უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 995 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
- ტანკი – 10 904 ერთეული [+15]
- ჯავშანტექნიკა – 22 737 ერთეული [+52]
- საარტილერიო სისტემა – 28 850 ერთეული [+56]
- MLRS – 1 410 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 181 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 413 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 337 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 39 493 ერთეული [+300]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 308 ერთეული [+37]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 51 079 ერთეული [+166]
- სპეცტექნიკა – 3 908 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 61 813 უპილოტო საფრენი აპარატი
- 610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 790 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 570 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 25 782 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 36 533 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინის წარმატება გარდაუვალია“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან