მთავარი,სიახლეები

გონიოს ხიდთან ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა – ხიდზე მოძრაობა გადაკეტილია

04.06.2025 •
გონიოს ხიდთან ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა – ხიდზე მოძრაობა გადაკეტილია

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 4 ივნისს, ბათუმში, გონიოს ხიდთან. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მოპედის მძღოლი.

ამ დროისთვის [20:10 სთ] ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია [ბათუმი-სარფის მაგისტრალზე მოძრავი ტრანსპორტი დროებით ე.წ. მახოს ხიდით გადაადგილდება].

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარია ბათუმში „გონიოს ხიდთან“ / 4.06.2025

გადაბეჭდვის წესი


ასევე: