ბათუმში გაავდრდება, მთაში მოთოვს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 თებერვლის 21 საათიდან 5 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს ადგილას წვიმა, მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 2 – 7 …

„მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს მას, ვინც სახეში შეაფურთხა“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელი ბოდიშს არ მოუხდის ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელმაც მას შეაფურთხა. „მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას …

„ჩემი მეუღლე „ოცნების“ დამფუძნებელი დელეგატია, ორივე გაგვათავისუფლეს“ – ყოფილი საჯარო მოხელე

მანანა ჯავაშვილი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, კერძოდ, წნორის ტერიტორიულ ორგანოში 12 წელი მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან დაითხოვეს მანანას მეუღლეც, რომელიც სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო 2012 წლიდან. „ახალი წლიდან გადაიყვანეს ხელშეკრულებით, ერთთვიანი გაუფორმეს კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება პარტიას [ქართულ ოცნებას] ემსახურა, პირველი დელეგატი იყო, 2012 წელს, საარჩევნო შტაბიც ებარა და მთელი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო ამ …

პოლიციელის დანით დაჭრა, უზენაესი სასამართლოს თქმით, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა?

უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი საქმის მიხედვით, პოლიციელზე დანით დაზიანების მიყენება „პოლიციელზე თავდასხმა“ სასამართლოს შეფასებით არ არის. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს კი, სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით ედავებიან დანაშაულის ჩადენას. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესაც აჭარის პოლიციის სამმართველო იძიებდა. ეს და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები აჩვენებს, რატომ არის მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარი. ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს …

„დაკავებულები საუბრობენ პოლიციელთა მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე“- იურისტების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტებმა დღეს, 3 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების შესახებ განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, გასული ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე მიიღეს შეტყობინება. დაკავებულთა მონახულება დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს ადვოკატებმა. იურისტების განცხადებით, დაკავებულები საუბრობენ დაკავებისას და დაკავების შემდგომ  პოლიციელების მხრიდან მათზე მაფიზიკურ ძალადობაზე. 5 პირი მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში. „აღსანიშნავია, …

საქართველოში 4 ადამიანი შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად

3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, 4 ადამიანი შიმშილობს. მზია ამაღლობელი – შიმშილობის 23-ე დღე თემურ ქათამაძე – შიმშილობის მე-18 დღე ლაშა ჩხვიმიანი – შიმშილობის მე-6 დღე ისაკო დევიძე – შიმშილობის მე-3 დღე შიმშილობა შეწყვიტა მეხუთე მოქალაქემ, ლაშა ჩხვიმიანის დედამ, რომელმაც 4 დღე იშიმშილა. ლაშა ჩხვიმიანი, რეჟისორი, მსახიობი  „ოთხშაბათ საღამოს დმანისის მერიის ცენტრში, სადაც …

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს საქართველოდან გაძევება ემუქრება

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, საქართველოდან გაძევება ემუქრება. თემურ ქათამაძემ, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, შიმშილობა მეორედ დაკავების მომენტიდან, 16 იანვრიდან დაიწყო. ის მხოლოდ წყალს იღებს. თემურ ქათამაძე სამტრედიისა და თბილისის საქალაქო/რაიონული სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული. „თემურ ქათამაძის შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც განთავსების ცენტრი, …

“ვგმობთ ძალოვნების გამიზნულ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ” – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, შეაფასონ ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტებზე სისტემური ძალადობა. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, შესაბამისი შეფასება მისცენ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან გასული ძალოვნების საფრთხის შემცველ ქმედებებსა და სისტემურ ძალადობას მედიის წარმომადგენლებზე,“ – ვკითხულობთ …

„მზია არის უკანონო პატიმარი. ეს არ არის ძალადობის სფერო“ – ადვოკატი მაია მწარიაშვილი

მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში 23-ე დღეა შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად. ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელიც მზია ამაღლობლის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, ტელეკომპანია „პირველზე“  განმარტა ის გარემოებები, თუ რატომ არ უნდა განიხილებოდეს მზია ამაღლობლის საქმე სისხლის სამართლის მუხლით და რატომ არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს აჭარის პროკურატურა. „მზია არის უკანონო პატიმარი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობა არის …

სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას – განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს 2 თებერვალს თბილისში გამართულ აქციაზე მოქალაქეთა დარბევის ამსახველ ვიდეოკადრებზე. „შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის …

თბილისში ნიღბიანი პოლიციელები აქციის მონაწილეებს სცემენ

დღეს, 2 თებერვალს, თბილისში, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ნიღბიანი პირები სცემენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. ფეისბუქზე პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი არაერთი კადრი ვრცელდება. მათ შორის, კადრებში ჩანს, როგორ გამეტებით ურტყამს პოლიცია მოქალაქეს თავში, დაკავების შემდეგ. ნახეთ ვიდეო: ნახეთ ფოტომასალა: 

თბილისში აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს – ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების შესახებ

დღეს, 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს. აქციაზე დააკავეს გიორგი კირთაძეც, რომელიც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, მალე გამოუშვეს. ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების შესახებაც. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. „თბილისი მოლთან“ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საქალაქო სასამართლოსკენ გადაადგილება სცადეს. მოქალაქეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, პოლიციამ მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება …

მედიაორგანიზაციების განცხადება “პუბლიკის” მიმართ შალვა პაპუაშვილის მუქარაზე

პირველ თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პაპუაშვილმა ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ “პუბლიკა” ამ ინფორმაციის გავრცელებით “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს” და “რეკლამირებას უწევს”. ის ასევე პასუხისმგებლობით დაემუქრა ევროკავშირს, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს “პუბლიკას”. …

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად ექიმთა ჯგუფი უნდა შეიქმნას – საია სახალხო დამცველს მიმართავს

საიამ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, შექმნას სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად. „მიუხედავად იმისა, რომ 1-ელ თებერვალს …

გაფიცული თანამშრომლები აჭარის ფინანსთა მინისტრმა სამსახურიდან გაათავისუფლა – ფეისბუქპოსტები ბრძანებაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უკვე ყოფილმა უფროსმა ლელა მიქელაძემ ადმინისტრაციული საჩივრით აჭარის მთავრობას მიმართა. ის მიიჩნევს, რომ მისი დათხოვნა უკანონოა. მთავრობიდან უარყოფითი პასუხის  მიღების შემთხვევაში ლელა მიქელაძე სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს სალომე აბაშიძეც. ორივე მათგანი გაფიცვის შემდეგ, 31 დეკემბერს დაითხოვეს სამსახურიდან. მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გაფიცული თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ …

ავტომაგისტრალების გადაკეტვა „ოცნების“ მთავრობამ კრიმინალად აქცია – ახალი დადგენილება

მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია. 2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა. 2 თებერვალს დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით …

“როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის ნელი სიკვდილით?” – ნაირა გელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, ნაირა გელაშვილი ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება. ის პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ როგორც ამაღლობელი, ისე სხვა “სინდისის პატიმრები”. “როდემდე? როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის, შუა ხნის ქალის ნელი სიკვდილით? იგი შიმშილობს, რადგან დაამცირეს, რადგან ღირსება შეულახეს და არაადამიანურად მოექცნენ! იგი შიმშილობს იმის გამო, რომ მისი ქვეყანა აივსო …

“პაპუაშვილის განცხადებას აღვიქვამთ მუქარად” – პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და თავს ესხმის ონლაინ გამოცემა „პუბლიკას”. კერძოდ, პაპუაშვილმა გააზიარა „პუბლიკის” ქარდი, ხვალ, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ და დაწერა, ამ ტიპის ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, დანაშაული იყო. პაპუაშვილი აქციაზე ინფორმაციის გავრცელებას წარმოაჩენს დანაშაულის რეკლამირებად და საუბრობს პასუხისგებაზე. ონლაინგამოცემა პუბლიკა შალვა პაპუაშვილის განცხადებას მუქარად აფასებს …

„მზია ციხეშია, მაგრამ მისი ხმა ისმის ისე ხმამაღლა, რომ ყველას სწვდება“ – „ბათუმელების“ მანიფესტი

„ბათუმელების“ მანიფესტი „ახალი თეატრის“ წარმოდგენაზე ბათუმში, 1 თებერვალს. ___________________________________________ „ჩვენ დღეს აქ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ აქ ვართ, რადგან წარმოვადგენთ გამოცემა „ბათუმელებს“, რომელიც მზია ამაღლობელმა დააარსა. ბათუმში, ამ ადგილიდან ორიოდე კვარტლის დაშორებით „ბათუმელების“ რედაქციაა. დღეს ამ რედაქციის აივანზე დიდი ბანერია გადმოფენილი, რომელზეც წერია – „თავისუფლება მზიას“. ვერასდროს წარმოგვედგინა, რომ ამ მოთხოვნის გაჟღერება მოგვიწევდა, ვერ წარმოგვედგინა, …

„მინდა გიამბოთ ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს“ – მზია ამაღლობელის ძმისშვილი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ძმისშვილის, მანანა ამაღლობელის სიტყვა „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტზე ბათუმში: ____________________________________________ „მინდა გიამბოთ მზიაზე, ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს – სხვა მზიაზე. მზია ამაღლობელი, რომელზეც ახალი ამბების ყველა გამოშვებაში ლაპარაკობენ, ჩემი მამიდაა. მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს. მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი, რას …

„ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს“ – გახარია

„ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის, მათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. ის ამ განცხადებით თბილისში დღეს, პირველ თებერვალს მიმდინარე პროცესებს …

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო 7-მა წევრმა დატოვა – პროტესტი

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო 7-მა წევრმა დატოვა. მათი განცხადებით, საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ, რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს. გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს. „ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი …

გირჩის პოლიტიკოსები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

„ჩვენ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რადგან მის ქმედებას არ შეეძლო კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხე შეექმნა, განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როდესაც ადგილი ჰქონდა არა ფიზიკურ თავდასხმას, არამედ უბრალოდ სილის გაწვნას, რომელიც ცხადად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა,“ – ნათქვამია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დღეს, 1-ელ თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. გირჩის პოლიტიკოსები თვლიან, რომ მზია ამაღლობელის ქმედება არ არის სისხლის სამართლის …

„შეარბილეთ ბრალდება” – მღვდელი პროკურატურას მიმართავს მზია ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი გიორგი წეროძე პროკურატურას მზია ამაღლობლის საქმეზე მიმართავს. ის პროკურატურას ბრალდების შერბილებისკენ მოუწოდებს. „მზია ამაღლობლისთვის ღმერთმა ჩამასმინა ეს მომართვა საქართველოს პროკურატურისთვის, ამიტომ თქვენთან, ყველა ღმერთის მოყვარულისთვის სავალდებულო უნდა გახდეს. შეარბილეთ ბრალდება. თქვენც კარგად იცით, რომ ამ ვითარებასა და ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის მუხლით საქმის აღძვრა და წინასწარი პატიმრობა შურისძიება და ფაქტობრივად სასჯელის …

„ახალი თეატრი“ ბათუმში საპროტესტო მანიფესტს გამართავს

პირველ თებერვალს „ახალი თეატრი“ ბათუმში საპროტესტო თეატრალურ მანიფესტს გამართავს. ბათუმის შემდეგ, 2 თებერვალს, სოლიდარობის მანიფესტი ზუგდიდში გაიმართება. „ჩვენ მოვდივართ სოლიდარობისთვის, რომ ერთად ყოფნით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას“ – აცხადებენ „ახალი თეატრის“ მსახიობები. „ახალი თეატრი აგრძელებს მანიფესტის ტალღას და მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ ყველას, ვინც ჩამოვდივართ, გვაინტერესებს თქვენი მანიფესტი. ძალიან გვინდა …

რას ამბობს ადვოკატი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შიმშილობის მე-20 დღეს

ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრის მდგომარეობას აფასებს. როგორც მწარიაშვილი ამბობს, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ბოლო მონახულების დროს, ორი დღის წინ, უფრო ნელა მოძრაობს და საუბრობს. თუმცა, არ ითხოვს კლინიკაში გადაყვანას. მწარიაშვილის თქმით, მათ ჩაიბარეს ყველა იმ ანალიზის პასუხი და სამედიცინო დოკუმენტაცია, …

არსებობს ერთადერთი გამოსავალი – თავისუფლება მზიას! – ლანა ღოღობერიძე

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე მზია ამაღლობლის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მის გათავისუფლებას ითხოვს. „აუტანელია ფიქრი მზიაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ წირავს თავს – წირავს თავს სამშობლოსთვის, ჩვენთვის, ყველასათვის და შენ არაფერი არ შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ ეს ტრაგედია არ დადგეს! აქ ყოველი ჩვენგანის განცდები თუ ღამის კოშმარები მოსატანიც არ არის. თან ის ისეთი სადაა, ისეთი  გულწრფელი, ისე …

არსებობს ჯანმრთელობის გართულების რისკი – მზია ამაღლობელი ომბუდსმენის ეგიდით ექიმმა მოინახულა

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ მოინახულეს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ექიმი გაესაუბრა მზია ამაღლობელს, გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და გაესაუბრა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს. „მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების …

რა კომენტარი გააკეთა საგამოძიებოს უფროსმა გიორგი პერანიძემ, მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობაზე

დღეს, 31 იანვარს, ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან  „ბათუმელები“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებული კითხვებით მივიდა. კითხვები, რომელთაც საგამოძიებო სამსახური რამდენიმე დღეა არ პასუხობს, ასეთია: რატომ არ ენიჭება მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი? გამოკითხეთ ბათუმის პოლიციის უფროსი  ირაკლი დგებუაძე? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე? რატომ არ უჩერდება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 იანვრის 21 საათიდან პირველი თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

დააკავეს ზუგდიდის აქციების მედროშე

30 იანვარს დააკავეს ზუგდიდის აქციების მედროშე, შალვა ესართია. ზუგდიდელი აქტივისტი და „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა ფეისბუქზე წერს, რომ შალვა ესართია დააკავეს იმისთვის, რომ პოლიციის შენობაში, სადაც დაიბარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად, იგი ტელეფონით შევიდა. „პოლიცია სთხოვდა ტელეფონის ჩაბარებას, რაზეც შაკომ უარი განაცხადა. ახლა საქმე არის ორი მუხლით, 173-ე – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და 174-ე …

„არ შემიძლია ამ საშინელების წინაშე მდუმარედ და უმოქმედოდ ვიდგე“- მსახიობის შიმშილობა მერიის წინ

„მოვკვდები სიმართლისთვის“- ამბობს ლაშა ჩხვიმიანი, მსახიობი, რომელიც მეორე დღეა დმანისის მერიის წინ შიმშილობს. მოშიმშილე მსახიობი „ბათუმელებთან“ საუბარში ხსნის, თუ რატომ გახდა საჭირო ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა სიმართლის დასაცავად. „იმ უსამართლობის გამო, რასაც განსაკუთრებით ამ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ“-ამბობს ლაშა ჩხვიმიანი. ის სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პატიმარია და იზოლატორში მე-19 დღეა …

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მოგიყვებით, ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის. ასეთია თავად უზენაესი სასამართლოს ანუ საქართველოში სასამართლოს საბოლოო ინსტანციის დადგენილი პრაქტიკა. ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა …

„სიმშვიდის საფუძველს არაფერი გვაძლევს“ – საიას თავმჯდომარე მზია ამაღლობელის 19-დღიან შიმშილობაზე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 30 იანვარს, ფეისბუქში დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს, ადვოკატებს ეუბნება, რომ თავს მხნედ გრძნობს, ეს სიმშვიდის საფუძველი არ არის, იმის ფონზე, როცა სამედიცინო დოკუმენტები ადვოკატებს არ აქვთ. „მზია ამაღლობელი რაც არ უნდა ცუდად გრძნობდეს …

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს

დღეს, 30 იანვარს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მამუკა ალაფიშვილი აირჩიეს. არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა. ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, “აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო”. აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით აირჩია მოვალეობის შემსრულებელი. საბჭოში სულ 5 წევრია: ნოდარ კვირკველია – ასოცირებული პროფესორი, მხატვარი, სერგო გოგოლაძე – ასოცირებული პროფესორი, მხატვარი, მარიამ ჯახუტაშვილი – …

ბათუმელი მედროშე 14 დღეა შიმშილობს

„ბატონმა თემურმა მითხა, მაშინ, როცა მზია ამაღლობელი შიმშილობს, არ ვაპირებ შიმშილობა შევწყვიტოო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საიას ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა მას შემდეგ, რაც დღეს, 30 იანვარს, თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში მოინახულა. ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], მე-14 დღეა შიმშილობს. „ახლა მოვდივარ იზოლატორიდან, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუ შეიძლება ასე ითქვას, …

Exit mobile version