უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 082 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
- ტანკი – 11 155 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 23 229 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 32 248 ერთეული [+49]
- MLRS – 1 476 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 213 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 341 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 55 276 ერთეული [+214]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 664 ერთეული [+38]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 60 399 ერთეული [+94]
- სპეცტექნიკა – 3 952 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 666 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 80 972 უპილოტო საფრენი აპარატი
- 627 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 910 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 589 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 29 143 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 40 818 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:






