ბათუმში საპროტესტო მარში იგეგმება

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში ანონსდება საპროტესტო მარში – „არა რუსულ დიქტატურას!“ აქციის მონაწილეები 18 საათზე შეიკრიბებიან ბათუმში, ცენტრალური პარკის კოლონადებთან, საიდანაც მსვლელობა გაემართება საკონსტიტუციო სასამართლოსკენ, სადაც ყოველ საღამოს მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქცია. „საქართველო დგას გადამწყვეტი საფეხურზე – ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა! დღეს, საქართველოს ხელისუფლება რუსული სცენარით ახორციელებს რეპრესიებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, …

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს

დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ საჯარო განცხადებით მიმართა მედიის კუთხით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს. მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ: „დღეს საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. დე ფაქტო ხელისუფლება რეპრესიული კანონების მიღებით მიზანმიმართულად ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და ქვეყნის ევროპული გეზიდან გადახვევის გამო ქუჩაში მიმდინარე მასობრივი პროტესტი. საქართველოს საპატიმროში დღეს ორი ჟურნალისტი შიმშილობს. ქართველმა ჟურნალისტმა, …

„ოქუაშვილი „მთავარ არხს“ აჩერებს“ – ტელეკომპანიის განცხადება

„ოქუაშვილი „მთავარ არხს“ აჩერებს“  – დღეს, 15 თებერვალს, მაყურებელს, რომელმაც „მთავარი არხი“ ჩართო, ეკრანზე ეს წარწერა დახვდა. ტელეკომპანიამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ არხზე მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები გადის, რადგან პირდაპირ ეთერში გასვლისთვის საჭირო ხარჯები ტელეკომპანიას აღარ აქვს. “მთავარი არხის” თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ …

Exit mobile version