ლევან ვარშალომიძეს „ნაციონალები“ სარფში დახვდებიან

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი აჭარაში ლევან ვარშალომიძე, ხვალ 3 ივლისს, ბათუმში ბრუნდება. ამის შესახებ ლევან ვარშალომიძე, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს. „უამრავი შეტყობინება მომდის სოციალურ ქსელში და პირად ნომერზე. მაღალი ინტერესის გამო გეტყვით, რომ ჩამოვდივარ 3 ივლისს, 12:30-13:00 საათზე, სარფის საბაჟო პუნქტი. შეხვედრამდე“. ლევან ვარშალომიძის ბათუმში დაბრუნებას ადასტურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. რეზო ხარაზი …

ბათუმი-სარფის მაგისტრალზე კლდიდან ქვები ჩამოიშალა

დღეს, დილის 11 საათისთვის, ბათუმი-სარფის მაგისტრალის მონაკვეთზე, კვარიათის ტერიტორიაზე, კლდის ნაწილი ჩამოიშალა. კლდიდან ჩამოცვენილმა ქვებმა გზაზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული დროით შეაფერხა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის განცხადებით, ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე პრობლემა მოხსნილია და ავტომანქანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, ხოლო ქვების ჩამოცვენის განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ბოლოს გზის ამ მონაკვეთზე, 14 აპრილს, ღამით, სარფის შესასვლელთან ჩამოწვა …

აქციის მონაწილე: ვაპროტესტებთ პოლიციის ძალადობრივ სისტემას

2 ივლისს აჭარის პროკურატურის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, არიან ყოფილი პოლიტპატიმრები, მათი ახლობლები, ასევე უკანონო პატიმრების ოჯახის წევრები და მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას: „ძალადობრივი სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს“. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ გიორგი პაპიძის და ირაკლი ჯაშის პატიმრობაში ყოფნას, რადგან მათი აზრით, ეს პირები პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი არიან. „მახარაძე როცა დააკავეს, გადაიყვანეს ნარკოლოგიურ …

მოსახლეობა დაპირებულ კომპენსაციას ისევ მოითხოვს

სამი სოფლის, კირნათის, მარადიდისა და მირვეთის მაცხოვრებელთა საპროტესტო აქცია, დღესაც მიმდინარეობს.  სოფლის მცხოვრებლები კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ისგან  მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მოითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიაც და ხელისუფლებაც კომპენსაციის გაცემას დიდი ხნის წინ დაჰპირდა, თუმცა პირობა არცერთმა არ შეასრულა. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს უფლებას არ აძლევენ ჰესის მშენებლობა გააგრძელონ. როგორც სოფელ კირნათის …

სასტუმროები ისევ სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გარეშე

ხელისუფლების საჯარო დაპირების მიუხედავად, სასტუმროებში, სადაც საწოლების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, არავინ აკონტროლებს სახანძრო უსაფრთხოებას. ხელისუფლებამ საჯარო დაპირებები გასული წლის მაისში გასცა, როცა ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი, კანონი აუცილებლად გამკაცრდება“. უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე საუბრობდნენ სხვა დეპუტატებიც, თუმცა ერთი …

ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

ქარიან ამინდში აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის თავზე მფრინავ პოლიეთილენის პარკებს. პარკებს ნახავთ ხის ტოტებზე, ქალაქის ქუჩებში, ბუნებაში… მიზეზი მარტივია, საქართველოში ერთი მოსახლე, საშუალოდ, 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს წელიწადში, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია. ერთი წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა და რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი შეუერთდა …

“საქართველოს ბანკთან” დაჭრილი მამაკაცის საქმეზე გამოძიება დაიწყო

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის” ოფისთან დაჭრილი მამაკაცის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. ამ სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცს მსუბუქი დაზიანება სხეულზე სამ ადგილას აღენიშნებოდა.

ბათუმში 80-იანი წლების უცხოელი როკვარსკვლავები იმღერებენ

3 ივლისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, 80-იანი წლების როკვარსკვლავები, – დენ მაკკაფერტი, დუგი უაითი, ტიმ ოუენსი და ბრაინ ჰაუ იმღერებენ. როკის გაორკესტრებულ ვერსიას ბათუმელი მუსიკოსი, ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს. ბათუმის მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, როკ-მუსიკოსებს აკომპანირებას გაუწევს მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი. უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტში ქართველი მუსოკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. ვოკალისტებიდან წარმოდგენილი იქნება ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე და მუხრან …

“სახალხო ხელისუფლების” წევრების საპროტესტო აქცია ენმ-ს ოფისთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა [ვიდეო]

დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისთან, პოლიტიკურმა მოძრაობა “სახალხო ხელისუფლებამ”, პოლიტიკურ გაერთიანება “ჩვენ სამშობლოსთან ერთად”, საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ ენმ-ს ოფისთან, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის სიკვდილი გააპროტესტეს და ნაციონალური მოძრაობის წევრები, მის გარდაცვალებში დაადანაშაულეს  – “ის იყო პირველი ვინც ამხილა მიხეილ სააკაშილი ფინანსურ კორუფციაში…  დღეს გულისტკივილს გამოვთქვამთ იმაზე, რომ ერთ ადამიანსაც კი – გინდ ხელისუფლების, გინდ …

თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებიც კითხვებს გაურბიან

ბათუმის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე – რეგიონში იმ თანამდებობის პირებს შორის არიან, რომლებიც ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებმა პრობლემურ რესპონდენტებად დაასახელეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი კითხვებს გაურბიან. მასთან ურთიერთობა ჭირს, ის ხშირად ცდილობს არაფრისმთქმელი კომენტარით მოგვიშოროს, ის კითხვას კი არ პასუხობს ამომწურავად, ამბობს მხოლოდ იმას, რაც მას …

ჯერ ეროვნულ გამოცდებზე, შემდეგ – სინგაპურში

თათია ბოლქვაძე, აბიტურიენტი წელს აბიტურიენტი ვარ და ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. პირველი გამოცდა რამდენიმე დღეში მაქვს. იმედს არ ვკარგავ, რომ სასურველ ფაკულტეტზე, სასურველ უნივერსიტეტში მოვხვდები, რადგან მთელი წლის განმავლობაში ამ სურვილს, ჩემი მეგობრების მსგავსად, მეც დიდი დრო და ენერგია შევალიე. სიმართლე რომ ვთქვა, წელს გამოცდებზე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოსაცდელად უფრო გავდივარ, ვიდრე სტუდენტის სტატუსის …

დღეს სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო

სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელშიც ბათუმში რეგისტრირებული სტუდენტები მონაწილეობენ დღეს დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ 375 განაცხადიდან 200 ბენეფიციარი შეარჩია, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. პრიორიტეტი მიენიჭათ მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებსა და სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან. დღეს ბათუმის მერიაში, სტუდენტებს მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშილი და სპორტისა …

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჭარაში ორი ცენტრი იმუშავებს

ხვალ, პირველ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. აჭარის მასშტაბით ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს – ერთი ბათუმში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშია გახსნილი, ხოლო მეორე ხულოში – დაბა ხულოს საჯარო სკოლაში. ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მანუჩარ ლორიას ინფორმაციით, ბათუმიის საგამოცდო ცენტრში წელს 72 სექტორი იქნება, აბიტურიენტთა რაოდენობა კი 3 …

არჩილ ხაბაძემ სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

30 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უკარაინული წარმოშობის, რუსეთში მოვაღვაწე მსახიობთან, სტანისლავ ბონდარენკოსა და შპს „დარ ბილდინგის“ წარმომადგენელთან ერთად გმირთა ხეივანში სასტუმრო „Dar Tower“-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, სტანისლავ ბონდარენკო კომპანია „დარ ბილდინგის“ სარეკლამო სახეა: „კომპანიამ მას ბინა გადასცა საჩუქრად. სტანისლავ ბონდარენკო „Dar Tower“-ის ბინის პირველი მესაკუთრე გახდა“. აჭარის …

ბათუმში იპოთეკარებმა „ოცნებას“ დაპირება კიდევ ერთხელ შეახსენეს

30 ივნისს ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისთან იპოთეკით დაზარალებული პირები შეიკრიბნენ და „ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბერიძის თქმით, აქციის ადგილი შემთხვევითი არ არის: „სწორედ ქართული ოცნება დაპირდა ხალხს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემას… დაზარალებულები ელოდებიან ბანკთან შუამდგომლობას, აინტერესებთ, შეინარჩუნებენ თუ ვერა სახლებს. თუ კი ლოდინის პროცესი დიდხანს გაგრძელდება, გაგრძელდება საპროტესტო …

ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, ბათუმში, დღეს 30 ივნისს, საღამოს საათებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. გაძლიერდება  დასავლეთის ქარის და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაცემა. ამინდის გაუარესება მოსალოდნელიან მაღალმთიან აჭარაშიც. „არამდგრადი ამინდები გაგრძელდება შემდეგ დღეებშიც“, – უთხრა „ბათუმელებს“ დოდო გვაზავამ. აჭარის სამაშვილო სამსახურში ამბობენ, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელი უამინდობის შესახებ გაფრთხილებულები …

მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში

ყველა ასაკის მოსწავლეს სხვადასხვა ტიპის უფასო და ფასიან საზაფხულო ბანაკებს სთავაზობენ ყოველწლიურად. ხშირად უფასო ბანაკებს აწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ბანაკები ძირითადად თემატურია, მაგალითად, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი, უცხო ენის შესასწავლი. როგორ ხდება ბანაკების ორგანიზება, რა კრიტერიუმებით არჩევენ ბანაკის ლიდერებს, ვინ და როგორ ზრუნავს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე – „ბათუმელები“ გთავაზობთ ვითარებას, რაც შეიძლება დახვდეს თქვენს შვილებს …

ბსუ-ს პროფესორი მოსამართლეს: რა გამოდის, ოჯახი უნდა დავანგრიოთ?

ეს შეკითხვა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაუსვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი პროფესორების წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტის შენობა უნდა დატოვოს ოთხმა მოქმედმა და ყოფილმა პროფესორმა, მათი ოჯახის წევრებმა კი – არა. სასამართლო პროცესი ამ შემთხვევაში ჩაქუჩის ჩამოკვრით არ დასრულებულა. მოსამართლე პროფესორებმა დარბაზში გააჩერეს. „გამოსახლება არ გემუქრებათ“, – ეს …

„ბსუ დენტი“ – საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა ბათუმში

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კლინიკა – „ბსუ დენტი“  გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით და როგორც ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ამბობს, „ბსუ დენტი“, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტის სტომატოლოგიოური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის და რეზიდენტურის სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე მიიღებს პაციენტებსაც: „პაციენტებს მიიღებენ პროფესორ-მასწავლებლები, ხოლო სტუდენტები ასისტირებას გაუწევენ“, – აღინიშნა „ბსუ …

აქციაზე დაკავებული გონიოელების სასამართლო პროცესი დასრულდა

22 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს, 30 ივნისს დასრულდა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ენვერ ირემაძის საქმეში სამართალდარღვევის ნიშნები ვერ დაინახა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მოსამართლემ გაფრთხილება მისცა აქციის მონაწილე – გურამ მიქელაძეს. პოლიციელეთა ჩვენებების მიხედვით, იგი შეგნებულად დაწვა გზის სავალ ნაწილზე და ავტომანქანებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. დაცვის მხარეს გურამ მიქელაძის …

უცხოელი სტუდენტები აჭარაში

ბათუმის რამდენიმე უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტები სწავლობენ. მათ შორის არიან ინდოელი, თურქი, აზერბაიჯანელი, სირიელი, ამერიკელი და ნიგერიელი ახალგაზრდები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო განათლების მიღება საქართველოში, კერძოდ ბათუმში გადაწყვიტეს. სიუჟეტში ისინი თავად ყვებიან თავიანთ არჩევანზე, რამდენად მოსწონთ სწავლა, სად და რა პირობებში უწევთ ცხოვრება, რა ბარიერებს აწყდებიან და რა მიაჩნიათ პრობლემად. სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების …

შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში რუსული დროშით და წაშლილი ფოტოები ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

ამ ფოტოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვეღარ ნახავთ. უნივერსიტეტში გამართული მემორანდუმის გაფორმების ამსახველი ფოტოები მას შემდეგ წაიშალა, როცა „ბათუმელები“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშს დაუკავშირდა და კითხა, რატომ იყო გამოფენილი რუსეთის დროშა უნივერისტეტში გამართულ შეხვედრაზე და რატომ დასჭირდა ბათუმის უნივერსიტეტს სტაჟირებისთვის მემორანდუმის გაფორმება რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. „არ მაქვს ამ მემორანდუმის შესახებ ინფორმაცია. ახლა …

გერმანია-საქართველოს ურთიერთობა და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი

საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში გერმანიის მხრიდან გამოჩენილ სიფრთხილის მიზეზებზე „ბათუმელები“ გერმანიაში მცხოვრებ ლიტერატურათმცოდნეს, ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა. ქართულ საზოგადოებაში რჩება ეჭვი, რომ გერმანია, ოფიციალურად გაცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება. ამას მოწმობს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც ევროპარლამენტში აღნიშნა, რომ საჭიროა გადახედონ ვიზალიბერალიზაციის „სწრაფი შეჩერების მექანიზმს“. …

რას ასწავლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრების უფლება? რა არის დისკრიმინაცია? როგორ დავწეროთ პროექტი? – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს 33 სოფელში დაინტერესებულ პირებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე უფასო ტრენინგებს ჩაუტარებს. ტრენინგები სოფლად მცხოვრები იმ პირებისტვისაა განკუთვნილი, რომელთაც სურთ მეტი იცოდნენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდება. …

სტიქია შუახევსა და ქედაში – კომისია ზარალს ითვლის

შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში განვითარებულ სტიქიის შედეგებს დღეს დილიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  გაეცნო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და გარემოსა და ბუნებრივი რერსურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე. მთავრობის ინფორმაციით: „28 ივნისს, საღამოს საათებში (18 საათიდან 21 საათამდე) შუახევის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოვიდა …

ავტოსაგზაო შემთხვევა – 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

12 წლის ბიჭი, რომელსაც 28 ივნისს, ხელვაჩაურის გზაზე, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრშია [ე.წ. ბავშვთა საავადმყოფო] მოთავსებული. იგი მკურნალობის კურსს ქირურგიულ დეპარტამენტში გადის. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმელი სტუდენტები სტაჟირებას რუსეთში გაივლიან

რუსეთის ტურიზმისა და სერვისების სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები რუსული უნივერსიტეტის გარდა, ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებშიც გაივლიან სტაჟირებას. ბათუმის უნივერსიტეტში მოლოდინი აქვთ, რომ ქართველი სტუდენტები ამ თანამშრომლობით რუსული ენის ცოდნის დონეს გაიუმჯობესებენ, შეისწავლიან ბაზარს და რუსი ტურისტების რაოდენობა აჭარაში გაიზრდება. „შეუძლებელია რუსი ტურისტების ნაკადის გაზრდა განათლების გარეშე. …

ქობულეთის გამგეობა ორ მეორად ავტომობილს შეიძენს

ორ ავტომობილს ქობულეთის გამგეობა გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეიძენს. გამგეობა მაღალი გამავლობის მეორად ავტომობილებში სავარაუდოდ 25 ათასს ლარს გადაიხდის. ავტომანქანებს გამგეობა ზედამხედველობის და სამხედრო აღრიცხვის განყოფილებებისთვის ყიდულობს. გამგეობის პრესსამსახურის განმარტებით, ამ განყოფილებებს წლებია ემსახურებათ თითო ავტომანქანა, თუმცა ისინი ამორტიზებულია და შეკეთებას აღარ ექვემდებარება. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ავტომანქანა მინიმუმ 2003 წელს უნდა იყოს გამოშვებული. შეთავაზებების  ბოლო ვადა 6 ივლისია.

ქედისა და შუახევის გამგებელები – მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება ქედაში სტაბილურია, მდინარე აკავრეთაში წყლის დონემ ღამით დაიკლო და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება სოფლებს შორის დამაკავშირებელ დაზიანებულ და წაღებულ ხიდებს, გამგებელის თქმით აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. „სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია. აკავრეთას ხეობაში მთლიანობაში ხუთი ხიდია წაღებული, მათ შორის ერთი საცალფეხო, მისასვლელი გზა არ …

გაზის მიწოდება აჭარაში დღის ბოლომდე სრულად აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 29 ივნისს, დღის ბოლომდე სრულად აღდგება. „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ აცნობა, რომ გვერდით კორპუსებში ჩაირთო გაზი, მათ კორპუსში კი არა და აინტერესებთ მიზეზი. „სოკარ ჯორჯია გაზში“ განაცხადეს, რომ ტექნიკური ჯგუფები მუშაობს, დღის ბოლომდე ყველას აღუდგება გაზის მიწოდება და აბონენტებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ კომპანიას …

ქედასა და შუახევში 700-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგად გარესამყაროსაა მოწყვეტილი შუახევის მუნიციპალიტეტის ხუთი და ქედის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი [ოქტომბერი]. ექვსივე სოფელში დაახლოებით 700-მდე კომლი ცხოვრობს. სოფლებთან მისასვლელი ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა წაიღეს. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შს სამინისტროს სახანძრო-სამაშველოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მამუკა თურმანიძის განცხადებით, ექვსივე სოფელთან აქვთ სატელეფონო კავშირი, არცერთ სოფელში არ იმყოფება მძიმე …

წაღებული ხიდები და ევაკუირებული ოჯახები – სტიქია მაღალმთიან აჭარაში

28 ივნისს, საღამოს, ძლიერმა წვიმამ აჭარის მაღალმთიანეთს ზიანი მიაყენა. შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლები: წაბლანა, ცინარეთი, მოფრინეთი და სამოლეთი მოწყვეტილნი არიან ცენტრს, რადგან ადიდებულმა მდინარემ წაიღო კვირიაულისა და წაბლანას ხიდები. შუახევის გამგეობის ინფორმაციით სტიქიამ გაანადგურა მდინარის პირას არსებული სავარგულები. შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, უჩამბის ხეობაში მდინარემ 3 ხიდი წაიღო: “10 ოჯახი გადავიყვანეთ, წვიმამ ახლა ცოტა გადაიღო, …

12 წლის ბავშვს ხელვაჩაურის გზაზე მიკროავტობუსი დაეჯახა

ხელვაჩაურის გზაზე, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ბავშვი თავად მძღოლმა გადაიყვანა საავადმყოფოში. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანისას „კონტაქტური იყო.“ „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბავშვი ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის …

აქციაზე დაკავებული გონიოელების სასამართლო პროცესი გრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს დაკავებული გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმე განახლდა. საიას იურისტის თქმით, დღეს პროცესზე მოწმეები დაკითხეს, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომედგენელი ბათუმში ციალა ქათამიძე. საქმის განხილვა 30 ივნისს გაგრძელდება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო სამი პირი [გურამ მიქელაძე, ენვერ ირემაძე, იასონ პაქსაძე] ადმინისტრაციული …

დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალ ჯგუფს მიიღებს

NIMD-ის დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალი ჯგუფის წევრების შესარჩევად მიღებას აცხადებს. ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც მსმენელები გაივლიან, განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის. დემოკრატიის სკოლის მსმენელებს ტრენინგები ბათუმში ჩაუტარდებათ კვირაში 2 ჯერ, ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით, თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ. NIMD-ის ვებგვერდის ცნობით, სატრენინგო პროგრამა …

Exit mobile version