ერთ-ერთ საქმეზე, რომლის შესახებაც ამ მასალაში წაიკითხავთ, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა, რომლის შემდეგაც პოლიციელს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“], რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, არის?! სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაზე, სადაც პოლიციელს ხელის დაარტყეს, დაადგინა შემდეგი: „პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი [გ.ჯ] და …
Category Archives: მთავარი
„750 000 ლარის ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე. ჩვენი რჩევაა, ყველამ გაასაჩივროს“ – ნონა ქურდოვანიძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქში წერს, რომ მხოლოდ დღეს, 21 თებერვალს, სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე 150-მდე ზარი შევიდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებაზე. „ვაჯამებთ სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზის დღევანდელ დღეს. მხოლოდ ამ ერთ დღეში 150-მდე ზარი შემოვიდა, თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას. ეს დაახლოებით 750 000 ლარის ღირებულების ჯარიმაა მხოლოდ ერთ …
ბათუმში 18 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება
დღეს, 21 თებერვალს, საღამოს 23:00 მონაცემებით, ბათუმში 18 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება. ინფორმაცია „ბათუმელებს“ „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამჟამად გათიშულია შარტავასა და ფიროსმანის მიმდებარე ქუჩები. ვახტანგ ბერიშვილის განმარტებით, გაზმომარაგების შეზღუდვა ამინდითაა გამოწვეული და ჯერ არ იციან, როდის აღუდგება ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს. „აბონენტები ინფორმირებული არიან, ჩართვის შესახებაც მიეწოდებათ …
Continue reading “ბათუმში 18 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება”
რატომ და როგორ ცდილობს „ოცნება“ შიშის დანერგვას – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
როგორ მუშაობენ დიქტატორული რეჟიმები პროტესტის წინააღმდეგ მოსახლეობაში შიშის დათესვით, მათში თანაგანცდის გაქრობით, რა ეფექტი აქვს შიშს და როგორ შეიძლება მისი დამარცხება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. დავით, როგორ მოქმედებს შიშის დანერგვის და დამორჩილების მექანიზმი ადამიანების ეთიკურ, ემპათიურ ქცევაზე, სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარზე? შიში პირდაპირ მოქმედებს როგორც თანაგრძნობის უნარზე, ასევე, …
Continue reading “რატომ და როგორ ცდილობს „ოცნება“ შიშის დანერგვას – ინტერვიუ ფსიქოლოგთან”
ზელენსკი თუ ჩამოშორდება პროცესს, ოლიგარქები აიღებენ ძალაუფლებას – ინტერვიუ პოლკოვნიკთან
„სახიფათო სცენარი არის ის, თუ ამერიკა ამ ცუდი რიტორიკის მიღმა წავიდა და რუსეთთან მართლაც დაიწყო ურთიერთობის დალაგება და შეთანხმების გაფორმება,“ – ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მას აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის ცნობილ განცხადებებზე ვესაუბრეთ. რა ეტაპზე გადადის რუსეთ-უკრაინის ომი ამ ომის დაწყებიდან 3 წლისთავზე? – პოლკოვნიკის აზრით, უკრაინა განსაკუთრებით დამოკიდებული ევროპაზე ხდება, რომელმაც ახლა აშშ-გან დამოუკიდებლად უნდა …
შსს 14 ჟურნალისტს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება – ქარტია
პოლიცია 14 ჟურნალისტს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს და აქვე აზუსტებს, რომ არსებული სია განახლებადია. ქარტიის ინფორმაციით, შსს თოთხმეტივე ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავება, რაც თებერვალში შეცვლილი კანონმდებლობის მიხედვით ჯარიმას ითვალისწინებს 5 000 ლარის ოდენობით. „პოლიცია გზის …
Continue reading “შსს 14 ჟურნალისტს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება – ქარტია”
ომის შედეგად უკრაინაში 12 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან დღემდე 12 654-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა. ამავე პერიოდში 29 392 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ან დაიჭრა. მონაცემები დღეს, 21 თებერვალს, უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დანიელ ბელმა გაავრცელა. სტატისტიკაში დასახელებულ მსხვერპლთა 84% ცხოვრობდა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, 16% – რუსეთის …
Continue reading “ომის შედეგად უკრაინაში 12 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო”
5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და კონსტიტუციის დარღვევაა – ქურდოვანიძე
საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების მასობრივ დაჯარიმებებს ფეისბუქზე გამოეხმაურა. მისი თქმით, დაჯარიმება 5000 ლარით იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, კონსტიტუციის დარღვევაა. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს. 5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას …
ძლიერი ქარი და თოვაა მოსალოდნელი აჭარაში და ზღვის სანაპირო ზოლში – სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 23 და 24 თებერვალს აჭარაში შენარჩუნებული იქნება თოვა, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ/წამამდე. ზღვის ღელვა 5-6 ბალი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტო კი საფრთხის მაღალი დონის შესახებ აფრთხილებს მოქალაქეებს და აცხადებს, რომ 23 და 24 თებერვალს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი …
Continue reading “ძლიერი ქარი და თოვაა მოსალოდნელი აჭარაში და ზღვის სანაპირო ზოლში – სააგენტო”
100 ტონა მარილი ბათუმის ქუჩებში – თოვლისგან გზების გასაწმენდად 224 ათასი ლარია ქალაქის ბიუჯეტში
ბათუმში დღეს, 21 თებერვალს დილიდან თოვს. თოვლის საფარმა ქალაქის ქუჩებში გადაადგილების პრობლემა უკვე შექმნა. სინოპტიკოსების პროგნოზით ბათუმში თოვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ამასთან, სანაპირო ზოლში ღამით 1-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის გაწმენდის სამუშაოები წუხელ ღამით დაიწყო და გრძელდება. „მერიის ყველა სამსახური არის მობილიზებული და საჭიროებისამებრ ჩართულია სამუშაოებში. მათ შორის უკვე გაწმენდილ გზის …
სად შეწყდა გაზი ბათუმსა და ქობულეთში
„სოკარის“ ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, ავარიული დაზიანებების გამო, ბუნებრივი აირი შეუწყდა ქობულეთში მცხოვრებ 40-მდე აბონენტს, ბათუმში კი „სოკარის“ თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხებულა. „ლოკალურად არის გათიშული, ქობულეთში უფრო მაღალ სოფლებში, სადაც ხე დაეცა გაზსადენს და სხვა ინფორმაცია არ შემოსულა. სადღაც 30-40 აბონენტია გათიშული ქობულეთში. ჯერ ვერ მივედით დაზიანების ადგილზე, რადგან მაღალი თოვლია. ჯერ ტექნიკა …
უკრაინის დაზვერვა: რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაზე „გამარჯვების“ გამოცხადებისთვის ემზადება
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლისთავზე, რუსეთი ემზადება უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ ომში გამარჯვების გამოცხადებისთვის და გეგმავენ ფართომასშტაბიან პროპაგანდისტულ დეზინფორმაციულ კამპანიას. „რუსეთი ემზადება გამოაცხადოს, თითქოს „გაიმარჯვა“ უკრაინის წინააღმდეგ ომში 2025 წლის 24 თებერვლის „მრგვალი თარიღისთვის“, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მესამე წლისთავისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული გეგმები შესაძლოა ასევე მოიცავდეს „რუსეთის გამარჯვებას …
ქობულეთის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს. დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს. „ამ ეტაპზე შეზღუდულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ეტაპობრივად ყველა მიმართულება გაიწმინდება. ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს საავტომობილო გზების …
Continue reading “ქობულეთის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს”
კოალიცია მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს ჟურნალისტების დაჯარიმებას
მედიის ადვოკატირების კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული უკანონო დაჯარიმებებს ეხმიანება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებს ბრალად სდებს გზის გადაკეტვას, მაშინ როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.კოალიციის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც მედიის წარმომადგენლები დააჯარიმეს აქციების გაშუქებისას. კერძოდ: 2024 წლის 13 დეკემბერს ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე …
Continue reading “კოალიცია მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს ჟურნალისტების დაჯარიმებას”
„არ გვაქვს წყალი, სანთლის შუქზე ვცხოვრობთ“- რატომ შესახლდა შორენა ძველ შენობაში
„36 წლის ვარ და მთელი ცხოვრება მიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გადავირჩინო თავი და გადავარჩინო ჩემი ოჯახის წევრები, რომ არ მყავდნენ მშივრები“ – ამბობს შორენა კონცელიძე. შორენა ამბობს, რომ მარტოხელა დედაა. ის თავის 16 წლის შვილთან და 68 წლის დედასთან ერთად, ბათუმში, ბონის ტერიტორიაზე, ძველ შენობაში შესახლდა. „თავმოყვარე ადამიანი იქ არ შევიდოდა, რადგან ნაგვით იყო სავსე, …
Continue reading “„არ გვაქვს წყალი, სანთლის შუქზე ვცხოვრობთ“- რატომ შესახლდა შორენა ძველ შენობაში”
„ამ პროტესტს ქალის სახე აქვს“ – ანა ნაცვლიშვილი პროტესტსა და მზია ამაღლობელის საქმეზე
ანა ნაცვლიშვილს, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, „ბათუმელები“ საპროტესტო აქციებში ქალების აქტიურობაზე, მათ როლზე და მზია ამაღლობელის საქმეზე ესაუბრა. ბათუმში დაგეგმილია ქალების მარში მზიას მხარდასაჭერად [ინტერვიუ ჩაწერილია 11 თებერვალს]. მინდა გკითხოთ ამ ტიპის მხარდაჭერის შესახებ, თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს და ასევე, რამდენად ხედავთ საზოგადოების მხარდაჭერას მზია ამაღლობელის საქმეში? მე ვფიქრობ, რომ სოლიდარობის ყველა აქტი, ერთკაციანიც …
ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ – პეტიცია
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] მოქალაქეები შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დღეს, 20 თებერვალს, გავრცელდა პეტიციაც, სადაც მოქალაქეები წერენ, რომ „თითოეული თანამებრძოლი სჭირდებათ ცოცხალი და ჯანმრთელი“. „ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე მისი დაკავების დღიდან შიმშილობს. პეტიცია იქმნება მისი შიმშილობის 35-ე დღეს. მან ბოლოს გამოქვეყნებული წერილით უარი განაცხადა შიმშილობის შეწყვეტაზე, რადგან მისი თქმით, სიცოცხლის ფასად აპირებს …
რუსული პროპაგანდა: ქართველებს უხარიათ, რომ უკრაინასთან „ერთ მატარებელში“ არ არიან
პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი კვლავ „ქართული ოცნებას“ აქებს. დუგინი წერს, რომ ქართველები „გახარებული არიან“ ტრამპის მიერ ზელენსკიზე თავდასხმის ყურებისას და “უხარიათ”, რომ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს. „ქართველები, ალბათ, ახლა უყურებენ როგორ ანადგურებს ტრამპი ზელენსკის და უხარიათ: რა ყოჩაღები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“; […] გადაარჩინეს ქვეყანა. უკრაინა ყველას აძლევს ამაზრზენ მაგალითს იმისა, თუ როგორი …
Continue reading “რუსული პროპაგანდა: ქართველებს უხარიათ, რომ უკრაინასთან „ერთ მატარებელში“ არ არიან”
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 20 000 ლარზე მეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ …
Continue reading “შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს”
მაკრონისა და შოლცის განცხადებები ტრამპის მიერ ზელენსკის კრიტიკის შემდეგ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპის განცხადებას აკრიტიკებენ. საუბარია 19 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე. ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, მან ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4 პროცენტია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა. „უკრაინის ევროპელ პარტნიორებს აქვთ ერთიანი და მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით, მომავალშიც …
Continue reading “მაკრონისა და შოლცის განცხადებები ტრამპის მიერ ზელენსკის კრიტიკის შემდეგ”
სუს-ი აცხადებს, რომ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა ტერორიზმის მუხლით
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა. „გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის, საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფულადი თანხა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები. დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ასევე …
Continue reading “სუს-ი აცხადებს, რომ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა ტერორიზმის მუხლით”
„კვების აღდგენა გართულების გარეშე მიმდინარეობს“ – ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე
მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს – ამბობს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. „დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი, ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს“,- ამბობს ზურაბ ჩხაიძე. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა …
Continue reading “„კვების აღდგენა გართულების გარეშე მიმდინარეობს“ – ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე”
რუსეთიდან ყველაზე მეტი პირი შარშან შემოვიდა – ბოლო 10 წლის მონაცემები
2024 წელს საქართველოში რუსეთის 1 882 981 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. 2014-2024 წლის შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეს არის რუსეთის ფედერაციიდან საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში. სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს რუსეთის 1 885 238 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვრები. გასულ, 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების მიხედვით, …
Continue reading “რუსეთიდან ყველაზე მეტი პირი შარშან შემოვიდა – ბოლო 10 წლის მონაცემები”
აჭარაში თოვაა მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე კი შემოყინულობა. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა – საფრთხის დონე საშუალო“ – …
Continue reading “აჭარაში თოვაა მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ”
„ჩვენი პატიმრობა უნდოდათ“ – აქტივისტი ქალები ზუგდიდიდან
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა ზუგდიდელი აქტივისტი ქალები არიან. ისინი გვიყვებიან, როგორ იბრძვიან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მარიამი საპროტესტო აქციებზე „ბალაკლავის“ ტარებისთვის რვაჯერ დააჯარიმეს. „ვცდილობთ გავაშარჟოთ სისტემა და წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს ცირკის მონაწილეები არიან. ჩემი ჩუსტებით და ხალათით მისვლაც სასამართლოში ერთ-ერთი ხერხი იყო სისტემის დასაცინად“- ამბობს მარიამი. „გვინდა ვაჩვენოთ პოლიციურ რეჟიმს, რომ არ ვაღიარებთ მათ კანონებს …
Continue reading “„ჩვენი პატიმრობა უნდოდათ“ – აქტივისტი ქალები ზუგდიდიდან”
ხელკეტით ცემაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?
უზენაესმა სასამართლომ „პოლიციელზე თავდასხმად“ არ მიიჩნია პოლიციელისთვის ხელის დარტყმა ცხვირში, ხელკეტების დარტყმა და ფიზიკური შეურაცხყოფა. „ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში… ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა,“ – აღწერილია განჩინებაში, სადაც დაზარალებულად ცნობილი პირი პოლიციელია. შემთხვევა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ …
„შიმშილობას ვაგრძელებ ბოლომდე“ – თემურ ქათამაძე უარს ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე
დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის აქციის მედროშემ თემურ ქათამაძემ [გაფფარ ილმაზი] ახალი წერილი გაავრცელა იზოლატორიდან. ის ამბობს, რომ შიმშილობას აგრძელებს და უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე პროტესტის ნიშნად. „მიმაჩნია, რომ სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“ – წერს ის წერილში. „ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მზია ამაღლობელის შემდეგ, შიმშილობის დროშა ახლა მე, ბათუმელმა მედროშემ ავიღე ხელში და შიმშილობას გავაგრძელებ …
თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს – რატომ არ დატოვეს ის კლინიკაში?
ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], 34-ე დღეა შიმშილობს. იგი მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც სახალხო დამცველის აპარატში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ექიმებმა საჭიროდ არ ჩათვალეს მისი კლინიკაში დატოვება და ის საემიგრაციო იზოლატორში დააბრუნეს. ბოლო მონაცემებით, თემურ ქათამაძემ შიმშილობის შედეგად 17 კილო დაიკლო. რის საფუძველზე გადაწყვიტეს ექიმებმა, …
Continue reading “თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს – რატომ არ დატოვეს ის კლინიკაში?”
სააპელაციომ მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის უფლებადამცველების სარჩელი. ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო. დასაბუთება ადვოკატებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ. ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მათი შუამდგომლობა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. შუამდგომლობაში ამაღლობელის ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე. მათ შორის იმაზე, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულად დაკავების ოქმი გაყალბებულა. არადა, სწორედ …
Continue reading “სააპელაციომ მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად”
ზღვაში ხელოვნურად შექმნილი ნაკვეთი „ამბასადორს“ მთავრობამ 1 ლარად გადასცა – ნახეთ პირობები
საქართველოს მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ 1 ლარად საკუთრებაში 194 457 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2025 წლის 4 თებერვლის განკარგულებით გადასცა. აღნიშნული ნაკვეთი იმ ხელოვნური ნახევარკუნძულის ნაწილია, რომელსაც „ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში აშენებს. 1 ლარად გადაცემული ტერიტორია ცალკე საკადასტრო ერთეულად საჯარო რეესტრში ჯერ რეგისტრირებული არ არის. მთლიანობაში „ამბასადორზე“ აღნიშნული პროექტისთვის ზღვაში 1 443 223 კვადრატული …
ბათუმში აქციის 26 მონაწილეს სასამართლოში ზებრაზე გადასვლისთვის იბარებენ
ბათუმში პროევროპული აქციების 26 მონაწილეს გზის გადაკეტვას ედავებიან და სასამართლოში იბარებენ. „ბათუმელებს“ ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაუდასტურეს. აქციის მონაწილეებს ინტერესებს სასამართლოში სწორედ საია დაიცავს. საიას ცნობით, სასამართლოში დაბარებულ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ედავებიან – „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – …
Continue reading “ბათუმში აქციის 26 მონაწილეს სასამართლოში ზებრაზე გადასვლისთვის იბარებენ”
რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია გვაჯარიმებს აქციასთან დაკავშირებით – იურისტების რეკომენდაცია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს მოკლე გზამკვლევს, თუ რა უნდა ვიცოდეთ, როცა პოლიცია გვაჯარიმებს შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის. 6 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით, შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა. „ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შსს-ს ექნება იმის გადაწყვეტის უფლებამოსილება, პირი უნდა იყოს თუ არა მიჩნეული სამართალდამრღვევად, ასევე, …
შაბათს ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება – „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ბავშვებისთვის
22 თებერვალს, შაბათს, ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება. მარში 22 თებერვალს, 17:00 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან [მემედ აბაშიძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში] დაიწყება. როგორც ფეისბუქზე დაანონსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მდუმარე მარში „ოცნების ქალაქში“ დაღუპულ ორ ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად იმართება. „ოცნების ქალაქში“ ანდრიას და ლევანის დაღუპვიდან 4 დღე გავიდა. რატომ არ გამოცხადდა გლოვა ქვეყანაში? რატომ არ …
ზუგდიდელ აქტივისტს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო აჯარიმებენ
როსტევან ზარანდია არტისტი და ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც სხვადასხვა შინაარსის სტენსილებს ხატავს შენობის კედლებზე. არტისტის თქმით, ეს მისთვის სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ზარანდიას ეკუთვნის მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების სტენსილები ზუგდიდში. აქტივისტს დღეს, 17 თებერვალს, სახლში მიუტანეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მას 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას ედავებიან, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის …
Continue reading “ზუგდიდელ აქტივისტს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო აჯარიმებენ”
„ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები. მადლობა მზია“ – სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელზე
„მინდა განსაკუთრებულად მივმართო მზია ამაღლობელს, მას ვუთხრა დიდი მადლობა, იმისთვის რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც დღეს გააკეთა, როცა შეწყვიტა შიმშილობა. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები, ჩვენ გვჭირდება მაგარი პიროვნებები ცოცხალი. არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა, ეს შემართება გაიტანა საზღვრებს მიღმა. ძალიან ბევრი ადამიანი მას …
პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?
„იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია ერთ-ერთ სისხლის …