ბატონი ავთანდილის ოთხი წელიწადი

„კინო ქართველების მოგონილია,“ – თქვა ავთანდილ ბერიძემ 2013-ში საავტორო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე. შეიძლება ეს ფრაზა არა, მაგრამ არასდროს დაგავიწყდებათ კადრი კინოფესტივალის ცერემონიალის დაწყებამდე, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, მანანა ქველიაშვილმა რომ გადაიღო – ბატონ ავთანდილს წვიმაში ქოლგით მოაცილებენ… ავთანდილ ბერიძე მეოთხე წელია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა და ისევ აქვს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სურვილი. „როგორ გითხრათ, ცოცხალი ადამიანია ძალიან …

მაშველები სეზონის წინ

წელს აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას ორი კატერი და ერთი სკუტერი დაემატა, შესაბამისად, ახლა სანაპირო ზოლზე ხუთი კატერითა და ექვსი სკუტერით იმორიგევებენ. სანაპირო ზოლი, სადაც ბანაობა ნებადართულია, წელს არ გაზრდილა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, წინა წლების მსგავსად, კვლავაც 135 მაშველი იზრუნებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 350-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე. „გვექნება 6 სწრაფმავალი სკუტერი, 200, …

უსკო – მორიგ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის თანამდებობების დასაკავებლად 9 ივნისს გამოცხადებულ ღია კონკურსზე კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის კანდიდატად კონკურსში სულ შვიდი პირი დარეგისტრირდა. მათ შორისაა აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია: 1. ბერიძე მურად; 2. დავითაძე ოთარ; 3. დიასამიძე …

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბათუმში აქციის დაშლას გამოეხმაურა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 22 ივნისს, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, „დაუყოვლებლივ დაიწყოს შიდაუწყებრივი მოკვლევა სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღდეგო ქმედებასთან დაკავშირებით და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, აჭარაში პოლიციამ მიწის მესაკუთრეებს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალება არ მისცა. გონიოელები წლებია მიწების დაბრუნებას ითხოვენ. სადავო მიწები გონიოში …

რაში იყენებს მერია 215 ვიდეოთვალს ბათუმის ქუჩებში

რაში იყენებს ბათუმის მერია ვიდეო სათვალთვალო კამერებს, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 2014 წელს ზუსტად ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა? – შეკითხვაზე პასუხი მერიაში არ აქვთ, არც – საკრებულოში, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს. „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებს,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც გიორგი ერმაკოვის ხელწერით „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგ მიიღო. ვიდეო სათვალთვალო კამერები ბათუმის მუნიციპალიტეტმა ძირითადად …

სისტემა, რომელიც აფერხებს ქალაქს

კორპუსები ეზოების, 80-100-ბინიანი სახლები პარკინგისა და გამწვანების გარეშე – ეს არის ტენდენცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ დანერგა და მოქმედმა ზედმიწევნით აითვისა. მოიმატა ავტომანქანების რაოდენობამაც და ასე თანდათან ბათუმი იქცა „საცობების“ ქალაქად. მალე, როდესაც ახალაშენებულ თუ მშენებარე ბინებში ადამიანები დასახლდებიან, კიდევ უფრო შეუძლებელი გახდება გადაადგილება. ინფორმაცია, რომ მსგავსი ნებართვების გაცემა დაკავშირებულია მენაშენეებსა და აჭარისა თუ ბათუმის ხელისუფლების …

ბათუმის ორ უბანში აბონენტებს დენი არ მიეწოდება

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, №58-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა ელექტროგადამცემი კაბელები დაზიანდა, რის გამოც ახალდაგებული ასფალტის საფარის გადათხრა გახდა საჭირო. „მონაკვეთის კეთილმოწყობას „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ უთხრეს „ბათუმელებს“, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 1 500-მდე აბონენტს. მათივე თქმით, …

22 ივნისს დაკავებული გონიოელების საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა 22 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილე გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმეს. პოლიციამ  აქცია გუშინ ძალის გამოყენებით დაშალა, რაშიც მონაწილეობდნენ კუნთმაგარი მამაკაცები უნიფორმის გარეშე. გუშინ არც ერთ მათგანს არ გაუცია კითხვაზე პასუხი – იყვნენ პოლიციელები თუ არა? „ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან გვინდოდა მოწმედ წარმოგვედგინა საქართველოს …

219 100 ლარი შშმ ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამისთვის

ბათუმის მერია წელს 219 100 ლარს დახარჯავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში. პირველი ჯგუფი კურორტზე 10 ივლისს გაემგზავრება. პროგრამა სამ კურორტზე [წყალტუბო, ურეკი, ბორჯომი] ბათუმში რეგისტრირებულ 26 წლის ჩათვლით ასაკის შშმ პირებს, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ომში დაზარალებულ ვეტერანებსა და მათ თანმხლებ პირებს, ორკვირიან სამკურნალო-დასასვენებელ პაკეტს …

ბრალდებული, რომელიც პოლიციას გაექცა, პოლიციას ჩაბარდა

„გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც პოლიციას სამი დღის წინ ავტომანქანიდან გაექცა, 22 ივნისს სამართალდამცავებს ჩაბარდა. ლერი შ. რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციამ 20 ივნისს დააკავა, თუმცა იმავე დღეს ის სამართალდამცავებს მანქანიდან იმ დროს გაექცა, როცა სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაჰყავდათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 20 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს კარაოკე-ბარში ორმა მოქალაქემ …

„დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, მისტიკური გვირაბი მეგონა“

17 წლის ნინო ჭაღალიძე ბათუმელი მოსწავლეა, რომელმაც მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში დამრგვალების გარეშე 10 ქულა, ხოლო ფიზიკაში 9 ქულა მიიღო. „მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები რომ მიმდინარებდა, დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, რაღაც მისტიკური გვირაბი მეგონა, რომლის ბოლოშიც ან სინათლეა, ან სიბნელე, ან ბედნიერი დაბრუნდები იქიდან, ან უბედური… …

ირაკლი ჭეიშვილი: “დარბევას ნუ დაგვაბრალებთ, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად”

გონიოელების აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დღეს 3 პირი დააკავეს, ამათაგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მესამე დაკავებული კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ საქმის წარმოების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა. დაკავებულებს სამართლებრივ მხარდაჭერას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” უწევდა. აქციის მონაწილე იასონ პაქსაძე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მაშინ დააკავეს, როცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტროტუარზე კარვის აღება …

მთავრობასთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, მაგრამ მთავრობაში ამის შესახებ არ გაუგიათ

აპირებთ თუ არა კომენტარის გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხდება? – ამ კითხვის პასუხად აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო გუჯაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. კითხვაზე ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა თუ ვინმე სხვის, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა. სოფო გუჯაბიძეს ასევე ჰკითხა „ბათუმელებმა“ იციან …

ნარკოტესტი იძულებით და ორი ექსპერტიზის სხვადასხვა დასკვნა

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში ბრალდებულ დათო ნ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ექსპერტიზის ორი დასკვნიდან მოსამართლე ირაკლი შავაძისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც წერია, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი არ მოუხმარია. მანამდე დათო ნ.-ს ნარკოტესტირება ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ჩაუტარეს, სადაც ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე უთხრეს, რომ ნარკოტიკი მოიხმარა. პროკურატურა მის დასჯას სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე აპირებდა. …

დაკავებულია აქციის სამი მონაწილე [ვიდეო]

გონიოელების აქცია მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. პოლიციელებთან ერთად არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებიც, რომლებიც ჟურნალისტის კითხვაზე ხართ თუ არა პოლიციელი?; ფორმა რატომ არ გაცვიათ?- არ პასუხობენ და კამერებს ერიდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან ვიდრე პოლიცია დაკავებულებს არ გაათავისუფლებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ …

საია: პირველადი მონაცემებით საპროტესტო აქცია უკანონოდ დაშალეს

საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავება დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. “იასონ პაქსაძე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის” – უთხრეს “ბათუმელებს” შსს-ს პრესსამსახურში. პოლიციელების მოქმედებას გონიოელების საპროტესტო აქციაზე უკანონობად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: “პირველადი მონაცემებით, შეკრების დაშლა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ხელშეშლა პოლიციელების მხრიდან ამ ფორმით იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო და უკანონო. ამ ვითარებაში პირის დაკავებაც, დიდი ალბათობით, …

პოლიციელებმა გონიოელებს კარვის აღება აიძულეს და ერთი მონაწილე დააკავეს

გონიოელებს კარვის აღება პოლიციელებმა აიძულეს. კარავი საპროტესტო აქციის მონაწილეებს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ჰქონდათ გაშლილი, აჭარის მთავრობის სახლის წინ. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ათეულობით პოლიციელი ადგილზე ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა გონიოელებმა ქუჩა გადაკეტეს და მეგაფონიდან მიმართეს აჭარის მთავრობას. “მოვიდეს პოლიციელი პოლიციელის ფორმით და მას დავემორჩილები”, – მიმართა სამოქალაქო ფორმიან სამართალდამცველს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ენვერ ირემაძემ. ამ …

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლეიბები წაართვა

მოსახლეობასთან, რომლებიც დღეს ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობიდა აჭარის მთავრობასთან გადავიდნენ პროტესტის გასაგრძელებლად, პოლიცია მივიდა. მათ საპროტესტო აქციის მონაწილეებს წაართვეს ის ლეიბები, რომლებიც გაზონზე ჰქონდათ გაშლილი [გონიოელები ღამისთევით მართავენ აქციებს და ლეიბებს ამ მიზნით იყენებდნენ]. მოსახლეობის თქმით, პოლიციამ ასევე დააკავა მათი ერთ-ერთი თანასოფლელი, რომელსაც ევროკავშირის დროშა ჰქონდა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ამ მოქალაქეს წაართვა ევროკავშირის დროშაც. …

გონიოელები: თუ მიწას არ დაგვიბრუნებენ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შევეკვრებით [ვიდეო]

გონიოს მოსახლეობა, რომლებიც ბოლო 5 დღეა ბათუმის მერიასთან ღამისთევით საპროტესტო აქციებს მართავდნენ, დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს. იქ შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობამ მათ არავითარი ყურადღება არ მიაქცია, ამიტომ იძულებული არიან აჭარის მთავრობას მიმართონ დასახმარებლად. საპროტესტო აქციის დაწყების ეტაპზე ბათუმის საკრებულომ დაანონსა, რომ გონიოს მიწების საკითხზე იმსჯელებდა 21 ივნისის შესაბამისი კომისიის …

როდის აღადგენენ გარეგანათებას ბათუმის ქუჩებში

როდის აღადგენენ გარეგანათებას ბათუმის ქუჩებში? -კითხვაზე “ბათუმელებს” ზუსტი პასუხი ბათუმის მერიაში ვერ გასცეს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, გაფრთხილეს კომპანია “ზიმო 7-ი”, რომელიც ტენდერის მიხედვით ე.წ. ჭაობის უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. „რეაბილიტაციის დროს დაზიანდა ელექტროსადენები. ბოლო დროს კომპანია ორიენტირებული იყო მაქსიმალურად გზის მოასფალტებაზე და ამიტომ ვერ მოხერხდა გარეგანათების აღდგენა,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის მერიის პრესსამსახურში. ამავე პრობლემაზე “ბათუმელებს” 11 …

გონიოელები საპროტესტო აქციას აჭარის მთავრობასთანაც გამართავენ

ამ დრომდე გაურკვეველია, როდის გაიმართება ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა, სადაც გონიოელების სადავო მიწის საკითხი უნდა გადაწყდეს. კომისიის თავმჯდომარე, ლევან კინწურაშვილი 15 ივნისს დაჰპირდა მოსახლეობას, რომ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 21 ივნისს მიიღებდა. გუშინ საკრებულოში არც კომისიის სხდომა გამართულა და არც განმარტება გაუკეთებია ვინმეს, თუ რატომ ვერ შედგა სხდომა, ან როდის შეიკრიბება კომისია. გონიოელებმა …

ბათუმში არდაგანის ტბაც დაბინძურებულია

ბათუმში არდაგანის ტბაც დაბინძურებულია. ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. სპეციალისტის თქმით კი, ტბაში არსებული მდგომარეობა მომავალში შეიძლება ქალქს მნიშვნელოვან პრობლემად ექცეს. შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევის ცენტრის სპეციალისტის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, პრობლემა არის ჯავახიშვილის ქუჩის კოლექტორი, შტორმების დროს ზღვა არ იღებს წყალს, ამ დროს ხდება კოლექტორში წყლის დონის მკვეთრი მატება და გადაღვრა ტბაში. „ბუნებრივია ამ კოლექტორს აქვს მიერთებული საკანალიზაციო …

„ბათომის“ მიმართვა ბათუმის მერიასა და საკრებულოს – გონიოს ციხე

ავტორი: ნინო ინაიშვილი – საზოგადოება „ბათომი“ მოგმართავთ გონიოში მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის მუშაობასა და მასთან დაკავშირებით სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ეს გაჭიანურებული და მტკივნეული პროცესი წარიმართოს და გადაწყდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და კონსტრუქციულად ყველა მხარის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. ჩვენ ვაცნობიერებთ აღნიშნული საკითხის სირთულეს, რაც, ჩვენი აზრით, სხვადასხვა დროს სახელმწიფოს …

გონიოელები საკრებულოსგან პასუხის მოლოდონში

ბათუმის საკრებულოსთან ისევ რჩება კარავი და ლეიბები, სადაც გონიოელები მანამდე მორიგეობის პირობით რჩებიან, ვიდრე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს. კომისია დღეს, 12 საათზე უნდა შეკრებილიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. რა მიზეზით გადაიდო სხდომა ამაზე საკრებულოში პასუხი არ აქვთ. ხვალ თავად გააკეთებს ამაზე განხადებას კომისიის თავმჯდომარე – განგვიმარტეს საკრებულოს პრესამსახურში. გონიოელებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობასთან 24-საათიანი …

ათი ოჯახი სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში – ხულოს გამგეობა ინვესტორს ეძებს

დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთსართულიან სახლში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. სახლი, სადაც ათი ოჯახი ცხოვრობს, სიცოცხლისთვის საშიშია. სახლი რუსთაველის ქუჩაზე იმდენად ძველია, რომ ერთი შეხედვით რთულია დაიჯერო, აქ ვინმე ცხოვრობს. სახლი სიცოცხლისთვის სახიფათო რომაა, აქ მცხოვრებმა სევიე თავდგირიძემ დიდი ხანია იცის. სევიე ფიცრული სახლის ბოლოს, რამდენიმე კვადრატზე მოწყობილ ორ ოთახში 15 წელია …

სტუდენტები სტადიონის დასაცავად, ენთუზიასტი მწვრთნელი და მთავრობა

სტუდენტები ჩაქვის ამორტიზებული სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ. სტადიონი დაბა ჩაქვის ცენტრალური მაგისტრალის მოპირდაპირედ, ზუსტად იმ მონაკვეთზეა, სადაც უმაღლესი საბჭოს შენობა მდებარეობს. გზის მარცხნივ სტადიონია, მარჯვნივ კი უმაღლესი საბჭოს შესასვლელი. მიუხედავად ამისა, სტუდენტებმა დახმარების თხოვნით არც უმაღლეს საბჭოს, არც დაბა ჩაქვისა და არც ქობულეთის გამგებელს არ მიმართეს: „მათ ამ პრობლემის შესახებ წლებია იციან და მის მოსაგვარებლად არაფერი …

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქობულეთის გამგებელი უხელფასოდ მუშაობს

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ზუსტად ორი წელია, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელია. როგორც გამგებელს, სულხან ევგენიძეს უკვე მეორედ აქვს საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ქონებრივი დეკლარაცია შევსებული. დეკლარაციის მიხედვით სულხან ევგენიძე ერთადერთი ნივთის მფლობელია, მას ეკუთვნის 1992 წელს გამოშვებული „ოპელ ასტრა“, რომლის ძრავის სიმძლავრე 1.6 ყოფილა. ქობულეთის გამგებელს, სულხან ევგენიძეს დეკლარაციის სავალდებულოდ შესავსებ გრაფაში – „საქართველოში ან …

„პაატა გავიდოდა“ – უსკოს თავმჯდომარის ასარჩევი მორიგი რაუნდი

აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა იმაზე, რომ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორედ მას წარადგენს, უკვე დარწმუნებით საუბრობენ. „არ დარეგიტრირებულა? ეგ არაფერია. ხუთშაბათს ექვსს რომ ხუთი წუთი დააკლდება, მაშინ დარეგისტრირდება“, – უთხრა წყარომ „ბათუმელებს“ მთავრობიდან. თავად პაატა ჯალაღონია „ბათუმელებთან“ …

ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პოლიციას მანქანიდან გაექცა

„გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, 20 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს კარაოკე-ბარში ორმა მოქალაქემ იჩხუბა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მოქალაქე ღია ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს. „ბათუმელების“ ინფორმაციითვე, ამ კონფლიქტის დროს ბრალდებულმა, მოქალაქე ლერი შ-მ დანით დაჭრა მეორე მამაკაცი – გია ბ. ორივე მოქალაქე გადაყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც დანაშაულის ჩადენის ბრალდებით პოლიციამ ლერი შ. დააკავა. …

ახალი ჯიხურები, როგორც სახიფათო ადგილი მყიდველისთვის

ბათუმის ქუჩებში ახალი მოსაცდელები დადგეს, რომლებსაც თან ახლავს რეკლამის განთავსების ადგილები და კვების ობიექტები. ჯიხურების შესასვლელი, ანუ კარები ქუჩის მხარეს აქვს. თუ ვინმე ჯიხურში საკვების შეძენას გადაწყვეტს, მას ქუჩის იმ ნაწილზე მოუწევს გაჩერება, სადაც მანქანები მოძრაობენ. ჯიხურში უკვე განთავსებულია ბლინების საცხობი აპარატი და შუშის მაცივარი ცივი სასმელებით. ჯიხურის გამყიდველის თქმით, თვითონაც ფიქრობს, რომ მყიდველისთვის შესაძლოა ჯიხურთან დგომა სახიფათო …

ომარ როდონაია ისევ ღია ცის ქვეშ რჩება

ომარ როდონაია, რომლისთვისაც ბინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რამდენიმე მოხალისემ ერთობლივად იქირავა, შეიძლება ისევ ღია ცის ქვეშ დარჩეს. მეპატრონე ბინის გაქირავებას ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სხვა პირობებით გეგმავს, როდონაიას კი ბინის დასატოვებლად ვადა მხოლოდ თვის ბოლომდე აქვს. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა სხვა მოხალისეებთან ერთად ომარ როდონაიასთვის ახალ ბინას ეძებს, თუმცა როგორც …

რას გეგმავს მერია ბათუმში ტბის გადასარჩენად

ბათუმში ნურიგელის ტბის მოწამვლის შემდეგ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მერია მდგომარეობის შესასწავლად მსოფლიო დონის სპეციალისტებს დაუკავშირდება. ეს მაშინ, როცა მერიის დაქვემდებარებაში მომუშავე სპეციალისტი ამ შედეგის დადგომას 2013 წლიდან ვარაუდობდა და დროული რეაგირების საჭიროებაზე საუბრობდა. ამაზე „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე დაწერა. მერია, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრობლემის წარმოჩენის შემდეგ, ყოველ ჯერზე, პირობას დებდა, რომ იზრუნებდა, …

ადვოკატის ცემის ფაქტი შსს-ს ექსპერტიზამ დაადასტურა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს ადვოკატ ირაკლი ზაქარიაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ის აღმკევთის სახით შეფარდებული გირაოს – 1000 ლარის გადახდისგან გაათავისუფლა. ადვოკატი ცემაში, ნივთმტკიცების განადგურებასა და სხვისი ნივთის დაზიანებაშია ბრალდებული. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდებულის თხოვნა, რომ მან სოციალური პრობლემების გამო ვერ შეძლო გირაოს თანხის გადახდა. ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

გადათხრილი ქუჩები, სადაც სამუშაოები არ სრულდება

ლერმონტოვის ქუჩაზე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის შენობის წინ, სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა ქუჩაზე ავტომობილებს თავისუფლად გადაადგილება უჭირთ. ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ადგილზე სპეციალისტები, ან ტექნიკა არ მუშაობს, მაგრამ თვეების განმავლობაში სამუშაოს დასრულება და გზის გარკვეული მონაკვეთის მოასფალტება არ ხდება. ადგილობრივების თქმით, კონკრეტულად მერიის წინ ქუჩა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მსგავს სიტუაციაშია. „ექსკავატორი რომ ვერ …

შესაძლოა, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთი“ განთავსდეს

გამომცემლობა „რადარამი“ ბათუმში, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთის“ დადგმას გეგმავს. როგორც „ბათუმელებს“ გამომცემლობის დისტრიბუციის კოორდინატორმა, დათო სიხარულიძემ უთხრა, პარკის ადმინისტრაციასთან წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიარეს და მალე ოფიციალურადაც მიმართავენ. „ეს იქნება „მინიბიბლიოთეკის ყუთი“, სადაც ჩვენი და სხვა გამომცემლობის წიგნები განთავსდება. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მივიდეს და აიღოს სასურველი წიგნი, წაიკითხოს და დააბრუნოს, ან სახლში წაიღოს და სხვა წიგნი დატოვოს …

ბიზნესგარიგებები და „ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში

ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თავის დროზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და ბათუმის საბაგირო გზის მფლობელ კერძო კომპანიას გარკვეული პირობებით გადაეცა. ერთ-ერთი პირობა საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა იყო. ახლახან „ჰესტოკ ბათუმმა“ „კაისა“ მიმდებარე ტერიტორიით „სვეტი ჯგუფს“ მიჰყიდა, რომელმაც აქ „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ უნდა ააშენოს. კომპანია „სვეტი …

Exit mobile version