უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა – პირველი კვარტლის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7 პროცენტი შეადგინა. 2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5.3 ათასი კაცით და 958.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13.5 ათასით შემცირდა და 434.7 ათასი შეადგინა. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 მაისის 21 საათიდან 21 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან შესაძლებელია გაძლიერება – 17-22 მ/წმ.-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 2ო – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – …

დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-12-კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ამ დღის მთავარი ატრიბუტი  წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებია. მეთორმეტეკლასელები სხვადასხვა შინაარსის წარწერას უტოვებენ თანაკლასელებს სახსოვრად. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წლებში საჯარო და კერძო სკოლებში სულ 41 199 მოსწავლე სწავლობდა. სავარაუდოდ, მე-12 კლასს ამდენივე მოსწავლე დაასრულებს.

სარფში 2 პირი დააკავეს 200 ათასი ლარის ოქროს უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო საზღვარზე ორი პირი დააკავეს ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მიერ საბაჟო გამშვები პუნქტ სარფის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 212 152.3 ლარის საბაჟო ღირებულების 1 213.4 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები“ – იუწყება საგამოძიებო სამსახური. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის …

კაზინოებიდან წელს 16.8 მილიონი მიიღო ბათუმმა – ბოლო 3 წლის პირველ კვარტალში ეს ყველაზე მეტია 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის შემოსულობებში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 16 მილიონ 806 600 ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტი, კვარტალური გეგმის 105 პროცენტია. მერიის 2025 წლის გეგმა ამ ნაწილში 68 მილიონი ლარია. ასეთი მაღალი ციფრი საპროგნოზო მაჩვენებლებში 2024 წლის ბოლოს შემდეგი წლის დაგეგმვისას მერიას შემთხვევით არ ჩაუწერია, პირიქით, შეიძლება ითქვას, თავი დაიზღვია …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 975 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040] ტანკი – 10 834 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 567 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 28 067 ერთეული [+58] MLRS – 1 388 ერთეული [+1] …

„ფულის კეთება არ მორჩა“ – ყოფილმა მერმა გენგეგმის დასრულება ვერ შეძლო

ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ვერ შეძლო ბათუმის გენგეგმის დასრულება. შემდეგი მერიც ალბათ იმავეს დაჰპირდება ამომრჩეველს. ან სულაც წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ მესიჯად შეიძლება გაიხადოს ის, რომ დაწყებულს დაასრულებს, ან ყველაფერ დაწყებულს დაასრულებს. მეორე უფრო მომხიბვლელი დაპირება იქნება. ხომ გახსოვთ ოდესღაც „ოცნების“ პრემიერი, გიორგი გახარია რომ უმტკიცებდა ამომრჩეველს „მორჩა ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება გენგეგმაო“. როგორც ჩანს …

„არაფერი არ ტკენია [დგებუაძეს], ამას ვერც კი გაიგებდა. ეწყინა“ – ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან 

„მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს და პატიმრობაში ტოვებს ქალბატონ მზიას. მზია ამაღლობელის პატიმრობა თავიდან ბოლომდე დაუსაბუთებელია,“ – მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი. ყოფილ მოსამართლეს და გამოცდილ იურისტს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ვესაუბრეთ. მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებელი და დირექტორია, იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში რჩება. შეიძლება სილის გაწნა თავდასხმად …

პოლიციამ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებაზე მტკიცებულებები გააყალბა – ადვოკატები

დღეს, 19 მაისს, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს და მოუწოდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისაკენ, ვინაიდან პოლიციამ ამ საქმეზე მოახდინა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, 22:58 საათზე. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მზია ამაღლობელი მალევე დააკავეს, სისხლის სამართლის წესით. ოქმში მის დაკავების დროდ მითითებულია 12 იანვარი 00:52 …

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება

„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრიდან. სხვა დეტალებზე ჯერჯერობით უწყებაში არ საუბრობენ. აქ აღნიშნეს, რომ პარლამენტში ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა შევა. „საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები,“ – მოგვწერეს სპეციალური …

ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 82 წლის ასაკში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. საუბარია კიბოს აგრესიულ ფორმაზე, ბაიდენის ოფისის განცხადების თანახმად, მეტასტაზები ძვლებშიც გავრცელდა. მკურნალობის ვარიანტებს ბაიდენი ოჯახთან ერთად განიხილავს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და დაწერა, რომ ის და პირველი ლედი, მელანია ტრამპი, დამწუხრებულები არიან ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გამო და მას …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 974 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040] ტანკი – 10 833 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 562 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 28 009 ერთეული [+29] MLRS – 1 387 ერთეული [+0] …

„სასამართლო სისტემა არღვევს კანონს“ – რატომ არ ქვეყნდება გადაწყვეტილებები?

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე სასამართლოს ოფიციალურ გვერდებზე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, განაჩენებს ვერ იპოვით. სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად შექმნილ ოფიციალურ პლატფორმაზე ვერც ცნობილ და გახმაურებულ საქმეებზე ნახავთ სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებს. „საერთო სასამართლოების სისტემა განაგრძობს საქართველოს კონსტიტუციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის დარღვევას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის კვლავ …

სად შეიზღუდა მუნიციპალური ავტობუსის მოძრაობა ბათუმში ხიდის დაზიანების გამო

#1, 1ა და 4 სამარშრუტო ხაზებზე მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა შეიცვალა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის კონსტრუქციული ნაწილი დაზიანდა და ხიდის სტრუქტურულ მდგრადობას იკვლევენ. „შეიცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განსაზღვრულ სამარშრუტო ხაზებზე: N1 – სევერიან აჭარელის ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, შინდისის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე. N1ა და N4 – სევერიან აჭარელის …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 973 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130] ტანკი – 10 832 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 557 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 27 980 ერთეული [+38] MLRS – 1 387 ერთეული [+1] …

„ოცნებამ“ ჯერ წააქეზა საპატრიარქო, შემდეგ იგივე იარაღი მას შეუტრიალა – ინტერვიუ თეოლოგთან 

„რუსეთშიც თავიდან ზუსტად სექსუალური უმცირესობების დევნის სეზონი გამოაცხადეს. ამ რეპრესიებს მოჰყვა რელიგიური უმცირესობების დევნა და ახლა უკვე პოლიტიკურ დისიდენტებსაც კი იჭერენ…“ – პარალელს რუსეთთან ავლებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რის დემონსტრირებას ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობით „ოჯახის სიწმინდის“ სახელით? 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ხელისუფლება ჰომოფობიასთან გამიჯვნის და ადამიანების დაცვაზე ზრუნვის …

საღამოს აჭარაში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი – შტორმული გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 17 მაისს საღამოს [უფრო 22.00 საათიდან] და 18 მაისს ღამის საათებში აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 20-25 მეტრ წამამდე. ამავე სააგენტოს ინფორმაციით 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; 19 და 20 მაისს კი – ხანმოკლე წვიმა.

საია: „ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს“

„ქართული ოცნება“ ცდილობს ოჯახის დაცვა და თანასწორობა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს, რაც არსებითად მცდარია და ძირს უთხრის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია ცდილობს ჰომოფობიური კანონები ბავშვების ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს, მაშინ როდესაც იგი სინამდვილეში ბავშვებს ძალადობის და ბულინგის მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდიდ. აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიური კანონის მიღებაზე უარის თქმისკენ ქართულ ოცნებას …

„თუ იზიარებ პრინციპს – ყველა რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ თანმიმდევრულობაა საჭირო“ – ინტერვიუ

თბილისში, საპროტესტო აქციაზე, სადაც საზოგადოება პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას მართავდა, 9 მაისს, მცირე ინციდენტი მოხდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს, გალაქტიონის ხიდის მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი მიუახლოვდა, რომლებმაც თავიანთი პლაკატები გაშალეს მარშის წინ. როგორც მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გოტა ჭანტურია ამბობს „ბათუმელებთან“, მათ სააკაშვილის მხარდამჭერებს ორჯერ სთხოვეს არ გადაეფარათ მათი ბანერები სააკაშვილის პლაკატით, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 972 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910] ტანკი – 10 831 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 22 553 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 27 942 ერთეული [+34] MLRS – 1 386 ერთეული [+1] საზენიტო …

დგებუაძის ლოყის სიწითლის განხილვა გრძელდება – რეპორტაჟი ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„სიწითლეზე მეკითხებით?- სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, მე ვაფასებ ობიექტურ ნიშანს“ – უთხრა მოწმემ, სამედიცინო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა პროკურორ თორნიკე გოგეშვილს მას შემდეგ, როცა პროკურორი მას ჩაეკითხა – იყო თუ არა გამოხატული დაზიანება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის სახეზე სილის გაწვნის შემდეგ. მანამდე კი ექსპერტმა სასამართლოს უთხრა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს დაზიანების რაიმე ობიექტური …

პროკურატურა 8 მოწმე პოლიციელის დაკითხვას აღარ აპირებს – მზია ამაღლობელის საქმე

პროკურატურა თავისი მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – ბრალდების მხარე მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 სამართალდამცველის დაკითხვას აპირებდა, თუმცა დღეს, 16 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, სასამართლო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ირაკლი დგებუაძეს ჯანმრთელობის დაზიანება არ …

„სადაც არ წავედი საქართველოში, ხალხი მეუბნება: გვინდა, ჩვენს პასპორტზე ეწეროს – European Union, Georgia“ | ინტერვიუ

„მთავრობა ამბობს, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ჩვენ ვპასუხობთ: იმ მოქმედებებით, იმ კანონებით, რაც მიიღეთ, იმ რიტორიკით, რასაც იყენებთ – თქვენივე დეკლარირებული მიზნის საპირისპიროს აკეთებთ. „აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება?“ – პროპორციულობაზე ამახვილებს ყურადღებას გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი „მზია ამაღლობელის საქმეზე“. გერმანიის ელჩი დღეს, 16 იანვარს, …

გერმანიის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩები მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ბათუმში

დღეს, 16 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში. ბათუმის სასამართლოში დღეს მივიდნენ: პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დღეს ასევე ესწრება ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა მზია ამაღლობელის პროცესზე …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მაისის 21 საათიდან 17 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 6 – …

გერმანიის კანცლერი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, მე-17 პაკეტს 20 მაისს განიხილავენ. „სანქციების ახალი პაკეტი მზადაა. გადაწყვეტილებას სამშაბათს, ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს მერცი სოციალურ ქსელ X-ზე. მერცი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე სტამბოლში ჩასვლაზე უარის თქმით თავი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაიგდო. „ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 971 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100] ტანკი – 10 825 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 22 546 ერთეული [+32] საარტილერიო სისტემა – 27 908 ერთეული [+36] MLRS – 1 385 ერთეული [+1] …

ცნობილია უკრაინის დელეგაციის წევრების ვინაობა სტამბოლის მოლაპარაკებებზე

რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, რომლის მთავარი თემაც ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს, სტამბოლში 16 მაისს გაიმართება. 15 მაისს, საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ცნობილია, რომ უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი. 12-კაციან დელეგაციაში შედიან სერგეი კისლიცა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის …

სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ დაუსვა პოეტ ზვიად რატიანს. იგი მიიჩნევს, რომ სინდისის პატიმრები ივანიშვილისთვის ტყვეებია, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობას აპირებს. ზვიად რატიანი: „არც კი ვიცი, რამდენად დროული და …

უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა გირაო? – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს პატიმრობა ემუქრებათ. „ლელოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს გირაო, რომელიც სასამართლომ კომისიაზე მიუსვლელობის გამო დააკისრა მათ. გირაოს გადახდას ჯერჯერობით არ აპირებენ: ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია. საზოგადოების ნაწილი მომხრეა იმის, რომ პოლიტიკოსებმა გირაოს გადახდის სანაცვლოდ აირიდონ პატიმრობა, ნაწილი კი წინააღმდეგია. უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროპარლამენტარი დაესწრება – „ევროპა გიყურებთ“

16 მაისს ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოდის ავსტრიელი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან“, ლენა შილინგი. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შემდეგ ლენა შილინგი პრესკონფერენციას გამართავს ჟურნალისტებისათვის. „ხვალ ჩავდივარ ბათუმში, ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მისი დაკავება საქართველოში არსებული რეპრესიების სიმბოლოა. მზია სასამართლოშია იმის გამო, რომ ის კრიტიკული ჟურნალისტია და ეს თითოეულ ჩვენგანს უნდა აწუხებდეს. …

ყველაზე მეტი თანხა საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გადმოირიცხა – აპრილის სტატისტიკა

2025 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოირიცხა. შემდეგ ადგილებზეა: იტალია, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი და სხვა ქვეყნები. ფულადი გზავნილების შესახებ სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში: აშშ-დან საქართველოში გადმოირიცხა 53 987 300 აშშ დოლარი, რაც 7,6 მილიონი დოლარით მეტია 2024 წლის აპრილში ჩამორიცხულ თანხასთან შედარებით; იტალიიდან საქართველოში …

„ქოლცენტრების საქმე“ – აჭარაში ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ტექნიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წერს, რომ  აჭარაში ე.წ. „ქოლცენტრი“ აღმოაჩინა და ტექნიკა ამოიღო. სამსახურის ინფორმაციით წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით თბილისსა და აჭარის რეგიონში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს  ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, …

ვერ შევწყვეტთ პროტესტს, „ოცნებას“ ვერ მივცემთ ჩვენს მომავალს – ემიგრანტი ქალი მოლდოვიდან

„ჩვენ ვერ შევწყვეტთ პროტესტს, ვერ მივცემთ ჩვენს მომავალს მათ. მარტო ჩვენს შვილებზე არ არის აქ საუბარი, ჩვენც ხომ ვართ ჯერ ცოცხლები. ვერ მივცემთ იმის უფლებას, უარესობისკენ შეცვალონ და 30 წლის წინათაც რომ არ ვიყავით, იმ მდგომარეობაში დაგვაბრუნონ. ამის საშუალებას ვერ მივცემთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ სიგუა, ქართველი ემიგრანტი, რომელიც ამ დროისთვის მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში ცხოვრობს და …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს გაგრძელდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 16 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე. ამ ეტაპზე ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვა გრძელდება. წინა სხდომაზე, 8 მაისს, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. ის ამ საქმეში სილის გაწვნის გამო დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლესაც უთხრა, რომ …

Exit mobile version