საია თემურ ქათამაძისთვის თავდებობას ან გირაოს ითხოვს

საია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს, მიმართოს სასამართლოს, რათა თემურ ქათამაძისთვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო. თემურ ქათამაძე 41 დღეა შიმშილობს. ის 16 იანვრიდან დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და ასაჩივრებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნიდან მის გაძევებას უკავშირდება. მისი დროებით დაკავება სამინისტროს შუამდგომლობას …

დღეს მზია ამაღლობელი თავისივე სურვილით პენიტენციურ დაწესებულებაში ბრუნდება

დღეს, 26 თებერვალს, კლინიკა ,,ვივამედიდან” მზია ამაღლობელს რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაიყვანენ. პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება მზია ამაღლობელის სურვილი იყო. “მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა “ვივამედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც. ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში,” – ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა …

ბათუმში მეტაქსას ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა, ყველა მცხოვრები გადარჩა

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, სახლის სახურავი ჩაინგრა. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც  “ბათუმელებს” სახლის მეპატრონემ უთხრა, “სამაშველო დროულად მივიდა და ყველა მცხოვრებლის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლო”. ოჯახი ამჟამად ბათუმის მერიისგან ელოდება დახმარებას. მერია ვალდებულია  მსგავსი შემთხვევების დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს. რამდენიმე დღეა ბათუმში დიდთოვლობაა. თოვლის საფარმა ჩაანგრია ბათუმის აეროპორტის შესასვლელი. თითქმის მთელს ქალაქში დაზიანებულია მსუბუქი გადახურვები. …

რიკოთზე ზვავმა 4 მანქანა მოიყოლა, მოძრაობა შეფერხებულია – დეპარტამენტი

საქარველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“. „ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გზების დეპარტამენტმა დღეს, 26 თებერვალს, 02:25 …

26 თებერვალს უქმდება რეისები ბათუმისა და თბილისის მიმართულებით – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ 26 თებერვალს უამინდობისა და დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები: 26 თებერვალი – № 802 თბილისი – ბათუმი; 26 თებერვალი – №803 ბათუმი – თბილისი; 26 თებერვალი – №870 თბილისი-ზუგდიდი; 26 თებერვალი – №873 ფოთი-თბილისი. „მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“ – აცხადებს რკინიგზა. _____________ …

სასამართლოს თქმით, პოლიციელის დანით დაზიანება პოლიციელზე თავდასხმა არ არის – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელი დანით დააზიანეს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა, მაგრამ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის. და სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: „2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზ–ში, ………ს ქუჩა №…-ში მდებარე ყოფილი ……… ტერიტორიაზე, რ. გ–ა [რომელიც მანამდე ნასამართლევი იყო განზრახ …

„ბრძოლა გამარჯვებამდე, არ დანებდეთ“ – ბათუმელი მედროშის წერილი იზოლატორიდან

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], უკვე 40 დღეა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მეორედ კი – იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. თემურ ქათამაძე უკანონო პატიმრობის გარდა აპროტესტებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება უარს ეუბნება ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. თემურ ქათამაძეს არც …

დღეს ბათუმში მაზნიაშვილის რაზმელების საფლავებთან შეიკრიბებიან

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 104 წლის თავზე, ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმელების საფლავთან [ბათუმში, გმირთა სკვერში მდებარე საერთო საფლავს ხშირად უწოდებენ „ქართველი იუნკრების საფლავს“, თუმცა აქ არა საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუნკრები, არამედ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმის წევრები არიან დაკრძალული – რედაქციის შენიშვნა] შეიკრიბებიან 18 საათზე. დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან …

აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი არც 26 თებერვალს განახლდება

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი რეგიონში 26 თებერვალსაც არ განახლდება. „გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით – 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ“, – წერს აჭარის განათლების სამინისტრო. აჭარა-გურიაში რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს. ბოლო მონაცემებით, ბათუმში …

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფოს არაეფექტიან რეაგირებას ეხმაურება და წერს, რომ სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას. შედეგად ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.  „გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ …

27 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე – შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის …

ბათუმი-თბილისის მატარებელი 2 საათი ზესტაფონში იყო გაჩერებული

ბათუმი-თბილისის მატარებელი თითქმის ორი საათია ზესტაფონშია გაჩერებული. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, მატარებელი 13:17 საათზე თბილისში უნდა ყოფილიყო, თუმცა ისევ ზესტაფონში დგას. „გაითიშა დენის წყარო, გათბობა, კონდიცირება, არ იღება კარები, რომ ჟანგბადი მაინც გვქონდეს“, – უყვება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი. მისი თქმით,  იმის გამო, რომ ბათუმში გზები გაუწმენდავია და გადაადგილება შეფერხებულია, ზოგიერთმა მგზავრმა მატარებელზე დააგვიანა. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის …

იყურეთ ზევით, აკონტროლეთ რის ქვეშ დადიხართ – რეკომენდაციები თოვლში ფეხით სიარულის დროს

ინტენსიური თოვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. გუშინ დღის მეორე ნახევრიდან მუშაობა შეაჩერა მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც. გთავაზობთ აშშ-ის თოვლისა და ყინულის მართვის ასოციაციისა (SIMA) და აღმოსავლეთ ორეგონის უნივერსიტეტის ზოგად რეკომენდაციებს, თოვლისა და ყინულის პირობებში გადაადგილების შესახებ: იყურეთ ზევით, აკონტროლეთ რის ქვეშ დადიხართ. სახურავებიდან ჩამოვარდნილ თოვლსა და ყინულს შეუძლია მძიმე ტრავმების გამოწვევა. გადადგით მოკლე ნაბიჯები. სიარულისას დაიხარეთ …

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს. კაცის გაყინვის ფაქტი დაგვიდასტურეს ქობულეთის მერიაში. მერიის ინფორმაციით,  კაცის ცხედარი დღეს, 25 თებერვალს,  სახლთან ახლოს იპოვეს. იყო თუ არა გარდაცვლილი პირი მარტოხელა ან როგორ აღმოჩნდა ის ზამთარში ქუჩაში, ამასთან დაკავშირებით ქობულეთის მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ. ამ ტრაგედიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ ხერხდება.

ძველ ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა განადგურდა – მთავრობის გულგრილობა და არა სტიქია

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ორსართულიანი ისტორიული სახლი ჩამოინგრა. დიდი ალბათობით მიზეზად მთავრობა სტიქიას დაასახელებს, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ეს სახლი მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირების გულგრილობის მსხვერპლია. ე.წ. დამწვარი სახლის გადარჩენაზე აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიაში ბევრი ილაპარაკეს, გადარჩენის ოპერაციის დაგეგმვას 10-ზე მეტი წელი მოანდომეს, მცდელობებიც ჰქონდათ თითქოს, თუმცა უშედეგოდ, სახლი ჩამოინგრა. …

ბათუმში ტაქსის ტარიფი გასამმაგდა

დღეს, 25 თებერვალს, ბათუმში მკვეთრად გაიზარდა ფასები ტაქსით გადაადგილებაზე. დილიდან ტაქსის გამოძახების აპლიკაციები ჩვეულებრივზე სამჯერ და ოთხჯერ მაღალ ფასს აჩვენებს და ამავე დროს, გაზრდილია დაცდის დროც. მაგალითად, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ბონის აგრარულ ბაზრამდე ტაქსით მგზავრობის ფასი „ბოლტის“ აპლიკაციით საშუალოდ 16 ლარია, დაცდის დრო კი – 15 წუთი. ჩვეულებრივ, ამ მანძილზე იმავე აპლიკაციით ტაქსის გამოძახება საშუალოდ …

ბათუმის ქუჩებში ურნებს ნაგვისგან ვერ ცლიან

ბათუმის ქუჩებში განთავსებული ნაგვის ურნები და მიმდებარე ტერიტორია ნაგვითაა გადავსებული. ქალაქში მეხუთე დღეა თოვლიანი ამინდია. ბოლო დღეებია დასუფთავების სამსახურს ნაგავი ვერ გააქვს. „ბათუმელები“ სანდასუფთავების სამსახურს დაუკავშირდა შეკითხვით – როდის დაიწყებენ ნაგვის ურნების დაცლას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მასალა განახლდება.

საიამ სასამართლოს საჩივრით მიმართა, მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მიანიჭოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. …

თოვლის შედეგად ბათუმში აეროპორტის შესასვლელი ჩამოინგრა

ბათუმში დიდთოვლობის გამო აეროპორტის შენობის შესასვლელი ჩამოინგრა. როგორც დღეს, 25 თებერვალს, აეროპორტში მისულ “ბათუმელებს” ადგილზე მომუშავე მუშებმა განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული ფასადის აღდგენითი სამუშაოები. დიდთოვლობამ ქალაქში არაერთი შენობა-ნაგებობის ფასადი დააზიანა. თოვლის სიმძიმის გამო ჩამოინგრა აზერბაიჯანის საკონსულოს აივნის სახურავი.

როდის აღდგება ბათუმში წყლის მიწოდება სრულად

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების ავარიულად დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ მისამართებზე: ჭავჭავაძის ქუჩა #1-ში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ადლიაში, ჰელიმიშისა და ნიჟარაძის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მის შესახვევებსა და ჩიხებში, მახინჯაურის დასახლებაში, ბენზეში, ბარცხანაში, გოროდოკში, წინსვლაში, ორთაბათუმსა და ჩაისუბანში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ცნობით წყალმომარაგება 25 თებერვლის 23:30 საათამდე აღდგება.

სასამართლოს თქმით, მინის ბოთლის თავში ჩარტყმა პოლიციელზე თავდასხმა არაა – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის მინის ბოთლის თავში ჩარტყმა, რამაც მტკივნეული ჰემატომა გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც ბათუმში 2021 წელს გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, დაადგინა შემდეგი: „2021 წლის 4 აპრილს, ღამის საათებში, გამართული საპროტესტო აქციის დროს, გ. ნ-მ საზოგადოებრივი …

მუნიციპალური ავტობუსები დროებით აჩერებს მუშაობას – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით. „ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას“ – წერს ავტოტრანსპორტი. ბათუმში ინტენსიურად თოვს, 24 თებერვლისთვის თოვლის საფარი ნახევარ მეტრზე მეტია. უამინდობის გამო სწავლა შეწყვეტილია სკოლებშიც.   მთავარი ფოტო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“  

„შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“ – რა ხდება ლანჩხუთის სოფლებში

დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლების უმრავლესობა იზოლირებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები და ვეღარ მოძრაობს ტრანსპორტი. „სასწაული ამბავი ხდება. არც სასწრაფოა, ვერც სამაშველო [მოძრაობს]. ვერაფერი ვერ გადაადგილდება. ამ მომენტში ეს მოცემულობაა. ცენტრალური მაგისტრალი გაწმინდეს მხოლოდ, ნაწილობრივ, მხოლოდ ერთი ზოლი – ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზა. მხოლოდ აქ შეუძლია გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტს. შიდა სასოფლო გზები …

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს, 24 თებერვალს, დაგეგმილი ყველა რეისი გადაიდო. მიზეზი უამინდობაა. როგორც აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, ფრენები დაგეგმილი იყო სოჭის, თელ-ავივის და სტამბოლის მიმართულებით, თუმცა დღევანდელი რეისები ვერ განხორციელდა. „ამ ეტაპზე მხოლოდ დღევანდელი ფრენებია გადადებული, ხვალინდელზე ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. მგზავრები ინფორმირებულნი არიან რეისების გადადების თაობაზე. ნაწილი განთავსებულია სასტუმროებში“ – გვითხრეს ბათუმის აეროპორტში. ბათუმში 24 …

ქემალფაშაში, ართვინი-სარფის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

თურქული მედიის ინფორმაციით, ქემალფაშაში, ართვინი – სარფის სასაზღვრო ტერიტორიაზე, გვირაბის გასასვლელთან მეწყერი ჩამოწვა. გვირაბთან ჩამოშლილია ქვის დიდი ლოდები. მოძრაობა შეზღუდულია. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს სამუშაოები გზის გასაწმენდად. საქართველოს მსგავსად, თოვს თურქეთის შავიზღვისპირეთშიც.

24 თებერვლის თოვლიანი დილა ბათუმში | ფოტორეპორტაჟი

დღეს, 24 თებერვალს, უკვე მესამე დღეა, რაც ბათუმში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლე, 24 თებერვლის დილის მონაცემებით, ნახევარ მეტრს აღემატება. 2016 წლის ზამთრის შემდეგ, წელს პირველი შემთხვევაა, როცა ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ ნახევარ მეტრს გადააჭარბა. ნახეთ, ფოტორეპორტაჟი თოვლიანი ბათუმიდან.

ბათუმში თოვა შენარჩუნდება, ღამით მოსალოდნელია ყინვა – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 თებერვლის 21 საათიდან 25 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით თოვა, ზოგან ძლიერი. აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-დე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

ბათუმში 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლე, ბოლო მონაცემებით, ნახევარ მეტრზე მეტია. ბათუმში ამ დროისთვის 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება თამარის გამზირზე N5 და N9 ორი კორპუსის 80 აბონენტს. თუმცა, როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ბუნებრივი აირის მიწოდება ამ მისამართზე მალე აღდგება. „წასული არიან ჩართვაზე“ …

ბათუმში 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დღეს, 24 თებერვალს, დილის მონაცემებით, ბათუმში 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო პრო-ჯორჯიაში“ ბათუმელებს უთხრეს, ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოწვეულია დიდთოვლობით. „ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ხელვაჩაურში 300-მდე აბონენტს, ბათუმში, შუა მახინჯაურში, 150-მდე აბონენტს და ასევე, ანგისის მხარეს იყო გათიშული 600-მდე აბონენტი და ალბათ, დღის ბოლომდე ჩავრთავთ მათაც. ჩვენ გადამცემ ხაზებს ძირითადად თოვლისგან მოტეხილი ხეები …

ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე მინიმუმ ნახევარი მეტრია

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში გადაუღებლად თოვს. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა, როგორც ობსერვატორიაში გვითხრეს, ესაა დღეს, ადრიანი დილის მონაცემები, მას შემდეგ თოვა არ შეჩერებულა და სავარაუდოდ, თოვლის საფარის სიმაღლე კიდევ უფრო გაიზარდა. დაზუსტებულ ინფორმაციას, როგორც აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, რამდენიმე საათში გამოაქვეყნებენ. სინოპტიკოსების თქმით, ინტენსიური თოვა შენარჩუნდება 24 თებერვლის …

დითოვლობის გამო აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო

დღეს და ხვალ, 24-25  თებერვალს, სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში  – ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. სასწავლო პროცესის გადადების მიზეზი დიდთოვლობაა, უკვე მესამე დღეა აჭარაში თოვს. სინოპტიკოსების ცნობით, თოვლიანი ამინდი 26 თებერვლამდე შენარჩუნებდება.    

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 წელი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 868 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 10 177 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 21 157 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 23 626 ერთეული [+44] MLRS – 1 299 ერთეული [+3] …

ბათუმი-თბილისის მატარებლები შეფერხებით მოძრაობენ – დიდთოვლობის გამო რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს 

ბათუმი-თბილისის და თბილისი-ბათუმის რეისზე მოძრავი მატარებლები დღეს, 23 თებერვალს, შეფერხებით მოძრაობენ. საქართველოს რკინიგზაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მატარებლები დიდთოვლობის გამო ამ დროისთვის [14:30 სთ] გურიაში, სუფსა-ჯუმათის მონაკვეთზე არიან გაჩერებულები: „მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“. „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, „გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, 24 თებერვალს უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი 24 თებერვალი – …

ძლიერი ქარი, თოვა და შტორმი – როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით „23 და 24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6 ბალიანი შტორმი [საფრთხის დონე მაღალი]“. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის 21 საათიდან 24 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, თოვა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი; მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების …

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ სემინარი მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს მიუძღვნა

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ სემინარი მზია ამაღლობელს და ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს მიუძღვნა. „ეძღვნება მზია ამაღლობელის და რეჟიმის ყველა პოლიტიკური პატიმრის სამოქალაქო გმირობას. ჩვენი სკოლა მეოთხედი საუკუნეა, ერთგულად ემსახურება საქართველოში სამოქალაქო და დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას, ეროვნულად და სამართლებრივად მოაზროვნე და მოქმედი პიროვნების ჩამოყალიბებას. ავტორიტარულმა მმართველობამ ქვეყნის განვითარების ამ ევროპულ გზას გაუგონარი საფრთხე შეუქმნა. მზია ამაღლობელი და …

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – სენაკში აქტივისტები საპროტესტო პლაკატებით გამოჩნდნენ

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, „რუსებს მოქალაქეობა, ლაზი მედროშე ისტორიული სამშობლოს გარეშე“, „რუსეთი მტერია, მზია მსხვერპლია, ხვალ შენი ჯერია“ , „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „მგონია, რომ აბსურდის თეატრში ვართ“, –  ამ შინაარსის საპროტესტო პლაკატებით გამოვიდა 21 თებერვალს სენაკის ქუჩებშირამდენიმე აქტივისტი. თითოეული მათგანი სხვადასხვა შინაარსის მქონე პლაკატით დადგა ქუჩაში, სენაკის პროკურატურასთან, ქალაქის მთავარ მოედანზე, ბაზართან და …

Exit mobile version